IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

ინდუსტრიული რევოლუციები და ადამიანი მომავლის ზღვარზე

05.06.2025

3130 დათვალიერება

დრო აღარ გველოდება

მოდი, ჯერ აღვწეროთ, როგორია ჩვენი დღევანდელობა - დილას შენი სმარტფონი შენზე ადრე იღვიძებს. ის გიჩვენებს ამინდის პროგნოზს, გზაზე საცობებს და იმ ძველ მეგობარსაც გახსენებს, ვისთანაც დიდი ხანია არ გისაუბრია. ინტერნეტი უკვე არა მხოლოდ ეკრანზე, არამედ შენი ცხოვრების რიტმში ზის. ბავშვებს დღეს პლანშეტზე აქვთ წიგნი და ტელეფონით იღებენ პირველ ვიდეოს.

წარმოგიდგენია?! - ჩვენი მშობლებისა და ბებია-ბაბუებისთვის კი ეს ხშირად ჰგავს დროში მოგზაურობას. იმ ეპოქიდან, როცა ტელევიზორი პირველად შემოვიდა სახლში, მოჰყვა ფერადი ეკრანი, შემდეგ პულტი, და ბოლოს ის დრო, როცა ტელევიზორიც ჭკვიანი გახდა მას შემდეგ, რაც ინტერნეტს დაუკავშირდა და თავად დაიწყო ფილმების ძებნა. ტექნოლოგია, რომელიც ადრე მხოლოდ მომავლის ფილმებში გვხდებოდა, დღეს ყოველდღიურობის ნაწილი გახდა.

ცვლილებები შეუჩერებელია! მაგრამ ეს არასდროს ყოფილა ისეთი სწრაფი, როგორც ახლა. ამ სამყაროში, როცა ტექნოლოგია უკვე ჩვენი ცხოვრების რიტმს ქმნის - შენ რას აკეთებ? უბრალოდ აკვირდები ცვლილებებს თუ ცდილობ აჰყვე სიახლეებს და განვითარდე?

როგორ მივედით აქამდე და რატომ არის ეს დღეს მნიშვნელოვანი?

წარმოიდგინე სამყარო, სადაც არ არის ელექტროენერგია, ავტომობილები, ან კომპიუტერები. არც ქარხნები. XVIII საუკუნემდე კაცობრიობის 80%-ზე მეტი სოფლის მეურნეობით იყო დაკავებული. მთელ დღეს მიწას ამუშავებდნენ მხოლოდ იმისთვის, რომ ოჯახი გამოეკვება. არ იყო დრო განათლებისთვის, მეცნიერებისთვის. ცხოვრების საშუალო ხანგრძლივობა 30-35 წელი იყო. ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი, კი კატასტროფული - 50%. შიმშილი და ავადმყოფობა იყო ყოველდღიურობის ნაწილი.

ინდუსტრია 1.0 – ორთქლი, რომელმაც სამყარო შეცვალა

მოხდა სასწაული! 1760-იან წლებში ინგლისში ჯეიმს ვატმა შექმნა და გააუმჯობესა ორთქლის ძრავა. რატომ ინგლისში? იმიტომ, რომ იქ უკვე იყო ქვანახშირის საბადოები, განვითარებულია ვაჭრობა და რაც მთავარია, არსებობს კერძო საკუთრების უფლება. ადამიანებს შეეძლოთ თავისი მიწის გაყიდვა და ქალაქში წასვლა.

ორთქლის ძრავამ შექმნა პირველი ქარხნები. გაჩნდა ახალი პროფესიები – ინჟინერი, მექანიკოსი, ქარხნის მუშა. მაგრამ ეს ცვლილება მტკივნეულიც იყო. ბევრმა ხელოსანმა დაკარგა სამუშაო. ისტორიაში შევიდნენ ლუდიტები - მუშები, რომლებიც მანქანებს ამსხვრევდნენ. მაგრამ იყვნენ ისეთებიც, ვინც ახალ რეალობას შეეგუა და ისწავლა მანქანებთან მუშაობა.

რა არის მნიშვნელოვანი?! - სწორედ ამ დროს გახდა საჭირო მასობრივი განათლება. ქარხნებს სჭირდებოდათ მუშები, რომლებსაც შეეძლოთ წაკითხვა, დაწერა, მარტივი ანგარიში. ასე გაჩნდა საჯარო სკოლები – ქარხნის მოდელით, ზარით, ცვლებით, მკაცრი დისციპლინით.

ინდუსტრია 2.0 – ელექტროენერგია და კავშირგაბმულობის რევოლუცია

XIX საუკუნის ბოლოს, დენის გამოგონებამ კიდევ ერთხელ შეცვალა სამყარო. პირველად ისტორიაში, ადამიანებმა დაამარცხეს სიბნელე. ელექტრო ნათურამ შესაძლებელი გახადა მუშაობა ღამითაც. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი იყო ტელეფონის გამოგონება. ალექსანდრე ბელის 1876 წლის გამოგონებამ პირველად გახადა შესაძლებელი მყისიერი კომუნიკაცია დიდ მანძილზე. ბიზნესი აღარ იყო შეზღუდული ერთი ქალაქით. ინფორმაცია გავრცელდა სწრაფად. ამავე ეპოქაში, რადიოს გამოგონებამ, ეს იყო 1895 წელს, კიდევ უფრო გააფართოვა ჰორიზონტები. ადამიანებს შეეძლოთ ერთდროულად მოესმინათ ერთი და იგივე ინფორმაცია. პირველად შეიქმნა მასობრივი კულტურა.

პროფესიები კვლავ იცვლებოდა. ტელეგრაფისტები გახდნენ ტელეფონისტები. მეეტლეები – ტაქსის მძღოლები. გაჩნდა ელექტრიკოსები, რადიოინჟინრები. ვინც ვერ შეეგუა ვერ აუწყო ფეხი - დროს ჩამორჩა და უკან დარჩა.

მოითხოვე კონსულტაცია

ინდუსტრია 3.0 - კომპიუტერი, რომელმაც ბუღალტერი გარდაქმნა

1960-1970 წლებში კომპიუტერების გამოჩენამ კიდევ უფრო დრამატული ცვლილებები მოიტანა კაცობრიობისთვის. პირველი პერსონალური კომპიუტერები, შემდეგ ნოუთბუქები, პლანშეტები და ბოლოს – ინტერნეტი. ბუღალტერიის ისტორია განსაკუთრებით საილუსტრაციოა. 1970-იან წლებში ბუღალტერი იჯდა უზარმაზარ წიგნებთან, ხელით ითვლიდა, იყენებდა კალკულატორს. 1980-იან წლებში Excel-ის გამოჩენამ ყველაფერი შეცვალა. ბუღალტრებს, რომლებმაც ვერ ისწავლეს კომპიუტერი - დაკარგეს სამუშაო. ვინც ისწავლა - გახდა უფრო ეფექტური, უფრო მოთხოვნადი, უფრო კარგად ანაზღაურებადი.

2000-იან წლებში ინტერნეტმა შეაღწია ყოველ სახლში. გაიხსენე dial-up მოდემი, ტელეფონის ნომრის აკრეფის და ზარის მოლოდინის ხმა -  რომელიც გახსოვს ალბათ. ერთი ფოტოს ჩამოტვირთვას 5-10 წუთი სჭირდებოდა.

2007 წელს iPhone-ის გამოჩენამ დაასრულა ინდუსტრია 3.0-ის ეპოქა – ტელეფონი, კომპიუტერი, კამერა, რუკა, საფულე და წიგნი ერთ მოწყობილობაში გაერთიანდა.

ინდუსტრია 4.0 - ჭკვიანი სამყარო, სადაც ყველაფერი დაკავშირებულია

2011-2016 წლებში დაიწყო რეალური ინდუსტრია 4.0. ეს არ იყო მხოლოდ კომპიუტერები ან ინტერნეტი. ეს იყო სრულიად ახალი ფენომენი – Internet of Things (IoT), როდესაც ყველაფერი, ტელეფონები, ტელევიზორები, მაცივრები და მტვერსასრუტებიც კი, დაუკავშირდა ინტერნეტს. დღეს შენ მაკდონალდსში შედიხარ და მენიუს ეკრანზე თვითონ აკეთებ შეკვეთას. Glovo, Walt აპლიკაციებით საჭმელს სახლიდან უკვეთ და ზუსტად იცი, კურიერი სად არის და რამდენ წუთში მოვა. ტაქსის აპლიკაციით შენ იცი, რა მარკის მანქანა მოდის, ვინ ზის საჭესთან და რამდენ წუთში მოვა. ავტომობილებიც უფრო ჭკვიანი გახდნენ – ავტოპილოტი ადამიანის სიცოცხლეზე ზრუნავს, გზაზე არსებულ საშიშროებას გახსენებს და ბევრ ქვეყანაში უკვე სრულიად უპილოტო მანქანებმა დაიწყეს ქუჩებში სიარული.

Big Data - ეს არის უზარმაზარი რაოდენობის ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ყოველ წამს ვქმნით: სად მივდივართ, რას ვყიდულობთ, რისი ყურება გვიყვარს. ეს ინფორმაცია იკრიბება და ხდება მუდმივი ანალიზი, რომ მივიღოთ პრაქტიკული სარგებელი.

Cloud Computing - ეს ნიშნავს, რომ შენი ფაილები, პროგრამები და მონაცემები არ არის შენს კომპიუტერში, არამედ "ღრუბელში" - შორეულ სერვერებზე. ამიტომ შეგიძლია Google Drive-იდან ნებისმიერი მოწყობილობიდან იხილო შენი დოკუმენტები.

პროფესიები ისევ იცვლება - ჟურნალისტები სწავლობენ სოციალურ მედიას. ტაქსის მძღოლები, რომლებიც ადრე ქუჩებში ელოდნენ მგზავრებს, ახლა Bolt-ისა და Uber-ის აპლიკაციებს იყენებენ. ტრადიციული მაღაზიების გვერდით ახალი პროფესიები გაჩნდა - ონლაინ გაყიდვების მენეჯერები, სოციალური მედიის მენეჯერი, ციფრული მარკეტერები და ა.შ.

მოითხოვე კონსულტაცია

ინდუსტრია 5.0 - ადამიანი და ხელოვნური ინტელექტი ერთად

დღეს ჩვენ ვდგავართ ახალი რევოლუციის ზღვარზე. ChatGPT, Midjourney, ავტონომიური მანქანები - ეს აღარ არის ფანტასტიკა, ეს უკვე რეალობაა. განსხვავებით წინა რევოლუციებისგან, ინდუსტრია 5.0 არ ცდილობს ადამიანის ჩანაცვლებას. პირიქით, მისი მიზანია ადამიანისა და მანქანის სინერგია. AI ეხმარება ექიმს დიაგნოზის დასმაში, მაგრამ ვერ ანაცვლებს ადამიანურ ემპათიას. რობოტი აწყობს მანქანას, მაგრამ დიზაინს კვლავ ადამიანი ქმნის.

ინდუსტრია 5.0-ის ფოკუსი არა მხოლოდ ეფექტურობაზეა, არამედ ადამიანის კეთილდღეობაზე, მდგრად განვითარებაზე, პერსონალიზაციაზე. ტექნოლოგია უნდა ემსახუროს ადამიანს, არა პირიქით.

ცვლილება უკვე შენ პროფესიაშია

დღეს აღარ არის საკმარისი უბრალოდ იცოდე საქმე - საჭიროა იცნობდე ტექნოლოგიას, რომ განაგრძო მისი კეთება, ეფექტურად.

პროგრამისტი დღეს მხოლოდ კოდს არ წერს, ის მართავს პროცესებს, აერთიანებს AI მოდულებს და ქმნის პროდუქტს, რომელიც ადაპტირდება მომხმარებელზე.

დიზაინერი მხოლოდ ფორმას აღარ ქმნის - ის ქმნის გამოცდილებას, სადაც ვიზუალი რეალურ ქცევაზეა მორგებული.

მედიცინაში ექიმი მხოლოდ დიაგნოზს არ სვამს - ის თანამშრომლობს ალგორითმთან, რომელიც მას ათასობით კვლევის საფუძველზე სთავაზობს ოპტიმალურ გადაწყვეტილებას.

ეს არის ახალი წესი - ადამიანი, რომელიც თანამშრომლობს ტექნოლოგიასთან, ხდება მომავლის არქიტექტორი.

ადამიანი - ცვლილებების მუდმივი ღერძი

თითოეული ინდუსტრიული რევოლუციის ცენტრში სწორედ ადამიანი იდგა. თავისი უნარებით, შიშებით, მოლოდინებითა და რწმენით. ტექნოლოგია ყოველთვის იქნება ინსტრუმენტი, მაგრამ მისი გამოყენება – ადამიანის არჩევანია.

ისტორიულად, იმარჯვებდა არა ის, ვინც ყველაზე ჭკვიანი იყო, არამედ ის, ვინც ცვლილების დროს მოქმედებდა. ორთქლის ეპოქაში, ვინც მანქანას ემხრობოდა - წარმატებას მიაღწია. ელექტროენერგიის დროს, ვინც

სინათლე აირჩია – აყვავდა. კომპიუტერის ერაში, ვინც ციფრულ ცოდნას ეუფლებოდა – ლიდერი გახდა.

დღეს, AI-ისა და ჭკვიანი ტექნოლოგიების ეპოქაში, კითხვა კვლავ იგივეა: შენ რომელ მხარეს დადგები?

მოითხოვე კონსულტაცია

მომავალი იწყება დღეს

რა ხდება დღეს? ჩვენ ვართ ისტორიის უნიკალურ მომენტში. ინდუსტრია 4.0 გვთავაზობს მონაცემთა ანალიზს, ჭკვიან სისტემებს, რობოტიზაციას. ინდუსტრია 5.0 კი უკვე მიმართულია ადამიანისა და მანქანის ჰარმონიულ თანამშრომლობაზე, პერსონალიზაციაზე, მდგრად განვითარებაზე.

განათლების სისტემაც ტრანსფორმირდება. ის სისტემა, რაც შეიქმნა ინდუსტრია 1.0-ის დროს ქარხნული მუშების მოსამზადებლად, დღეს საჭიროებს ფუნდამენტურ ცვლილებას. ახალმა თაობამ უნდა

ისწავლოს არა მხოლოდ ფაქტები, არამედ კრიტიკული აზროვნება, კრეატიულობა, ადაპტაცია.

ეკონომიკური ცვლილებებიც დრამატულია. პროდუქტები გარდაიქმნება სერვისებად. ის, რაც გუშინ ვყიდულობდით, დღეს ვიქირავებთ. ის, რაც ერთჯერადი იყო, ხდება მუდმივი და განახლებადი.

ინდუსტრიების გამოწვევები?! - ისინი არა საშიშროებაა, არამედ შესაძლებლობაა. ყოველი ახალი ტექნოლოგია ქმნის ახალ პროფესიებს, ახალ შანსებს, ახალ ჰორიზონტებს.

რა არის შენი არჩევანი?!

მომავალი არ გიცდის და ვერ დაგელოდება, ის შენს ნაბიჯებს ითვლის. სწორედ ამიტომ, ცოდნა აღარ არის პრივილეგია – უნდა იცოდე, რომ იყო მომავლის ნაწილი. თანამედროვე სამყაროში განათლება ხდება არა ერთჯერადი მოვლენა, არამედ უწყვეტი პროცესი. დალოდების დრო აღარაა – ცვლილებები ისე სწრაფია, რომ ყოველი გადავადებული დღე შესაძლებლობის დაკარგვას ნიშნავს.

სწორედ ამ რეალობისთვის, თანამედროვე განათლების დაწესებულებებმა უნდა მოამზადონ ადამიანები - არა მხოლოდ კონკრეტული ცოდნისთვის, არამედ მუდმივი სწავლისა და ადაპტაციის უნარისთვის. რადგან მომავალი ეკუთვნის მათ, ვინც ამ ცვლილებებს არა შიშით, არამედ ღია გონებითა და მზადყოფნით შეხვდებიან.

მომავალი არ არის შორეული იდეა. ის იწყება იმ წამს, როცა შენ იღებ გადაწყვეტილებას - რომ არ გაჩერდე. და როცა გადაწყვეტ, რომ გინდა იყო მომავლის ნაწილი - ჩვენ მზად ვართ დახმარებისთვის.

IT აკადემია STEP - ადგილი, სადაც მომავალი გადადის ცოდნაში, პროექტში და შენს პროფესიულ წარმატებაში.

მოითხოვე კონსულტაცია და აირჩიე შენი მომავლის პროფესია.

დაგვიკავშირდი:

  • ქ. თბილისი // ალ. ყაზბეგის გამზ. N34/34ბ // ☎️ +995 (32) 215-55-51
  • ქ. თელავი // ი. ჭავჭავაძის მოედანი N4 // ☎️ +995 577 538 549

გამოგვყევი სოციალურ ქსელებში, გამოიწერე გვერდი:

Facebook // Instagram // Linkedin // behance // TikTok // YouTube



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ყოველდღე მუშაობ, მაგრამ წინ ვერ მიდიხარ - 5 ნიშანი, რომ ცვლილების დროა

გაიგე კარიერული სტაგნაციის 5 მთავარი ნიშანი, მიხვდი, როდის არის დრო ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და აღმოაჩინე პრაქტიკული გზები, როგორ განავითარო შენი პროფესიული უნარები ნამდვილი წარმატებისთვის.

როცა შრომა შედეგს აღარ იძლევა: კარიერული სტაგნაციის რეალობა ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად საათებს ატარებს სამუშაო მაგიდასთან, კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა დავალებას, თუმცა დღის ბოლოს მაინც სტაგნაციის მძიმე განცდა რჩება - გრძნობ, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, წინ ვერ მიდიხარ. თუ გაქვს მუდმივი განცდა, რომ შენი ძალისხმევა შეუმჩნეველია, ხოლო კარიერული ზრდა სრულად შეáƒ

ШАГ логотип

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა