IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

პროგრამირება ბავშვებისთვის - როგორ გავზარდოთ დეველოპერი?!

09.06.2020

4208 დათვალიერება

მშობლების ბავშვებისთვის მხოლოდ საუკეთესო უნდათ, უმნიშვნელოვანესია მათთვის ფუნდამენტის მიცემა. საუკეთესო, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენი შვილისთვის, არის ის, რომ მისცეთ ხარისხიანი ცოდნა, რასაც შემდგომში გამოიყენებს კარიერის ასასწყობად. უკანასკნელ პერიოდში პოპულარული გახდა პროგრამირება ბავშვებში, მოდით განვიხილოთ ეს საკითხი.

 

IT სამყაროს მომავალი

ზოგი ადამიანი სკეპტიკურად უყურებს ბავშვების მიერ პროგრამირების შესწავლის საკითხს. ისინი ამბობენ, რომ არ იციან რა მიმართულებით განვითარდება ესა თუ ის ახალგაზრდა მომავალში. თუმცა, ფაქტია, რომ კოდირება არსად არ გაქრება

 

კარიერული არჩევანი ხვალინდელი დღისთვის

პროგრამისტი მოთხოვნადი პროფესიაა, საერთაშორისო ტექნოლოგიური გიგანტები ყოველწლიურად უამრავ პროგრამისტს ეძებენ, ასაქმებენ და ანვითარებენ, ყველას სჭირდება სოფთვეარი და ყველა სოფთვეარს სჭირდება განახლება, მოვლა, საფორთი და განვითარება. 

გლობალურად ყოველი სამიდან ორი პროგრამისტი დასაქმებულია ფინანსბეის სფეროში, ბიზნესში, ჯანდაცვაში, დიზაინში და სხვა მომიჯნავე სფეროებში. 

 

US Bureau of Labor Statisticsის მიხედვით, სოფთვეარ დეველოპერებზე მოთხოვნა 2028 წელს იქნება 21%-ით მეტი, ვიდრე ეს იყო 2018 წელს. 

 

ევროპაში ბევრი მშობელი ცდილობს ასწავლოს შვილს პროგრმირება: კარგი საფუძველი ნიშნავს კარგ უნარებს, რაც ხშირად გადაიქცევა ხოლმე გარანტირებულ კარიერად. ეს მომგებიანი სფეროა, Burning Glass-ის მიხედვითაც “აიტი სფეროს თანამშრომელი გამოიმუშავებს 19%-ით მეტს, ვიდრე სხვა სფეროს თანამშრომლები” - ამბობენ ბარნინგ გლასის კვლევებში

 

კოდირება დამწყები მოსწავლეებისთვის

Apple-ის  CEO ტიმ ქუქი ხშირად ამბობს: „კოდირება უნდა იყოს სავალდებულო ყველა სკოლაში, მსოფლიოს მაშტაბით“. 

  • ქუქი განმარტავს, რომ კოდორების ცოდნა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ინგლისურის, თუ შენ გინდა მომავალში პერსექტიული და მოთხოვნადი იყო გარანტირებულად, კოდირება უნდა გაიხადო მეორე ენად, რომელსაც დაეუფლები.
  • ამერიკელი და ევროპელი მშობლები მას ეთანხმებიან - გამოკითხულთა 93% ფიქრობს, რომ კოდირების სწავლა ბავშვებისთვის კარგი საშუალებაა რომ განვითარდნენ და ჩამოყალიბდნენ მოთხოვნად ახალგაზრდებად, უდიდეს ნაწილს სურს, რომ მათმა შვილმა შეისწავლოს კომპიუტერული მეცნიერება.
  • იმიუს მიუხედავად, რომ არაა უცხო ბავშვებისთვის კოდირების სწავლება, სხვადასვხა ქვეყანაში მაინც სხვადასხვა მოცემულობაა. ევროკავშირის 9 ქვეყანაში ბავშვებისთვის კოდირების სწავლა სავალდებულოც კი არის სკოლებში. 2020 წლიდან, ბავშვებისთვის კოდირების სწავლება სავალდებულოა იაპონიაში. აშშ-ში სკოლები ნახევარი 39 შტატში ასწავლის ბავშვებს პროგრამირებას. 
  • აიტი სამსახურის სექტორს და ბავშვებისთვის პროგრამირების სწავლას ერთი რამ აქვთ საერთო - მოთხოვნა უფრო მეტია, ვიდრე აღჭურვილობა. ბავშვებისთვის პროგრამირების შესწავლის ისეთი გზებიც არსბეობს, რომლებიც არ მოითხოვს აღჭურვილობას.

 

სხვადასხვა მიდგომა ბავშვებისთვის პროგრამირების შესასწავლად

თქვენ რომ გსურდეთ სოფთვეარ დეველოპმენტის შესწავლა, გეცოდინებოდათ, საიდან დაიწყოთ. არსებობს უნივერსიტეტის პროგრამები, ონლაინ კურსები, სასწავლო გაიდები და სხვა, რაც დაგეხმარებათ ამაში. თუმცა, პატარა მოსწავლეებთან ეს არაა გამოსადეგი.

უმეტეს შემთხვევაში, ძნელია ელოდო ბავშვისგან ისეთ მოთმინებას და ყურადღებას, რაც გააჩნია ზრდასრულს. თუმცა, სწორი მიდგომით შესაძლებელია პატარა ბავშვისთვის პროგრამირების შესწავლა.

 

აიპედს შეუძლია გააკეთოს მეტი, ვიდრე მულტფილმებს - კოდირების აპლიკაციები ბავშვებისთვის

მშობლების უმეტესობა ამბობს, რომ მათი ბავშვი დიდ დროს ატარებს აიპედებთან და ტაბლეტებთან.

  • არის უამრავი აპლიკაცია 4 წლის ასაკიდან ბავშვებისთვის, რომელიც შეიძლება იქცეს სასწავლო ინსტრუმენტად.
  • Move the Turtle არის კარგი არჩევანი მათთვის, ვისაც სურს გააცნოს თავის პატარებს პროგრამირება. ის იყენებს Logo programming language-ს, რომელიც შექმნილია განათლების მიღების მიზნით. აიპედზე ბავშვი ამოძრავებს კუს, სხავდასვხა პროგრამული ინსტრუქციების გამოყენებით, ყოველ ახალ ეტაპე ჩნდება ახალი გამოწვევები, რომელიც ასწავლის თქვენს შვილს  ცვლადის, პროცედურების, მარყუჟების და პირობითი მითითებებს. 
  • თუ თქვენს შვილს ურჩევნია დინოზავრები, drag and drop interface გაძლევთ საშუალებას შექმნათ არსება და სხვადასხვანაირად ამოძრაოთ იგი და, ამავე დროს, ასწავლის ბავშვს კოდირებას.  Daisy the Dinosaur-ს არ აქვს ბევრი ფუნქცია ან გამოწვევა, ის არის კარგი საშუალება, გააცნოთ ბავშვს პროგრამირება.
  • Hopscotch არის კიდევ ერთი გამოგონება. ის განკუთვნილია შედარებით მოზრდილი ბავშვებისთვის., 7 წლის ასაკიდან ზევით. პროგრამული ენის Scratch-ის გამოყენებითის ბავშვებს game დეველოპმენტს ასწავლის. 

 

ონლაინ პროგრამული თამაშები ბავშვებისთვის

ტაბლებეტის აპლიკაცია კარგი არჩევანია, როცა პატარა ბავშვს გინდათ აუხსნათ პროგრამირება, იმისთვის, რომ ნამდვილი პროგრამული ენა ისწავლონ, საჭიროა უფრო მეტი. თუ თქვენი შვილი ასაკით 7+ ან უფრო დიდია, შეგიძლიათ გააცნოთ ბრაუზერის პროგრამული თამაშები

  • CodeCombat გვთავაზობს საოცარ თამაშს სხვადასხვა დისციპლინის შესასწავლად, მათ შორის ვებ დეველოპმენტი და game დეველოპმენტი ბავშვებისთვის. 2013 წლიდან მოყოლებული, ამ თამაშს ჰყავს 5 მილიონზე მეტი მომხმარებელი, გადათარგმნილია 50 ენაზე. იგი ნებისმიერი ასაკის ბავშვებს ასწავლის პროგრამულ ენებს. დასახული მიზნის შესაბამისად, თქვენი შვილი შეძლებს ისწავლოს HTML, CSS, JavaScript, Python და სხვა პროგრამული ენები. 
  • 10 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებისთვის კარგი არჩევანია CodeMonkey. 2019 წელს მან მიიღო What’s On 4 Kids ჯილდო. თამაშში ეხმარებით მაიმუნს, შეაგროვოს ბანანები, სხვადახვა დავალების შესრულებით. ამ თამაშის მეშვეობით ბავშვი ისწავლის CoffeeScript და Python-ს. 

 

აქციეთ კოდირება ბავშვის გასართობად

ზოგი მშობელი ყოყმანობს ბავშვებისთვის პროგრამირების სწავლის საკითხზე, რადგან ფიქრობს, რომ ისინ მთელ დღეს კომპიუტერთან გაატარებენ. გაგიკვირდებათ, რომ ეს შეიძლება არც იყოს საჭირო!

  • 2014 წელს გამოსული  Kickstarter-ი, Robot Turtles არის ყველაზე ცნობილი ბორდ გეიმი. მისი გაგება შეუძლია ოთხი წლის ბავშვსაც. კუების სათამაშო დაფაზე მოძრაობით უნდა მიაღწიოთ ბრილიანტს, ამ თამაშის დროს ბავშვები სწავლობენ მარტივ ბრძანებებს, პრობრამებს, ფუნქციებს.
  • გოგონები ხვდებიან დამატებით სირთულეებს: იყო სტერეოტიპი, რომ ტექნლოგიები არ არის გოგოების სფერო. გენდერის სხვაობა დიდია, ქალების რაოდენობა, რომლებიც იკავებენ პროგრამისტის პოზიციას არის 18%-ზე ნაკლები. 
  • 2017 წელს, Sharmi Albrechtsen დასახელდა ერთ-ერთ ქალად, რომელიც არღვევს სტერეოტიპს და მრავალფეროვანს ხდის ტექნოლოგიების სფეროს. ის არის SmartGurlz-ის ავტორი, რომელიც არის პროგრამული თამაშები 6 წლის ასაკიდან გოგონებისთვის.
  • სხვადასხვა რობოტების მოდელი არის კარგი გზა ბავშვებისთვის პროგრამირების შესასწავლად, რომლებიც არიან შედარებით უფროსები. ააწყო და აკონტროლო რაღაც შორიდან არის მიმზიდველი ახალგაზრდა ტექნოლოგებისთვის. არის არაერთი სათამაშო, საიდანაც შეუიძლიათ აარჩიონ რობოტი და გაიღრმავონ ცოდნა.
  • Dash თავსებადია ანდროიდთან და iOS-თან, არის რამდენიმე აპლიკაცია, რითიც აკონტროლებთ მას. კოდირება აძლევს საშუალებას გაატაროს დეში ბორბლებზე და ჰქონდეს კარგი ინტერაქცია. 
  • ლეგომ დაიწყო ხის სათამაშოებით და ამჟამად ასწავლის ბავშვებს პროგრამირებას! ის გვთავაზობს Lego Boost-ს (7-12 წლის ასაკი) და Lego Mindstorms (10+). ისინი დამყარებულია გადაადგილების კოდების ბლოკებზე. ყოველი მათგანი საშუალებას გაძლევთ, შექმნათ სხავდასხვა რობოტი.

 

პროექტები, რომლებიც აგრძელებს გაცემას

კიდევ ერთი გზა, რომ გააცნოთ თქვენს შვილს პროგრამირება, არის Raspberry Pi და Arduino. ისინი გასწავლიან კომპიუეტერული მეცნიერების ჰარდვეარ მხარეს. 

მიკროკომპიუტერი არის ხელმისაწვდომი, პატარა, შეგიძლიათ თან ატაროთ.მისი შესაძლებლობები ამოუწურავია. შეგიძლიათ გააკეთოთ კამერა, გიტარა, წყლის სარწყავი სისტემა და მრავალი სხვა. ის შეიძლება რთული იყოს პატარა ბავშვებისთვის. იგი უმეტესად გათვლილია 12 წლიდან ზევით ასაკის ახალგაზრდებისთვის. Raspberry Pi-ს გამარტივება შეგიძლიათ CrowPi-ს გამოყენებით. რაც შეეხება Arduino-ს, სასურველია აითვისოთ ენა Arduino language.

 

თქვენ, ასევე, შეგიძლიათ სცადოთ  subscription boxes. Bitsbox არ მოითხოვს კოდირების ცოდნას. იგი განკუთვნილია 6-12 წლის გოგონებისთვის და ბიჭებისთვის. ყოველ თვე თქვენი შვილი მიიღებს სხვადასხვა დონის პროექტებს, ყოველი მათგანი ასწავლის სხვადასხვა კომპიუტერული მეცნიერების ასპექტს. 

 

პროგრამული წიგნები ბავშვისთვის

ერთი შეხედვით, პროგრამირება და წიგნები ორი სხვადასვხა რამაა. თუმცა ეს ასე არ არის. ერთმაენთთან შერწყმით ისინი იძლევა საუკეთესო შედეგს. ის კარგი გზაა ბავშვებისთვის კოდირების სწავლისთვის. 

 

სთორილაინი, რომელიც დაგაინტერესებთ

Robot Turtles-ის მსგავსად, Hello Ruby-მ დაიწყო Kickstarter პროექტი 2014-ში. შეაგროვა 38-ჯერ მეტი თანხა, ვიდრე იგეგმებოდა, ის არის ყველაზე მეტად დაფინანსებული საბავშვო წიგნი. წიგნის ავტორი არის ლინდა ლიუკასი, Rails Girls-ის დამფუძნებელი. Hello Ruby არ ასწავლის პროგრამულ ენებს ბავშვებს, არამედ, ის აცნობს კოდირების კონცეპტებს 5-7 წლის ასაკის ბავშვებს. 

C++, Java, და Python-ის დეველოპერობის გარდა, ჯოშ ფრანკი წერს საბავშვო წიგნებს. How to Code a Sandcastle and How to Code a Rollercoaster - გვიყვება ორი მეგობრის ამბავს, გოგონები, სახელად პერლი და რობოტი პასკალი. ისინი გაგაცნობენ სოფთვეარ დეველოპმენტის საფუძვლებს რეალურ ცხოვრებაში ობიექტების აშენებით.

 

ფუტკრებივით მშრომელი ახალგაზრდები

ზოგჯერ ახალგაზრდები სთორითელინგს არ თვლიან მნიშვნელოვნად: მათ სურთ საქმეს შეუდგნენ, რაც შეიძლება სწრაფად. ამ შემთხვევაში, თქვენ დაგჭირდებათ წიგნი ინსტრუქციებით. მაქს ვეინუაითერის წიგნი კარგია, თუ დაინტერესებული ხართ გრაფიკით, სოფთვეარით ან game დეველოპმენტით ბავშვებისთვის.

The Young Rewired State საზოგადოებამ გამოუშვა კარგი გაიდლაინები HTML, CSS, and JavaScript-ის შესახებ ბავშევბისთვის. ასევე, შეგიძლიათ გადახედოთ Dummies Junior წიგნების სერიას. 

 

გენდერული მრავალფეროვნების მოგვარება

ტექნოლოგიების მოყვარული გოგოებისთვის საინტერესო იქნება რეშმა საუჯანის წიგნები. ის არის დამფუძნებელი CEO Girls Who Code-ის. წიგნები ეხება 8-12 წლის ბავშვებს. შედარებით მოზრდილტათვის Girls Who Code: Learn to Code and Change the World, რომელიც ასახავს ინსირაციას ქალი დეველოპერების მხრიდან. 

ასევე, კარგია, თუ ბავშვებს ეყოლებათ role მოდელი, თუ გაეცნობიან ბიოგრაფიას ქალი სოფთვეარ დეველოპერების. ჩვენი რჩევაა Ada Lovelace, Grace Hopper. 

 

ასწავლეთ როგორ დააპროგრამოს თავისი მომავალი

თქვენ შეიძლება სცადოთ სხვადასხვა მეთოდი, მაგრამ ბავშვმა მაინც სხვა კარიერა აირჩიოს. ჩვენი მიზანი ის არაა, რომ პატარებმა ჩვენი ცხოვრებით იცხოვრონ, მათ უნდა იპოვონ თავისი გზა ცხოვრებაში. 

უმთავრესია, ახალგაზრდებმა ისწავლონ ფიქრი. ელემენტარული კოდირების უნარები დაეხმარება თქვენს პატარას ორგანიზაციული უნარების გამომუშავებაში, პრობლემების მოგავრების გზების პოვნაში, კრეატიულ აზროვნების ჩამოყალიბებაში. სხვადასხვა სირთულეების გადალახვით, ისინი გაიღრმავებენ კრეატიულობას და იქნებიან მაქსიმალურად ცნობისმოყვარეები.

უმთავრესია ის, რომ ისინი იქნებიან თავდაჯერებულები. მათ შეეძლებათ რობოტი დისტანციიდან აცეკვონ - არის რაიმე, რასაც ისინი ვერ შეძლებენ?

 

ჩვენ ვართ ლიდერი IT სფეროში, მსოფლიოში 82 ფილიალით - IT Academy Step

ონლაინ რეგისტრაცია გრძელდება!



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ვინ შეიძლება გახდეს წარმატებული UI/UX დიზაინერი?

გაეცანით თუ რა უნარები და თვისებებია საჭირო წარმატებული UI/UX დიზაინერის კარიერისთვის - ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიისთვის თანამედროვე ციფრულ სამყაროში. შეიტყვეთ როგორ გახდეთ კონკურენტუნარიანი სპეციალისტი და რა გზა უნდა გაიაროთ ამ მიზნის მისაღწევად

დღევანდელ ციფრულ სამყაროში UI/UX დიზაინერის პროფესია ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და პერსპექტიული გახდა. Glassdoor-ის მონაცემებით, ეს პროფესია 2022 წლის 50 საუკეთესო პროფესიას შორის მოხვდა სამუშაოთი კმაყოფილების, შემოსავლის პოტენციალისა და ვაკანსიების რაოდენობის მიხედვით. თუ რა უნარები და თვისებებია საჭირო იმისთვის, რომ ადამიანი წარმატებული UI/UX დიზაინერი გახდეს, ამას სატიაში განვიხი

ШАГ логотип

რატომ არის მოთხოვნილი UI/UX დიზაინერები დღეს ბაზარზე?

UI/UX დიზაინერების პროფესია დღეს ციფრული სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი მიმართულებაა, სადაც შემოქმედებითობა ტექნოლოგიებთან იდეალურად ერწყმის. თანამედროვე ბიზნესები სულ უფრო მეტად აცნობიერებენ, რომ მომხმარებლის გამოცდილება მათი წარმატების გასაღებია, რაც UI/UX დიზაინერებზე მოთხოვნას მუდმივად ზრდის. გაეცანით, რატომ გახდა ეს პროფესია ასეთი პოპულარული და რა პერსპექტივები აქვს მას მომავალში.

დღევანდელ ციფრულ სამყაროში, სადაც ყველაფერი ონლაინ სივრცეში გადავიდა, UI/UX დიზაინერების როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა. კომპანიები სულ უფრო მეტად აცნობიერებენ, რომ მომხმარებლის გამოცდილება მათი წარმატებისთვის აუცილებელი ფაქტორია. მაგრამ რა არის ის კონკრეტული მიზეზები, რის გამოც UI/UX დიზაინერებზე მოთხოვნა ასე მკვეთრად გაიზარდა? ციფრული ტრანსფორმაციის ეპოქა ბოლ

ШАГ логотип

ციფრული პროფესიები მრავალფეროვნებისთვის და სტაბილური ცხოვრებისთვის

გაეცანით მომავლის ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს, სადაც სტატისტიკურად, მაშინ როცა 75 მილიონი სამუშაო ადგილი ქრება, ტექნოლოგიების გავლენით 133 მილიონი ახალი სამუშაო ადგილი იქმნება. IT აკადემია STEP-ში შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი მიმართულება და დაეუფლოთ იმ უნარებს, რომლებიც აუცილებელია წარმატებული კარიერის დასაწყებად. გახსოვდეთ, სტეპში სწავლის ყველა ნაბიჯი დაგეგმილია - განვითარდით და განავითარეთ თქვენი მომავლის კარიერა!

თანამედროვე სამყაროში ციფრული ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ მნიშვნელოვნად შეცვალა შრომის ბაზარი. კოვიდ-19 პანდემიამ კიდევ უფრო დააჩქარა ეს პროცესი და წარმოაჩინა ციფრული უნარ-ჩვევების მნიშვნელობა. დღეს, როდესაც ვსაუბრობთ კარიერულ განვითარებასა და სტაბილურ მომავალზე, ციფრული პროფესიებზე განსაკუთრებული ყურადღება უნდა გავამახვილოთ. ციფრული ტრანსფორმაციის ეპოქა

ШАГ логотип

მონაცემთა მეცნიერი: ციფრული სამყაროს მკვლევარი

დღეს მონაცემთა მეცნიერები არიან ის ადამიანები, რომლებიც ათასობით გიგაბაიტის უკან მალულ ისტორიებს კითხულობენ და კომპანიებს ეხმარებიან მილიონობით დოლარის ღირებულების გადაწყვეტილებების მიღებაში.

მონაცემთა მეცნიერება არის ინტერდისციპლინური სფერო, რომელიც აერთიანებს სტატისტიკას, მათემატიკას, კომპიუტერულ მეცნიერებას და ბიზნესის ცოდნას. მონაცემთა მეცნიერები არიან თანამედროვე ეპოქის “ალქიმიკოსები”, რომლებიც დიდი რაოდენობის მონაცემებიდან ქმნიან ღირებულ ინფორმაციას და შეხედულებებს. პროფესიის აღწერა მონაცემთა მეცნიერები მუშაობენ დიდი მოცულობის მონაცემებთან,

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა