IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

პროგრამირების 5 ყველაზე რთული ენა

27.10.2020

1583 დათვალიერება

შეუძლებელია ისეთი სტუდენტის პოვნა, რომელიც კარგ საქმესა და მაღალ ხელფასზე არ ოცნებობს. ამ მიზნის მისაღწევად კი სწორი პროფესია უნდა აირჩიოთ. პროგრამირება ერთერთი მათგანია. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ პროგრამისტები ძალიან კარგ ანაზღაურებას იღებენ! ამასთან, თქვენ ბევრი უნდა იმუშაოთ იმისთვის, რომ ხარისხი მიიღოთ! ასეთ ვითარებაში, პროგრამირების დავალებებში დახმარება შეიძლება ძალიან გამოგადგეთ ჩვენი პუბლიკაციები და სტეპერებთან კომუნიკაცია

 

სწავლის დაწყებამდე აუცილებელია იცოდეთ, რომ მათემატიკურ გამოთვლებს დრო და ძალისხმევა სჭირდება. სამწუხაროდ, როგორც წესი ადამიანებს ეზარებათ, რომ ჩაუღრმავდნენ რთულ მათემატიკურ კალკულაციებს. უფრო მეტიც, ზოგიერთისთვის ესეების წერა მათემატიკურ გამოთვლებზე უფრო ადვილია. იმ შემთხვევაში თუ პროგრამირებას სწავლობთ, სხვა არჩევანი არ გაქვთ.

 

ალბათ, გსმენიათ პროგრამირების ენებზე როგორიცაა C/C++ ან Java და ამ ენების შესწავლის დროს სირთულეებსაც შეხვედრიხართ. ყოველ შემთხვევაში, ეს ენები წაკითხვადი და გასაგები მაინც არის, მაგრამ რა მოხდება, თუ გთხოვთ დაწეროთ ისეთი პროგრამა მხოლოდ სივრცეების, ტაბების და ხაზების გამოყენებით, რომელიც ეკრანზე გამოიტანს სიტყვებს ‘Hello World’. ჩვენ არ ვხუმრობთ, მსოფლიოში, ფაქტიურად, არსებობს პროგრამირების რამდენიმე ენა, სადაც კოდი უნდა დაწეროთ რამდენიმე ბრძანების და სინტაქსის გამოყენებით, რომელიც არც წაკითხვადია და არც გასაგები. ისინი ასევე ითვლება მსოფლიოში ყველაზე რთულ პროგრამირების ენებად, უმჯობესია თავდაპირველად ამ ენებს გაეცნოთ, ამიტომ მოდით ისინი სათითოდ განვიხილოთ.

 

1. brainfuck

სახელწოდებიდან გამომდინარე, ეს ენა მართლაც რთულია, ხოლო ამ ენაზე კოდის დაწერა – კიდევ უფრო რთული. იგი Urban Muller-მა შექმნა 1993 წელს და მისი შექმნის მთავარი მიზანი იყო კოდში მინიმალური რაოდენობის ხაზების დაწერა. ეს ენა ფუნქციონირებს მეხსიერების უჯრედების მასივში და ამ ენაზე განსაზღვრულია მხოლოდ 8 ბრძანება, რომ ნებისმიერი პროგრამა დაიწეროს.

 

2. Cow

ჩვენ ვიცით, რომ ამ ენის სახელი სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ სინამდვილეში ის პროგრამირების ენაა და 2003 წელს შექმნა Sean Heber-მა. ეს ენა შედგება 12 ინსტრუქციისგან და ამ ენის ყველაზე სასაცილო ნაწილი არის მისი მთავარი სიტყვა’moo’ (ძროხის ხმა) ან მისი ვარიაციები, რომლებიც ამ ენაშია გამოყენებული. ნებისმიერი ნიშნის ან სიტყვის დაწერა ამ ენაზე, კომენტარად ითვლება. ის დაფუძნებულია Turing Machine-ში გამოყენებულ ენაზე.

 

           → დარეგისტრირდი ახლავე!

 

3. Intercal

ეს ენა Don Woods-მა და James M. Lyon-მა შექმნეს 1972 წელს, ისინი ორივე პრინსტონის უნივერსიტეტის სტუდენტები იყვნენ. ამ ენას არ გააჩნია გამოხატული აკრონიმი. პროგრამირების ამ ენის შემქმნელებმა ჩართეს ისეთი მთავარი სიტყვები, როგორიცაა ‘წაკითხვა’, ‘უგულებელყოფა’, ‘გთხოვთ’, ‘დავიწყება’ და მისთანები, იმისთვის, რომ ის მომხმარებლისთვის მოსახერხებელი გაეხადათ. ამ ენაში სასაცილო ნაწილი ის არის, რომ ის მოელის 4 გთხოვთ ტიპის მთავარ სიტყვას კოდში, რომ პროგრამისტების თავაზიანობა შეამოწმოს. თუ მათი რაოდენობა 4-ზე ნაკლები იქნება, კოდი არ შესრულდება, რადგან ის ჩათვლის, რომ პროგრამისტი არ არის საკმარისად თავაზიანი. თუ ამ სიტყვების რაოდენობა 5 ან 5-ზე მეტი იქნება, კოდი მაშინაც არ შესრულდება, რადგან ის ჩათვლის, რომ პროგრამისტი ზედმეტად თავაზიანია.

 

4. Malbolge

ეს ენა Ben Olmstead-მა დანერგა 1998 წელს და გასაოცარი ფაქტია ის, რომ პირველი პროგრამის დაწერას თითქმის ორი წელი დასჭირდა. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ამ ენის სირთულე. ამ ენაზე კოდირება დიდ ქაოსს ჰგავს, კოდი არა სრულყოფილად გამოიყურება. ამბობენ, რომ Ben Olmstead-ს ამ ენაზე არც ერთი პროგრამა არ დაუწერია. Malbolge არის საჯარო დომენის ეზოთერული პროგრამირების ენა და მსოფლიოში პროგრამირების ერთერთ ყველაზე რთულ ენად ითვლება.

 

5. Whitespace

ეს ენა შემოიღეს Edwin Brady-მ Chris Morris-მა 2003 წლის 1 აპრილს (აპრილი, სულელების დღე). ამ ენის წარდგენის დღეს, ხალხს ეგონა, რომ ეს ხუმრობა იყო, სინამდვილეში ხუმრობა არ იყო. თქვენ უფლება გაქვთ გამოიყენოთ მხოლოდ სივრცეები, ტაბები და ხაზები, რომ დაწეროთ კოდი ამ ენაზე. ნებისმიერ სხვა ნიშნებს ინტერპრეტატორი უგულებელყოფს.

მაგალითად: პროგრამა Hello World! ნუ დაიბნევით, რადგან სორს კოდი მხოლოდ whitespace-ს და ტაბებს შეიცავს.

პროგრამირების სხვა რთული ენებია:

Chef, Shakespear, ArnoldC

გამოიყენეთ შესაძლებლობა, გახდით პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი.

 

IT Academy STEP – მსოფლიო ბრენდი 98 ფილიალით!


გახდი კვალიფიციური სპეციალისტი და საკუთარი საქმის პროფესიონალი, შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში 

 

თბილისი,

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ზრდასრულთათვის

ცხოვრება ეროვნული გამოცდების მიღმა რატომ არ ნიშნავს ჩაჭრა დამარცხებას

ეროვნული გამოცდები არ არის შენი პოტენციალის საბოლოო განმსაზღვრელი, ეს არის შესაძლებლობა, გადააფასო მიზნები და აირჩიო განათლების ისეთი ალტერნატიული გზები, რომლებიც რეალურ პრაქტიკულ უნარებსა და კარიერულ წინსვლაზეა ორიენტირებული.

მითები ეროვნული გამოცდების შესახებ და რეალური პერსპექტივები ეროვნული გამოცდები ხშირად საზოგადოებაში აღიქმება როგორც ცხოვრების "გამარჯვებულთა" და "დამარცხებულთა" გამყოფი ხაზი. ამ მოლოდინების წნეხი აბიტურიენტებზე უზარმაზარ ფსიქოლოგიურ ტვირთს ქმნის. თუმცა, მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ გამოცდა მხოლოდ ცოდნის შეფასების ერთი კონკრეტული მეთოდია, რომელიც ვერ ასახავს ადამ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

AI არ წაგართმევს სამსახურს მას წაგართმევს ადამიანი, რომელიც AI-ს იყენებს

ხელოვნური ინტელექტი ადამიანებს სამუშაო ადგილებს არ ართმევს - კონკურენტულ უპირატესობას ის ადამიანები იძენენ, ვინც AI-ს ეფექტურად იყენებს. გაიგე, რატომ გახდა AI თანამედროვე პროფესიონალისთვის აუცილებელი უნარი და როგორ მოემზადო მომავლის სამუშაო ბაზრისთვის.

პრობლემა AI არ არის - პრობლემა მისი არგამოყენებაა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ხელოვნური ინტელექტი თითქმის ყველა ინდუსტრიაში შევიდა. დღეს AI-ს იყენებენ მარკეტინგში, პროგრამირებაში, დიზაინში, ფინანსებში, განათლებაში, მედიცინაში და კიდევ უამრავ სფეროში. სწორედ ამიტომ გაჩნდა შიში, რომ ხელოვნური ინტელექტი ადამიანებს სამუშაო ადგილებს წაართმევს. თუმცა რეალობა გაცილებით გ

ШАГ логотип

5 სრულიად ახალი პროფესია, რომელიც ხელოვნურმა ინტელექტმა ბოლო 2 წელიწადში გააჩინა

ხელოვნურმა ინტელექტმა ბოლო ორ წელიწადში სრულიად ახალი პროფესიები შექმნა. გაიგე, რომელი 5 მიმართულებაა დღეს ყველაზე სწრაფად მზარდი და რატომ ხდება AI-ის პრაქტიკული ცოდნა თანამედროვე კარიერის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა

ხელოვნურმა ინტელექტმა მხოლოდ არსებული პროფესიები არ შეცვალა, მან სრულიად ახალი სამუშაო მიმართულებებიც შექმნა. ბოლო ორი წლის განმავლობაში კომპანიებმა დაიწყეს ისეთი სპეციალისტების ძებნა, რომელთა საჭიროებაც მანამდე თითქმის არ არსებობდა. დღეს AI უკვე გამოიყენება მარკეტინგში, განათლებაში, ფინანსებში, კიბერუსაფრთხოებაში, დიზაინში და ბიზნესის ყოველდღიურ პროცესებში. სწორე

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რობოტი თუ ასისტენტი? როგორ ვაქციოთ ხელოვნური ინტელექტი ჩვენს პირად დამხმარედ

ხელოვნური ინტელექტი უკვე ბევრად მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი ჩატბოტი. გაიგე, რა განსხვავებაა AI რობოტსა და AI ასისტენტს შორის, როგორ შეუძლია ყოველდღიური სამუშაოს გამარტივება და რატომ ხდება AI-ს ეფექტურად გამოყენება თანამედროვე პროფესიონალის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი.

ხელოვნური ინტელექტი უკვე ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია კიდევ რამდენიმე წლის წინ ხელოვნური ინტელექტი ბევრისთვის მხოლოდ საინტერესო ტექნოლოგია იყო. ადამიანები მას ძირითადად კითხვებზე პასუხების მისაღებად ან ტექსტების დასაწერად იყენებდნენ. დღეს კი AI ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ჩატბოტი. მას შეუძლია ინფორმაციის ანალიზი, დოკუმენტების შეჯამება, იდეების გენერირება, მონაცემე

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა