IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

რა არის კომპიუტერული აზროვნება?

25.11.2025

390 დათვალიერება

კომპიუტერული აზროვნება: უნარი, რომელიც ყველა ბავშვს სჭირდება

კომპიუტერული აზროვნება არის აზროვნების პროცესი, რომლის დროსაც ადამიანი იყენებს ციფრულ ლოგიკაზე დაფუძნებულ სტრატეგიებს, ამოცანის ნაწილებად დაყოფას, შაბლონების ამოცნობას, აბსტრაქციას და ალგორითმული ნაბიჯების დაგეგმვას. ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად უნდა გახდე პროგრამისტი - ეს ნიშნავს იმას, რომ შენ შეგიძლია გააზრებულად იფიქრო, დაინახო პროცესები მთლიანობაში და სწორად განსაზღვრო, სად შეიძლება იყოს შეცდომა, როგორ მუშაობს სისტემა და როგორ იპოვო სწორი გამოსავალი.

ეს უნარი ბავშვებს ეხმარება არა მხოლოდ ტექნოლოგიების უკეთ გაგებაში, არამედ სისტემურ აზროვნებაში, რაც ყველა პროფესიაში საჭიროა - მეცნიერებაში, ბიზნესში, განათლებაში, დიზაინში, მენეჯმენტში. ამიტომაც კომპიუტერული აზროვნება დღეს უკვე ერთ-ერთი საბაზისო უნარია, რომელზეც მშობლებმა ბავშვის ადრეული უნდა იზრუნონ.

მოითხოვე კონსულტაცია

რატომ არის ეს უნარი ბავშვის მომავალთან პირდაპირ დაკავშირებული?

დღეს, როცა ყოველდღიური ცხოვრება დაკავშირებულია AI-თან, მონაცემთა დამუშავებასთან, ავტომატიზაციასთან და ციფრულ გადაწყვეტილებებთან, კომპიუტერული აზროვნება იქცევა უნარად, რომელიც ყველგან გამოგადგება.

მაგალითად, ბევრი მშობელი ამბობს:
„
მოზარდი ეკრანთანაა, მაგრამ არ ვიცი, რას აკეთებს“.
კომპიუტერული აზროვნება ბავშვს ეხმარება გაიგოს, რა დგას ეკრანზე მიმდინარე პროცესების უკან და ისწავლოს, როგორ გამოიყენოს ეკრანთან გატარებული დრო შედეგიანად.

ეს უნარი ასევე აძლიერებს ბავშვის დამოუკიდებლობას: ის სწავლობს პრობლემის სწორად დანაწევრებას, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დანახვას და საკუთარი გადაწყვეტილებების ეფექტიანად მართვას.

უფრო მეტი ინფორმაციისთვის გაეცანი სტეპის სტატიას: როგორ შეუძლია ტექნოლოგიურმა განათლებამ შეცვალოს ჩემი შვილის მომავალი

მოითხოვე კონსულტაცია

კომპიუტერული აზროვნება არ არის “ტექნიკური პრივილეგია”. ეს არის მომავლის აზროვნება, რომელიც ბავშვს სჭირდება დღეს და აუცილებლად დასჭირდება ხვალაც. სიახლეების სამყაროში, სადაც ყველაფერი უფრო სწრაფად იცვლება, ბავშვის ყველაზე ძლიერი იარაღი სწორი აზროვნების სტრუქტურაა.

 

გახსოვდეს, სტეპში სწავლის ყველა ნაბიჯი დაგეგმილია. განვითარდი და განავითარე შენი მომავლის კარიერა

დაგვიკავშირდი:

  • ქ. თბილისი // ალ. ყაზბეგის გამზ. N34/34ბ // ☎️ +995 (32) 215-55-51
  • ქ. თელავი // ი. ჭავჭავაძის მოედანი N4 // ☎️ +995 577 538 549

გამოგვყევი სოციალურ ქსელებში, გამოიწერე გვერდი:

Facebook // Instagram // Linkedin // behance // TikTok // YouTube



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ზრდასრულთათვის

ახალი პროფესიის სწავლა სამსახურთან ერთად - რამდენად რეალურია?

გაიგე, რამდენად რეალურია ახალი პროფესიის ათვისება სრულ განაკვეთზე მუშაობის პარალელურად და აღმოაჩინე დროის მენეჯმენტის ეფექტური სტრატეგიები წარმატებული კარიერული ცვლილებისთვის.

პროფესიული ზრდის გამოწვევები და სწორი დაგეგმვა დღევანდელ სწრაფად ცვალებად სამყაროში ახალი პროფესიის ათვისება და კარიერული ცვლილება ბევრისთვის პრიორიტეტული ამოცანაა. თუმცა, მთავარი გამოწვევა, რომელიც ადამიანების უმრავლესობას აჩერებს, არსებულ სამსახურსა და ყოველდღიურ რუტინასთან სწავლის შეთავსებაა. ხშირად ჩნდება კითხვა: რეალურია თუ არა სრულფასოვანი პროფესიის შესწა

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რატომ ვერ პოულობ უკეთეს სამსახურს, მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილება გაქვს

აღმოაჩინე ის ფარული ბარიერები, რომლებიც ხელს გიშლის კარიერულ ზრდაში და შეიტყვე, როგორ უნდა აქციო არსებული პროფესიული გამოცდილება ახალ შესაძლებლობებად.

სავარაუდო გამოცდილების პარადოქსი: რატომ ჩერდები ერთ ადგილას? ხშირად გვგონია, რომ რაც მეტი წელი გადის ჩვენს პროფესიულ ცხოვრებაში, მით უფრო მარტივი უნდა იყოს სასურველი ვაკანსიის პოვნა და უკეთეს პოზიციაზე გადასვლა. თუმცა, რეალობა სრულიად სხვანაირია: გამოცდილმა პროფესიონალებმაც კი შესაძლოა თვეების განმავლობაში ვერ შეძლონ სასურველი შედეგების მიღწევა. პრობლემა იმაშია, რომ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

5 უნარი, რომელიც 2026 წელს შენს CV-ს რეალურად აძლიერებს

2026 წელს კარგი CV მხოლოდ განათლებისა და გამოცდილების ჩამონათვალი აღარ არის. გაიგე, რომელი 5 უნარი დაგეხმარება კონკურენტულ სამუშაო ბაზარზე საკუთარი შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენაში და რატომ არის ტექნიკური ცოდნა, AI, პრობლემის გადაჭრა, კომუნიკაცია და პრაქტიკული გამოცდილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.

ტექნიკური ცოდნა და AI-ის ეფექტურად გამოყენების უნარი 2026 წელს დამსაქმებლისთვის მხოლოდ ის აღარ არის მნიშვნელოვანი, რა პროფესია გაქვს მითითებული CV-ში. ტექნოლოგიები სწრაფად ცვლის სამუშაო პროცესებს და თითქმის ყველა სფეროში იზრდება მოთხოვნა ადამიანებზე, რომლებსაც შეუძლიათ ციფრული ინსტრუმენტების გამოყენება, ახალი პროგრამების სწრაფად ათვისება და ტექნოლოგიებთან ადაპტირება. გ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

Gap Year საქართველოში: „დაკარგული დრო“ თუ საუკეთესო ინვესტიცია საკუთარ მომავალში?

Gap Year არ არის დროის კარგვა, ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, გაერკვე შენს ინტერესებში, მიიღო პრაქტიკული გამოცდილება და აითვისო ის უნარები, რომლებიც მომავალში წარმატების საფუძველი გახდება.

რატომ არის Gap Year შანსი და არა დროის ფუჭი კარგვა? ალბათ ხშირად გსმენია ფრაზა, რომ Gap Year მხოლოდ "დროის კარგვაა" და აუცილებელია სწავლის გაგრძელება უშუალოდ სკოლის დასრულებისთანავე. სინამდვილეში, Gap Year (შუალედური წელი), არის შეგნებული პაუზა, რომელსაც ახალგაზრდები სკოლის დასრულებისა და უნივერსიტეტში ჩაბარებას შორის იღებენ საკუთარი პოტენციალის გამოსაკვლევად. ეს პერიოდი შენთვის საუკá

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა