IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

პროგრამირების 5 ყველაზე რთული ენა

02.03.2020

1565 დათვალიერება

სავარაუდოდ, პირველი კოდი დაწერილი გაქვთ C/C++ ან Java-ზე და ამ ენების შესწავლის დროს სირთულეებსაც შეხვედრიხართ. ყოველ შემთხვევაში, ეს ენები წაკითხვადი და გასაგები მაინც არის, მაგრამ რა მოხდება, თუ გთხოვთ დაწეროთ ისეთი პროგრამა მხოლოდ სივრცეების, ტაბების და ხაზების გამოყენებით, რომელიც ეკრანზე გამოიტანს სიტყვებს ‘Hello World’. ჩვენ არ ვხუმრობთ, მსოფლიოში, ფაქტობრივად, არსებობს პროგრამირების რამდენიმე ენა, სადაც კოდი უნდა დაწეროთ რამდენიმე ბრძანების და სინტაქსის გამოყენებით, რომელიც არც წაკითხვადია და არც გასაგები. ისინი ასევე ითვლება მსოფლიოში ყველაზე რთულ პროგრამირების ენებად, უმჯობესია თავდაპირველად ამ ენებს გაეცნოთ, ამიტომ მოდით ისინი სათითოდ განვიხილოთ.

 

1. brainfuck

სახელწოდებიდან გამომდინარე, ეს ენა მართლაც რთულია, ხოლო ამ ენაზე კოდის დაწერა - კიდევ უფრო რთული. იგი Urban Muller-მა შექმნა 1993 წელს და მისი შექმნის მთავარი მიზანი იყო კოდში მინიმალური რაოდენობის ხაზების დაწერა. ეს ენა ფუნქციონირებს მეხსიერების უჯრედების მასივში და ამ ენაზე განსაზღვრულია მხოლოდ 8 ბრძანება, რომ ნებისმიერი პროგრამა დაიწეროს.

 

2. Cow

ჩვენ ვიცით, რომ ამ ენის სახელი სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ სინამდვილეში ის პროგრამირების ენაა და 2003 წელს შექმნა Sean Heber-მა. ეს ენა შედგება 12 ინსტრუქციისგან და ამ ენის ყველაზე სასაცილო ნაწილი არის მისი მთავარი სიტყვა’moo’ (ძროხის ხმა) ან მისი ვარიაციები, რომლებიც ამ ენაშია გამოყენებული. ნებისმიერი ნიშნის ან სიტყვის დაწერა ამ ენაზე, კომენტარად ითვლება. ის დაფუძნებულია Turing Machine-ში გამოყენებულ ენაზე.

 

3. Intercal

ეს ენა Don Woods-მა და James M. Lyon-მა შექმნეს 1972 წელს, ისინი ორივე პრინსტონის უნივერსიტეტის სტუდენტები იყვნენ. ამ ენას არ გააჩნია გამოხატული აკრონიმი. პროგრამირების ამ ენის შემქმნელებმა ჩართეს ისეთი მთავარი სიტყვები, როგორიცაა ‘წაკითხვა’, ‘უგულებელყოფა’, ‘გთხოვთ’, ‘დავიწყება’ და მისთანები, იმისთვის, რომ ის მომხმარებლისთვის მოსახერხებელი გაეხადათ. ამ ენაში სასაცილო ნაწილი ის არის, რომ ის მოელის 4 გთხოვთ ტიპის მთავარ სიტყვას კოდში, რომ პროგრამისტების თავაზიანობა შეამოწმოს. თუ მათი რაოდენობა 4-ზე ნაკლები იქნება, კოდი არ შესრულდება, რადგან ის ჩათვლის, რომ პროგრამისტი არ არის საკმარისად თავაზიანი. თუ ამ სიტყვების რაოდენობა 5 ან 5-ზე მეტი იქნება, კოდი მაშინაც არ შესრულდება, რადგან ის ჩათვლის, რომ პროგრამისტი ზედმეტად თავაზიანია.

 

4. Malbolge

ეს ენა Ben Olmstead-მა დანერგა 1998 წელს და გასაოცარი ფაქტია ის, რომ პირველი პროგრამის დაწერას თითქმის ორი წელი დასჭირდა. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ამ ენის სირთულე. ამ ენაზე კოდირება დიდ ქაოსს ჰგავს, კოდი არასრულყოფილად გამოიყურება. ამბობენ, რომ Ben Olmstead-ს ამ ენაზე არც ერთი პროგრამა არ დაუწერია. Malbolge არის საჯარო დომენის ეზოთერული პროგრამირების ენა და მსოფლიოში პროგრამირების ერთერთ ყველაზე რთულ ენად ითვლება.

 

5. Whitespace

ეს ენა შემოიღეს Edwin Brady-მ Chris Morris-მა 2003 წლის 1 აპრილს (აპრილი, სულელების დღე). ამ ენის წარდგენის დღეს, ხალხს ეგონა, რომ ეს ხუმრობა იყო, სინამდვილეში ხუმრობა არ იყო. თქვენ უფლება გაქვთ გამოიყენოთ მხოლოდ სივრცეები, ტაბები და ხაზები, რომ დაწეროთ კოდი ამ ენაზე. ნებისმიერ სხვა ნიშნებს ინტერპრეტატორი უგულებელყოფს.

მაგალითად: პროგრამა Hello World! ნუ დაიბნევით, რადგან სორს კოდი მხოლოდ whitespace-ს და ტაბებს შეიცავს.

პროგრამირების სხვა რთული ენებია:Chef, Shakespear, ArnoldC

 

IT Academy STEP – მსოფლიო ბრენდი 82 ფილიალით!
გახდი კვალიფიციური სპეციალისტი და საკუთარი საქმის პროფესიონალი, შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში 

თბილისი,

საბურთალო, ალ.ყაზბეგის 34/34ბ



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ზრდასრულთათვის

ემპათია, როგორც მთავარი ლიდერული უნარი

თანამედროვე ლიდერობა ნიშნავს არა მხოლოდ შედეგებს, არამედ ადამიანების გაგებასაც. ემპათიური ლიდერი აძლიერებს ნდობას, გუნდურობას და უკეთეს გადაწყვეტილებებს. საბოლოოდ, ემპათია ქმნის ძლიერ და წარმატებულ გუნდს

დღეს ლიდერობა აღარ განისაზღვრება მხოლოდ გადაწყვეტილებების სისწორითა და შედეგებზე ორიენტირებული მიდგომით. თანამედროვე სამუშაო გარემოში, სადაც ადამიანები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, ლიდერებს სულ უფრო მეტად სჭირდებათ ემპათია მათი გუნდის წევრების მიმართ, რათა ადამიანები დაონახონ არა მხოლოდ მათი საქმიანობის კონტექსტში, არამედ პიროვნულად. ფსიქოლოგიურად, ეს გახლავთ უნა

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

თანამშრომელთა განვითარება და პროფესიული ზრდა როგორც ორგანიზაციის წარმატების საფუძველი

თანამშრომელთა განვითარება განსაზღვრავს როგორც ინდივიდუალურ ზრდას, ისე კომპანიის წარმატებას. სწორი განვითარების სისტემა აძლიერებს მოტივაციას, გუნდურ მუშაობას და ქმნის გარემოს, სადაც ადამიანები მუდმივად ვითარდებიან. საბოლოოდ, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი ნიშნავს ძლიერ და კონკურენტულ ორგანიზაციას

 თანამშრომელთა განვითარება და პროფესიული ზრდა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია, რომელიც ორგანიზაციის გრძელვადიან წარმატებას განსაზღვრავს. მსოფლიოში მიმდინარე სწრაფი ცვლილებების ფონზე, წარმატებული კომპანიები თანამშრომლებს აღარ აფასებენ მხოლოდ არსებული უნარების საფუძველზე — მათ სჭირდებათ ადამიანები, რომლებიც მზად არიან სწავლისთვის, განვითარებისთვის და ცვლილებე

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

როგორ დავამყაროთ ნდობა მენეჯმენტსა და თანამშრომლებს შორის

ნდობა არის ძლიერი გუნდის საფუძველი, რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს მოტივაციასა და შედეგებზე. ის ყალიბდება გამჭვირვალე კომუნიკაციით, თანმიმდევრული ქმედებებით და თანამშრომლების ჩართულობით. საბოლოოდ, ნდობა აერთიანებს გუნდს და ქმნის პროდუქტიულ სამუშაო გარემოს

თანამედროვე ქართულ სამუშაო გარემოში, სადაც ცვლილებები სწრაფად მიმდინარეობს და კონკურენცია იზრდება, ნდობა მენეჯმენტსა და თანამშრომლებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. ნდობა ქმნის სტაბილურობას, ზრდის თანამშრომლის მოტივაციასა და უზრუნველყოფს, რომ ორგანიზაციამ ერთიანი მიზნისკენ იმოძრაოს. მისი ნაკლებობა კი იწვევს სტრესს, დაბალ მოტივაციასა და საუკეთესო ტა

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

როგორ მოვამზადოთ თანამშრომელი მომავლის სამუშაო ბაზრისთვის?

მომავლის სამუშაო ბაზარი მოითხოვს უწყვეტ განვითარებას - upskilling, reskilling, ციფრული და soft skills-ის გაძლიერებას.

დასაქმების ბაზარი მუდმივად იცვლება. ახალი ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი და გლობალური ტრენდები ყოველდღიურად ცვლიან მოთხოვნებს უნარებზე, რაც კომპანიებს უქმნის აუცილებლობას, ჰქონდეთ თანამშრომლის განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაციული კულტურა. დღეს HR რგოლის  როლი აღარ შემოიფარგლება მხოლოდ ახალი ტალანტების მოძიებით — მნიშვნელოვანია, რომ ყველა რგოლზე არსებულ თა

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა