IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

15 მიზეზი, რატომ უნდა ვისწავლოთ 3D

30.06.2020

502 დათვალიერება

ლენს ევანსის რჩევები, რატომ უნდა დაეუფლოთ ამ დისციპლინას.

მე ვიყავი პატარა ბავშვი, რომელიც იზრდებოდა ლონგ აილენდზე. გზიდან რამდენიმე მილში იყო ნიუ იორკის ტექნოლოგიების ინსტიტუტი, რომელსაც ჰქონდა „კომპიუტერული გრაფიკული ლაბორატორია“. ჩვენ სკოლიდან წავედით ექსკურსიაზე აქ 1970 წელს. იმ პერიოდში არსებული კომპიუტერული გრაფიკის და 3D-ს შემდეგ, ყველაფერი შეიცვალა. 3D ინსტრუმენტებმა იპოვა გზა ჩვენი სამუშაო ცხოვრების უფრო მეტ სფეროში, ვიდრე ამას ვინმე წარმოიდგენდა.

მოდით, გადავხედოთ სხვადასხვა პროექტს და ინდუსტრიებს, რომლებიც იყენებენ 3D-ს ინსტრუმენტებს და ვნახოთ ინსტრუმენტების სწავლა როგორ გეხამრებათ სამსახურის პოვნაში.

 

1.ილუსტრაცია

 

არის ბევრი კარგი გზა ილუსტრაციის შექმნის. რაც უფრო მეტი დრო გადის, 3D ინსტრუმენტები უფრო და უფრო იპყრობენ ილუსტრაციის სამყაროს.

არის ბევრი კარგი მიზეზი: შედეგების ფოტორეალური ხარისხი არის განსაკუთრებით კარგი, მაგრამ, ასევე, შესაძლებლობა გააკეთოთ თქვენი საქმე და განახორციელოთ ცვლილებები კლიენტში ზედმეტი დროის ხარჯვის გარეშე.

ნებისმიერი 3D შეიძლება იყოს გამოყენებული სერვისად  ილუსტრაციის სამუშაოში. Maya არის პოპულარული, თუმცა, რა თქმა უნდა, ზედმეტია სამუშაოსთვის. ღია წყაროს Blender-ი შეიძლება იყოს იდეალური და ძალიან ძლიერი ინსტრუმენტი ამ სამუშაოსთვის, ფასიც შესაბამისია.

 

2.ანიმაცია

 

ანიმაცია არსებობდა 3D-ს გამოჩენამდეც. დიდი მაღაზიები გადავიდნენ 3D წარმოებაზე. 3D-ს აპლიკაციების უმეტესობა მოიცავს ზოგიერთი ანიმაციის უნარებს, ბევრს ფართო ინსტრუმენტები აქვს.

 

3.მულტიედია

 

ეს ტერმინი დამაბნეველია, რადგან მულტიმედიას აქვს ბევრი აპლიკაცია. ეს ნიშნავს ისეთ გავრცემებულ რაღაცას, როგორიც არის ვები, ტექსტით, ფოტოთი და ვიდეოთი. არის მულტიმედია ელ. წიგნები.

 

4.თამაშის დიზაინი

 

არსებობს ტიპური 2D დიზაინის თამაშები. მაგრამ არ გენდომებათ ინდუსტრიაში მოღვაწეობა, თუ გეცოდინებათ, რომ გექნებათ განვითარების საზღვარი. 3D აუცილებლად დაგჭირდებათ შემოქმედების და ანიმაციის შექმნისთვის. Maya და 3ds Max არის ლიდერი ამ სფეროში, მაგრამ სხვებიც გამოიყენება.

 

5.ესკიზები

 

ეს ტერმინი, ძირითადად, ფილმის ინდუსტრიაში გამოიყენება. ეს არის წარმოების ბინდის ზონა თხრობას და ფილმის უშუალოდ გადაღებას შორის.  დიდ მაღაზიებში არის მთელი განყოფილება ნიჭიერი ხალხით, რომლებიც იყნებენ 2D და 3D-ს, რომ ისტორია რეალური გახადონ.

ყოველ კვირას თქვენ შეიძლება შეამჩნიოთ რეკლამა, რომელიც არის უხეში და შემდეგ კვირას იგი იქნება ჩანაცვლებული. სავარაუდოდ, თქვენ ნახეთ რეკლამის პირველი ვარიანტი, რადგან იგი არ იყო დასურლებული.

აქ შეიძლება გამოყენებული იყოს ნებისმიერი პროგრამა, თუმცა პოპულარული იყო Electricimage თავისი სწრაფი რენდერის გამო.

 

6.სპეციალური ეფექტები

 

ჩვენ ყველას ვიცით რა არის ეს და მისი უმეტესი ნაწილი შესრულებულია 3D-ში. მეტი და მეტი ეფექტი შეიძლება გაკეთდეს 2D-ში, მაგალითად, After Effects-ში. თუმცა, 3D მაინც ლიდერია ამ სფეროში.

ვეჭვობ, პოულობს თუ არა ვინმე სამსახურს ამ სფეროში 3D-ს ცოდნის გარეშე. Maya, 3ds Max და Houdini ცნობილია თავიანთი ეფექტის შესაძლებლობებით, თუმცა სხვები, მაგალითად Lightwave, Cinema4D და Electricimage გამოიყენება ბევრი მაღაზიის მიერ.

 

7.გადაცემა და მოძრაობის გრაფიკა

 

აქ მოცემულია ნიშა, რომელიც მოითხოვს 2D და 3D– ის კარგ ცოდნას, ისევე როგორც კარგ რაოდენობას სამაუწყებლო – ცენტრული ინსტრუმენტების, რომლებიც ნაკლებად ცნობილია. ეს ბაზარი აწარმოებს გახსნებს, კრედიტებს, ამინდის პროგნოზის გადახედვას 3D-ს საშუალებით და სხვა.

 

8.პერსონაჟის ანიმაცია

 

ეს არის კიდევ ერთი მარკეტი, როელმაც მიიქცია დიდი ყურადღება. ამან იმოქმედა ბევრი ადამიანის გადაწყვეტილებაზე 3D-ში მოღვაწეობის შესახებ. Maya და Lightwave პოპულარულია პერსონაჟის სამუშაოსთვის, თუმცა ბევრი იყენებს 3DS Max და Cinima4D-ს.

 

9.ინფორმაციის დიზაინი

 

ეს არის დიზაინის და გრაფიკული ხელოვნების ბაზრის სექტორი, რომელიც დიდიხანია არსებობს, მაგრამ 3D ინსტრუმენტები ეხმარება ტრანსფორმაციაში და აღორძინებაში იმის, თუ რა შეიძლება გაკეთდეს.

ადამიანები იღებენ ინფორმაციას და აქცევენ მას მარტივად წასაკითხად. ამ სამუშაოს ბაზარი შეიძლება იყოს ბეჭდური მედია, ასევე, გადაცემის ბაზარი.

 

10.კორპორატიული კომუნიკაციები

 

ეს ბაზარი დღეს არ არის ისეთი მოსაწყენი, როგორიც ადრე ჩანდა. დღეს არსებული კორპორატიული კომუნიკაციები მოიცავს 3D-ს, ფოტო, ვიდეო, და ანიმაციის შექმნა.

 

11.პროდუქტის & ინდუსტრიული დიზაინი

 

ყველა პროდუქტის და ინდუსტრიული დიზაინი იქმნება CAD სისტემაზე. თუ ეს თქვენი ინტერესია, გადახედეთ ზოგიერთ პოპულარულ სოფთვეარ პაკეტს: FormZ, Ehino 3D, AutoCAD, და Solidworks.

 

12.არქიტექტურული დიზაინი & ესკიზები

 

ეს ორი სხვადასხვა ბაზარია, რასაც ჩვენ ვაერთიანებთ. პირველი არის არქიტექტურული ესკიზები, შენობის დიზაინის გაყიდვისთვის. ხშირად ეს კეთება არა არქიტექტორის, არამედ 3D დიზაინერის მიერ. 3DS Max არის პოპულარული პაკეტი სამუშაოსთვის, მაგრამ ის შეიძლება სხვა პაკეტებშიც შესრულდეს. ნამდვილი არქიტექტურული სამუშაო შესრულებულია CAD პროგრამებში, მაგალითად AutoCAD.

 

13.3D პრინტინგი

 

ეს არის ახალი და სწრაფად განვითარებადი სფერო, რომელიც სწარაცად ვრცელდება. სტივ ჯობსმა თქვა, რომ ყველას ექნებოდა ლაზერული პრინტერი. ეს წინასწარმეტყველება ახდა. მოგვიანებით მან თქვა, რომ ყველას გვექნებოდა 3D პრინტერი. დრო გვიჩვენებს.

კომპანიები, მაგალითად Shapeways-ი, გვთავაზობს ხელსაყრელ 3D პრინტინტინგის სერვისს.

 

14.ინტერიერის დიზაინი

 

დღესდღეობით ინტერიერის დიზაინს აქვს ბევრი კომპიუტერული ინსტრუმენტი. არის ბევრი DIY ტიპის 3D ინსტრუმენტი ოთახის ნიმუშის შექმნისთვის. არის საინტერესო ინკარნაციები არის iOS და Android სთორში. ინტერიერის ესკიზებს ქმნიან ისინი, ვინც ქმნის არქიტექტურულ ესკიზებს. ამისთვის გამოიყენება 3ds Max-ი.

 

15.ციფრული სახვითი ხელოვნების ქანდაკება

 

მყავს მეგობარი, რომელიც იყო ტრადიციული მოქანდაკე და რამდენიმე წლის წინ დაიწყო 3D-ში „ქანდაკება“. ის იყო ექსპერიმენტატორი, რის შესახებაც დაიწყება ყველა სახვითი ხელოვნების ჟურნალში, მათ შორის Whitney Biennials. სხვა ადამიანი იგივე ბექგრაუნდით წავიდა ციფრულ სფეროში და იგი დაიქირავა US Mint-მა აშშ-ს ვალუტის წარმოებისთვის.

 

ბონუს მიზეზი: ეს ძალიან მაგარია!

 

ეს ნამდვილად ასეა, რომელი ხელოვნების ფორმა გაძლევთ საშუალებას შემოიტანოთ სხვადასხვა დისციპლინა და ხელოვნების ფორმა? თქვენ შეგიძლიათ შექმნათ დიზაინი, მოდელი, დაბეჭდოთ რუქა, იყოთ რეჟისორი და კინემატოგრაფი, როდესაც ანიმაციას ქმნით.

ამ ყველაფრის სწავლა ერთ ღამეში შეუძლებელია, 3D რთულია, მაგრამ ღირს მისი სწავლა.



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

სამუშაოების ახალი ევოლუცია

როგორ იცვლება პროფესიები ტექნოლოგიური ბუმის ფონზე? გაიგე, რატომ სჭირდებათ ახალ თაობებს ჰიბრიდული უნარები და როგორ ამზადებს IT აკადემია Step აკადემია მომავალ პროფესიონალებს ცვალებადი სამუშაოსთვის.

21-ე საუკუნის დასაწყისში „პროფესია“ აღიქმებოდა როგორც სტაბილური რუტინა: კაბინეტი, ფიქსირებული გრაფიკი და ვიწრო სპეციალიზაცია. თუმცა ტექნოლოგიურმა ბუმმა ეს სტრუქტურა თავდაყირა დააყენა. დღეს, როცა ხელოვნური ინტელექტი ქმნის დიზაინს, წერილებს და კოდსაც კი, სამუშაოს ახალი ევოლუცია იწყება იქ, სადაც ადამიანური უნარები ციფრულ შესაძლებლობებთან იკვეთება. სწორედ ამიტომ ჩნდება ახ

ШАГ логотип

დიზაინერი AI-ის ეპოქაში - ახალი კომპეტენციების საჭიროება

AI-ის ეპოქაში დიზაინერის როლი რადიკალურად ტრანსფორმირდება — ხელოვნური ინტელექტი ხდება მისი ასისტენტი და პარტნიორი, რაც მოითხოვს ახალ კომპეტენციებს: prompt engineering, AI ინსტრუმენტების ეფექტური გამოყენება, მონაცემთა ანალიზი, ეთიკური პასუხისმგებლობა და უწყვეტი განვითარება. თანამედროვე დიზაინერი უკვე აღარ არის მხოლოდ შემსრულებელი, ის სტრატეგიულად მართავს AI-ს, აძლევს მას ადამიანურ ღირებულებებს და ქმნის ინოვაციურ, მომხმარებელზე ორიენტირებულ გამოცდილებებს.

ყველა ვხედავთ, ყველა ვამჩნევთ გარდამტეხ, რევოლუციურ ფაზას, რასაც ხელოვნური ინტელექტი ქმნის დიზაინის სფეროში. კრეატიული პროცესების ავტომატიზაცია, უკვე უპრეცედენტო შესაძლებლობებს იძლევა. ეს ტრანსფორმაცია არამხოლოდ ცვლის დიზაინერის ყოველდღიურ საქმიანობას, არამედ მოითხოვს მისგან ახალ კომპეტენციებსა და უნარებს, რომ წარმატებული იყოს, ამ მუდმივად ცვალებად გარემოში.  AI როგ

ШАГ логотип

მოტივაცია

სამაირა მეჰტა - წარმატებული ისტორიები 20 წლამდე ასაკში

სამაირა მეჰტას ისტორია - 8 წლის ასაკში შექმნილი "CoderBunnyz" თამაშიდან ბიზნესამდე. ახალგაზრდა მეწარმის წარმატების ისტორია და გაკვეთილები IT სფეროში.

2016 წელს, მხოლოდ 8 წლის ასაკში, სამაირა მეჰტამ შექმნა "CoderBunnyz" - პროგრამირების სასწავლო თამაში ბავშვებისთვის. ეს იყო მომენტი, როდესაც ახალგაზრდა გოგომ პირველად აჩვენა, რომ ასაკი არ არის ბარიერი ინოვაციისა და წარმატებისთვის. მისმა იდეამ დაუყოვნებლივ მოიპოვა აღიარება და 9 წლის ასაკში სამაირა უკვე გამოდიოდა სპიკერად Microsoft-ისა და Google-ის ღონისძიებებზე. მისი იდეა მარტივი, მაგრამ გენიალურ

ШАГ логотип

AI თავდასხმა თუ AI თავდაცვა - კიბერუსაფრთხოების ახალი გამოწვევები ციფრულ ეპოქაში

AI თავდასხმებს AI თავდაცვა უპირისპირდება - გაიგე, როგორ იცვლება კიბერუსაფრთხოების სფერო ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და რატომ არის კიბერუსაფრთხოება მომავალის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნადი პროფესია.

წარმოიდგინე, ყველაზე ცუდი სცენარი: კიბერკრიმინალები – ის ადამიანები, ვინც თქვენი ციფრული ცხოვრების მოპარვას ცდილობენ – ახლა ისინი იყენებენ  AI-ის,  რათა თავდასხმები რეალური გახადონ. ხელოვნური ინტელექტი ქმნის მიზნობრივ ფიშინგს – ყალბ ელექტრონულ წერილებს, რომლებიც ისე ზუსტად ჰგავს რეალურს, რომ შესაძლოა ეჭვიც არ გაგიჩნდეს და გაებათ მათ მახეში. კიდევ უფრო საშიშია Deepfake  – AI-ის მიე

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა