IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

რა არის ინფლუენსერ მარკეტინგი და რატომ არის ის მნიშვნელოვანი?

05.07.2020

1291 ხედი

რა არის ინფლუენსერ მარკეტინგი და რატომ არის ის მნიშვნელოვანი?

არ იცნობთ ინფლუენსერ მარკეტინგს? თქვენ არ ხართ ერთადერთი. 2019 წელს ინფლუენსერ მარკეტინგი იყო ნაცრისფერი არეალი ბერვი ბრენდისთვის. ახლა გაიღრმავებთ თქვენს ცოდნას! ინფლუენსერ მარკეტინგი კავშირშია სოციალურ მედია მარკეტინგთან და კონტენტ მარკეტინგთან.

ინფლუენსერ სააგენტოებში მთავარი რამ არის ინფლუენსერ მარკეტინგი.ეს არის ისეთი მარკეტინგი, რომელიც იყენებს ინფლუენსერებს, რომლეთაც აქვთ განსაკუთრებული ურთიერთობა გარკვეულ აუდიტორიასთან, რომ გაარეკლამონ ბრენდი ან პროდუქტი. პირდაპირ მომმარებლების დიდ ჯგუფთან მარკეტინგის განხორციელების  ნაცვლად თქვენ იყენებთ ინფლუენსერს ამის განსახორციელებლად. ეს მოიცავს ძლიერი ინფლუენსერის პოვნას და მარკეტინგული კამპანიის შექმნას ბრენდის რეკლამისთვის თქვენ უხდით ინფლუენსერს, რომ მან გაარეკლამოს თქვენი ბრენდი თავისი სოციალური ქსელის მეშვეობით. სავარაუდოდ, თქვენი ამჟამინდელი ან პოტენციური კლიენტები იყენებენ სოციალურ პლატფორმებს. მათთან დაკავშირება სოციალურ პლატფორმაზე შეიძლება იყოს მომგებიანი. თუმცა, კონკურენციის, ალგორითმების შეცვლის და სოციალურ მედიაში რეკლამირების და სხვა კომერციული შეტყობინებების დაბლოკვის სიმარტივის გამო, ძნელია თქვენს სამიზმე აუდიტორიაზე გასვლა ტრადიციული რეკლამის გაშვებით სოციალურ პლატფორმაზე.

ინფლუენსერები, ხშირად, ჩანან, როგორც ექსპერტები გარკვეულ სფეროში (მოდა, ფიტნესი, კვება), მათ აქვთ მაღალი რეპუტაცია და მცოდნეები ჩანან საუძვლიანად. ინფლუენსერთან კოლაბორაცია გაძლევთ წვდომას მის მიმდევრებზე, რომლემსაც ინფლუენსერი სანდო ადამიანად მიაჩნიათ.

ზემოთ ნახსენები ელემენტების დაცვისთვის ინფლუენსერების კამპანიის დროს კომპანია ან თვითონ ინფლუენსერი ქმნიან კონტენტს. ეს ხდება ხშირად, რომ შეიქმნას ავთენტური საუბარი და ჩართულობა თქვენს პროდუქტს და შეტყობინებას შორის.ინფლუენსერის აზრის დამატება თქვენი პროდუქტის შსახებ ზრდის სანდოობას და ჩართულობას. რასაც დიდი გავლენა აქვს ლიდების გენერაციაზე, გაყიდვებზე და ზოგად ზრდაზე თქვენი ბიზნესის.

  • რა არის ინფლუენსერ მარკეტინგის სტრატეგია?

ინფლუენსერ მარკეტინგი არ არის ახალი მარკეტინგული სტრატეგია. ალბათ, გინახავთ იგი ბოლო წლების მანძილზე, მაგრამ, სოციალური მედიის, Adblock ტექნოლოგიების  გაზრდით და მომხმარებლების სკეტპიკურობით, მარკეტოლოგები მეტ ბიუჯეტს უთმობენ ინფლუენსერ მარკეტინგს, ვიდრე ტრადიციულ მეთოდებს.

ბრენდების ჯამური რაოდენობა, რომელიც ჩართულია ინფლუენსერ მარკეტინგში ამტკიებს იმას, რომ ეს სტრატეგია მუშაობს. კონტენტი და რეკომენდაციები ინფლუენსერისგან არის უფრო სანდო. თუნდაც, ისეთ ინფლუენსერებს, ვისაც ჰყავთ ნაკლები მიმდევარი, მაგრამ მაღალი სანდოობა, შეუძლიათ კარგი შედეგები მოუტანონ თქვენს ბრენდს.

დაიწყეთ საუკეთესო ინფლუენსერ მარკეტინგის სტრატეგიის შექმნა თქვენთვის! ეს თქვენი ინფლუენსერ მარკეტინგის კამპანიისთვის მნიშვნელოვანია.

ვიწყებთ თქვენი მიზნის დასახელებით, ნაბიჯი, რომელსაც ხშირად უყურებენ ინფლუენსერ მარკეტინგში, მაგრამ, როგორც სხვა მარკეტინგულ კამპანიაში, ჩვენ უნდა  განვსაზღვროთ რა მუშაობს და რა - არა. თქვენი მიზნების შესაბამისად, სტრატეგია შეიძლება იყოს სხვადასხვანაირი. თუ თქვენ ბრენდს უნდა ახალ აუდიტორიაზე გასვლა, ჩვენ ზედმეტ ყურადღებას ვამახვილეთ ინფლუენსერის აუდიტორიაზე. თუ გსურთ, რომ ბრენდის სანდოობა გაზარდოთ, უნდა ფოკუსირდეთ ავთენტურობასა და ნდობის გაზრდაზე. შედეგების გასაზომად შეიძლება გამოვიყენოთ შთაბეჭდილებები, მიმდევრები, დაკლიკვის რაოდენობა, ლიდები, საუბრები. თქვენი მიზნების შესაბამისად, შეგიძლიათ შექმნათ კამპანია, რომ მიაღწიოთ მიზნებს.

  • ინფლუენსერ მარკეტინგის უპირატესობა

როდესაც გინდათ სცადოთ სხვა სახის მარკეტინგი, თქვენ ეძებთ პროექტს, რომელიც იქნება მომგებიანი, ინვესტიციის დაბრუნების თვალსაზრისით. ინფლუენსერ მარკეტინგი არის მომგებიანი ბევრი მიზნისთვის. ბრენდები აცნობიერებენ რამდენად ძლიერია იგი, როგორც ტრადიციული მარკეტინგის ალტერნატივა. ტრადიციული რეკლამა შეიძლება იყოს ძვირი და არაეფექტური და მომხმარებლებს არ მოსწონთ, როდესაც მას აჩვენებენ რეკლამას, რეკლამას ყოველ დღე უფრო ნაკლები სანდოობა აქვს.

ინფლუენსერ მარკეტინგის დადებითი მხარე ისაა, რომ აუდიტორია უკვე არის, თუ სწორად გამოიყენებთ მას, აუდიტორია არ აღიქვამს კონტენტს, როგორც რეკლამას. თქვენ, როგორც ბრენდმა, უნდა მიაღწიოთ პარტნიორობას, როდესაც ინფლუენსერიც და ბრენდიც სთავაზობს ღირებულს აუდიტორიას, ეს არის მიზეზი:

ინფლუენსერ მარკეტინგის უპირატესობების გაცნობიერება თქვენი მარკეტინგული სტრატეგიის გაძლიერებისთვის დაგეხმარებათ გადაწყვიტოთ როგორ დაიწყოთ თქვენი ახალი ინფლუენსერ მარკეტინგის კამპანია.

  • მაღალი ხარისხის კონტენტი

არასოდეს დაგავიწყდეთ კარგი კონტენტის ღირებულება და ის, თუ როგორი გავლენის მოხდენა შეუძლია ინფლუენსერს. ინფლუენსერმა იცის, რა კონტენტი აინტერესებს მიმდევრებს. მათ ზუსტად იციან როგორ გაართონ და ინფორმაცია მიაღოდონ თავიანთ აუდიტორიას პროდუქტის ან სერვისის შესახებ.

  • ბრენდის ცნობადობა

ინფლუენსერს შეუძლია გააცნოს თქვენი ბრენდი ათასობით ადამიანს. როდესაც ინფლუენსერს ჰყავს აუდიტორია, თქვენ აღარ გჭირდებათ თქვენი აუდიტორიის მოძებნა. რაც უფრო მეტი ადამიანი გაიგებს თქვენი ბრენდის და თქვენი ისტორიის, ვინ ხართ თქვენ და რას სთავაზობთ, მით უფრო მეტია თქვენი პროდუქტის გაყიდვის შანსი.

  • სანდოობა

ინფლუენსერებს უკვე აქვთ დამყარებული ურთიერთობა აუდიტორიასთან. მათი მიმდევრები პატივს სცემენ მის რეკომენდაციებს და ხედავენ მას, როგორც ავთენტურს. უფრო მეტად ავთენტურს, ვიდრე ზოგიერტი ბრენდი.

  • ინფლუენსერ მარკეტინგი გავლენას ახდენს ადამიანებზე

ეს, მართლაც, მუშაობს. კვლევები აჩვენებს, რომ ხალხმა შეიძინა რაიმე ინფლუენსერის რეკომენდაციის შემდეგ.

  • ინფლუენსერ მარკეტინგს აქვს მაღალი ROI

ინფლუენსერ მარკეტინგის ყველაზე მნიშვნელოვანი მოგება არის ინვესტიციის დაბრუნება, რეკლამის ტრადიციულ ფორმებთან შედარებით. მომხმარებლებს ძალიან სჭირდებათ შეფასებები, ქულების მინიჭება და სიტყვიერი რეკომენდაციები პროდუქტი შესახებ.

 

რატომ გჭირდებათ ინფლუენსერი

ბანერული რეკლამს, სარეკლამო ვიდეორგოლებს და სხვა ტრადიციულ რეკლამებს აღარ აქვთ ისეტი გავლენა, როგორიც ჰქონდათ. ეს ყველაფერი, პლუს ინფლუენსერ მარკეტინგის კამპანიის უპირატესობები არის მიზეზი, თუ რატომ გჭირდებათ ინფლუენსერი.

ინფლუენსერობის დადებითი მხარე

ინფლუენსერად ყოფნა ბევრის ოცნებაა. ძირითადად, იმ უპირატესობების გამო, რა აქვთ ინფლუენსერებს. ზოგიერთი უპირატესობა არის:

  • უფასო პროდუქტი
  • ბრენდებთან კოლაბორაცია, პოსტზე თანხის გადახდა
  • შესაძლებლობა, გახდეთ ლიდერი
  • მოქნილი სამუშაო საათები
  • ავთენტურობა და ინტეგრირებულობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. თქვენ არ უდნა დაწეროთ კონტენტზე, რომელიც არ გიხარიათ.
  • შესაზლებლობა, რომ გქონდეთ კომუნიკაცია ადამიანებთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

 

ინფლუენსერობის უარყოფითი მხარე

  • ეს არის 24/7 სამუშაო - ეს შეიძლება ჩანდეს მოდურად გარედან, მაგრამ ეს არის 24/7 სამუშაო
  • მიმდევრების მოძეიბა არ არის ადვილი.

 

ინფლუენსერ მარკეტინგის სტატისტიკა

  • ახალგაზრდები ინფლუენსერებს უფრო ენდობიან, ვიდრე ცნობილ ადამიანებს
  • თუ მომხმარებელი ენდობა ინფლუენსერის რეკომენდაციებს, უფრო დიდი შანსია, რომ მათ შეიძინონ პროდუქტი
  • უფრო და უფრო მეტი ადამიანი აინსტალებს Adblock ტექნოლოგიებს, ინფლუენსერის კონტენტი არ არის დაბლოკილი.

ინფლუენსერ მარკეტინგის ბაზრის სიდიდე

2020 წლისთვის, ინფლუენსერ მარკეტინგის ინდუსტრია მიაღწევს 10$ მილიარდს, 2017 წელს ის ღირდა 2 მილიარდი.

ბრენდის სტრატეგებს და მარკეტოლოგებს შორის ჩატარებული კვლევის შედეგად,  Statista-ს მიხედვით, მომხმარებლების 58% ამბობს, რომ სჯერ,ა რომ ინფლუენსერ მარკეტინგი იქნება ინტეგრირებული ყველა მარკეტინგულ აქტივობაში მომდევნო სამ წელიწადში.

 

  • ინსტაგრამ მარკეტინგის ტრენდები 2019 წელს

ინფლუენსერ მარკეტინგი არის ყველაზე დიდი ტრენდი მსოფლიოში, რომელიც კიდევ უფრო გაიზრდება. 2018 იყო საინტერესო წელი ინფლუენსერ მარკეტინგისტვის. ის სწრაფად აღემატება სხვა ტრადიციულ მარკეტინგულ არხებს Adblock ტექნოლოგიის მზარდი გამოყენების ფონზე.

ინსტაგრამის ინფლუენსერები 2019 წელს:  

  1. Instagram | @instagram | 298 million
    2. Cristiano Ronaldo | @cristiano | 165 million
    3. Ariana Grande | @arianagrande | 154 million
    4. Selena Gomez | @selenagomez | 149 million
    5. Dwayne Johnson | @therock | 142 million
    6. Kim Kardashian West | @kimkardashian | 137 million
    7. Kylie Jenner | @kyliejenner | 134 million
    8. Beyoncé | @beyonce | 127 million
    9. Lionel Messi | @leomessi | 118 million
    10. Taylor Swift | @taylorswift | 117 million

 

საინტერესო ფაქტები ინსტაგრამის შესახებ

  • აქტიური მომხმარებლები

1 მილიარდი აქტიური თვიური მომხმარებლების რაოდენობით, ინსტაგრამი არის  მესამე ყველაზე პოპულარული სოციალური მედიის ქსელი, ფეისბუქის (2 მილიარდი აქტიური მომხმარებელი თვიურად) და YouTube-ის (2 მილიარდი აქტიური მომხმარებელი თვიურად) შემდეგ. 500 მილიონი იყენებს მას ყოველდღიურად.

  • ისტორიები

2019 წელს, ინსტაგრამმა გამოაცხადა, რომ ყოველდღიურად ინსტაგრამის ისტორიას იყენებდა 500 მილიონი მომხმარებელი, რაც მას ხდის ინსტაგრამის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მახასიათებლად.

  • ინსტარგრამის დემოგრაფია
  • ასაკი და სქესი

Statista-ს მიხედვით, ინსტაგრამის მომხმარებლების 15% არის ქალი 18-24 წლის ასაკის. მთლიანი ინსტაგრამის პოპულაციის მიხედვით, ნახევარი არის 34 წლის ან ნაკლები.

  • ახალგაზრდები ინსტაგრამზე

ზოგჯერ სხვანაირად ამბობენ, მაგრამ ახალგაზრდებისთვის ინსტაგრამი არის მთავარი პლატფორმა, მან გაასწრო Snapchat-ს 2018 წელს.

 

IT Academy STEP – მსოფლიო ბრენდი 82 ფილიალით!

გახდი კვალიფიციური სპეციალისტი და საკუთარი საქმის პროფესიონალი, შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში 

თბილისი,საბურთალო, ალ.ყაზბეგის 34/34



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ზრდასრულთათვის

რომელი უნარები გახდება ყველაზე მოთხოვნადი

მომავლის კარიერაში ყველაზე მოთხოვნადი გახდება მოქნილი უნარები - კომუნიკაცია, კრიტიკული აზროვნება, შემოქმედებითობა და ემოციური ინტელექტი. ისინი ქმნიან უნიკალურ ღირებულებას, რომელსაც ტექნოლოგია ვერ შეცვლის.

ციფრულ ეპოქაში ტექნიკური ცოდნა მარტო წარმატების გარანტია აღარ არის. კომპანიები სულ უფრო მეტად აფასებენ იმ უნარებს, რომლებიც ადამიანს სხვა ადამიანებთან მუშაობაში, ახალი იდეების შექმნაში და სწრაფად ცვალებად გარემოში ადაპტაციაში ეხმარება. სწორედ ამიტომ, მოქნილი უნარები (soft skills) იქცა მომავლის პროფესიის მთავარი საფუძვლი. გლობალური კვლევების მიხედვით, 2030 წლისთვის 80%-ზე მეტი ახ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

როგორ ვისწავლოთ სწრაფად და ეფექტურად IT მიმართულებები

IT სწავლება, პროგრამირება, სწრაფი სწავლა, IT კარიერა, ტექნოლოგიები, IT აკადემია STEP, განათლება, კოდირება, ვებ დეველოპმენტი, ციფრული უნარები, პრაქტიკული სწავლება, სწავლის მეთოდები, მომავლის პროფესია, IT კურსები, AI სწავლებაში.

IT სფერო დღეს ყველაზე დინამიკური და სწრაფად მზარდია, რაც სწავლისადმი განსხვავებულ მიდგომას მოითხოვს. იმისათვის, რომ დროის მცირე მონაკვეთში მაქსიმალური ცოდნა დააგროვო, აუცილებელია ფოკუსირება პრაქტიკულ დავალებებზე და თანამედროვე სტანდარტებზე. თუ გსურს, საფუძვლიანად დაეუფლო ტექნოლოგიებს, IT აკადემია Step- ის პროგრამირების კურსი საუკეთესო გზაა პროფესიული სტარტისთვის. სწრაფი

ШАГ логотип

მშობლებისთვის

ზრდასრულთათვის

რატომ აღარ არის მხოლოდ სკოლა საკმარისი - და რა უნარები სჭირდება ბავშვს რეალურად

რატომ აღარ არის მხოლოდ სკოლა საკმარისი? გაიგე, რა უნარები სჭირდება ბავშვს თანამედროვე სამყაროში და როგორ შეგიძლია დაეხმარო მას წარმატების მიღწევაში.

თანამედროვე სამყაროში განათლება რადიკალურად იცვლება. თუ ადრე სკოლა იყო მთავარი და ხშირად ერთადერთი ცოდნის წყარო, დღეს ეს უკვე აღარ არის საკმარისი. ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი და სწრაფად ცვალებადი პროფესიული გარემო ბავშვებს სრულიად ახალ გამოწვევებს უქმნის ისეთებს, რომელთათვისაც მხოლოდ თეორიული ცოდნა აღარ მუშაობს. დღეს უკვე ნათელია, რომ ცოდნის მიღება აღარ არის სა

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

როგორ ავირჩიოთ პროფესია, რომელიც მომავალშიც მოთხოვნადი იქნება

გაიგე, როგორ შეარჩიო მომავლის პროფესია, რომელიც ტექნოლოგიური ცვლილებების მიუხედავად მოთხოვნადი დარჩება. სტატიაში განვიხილავთ სტრატეგიულ ნაბიჯებს, განათლების როლს და იმ უნარებს, რომლებიც აუცილებელია 21-ე საუკუნის შრომის ბაზარზე წარმატების მისაღწევად.

დღევანდელ სწრაფად განვითარებად სამყაროში პროფესიის არჩევა აღარ არის მხოლოდ ინტერესების განსაზღვრა, ეს არის სტრატეგიული გადაწყვეტილება შენი მომავლისთვის. ტექნოლოგიური პროგრესი და ავტომატიზაცია მუდმივად ცვლის შრომის ბაზარს, ამიტომ მნიშვნელოვანია ფოკუსირება ისეთ სფეროებზე, რომლებიც დროს უძლებს. კარიერული სტაბილურობის ერთ-ერთი საუკეთესო გზა ახალი ტექნოლოგიების ათვი

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა