IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

2027 წელს სამსახურის ძებნას აპირებ? - აი, რისთვის უნდა მოემზადო დღესვე

25.11.2026

0 დათვალიერება

რას ითხოვენ დამსაქმებლები 2027 წლის შრომის ბაზარზე?


2027 წელი სულ რაღაც რამდენიმე კვირაში დადგება და შრომის ბაზარი უკვე სრულიად სხვა წესებით თამაშობს. დღეს დიპლომი ან მხოლოდ თეორიული ცოდნა დამსაქმებლისთვის საკმარისი აღარ არის - კომპანიები ეძებენ ადამიანებს, რომლებსაც რეალური ამოცანების გადაჭრა, ციფრული ხელსაწყოების თავისუფლად გამოყენება და სწრაფად ადაპტაცია შეუძლიათ. განსაკუთრებით გაიზარდა მოთხოვნა ტექნოლოგიურ და ციფრულ მიმართულებებზე, სადაც პრაქტიკული გამოცდილება მთავარი უპირატესობაა.


ახალ წელს კარიერული ცვლილებებით ან სასურველი სამსახურის პოვნით რომ შეხვდე, მზადება ახლავე უნდა დაიწყო. პირველი ნაბიჯი იმ მიმართულების შერჩევაა, რომელიც ბაზარზე რეალურად მოთხოვნადია - იქნება ეს პროგრამირების, დიზაინისა თუ ციფრული მარკეტინგის სასწავლო კურსები. სწორად შერჩეული სასწავლო პროგრამა დროს დაგიზოგავს და ზუსტად იმ უნარებს მოგცემს, რასაც გასაუბრებაზე გკითხავენ. თუ გინდა, 2027 წელს თავდაჯერებული შეხვდე, შეარჩიე სასურველი მიმართულება და გაიარე რეგისტრაცია ახლავე.
 

დარეგისტრირდი მარტივად


პორტფოლიო, AI ხელსაწყოები და პრაქტიკული გამოცდილება


დამსაქმებლის ყურადღების მისაქცევად კარგად შედგენილი რეზიუმე მხოლოდ საწყისი ეტაპია. 2027 წელს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება პორტფოლიოს - ანუ კონკრეტულ ნამუშევრებს, რომლებიც აჩვენებს, რეალურად რისი გაკეთება შეგიძლია. დამწყები სპეციალისტებისთვისაც კი სწავლის პროცესში შესრულებული პრაქტიკული დავალებები და ქეისები საუკეთესო მტკიცებულებაა, რომ გუნდში მუშაობა და დამოუკიდებლად აზროვნება შეგიძლია.


ამასთან ერთად, ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენება თითქმის ყველა პროფესიის განუყოფელ ნაწილად იქცა. საქმე ის არ არის, რომ ტექნოლოგია ადამიანს ჩაანაცვლებს, უპირატესობას ის მოიპოვებს, ვინც AI-ს ყოველდღიურ მუშაობაში ეფექტურად იყენებს. ამ თემაზე მეტი ინფორმაციის გასაგებად, შეგიძლია გაეცნო სტეპის ბლოგს: AI შენს სამსახურს არ წაგართმევს? - 5 ნიშანი, რომ შენი პროფესია უკვე იცვლება.
არ დაგავიწყდეს პროფესიული კავშირები და საკუთარი თავის სწორად წარმოჩენა - განაახლე LinkedIn-ის პროფილი, დაამატე შენი ნამუშევრები და თვალი ადევნე სფეროს სიახლეებს. როცა ძლიერი პრაქტიკული ბაზა გაქვს, გასაუბრებაზეც მშვიდად და თავდაჯერებულად მიდიხარ. თუ გინდა, სწავლის პროცესშივე შექმნა ძლიერი პორტფოლიო და გამოცდილი მენტორების დახმარებით მოემზადო დასაქმებისთვის, გაიარე რეგისტრაცია.
 

დარეგისტრირდი მარტივად


შენი კარიერული ნაბიჯი დღეიდან იწყება

სამსახურის ძებნა სტრესული და დამღლელი მხოლოდ მაშინ არის, როცა ამ პროცესს მოუმზადებელი ხვდები და ვაკანსიების თვალიერებას ბოლო წუთს იწყებ. სინამდვილეში, წარმატებული კარიერული ცვლილება ერთ დღეში არ ხდება, ის მცირე, მაგრამ თანმიმდევრული ნაბიჯების შედეგია. სანამ ახალი წელი დადგება, კიდევ გაქვს დრო, რომ საკუთარი ძლიერი მხარეები გააანალიზო, სასურველი მიმართულება შეარჩიო და სწავლის პროცესში ჩაერთო.

2027 წლის დასაწყისს შეგიძლია მკაფიო გეგმით, განახლებული ცოდნითა და კონკრეტული ნამუშევრებით შეხვდემ, მთავარია, გადაწყვეტილება „ორშაბათისთვის“ ან „იანვრისთვის“ არ გადადო. როცა ზუსტად იცი, რა უნარებს ფლობ და რა ღირებულების შექმნა შეგიძლია კომპანიისთვის, გასაუბრებაზეც მშვიდად მიდიხარ და სასურველი შეთავაზების მიღების შანსიც გაცილებით მაღალია. თითოეული დღე, რომელსაც საკუთარ განვითარებაში დებ, ახალ შესაძლებლობებთან ერთი ნაბიჯით გაახლოებს.

გახსოვდეს, სტეპში სწავლის ყველა ნაბიჯი დაგეგმილია. განვითარდი და განავითარე შენი მომავლის კარიერა
დაგვიკავშირდი:


●    ქ. თბილისი // ალ. ყაზბეგის გამზ. N34/34ბ // ☎️ +995 (32) 215-55-51
●    ქ. თელავი // ი. ჭავჭავაძის მოედანი N4 // ☎️ +995 577 538 549


გამოგვყევი სოციალურ ქსელებში, გამოიწერე გვერდი:
Facebook // Instagram // Linkedin // behance // TikTok // YouTube
 



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI შენს სამსახურს არ წაგართმევს? - 5 ნიშანი, რომ შენი პროფესია უკვე იცვლება

ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარება საფრთხეს არ უქმნის ადამიანის შრომას, თუმცა რადიკალურად ცვლის პროფესიების შინაარსს. სტატიაში განხილულია ის 5 ძირითადი ნიშანი, რომელიც აჩვენებს, რომ თქვენი საქმიანობა უკვე ტრანსფორმაციას გადის და რატომ არის მნიშვნელოვანი ახალი უნარების დროულად ათვისება.

ხელოვნური ინტელექტი და შრომის ბაზარი: რადიკალური ცვლილებების ეპოქა ხელოვნური ინტელექტის (AI) ბუმმა მთელი მსოფლიო და მათ შორის შრომის ბაზარი სრულიად ახალ რეალობაში აცხოვრა. ყოველდღიურად ვხედავთ, როგორ ინერგება ავტომატიზაცია სხვადასხვა სფეროში, თუმცა მთავარი კითხვა დღეს ის კი არ არის, წაიღებს თუ არა AI ჩვენს სამსახურებს, არამედ ის, თუ როგორ ცვლის ის ჩვენი ყოველდღიური საქმიან

ШАГ логотип

რომელი პროფესიის სწავლა ღირს დღეს, რომ 5 წლის შემდეგ არჩევანი არ ინანო

დღევანდელ სწრაფად ცვალებად სამყაროში პროფესიული არჩევანის გაკეთება გამოწვევაა, რადგან ტექნოლოგიური პროგრესი და ხელოვნური ინტელექტი მუდმივად ცვლის შრომის ბაზრის მოთხოვნებს. სტატიაში განხილულია, თუ რომელი სფეროების შესწავლაა მიზანშეწონილი დღეს, რომ მომდევნო 5 წლის განმავლობაში შენი არჩევანი სტაბილური და მოთხოვნადი დარჩეს.

ხვალინდელი დღის გამოწვევები: როგორ შევარჩიოთ სწორი პროფესია? დღევანდელ სწრაფად ცვალებად სამყაროში პროფესიული არჩევანის გაკეთება ერთ-ერთ ყველაზე პასუხისმგებლიან ნაბიჯად იქცა. ტექნოლოგიური პროგრესი და ხელოვნური ინტელექტის განვითარება იმ ტემპით მიმდინარეობს, რომ იმ პროფესიებმა, რომლებიც რამდენიმე წლის წინ პოპულარობის პიკში იყვნენ, შესაძლოა მალე დაკარგონ აქტუალობა. ა

ШАГ логотип

AI-ით შექმნილი ვიდეო თუ რეალური კადრი - როგორ გავიგოთ, რას ვენდოთ

როგორ განვასხვავოთ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეო რეალური კადრისგან? გაიგე, რა დეტალებით არის შესაძლებელი „დიფფეიქების“ ამოცნობა, რატომ არის მედიაწიგნიერება კრიტიკულად მნიშვნელოვანი და როგორ გვეხმარება ტექნოლოგიების ცოდნა ციფრულ ეპოქაში ორიენტირებაში.

ვიზუალური მანიპულაციები და რეალობის ზღვარი ვიზუალური კონტენტი დღეს ჩვენი ყოველდღიურობის ჩვეული ნაწილია. მიუხედავად ამისა, ხელოვნური ინტელექტის სწრაფმა პროგრესმა რეალობის ზღვარი წაშალა. დღეს ვიდეოს ნამდვილობის გარჩევა შეუიარაღებელი თვალით თითქმის შეუძლებელი ხდება. თანამედროვე „დიფფეიქები“ და ხელოვნური ინტელექტის გენერირებული კადრები ისეთ რეალისტურ დონეს აღწევáƒ

ШАГ логотип

ყოველდღე მუშაობ, მაგრამ წინ ვერ მიდიხარ - 5 ნიშანი, რომ ცვლილების დროა

გაიგე კარიერული სტაგნაციის 5 მთავარი ნიშანი, მიხვდი, როდის არის დრო ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და აღმოაჩინე პრაქტიკული გზები, როგორ განავითარო შენი პროფესიული უნარები ნამდვილი წარმატებისთვის.

როცა შრომა შედეგს აღარ იძლევა: კარიერული სტაგნაციის რეალობა ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად საათებს ატარებს სამუშაო მაგიდასთან, კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა დავალებას, თუმცა დღის ბოლოს მაინც სტაგნაციის მძიმე განცდა რჩება - გრძნობ, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, წინ ვერ მიდიხარ. თუ გაქვს მუდმივი განცდა, რომ შენი ძალისხმევა შეუმჩნეველია, ხოლო კარიერული ზრდა სრულად შეáƒ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა