IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

როგორ გავხდეთ პროგრამისტი?

23.04.2020

22194 დათვალიერება

ძირითადი რჩევები, თუ როგორ გავხდეთ პროგრამისტი !

  • დაიღალე შენი ამჟამინდელი სამსახურით?
  • ეძებდით გზებს, როგორ ისწავლოთ პროგრამირება?

 

ჩვენ მოგაწვდით სხვადასხვა მოსაზრებას და ინფორმაციას თემებზე, რომლებიც დაკავშირებულია პროგრამირებასთან, რის შემდეგაც თქვენ შეძლებთ პასუხი გასცეთ კითხვებს: „რას აკეთებს პროგრამისტი?“, „როგორ ვისწავლოთ პროგრამირება?“.

 

რას აკეთებს პროგრმისტი?

პროგრამისტი წერს კოდს, რომელიც ეუბნება კომპიუტერს და სხვა დივაისებს რა უნდა გააკეთოს.

სოფთვეარ დეველოპერის შემთხვევაში, ისინი იღებენ კონცეპტს ან დიზაინს და წერს კოდს და ეუბნება კომპიუტერს, როგორ შეასრულოს ეს კონცეპტი. ვებ-დეველოპერის შემთხვევაში, ისინი იღებენ შეთავაზებულ ვებ დიზაინს და შესაბამისი კოდის მეშვეობით ქმნიან საიტს. კომპიუტერული პროგრამირება არის რაიმეს შექმნა სხვისი დიზაინის პატერნების მიხედვით. თუმცა, ზოგიერთი პროგრამისტი დიზიანსაც თვითონ ქმნის.

 

როგორ გავხდეთ პროგრამისტი: ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ სახელმძღვანელოს

  • პროგრამისტები მუშაობენ ისეთ სფეროში, სადაც ყოველ დღე ახალი გამოწვევებია
  • მათ აქვთ საშუალება, იმუშაონ თავისი თავისთვის, იმდენი საათი რამდენი ხანიც სურთ და იმუშაონ სახლიდან.
  • პროგრამირების სწავლა ადვილია სხვა რამეებთან შედარებით, რასაც სჭირდება 3-4 წელი უნვერსიტეტში.

როგორც ხედავთ, ბევრი მიზეზია, რატომ უნდა მოგინდეთ, რომ გახდეთ პროგრამისტი. გაჩვენებთ  7 ნაბიჯს, როგორ მოახერხოთ ეს:

ნაბიჯი 1- გაიგო, რატომ გინდა გახდე პროგრამისტი?

უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი არის ის, რომ გაიგო რატომ გინდა გახდე პროგრამისტი.

რატომ გინდათ ისწავლოთ პროგრამირება?

ეს შეკითხვა აუცილებლად უნდა დაუსვათ თქვენს თავს, გინდათ ეს გახდეს თქვენი კარიერა? რისი იმედი გაქვს, რომ გააკეთებ შენი ცოდნით? უნდა გაარკვიო, რისი გაკეთბა გსურს შენი ცოდნით. მაგალითად, რა კურსები გაიარო და რა ენები ისწავლო, თუ გსურს გახდე სოფთვეარ პროგრამისტი. სერიოზულად უდგებით პროგრამირების სწავლას? ეს უმნიშვნელოვანესი კითხვაა, რაზეც უნდა გასცეთ პასუხი. რა ტიპის პროგრამისტი გსურს, რომ იყო? სოფთვეარ ინჟინერი, ბექ ენდ დეველოპერი, ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტი თუ სხვა?

 

ნაბიჯი 2-  რა განხრით გსურთ წასვლა

პროგრამირების სწავლისას, უნდა გადაწყვიტოთ რომელი განხრა გაინტერესებთ ყველაზე მეტად. არსებობს სხვადასხვა ტიპის პროგრამირება:

ვებ დეველოპერი - ისინი იყოფიან ფრონტ ენდ და ბექ ენდ დეველოპერებად. ფრონტ ენდ დეველოპერები წერენ კოდს, რომელიც განსაზღრავს ვებგვერდის ვიზუალურ მხარეს. ბექ ენდ დეველოპერები წერენ ვებ აპლიკაციებს და სხვა პროგრამებს, რაც უზრუნველყოფს ვებ-საიტს ფუნქციონალურ მუშაობას.

სოფთვეარ პროგრამისტი - ისინი არიან პასუხისმგებელნი პროგრამული უზრუნველყოფის  შექმნაზე. იღებენ დამკვეთის მიერ მიწოდებულ კონცეფციას და ბიზნეს დიზაინს და პროგრამული კოდის შექმნის საშუალებით იდეას ხორცს ასხავენ და ქმნიან პროგრამულ უზრუნველყოფას.

მონაცემთა მეცნიერი - მონაცემთა მეცნიერი მუშაობენ კვლევების მიმართულებით ანდ კვლევით აკადემიაში, სადაც ისინი ძირირთადად იყენებენ Python-ს მონაცემების დასამუშავებლად. მონაცემთა მეცნიერი რომ გახდეთ, პირველრიგში აუცილებელია იცოდეთ, თუ როგორ გახდეთ პროგრამისტი.

მონაცემთა ბაზების ადმინისტრატორი - მას აქვს რამდნეიმე როლი. ისინი არიან პასუხისმგებელნი კომპანიის მონაცემებზე და უსაფრთხოებაზე და მის ანალიზზე.

მობილური აპლიკაციების დეველოპერი - სმარტფონის მომხმარებელთა რიცხვი იზრდება, შესაბამისად იზრდება მობილურ აპლიკაციებზე მოთხოვნის რიცხვიც. მობილური აპლოკაციების დეველოპმენტი არის დღესდღეისობით არის პროგრამირების ერთ-ერთი მომგებიანი სფერო. ამ სფეროში გავრცელებულია დისტანციურად  მუშაობა (ფრილანსერობა).

 

ნაბიჯი 3 - ისწავლეთ პროგრამული ენები

როდესაც აირჩევთ სფეროს, უნდა აირჩიოთ ენები, რომელიც რელევანტურია ამ სფეროსთვის. ქვემოთ მოცემულია ყველაზე პოპულარული პროგრამული ენები:

CSS/HTML

თუ გსურთ ფრონტ ენდ დეველოპერობა, მაშინ CSS და HTML არის აუცილებელი ენები. ისინი ორი სხვადასხვა ენაა, მაგრამ ერთად გამოიყენება  ვებგვერდების შექმნისას და მათი ვიზუალურ მხარეზე მუშაობისას. ისინი უზრუნველყოფენ ტექსტის და გამოსახულებების სწორ ფორმატირებას (თეგების გამოყენებით), ისე, რომ ინტერნეტ ბრაუზერებს შეეძლოთ მათი დემონსტრირება სხვადასხვა მოწყობილობებზე, რომლებიც ვეგვერდის ავტორისათვის წინასწარ არაა ცნობილი.

JavaScript

JavaScript-ი გამოიყენება ბევრი რამისთვის, თუ გსურთ გახდეთ პროგრამისტი, სწავლა JavaScript-ით უნდა დაიწყოთ.

JavaScript (JS) არის სკრიპტული ენა, რომელიც front-end დეველოფმენთისთვის გამოიყენება, HTML გვერდების გასამრავალფეროვნებლად და ჩვეულებრივ HTML კოდშია ჩამონტაჟებული. JavaScript (JS) ყველა ბრაუზერისთვის თავსებადია და ინტერაქტიული ვებ აპლიკაციების შესაქმნელად გამოიყენება, ხშირად ისეთი ბიბლიოთეკების გამოყენებით, როგორიცაა jQuery და ჩამოთვლილი front-end framework-ბი: AngularJS, Ember.js, React,და სხვ.

JavaScript (JS) სერვერის მხარის ენადაც შეიძლება გამოიყენოთ Node.js პლათფორმის გამოყენებით,  ასევე შეგიძლიათ შექმნათ ჰიბრიდული მობილური აპლიკაციები phonegap framework-ების გამოყენებით.

C#

C# არის ზოგადი დანიშნულების ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების ენა. გამოიყენება დესკტოპ პროგრამების, მობილური აპლიკაციების, თამაშების დაპროგრამირებისა და ვებ სისტემების სერვერული ნაწილისთვის.

Java

Java არის ზოგადი დანიშნულების, ობიექტზე ორიენტირებული, მაღალი დონის პტოგრამირების ენა, რომელიც ქმნის კომპიუტერულ პროგრამებს მრავალმხრივი პლათფორმებისთვის, ბევრი მახასიათებლებით, რითაც იგი მოსახერხებელია ვებზე დაფუძნებული დეველოფმენტისთვის. როცა პროგრამისტი Java-ს აპლიკაციას წერს, დაკომპილირებული კოდი (ცნობილია, როგორც ბაიტკოდი) თითქმის ყველა ოპერაციულ სისტემაზე (OS) მუშაობს, ის გამოიყენება ანდროიდისთვის მობილური აპლიკაციების შემნისთვის.

SQL

SQL (“Sequel”) ან Structured Query Language (SQL) არის სტანდარტული კომპიუტერული ენა რელაციური მონაცემთა მართვისთვის. თუმცა SQL აპლიკაციების შესაქმნელად ვერ გამოიყენება, ის გამოიყენება მონაცემთა მოძიების, ჩასმის, განახლების და შეცვლისთვის იმ აპლიკაციებში, რომლებიც იყენებენ რელატიური მონაცემთა ბაზის მართვის სისტემებს (RDMS). უმეტესობა რელატიურ მონაცემთა ბაზას აქვს SQL-ის მხარდაჭერა. რელაციური ბაზები არ არის ინფორმაციის შენახვის და დამუშავების ერთადერთი მეთოდი, თუმცა ყველაზე გავრცელებულია რადგან ისინი ხშირად ითხოვენ მონაცემთა ბაზის მხარდაჭერას ბევრ სხვადასხვა პლათფორმაზე. მონახემთა ბაზის ადმინისტრატორი ცალკე პროფესიაა.ის მოთხოვნადია როგორც საქართველოში, ასევე მთელ მსოფლიოში.

Swift

Swift გამოუშვა ეფლმა, რომ გახადოს  iOS app დეველოპმენტი უფრო მარტივი, ის უფრო მარტივია, ვიდრე ეფლის მიერ აქამდე გამოყენებული ენა -  C#.

Swift არის ეფლის უახლესი open-source, მულტი პარადიგმების პროგრამირების ენა iOS და OS X აპლიკაციებისთვის. Swift-ი აერთიანებს Objective-C-ს დასახელებულ პარამეტრებს და ობიექტზე ორიენტირებულ მოდელს, ასევე მოიცავს პროგრესულ კომპილატორს, დებაგერს და framework ინფრასტრუქტურას.

Python

პითონი არის მულტიპარადიგმული, ზოგადი დანიშნულების, ინტერპრეტირებული, მაღალი დონის პროგრამირების ენა. პითონი პროგრამებს სხვადასხვა პროგრამული სტილის გამოყენების საშუალებას აძლევს მარტივი ან რთული პროგრამების შესაქმნელად, სწრაფი შედეგის მისაღებად და კოდის დასაწერად თითქმის ადამიანურ ენაზე.

პითონი არის კარგი არჩევანი მათთვის, ვისაც სურს მონაცემთა მეცნიერებაში, სოფთვეარ დეველოპმენტში  მუშაობა.

Ruby

ის არის full-stack ვებ დეველოპერების ენა. შექმნილია იაპონიაში თამაშების შექმნისთვის, თუმცა ის არის მრავალმხირივი ენა, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა შემთხვევებში. ის მნიშვნელოვანია, თუ გსურთ ვებ ან game დეველოპმენტში მუშაობა.

Solidity

თუ გსურთ ისეთი პროგრამისტი გახდეთ, რომელიც მუშაობს ბლოქჩეინ ტექნოლოგიებთან, მაშინ Solidity არის თქვენი პასუხი. ის არის ყველაზე ნაკლებად ცნობილი პროგრამული ენა. ის გამოიყენება სმარტ კონტრაქტების შესაქმნელად Ethereum blockchain-ზე.

 

ნაბიჯი 4 - პრაქტიკა, პრაქტიკა, პრაქტიკა & კიდევ ცოტა

იმისთვის, რომ გახდეთ პროგრამისტი, აუცილებელია ბევრი პრაქტიკა!

სწავლის დაწყებიდან უნდა შეუდგეთ კოდების წერის პრაქტიკას. გადმოწერეთ კოდების ედითორი ბრაუზერში და დაწერეთ პატარა პროგრამები. თხოვეთ სხვებს, როგორ შეაფასონ თქვენი კოდი. ეცადეთ ისწავლოთ რაიმე ახალი ყოველ დღე. ივარჯიშეთ იქამდე, სანამ ბოლომდე კარგად არ დაუფლებით თქვენს არჩეულ ენას.

 

ნაბიჯი 5 - დაიწყეთ თქვენი ნამუშევრების  პორტფელიოს შექმნა

ვარჯიშთან ერთად, საჭიროა შექმნათ პორტფელიო. საჭიროა გქონდეთ პორტფოლიო, რომელსაც ანახებთ პერსპექტიულ დამსაქმებლებს ან დამკვეთებს. თქვენს გარდა არიან კიდევ სხვა დამწყები პროგრამისტები, ვისაც უნდათ იგივე სამსახური, იმისთვის, რომ სიაში პირველი აღმოჩნდეთ, უნდა მოაგროვოთ თქვენი ნამუშევრების პორტფელიო.

 

ნაბიჯი 6 - შეავსეთ განცხადება სამუშაოს დაწყებასთან დაკავშირებით

ამჟამად, თქვენ ხართ პროგრამირების სწავლის გზაზე. თქვენ აირჩიეთ მიმართულება, აირჩიეთ, რომელ უნარებს და პროგრამულ ენებს ისწავლით, თავი მოუყარეთ პორტფელიოს და  გაქვთ ახალი რეზიუმე.

ახლა დროა შეიტანოთ განცხადება სამსახურის დასაწყებად!

უნდა ეძებოთ სამსახური დამწყები პროგრამისტების პოზიციაზე, გაგზავნეთ რეზიუმე და ინფორმაცია, რასაც ითხოვს დამსაქმებელი. თუ არ გამოგეხმაურებიან, ეს კარგ გამოცდილებად დარჩება თქვენთვის. პარალელურად შეგიძლიათ, მოძებნოთ ფრილანს სამსახური, სადაც შეძლებთ სახლიდან მუშაობას სხვადასხვა სირთულის პროექტებე.

 

ნაბიჯი 7 - არასოდეს შეწყვიტოთ სწავლა

პროგრამირება არის განვითარებადი სფერო. დღეისთვის საჭირო უნარების ცოდნა არ არის იმის გარანტია, რომ მომავალშიც კარგი პროგრამისტი იქნებით. თქვენ უნდა გააგრძელოთ ახალი უნარების შეძენა და ახალი ენების სწავლა.

ყოველ დღე ისწავლეთ ახალი რამ. ეს შეიძლება იყოს სინტაქსის ახალი ნაწილი, ახალი ინსტრუმენტი, რასაც გამოიყენებთ თვენს საყვარელ ენაზე მუშაობისას ან ახალი გზა პროგრამის დაწერის.

თუ თქვენ გაქვთ მოტივაციის პრობლემა ან არ იცით, რითი დაიწყოთ სწავლა, მოცემული რჩევები დაგეხმარებათ:

  • უნდა დაიწყოთ სწავლა.ფოკუსირება გააკეთეთ ერთ ენაზე, არ გადახვიდეთ სხვა ენაზე, სანამ პირველს არ ისწავლით კარგად.
  • დაიწყეთ ფრილანს სამუშაოების შესრულება რაც შეიძლება მალე. მოძებნეთ სამსახური, რომელიც შეესაბამება თქვენს ამჟამინდელ უნარებს.
  • არ ინერვიულოთ იმაზე, თუ როგორ გახდეთ პროგრამისტი, არამედ დაიწყეთ სწავლა. თავიდან გაგიჭირდებათ, მაგრამ შემდეგ უფრო მარტივი იქნება  ყველაფერი.
  • ითხოვეთ დახმარება. კოდირების სამყარო არის მეგობრული და ხალხი ეხმარება დამწყებ პროგრამისტებს. შეუერთდით ონლაინ გაკვეთილებს და თხოვეთ დაგეხმარონ, რაშიც გჭირდებათ.
  • არ შეგეშინდეთ, თხოვოთ სხვებს, რომ შეასწორონ თქვენი კოდი. პირიქით, ბევრი ადამიანი გამოგეხმაურებათ, რადგან ისინიც ისწავლიან ამით.

 

დაიწყე დღეს!

არ აქვს მნიშვნელობა, თუ თვეობით ეძებდით პასუხს, როგორ გახდეთ პროგრამისტი. პროგრამირება არის მრავალფეროვანი სფერო. არ აქვს მნიშვნელობა 18 წლის ხართ თუ 40-ის, თუ გინდათ, აუცილებლად გახდებით პროგრამისტი - ყველას შეუძლია ისწავლოს კოდის წერა. მნიშვნელოვანია, რომ დაიწყოთ სწავლა დღეს !

IT Academy STEP – მსოფლიო ბრენდი 82 ფილიალით!
გახდი კვალიფიციური სპეციალისტი და საკუთარი საქმის პროფესიონალი, შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში 

თბილისი,

საბურთალო, ალ.ყაზბეგის 34/34ბ



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI

ChatGPT სრული სახელმძღვანელო

დაიწყეთ ChatGPT გამოყენება უფრო სწრაფად და ეფექტურად, გაიგეთ ყველაფერი, დაწყებული უფასო რეგისტრაციიდან, დამთავრებული სამეწარმეო საქმეში ChatGPT-ის ფასიანი ვერსიის გამოყენებამდე

დაიწყეთ ChatGPT გამოყენება უფრო სწრაფად და ეფექტურად, გაიგეთ ყველაფერი, დაწყებული უფასო რეგისტრაციიდან, დამთავრებული სამეწარმეო საქმეში ChatGPT-ის ფასიანი ვერსიის გამოყენებამდე   UBS-ის ანგარიშის თანახმად, ChatGPT-ის ყოველდღიურ ვიზიტორთა რაოდენობამ  100 მილიონს მიაღწია, რაც მას ისტორიაში ყველაზე სწრაფად მზარდ აპლიკაციად აქცევს. ბიზნეს სამყარო ასევეა დაინტერესებული ChatGPT-ით და ცდილობს ხე

ШАГ логотип

პროგრამირება

რომელ ქვეყანას ჰყავს მსოფლიოს საუკეთესო პროგრამისტები?

პროგრამირება თანამედროვე დროში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა, პარალელურად პროგრამირების დროს შემოქმედებითი პროცესი შეუზღუდავია, წარმოიდგინე, წერ კოდს, რომელიც უამრავი სიმბოლოსგან შედგება, თუმცა საბოლოოდ ის სხვანაირად გამოიყურება ის საშუალებას გაძლევთ არაფრისგან შექმნათ რაღაც ახალი, უჩვეულო, ორიგინალური და კრეატიული. 

პროგრამირება თანამედროვობის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა, პარალელურად პროგრამირების დროს შემოქმედებითი პროცესი შეუზღუდავია, წარმოიდგინე, წერ კოდს, რომელიც უამრავი სიმბოლოსგან შედგება, თუმცა საბოლოოდ ის სხვანაირად გამოიყურება ის საშუალებას გაძლევთ არაფრისგან შექმნათ რაღაც ახალი, უჩვეულო, ორიგინალური და კრეატიული იმის გასარკვევად, თუ რომელი ქვეყნიდან არიან

ШАГ логотип

პროგრამირება

JavaScript: განაახლეთ ყველა პაკეტი package.json-ში NCU-ით

JavaScript: განაახლეთ ყველა პაკეტი package.json-ში NCU-ით

JavaScript-ის დეველოპმენტის სამყაროში პაკეტებისა და დამოკიდებულებების მართვა ნებისმიერი პროექტის გადამწყვეტი ასპექცია. პაკეტების განახლება არა მხოლოდ უზრუნველყოფს უახლეს ფუნქციებთან წვდომასა და ხარვეზების აღმოფხვრას, არამედ აუმჯობესებს აპლიკაციის საერთო სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. თუმცა package.json ფაილში თითოეული პაკეტის ხელით განახლება შესაძლოა იყოს ძალიან შრომატევადი

ШАГ логотип

Techfacts

News

Starlink უკვე საქართველოშია | ფასი, ინსტალაცია, სისწრაფე

საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, სადაც Starlink-ის უსადენო სწრაფი ინტერნეტი ხელმისაწვდომია!

Starlink მსოფლიოში მოწინავე სატელიტური ფართოზოლოვანი ინტერნეტ სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან, დაბალი დაყოვნების მქონე ფართოზოლოვან ინტერნეტს მთელს მსოფლიოში, მათ შორის იმ ადგილებში, სადაც ინტერნეტ კავშირი დაბალი საიმედოობის, უხარისხო ან სრულიად მიუწვდომელია - ახლა ის უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია! კომპანიის გადაწყვეტილებით, თბილისის ტექნოლოგიური პ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა