IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

ტექნოლოგიური სფეროები, სადაც 1 წელიწადში შეძლებ წარმატების მიღწევას

10.12.2025

649 დათვალიერება

სწრაფი სტარტი 12 თვეში: აირჩიე მიმართულება და დაიწყე

დღეს ბევრი პროფესიული მიმართულება სწრაფად ვითარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სწორად დაგეგმილი სწავლითა და პრაქტიკით 6 -12 თვეში შეძლებ ჯუნიორ პოზიციაზე კარიერის დაწყებას ან პირველი ფრიალანს შემოსავლის მიღებას. სწრაფი სტარტისთვის საუკეთესო არჩევანია ის გზები, სადაც მოთხოვნა იზრდება და დასაწყებად ბარიერი არ არის მაღალი - QA, Junior Data Analytics, UI/UX, Performance Marketing, No-Code/Low-Code, IT Support/Help Desk და Junior SOC.

კარიერული სტარტის დასაგეგმად შეარჩიეთ კონკრეტული მიმართულება და განსაზღვრეთ 12-თვიანი გეგმა: თეორიული ბლოკი, პრაქტიკული ქეისები, პორტფოლიო და ინტერვიუს მომზადება. ოპტიმალურ საწყისად მიიჩნევა QA ტესტირება, რის შემდეგაც მიზანშეწონილია ავტომატიზაციის საფუძვლები.

მოითხოვე კონსულტაცია

ლოგიკა და ესთეტიკა: Analytics-ის ინსაითები, UI/UX გამოცდილება 12 თვეში

Data Analytics (Junior) შესანიშნავი მიმართულებაა მათთვის, ვისაც უყვარს ლოგიკა და რეალური ბიზნეს-პრობლემების გადაწყვეტა მონაცემებით. პირველივე თვეებში აამუშავებ Excel/Sheets-ს, შემდეგ შეისწავლი SQL-ს და გააკეთებ 1–2 ინსაითის Dashboard-ს (Power BI/Tableau). პორტფოლიოში თითო ქეისს დაურთე: მიზანი, გამოყენებული ინსტრუმენტები და შედეგი. ეს ფორმატი დამსაქმებელს აძლევს სწრაფად შეფასების საშუალებას.

UI/UX დიზაინში ერთ წელიწადში შეძლებ სამი ძლიერი ქეისის შედგენას - landing ვებსაიტი, SaaS dashboard და მობილური აპლიკაცია. პროცესში ამუშავებ UI-ის საფუძვლებს, როგორიცაა ტიპოგრაფია, ფერთა პალიტრა და კომპონენტების სისტემა, პარალელურად კი გადიხარ UX-ს სრულ ციკლს user flow-დან wireframe და prototype ვერსიამდე. მთავარი სამუშაო ინსტრუმენტი არის Figma თავისი Auto Layout, Variants და Design System შესაძლებლობებით.

 ამ მიმართულებით უფრო მეტი ინფორმაციის გასაგებად შეგიძლია გაეცნო სტეპის სტატიას ვინ შეიძლება გახდეს წარმატებული UI/UX დიზაინერი?

მოითხოვე კონსულტაცია

პირდაპირი გზა კარიერამდე

თუ გინდა სწრაფად დაიკავო შენი პირველი ჯუნიორ პოზიცია, პირველი გზა არის Performance Marketing. მცირე ბიუჯეტით მართავ რეალურ კამპანიებს Meta და Google პლატფორმებზე, აყენებ GA4-ს, Pixel-ს და UTM ნიშნებს, ამოწმებ ჰიპოთეზებს A/B ტესტებით. პორტფოლიოში ამატებ პატარა ქეისებს გრაფიკებით და შედეგების მაჩვენებლებით, მაგალითად ROAS და CPA.

მეორე გზა არის No Code და Low Code. Webflow ან Bubble პლატფორმებით აწყობ ლენდინგებს და შიდა აპებს, Zapier ან Make დაგეხმარება ავტომატიზაციებში. ორი დასრულებული პროდუქტი უკვე კარგი საწყისია. პარალელურად შეგიძლია დაიწყო IT Support ან Junior SOC პოზიციებისკენ მოძრაობა. სახლში მოაწყობ პატარა ლაბორატორიას, ისწავლი ქსელების და ოპერაციული სისტემების საფუძვლებს, მუშაობ SIEM გარემოში და წერ მოკლე ინციდენტის რეპორტებს.

დღეში ორი ან სამი საათი და კვირაში ერთი დასრულებული პატარა ნაბიჯი ერთ წელიწადში გაძლევს რეალურ შედეგს. შეგეძლება დაიწყო ჯუნიორ პოზიციაზე, გაიარო სტაჟირება ან მიიღო პირველი მომხმარებლის პროექტი. აირჩიე მიმართულება, შეადგინე გეგმა და დაიწყე დღეს.

გახსოვდეს, სტეპში სწავლის ყველა ნაბიჯი დაგეგმილია. განვითარდი და განავითარე შენი მომავლის კარიერა

დაგვიკავშირდი:

  • ქ. თბილისი // ალ. ყაზბეგის გამზ. N34/34ბ // ☎️ +995 (32) 215-55-51
  • ქ. თელავი // ი. ჭავჭავაძის მოედანი N4 // ☎️ +995 577 538 549

გამოგვყევი სოციალურ ქსელებში, გამოიწერე გვერდი:

Facebook // Instagram // Linkedin // behance // TikTok // YouTube

 



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რატომ იღებს შენზე მეტ ხელფასს ადამიანი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს

ნაკლები გამოცდილება ყოველთვის დაბალ ხელფასს არ ნიშნავს. ანაზღაურებაზე შეიძლება გავლენა ჰქონდეს პასუხისმგებლობებს, კონკრეტულ უნარებს, დასაქმების პირობებსა და მოლაპარაკების ისტორიას. გაიგე, როგორ შეაფასო საკუთარი მდგომარეობა, მოემზადო ხელფასზე საუბრისთვის და დაგეგმო შემდეგი პროფესიული ნაბიჯი.

გამოცდილების წლები ხელფასის მხოლოდ ერთი ნაწილია  ხუთი წელია მუშაობ, პასუხისმგებლობებს კეთილსინდისიერად ასრულებ და გუნდშიც ხშირად შენ გეკითხებიან რჩევას. შემდეგ იგებ, რომ თანამშრომელი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს, შენზე მეტ ანაზღაურებას იღებს. პირველი რეაქცია შეიძლება უსამართლობის განცდა იყოს: თუ მეტი დრო გაქვს დახარჯული პროფესიის შესწავლასა და პრაქტიკაში, რატá

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა