IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

როგორ გავხდეთ ფრილანსერი - სპეციფიკა, უპირატესობები და ნაკლოვანებები

17.04.2020

3376 დათვალიერება

ოდესმე, ოფისში თუ გიმუშავიათ 9-დან 6 საათამდე, ალბათ თავის დაღწევაზე ბევრჯერ გიოცნებიათ...

დატვირთული  დღის შემდეგ, რომელიც გამოწვეულია არაგონივრულ კლიენტებთან ურთიერთობით, გადაუხდელი გადასახადებით, უაზრო შეხვედრებით და ტვინის ბურღი უფროსით, რომელიც ხან თავისთან გიხმობს, ხან კარზე გიკაკუნებს, რომ მოგთხოვოს რეფორთი, რომლის შესრულების დროც შენ არ გქონდა...

ასეთი დღის ბოლოს გვახსენდება ის ინტერნეტში ნანახი განცხადება, სადაც სახლიდან მუშაობის პირობებში 6,000$ ოდენობის ხელფასს გვპირდებოდნენ

ცუდი ამბავი არის ის, რომ სარეკლამო განცხადების უმეეტესობა, რომელიც გპირდებათ მაღალ ანაზღაურებას ფრილანსური სამსახურისთვის, არის ყალბი. თუმცა არსებობს ლეგიტიმური სამსახურებიც, რომლებიც გაძლევენ საშუალებას იმუშო სახლიდან

მაგალითისთვის მე:

უკანასკნელი 11 წლის მანძილზე, ხელი არ დამიდგავს ოფისში. ამის ნაცვლად აქტიურად ვმუშაობ სახლიდან, როგორც ფრილანსერი მწერალი და თავად ვირჩევ სასურველ სამუშაო საათებს.

მაგრამ, როდესაც კარგად ჟღერს იყო საკუთარი თავის უფროსი, ამასთანავე ეს არ არის მარტივი. მას აქვს გარკვეული უპირატესობები, მაგრამ ასევე აქვს გარკვეული ნაკლოვანებებიც და, ზოგი ადამიანისთვის, ნაკლოვანებები უფრო მეტია, ვიდრე უპირატესობები. თუ გაქვს შესაბამისი ტემპერამენტი შენ შეძლებ სახლიდან თანხის გაკეთებას და ცხოვრებით სიამოვნებას.

 

გზები, რომ იმუშაო სახლიდან, როგორც ფრილანსერმა:

იპოვო ლეგიტიმური სამსახური სახლიდან არ არის ადვილი. შენ არ შეიძლება უბრალოდ დაგუგლო „სახლიდან მუშაობა“, რადგან უმეტესოა სამსახურების, რომლებსაც იპოვით, არის თაღლითური.

Federal Trade Commission (FTC) გაფრთხილებთ

მეილით მოსული შემოთავაზებები, რომ დაიწყოთ საკუთარი ბიზნესი, პერსონალის კონვერტები, პროდუქტების შეკრება სახლში, მუშაობა, როგორც საიდუმლო მყიდველი ან გაყიდო პროდუქტი მულტი საფეხურიანი მარკეტინგული გეგმით არის ძირითადად ყალბი და ისინიც კი, რომლებიც არის ლეგიტიმური, ხშირად არ იხდიან იმდენს, რამდენსაც პირდებიან.

 

არსებობს ლეგიტიმური სამუშაოები, რომელიც შეგიძლიათ შეასრულოთ სახლიდან:

  1. წერა და ედითინგი - მე მიმუშავია, როგორც ფრილანსერ მწერალს და ედითორს ბევრ კლიენტთან, ტექსტბუქის გამომცემლებთან, ჟურნალებთნ, საიტებთან.

რამდენს გამოიმუშავებ ამ სამსახურით დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად მუშაობ, რადგან ზოგი კლიენტი იხდის სიტყვების რაოდენობით ან ნაწილებით და არა - საათობრივად. 

Kiplinger ამბობს, რომ ინტერნეტის კონტენტის მწერალს შეუძლია საათში 11-18 დოლარი გამოიმუშავოს. ბევრი კლიენტი ეძებს მწერალს ან ედითორს უნივერსიტეტის დიპლომით, ზოგისთვის კი ეს არაა მნიშვნელოვანი, თუ კარგად წერ.

  1. თარგმნა - თუ საუბრობთ უცხო ენაზე, შეგიძლიათ გამოიმუშაოთ 24$ საათში ბიზნეს დოკუმენტების თარგმნით, საიტების ან სამეცნიერო ნაშრომების. განსაკუთრებული მოთხოვნაა ჩინური და იაპონური ენების მცოდნეებზე. თუმცა, უმეტესობა დამკვეთბის ითხოვს უნივერსიტეტის დიპლომს ან სამუშაო გამოცდილებას (ან ორივეს).
  2. გრაფიკა და დიზაინი - მწერლების მსგავსად, გრაფიკული დიზაინერებიც შეიძლება მუშაობდნენ სხვადასხვა სახის კლიეტებთან, შეუძლიათ გაუკეთონ დიზაინი ბანერის განცხადებებს და გააკეთონ ბავშვების სათამაშოების ილუსტრაციები. ეს სამსახური ითხოვს ბაკალავრიატის დიპლომს გრაფიკულ დიზაინში. ფორბსის თანახმად, გრაფიკული დიზაინერი კვირაში დაახლოებით 890$ გამოიმუშავებს, ანუ საათში 22$ კვირაში 40 საათი მუშაობით.
  3. მარკეტინგი - მარკეტინგის სფერო მოიცვს მრავალ თემას - SEO საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია, სოციალური მედია, საჯარო ურთიერთობები და განცხადებები. თანხა, თუ რამდენს გამოიმუშვებ მარკეტინგული საქმიანობით სახლიდან , დამოკიდებულია კონკრეტულ სფეროზე. მაგალითად, საჯარო ურთიერთობების სპეციალისტი გამოიმუშვებს 28$ საათში, აუცილებელია ბაკალავრის დიპლომი ისეთ სფეროში, როგორიცაა ჟურნალისტიკა, ბიზნესი ან კომუნიკაციები.
  4. ომხმარებელთა მომსახურება - მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებელთა მომსახურების მრავალი წარმომადგენელი მუშაობს სატელეფონო ცენტრებში ინდოეთში ან სხვა ქვეყანაში, ზოგი კომპანია ქირაობს აშშ-ს მუშებს, რომ უპასუხონ თავიანთი მომხმარებლების კითხვებს, დაეხმარონ შეკვეთებს და შეინარჩუნონ ანგარიშები. ნებისმიერი ადამიანი სკოლის ატესტატით შეძლებს ამ სამსახურში მუშაობას, რადგან დამსაქმებელი ყველა საჭირო ტრენინგს უტარებს. ანაზღაურება არის საათში 10$.
  5. ონლაინ რეპეტიტორი - ძველმოდური რეპეტიტორებისგან განსხვავებით, რომლებიც სტუდენტებს გაკვეთილებს სახლში უტარებენ, ვებ-ზე დაფუძნებული რეპეტიტორები გაკვეთილებს ონლაინ ატარებენ. თუ გავქთ უნვიერსიტეტის განათლება, შეგიძლიათ გამოიმუშაოთ საათში 15$ ბავშვის მომზადებით.
  6. სამედიცინო თარგმნა - სამედიცინო თარჯიმანი იღბს ჩანაწერებს, რასაც კარნახობს ექიმი, კლავიატურაზე კრიბავს მას და იყენებს რეფორთის დასაწერად. ეს სამუშაო საჭიროებს ტრენინგს ასოცირებულ დიპლომს ან სერთიფიკატს, რასაც ერთი წელი სჭირდება, რომ მიიღო და სამედიცინო ტერმინების დეტალურ ცოდნას. სერთიფიცირებულ სამედიცინოს თარჯიმანს შეუძლია საათში 19$ ანაზღურება მიიღოს და ასევე ბონუსებიც აიღოს.
  7. პროგრამული უზრუნველყოფა - იმის მიუხედავად, რომ უმეტესობა პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტების მუშაობს ერთ კომპანიაში, თქვენ შეგიძლიათ იმუშაოთ სახლიდან, თუ გაქვთ შესაბამისი კომპიუტერული ტექნიკა. ძირითადად, საჭიროა განათლება კომპიუტერულ მეცნიერებაში და ანაზღაურებაა საათში 38$
  8. ტექნიკური უზრუნველყოფა - თუ გაქვთ შესაბამისი განათლება კომპიუტერულ მეცნიერებებში, შეგიძლიათ იმუშაოთ სხვადახვა ბიზნესებთან მათი კომპიუტერული პრობლემების მოგვარების კუთხით. ეს სამუშაო მოიცავს კომპიუტერული ნეთვორქის შემოწმებას და ინდივიდუალური მომხმარებლების დახმარებას. ანაზღაურება არის საათში 24$, თუმცა იმდენი არა, რამდენსაც გააკეთბდით კოდის დაწერით.
  9. ვებ დეველოპმენტი - იმის მიუხედავად, რომ უმეტესობა კომპანიებს ჰყავთ თანამშრომელი სრულ განაკვეთზე, რომელიც შეიმუშავებს მათ ვებსაიტებს, ოთხიდან ერთი ვებ დეველოპერი არის თვითდასაქმებული. ეს სამუშაო საჭიროებს ასოცირებულ ცოდნას და ანაზღაურდება 33$-ით საათში.
  10. წერა და ედითინგი - მე მიმუშავია, როგორც ფრილანსერ მწერალს და ედითორს ბევრ კლიენტთან, ტექსტბუქის გამომცემლებთან, ჟურნალებთნ, საიტებთან

 

ფრილანსერობის ბენეფიტები

ფრილანსერობის ყველაზე დიდი ბენეფიტი არის თავისუფლება. როდესაც შენი თავისთვის მუშაობ, შენ წყვეტ სად იმუშაო, როდის და როგორ.

  1. შეგიძლია შეიმუშაო შენი გრაფიკი - თუ არ ხარ „დილის ადამიანი“, გაქვს კომფორტი აღარასოდეს დააყენო მაღვიძარა, შეგიძლია შენი დღე დაიწყო შუადღეს და იმუშაო საღამომდე.

თუ სამსახურს მორჩები შაუდღის 3 საათისთვის, შეგიძლია გახვიდე გარეთ, იმის ნაცვლად, რომ იჯდე კიდევ ორი საათი შენს მაგიდასთან და თავი მოაჩვენო დაკავებულად. და თუ გჭირდება, რომ გამოჰყო დრო შუალედში, რომ ეწვიო ექიმს ან წახვიდე შენი შვილის სკოლის სპექტაკლზე, შეგიძლია გააკეთო ეს ისე, რომ არავის ნებართვა არ აიღო.

 

  1. შეგიძლია აკონტროლო შენი სამუშაო პირობები - როცა შენი სახლი შენი სამუშაო გარემოა, წესები არის ისეთი, როგორიც შენ გინდა. ყოველ დღე შეგიძლია ჩაიცვა კომფორტულად და არ ელოდო პარასკევს. ვერავინ გაგაჩერებს ჭამის ან დალევის დროს და ვერავინ დაგიშლის დივანზე ფეხის შემოდებას. შენ შეგიძლია აარჩიო დაჯდები თუ დაწვები, შეგიძლია აიღო შესვენებები ხშირად, შეგიძლია გარეთაც იმუშაო რომ ისიამოვნო მზიანი დღით.
  2. შეგიძლია აირჩიო შენი კლიენტი - თუ ახალი ფრილანსერი ხარ, დიდი არჩევანი არ გაქვს კლიენტებში, მაგრამ თუ არის ვინმე, ვისთნ მუშაობაც კატეგორიულად არ შეგიძლია, კლიენტი რომელიც ყვირის, ან არ იხდის, ან ისთი რამის გაკეთბას გთხოვს, რაც არ შედის შენს მოვალეობებში, შენ შეგიძლია არ იმუშაო მასთნ. არაა აუცილებელი გააკეთო არჩევანი სამსახურის დაკარგვას და აუტანელ კლიენტან ურთიერთობას შორის.
  3. გამოტოვო მარშრუტი - ეს ჩემი ყველაზე საყვარელი უპირატესობაა. არ ვარ ვალდებული ავირჩიო მაქანით წავიდე სამსახურში, მატარებლით თუ ველოსიპედით. ჩემი მარშრუტი არის სამზარეულოდაბ, სადაც ვისაუზმე, ჩემს მაგიდამდე. სამარშრუტო დროს არ მივყვები თავიდან ბოლომდე. რადგან ჩემი სამზარეულო დერეფნის ბოლოშია, არ მიწევს ავირჩიო ლანჩისთის ის, რაც ჩემს ყავისფერ ჩანთაში დევს.
  4. ოფისის პოლიტიკის იგნორირება - როდესაც ფრილანსერი ხარ, ძალაუფლების გამო სტრესი და ჩხუბები შენ არ გეხება. შეიძლება გაიგო მათ შესახებ კლიენტისგან, ხანდახან ისინი ახდენენ გავლენას შენს გრაფიკზე ან ბიუჯეტზე, მაგრამ მთავარია იქ არ გიწევს ყოფნა მთელი დღის მანძილზე.

 

ფრილანსერობის გამოწვევები

იმის მიუხედავად, რომ ფრილანსერობა გაძლევს მეტ თავისუფლებას, მისი საპირისპირო მხარე არის გაურკვევლობა.

როდესაც ფრილანსერი ხარ, ყველაფერი შენი სამსახურის შესახებ - ვისთვის მუშაობ, რას აკეთებენ, რამდენი გაქვს ანაზღაურება, ან გაქვს თუ არა საქმე საერთოდ - შეიძლება შეიცვალოს ყოველდღიურად. სანამ თქვენთვის მუშაობას დაიწყებთ, ვერ ხვდებით როგორ ხართ მიჩვეული კომფორტულ რუტინას.

 

  1. შედარებით გაურკვეველი შემოსავალი - როდესაც შენი თავისთვის მუშაობ არ გაქვს რეგულარული ხელფასი. თითქმის ყველა ფრილანსერს აქვს ხოლმე შემთხვევა, როდესაც ანაზღაურება არის დაბალი, ან საერთოდ არ აქვს, ამიტომ საჭიროა დამატებითი დანაზოგი. თუმცა, როდესაც სტაბილური სამსახური გაქვს, მაინც არ არსებობს აბსოლუტური სამსახურის გარანტია. განსხავება ისაა, რომ ფრილანსერები მეტად განიცდიან არასტაბილურობას ბევრი საქმის და საერთოდ საქმის არ ქონას შორის.
  2. არანაირი სარგებელი - ყველაზე მაღალანაზღაურებადი სამსახურები გაძლევენ სარგებელს ხელფასთან ერთად, ყველაზე ხშირად - ჯანმრთლობის დაზღვევას.  Affordable Care Act-ის დამსახურებით, ფრილანსერები თვითონ იღებენ ჯანმრთელობის დაზღვევას, თუმცა ისინი თავად იხდიან მის გადასახადს. ასე რომ, ჩვეულ რეჟიმში მუშაობიდან ფრილანსერობაზე გადასვლა დაკავშირებულია სერიოზულ ბიუჯეტურ ხარჯებთან.
  3. დამატებითი გადასახადები - როდესაც ჩეულებრივ მუშაობთ დამსაქმებელთან, თქვენ და თვენი დამსაქმებელი ნახევრად იხდით სოციალური უზრუნველყოფისა და მკურნალის სახელფასო გადასახადებს, ფრილანსერი კი ამას თვითონ იხდის. 15,3% სოციალური უზრუნველყოფის და 2,9% სამედიცინო უზრუნველყოფის. ვინაიდან აღარ გაქვთ გადასახადები, რაც გამოირიცხება ხელფასიდან, თვენ უნდა გადაიხადოთ წელიწადში ოთხჯერ და არა ერთხელ. გაარკვიო, რამდენი გაქვს გადასახადი  არ არის ადვილი, რადგან ის დამოკიდებულია წლიურ შემოსავალზე, ამის ცოდნა კი შეუძლებელია, როდესაც წელიწადი არ არის დამთავრებული.
  4. მეტი პასუხისმგებლობა - როცა ოფისში მუშაობთ, თქვენ იცით, რომ დილით მისულს საქმე დაგხვდებათ, როდესაც შენი თავის უფროსი ხარ, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ ხარ პასუხისმგებელი სამუშაოს ყველა ნაწილზე, კლიენტების პოვნიდან დაწყებული, გეგმის დაწერით და მისი შესრულებით დამთავრებული. არავინ გეტყვის რა ქნა და როდის ქნა.
  5. სოციალური კონტაქტის ნაკლებობა - ერთი რამ, რაც ფრილანსერებს ენატრებათ ძველი სამსახურიდან, არის თანამშრომლებთნ საუბარი. როდესაც სახლიდან მუშაობ, მთელმა დღემ შეიძლება ისე ჩაიაროს, რომ ადამიანის სახე ვერ დაინახო. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ საღამოობით მეგობრები ნახოთ, მაგრამ ეს არაა იგივე, რაც ყოველ დღე ნაცნობი სახეების ყურება.

 

რა არის საჭირო, რომ გახდეთ წარმატებული ფრილანსერი

იმისთვის, რომ გახდეთ წარმატებული ფრილანსერი, საჭიროა იყოთ ისეთი, ადამიანი, ვისთვისაც თავისუფლების სარგებელი უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე სხვა ნაკლოვანებები. ეს ნაწილობრივ თქვენს ხასიათზეა დამოკიდებული - დამოუკიდებელ ადამიაენს უფრო მოსწონთ თავისთვის მუშაობა და არ აწუხებთ დამატებითი პასუხისმგებლობა.

 

ეს, ასევე, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შეგიძლია ფინანსური პრობლემების მოგვარება, როგორც ფრილანსერმა: არაზუსტი შემოსავალი, სარგებლის ნაკლებობა, უფრო გართულებული გადასახადები. ამაში ეხმარებათ ორგანიზებულობა და წინასწარ დაგეგმვა, ასევე, დამატებითი დანაზოგის არსებობა.

 

რამდენიმე ხასიათობრივი ნიშანი, რაც სჭირდება ფრილანსერს:

  1. უნარები. უპირველეს ყოვლისა, თვენ გჭირდებათ იმ სფეროს ცოდნა და უნარების ფლობა, რაშიც გსურთ, რომ იმუშაოთ.

მაგ: ვერ იქნებით ფრილანსერი ვებ დიზაინერი, თუ მანამდე არ ყოფილხართ დიზაინერი. ზოგჯერ შეიძლება კლიენტისგან მიიღოთ ტრენინგი, მაგრამ უმეტესად სწავლა და უნარების გამომუშავება გიწევს შენ თვითონ.

  1. დისციპლინა. სახლიდან  მუშაობისას უფრო მეტ რამეს შეუძლია თვენი ყურადღბის გაფანტვა, ვიდრე ოფისში მუშაობისას. უნდა შეგეძლოთ, რომ ფოკუსირებული იყოთ სამუშაოზე. ასევე, უნდა შეგეძლოთ თვენი თავის მოტივირება - რომ დაისახოთ გეგმა და მიჰყვეთ მას.
  2. ასერტიულობა - თუ თქვენ უკვე არ გაქვთ სახელი შექმნილი, ვერ დასხდებით და დაელოდებით, როდის მოვა კლიენტი თქვენთან. უნდა მოიძიოთ პოტენციური კლინტი და მიჰყიდოთ მათ თვენი თავი. უნდა დაისახოთ თვენი შრომის ფასი და არ აიღოთ იმაზე ნაკლები, ვიდრე ღირს თქვენი შრომა. ეს არის ის ნაწილი, რომელიც მე ყველაზე ნაკლებად მომწონს, თუმცა პრაქტიკაში უფრო მარტივდება.
  3. ორგანიზაცია - როგორც ფრილანსერი, თქვენ ხართ სამუშაოს ყველა ნაწილზე პასუხისმგებელი: სამუშაოს გეგმის შემუშავება, მათი დროულად შესრულება, ინვოისის გაგზავნა, კლიენტებთან ურთიერთბა. თქვენ უნდა მოახდინოთ თქვენი ფინანსების ორგანიზება - გადასახადების დროული გადახდა, პერსონალური ბიუჯეტის განსაზღვა.
  4. ფინანსები - იქიდან გამომდინარე, რომ ყველაზე გამოცდილი ფრეილანსერიც გადის ისეთ სტადიას, სადაც ფინანსურად არც ისეთი კარგი მდგოამრეობა აქვს, არ ღირს ფრილანსური კარიერის დაწყება დანაზოგის გარეშე. Kiplinger გირჩევთ, რომ გადადოთ იმდენი, რომ გადაიხადოთ გადასახადები, მათ შორის ჯანმრთელობის დაზღვევა.
  5. სქელი კანი - ქეით ჰამილი Freelancers Union-დან, დამხმარე ჯგუფიდან ფრილანსერებისთვის, ამბობს, რომ ფრილანსერები ხშირად იღებენ ოჯახის წევრებისგან თუ მეგობრებისგან დამამცირებელ შენიშვნებს, რომ მას არ აქვს „ნამდვილი“ სამსახური. ფრილანსურ სამყაროში წარმატებისთვის საჭიროა გააკეთო ის, რაც თქვენ გინდათ, რომ  გააკეთოთ. თუ ბედნიერი ხართ თქვენი სამუშაოთი და თანხას იღებთ ამაში, მთავარი ესაა.

 

ფრილანსერების იარაღები

ზოგიერთი თვისება, რაც საჭიროა ფრილანსერების სამყაროში წარმატებისთვის თქვენთვის თანდაყოლილია: ის თვისებები, რომლებიც დაბადებიდან გაქვთ ან თვისებები, რომლებიც შეგიძლიათ შეიძინოთ. ასევე, არის იარაღები, რაც გაგიმარტივებთ წარმატების მიღწევას, ზოგიერთი გეხმარებათ უშუალოდ საქმიანობაში, ზოგი - არასტაბილურ შემოსავალში.

 

თუ თვლით რომ ხართ თქვენი საქმის პროფესიონალი და ამავდროულად ხართ დარწმუნებული, რომ გსურთ გახდეთ ფრილანსერი

სცადეთ რამდენიმე ფრილანსური დავალების შესრულება, სტაბილური სამსახურის პარალელურად. ეს დაგეხმარებათ თქვენი ფრილანს რეზიუმეს შედგენაში, კლიენტების მოძიებაში და მნიშვნელოვანი დეტალების დამუშავებაში. მაგალითდ, რა ღირებულება მიანიჭო და რამდენი დრო დაუთმო თითოეულ პროექტს. რაც მთავარია, ეს მოგცემთ საშუალებას გაიცნოთ ფრილანს სამყარო და გადაწყვიტო შენთვისაა თუ არა ეს

 

გაიღრმავეთ ცოდნა, შეიძინეთ ახალი უნარები, გახდით თანამედროვე ინდუსტრიის მოთხოვნადი კადრი
#დარჩისახლში და დაიწყეთ სწავლა დისტანციურად, გაიფართოვეთ შესაძლებლობების არეალი აკადემია სტეპის 2020 წლის კურსებით!

შემოგვიერთდით ვირტუალურ აკდემიაში!

IT Academy STEP – მსოფლიო ბრენდი 82 ფილიალით!



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

გადაწყვეტილების მიღებას ალგორითმები გვასწავლიან? – ტექნოლოგიები, რომლებიც ჩვენს ქცევას მართავენ

ალგორითმები ყოველდღიურად ახდენენ გავლენას ჩვენს გადაწყვეტილებებზე - სოციალური მედიის პოსტეიდან დაწყებული, დასაქმების შესაძლებლობებით დამთავრებული. სტატიაში განხილულია, როგორ მართავენ ტექნოლოგიები ჩვენს ქცევას და რატომაა მნიშვნელოვანი კრიტიკული აზროვნება ციფრულ ეპოქაში, ასევე როგორ შეგვიძლია შევინარჩუნოთ ავტონომია ალგორითმებით მართულ სამყაროში.

ციფრული ალგორითმები და მათი უხილავი ზეგავლენა თანამედროვე ცხოვრება წარმოუდგენელია ციფრული ალგორითმების გარეშე, რომლებიც ყოველდღიურად ზემოქმედებენ ჩვენს გადაწყვეტილებებზე. შესაძლოა ამას ვერც კი ამჩნევთ, მაგრამ როდესაც სოციალურ ქსელებში ათვალიერებთ ახალ ამბებს, ეძებთ ინფორმაციას ან უყურებთ ვიდეოებს, ალგორითმები აქტიურად მართავენ თქვენს ციფრულ გამოცდილებას. ტექნოლ

ШАГ логотип

მოტივაცია

ტექნოლოგიები

ტექნოლოგიური ბუმი: რა უნდა იცოდე, რომ ახალ რეალობაში კონკურენტუნარიანი დარჩე?

თანამედროვე სამყაროში, ტექნოლოგიური ბუმი ფუნდამენტურად ცვლის პროფესიულ ლანდშაფტს, რაც ახალი უნარების შეძენასა და მუდმივ განვითარებას მოითხოვს. სტატია გთავაზობთ გზამკვლევს იმის შესახებ, თუ როგორ შეინარჩუნოთ კონკურენტუნარიანობა ციფრულ ეპოქაში.

ტექნოლოგიურმა ინოვაციებმა ფუნდამენტურად შეცვალა ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტი. დღეს, როდესაც ხელოვნური ინტელექტი, ბლოკჩეინი, კვანტური კომპიუტერები და სხვა ინოვაციები სწრაფი ტემპით ვითარდება, აუცილებელია ფეხი ავუწყოთ ტექნოლოგიურ პროგრესს, რათა კონკურენტუნარიანები დავრჩეთ შრომის ბაზარზე. ამ სტატიაში გაგიზიარებთ მნიშვნელოვან ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ შეგიძლ

ШАГ логотип

მოტივაცია

პროფესიები, რომლებსაც სკოლაში არ გვასწავლიდნენ – და ახლა ყველაზე მოთხოვნადია

თანამედროვე შრომის ბაზარი სწრაფად იცვლება. დღეს ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების უმეტესობა რამდენიმე ათწლეულის წინ არც კი არსებობდა, ან მხოლოდ ჩანასახის დონეზე იყო. სკოლებში სასწავლო პროგრამები ხშირად ვერ აუბამენ მხარს თანამედროვე ტენდენციებს, რის გამოც ახალგაზრდები კარიერისთვის მოუმზადებლები რჩებიან. განვიხილოთ ის პროფესიები, რომლებიც დღეს ყველაზე მოთხოვნადია, მაგრამ სკოლის მერხიდან ვერ ვისწავლეთ.

თანამედროვე შრომის ბაზარი სწრაფად იცვლება. დღეს ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების უმეტესობა რამდენიმე ათწლეულის წინ არც კი არსებობდა, ან მხოლოდ ჩანასახის დონეზე იყო. სკოლებში სასწავლო პროგრამები ხშირად ვერ აუბამენ მხარს თანამედროვე ტენდენციებს, რის გამოც ახალგაზრდები კარიერისთვის მოუმზადებლები რჩებიან. განვიხილოთ ის პროფესიები, რომლებიც დღეს ყველაზე მოთხოვნადია, მაგრ

ШАГ логотип

ყველაფერი ავტომატიზირდება, სად დარჩება ადამიანი?

თანამედროვე მსოფლიოში ავტომატიზაცია და ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ყოველდღიურად ვხედავთ, თუ როგორ იკავებს ტექნოლოგია ადამიანის ადგილს სხვადასხვა სფეროში. ეს პროცესი ბევრ კითხვას და შიშს ბადებს საზოგადოებაში: „ხომ არ დავრჩებით უმუშევრად?", „რა ადგილი გვექნება მომავლის სამყაროში?". სტატიაში განვიხილავთ ავტომატიზაციის გავლენას ჩვენს ცხოვრებაზე და იმ სფეროებს, სადაც ადამიანი კვლავაც შეუცვლელი რჩება.

თანამედროვე მსოფლიოში ავტომატიზაცია და ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ყოველდღიურად ვხედავთ, თუ როგორ იკავებს ტექნოლოგია ადამიანის ადგილს სხვადასხვა სფეროში. ეს პროცესი ბევრ კითხვას და შიშს ბადებს საზოგადოებაში: „ხომ არ დავრჩებით უმუშევრად?", „რა ადგილი გვექნება მომავლის სამყაროში?". სტატიაში განვიხილავთ ავტომატიზაციის გავლენას ჩვენს ცხო

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა