IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

phone_validation_text
Х ХХХ ХХХ-ХХ-ХХ

როგორ იქცა სამუშაო ჯოჯოხეთის გარდაუვალ უფსკრულად

უკანასკნელი წლების მანძილზე, დისტანციური შრომის პარალელურად, სამუშაო კვირის ოთხ დღემდე შემცირების იდეა სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდებოდა. დამსაქმებლები ნაკლები, მაგრამ მეტად ნაყოფიერი სამუშაო საათების შემოღების გზებს მრავალი წელი განიხილავდნენ. თუმცა, აღნიშნული იდეა ზოგიერთისთვის დაცინვის საგნადაც კი იქცა, შესაბამისად, პანდემიამდე მისი სისრულეში მოყვანა ვერ მოხერხდა. 


იცოდით, რომ შაბათ-კვირის დღევანდელ გაგებას სწორედ მე-19 საუკუნეში ჩაეყარა საფუძველი?! შაბათ-კვირის უქმე დღეებად აღქმა არც თუ ისე ძველი ფენომენია

 

მე-19 საუკუნეში მთავრობამ ფაბრიკა-ქარხნებში სამუშაო საათები კანონის ძალით შეამცირა და რეგულარული შესვენებები შემოიღო. თუმცა შაბათ-კვირა უქმე დღეებად მთავრობის ინიციატივით კი არ გამოცხადდა, არამედ მთელი რიგი წინააღმდეგობების შედეგად. ამ მოთხოვნების ინიციატორებს შორის იყვნენ სხვადასხვა აქტივისტები, მოძრაობები, პროფკავშირები და, რა თქმა უნდა, თავად დასაქმებულები. თავისუფალი შაბათ-კვირის ფორმირება დიდ ბრიტანეთში ნელი და ეტაპობრივი პროცესი იყო, რითიც არაოფიციალური, თუმცა საყოველთაოდ გავრცელებული ტრადიციები დამარცხდა და სამუშაო კვირა შუაში გაწყდა.

 

მთელ ბრიტანეთში გაზრდილი დასვენების საათები ეტაპობრივად ბიზნესის ხელსაყრელ შესაძლებლობად იქცა. მატარებლების ოპერატორებმა მალევე აიტაცეს ეს იდეა და შაბათობით ქვეყნის მასშტაბით ერთდღიანი მგზავრობის ტარიფი გააიაფეს. შაბათ დღეს მეტი მუშის დასვენების გამო თეატრებმა და საკონცერტო დარბაზებმაც თავიანთი გასართობი წარმოდგენები ორშაბათიდან შაბათის ნაშუადღევს გადაიტანეს.

 

დღევანდელი შაბათ-კვირის ცნების დამკვიდრება არც სწრაფად მომხდარა და არც — თანმიმდევრულად, რადგანაც საბოლოო გადაწყვეტილება შაბათთან დაკავშირებით მაინც ფაბრიკა-ქარხნის მფლობელზე იყო დამოკიდებული. თავისუფალ შაბათ-კვირის მოთხოვნით აქტიური მოძრაობები 1840-იანი წლებიდან დაიწყო, მაგრამ დიდად ფეხის მოკიდება შემდეგი 50 წლის განმავლობაშიც კი ვერ შეძლო.

 

დრო გადის, კაცობრიობა ვითარდება, ჩვენს დროში ხუთდღიანმა სამუშაო კვირამ რუტინული სახე მიიღო, რაც კვლევების თანახმად უარყოფითად აისახება შესრულებული სამუშაოს ხარისხზე.

დაღლილობა, სტრესი, სამუშაოს მაღალი ტემპი და მუდმივი გადატვირთვა სამსახურის განუყოფელი ნაწილია. ეს ყველაფერი ყოველდღიურ ცხოვრებაზეც აისახება, კვირაში ხუთი დღე ოფისში სიარული და რვა საათიანი შრომა ჩვენს ჯანმრთელობასა და პირად ურთიერთობებსაც ანადგურებს, შედეგად, უკანასკნელ ათწლეულებში ეს რეჟიმი ჯოჯოხეთის გარდაუვალ უფსკრულად იყო ქცეული, საიდანაც თავის დაღწევა ტექნოლოგიების დახმარებით დავიწყეთ.

 

             → დარეგისტრირდი ახლავე!

 

XXl საუკუნეში შეიქმნა ახალი რეალობა, რომელშიც აღარ ვითვლით სამუშაო დღეებს, რადგან ტექნოლოგიები, მათ შორის, სმარტფონები, სოციალური ქსელები, უწყვეტი კავშირი ინტერნეტთან გაერთიანდნენ და შეგვიქმნეს შესაძლებლობა ვიმუშაოთ შინიდან გაუსვლელად, ჩვენთვის მოსახერხებელი გრაფიკით. ახალი ტექნოლოგიები და აპლიკაციები ყოველდღიურად გვიმსუბუქებს შრომას რაც ნაყოფიერების ზრდის შესაძლებლობას იძლევა.

 

დამსაქმებელთა უმრავლესობაც  უკეთ აცნობიერებს დისტანციური სამუშაოს ეკონომიკას. ამ უპირატესობებში შედის შრომის ნაყოფიერების გაზრდა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, სამსახურში გამოუცხადებლობის ნაკლები შემთხვევა, უფრო მეტი ნიჭიერი ადამიანების შენარჩუნება და პერსონალის გაცილებით ეფექტური დაქირავება. კომპანიებს მთელ მსოფლიოში შეუძლიათ გუნდებისა და სპეციალისტების დაქირავება, ამ შემთხვევაში თანამშრომლები დროსაც ზოგავენ და მგზავრობის ხარჯებსაც. მათ სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის უკეთესი წონასწორობის დამყარებაც შეუძლიათ, ნებისმიერ ადგილას მუშაობა, სადაც ამოირჩევენ, სამუშაო სივრცე იქნება, კაფე, სასტუმროს ლობი, პლაჟი თუ სულ სხვა ქვეყანა.   

 

პანდემიამ და საზოგადოებრივი ჯანდაცვის წლევანდელმა კრიზისმა მთლიანად შეცვალა ადამიანების დამოკიდებულება სამსახურის, მედიის, ტექნოლოგიებისა და სწავლის მიმართ. კაცობრიობის წინაშე ასეთი სწრაფი და უნივერსალური ცვლილებები ჯერ არასოდეს დამდგარა.

  • თანამშრომლები Teams-ს იყენებენ ციფრული თანამშრომლობისთვის კოლეგებთან
  • დამსაქმებლები საკუთარ ვაკანსიებს გლობალური მასშტაბით აცხადებენ 
  • მასწავლებლებმა პირველად ატვირთეს გაკვეთილები YouTube-ზე
  • ექიმები FaceTime ან Google Duo-ს იყენებენ, რომ ტელემედიცინით მოემსახურონ პაციენტებს
  • მუსიკოსებს თავიანთი კონცერტების პირდაპირი ტრანსლაციები აქვთ Facebook-ზე
  • მომხმარებელი Apply Pay-ს იყენებს აუცილებელი მომსახურების დისტანციურად მისაღებად

 

კომპანიებს პანდემიის შემდეგ ხარჯები გაუორმაგდათ, შესაბამისად, მათ დაიწყეს კადრების მოზიდვა განვითარებადი ქვეყნებიდან - ეს თქვენი შანსია დასაქმდეთ სხვადასხვა ზომისა და მოცულობის კომპანიაში შინიდან გაუსვლელად!

             → დარეგისტრირდი ახლავე!

 

საინტერესოა დასაქმებულების თვალსაზრისი ოფისში დაბრუნებასთან დაკავშირებით: მათი უმეტესობა ამჯობინებს სახლიდან მუშაობას ნაკლები სტრესისა და გაუმჯობესებული ფსიქიკური მდგომარეობის გამო.

დღეს არსებული ტექნოლოგიები, თუ მათ პასუხისმგებლობით და ინოვაციურად მივუდგებით, თანამშრომლებს სხვა პრაქტიკულ გზას სთავაზობს, და რაც უდავოდ, გაცილებით მიმზიდველია, ვიდრე კვირაში ხუთი დღე ოფისში სიარული.

 

შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100 ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge

რეგისტრაცია

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

კონფიდენციალობის პოლიტიკა და იურიდიული ინფორმაცია