IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

რომელი უნარები მოგიტანთ წარმატებას ციფრულ მარკეტინგში?!

23.04.2021

969 დათვალიერება

დღეს, ისე, როგორც ყველაფერმა, ციფრულმა მარკეტინგმაც სხვა ფორმები მიიღო, იმდენ ქვე-კატეგორიებად ჩაიშალა, რომელსაც ჩვენი წინამორბედი თანამშრომლები ვერც კი წარმოიდგენდნენ. რამდენიმე წლის წინ ყველაფერი გაცილებით მარტივი ჩანდა- თუ მარკეტინგის პრინციპები იცოდით, 2-3 კარგ პოსტს მიბუსთავდით და დირექტორის თვალში ავტომატურად ხდებოდით გუნდის ლიდერი, ახლა სახეზე სულ სხვა რეალობაა, კონტენტს ქმნის 3-4 ადამიანი, ცალკე გუნდი პირდაპირ ტრანსილაციებსა და ვიდეო კონტენტზე მუშაობს, სარეკლამო კამპანიაზე გუნდის სხვა წევრი ფიქრობს, ხოლო დიზაინერების გუნდი ყველა კომპანიას ჰყავს UX/UI დიზაინით დაწყებული, სარეკლამო აბრებით დასრულებული

 

ბევრი მიმართულებაა და თითოეულს სჭირდება ინდივიდუალური მიდგომა. მნიშველობა არ აქვს სტარტაპის მფლობელი ხართ, წარმატებული ბიზნესის აღმასრულებელი დირექტორი (CEO) თუ სტუდენტი, ციფრული მარკეტინგი ყოველთვის სარეკლამო სტრატეგიის ძირითადი ნაწილი იქნება

 

ყველაფერი რაც უნდა იცოდეთ ციფრული მარკეტინგის შესახებ?!

კომპანიები იმედოვნებენ წარმატებულ ციფრულ მარკეტინგულ კამპანიებს, რათა მიიღონ რეალური შედეგბი და გაზრდილი გაყიდვები მათი ონლაინ პორტალების საშუალებით. მაშინაც კი, თუ ფიქრობთ, რომ ციფრული მარკეტინგი არ არის თქვენი ყოველდღიური ამოცანების მნიშვნელოვანი ნაწილი, შეიძლება გაგიკვირდეთ იმის გააზრება, რომ სინამდვილეში ეს ასეა. მაშინაც კი თუ უბრალოდ საკუთარ კედელზე პოსტავთ ან კომენტარს აკეთებთ, თქვენი თავის მარკეტინგს აწარმოებთ და საკუთარ პერსონალურ ბრენდს ინტერნეტის საშუალებით აცნობთ ხალხს.

 

შეისწავლით თუ როგორ უნდა იყოთ ეფექტური ციფრული მარკეტერი, დარწმუნდით რომ სწორად გადმოსცემთ იმ ინფორმაციას, რომლის მიტანაც გინდათ ხალხთან - როგორც სუბიექტურად, ასევე პროფესიონალურად - და თქვენ აუცილებლად დაინახავთ სასურველ შედეგებს. ამ უნარის განვითარება ასევე დაგეხმარებათ უკეთესად დააკვირდეთ თქვენი თანამშრომლების მიერ შესრულებულ სამუშაოს, რათა გაიგოთ არის თუ არა თქვენი კომპანიის მიერ განხორციელებული კამპანიები წარმატების მისაღწევად საკმარისი და ასევე განსაზღვროთ გაუმჯობესების სფეროები.

 

რომელი უნარები მოგიტანთ წარმატებას ციფრულ მარკეტინგში?!

ციფრული მარკეტინგი ბევრ განსხვავებული მიმართულებას აერთიანებს, საძიებო სისტემის ოპტიმიზაციიდან (SEO) სოციალური მედიამდე, SMS -დან ელ.ფოსტის მარკეტინგით დამთავრებული, ზუსთად თუ გესმით, როგორ მუშაობს სხვადასხვა დისციპლინა თქვენ აუცილებლად მიაღწევთ წარმატებას.

 

რა მასშტაბისაც არუნდა იყოს კამპანია, მის დაწყებამდე, აუცილებელია შეიქმნას ხარიხსიანი კონტენტი, რაც გულისხმობს: კრეატიულად და მოკლედ წერას, ტრენდულ დიზაინს, შესაბამის ფოტოგრაფიას, ინფორმაციულ ვიდეოებს და სხვა...

 

თქვენს გუნდში ციფრული მარკეტინგის პროფესიონალების შერჩევისას, უნდა ეძებოთ ადამიანი, ვინც ფლობს ზოგად საფუძველს და ასევე გამოირჩევა გამოცდილებით 1-2 სფეროში. რენდ ფიშკინი ამბობს, რომ ინდივიდ რომელიც ფლობს სხვადასხვა მარკეტინგულ უნარს და სპეციალიზირდება რამოდენიმე სფეროში, ნებისმიერი კომპანიისთვის ღირებული ადამიანები არიან. რადგან მათ ზუსტად ესმით, თუ როგორ ერწყმის სხვადასხვა ინსტრუმენტი ერთმანეთ და საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ სხვადასხვა სფეროში დახმარების გაწევა.

 

 

 

 

დღეისთვის ყველაფერს სოციალური მედია მართავს

სოც-მედია საზოგადოებრივი აზრის ფორმირების, ინფორმირებულობის, ნდობის და ლოიალურობის გასაზრდელად საუკეთესო, სწრაფი და ეფექტური საშუალებაა. უკვე 12-13 წელია გასული მას შემდეგ, რაც ფეისბუქისა და ინსტაგრამის გავლენა საზოგადოების სხვადასხვა ფენებზე სტაბილურად მზარდია. საინფორმაციო დანიშნულების გარდა იგი კონკრეტული მოვლენების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების დადგენის საშუალებაცაა, თუმცა, სოციალური მედიის მენეჯმენტი არც თუ ისე იოლი საქმეა.

სოციალური მედია სარეკლამო პლატფორმა საკმაო დიდ არჩევანს გვთავაზობს

  • Brand Awareness - ამ ხელსაწყოს მიზანი ბრენდის ცნობადობის გაზრდაა. ფეისბუკის ჭკვიანი ალგორითმი სამიზნე აუდიტორიას რეკლამას მაშინ უჩვენებს, როდესაც ყველაზე მეტად მიაქცევენ ყურადღებას და დაიმახსოვრებენ. სასურველია გამოიყენოთ კომპანიის ლოგო.
  • Reach - Reach გვეხმარება, რომ კონკრეტული პოსტი, რაც შეიძლება ბევრი ადამიანის სიახლეების ველში გამოჩნდეს. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მათ რეკლამა ნახეს. 
  • Traffic - მარკეტერები ვებ-გვერდზე მომხმარებლების გადასაყვანად იყენებენ, მიზეზი კი რამდენიმეა: მეტი ინფორმაციის მიწოდება, ონლაინ გაყიდვები, მონაცემების შეგროვება და ა.შ. თუმცა, შეგიძლია აუდიტორია აპლიკაციაში, WhatsApp-ში ან Messenger-შიც გადაიყვანო. არჩევანი შენზეა.
  • Engagement - იდეალურია იმ შემთხვევაში, თუ თქვენთვის ჩართულობაა მნიშვნელოვანი – კომენტარები, მოწონებები, გაზიარებები, ლინკის ან პოსტის გახსნა
  • App Installs - მიზანი ორიენტირებულია აპლიკაციის გადმოწერებზე. აუცილებელია სასურველ სეგმენტს გასაგებად გადასცეთ,  რატომ უნდა დააყენონ შენი აპლიკაცია და რა სარგებელს მიიღებენ ამით.
  • Video Views - სასრგებლოა, როდესაც ვიდეოზე მილიონობით ნახვის დაგროვება გინდა
  • Lead Generation - ამ ხელსაწყოს მიზანი მონაცემების შეგროვებაა: სახელი და გვარი, მობილურის ნომერი, ელ-ფოსტა და ა.შ. თუმცა, ეს არც ისე მარტივია. მომხმარებლებს ისეთი რამ უნდა შესთავაზო, რომ პირადი ინფორმაციის გადმოცემა მოუნდეთ
  • Messages - თუ შენს გვერდზე რაც შეიძლება მეტი შეტყობინების მიღება გინდა. ზოგადად, კონკრეტული პოსტით ძალიან რთულია ისე დაარწმუნო მომხმარებელი, რომ მაშინვე იყიდოს პროდუქტი ან სერვისი. უმეტეს შემთხვევაში, მაინც სჭირდებათ ხოლმე დამატებითი ახსნა-განმარტებები.
  • Conversions - ამ ინსტრუმენტის მიზანია პოსტის მნახველი თქვენს მომხმარებლად აქციოთ, ანუ გაყიდოთ პროდუქტი ვებ-გვერდზე, დაარეგისტრიროთ კურსზე, ღონისძიებაზე და ა.შ. 
  • Catalog Sales - შეგიძლიათ იმ შემთხვევაში გამოიყენოთ, თუ ფეისბუკის შოპში არსებული პროდუქტების ან სხვა კატალოგის (მაგალითად, ონლაინ შოპის) დარეკლამება გსურს
  • Store Traffic - ეს ხელსაწყო რეკლამას იმ ადამიანებს ამოუგდებს, რომლებიც შენს ფილიალთან ახლოს იმყოფებიან ან ცხოვრობენ. ამ ინსტრუმენტს უარყოფითი ის აქვს, რომ ქსელს გარეთ აქტივობის მონიტორინგი რთულია.

 

ეს არის ხელოვნება, ისევე როგორც მეცნიერება, ამიტომ სოციალური მედიის მენეჯერებს სჭირდებათ საკმარისი შემოქმედებითობა და შემოქმედებითი თავისუფლება სამუშაოს შესასრულებლად.

 

სოციალურ მედიას რომ დაეუფლებით, განაგრძეთ სწავლა და გაუმჯობესება უნარების ციფრული მარკეტინგში, ეს მუდმივად ცვალებადი და სწრაფად განვითარებადი სფეროა, რომელიც მოითხოვს, რომ მისი პრაქტიკოსიც მუდმივად საქმეში იყვნენ ჩართული. არასოდეს შეწყვიტოთ ახალი სასწავლო მასალისა და შესაძლებლობების გაუმჯობესების შესაძლებლობების ძიება.

 

რომელი სერთიფიკატი არის საუკეთესო ციფრული მარკეტინგისთვის?

Google Ads სერთიფიკატი პროფესიონალური აკრედიტაციაა, რომელიც ენიჭება ციფრულ მარკეტინგს, რომლებიც ფლობენ Google Ads– ის ძირითად და მოწინავე ასპექტებს. ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც სურს დაიწყოს ციფრული რეკლამა და იმუშაოს საძიებო, საჩვენებელ, მობილურ, ვიდეო ან სავაჭრო სარეკლამო სივრცეში, ეს ძალზე მნიშვნელოვანია. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია Pay-Per-Click (PPC) პროფესიონალებისთვის, რომლებიც მუდმივად იყენებენ Google Ads- ს კამპანიების განსახორციელებლად, მონიტორინგისა და თვალთვალისთვის. Google Ads– ის სერტიფიცირებაში მოგიწევთ ორი სასერთიფიკატო გამოცდის ჩაბარება - Google Ads Fundamentals– ის გამოცდა, რომელიც მოიცავს ძირითად კონცეფციებს, ფასიანი რეკლამის უპირატესობებსა და ფასიანი სარეკლამო კამპანიების მართვის საუკეთესო პრაქტიკას და მის ნებისმიერ სხვა მრავალფეროვან ციფრულ სარეკლამო კურსებს. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ საძიებო, საჩვენებელი, მობილური, ვიდეო და სავაჭრო რეკლამები.

 

სწორად გამართული საძიებო სისტემების დამსახურებით, თქვენ შეძლებთ საკუთარი ბიზნესის ცნობადობის გაზრდასა და მისი წარმატების უზრუნველყოფას!

შეისწავლე SEO და SMM მენეჯმენტი და მართე შენი კომპანია 360 გრადუსიანი მარკეტინგით

             → დარეგისტრირდი ახლავე!

 

როგორ ეფექტს ახდენს SEO თქვენს ბიზნესზე?!

როგორ იმოქმედებს SEO თქვენს ბიზნესზე დამოკიდებულია იმაზე, რომელი სტრატეგიის გამოყენებას აირჩევთ. არალეგალური გზით მოპოვებული პირველობა არასტაბილურია, მაშინ როდესაც კეთილსინდისიერი გზებით მიღწეული წარმატება მყარი და სტაბილური შემოსავლის წყარო შეიძლება გახდესა. მართალია ეს დიდ დროსთან და ფინანსებთანაა დაკვშირებული, თუმცა ლოდინი ნამდვილად ღირს!

 

არაკეთილსინდისიერი გზებით ვებ-საიტის ოპტიმიზიაციამ შეიძლება განაპირობოს, ის რომ ერთ მშვენიერ დღეს თქვენ ვებ-საიტი საერთოდ აღარ იძებნებოდეს საძიებო სისტემაში. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბაზარზე, კომპანიათა უმრავლესობა, სწორედ არაკეთილსინდისიერი გზებით ახორციელებს ვებ საიტების ოპტიმიზაციას, რამაც სავალალო შედეგი შეიძლება გამოიწვიოს თქვენი ვებ-საიტისა და ბიზნესისთვის.

 

ვებ-საიტის გარე ოპტიმიზაცია

ვებ საიტის გარე ოპტიმიზაცია განსხვავდება მისი შიდა ოპტიმიზაციისაგან. ამ დროს წარმატების მისაღწევად „გარე ფაქტორების“ დახმარება გვჭირდება.

როდესაც Google-ში ესა თუ ის თემა იძებნება, გუგლი ამოწმებს იმ ვებ-გვერდების ავტორიტეტს, სადაც საჭირო ინფორმაცია შეიძლება მოიპოვებოდეს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი, რასაც გუგლი ყურადღებას აქცევს არის იმ საიტების ოდენობა და მნიშვნელობა, რომლებთან კავშირიც (ლინკების მეშვეობით) აქვს თქვენს საიტს. შესაბამისად აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, რაც უფრო მაღალია თქვენი ავტორიტეტი, მით უფრო მაღალ რეიტინგს მოგანიჭებთ გუგლი.

 

ვებ საიტის ოპტიმიზაცია და ეფექტური კონტენტ მარკეტინგის წარმოება არის მყარი საწყისი, რომელსაც აუცილებლად მოყვება თქვენი ბიზნესის წარმატება და განვითარება!

 

შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100 ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ხელოვნური ინტელექტის როლი დასაქმების სფეროში შესაძლებლობები და გამოწვევები

თანამედროვე სამყაროში ხელოვნური ინტელექტი (AI) აღარ არის მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკა, ის აქტიურად ცვლის შრომის ბაზარს, ქმნის ახალ პროფესიებს და გარდაქმნის არსებულ სამუშაო პროცესებს. გაეცანი, თუ რა შესაძლებლობებს უხსნის AI დასაქმებულებს, რა გამოწვევების წინაშე აყენებს მათ და როგორ უნდა მოვემზადო მომავლის კარიერისთვის, სადაც ტექნოლოგია და ადამიანი ერთად მუშაობენ.

ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია სამუშაო ადგილებზე რევოლუციურ ცვლილებებს იწვევს. ავტომატიზაცია საშუალებას აძლევს კომპანიებს, ოპტიმიზაცია გაუკეთონ რუტინულ დავალებებს, რაც თანამშრომლებს უფრო კრეატიული და სტრატეგიული საკითხების გადაჭრისთვის ათავისუფლებს. ამ პროცესში კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება შესაბამისი ცოდნის შეძენა.  IT აკადემია Step-ის AI – ხელოვნური ინტელექტის ინ

ШАГ логотип

AI

პროფესიები რომლებიც გაქრება (გადაშენების პირას) რა გავლენას ახდენს AI და ავტომატიზაცია?

გაიგე, რომელი პროფესიები დგას გადაშენების პირას AI-სა და ავტომატიზაციის ეპოქაში. ტექნოლოგიური გავლენა შრომის ბაზარზე გარდაუვალია, ამიტომ მნიშვნელოვანია იმ სფეროების ცოდნა, რომლებსაც ჩანაცვლება ემუქრებათ. აღმოაჩინე გზები, რომლებიც მომავლის კარიერის შენარჩუნებასა და განვითარებაში დაგეხმარება.

ციფრული ერა და შრომის ბაზრის ტრანსფორმაცია თანამედროვე სამყაროში ხელოვნური ინტელექტი (AI) და ავტომატიზაცია აღარ არის მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკის ნაწილი. ისინი ჩვენი ყოველდღიური სამუშაო გარემოს განუყოფელი ელემენტები გახდნენ. ტექნოლოგიური პროგრესი რადიკალურად ცვლის შრომის ბაზარს, რაც გარკვეული ტრადიციული პროფესიების გაქრობას ან მათ სრულ ტრანსფორმაციას იწვევს. პროც

ШАГ логотип

AI

Generative AI-ს გავლენა კრეატიული პროფესიების შემცირებაზე

ტექნოლოგიური პროგრესი მუდმივად ცვლის შრომის ბაზარს, თუმცა Generative AI-ს გამოჩენამ კრეატიულ სფეროში განსაკუთრებული კითხვები გააჩინა. რეალურად, ემუქრება თუ არა საფრთხე დიზაინერებსა და ქოფირაითერებს, თუ ხელოვნური ინტელექტი უბრალოდ ახალი ეპოქის დამხმარე ხელსაწყოა, რომელიც შემოქმედებით პროცესს უფრო ეფექტურს ხდის.

საფრთხე თუ ახალი შესაძლებლობა? ბოლო პერიოდში Generative AI (გენერაციული ხელოვნური ინტელექტი) ტექნოლოგიურ სამყაროში ნამდვილ რევოლუციად იქცა. ისეთმა პლატფორმებმა, როგორებიცაა Midjourney და ChatGPT, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს ადამიანის ექსკლუზიურობა კრეატიულ პროცესებში. ბევრი ფიქრობს, რომ ალგორითმები, რომლებსაც წამებში შეუძლიათ რთული ილუსტრაციების შექმნა, ჩაანაცვლებენ სპეციალისტებს და

ШАГ логотип

ძირითადი უნარების გარდაქმნა რა ცოდნას ითხოვს მომავალი

ნოლოგიური ევოლუცია ჩვენს თვალწინ ცვლის სამუშაო გარემოსა და მოთხოვნად უნარებს. გაიგე, რა ცოდნას ითხოვს მომავალი, როგორ უნდა გარდაქმნა შენი ძირითადი უნარები ახალ რეალობასთან მოსარგებად და რატომ არის უწყვეტი განათლება წარმატების მთავარი ფორმულა ციფრულ ეპოქაში.

ეპოქალური ცვლილება შრომის ბაზარზე ტექნოლოგიური პროგრესი და ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარება ფუნდამენტურად ცვლის შრომის ბაზრის მოთხოვნებს. ის, რაც გუშინ უალტერნატივო უნარად ითვლებოდა, დღეს შესაძლოა ავტომატიზებულმა სისტემამ ჩაანაცვლოს. სწორედ ამიტომ, გადამწყვეტი ხდება არა მხოლოდ ტექნიკური ცოდნა, არამედ ადაპტაციის უნარი და ახალი ეპოქის მოთხოვნებზე მორგება. მ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა