IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

საჭირო უნარები მომავლისთვის

10.05.2020

444 დათვალიერება

1990-იანებში, ჭადრაკის კომპიუტერულმა პროგრამამ სახელწოდებით IBM’s Deep Blue-მ დაამარცხა მომაკვდავთათვის დაუმარცხებელი, მრავალგზის ჩემპიონი კასპაროვი, დღეს კი IBM’s Watson სუპერკომპიუტერი ჯობნის კონკურსანტებს Jeopardy-ზე. ათი წლის წინ, დასაქმებულებს ეშინოდათ, რომ სამუშაო რესურსი იქნებოდა მხოლოდ ევროპაში.დღეს კი ონლაინ ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერი კომპანიისთვის ხელმისაწვდომია ჩვენი შინიდან დასაქმება, 5 წლის წინ, ნასას დასჭირდებოდა წლები, რომ აღენიშნა ტელესკოპით გადაღებული მილიონობით სურათი, მაგრამ კოლაბორაციული პლატფორმის მეშვეობით, დავალება შეიძლება შესრულდეს რამდენიმე თევში, ათასობით მოხალისის დახმარებით.ორი-სამი წლის წინ წარმოუდგენელი იყო მარსის კოლონიზაცია, ჩვენ კი ახლა ამისთვის ვემზადებით.

გლობალური კომუნიკაცია, ჭკვიანი მანქანები და ახალი მედია ცვლის ჩვენს აზროვნებას, იმას, თუ რა შეადგენს სამუშაოს და უნარებს, რა გვჭირდება, რომ მომავალსიც პროდუქტიულები ვიყოთ.

ჩევნ ყველა პროგნოზირების გაკვეთილს ვიწყებთ ფაქტორების , ეგრედწოდებული „დრაივერების“ განხილვით. ნებისმიერი ფაქტორი მნიშვნელოვანია მომავლისთვის, თუმცა რამდენიმე ფაქტორის ნაკრებს უფრო დიდი გავლენა აქვს. ჩვენ ავარჩიეთ 6 ფაქტორი, რომელიც გამოიყო ჩვენი კვლევიდან, როგორც ყველაზე რელევანტური და მნიშვნელოვნი მომავლისთვის.

 

1. უკიდურესი სიცოცხლის ხანგრძლივობა

გლობალური სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდა ცვლის კარიერის და სწავლების ბუნებას.

ადამიანემა უნდა შეცვალონ მიდგომა საკუთარი კარიერის, ოჯახური ცხოვრების და განათლების მიმართ, რომ შეუთავსონ დემოგრაფიულ პრობლემას.  65 წლის ზევით მყოფი პირები უფრო მეტს იმუშავებენ, რომ ჰქონდეთ ადეკვატური რესურსი პენსიაზე გასვლისთვის. რამდნეიმე კარიერის დაუფლება იქნება ჩვეული რამ და გაიზრდება ხანგრძლივი მომზადება ცვლილებისთვის. ამ ცვლილების მიმართ უპირატესობა რომ მოვიპოვოთ, ორგანიზაციებს მოუწევთ ტრადიციული კარიერული გზების შეცვლა და უფრო კრეატიული და მოქნილი სამუშაოების შექმნა.

ხანდაზმული ადამიანები მოითხოვენ შესაძლებლობებს, პროდუქტებს და მედია სერვისებს, რომ მიაღწიონ უფრო აქტიურ და ჯანმრთელ ზრდასრულ წლებს. ჩვენ ვინაცვლებთ ჯანმრთლი ცხოვრების წესისკენ და ვარჩევთ, თუ რას შევჭამთ, როგორ ვიმუშავებთ და სად ვიცხოვრებთ, ყოველდღიური ცხოვრების უმეტესობა და გლობალური ეკონომიკა იქნება განხილული ჯანმრთელობის კუთხით.

 

2. ჭკვიანი მოწყობილობების და სისტემების ზრდა

დღესდღეობით ვართ დიდი ტრანსპორმაციის პირას ჩვენი და ინსტრუმენტების ურთიერთობის შორის. შემდეგი ათწლეულის მანძილზე, ახალი ჭკვიანი მოწყობილობები შევა ოფისებში, ქარხნებში და სახლებში ისეთი რაოდენობით, რაც არასდროს გვინახვს. ისინი ინტეგრირდება პროდუქციასთან, სწავლებასთან, მედიცინასთან, უსაფრთხოებასთან და ჩვენი ცხოვრების ყველა ნაწილთან. ისინი რაღაც დავალებებში ადამიანებს ცვლიან,მათი გავლენა ნაკლებად თვალსაჩინო იქნება: მათი არსებობა ჩვენს ცხოვრებაში გვაიძულებს ჩვენ მნიშვნელოვანი საკითხების კონფრონტაციას. რა გამოსდით ადამიანებს განსაკუთრებით კარგად? რა არის ჩვენი უპირატესობა? რა არის ჩვენი ადგილი ამ მექანიზმების გვერდით? ჩვენ უნდა დავფიქრდეთ ჩვენი სამუშაოს კონტენტზე.

ზოგიერთ სფეროში, ავტომატიზირებული მექანიზმები შეცვლიან ადამიანებს, გაგვათავისუფლებს ჩვენ იმ საქმიანობისგან, რასაც კარგად ვაკეთებთ. სხვა სფეროებში მექანიზმები გახდებიან ჩვენი თანამშრომლები, ჩვენი უნარების გაძლიერებით. ჭკვიანი მექანიზმები გააჩენენ ახალ მოლოდინებს და შესრულების სტანდარტებს. რა თქმა უნდა, ზოგიერთი რუტინული სამუშაო შესრულებული იქნება მექანიზმების მიერ, ეს უკვე მოხდა და ასე იქნება. მაგრამ ნამდვილი ძალა რობოტექნიკაში დაფუძებულია ჩვენი რეალური შესაძლებლობების გაფართოებაზე. ჩვენ ახალი ტიპის  თანამშრომლობას დავიწყებთ მექანიზმებთან, რასაც ავაწყობთ საერთო ძალებით, რის შედეგადაც მივიღებთ ადამიანების და რობოტების კოლაბორაციას და თანამშრომლობის ახალ ეტაპს.

 

3. გამოთვლითი სამყარო

სენსორების დიფუზია, კომუნიკაცია და ძალაუფლების პროცესირება ყოველდღიურ ობიექტებში გაგვიხსნის ახალ უპრეცენდენტო მონაცემთა ტორენტს და შესაძლებლობას, დავინახოთ პატერნები და სისტემის დიზაინი ისეთი მასშტაბით, როგორიც არასოდეს ყოფილა შესაძლებელი.ყოველი ობიექტი, ყოელი ინტერაქცია, ყველაფერი, რასთანაც კონტქტი გვაქვს დაკონვერტირებული იქნება მონაცებეში. როდესაც ჩვენ გარემოს დეკოდირებას მოვახდენთ და შევხედავთ მას მონაცემების საშუალებით, ჩვენ ვფოკუსირდბეით მონაცემების მანიპულირებაზე, რომ მივაღწიოთ სასურველ შედეგს. ჩვენ ვიქნებით ისეთი სამყაროს წევრი, სადაც „ყველაფერი დაპროგრამებადია“, ერა, სადაც უნდა ვიფიროთ გამოთვლითი აზროვნებით, პროგრამულად, დიზაინერის ტერმინებში.

დიდი რაოდენობით მონაცემების კოლექცია შესაძლებელს გახდის სოციალური სისტემის მოდელირებას, მიკრო და მაკრო, ახალი პატერნების გაცნობით და ურთიერთობებით, რომელიც მანამდე უცნობი იყო.სააგენტოები მოკრო დონის ფენომენების მოდელირებას მოახდენენ, როგორიცაა გლობალური პანდემია, რომ შეწყვიტონ მისი გავრცელება მსოფლიოს მასშტაბით. მიკრო დონეზე, ადამიანებს შეეძლებათ სიმულირება გაუკეთონ ისეთ რამეებს, როგორიცაა მათი გზა სამსახურამდე, რომ აარიდონ თავი საცობებს, ნამდვილ დროზე დაყრდნობით. მიკრო და მაკრო მასშტაბის მოდელები შეირწყმება, რომ შექმნან მოდელები, რაც იქნება უპრეცენდენტო თავიანთ სირთულეში და სისრულეში.

შედეგად, იქნება ეს ინდივიდუალური ბინესი თუ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ჩვენი სამუშაო და პირადი ცხოვრება მოითხოვს შესაძლებლობებს მონაცემებთან ინტერაქციის, მონაცემებში პატერნების ნახვის, მონაცემებზე დამყარებული გადაწყვეტილებების მიღების და მონაცემების გამოყენებას დიზაინის შესაქმნელად.

 

4. ახალი მედია ეკოლოგია

ახალი კომუნიკაციის უნარები მოითხოვს ახალ მედია ლიტერატურას ტექსტთან ერთად.

ახალ მულტიმედია ტექნოლოგიებს მოაქვთ ტრანსფორმაცია ჩვენს კომუნიკაციაში. როგორც ტექნოლოგიები ვიდეო წარმოებისთვის, ციფრული ამინაციისთვის, gaming-ისთვის და მედია ედითინგისთვის ხდება უფრო გავრცელებული, ამ არეალში ახალი ეკოსისტემები იჩენს თავს. ჩვენ ვქმნით ახალ ენას კომუნიკაციისთვის.

ტესქტზე დაფუძნებული ინტერნეტი უკვე ტრანსფორმირდება ვიდეოზე, ანიმაციებზე და სხვა ვიზუალური კომუნიკაციის მედიაზე. ამავე დროს, ვირტუალური ნეთვორქი არის უფრო ინტეგრირებული ჩვენ გარემოში და ცხოვრებაში, გვაწვდის ახალ მედიას ყოველდღიურ ცხოვრებაში. მილიონობით მომხმარებელი დიდ გავლენას ახდდენს კულტურაზე ყოველდღიურად მულტიმედია კონტენტის გახსნით ლეპტოპიდან და მობილური მოწყობილობებიდან.

ახალ მედიას აქვს ახალი მოთხოვნები ყურადღებაზე და კოგნიციაზე. ის ქმინს ახალ პლატფორმებს ონლაინ იდენტობის შექმნისთვის, ამავე დროს, ხალხს მოუწოდებს, რომ ჩაერთონ ისეთ აქტივობებში, როგორიცაა ონლაინ პერსონალური რეპუტაცია და იდენტობის მენეჯმენტი. ის აძლევს ხალხს საშუალებას რომ ერთად იმუშაონ, შემოაქვს გამჭვირვალეობის ახალი დონე  ჩვენს საქმიანობასა და პირად ცხოვრებაში. ამავე დროს, ჩვენი მგრძნობელობა რეალური სამყაროს მიმართ შეცვლილი იქნება ახალი მედია ეკოლოგიით.ჩვენ უნდა ვისწავოთ კონტექსტიტს სკეპტიკურად მიღება და იმის გაცნობიერება, რომ ის, რაც დღეს რეალობაა, შეიძლება ხვალ შეიცვალოს. ჩვენ არა მხოლოდ ბევრი ინტერპრეტაცია გვექნება ჩაწერილი მოვლენების, ასვეე, დავაფიქსირებთ  მოვლენებს  და დაკვირვებთ სხვადასვხა პერსპექტივიდან, ყოველი მათგანი  მოგვთხრობს მოვლენის სხავდასხვა ისტორიას.

 

5. სუპერსტრუქტურირებული ორგანიზაციები

ახალი ტექნოლოგიები და მედია პლატფორმები ახდენენ რეორგანიზაციას იმისი, თუ როგორ ვქმნით და ვაწარმოებთ ღირებულს. ახალი კოლექტიური ინტელექტის და რესურსების გამოყენებით, რომელიც ჩამოყალიბდა მრავალ ადამიანთან კავშირით, ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ ისეთ მასშტაბებს და მივიღოთ ის, რასაც ადრე აღწევდნენ მხოლოდ მსხვილი ორგანიზაციები. სხვა სიტყვებით, ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ რაიმე ტრადიციული ორგანიზაციული საზღვრების გარეთ.

სუპერსტრუქტურირება ნიშნავს ისეტი სტრუქტურების შექმნას, რომელიც ცდება ისეთ ფორმებს და პროესებს, რომელიც ჩვენთვის ნაცნობია. ეს ნიშნავს კოლაბორაციას და გარკვეულ მასშტაბებზე თამაშს, მიკრიდან მასივზე. ახალი სოციალური ინსტრუმენტების სწავლა მუშაობისთვის, გამოგონებისთვის, ამ მასშტაბების მართვა არის ის, რასაც ეხება მომდევნო ათწლეული.

ჩვენი ინსტრუმენტები და ტექნოლოგიები განსაზღვრავს სოციალურ,  ეკონომიკურ და პოლიტიკურ ორგანიზაციებს, რომელშიც ვმოღვაწეობთ. ბევრი ორგანიზაცია, რომელიც ჩვენთვის ნაცნობია, მათ შორის საგანმანათლებლო და კორპორატიული ორგანიზაციები, არის საუკუნეების ხნის ტექნოლოგიური და მეცნიერერული ცოდნის შედეგი. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ორგანიზაციული ლანდშაფტი ირღვევა. ჯანმრთელობაში, ორგანიზაციები, როგორიცაა Curetogether და PatientsLikeMe საშუალებას აძლევს ხალხს შეიტანონ თავიანთი პირადი ჯანმრთელობის ინფორმაცია, რომ შესაძლებელი გახადონ კლინიკური კვლევები და ექსპერტიზის ჩატარება ტრადიციული ლაბორატორიებისა და ექიმების ოფისების გარეთ. მეცნიერული თამაშები, Foldit და GalaxyZoo, აძლევს ხალხს საშუალებას ამოხსნას ისეტი პრობლემები, რომლის მოგვარებაც ვერცერთმა ორგნიზაციამ ვერ შეძლო. ღია სასწავლო პლატფორმები კონტენტს ხელმისაწვდომს ხდიან ნებისმიერი ადამიაისთვის, ვისაც სურს სწავლა.

ორგანიზაციული კონცეპტის ახალი თაობა და სამუშაო უნარები მოდის არა ტრადიციული მენეჯმენტიდან და ორგანიზაციული თეორიებიდან, არამედ ისეთი სფეროებიდან, როგორიცაა: დიზაინი, ნეირომეცნიერება და ბედნიერების ფსიქოლოგია.

ეს სფეროები განსაზღვრავს ახალი პარადიგმების და იარაღების შექმნას.

 

6. გლობალურად დაკავშირებული მსოფლიო

გლობალური ინტერკომუნიკაციის გაზრდა აყენებს განსხვავებულობას და ადაპტაციას ორგანიზაციული ოპერაციების ცენტრში.

საწყის დონეზე, გლობალიზაცია არის ხანგრძლივი ტრენდი დიდი ცვლილებებისკენ და ინტეგრაციისკენ გეოგრაფიულ საზღვრებზე. ჩვენ გლობალურად დაკავსირებულ და ურთიერთდამოკიდბეულ სამყაროში აშშ და ევროპა არ ფლობს მონოპოლიას სამუშოს შექმნაში, ინოვაციაში და პოლიტიკურ ძალაუფლებაში.რესურსების და ინფრასტრუქტურის შემზღუდავი ბაზრების ორგანიზაციები განვითარებად ქვეყნებში, როგორიცაა ჩინეთი და ინდოეთი, უფრო სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში ზოგიერთ არეალში, როგორიცაა მობილური ტექნოლოგიები.

ფაქტობრივად, ინფტასრტუქტურის ნაკლებობის მემკვიდრეობა კომბინირებულია ზრდად ბაზრებთან უფრო მაღალი ტემპის ზრდისთვის.

ათწლეულების მანძილზე, ყველაზე მულტინაციონალური კომპანიები იყენებდნენ შვილობილ კომპანიებს გაყიდველისთვის და ტექნიკური მხადაჭერისთვის სათაო ოფისის. ბოლო ათი წლის მანძილზე, საზღვარგარეთის კომპანია, განსაკუთრებით IT კომპანიები, გადავიდა აოთსორსზე მომხმარებლის სერვისიდან დაწყებული სოფთვეარ დეველოპმენტით დამთავრებული. მოდელი იგივე დარჩა: ინოვაცია და დიზაინი არის R&D ლაბორატორიების პრეროგატივა განვითარებულ ქვეყნებში. ჩინეთის, ინდოეტის და სხვა განვითარებადი ქვეყების ბაზრების ზრდასთან ერთად, სათაო ოფისებისთვის განსაკუთრებით რთულია პროდუქტების წარმოება, რომელიც თავსებადი იქნება განსხვავებული კატეგორიის მომხმარებელთან.

იმ ადგილებში ყოფნა, სადაც ჩნდებიან ახალი კონკურენტები, ძნელია გადარჩენისთვის, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. მთავარი მარტო ადამიანების დასაქმება არაა, ასევე, ამ ლოკალური თანამშრომლების და ლოკალური ბიზნეს პროცესების ეფექტური ინტერაქცია გლობალური ორგანიზაციის ინფრასტრუქტურაში, იმისთვის, რომ იყოთ კონკურენტუნარიანი.

 

მომავლის სამუშაოს უნარები 2020

რას ნიშნავს ეს ექვსი ფაქტორი მომავალი ათწლეულის თანამშრომლებისთვის? ჩვენ გამოვყავით 10 უნარი, რაც მიგვაჩნია, რომ იქნება ძირითადი ფაქტორი წარამტებისთვის სამუშაო ბაზარზე.

 

1. უფრო ღრმა მნიშვნელობის მინიჭება

როცა ჭკვიანი ტექნოლოგიები იქნებიან სათავეში, საჭირო იქნება ისეთი უნარების ცოდნა, რაც არ გააჩნია  მექანიზმს. ეს არის უფრო ღრმა ფიქრის უნარები, რაც ვერ იქნება კოდირებული, ამას ვეძახით „ღრმა მნიშვნელობის მინიჭებას“, უნარები, რაც გვეხმარება უნიკალური ინსაიტის შექმნაში, რაც მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

როდესაც  IBM-ის სუპერკომპიუტერი Deep Blue-მ მოუგო ჭადრაკში გარი კასპაროვს, ბევრს ეს ეგონა სუპერ აზროვნების ნიშნები. მაგრამ Deep Blue-მ მოიგო დიდი რაოდენობით გამანადგურებელი ძალით (თავისი შესაძლებლობით, რომ 1 წამში გამოვალოს მილიონობით შესაძლო სვლის ვარიანტი), ეს არ არის ისეთი სახის ინტელექტი, რაც გააჩნიათ ადამიანებს. კომპიუტერს შეუძლია აჯობოს ადამიანს ჭადრაკში თავისი შესაძლებლობების გამოყენებით, მაგრამ თუ კითხავთ, უნდა თუ არა ბილიარდის თამაში, ის ვერ გაარჩევს რაზე ამბობთ თვენ: საცურაო აუზზე, ბილიარდზე თუ ფინანსურ პორტფელიოებზე.

როგორც Jaron Lanier-ი ამბობს, ხელოვნური ინტელექტის კვლევების მნიშვნელოვანი მიღწევების მიუხედავად, საქმე მაინც ესეა, რომ „თუ ვიკითხავთ, რა არის ფიქრი, რომ შემმდეგ ვკითხოთ როგორ გამოვიმუშაოთ იგი, ჩვენ მივიღებთ საშიშ პასუხს: ჩვენ არ ვიცით“. რამდენადაც ჩვენ გადავხედავთ სხვადასხვა შრომას ადამიანს და მექანიზმს შორის შემდეგი ათწლეულების მანძილზე, კრიტიკული აზროვნება და ღრმა მნიშვნელობის მინიჭება იქნება ის უნარები, რაც საჭირო იქნება თანამშრომლებისთვის.

 

2. სოციალური ინტელექტი

ადამიანებთან ღრმა და პირდაპირი ურთიერთობის უნარი, რომ იგრძნო და სტიმულირება გაუკეთო სასურველ ინტერაქციებს.

ჩვენ ვხედავთ ადრეულ პროტოტიპებს „სოციალური“ და „ემოიური“ რობოტების სხვადახვა გამოკვლევებით, სოციალური უნარების და ემოციების ლიტიმი მათთვის არის ძალიან მცირე. გრძნობა არის ისეთივე რთული, როგორიც ღრმა მნიშვნელობის მინიჭება. რობოტები, რასაც ჩვენ ვქმნით, არ არის გრძნობადი მექანიზმები.

სოციალური ინტელექტის მქონე თანამშრომლებს აქვთ უნარი სხვების ემოციების გაგების და მათი სიტყვების, ტონისა და ჟესტების შესაბამისად ადაპტირების მოხდენის. ეს ყოველთვის იყო მთავარი უნარი თანამშრომლებსთვის, ვისაც სჭირდება კოლაბორაცია და სანდრო ურთიერთობების დამყარება, მაგრამ ეს უფრო მნიშვნელოვანია ადამიანის დიდ ჯგუფებთან კოლაბორაციის დროს. ჯგფებში ცხოვრებით შექმნილი ეომციურობა და სოციალური ინტელექტი იქნება ერთ-ერთი ვიტალური ნიშანი, რაც ანიჭებს ადამინებს უპირატესობას მექანიზმებთან.

 

3. ადაპტური აზროვნება

ფიქრის და ისეთი გადაწყვეტილებების და პასუხების მოფიქრების უნარი, რომელიც არ აქვს წესებზე დაფუძნებული.

Massachusetts Institute of Technology-ის პროფერსორი დეივიდ აუტორი აკვირდებოდა სამსახურების პოლარიზაციას ბოლო სამი ათწლეულის მანძილზე. მან აღმოაცინა, რომ სამუშაოს შესაძლებლობა კლებულობს თეთრ საყელოს და ლურჯ საყელოს სამსახურებს შორის. საპირისპიროდ, სამუშაო შესაძლებლობები სულ უფრო მეტად კონცენტრირდება როგორც მაღალკვალიფიციურ, მაღალ ხელფასის პროფესიონალურ, ტექნიკურ და მენეჯმენტურ პროფესიებში, ისე დაბალი უნარის მქონე, ხელფასების დაბალი დონის პროფესიებში, როგორიცაა კვების სერვისი და პირადი მოვლა. მაღალი დონის სამუშაოები მოიცავს აბსტრაქტულ დავალებებს, ხოლო დაბალი დონის შემთხვევაში ხელით გასაკეთებელ დავალებებს.

 

4. კულტურათაშორისი კომპეტენცია

სხვადასხვა კულტურულ გარემოში მუშაობის უნარი

ნამდვილ გლობალურად დაკავშირებულ სამყაროში, თანამშრომელს უნდა შეეძლოს ნებისმიერ გარემოში მუშაობა. ეს ითხოვს სპეციალურ კონტენტს, როგორიცაა, ლინგვისტური უნარები, ასევე, ცვალებადი მდგომარეობების მიმართ ადაპტურობა, ახალ კონტექსტებთან რესპონსულობა.

კულტურათაშორისი კომპეტენცია იქნება მნიშვნელოვანი უნარი ყველა თანამშრომლისთვის, არამარტო იმათთვის, ვისაც სხვადასხვა გეოგრაფიულ არელაში უწევს მუშაობა. ორგანიზაციები ინოვაციურობის საფუძვლად განსხვაევბულობას მიიჩნევენ. კვლევები გვეუბნება, რომ ის, რაც ხდის ჯგუფს ინოვაციურს, არის მრავალფეროვნება ასაკის, უნარების, დიცსფიპლინის და სამუშაო და ფიქრის უნარი, რაც აქვთ თითოეულ თანამშრომელს.

Scott E. Page, პროფესორი და დირექტორი Center of the Study of Complex Systems-ის მიჩიგანის უნივერსიტეტში გვეუბნება, რომ ჯგუფები, სხავდასხვა პერსპექტივით და უნარებით, ჯობნის ერთნაირად მოაზროვნე ექსპერტების ჯგუფს.   

განსხვავებულობა იქნება მთავარი კომპეტენცია ორგანიზაციისთვის შემდეგ ათლწულებში. წარმატებულ თანამშრომლებს ამ განსხვავებულ ჯგუფებში უნდა ჰქონდეთ საშუალება შეძლონ კავშირის წერტილების იდენტიფიცირება და კომუნიკაცია კავშირების (საერთო მიზნები, პრიორიტეტები, ღირებულებები), რაც მათ განსხავვებულობას გადალახავს და აძლევს მათ საშუალებას ააწყონ ურთიერთობები და  ექეტურად იმუშაონ ერთად.

 

5. გამოთვლითი აზროვნება

მონაცემთა უზარმაზარი რაოდენობების აბსტრაქტულ ცნებებში თარგმნისა და მონაცემებზე დაფუძნებული მსჯელობის გაგების უნარი

იმის გამო, რომ მონაცემების რაოდენობა, რომელიც ჩვენს ხელთ გვაქვს, ექსპონენტურად იზრდება, გამოთვლითი აზრონება დასჭირდბეა ბევრ როლს, რომ გაიგონ ეს ინფორმაცია. პროგრამირების ახალი ენები და ტექნოლოგიები, რაც გვასწავლის ვირტუალური და ფიზიკური სამყაროს პროგრამირებას მოგვცემს ჩვენ შესაძლებლობას მანიპულირება მოვახდინოთ ჩვენი გარემოსი . სიმულაციების გამოყენება ძირითადი ექსპერტიზა გახდება,  რადგან ისინი რეგულარულად ფიგურირებენ გადაწყვეტილებების მიღებაში. HR დეპარტამენტები, რომლები ამჟამად ისეთ აპლიკანტს ანიჭებენ უპირატესობას, რომლებიც ერკვევიან საწყის აპლიკაციებში,  როგორიცაა Microsoft Office-ი, შეცვლიან თავიდანთ მოლოდინებს, მოძებნიან ისეთ რეზიუმეებს, რომლებიც მოიცავს სტატისტიკურ ანალიზს და რაოდენობრივი მსჯელობის უნარს.

იმისთვის, რომ გამოიმუშაოთ რაოდენობრივი მსჯელობის უნარი, თანამშრომლისთვის ცნობილი უნდა იყოს ლიმიტები. ეს მოითხოვს იმის ცოდნა, რომ მოდელი იმდენადაა კარგი, რამდენადაც მონაცემები კვებავს მას-საუკეთესო მოდელებიც კი არის რეალობის და არარეალობის მიახლოებები. ასევე, თანამშრომლებს უნდა შეეძლოთ მონაცემების გარეშე მუშაობა და არ უნდა იყვნენ პარალიზებულები ალგორითმის არ არსებობის შემთხვევაში.

 

6. ახალი მედია განათლება

კონტენტის კრიტიკული წვდომა და გამომუშავება, რაც იყენებს ახალ მედიის ფორმებს და გამოიყენოს ეს მედია დამაჯერებელი კომუნიკაციისთვის

მედიაში მომხდარი აფეთქება ვიდეოების, ბლოგებისა და პოდკასტების ჩათვლით, რომლებიც ახლა ჩვენს სოციალურ ცხოვრებაში დომინირებს, მომდევნო ათწლეულში სრულად იგრძნობა სამუშაო ადგილებზე. საკომუნიკაციო საშუალებები, რომლებიც არღვევენ  ისეთი პროგრამების სტატიკური სლაიდების მიდგომას, როგორიცაა PowerPoint-ი, გახდება ჩვეულებრივი მოვლენა. გაიზრდება მოლოდინი თანამშრომლის მიმართ, რომ შექმნას კონტენტი ამ ახალი ფორმების გამოყენებით.

მომავალი თაობის თანამშრომლები კარგად უნდა იცნობდნენ ისეთ ფორმებს, როგორებიცაა: ვიდეო, შეაფასონ ისინი ისევე კარგად, როგორც აფასებენ ფურცელს ან პრეზენტაციას. უნდა შეეძლოთ საკუთარი ვიზუალური ინფორმაციის შექმნა და წარდგენა. დასჭირდებათ ფონტების და ფორმატების ცოდნა, ასევე, ვიდეო ენის ცოდნა, როგორიცაა: ჩარჩო, სიღრმე და სხვა ნაწილების.

მათ დასჭირდებათ ახალი უნარები ადამიანების დარწმუნებისთვის.

 

7. ტრანსდისციპლინარობა

სხვადასხვა დისციპლინის კონტენტის გაგების ცოდნა და უნარი

დღვანდელი პრობლემების უმეტესობა არის კომლექსური და მათი გადაჭრა არ შეუძლია მხოლოდ ერთ დისციპლინას, მაგალითად გლობალური დათბობა ან მრავალრიცხოვნება. მათ სჭირდებათ ტრანსდისციპლინური მოგვარება. ჩვენ უკვე ვხვდებით მას ისეთ სფეროში, როგორიცაა ნანოტექნოლოგიები, რომელიც მოიცავს მოლეკულურ ბიოლოგიას, ბიოქიმიას, პროტეინის ქიმიას და სხვა სპეციალობებს.

ეს ცვლილება დიდ გავლენას ახდენს იმ უნარების ნაკრებზე, რაც უნდა ჰქონდეთ თანამშრომლებს. Howard Rheingold-ის,  ცნობილი პროგნოზის ავტორის მიხედვით, „ტრანსდისციპლინარობა ერთად უყრის თავს მკვლევარებს სხვადასხვა დისციპლინიდან, რომ იმუშაოონ მულტიდისციპლინურ გუნდებად. ეს ნიშნავს, მკვლევარების განათლებას, რომლებსაც შეუძლიათ სხავდასხვა დისციპლინის გაგება - ბიოლოგები, რომლებსაც შეუძლიათ მატემატიკის გაგება.“

მომავალი ათწლეულის იდეალური თანამშრომელი არის “T-shaped“, მათ კარგი  ცოდნა აქვთ მინიმუმ ერთი დისციპლინის, მაგრამ შეუძლია სხვა დისციპლინის გაგება. ეს მოითხოვს ცნობისმოყვარეობას და ნებისყოფას, ისწავლო ერთი სფეროს გარდა სხვა სპეციალობები.

 

8. დიზაინერის აზროვნება

უნარი, რომ წარმოიდგინო და შექმნა დავალებები და სამუშაო პროცესები სასურველი შედეგისთვის

სენსორები, კომუნიკაციის ინსტრუმენტები და გადამუშავების ძალა გამოთვლითი სამყაროში მოიტანს ახალ შესაძლებლობებს ჩვენი საქმიანობის დიზაინერული მიდგომების კუთხით.ჩვენ დავგეგმავთ ჩვენს გარემოს ისე, რომ მაქსიმალურად ხელსაყრელი იყოს ჩვენთვის სასურველი შედეგის მისაღებად. ნეირომეცნიერების კვლევები აჩვენებს, თუ რამხელა გაველნა აქვს ფიზიკურ გარემოს ჩვენს კოგნიციაზე. ფრედ გეიჯი, ნეირობიოლოგი, ამბობს - „შეცვალეთ გარემო, შეცვალეთ ტვინი, შეცვალეთ ქცევა“.

ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ჭერის სიმაღლეს გავლენა აქვს მონაწილეების აზროვნებაზე. მონაწილეები აღწერდნენ თავიანტ იმჟამინდელ გრძნობებს. ისინი, ვინც მაღალჭერიან შენობაში იყვნენ, უპირატესობას ანიჭებდნენ სიტყვებს თავისუფლებასთან დაკავშირებულ სიტყვებს, მაგალითად „ღია“. დაბალჭერიან შენობაში მყოფი ადამიანები აღწერდნენ საკუთარ თავის სიტყვებით, რომელიც დაკავშირებულია პატიმრობასთან. მაღალჭერიან შენობაში მყოფი ადამიანები უფრო რაციონალურად აზროვნებდნენ, ამყარებდნენ კომუნიკაციას.

მომავლის თანამშრომლებმა უნდა შეძლონ რეორგანიზაციასთან ადაპტირება და ისეთი აზროვნება, რომელიც საჭიროა სხვადასხვა სახის დავალებისთვის.

 

9. კოგნიტური დატვირთვის მართვა

სამყარო, სადაც ინფრომაცია მიეწოდება მრავალი ფორმით და მოწყობილობით, კოგნიტური გადატვირთვის საკითხს იწვევს. თანამშრომლები იმ შემთხვევაში შეძლებენ მასიური ინფორმაციიდან სარგებლის ნახვას, თუ შეძლებენ მათ გაფილტრვას და მნიშვნელოვან ნაწილზე ფოკუსირებას. მომავალი თაობის თანამშრომლებმა უნდა შექმნან საკუთარი ტექნიკა, რომ გადაჭრან კოგნიტური დატვირთვის პრობლემა. მაგალითად, სოციალური ფილტრაციის პროცესი - შეფასება, მონიშვნა ან სხვა რაიმეს შემუშავება დაეხმარება მათ რელევანტური ინფორმაციის მოძიებაში.

მათ დასჭირდებათ ახალი ინსტრუმენტები ინფორმაციის გადასარჩევად.

 

10. ვირტუალური კოლაბორაცია

კომუნიკაციის ტექნოლოგიები მუშაობას, იდეების გაცვლას მარტივს ხდის. თუმცა, ვირტუალური მუშაობა მოითხოვს ახალ კომპეტენციებს.

ადამიანებს სჭირდებათ მოფიქრება იმისი, თუ როგორ შეუქმნიან მოტივაციას განცალკევებულ ჯგუფს. დიდი ვირტუალური კომუნიკაციებისთვის ეფექტურია თამაშების ტექნიკა. კოლაბორაციული ვირტუალური ჯგუფებისთვის დამახასიათებელი უნდა იყოს თამაშების მახასიათებლები. სწრაფი უკუკავშირი, მკაფიო მიზნები და დადგმული გამოწვევების სერია შეიძლება მნიშვნელოვნად შეუწყოს მონაწილეობას და მოტივაციას.

ვირტუალური გუნდის წევრებს უნდა შეეძლოთ ისეთი გარემოს ნახვა რაც ხელს უწყობს პროდუქტიულობას. საზოგადოება, რომელიც გთავაზობთ „გარემომცველ კომუნიკაბელურობას“, ხელს შეუწყობს იზოლაციის დაძლევას, რაც გამოწვეულია ცენტრალურ, სოციალურ სამუშაო ადგილებზე წვდომის ნაკლებობით. ეს შეიძლება იყოს ფიზიკური თანამშრომლობის სივრცე.

Stanford-ის Virtual Human Interaction Lab-ი იკვლევს რეალურ უპირატესობებს ვირტუალურ სამყაროში ყოფნის, როგორიცაა Second Life, ამბობს, რომ კოლექტიურ გამოცდილებას ვირტუალურ სამყაროში ყოფნის, განსაკუთრებით 3D ავატარებით, მოაქვს დიდი სარგებელი.

ონლაინ სტრიმებს, რომელიც შექმნილია მიკრო ბლოგიგნის და სოციალური ქსელების მიერ, შეუძლიათ შექმნან მეგობრული გარემო და იქ ყოფნის გრძნობა.

 

გავლენა

ამ გამოკვლევებს აქვთ გავლენა ადამიანებზე, საგანმანათლებლო ინსტიტუტებზე, ბიზნესზე და გარემოზე.

იმისთვის, რომ მომავალ ათწლეულში იყოთ წარმატებული, ადამიანებს დასჭირდებათ წარმოაჩინონ სწრაფად ადაპტირების უნარი. მათ მთელი ცხოვრების მანძილზე მოუწევთ სწავლა.

საგანმანათლებლო ინსტიტუტები არის ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის და წარსული მოვლენების შედეგი. პირობები შეიცვლალა ახლა და მათ დასჭირდებათ სწრაფად ადაპტირდნენ. ზოგიერთი ცვლილება შეიძლება იყოს:

  • დამატებითი ყურადღება გამახვილდეს ისეთი უნარების განვითარებაზე, როგორიცაა კრიტიკული აზროვნება, გამჭრიახობა და ანალიზის უნარი
  • სასწავლო პროგრამაში ახალი მედია ტექნოლოგიების დამატება
  • მოიცავდეს ექსპერიმენტულ სწავლებას, რაც უპირატესობას მიანიჭებს ისეტ უნარებს, როგორიცაა: კოლაბორაცია, გუნდური მუშაობა, სოციალური ცნობების წაკითხვა, ადაპტური რეაგირება.
  • სასწავლო აუდიტორიის გაფართოება  მოზარდების და ახალგაზრდა ზრდასრულების საზღვრებს გარეთ.
  • ინტერდისციპლინარული სწავლების ინტეგრირება, რაც საშუალებას მისცცემს მოსწავლეებს განავითარონ უნარები და ცოდნა სხავდასხვა სფეროში

 

 

ბიზნესი, ასევე, ყურადღებით უნდა იყოს ცვლილებების მიმართ და ადაპტირება მოახდინოს დაგეგმვის სტრატეგიის და პერსონალის განვითარების, რომ უზრუნველყოს კვალიფიკაციის თავსებადობა მოთხოვნებთან. სტრატეგიული ადამიანური რესურსების პროფესიონალებმა შეიძლება გადახედონ ტრადიციულ მეთოდებს კრიტიკული უნარების იდენტიფიცირებისთვის, ასევე, ნიჭის შერჩევის და განვითარებისთვის. სამუშაო მიზნების მისაღწევად სამუშაო ძალის სტრატეგია უნდა იყოს ადამიანური რესურსების პროფესიონალთა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი და უნდა ითვალისწინებდეს უნივერსიტეტებთან თანამშრომლობას, რომ მოხდეს სწავლისა და უნარების მოთხოვნების მოგვარება.

სამთავრებო პოლიტიკოსებმა ცვლილებას უნდა უპასუხონ ლიდერობით და უნდა უზრუნველყონ განათლების მიღება. თუ განათლება პრიორიტეტული არ იქნება, ჩვენ გავრისკავთ ჩვენს შესაძლებლობებს, რომ მოვამზადოთ ხალხი ჯანმრთელი და მდგრადი მომავლისთვის.

IT Academy STEP – მსოფლიო ბრენდი 82 ფილიალით!
გახდი კვალიფიციური სპეციალისტი და საკუთარი საქმის პროფესიონალი, შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში 

თბილისი,

საბურთალო, ალ.ყაზბეგის 34/34ბ



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

STEP კომპიუტერული აკადემიის რედაქცია

AI

ChatGPT სრული სახელმძღვანელო

დაიწყეთ ChatGPT გამოყენება უფრო სწრაფად და ეფექტურად, გაიგეთ ყველაფერი, დაწყებული უფასო რეგისტრაციიდან, დამთავრებული სამეწარმეო საქმეში ChatGPT-ის ფასიანი ვერსიის გამოყენებამდე

დაიწყეთ ChatGPT გამოყენება უფრო სწრაფად და ეფექტურად, გაიგეთ ყველაფერი, დაწყებული უფასო რეგისტრაციიდან, დამთავრებული სამეწარმეო საქმეში ChatGPT-ის ფასიანი ვერსიის გამოყენებამდე   UBS-ის ანგარიშის თანახმად, ChatGPT-ის ყოველდღიურ ვიზიტორთა რაოდენობამ  100 მილიონს მიაღწია, რაც მას ისტორიაში ყველაზე სწრაფად მზარდ აპლიკაციად აქცევს. ბიზნეს სამყარო ასევეა დაინტერესებული ChatGPT-ით და ცდილობს ხე�

ШАГ логотип

პროგრამირება

რომელ ქვეყანას ჰყავს მსოფლიოს საუკეთესო პროგრამისტები?

პროგრამირება თანამედროვე დროში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა, პარალელურად პროგრამირების დროს შემოქმედებითი პროცესი შეუზღუდავია, წარმოიდგინე, წერ კოდს, რომელიც უამრავი სიმბოლოსგან შედგება, თუმცა საბოლოოდ ის სხვანაირად გამოიყურება ის საშუალებას გაძლევთ არაფრისგან შექმნათ რაღაც ახალი, უჩვეულო, ორიგინალური და კრეატიული. 

პროგრამირება თანამედროვობის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა, პარალელურად პროგრამირების დროს შემოქმედებითი პროცესი შეუზღუდავია, წარმოიდგინე, წერ კოდს, რომელიც უამრავი სიმბოლოსგან შედგება, თუმცა საბოლოოდ ის სხვანაირად გამოიყურება ის საშუალებას გაძლევთ არაფრისგან შექმნათ რაღაც ახალი, უჩვეულო, ორიგინალური და კრეატიული იმის გასარკვევად, თუ რომელი ქვეყნიდან არიან

ШАГ логотип

პროგრამირება

JavaScript: განაახლეთ ყველა პაკეტი package.json-ში NCU-ით

JavaScript: განაახლეთ ყველა პაკეტი package.json-ში NCU-ით

JavaScript-ის დეველოპმენტის სამყაროში პაკეტებისა და დამოკიდებულებების მართვა ნებისმიერი პროექტის გადამწყვეტი ასპექცია. პაკეტების განახლება არა მხოლოდ უზრუნველყოფს უახლეს ფუნქციებთან წვდომასა და ხარვეზების აღმოფხვრას, არამედ აუმჯობესებს აპლიკაციის საერთო სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. თუმცა package.json ფაილში თითოეული პაკეტის ხელით განახლება შესაძლოა იყოს ძალიან შრომატევადი �

ШАГ логотип

Techfacts

News

Starlink უკვე საქართველოშია | ფასი, ინსტალაცია, სისწრაფე

საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, სადაც Starlink-ის უსადენო სწრაფი ინტერნეტი ხელმისაწვდომია!

Starlink მსოფლიოში მოწინავე სატელიტური ფართოზოლოვანი ინტერნეტ სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან, დაბალი დაყოვნების მქონე ფართოზოლოვან ინტერნეტს მთელს მსოფლიოში, მათ შორის იმ ადგილებში, სადაც ინტერნეტ კავშირი დაბალი საიმედოობის, უხარისხო ან სრულიად მიუწვდომელია - ახლა ის უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია! კომპანიის გადაწყვეტილებით, თბილისის ტექნოლოგიური პ�

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა