IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

5 ძირითადი შეცდომა, რომელსაც დამწყები დიზაინერები ხშირად უშვებენ

20.10.2025

365 დათვალიერება

დიზაინერის გზის დასაწყისი და პირველი შეცდომები

დიზაინერობა თითქოს მარტივად იწყება - გიყვარს ესთეტიკა, ფერები, კომპოზიცია და შენს თავს ხედავ როგორც შემოქმედს, ვინც იდეებს ვიზუალურად აცოცხლებს. მაგრამ სწორედ აქ  იმალება პირველი სირთულე - დამწყები დიზაინერები ხშირად ზედმეტად ცდილობენ სხვების მიბაძვას. მათ ჰგონიათ, რომ წარმატება მოდის მაშინ, როცა შენი ნამუშევარს ჰგავს ათას სხვა დიზაინს Behance-ზე. სინამდვილეში კი პირიქითაა: სწორედ ინდივიდუალური ხედვა გხდით განსხვავებულს.

 პირველი შეცდომა  ყველაფრის ერთ სტილში შესრულებაა, რაც არ აჩენს პირად ხელწერას. დიზაინი შენი აზროვნების გამოხატვაა, ამიტომ ნუ შეგეშინდება ექსპერიმენტების. მეორე შეცდომა  ტექნიკური ცოდნის უგულებელყოფა. ხშირად დამწყებები ყურადღებას ამახვილებენ მხოლოდ ვიზუალურ ეფექტზე და ავიწყდებათ ფუნდამენტური წესები - ფერთა თეორია, შრიფტოლოგია, ბალანსი, ფორმატი. სწორედ ტექნიკური ცოდნა განაპირობებს, რომ იდეა სწორად გადაიცეს ეკრანზე.

თუ გინდა, შენი იდეები მხოლოდ ესკიზებად არ დარჩეს და რეალურ შედეგებად აქციო, დაიწყე სწავლა IT აკადემია Step-ის გრაფიკული დიზაინის კურსზე. აქ პრაქტიკით სწავლობ აზროვნებას, და აზროვნებით ქმნი შედეგს.

მოითხოვე კონსულტაცია

მომხმარებლის საჭიროება, პორტფოლიო და განვითარების პროცესის შეცდომები

დიზაინი იქმნება ადამიანებისთვის და ეს არის მესამე შეცდომა, რასაც ბევრი დამწყები ვერ აცნობიერებს - ბრიფის უგულებელყოფა. თუ არ უსმენ მომხმარებელს, ვერ იგებ მის მიზანს და ვერ ირჩევ სწორ მიმართულებას -  შედეგად, პროექტი კარგავს თავის არსს და მიზანს. კარგი დიზაინერი უნდა იყოს კარგი კომუნიკატორიც - უნდა იცოდეს კითხვა, მოსმენა და საჭიროების სწორად აღქმა. მეოთხე შეცდომაა არასისტემური პორტფოლიო. დამწყებები ხშირად აგროვებენ ყველაფერს ერთად - პოსტერებს, ლოგოებს, ექსპერიმენტებს - და არ აჩვენებენ პროგრესს. მაგრამ პორტფოლიო არ არის უბრალოდ ნამუშევრების კოლექცია, ესაა შენი პროფესიული ისტორია. აჩვენე, როგორ იზრდები, როგორ აზროვნებ და როგორ გადაჭრი ამოცანებს.

და ბოლოს, მეხუთე შეცდომა - განვითარების პროცესის შეჩერება. დიზაინის სფერო სწრაფად იცვლება, ყოველდღე ჩნდება ახალი ინსტრუმენტები და ტენდენციები. ვინც სწავლას ყოველდღიურ ჩვევად აქცევს, ის ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ დგას.

📖 წაიკითხე დამატებით: ეფრინალნსერი დიზაინერის კარიერა: რა უნდა იცოდე?

მოითხოვე კონსულტაცია

პროფესიული ხედვა

დამწყები დიზაინერის გზა შეიძლება სავსე იყოს შეცდომებით, მაგრამ თითოეული მათგანი გამოცდილებად იქცევა, თუ სწორად მიუდგები.
მთავარია, ისწავლო საკუთარი მუშაობის ანალიზი და არასოდეს შეწყვიტო განვითარება. ახალი პროგრამები, ახალი სტილები და ახალი იდეები ქმნის იმ დიზაინერს, რომელსაც ბაზარი ეძებს.

გახსოვდეს, სტეპში სწავლის ყველა ნაბიჯი დაგეგმილია. განვითარდი და განავითარე შენი მომავლის კარიერა

დაგვიკავშირდი:

  • ქ. თბილისი // ალ. ყაზბეგის გამზ. N34/34ბ // ☎️ +995 (32) 215-55-51
  • ქ. თელავი // ი. ჭავჭავაძის მოედანი N4 // ☎️ +995 577 538 549

გამოგვყევი სოციალურ ქსელებში, გამოიწერე გვერდი:

Facebook // Instagram // Linkedin // behance // TikTok // YouTube



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ზრდასრულთათვის

სამსახური გაქვს, მაგრამ ვეღარ ვითარდები - როდის არის პროფესიის შეცვლის დრო

სამსახური გაქვს, მაგრამ გრძნობ, რომ ერთ ადგილზე გაჩერდი? გაეცანი, როგორ განასხვავო სამუშაო გარემოთი უკმაყოფილება პროფესიის შეცვლის სურვილისგან, როგორ შეამოწმო ახალი მიმართულების მიმართ ინტერესი და როგორ დაგეგმო სწავლა არსებული სამსახურის პარალელურად.

როცა სამსახურში ყველაფერი ნაცნობია და ახალი აღარაფერი გხვდება დილით სამსახურში მიდიხარ, დავალებებს ასრულებ, დღის ბოლოს კი გრჩება განცდა, რომ კიდევ ერთი დღე გავიდა და ახალი არაფერი გისწავლია. იცი, როგორ მოაგვარო ყოველდღიური საკითხები, კოლეგებიც შენს გამოცდილებას ენდობიან, მაგრამ ის, რაც ადრე გამოწვევა იყო, ახლა ავტომატურ მოქმედებად იქცა. სტაბილურობა სასიამოვნოა, თუმცა შáƒ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

როგორ დაიწყო კარიერა IT-ში ნულიდან, გამოცდილების გარეშე?

გაიგე, როგორ შეგიძლია დაიწყო კარიერა IT სფეროში ნულიდან და რა ეტაპები უნდა გაიარო სწორი მიმართულების შესარჩევად, პრაქტიკული პორტფოლიოს შესაქმნელად და სასურველ პოზიციაზე დასასაქმებლად გამოცდილების გარეშე.

მიმართულების შერჩევა და პირველი ნაბიჯები ტექნოლოგიურ სამყაროში ტექნოლოგიური სფერო დღეს ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურ, მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად მიმართულებად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ IT ინდუსტრია ბევრისთვის მიმზიდველია, დამწყებების უმრავლესობას ერთი და იგივე კითხვა აწუხებს: „როგორ დავიწყო, როდესაც არც ტექნიკური განათლება მაქვს და არც სამუშაო გამოცდილება?“ სინამ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

ახალი პროფესიის სწავლა სამსახურთან ერთად - რამდენად რეალურია?

გაიგე, რამდენად რეალურია ახალი პროფესიის ათვისება სრულ განაკვეთზე მუშაობის პარალელურად და აღმოაჩინე დროის მენეჯმენტის ეფექტური სტრატეგიები წარმატებული კარიერული ცვლილებისთვის.

პროფესიული ზრდის გამოწვევები და სწორი დაგეგმვა დღევანდელ სწრაფად ცვალებად სამყაროში ახალი პროფესიის ათვისება და კარიერული ცვლილება ბევრისთვის პრიორიტეტული ამოცანაა. თუმცა, მთავარი გამოწვევა, რომელიც ადამიანების უმრავლესობას აჩერებს, არსებულ სამსახურსა და ყოველდღიურ რუტინასთან სწავლის შეთავსებაა. ხშირად ჩნდება კითხვა: რეალურია თუ არა სრულფასოვანი პროფესიის შესწა

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რატომ ვერ პოულობ უკეთეს სამსახურს, მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილება გაქვს

აღმოაჩინე ის ფარული ბარიერები, რომლებიც ხელს გიშლის კარიერულ ზრდაში და შეიტყვე, როგორ უნდა აქციო არსებული პროფესიული გამოცდილება ახალ შესაძლებლობებად.

სავარაუდო გამოცდილების პარადოქსი: რატომ ჩერდები ერთ ადგილას? ხშირად გვგონია, რომ რაც მეტი წელი გადის ჩვენს პროფესიულ ცხოვრებაში, მით უფრო მარტივი უნდა იყოს სასურველი ვაკანსიის პოვნა და უკეთეს პოზიციაზე გადასვლა. თუმცა, რეალობა სრულიად სხვანაირია: გამოცდილმა პროფესიონალებმაც კი შესაძლოა თვეების განმავლობაში ვერ შეძლონ სასურველი შედეგების მიღწევა. პრობლემა იმაშია, რომ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა