IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

ტექნოლოგიური მიღწევები პანდემიის პირობებში

02.02.2021

1229 დათვალიერება

ტექნოლოგიების დახმარებით, 1 წელში შექმნილი ვაქცინით დაწყებული, მიღწევები პანდემიის პირობებში საკმაოდ შთამბეჭდავია, ყოველ მათგანზე ვერც ვისაუბრებთ. მაგრამ არის რამდენიმე, რომელიც რეალობას შეცვლის და გრძელვადიანი ეფექტი ექნება ჩვენს ცხოვრებაზე

 

M1 ჩიპი
2020 წელს ბაზარზე ბევრი ახალი კომპიუტერი გამოჩნდა. თუმცა არცერთი იყო ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც Apple-ის ახალი დივაისები M1 ჩიპით. ადამიანები ვერ მალავენ აღფრთოვანებას იმის წარმოდგენისას, როგორი იქნება M1-ს მომდევნო ვერსიები.

 

ათწლეულების განმავლობაში, მიკროჩიპების დომინანტი მწარმოებელი Intel-ი იყო. Apple-ს შემდეგ, როგორც ჩანს, Intel მალე Microsoft-ს, როგორც ბიზნესს ასევე დაკარგავს და სავარაუდოდ, ჩიპების წარმოებლებშიც საკმაოდ დიდი გადათამაშება მოხდება.

 

Xiaomi-ს ახალი უსადენო დამტენი
ახალი უსადენო დამუხტვის ტექნოლოგია Mi Air Charge ტექნიკას რამდენიმე მეტრის რადიუსში მუხტავს. კომპანიის განცხადებით, ახალ უსადენო დამტენს ერთდროულად რამდენიმე მოწყობილობის დამუხტვის შესაძლებლობა ექნება, ხოლო ფიზიკური ბარიერები ამას ხელს ვერ შეუშლის.

 

უსადენო დისტანციური დამტენის სიმძლავრე 5 ვტ-ს აღწევს და იგი შემდეგი პრინციპით მუშაობს: დამტენი აღჭურვილია 5 ანტენით, რომლებიც მოწყობილობის ზუსტ მდებარეობას ადგენენ. მილიმეტრიანი დიაპაზონის ტალღები პირდაპირ მოწყობილობისკენ გაიგზავნება. რა თქმა უნდა, მიმღებ მოწყობილობას ამისთვის შესაბამისი მიმღები უნდა ქონდეს. ბადისებრი მიმღები 14 ანტენისგან შედგება, რომელიც მილიმეტრიანი დიაპაზონის სიგნალს ენერგიად გარდაქმნის

 

ტრანსლაციის სერვისები

  • ვიდეო სტრიმინგი - 2020-ში იყო ჰიტი. ვიცით რომ Netflix თითქმის ათწლეულია ამ სფეროში ლიდერობს, თუმცა წელს ბაზარზე მნიშვნელოვანი მოთამაშეების რიცხვი გასამმაგდა. ტექნიკურად Apple TV+ და Disney+ ჩაეშვა 2019-ის ბოლოს, თუმცა ეს უკანასკნელი 2020-ში 85 მილიონზე მეტი გამომწერით გაიზარდა. მათ მილიონობით სახლში გამოკეტილი ადამიანის დახმარების პარალელურად სფეროს განვითარების მომავალი ხუთი წლის პერსპექტივაც გვიჩვენეს.
  • ციფრული ღონისძიებები - 2020 წელს ყველაფერი, კონფერენციებით დაწყებული და პროდუქტის წარდგენით დასრულებული, ვირტუალური იყო და იცვლებოდა წარმატების ხარისხის მიხედვით. ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, რომ ონლაინ ვერსია ათასობით ადამიანის ერთ ქალაქში გადაფრენასა და მათ ერთ სივრცეში მოქცევაზე უკეთესი გზა იყო. თუმცა სხვა შემთხვევებში, კომპანიებმა მომხმარებლებთან პანდემიამდელი მიდგომა ონლაინ ფორმატებს მოარგეს. მიუხედავად ცხოვრების ნორმალურ რიტმში დაბრუნებისა, ფაქტია, რომ ონლაინ ღონისძიებები ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად დარჩება.
  • Zoom შეხვედრები - კონკურენციის მიუხედავად, ადამიანებისთვის Zoom გამოსაყენებლად ყველაზე მარტივი აპლიკაცია აღმოჩნდა. შედეგად, ის გახდა ადგილი, სადაც გადაინაცვლა ყოველდღიურმა მოვლენებმა: დაწყებული ბიზნეს შეხვედრებიდან, დასრულებული ფიზ-კულტურის გაკვეთილებით, ვირტუალური სკოლითა და სააღდგომო შეკრებებით.

 

           → დარეგისტრირდი ახლავე!

 

დასაკეცი მოწყობილობები
დასაკეცი მოწყობილობები ამ შვიდეულში პოპულარობის გამო არ მოხვედრილა. Samsung-ის Z Fold 2-მა და Microsoft Duo-მ, მსოფლიოს კონცეპტი აჩვენეს, იმის, როგორიც შეიძლება იყოს ჩვენი მობილური ტელეფონები მომავალში.

 

 

რეგულაცია
Google და Facebook ჩართულები იყვნენ სასამართლო პროცესებში ამერიკის მთავრობასთან. მათ მოუწიათ კონკრესის წინაშე გამოცხადება და კრიტიკულ კითხვებზე პასუხის გაცემა, ან უფრო ხშირ შემთხვევაში – პასუხებისგან თავის არიდება.

 

ჯო ბაიდენის გუნდის გამარჯვების შემდეგ, თითქმის აბსოლუტური დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ტექნოლოგიური კომპანიების რეგულაციებზე შეხვედრები გაგრძელდება და ეს შეხვედრები, ბევრად უფრო უსიამოვნო გახდება ტექ გიგანტებისთვის, ვიდრე ეს აქამდე იყო.

 

კონფიდენციალურობა
2020 წელს ადამიანებმა ნათლად დაინახეს, თუ როგორ გამოიყენება მათი პერსონალური ინფორმაცია ტექნოლოგიური კომპანიების მიერ. ამის საპასუხოდ, Apple-მა წარადგინა ცვლილებების მთელი სერია iOS 14-ში, რაც ნიშნავს მომხმარებლებისთვის მათი კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემის შესახებ არჩევანის მიცემას. ეს ცვლილებები განხორციელდება მომავალი რამდენიმე თვის განმავლობაში და აიძულებს რეკლამის განმთავსებლებს შეიმუშაონ ახალი გზები თავიანთ მომხმარებლებლამდე მისაღწევად. ეს ცვლილება სხვა ბევრი კომპანიის გარდა საკმაოდ მტკივნეულად ეხება Facebook-ს.

 

5G
ყველას უკვე ბევრი გვსმენია 5G-ს შესახებ. განსაკუთრებით, iPhone 12-ის გამოსვლის შემდეგ. ჯერ-ჯერობით ერთადერთი გამოცდილება, რომელიც ადამიანებს 5G-სთან აქვთ არის პატარა აიქონი მათ სმარტფონებზე სიგნალის მაჩვენებლის გვერდით. მიუხედავად ამისა მათ სჯერათ, რომ 5G მათ ცხოვრებას შეცვლის. ეს 2020-ში წელს არ მომხდარა, მაგრამ ფაქტია, რომ მწარმოებლებმა აქტიურად დაიწყეს 5G-ს ყველა მოწყობილობაში ჩატვირთვა.

 

შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ზრდასრულთათვის

სამსახური გაქვს, მაგრამ ვეღარ ვითარდები - როდის არის პროფესიის შეცვლის დრო

სამსახური გაქვს, მაგრამ გრძნობ, რომ ერთ ადგილზე გაჩერდი? გაეცანი, როგორ განასხვავო სამუშაო გარემოთი უკმაყოფილება პროფესიის შეცვლის სურვილისგან, როგორ შეამოწმო ახალი მიმართულების მიმართ ინტერესი და როგორ დაგეგმო სწავლა არსებული სამსახურის პარალელურად.

როცა სამსახურში ყველაფერი ნაცნობია და ახალი აღარაფერი გხვდება დილით სამსახურში მიდიხარ, დავალებებს ასრულებ, დღის ბოლოს კი გრჩება განცდა, რომ კიდევ ერთი დღე გავიდა და ახალი არაფერი გისწავლია. იცი, როგორ მოაგვარო ყოველდღიური საკითხები, კოლეგებიც შენს გამოცდილებას ენდობიან, მაგრამ ის, რაც ადრე გამოწვევა იყო, ახლა ავტომატურ მოქმედებად იქცა. სტაბილურობა სასიამოვნოა, თუმცა შáƒ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

როგორ დაიწყო კარიერა IT-ში ნულიდან, გამოცდილების გარეშე?

გაიგე, როგორ შეგიძლია დაიწყო კარიერა IT სფეროში ნულიდან და რა ეტაპები უნდა გაიარო სწორი მიმართულების შესარჩევად, პრაქტიკული პორტფოლიოს შესაქმნელად და სასურველ პოზიციაზე დასასაქმებლად გამოცდილების გარეშე.

მიმართულების შერჩევა და პირველი ნაბიჯები ტექნოლოგიურ სამყაროში ტექნოლოგიური სფერო დღეს ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურ, მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად მიმართულებად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ IT ინდუსტრია ბევრისთვის მიმზიდველია, დამწყებების უმრავლესობას ერთი და იგივე კითხვა აწუხებს: „როგორ დავიწყო, როდესაც არც ტექნიკური განათლება მაქვს და არც სამუშაო გამოცდილება?“ სინამ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

ახალი პროფესიის სწავლა სამსახურთან ერთად - რამდენად რეალურია?

გაიგე, რამდენად რეალურია ახალი პროფესიის ათვისება სრულ განაკვეთზე მუშაობის პარალელურად და აღმოაჩინე დროის მენეჯმენტის ეფექტური სტრატეგიები წარმატებული კარიერული ცვლილებისთვის.

პროფესიული ზრდის გამოწვევები და სწორი დაგეგმვა დღევანდელ სწრაფად ცვალებად სამყაროში ახალი პროფესიის ათვისება და კარიერული ცვლილება ბევრისთვის პრიორიტეტული ამოცანაა. თუმცა, მთავარი გამოწვევა, რომელიც ადამიანების უმრავლესობას აჩერებს, არსებულ სამსახურსა და ყოველდღიურ რუტინასთან სწავლის შეთავსებაა. ხშირად ჩნდება კითხვა: რეალურია თუ არა სრულფასოვანი პროფესიის შესწა

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რატომ ვერ პოულობ უკეთეს სამსახურს, მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილება გაქვს

აღმოაჩინე ის ფარული ბარიერები, რომლებიც ხელს გიშლის კარიერულ ზრდაში და შეიტყვე, როგორ უნდა აქციო არსებული პროფესიული გამოცდილება ახალ შესაძლებლობებად.

სავარაუდო გამოცდილების პარადოქსი: რატომ ჩერდები ერთ ადგილას? ხშირად გვგონია, რომ რაც მეტი წელი გადის ჩვენს პროფესიულ ცხოვრებაში, მით უფრო მარტივი უნდა იყოს სასურველი ვაკანსიის პოვნა და უკეთეს პოზიციაზე გადასვლა. თუმცა, რეალობა სრულიად სხვანაირია: გამოცდილმა პროფესიონალებმაც კი შესაძლოა თვეების განმავლობაში ვერ შეძლონ სასურველი შედეგების მიღწევა. პრობლემა იმაშია, რომ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა