IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

რას გულისხმობს მოქნილი უნარები (Soft Skills)?

05.02.2021

2112 დათვალიერება

მოქნილი უნარების განმარტება და მაგალითები

მოქნილი უნარები არის არატექნიკური უნარები, რომლებიც უკავშირდება იმას, თუ როგორ მუშაობთ. მათ შორის, როგორ ურთიერთობთ კოლეგებთან, როგორ აგვარებთ პრობლემებს და როგორ მართავთ თქვენს საქმეს.

რას გულისხმობს მოქნილი უნარები?

 

მოქნილი უნარები უკავშირდება იმას, თუ როგორ მუშაობთ, მოიცავს ინტერპერსონალურ (ადამიანებთან ურთიერთობის) უნარებს, კომუნიკაციისა და მოსმენის უნარებს, დროის მართვას და ემპათიას და სხვას.

დამსაქმებლები, როგორც წესი, ეძებენ მოქნილი უნარების მქონე კანდიდატებს, რადგან ისინი უფრო მეტ წარმატებას აღწევენ სამუშაო ადგილზე. ზოგიერთს შესაძლოა ჰქონდეს შესანიშნავი ტექნიკური, სამუშაოსთვის სპეციფიური უნარები, თუმცა თუ მათ არ შეუძლიათ დროის მართვა ან გუნდში მუშაობა, ეს  ყველაზე დიდი ხელისშემშლელი ფაქტორი გახდება სამსახურში წარმატების მიღწევაში.

 

როგორ მუშაობს მოქნილი უნარები

 

მოქნილი უნარები ძალიან მნიშვნელოვანია დამსაქმებელთა უმრავლესობის წარმატებისთვის, ვინაიდან თითქმის ყველა სამუშაო მოითხოვს, თანამშრომლებს შორის ჯანსაღ გარემოს, გუნდურობას და გამართულ  კომუნიკაციას.

კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ ეძებენ  დამსაქმებლები მოქნილი უნარების მქონე კანდიდატებს არის ის, რომ მოქნილი უნარები არის გადაცემადი უნარები (transferable skills), რომელთა გამოყენება შესაძლებელია დასაქმებულის სამუშაო პოზიციის მიუხედავად, რაც მათ ადაპტირებად და მულტიფუნქციურ თანამშრომლებად აქცევს.

მაგალითისთვის მოვიყვანთ  პროფესიებს, რომლებიც სერვისულ მომსახურებაზე არიან ორიენტირებული, ისინი უშუალო კონტაქტში შედიან მომხმარებლებთან, მათ უნდა შეძლონ მომხმარებლის მოსმენა და შემდეგ შესაბამისი თავაზიანი მომსახურების გაწევა, რისთვისაც მათ სჭირდებათ მთელი რიგი მოქნილი უნარების, რომლებიც  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი წარმატებისთვის.

 

მოქნილი უნარების ტიპები

 

მოქნილი უნარები მოიცავს პიროვნულ თვისებებს და კომუნიკაციის შესაძლებლობებს, რომლებიც საჭიროა წარმატების მისაღწევად სამსახურში. ძირითადად მოქნილი უნარები ახასიათებს იმას, თუ როგორ ურთიერთქმედებს ადამიანი სხვებთან.

მოქნილი უნარები მოიცავს შემდეგს:

  • კრიტიკული აზროვნება (Critical Thinking)
  • ანალიტიკური უნარები (Analytical Skills)
  • ადაპტირებადობა (Adaptability) 
  • კომუნიკაცია (Communication)
  • კრეატიული აზროვნება (Creative thinking)
  • საიმედოობა (Dependability)
  • სამუშაო ეთიკა (Work ethic)
  • გუნდური მუშაობა (Teamwork)
  • პოზიტიურობა (Positivity)
  • დროის მართვა (Time Management)
  • მოტივაცია  (Motivation)
  • პრობლემის გადაჭრა  (Problem-solving )
  • კრიტიკული აზროვნება (Critical Thinking)
  • კონფლიქტის გადაწყვეტა (Conflict Resolution)

 

როგორ შევიძინოთ მოქნილი უნარები

 

მყარი უნარებისგან განსხვავებით, რომლებიც ისწავლება, მოქნილი უნარები ემოციებს ან გამჭრიახობას ჰგავს, რაც ხალხს სხვების „წაკითხვის“ საშუალებას აძლევს. ამის სწავლა გაცილებით რთულია, ყოველ შემთხვევაში, ტრადიციულ საკლასო ოთახში. ასევე გაცილებით რთულია მათი გაზომვა და შეფასება.

ამასთან, პროფესიული და პიროვნული უნარების ზოგიერთი ტესტი გვაძლევს საშუალებას გაზომონ მოქნილი უნარები, რაც სამუშაოს მაძიებლებს საშუალებას აძლევთ სწორად ხაზგასმიტ გამოყონ მათი მოქნილი უნარები რეზიუმეში.

თუ უკვე გიმუშავიათ რაღაც პერიოდი, დიდი შანსია იმისა, რომ უკვე განავითარეთ კონკრეტული მოქნილი უნარები. მაგალითად, თუ საცალო ვაჭრობის ბიზნესში გიმუშავიათ, მაშინ გუნდურ გარემოში მუშაობდით. თუ უკმაყოფილო მომხმარებლებს დახმარებიხართ პრობლემის მოგვარებაში, მაშინ გამოგიყენებიათ კონფლიქტის მოგვარების და პრობლემების გადაჭრის უნარები.

თუ ახალი ხართ სამსახურში, იფიქრეთ სხვა საქმიანობებზე, რაც თქვენ გაგიკეთებიათ, სკოლის ან მოხალისეორბივ დონეზე. დიდი შანსია იმისა, რომ გიწარმოებიათ კომუნიკაცია, მოგიხდენიათ ცვლილებებთან ადაპტაცია და გადაგიჭრიათ პრობლემები.

  • თქვენ ასევე შეგიძლიათ იფიქროთ მოქნილ უნარებზე, რომელთა განვითარებაც გჭირდებათ. მაგალითად, ნაცვლად იმისა, რომ უბრალოდ განიხილოთ პრობლემები თქვენს მენეჯერთან, შესთავაზეთ ამ პრობლემების გადაჭრის გზები.
  • თუ ხედავთ, რომ თქვენი კოლეგა წვალობს რაიმე საქმეში, შესთავაზეთ თანამონაწილეობა და დახმარება.
  • თუ არსებობს პროცესი, რამაც შეიძლება გააუმჯობესოს თქვენი სამუშაო ადგილი, შესთავაზეთ იგი თქვენს მენეჯერს.

ასეთი საქციელი დამსაქმებელს დაანახებს თქვენს მოქნილ უნარებს.

გასაუბრების გავლისას HR მენეჯერების  როგორც წესი, პირდაპირ არ გეკითხებიან, გაქვთ თუ არა მოქნილი უნარები. ამის ნაცვლად, ისინი წარმოადგენენ სიტუაციებს და გეკითხებიან, რას გააკეთებდით ამ სიტუაციებში იმის შესაფასებლად, გაქვთ თუ არა მოქნილი უნარები.

 

შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100 ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge

 



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

რომელი პროფესიული უნარები იქნება ყველაზე მოთხოვნადი 2026-2030 წლებში

გაიგეთ, როგორ იცვლება გლობალური დასაქმების ბაზარი და რომელი უნარები დაგეხმარებათ კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებაში. გაეცანით 4 მთავარ მიმართულებას - ციფრული კომპეტენციებიდან ემოციურ ინტელექტამდე - რაც მომდევნო 5 წლის განმავლობაში თქვენი კარიერული წარმატების გარანტი იქნება.

დასაქმების ბაზარი მთელ მსოფლიოში უპრეცედენტო სისწრაფით იცვლება. ტექნოლოგიური პროგრესი, ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია და დისტანციური მუშაობის შესაძლებლობები პირდაპირ ცვლის მოთხოვნებს კანდიდატების მიმართ. თუ ადრე პროფესიული ცოდნა და გამოცდილება საკმარისი იყო, დღეს წარმატებისთვის აუცილებელია უნარების ისეთი კომბინაცია, რომელიც ტექნოლოგიურ კომპეტენციას ადამიანურ

ШАГ логотип

IT აკადემია STEP ახალ კურსს იწყებს – AI ინჟინერია Python-ის გამოყენებით

ტექნოლოგიური ინდუსტრია სწრაფად იცვლება და ხელოვნური ინტელექტი უკვე ბიზნესის, განათლებისა და ტექნოლოგიების მთავარ მამოძრავებელ ძალად იქცა. სწორედ ამ ტრენდზე პასუხად, IT აკადემია STEP იწყებს ახალ, თანამედროვე პროგრამას – AI ინჟინერია Python-ის გამოყენებით, რომელიც სტუდენტებს საშუალებას მისცემს, ნულიდან ისწავლონ დღეს მსოფლიო ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი ტექნოლოგიები.

ტექნოლოგიური ინდუსტრია სწრაფად იცვლება და ხელოვნური ინტელექტი უკვე ბიზნესის, განათლებისა და ტექნოლოგიების მთავარ მამოძრავებელ ძალად იქცა. სწორედ ამ ტრენდზე პასუხად, IT აკადემია STEP იწყებს ახალ, თანამედროვე პროგრამას – AI ინჟინერია Python-ის გამოყენებით, რომელიც სტუდენტებს საშუალებას მისცემს, ნულიდან ისწავლონ დღეს მსოფლიო ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი ტექნოლოგიები. კურსის მიზა

ШАГ логотип

ხელოვნური ინტელექტის როლი დასაქმების სფეროში შესაძლებლობები და გამოწვევები

თანამედროვე სამყაროში ხელოვნური ინტელექტი (AI) აღარ არის მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკა, ის აქტიურად ცვლის შრომის ბაზარს, ქმნის ახალ პროფესიებს და გარდაქმნის არსებულ სამუშაო პროცესებს. გაეცანი, თუ რა შესაძლებლობებს უხსნის AI დასაქმებულებს, რა გამოწვევების წინაშე აყენებს მათ და როგორ უნდა მოვემზადო მომავლის კარიერისთვის, სადაც ტექნოლოგია და ადამიანი ერთად მუშაობენ.

ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია სამუშაო ადგილებზე რევოლუციურ ცვლილებებს იწვევს. ავტომატიზაცია საშუალებას აძლევს კომპანიებს, ოპტიმიზაცია გაუკეთონ რუტინულ დავალებებს, რაც თანამშრომლებს უფრო კრეატიული და სტრატეგიული საკითხების გადაჭრისთვის ათავისუფლებს. ამ პროცესში კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება შესაბამისი ცოდნის შეძენა.  IT აკადემია Step-ის AI – ხელოვნური ინტელექტის ინ

ШАГ логотип

AI

პროფესიები რომლებიც გაქრება (გადაშენების პირას) რა გავლენას ახდენს AI და ავტომატიზაცია?

გაიგე, რომელი პროფესიები დგას გადაშენების პირას AI-სა და ავტომატიზაციის ეპოქაში. ტექნოლოგიური გავლენა შრომის ბაზარზე გარდაუვალია, ამიტომ მნიშვნელოვანია იმ სფეროების ცოდნა, რომლებსაც ჩანაცვლება ემუქრებათ. აღმოაჩინე გზები, რომლებიც მომავლის კარიერის შენარჩუნებასა და განვითარებაში დაგეხმარება.

ციფრული ერა და შრომის ბაზრის ტრანსფორმაცია თანამედროვე სამყაროში ხელოვნური ინტელექტი (AI) და ავტომატიზაცია აღარ არის მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკის ნაწილი. ისინი ჩვენი ყოველდღიური სამუშაო გარემოს განუყოფელი ელემენტები გახდნენ. ტექნოლოგიური პროგრესი რადიკალურად ცვლის შრომის ბაზარს, რაც გარკვეული ტრადიციული პროფესიების გაქრობას ან მათ სრულ ტრანსფორმაციას იწვევს. პროც

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა