IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

თბილისი
ШАГ логотип

ტექნოლოგიები, რომელიც ათწლეულების განმავლობაში იქმნებოდა და ნვითარდებოდა

05.07.2020

670 დათვალიერება

XXI-ე საუკუნე თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე წარმოუდგენელია, ტექნოლოგიები ხომ კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი ნახტომი და მიღწევაა. რომელიც ადამიანს აძლევს შესაძლებლობას, ნებისმიერი საქმე გააკეთოს უფრო სწრაფად და მარტივად, უფრო დახვეწილი გახადოს მისი შემოქმედებითობა და მუდმივად სიახლეების ძიებაში იყოს ჩართული

 

თუმცა, ბევრს ჰგონია, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები დღევანდელი ეპოქის შედეგია. სინამდვილეში ის რაც დღეს ჩვენი ეპოქის მიღწევებად ითვლება  დიდი ხნის წინ, ათწლეულების  განმავლობაში იქმნებოდა და ნვითარდებოდა

 

  • ციფრული მარკეტინგი - 1896. გილიელმო მარკონი ის ადამიანია, ვინც პირველმა შეძლო "უკაბელო სიგნალის გადაცემა", პირველი ტრანსლიაცია 1907 წელს გაიმართა, NY მეტროპოლიტენ ოპერის სახლის ერთერთი საოპერო სპექტაკლიდან, აქ დაიწყო სპექტაკლების რადიო რეკლამირება, მოიქოქა რა ციფრული მარკეტინგი, ოპერამ გადაფარა ყველაფერი, წლების მანძილზე ყოველი სპეკტაკლის ყველა ბილეთი იქნა გაყიდული
  • კონტაქტური ლინზა - 1887.  პირველი კონტაქტური ლინზები ადამიანის მთელ თვალს ფარავდა და მათ „სკლერულ ლინზებს“ უწოდებდნენ. იგი ხელოვნური თვალების მწარმოებელმა კომპანიამ, F.A. Mueller-მა გამოიგონა.
  • პირველი ავტომობილი - 1885.  პირველი ავტომობილის შემქმნელად კარლ ბენცი ითვლება, თუმცა, პირველი თვითმავალი თრანსპორტი აღნიშნულ თარიღამდე 100 წლით ადრე არსებობდა. აღსანიშნავია, რომ ბენცის მოდელისგან განსხვავებით , იმ დროისათვის შექმნილი ყველა მოდელი ორთქლის საშუალებით მოძრაობდა.
  • ვაქცინა - 1796. ედვარდ ჯენერმა პირველი ეფექტური ვაქცინა მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს შექმნა. ეს იყო ვაქცინის მარტივი ვერსია, რომელიც მან ყვავილის წინააღმდეგ გამოიყენა.
  • ელემენტი - 1800. 20 მარტს Volta-ს ელემენტებს 216 წელი შეუსრულდება. გამომგონებელი იტალიელი ალესანდრო ვოლტია. ძველად,  გავრცელებული იყო მოსაზრება, რომ ელექტროენერგიის გამტარობისათვის ცოცხალი ორგანიზმია აუცილებელი. სწორედ ამ თეორიის საპასუხოდ, ვოლტამ თავის მოწყობილობას „ხელოვნური ელექტრო ორგანო“ შეარქვა. მან მოწყობილობის შექმნისას რკინის დისკები და მარილწყალში გაჟღენთილი ქსოვილი გამოიყენა, რადგან ისინი ელექტროენერგიას ატარებდნენ.
  • მიკროფონი - 1876. მას შემდეგ, რაც ალექსანდრე ბელიმ ტელეფონი აჩუქა კაცობრიობას, გერმანელმა კლერკმა, ემილი ბერლინერმა შეამჩნია, რომ მოწყობილობის ხმის გადამცემი საკმაოდ სუსტი იყო. ბერლინერს ელექტროენერგიის ელემენტარული ცოდნა გააჩნდა, მან მუშაობა დაიყო გადამცემზე, რომელმაც ბელის მიერ გამოგონებულ მოდელზე ხმა გააძლიერა. ბელის კომპანია, American Bell Telephone Company აღფრთოვანდა ბერლინერის გამოგონებით და იგი ლაბორატორიაში ასისტენტადაც აიყვანა. მიკროფონი კი ბელის ტელეფონებს შეემატა.
  • ჭურჭლის სარეცხი მანქანა -1886.  შობის დღესასწაულის შემდეგ, ჯოზეფინ გარის ჯოჩრანმა თავისი გამოგონების დაპატენტების მიზნით, აშშ-ს საპატენტო ოფისს მიმართა,  გამოგონება ასე გამოიყურებოდა: მოწყობილობას ბევრი ჭურჭლისა და თასის ზომის მავთულებით დამზადებული კუპე აქვს,  რომელსაც მბრუნავი ბორბალი ცხელ და საპნიან წყალს ასხამს.მალე მისი პარტნიორი კომპანია Kitchenaid გახდა.
  • ესკალატორი - 1891. ნიუ-იორკელი გამომგონებლის, ჯესი რენოს წყალობით, ადამიანებმა კიბეების მექანიზაცია მე-20 საუკუნემდე დაიწყეს. რენოს პირველი მოდელი Old Iron Pier-ში კონის კუნძულებზე დამონტაჟდა. გამოგონებამ მალე ინდუსტრიული რევოლუციის მაღაროელებსა და მუშებში დიდი მოწონება დაიმსახურა- სულ ცოტა ხანში, მუშები მუშაობისას ნაკლებ ენერგიას ხარჯავდნენ მოძრავი კიბეების დახმარებით
  • ავტომობილის რადიო - 1919. რადიოების ნიუ იურკელმა მწარმოებელმა  გრებმა მანქანის რადიოს პირველი ვერსია გამოიგონა, როელიც 1920-იანი წლების შემდეგ ავტომანქანის განუყოფელ ნაწილად იქცა. გრების გამოგონება შედგებოდა უკანა სავარძელზე დამონტაჟებული ვაკუუმის მილებისგან, რომელსაც პატარა ძრავი ამუშავებდა და ცალკეული ელემენტებისგან, რომლებიც რადიოს ამუშავებდნენ.
  • ხელოვნური გული - 1961 წელი. 1961 წელს ექიმ ჰენრი ჰეიმლიჩის დახმარებიით, კომიკოსმა და ხმის იმიტატორმა პოლ ვინჩელმა ხელოვნური გულის პატენტი წარადგინა.მოწყობილობა შედგებოდა მცირე ბატარეისგან რომელიც სხეულის გარეთ მაგრდება და აკონტროლებდა სისხლის მომოქცევას. ვინჩელის დიზაინი 2 წლის შემდეგ აღიარეს. 1982 წელს ექიმმა რობერტ ჯავრიკმა ადამიანს ხელოვნური გული წარმატებით გადაუნერგა.
  • დრონი - 1964. პირველი უპილოტო საჰაერო ხომალდი სახელად Lockheed D-21B იყო. საჰაერო ხომალდმა 1969 და 1971 წლებში, ჩინეთის გარშემო საჰაერო სადაზვერვო მისია ჩაატარა. თუმცა,  მისი სამხედრო მიზნებისთვის გამოყენება შეჩერდა ავარიული დაშვებების მაღალი მაჩვენებლის გამო. მაგრამ პრეზიდენტმა ნიქსონმა ჭკვიანი თანამგზავრი ფოტოების გადასაღებ მექანიზმად გამოიყენა.
  • ინტერნეტი - 1969. 29 ოქტომბერს UCLA-ის ინჟინრებმა ახლად შექმნილი ქსელის, ARPANET-ის საშუალებით სტენფორდის სამეცნიერო ინსტიტუტში სიტყვა “LOG” გააგზავნა. ეს იყო პრიმიტიული ქსელური სისტემა, რომელიც ინტერნეტის შექმნას დაედო საფუძვლად.
  • მობლური ტელეფონი - 1973. პირველი მობილური ტელეფონი Motorola-მ შექმნა, მისი გამომგონებელი კი მარტინ კუპერი იყო. მოწყობილობა მომხმარებელს მხოლოდ 30 წამიანი სატელეფონო ზარის გაკეთების საშუალებას აძლევდა, მის დასატენად კი 10 საათი იყო საჭირო. მისი წონა დაახლოებით 2.5 კგიყო.
  • GPS – 1978.  Navastar1-ის სახელით ცნობილმა სატელიტმა ჩაუყარა საფუძველი ახალი კავშირგაბმულობის ეპოქას. 1978 წლის გაშვების წყალობით, დღეს ჩვენს მობილურ მოწყობილობაზე ჩვენი გადაადგილების რუქაზე ნახვა შეგვიძლია.
  • MP3 – 1979. მოწყობილობა IXI, ბრიტანელმა გამომგონებელმა, ჯეინ კრამერმა თავისი ციფრული აუდიო საკრავის სახელით დააპატენტა.ეს მოწყობილობა სიგარეტის კოლოფის ზომის იყო. მას 4 ღილაკიანი სამართავი სისტემა ჰქონდა და მუსიკის მოსმენა მხოლოდ ნახევარი წუთით იყო შესაძლებელი.

 

IT Academy STEP – მსოფლიო ბრენდი 82 ფილიალით!


გახდი კვალიფიციური სპეციალისტი და საკუთარი საქმის პროფესიონალი, შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში 

 

თბილისი,

საბურთალო, ალ.ყაზბეგის 34/34



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ზრდასრულთათვის

რატომ ვერ პოულობ უკეთეს სამსახურს, მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილება გაქვს

აღმოაჩინე ის ფარული ბარიერები, რომლებიც ხელს გიშლის კარიერულ ზრდაში და შეიტყვე, როგორ უნდა აქციო არსებული პროფესიული გამოცდილება ახალ შესაძლებლობებად.

სავარაუდო გამოცდილების პარადოქსი: რატომ ჩერდები ერთ ადგილას? ხშირად გვგონია, რომ რაც მეტი წელი გადის ჩვენს პროფესიულ ცხოვრებაში, მით უფრო მარტივი უნდა იყოს სასურველი ვაკანსიის პოვნა და უკეთეს პოზიციაზე გადასვლა. თუმცა, რეალობა სრულიად სხვანაირია: გამოცდილმა პროფესიონალებმაც კი შესაძლოა თვეების განმავლობაში ვერ შეძლონ სასურველი შედეგების მიღწევა. პრობლემა იმაშია, რომ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

5 უნარი, რომელიც 2026 წელს შენს CV-ს რეალურად აძლიერებს

2026 წელს კარგი CV მხოლოდ განათლებისა და გამოცდილების ჩამონათვალი აღარ არის. გაიგე, რომელი 5 უნარი დაგეხმარება კონკურენტულ სამუშაო ბაზარზე საკუთარი შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენაში და რატომ არის ტექნიკური ცოდნა, AI, პრობლემის გადაჭრა, კომუნიკაცია და პრაქტიკული გამოცდილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.

ტექნიკური ცოდნა და AI-ის ეფექტურად გამოყენების უნარი 2026 წელს დამსაქმებლისთვის მხოლოდ ის აღარ არის მნიშვნელოვანი, რა პროფესია გაქვს მითითებული CV-ში. ტექნოლოგიები სწრაფად ცვლის სამუშაო პროცესებს და თითქმის ყველა სფეროში იზრდება მოთხოვნა ადამიანებზე, რომლებსაც შეუძლიათ ციფრული ინსტრუმენტების გამოყენება, ახალი პროგრამების სწრაფად ათვისება და ტექნოლოგიებთან ადაპტირება. გ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

Gap Year საქართველოში: „დაკარგული დრო“ თუ საუკეთესო ინვესტიცია საკუთარ მომავალში?

Gap Year არ არის დროის კარგვა, ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, გაერკვე შენს ინტერესებში, მიიღო პრაქტიკული გამოცდილება და აითვისო ის უნარები, რომლებიც მომავალში წარმატების საფუძველი გახდება.

რატომ არის Gap Year შანსი და არა დროის ფუჭი კარგვა? ალბათ ხშირად გსმენია ფრაზა, რომ Gap Year მხოლოდ "დროის კარგვაა" და აუცილებელია სწავლის გაგრძელება უშუალოდ სკოლის დასრულებისთანავე. სინამდვილეში, Gap Year (შუალედური წელი), არის შეგნებული პაუზა, რომელსაც ახალგაზრდები სკოლის დასრულებისა და უნივერსიტეტში ჩაბარებას შორის იღებენ საკუთარი პოტენციალის გამოსაკვლევად. ეს პერიოდი შენთვის საუკá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

ადამიანური უნარები ციფრულ ეპოქაში რა დაგვიცავს რობოტებთან კონკურენციისგან?

ხელოვნური ინტელექტისა და მასშტაბური რობოტიზაციის ეპოქაში, უნიკალური ადამიანური უნარების როლი შრომის ბაზარზე კიდევ უფრო კრიტიკული და ფასდაუდებელი ხდება. სტატიაში დეტალურად განვიხილავთ, რომელი პიროვნული და ინტელექტუალური თვისებები დაგვიცავს მანქანებთან კონკურენციისგან და როგორ უნდა ვაქციოთ ტექნოლოგიური პროგრესი ჩვენს მთავარ მოკავშირედ კარიერულ წინსვლაში.

ხელოვნური ინტელექტის ტრანსფორმაციული ძალა და ადამიანური ფაქტორი თანამედროვე ციფრულ ეპოქაში, როდესაც ხელოვნური ინტელექტი, მანქანური სწავლება და ავტომატიზაცია წარმოუდგენელი ტემპით ვითარდება, სულ უფრო მეტი ადამიანი უსვამს საკუთარ თავს კითხვას: რა არის ის უნიკალური თვისება, რაც ჩვენ მანქანებზე უპირატესს გვხდის? რობოტებსა და ალგორითმებს შეუძლიათ მილიარდობით მონაცემის

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა