IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

ხელოვნური ინტელექტის სტრატეგი, როგორც სამუშაო პოზიცია

29.02.2020

745 დათვალიერება

ვინ არის ხელოვნური ინტელექტის სტრატეგი? და როგორ ახდენს ხელოვნური ინტელექტი (AI) ბიზნესის სამყაროს გარდაქმნას, რევოლუციას, როგორ ყიდიან კომპანიები პროდუქტებსა და მომსახურებას?

 

გთავაზობთ რამდენიმე მოსაზრებას, რომელიც „წყაროზე“ მოვისმინეთ ტექნიკური ექსპერტებისა და ინდუსტრიის პროფესიონალებისგან, რომლებიც ახლოს არიან ხელოვნური ინტელექტის დიზაინთან.

 

სახელგანთქმული პროდუქტი / პროექტის მენეჯერი?

გარკვეულწილად, ხელოვნური ინტელექტის სტრატეგი ძალიან ჰგავს სხვა მომიჯნავე პოზიციებს, რომლებიც კონკრეტულ პროცესს მიყვებიან თავიდან ბოლომდე საწყისიდან ბოლო ეტაპამდე - პროტოტიპიდან რეალობამდე.

 

ხელოვნური ინტელექტის სტრატეგების ნაირსახეობა.

ხელოვნური ინტელექტის სტრატეგი შეიძლება ჰგავდეს პროექტის მენეჯერის პოზიციასაც, როცა მას სჭირდება გადახედოს ხელოვნური ინტელექტის პროექტეს და დარწმუნდეს, რომ ისინი მაქსიმალურად შეუფერხებლად სრულდება და შეესაბამება ბიზნეს მიზნებს, მან ყურადღება უნდა მიაქციოს სათანადო ცოდნის, გამოცდილებისა და ტექნოლოგიის უზრუნველყოფასაც, რომ ხელოვნური ინტელექტის პროექტები წარმატებული და ეფექტიანი გამოვიდეს

- განაცხადა Data Science Dojo-ს მონაცემთა მეცნიერების ინსტრუქტორმა, Rebecca Merrett-მა, რომელიც გვესაუბრა თუ რას მოიცავს ხელოვნური ინტელექტის ეს პოზიცია.

 

ხელოვნური ინტელექტის სტრატეგისთვის, მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის ხელოვნური ინტელექტის გამოყენების სხვადასხვა შემთხვევების მკაფიო და გააზრებული ცოდნა, როგორ შეუძლია ბიზნესს გამოიყენოს ხელოვნური ინტელექტი და დარჩეს ინოვაციური, კონკურენტუნარიანი და სწრაფად განვითარებადი

 

მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია

ხელოვნური ინტელექტის სტრატეგის, როგორც პროექტის მენეჯმენტის მხოლოდ ერთ ტიპად დანახვა შეცდმაა, ეს მხოლოდ და მხოლოდ ნაწილია იმ სურათისა, თუ რა ხდება მთელ ინდუსტრიაში - რადგანაც ხელოვნური ინტელექტი ძალიან მნიშვნელოვანია, მონაცემთა მეცნიერები, რომელთაც აქვთ საჭირო უნარ-ჩვევები იმუშაონ ხელოვნური ინტელექტის სტრატეგებად, ეხმარებიან კომპანიებს კურსის შენარჩუნებაში 

 

კომუნიკაციის მნიშვნელობა და მოთხოვნები

2018 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში სახელწოდებით „ხელოვნური ინტელექტის სტრატეგის საჭიროება“, ავტორმა Ravi Vayuvegula-მ მიმოიხილა ზოგიერთი მიზეზი იმისა, თუ რამდენად ღირებული არიან ეს სპეციალისტები. ეს აზრი ნაწილობრივ დაფუძნებულია იმაზე, რომ საშუალო ბიზნესის ხელმძღვანელობის გუნდს არ აქვს ექსპერტიზა ხელოვნური ინტელექტის რეალობის სრულიად გასააზრებლად.

 

(ხელოვნური ინტელექტის ბოლომდე ვერ გაგება) ზედა საფეხურის მენეჯმენტიდან მომდინარეობს, რომელიც ჯერ კიდევ ვერ ერკვევა იმ ღირებულებაში, რაც ხელოვნურმა ინტელექტმა შეიძლება მოუტანოს მათ, - წერდა Vayuvegula

 

მიუხედავად მათი ენთუზიაზმისა ხელოვნური ინტელექტის დანერგვის შესახებ, CIO/CTO-ები ვერ ახერხებენ მის ტრანსფორმაციის ეკონომიკური მნიშვნელობის დამატების შესახებ კომუნიკაციას მენეჯმენტის დანარჩენ გუნდთან. ამ ხარვეზის გამოსწორება ხელოვნური ინტელექტის სტრატეგის სამუშაოა.

 

Vayuvegula ასევე შეეხო რამდენიმე ძალიან საინტერესო სტატისტიკას. მაგალითად, ამტკიცებენ, რომ მონაცემებთან დაკავშირებული გამოწვევები ორგანიზაციების 96%-ს აფერხებს ხელოვნური ინტელექტის მისაღწევად,  ორგანიზაციები ინვესტიციას დებენ მანქანათმცოდნეობის საშუალოდ შვიდ განსხვავებულ ინსტრუმენტში.

 

ეს სტატისტიკა და შემდგომ მონაყოლი ნამდვილად აღწერს სურათს, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ხელოვნური ინტელექტის სტრატეგია. თუ ვერ ახერხებთ ეკონომიკური მნიშვნელობის კომუნიკაციას, ვერ შეძლებთ პროექტის მიზნის დასახვას. თუ არ იცით მოთხოვნები, სავარაუდოდ  მის განხორციელებისას უამრავ პრობლემას წააწყდებით.

 

Vayuvegula-ს რჩევით, ხელოვნური ინტელექტის სტრატეგს სამი ძირითადი კომპეტენცია უნდა ჰქონდეს:

1. ხელოვნური ინტელექტის ბიზნესის დომენის მნიშვნელოვანი გაგება.

2. ML-ის საფუძვლების გაცნობა და ალგორითმის მუშაობის ცოდნა.

3. ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში მოგონილის ფაქტისგან განცალკევების უნარი.

ხელოვნური ინტელექტის განხორციელებაში იმედგაცრუება უმეტესად არასწორი მოლოდინების გამო წარმოიშობა. ჰოლივუდისა და პოპულარული მედიის შეუკავებელმა წარმოსახვამ შექმნა თითქმის მითიური შესრულების მოლოდინი ხელოვნური ინტელექტის სისტემებიდან. გამჭრიახი ხელოვნური ინტელექტის სტრატეგი შეძლებს ბიზნესის პრობლემის მოგვარების დროს პუნქტებად გადმოსცეს თუ რის გაკეთებას შეძლებს ხელოვნური ინტელექტის სისტემა და რას - ადამიანური სისტემა.

 

იდეები, რომლებიც მიუთითებენ ხელოვნური ინტელექტის სტრატეგის მუშაობის რამდენიმე მთავარ ფუნქციაზე.

მაგალითისთვის, ამ თანამდებობაზე მყოფი პირი შეიმუშავებს და წარმართავს კორპორატიულ სტრატეგიას ახალი პროდუქტის იდეების შეფასებების წარმართვისთვის, შეიმუშავებს ბიზნეს სიტუაციებს და უხელმძღვანრლრბს პროტოტიპის შექმნას ბიზნეს ოფიციალური რეკომენდაციის მისაღებად ახალი შესაძლებლობების შესახებ, რომლებიც მიზნად ისახავს მომსახურებისა და წევრების გამოცდილების გაღრმავებას.

 

თუ გამჭრიახი თვალი არ გაქვთ, არ ინერვიულოთ. სამი დაბრკოლებაა გასარკვევი.

პირველი არის სიგრძე. მეორე არის გაურკვევლობა სიტყვა „ხელმძღვანელობის“ ირგვლივ, თუ ხელოვნური ინტელექტის სტრატეგი ხელმძღვანელობს ახალი პროდუქტის იდეების შეფასებას და პროტიპის შექმნას, რატომ არ ხელმძღვანელობენ ისინი ბიზნეს სიტუაციების განვითარებას? და რას იტყვით კორპოტატიული სტრატეგიის მართვის შესახებ, რომ ეს სამი რამ მისი დახმარებით შესრულდეს?

 

აქ განთავსებული პოზიციების პასუხისმგებლობები ბევრად უფრო სასარგებლოა და დაგეხმარებათ ხელოვნური ინტელექტის სტრატეგის სამუშაოს გაგებაში.

 

ზოგიერთი საკმაოდ ინტუიციურია - მაგალითად: მრჩევლის როლის შესრულება კლიენტის დასაქმების შესახებ ან თანამშრომლობა ციფრული პროდუქტის სხვა მენეჯერებთან ან კვლევა/ინფორმაციის შეგროვება ბიზნესის საჭიროებებისა და ინდუსტრიის ანალიზის შესახებ ბიზნესის ძირითადი გამოწვევების და შესაძლებლობების დადგენის მიზნით.

 

წაკითხულის ზოგადი გააზრებიდან გამომდინარე ნათქვამია, თუ როგორ მუშაობს ხელოვნური ინტელექტის სტრატეგი დაინტერესებულ მხარეებთან და როგორც Vayuvegula-მ ზემოთ ახსენა, ასაბუთებს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობას.

 

მაგრამ არსებობს კიდევ ერთი დომენი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ხელოვნურ ინტელექტთან მუშაობის დროს და ეს განიხილება არა მხოლოდ სამუშაოს რეკლამებში, არამედ სხვა კომენტარებშიც.

 

სამუშაო განცხადებაში Booz Allen-დან, მაგალითად, გარკვევით ჩანს, რომ AR სტრატეგის სამუშაოს ნაწილი მოიცავს ეთიკას:

ვეძებთ პოსტ-დოქტურანტურის კვლევის (RA) თანმშრომელს სრულ განაკვეთზე ან უფროს მკვლევარ თანმშრომელს Turing Safe და ეთიკური ხელოვნური ინტელექტის ერთ ან მეტ თემებზე სამუშაოდ: სამართლიანობა - ქვეჯგუფების მიმართ შეუსაბამო მიკერძოებულობის გაზომვა და შემცირება.

ხელოვნური ინტელექტის სტრატეგისთვის საჭიროა ნავიგაცია ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის შესაძლო ეთიკურ და იურიდიულ საკითხებში, უფრო სწრაფი, ინტელექტუალური პროდუქტებისა და სერვისების და პროცესების შესრულების დროს, - განაცხადა Merrett-მა.

 

ზოგს დიდი ცოდნა დასჭირდება ხელოვნური ინტელექტის შესრულებისას, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ დაწერენ პროგრამებს და თავად არ დანერგავენ ტექნოლოგიას.

 

დასასრულს, ხელოვნური ინტელექტის სტრატეგი მუშაობს მთელი ცხოვრების მანძილზე, მუშაობს ღირებულებების და მოთხოვნების ჩვენებაზე და ასევე  ხელოვნური ინტელექტის ეთიკის საკითხებზე. ეს არის იმის გაგების დაწყება, თუ რას აკეთებენ ეს პროფესიონალები კორპორატიულ ჭრილში.

ეს ასევე კარგი გზაა იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც სურთ დაიწყონ საქმიანობა ამ საინტერესო ინდუსტრიებში, რადგან ხელოვნური ინტელექტი მალე არ გაქრება.

IT Academy STEP – მსოფლიო ბრენდი 82 ფილიალით!
გახდი კვალიფიციური სპეციალისტი და საკუთარი საქმის პროფესიონალი, შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში 

თბილისი,

საბურთალო, ალ.ყაზბეგის 34/34ბ



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

როგორ შევინარჩუნოთ კონკურენტუნარიანობა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში

კოდს ხელოვნური ინტელექტიც წერს, მაგრამ ხედვას, ემპათიასა და სისტემურ აზროვნებას ჯერ ვერავინ ანაცვლებს. გაიგე, რა უნარებია აუცილებელი მომავლის ციფრულ სამყაროში და როგორ გვეხმარება პროფესიული განათლება მათ განვითარებაში.

ციფრული ტრანსფორმაციის ტალღა ყველა სფეროში შემოიჭრა და ნათელი გახდა, რომ მხოლოდ ტექნიკური ცოდნა აღარ არის საკმარისი წარმატებისთვის. დღეს ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც ხელოვნური ინტელექტი ფუნდამენტურად ცვლის ჩვენს რეალობას: ეხმარება ორგანიზაციებს რთული პრობლემების გადაჭრაში, ავტომატიზებას უკეთებს რუტინულ პროცესებს და აყალიბებს სრულიად ახალ რეალობას. ამ მასშტაბური ცვლილე

ШАГ логотип

პროფესია თუ სისტემა როგორ ფიქრობენ მომავლის დეველოპერები

დღეს დეველოპერი მხოლოდ კოდის დამწერი აღარ არის — ის ხდება სისტემური მოაზროვნე, არქიტექტორი და სტრატეგი. გაიგე, რატომ არის აზროვნების სტილი მომავლის ყველაზე ფასეული ტექნიკური უნარი.

წარსულში პროგრამირება განიხილებოდა როგორც ერთი კონკრეტული პროფესია — კოდის წერა. თუმცა, ტექნოლოგიურმა რევოლუციამ, რომელმაც მოიტანა მეოთხე და მეხუთე ინდუსტრიული ტალღები (Industry 4.0 დ ა 5.0), ფუნდამენტურად შეცვალა ეს აღქმა. დღეს უკვე აღარ არის საკმარისი მხოლოდ კონკრეტული პროგრამირების ენის ცოდნა. თანამედროვე დეველოპერი აღარ წარმოადგენს მხოლოდ ტექნიკურ შემსრულებელს — ის გარდაიქმ

ШАГ логотип

სწავლობ უნივერსიტეტში - აი რატომ ღირს პარალელურად პროგრამირებაზე, კიბერუსაფრთხოებაზე ან დიზაინზე ფოკუსირება

თანამედროვე დამსაქმებლები თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკულ უნარებსაც ეძებენ. პროგრამირება, კიბერუსაფრთხოება და გრაფიკული დიზაინი უნივერსალურ „გასაღებებს“ გთავაზობთ, რომლებიც ნებისმიერ აკადემიურ მიმართულებას კონკურენტულ უპირატესობას სძენს და ახალ კარიერულ შესაძლებლობებს ხსნის.

ბევრი სტუდენტი ფიქრობს, რომ უმაღლეს სასწავლებელში მიღებული განათლება სრულიად საკმარისია პროფესიული განვითარებისთვის, და დამატებითი საგანმანათლებლო პროგრამა არ არის საჭირო - თითქოს ძირითადი აკადემიური მიმართულება ყველა კარიერულ მოთხოვნას აკმაყოფილებს. თუმცა, თანამედროვე რეალობაში სულ უფრო აქტუალური ხდება ფუნდამენტური კითხვა: შესაძლებელია თუ არა და რამდენად მიზანშე

ШАГ логотип

წარმატება დიპლომის გარეშე — „ჩავიჭერი, მაგრამ დავწერე მომავალი“: WordPress-ის დამფუძნებლის ისტორია

მეთი მალენვეგმა მიატოვა კოლეჯი და დაიწყო ბლოგინგის პლატფორმის შექმნა. დღეს ის WordPress-ის დამფუძნებელია – მის გარეშე ინტერნეტი სხვა იქნებოდა. თუ გჯერა, რომ შენი გზა განსხვავებულია, გადადგი პირველი ნაბიჯი დღესვე

ხშირად გვგონია, რომ ჩაჭრა ნიშნავს წაგებას. თუმცა ზოგჯერ სწორედ იქ იწყება ყველაზე დიდი მოგება. მეთი მალენვეგი კოლეჯში პოლიტოლოგიას სწავლობდა. თავიდანვე არ იყო დარწმუნებული, რომ ეს მისი გზა იყო. რამდენიმე სემესტრში სწავლა შეწყვიტა და საკუთარი ბლოგინგ-პლატფორმის იდეას მიჰყვა. დღეს მეთი არის WordPress-ის თანადამფუძნებელი – პლატფორმისა, რომელზეც მსოფლიოს თითქმის ნახევარი ინტერნე

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა