IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

საოცარი გრეისი - დღეს გრეის ჰოპერის დღეა!

04.12.2021

806 დათვალიერება

კომპიუტერული მეცნიერებები - ქალების მიერ შექმნილი კაცების საქმე, რომელშიც ქალთა როლი დასაწყისიდან დღემდე კითხვის ნიშნის ქვეშ მოიაზრებოდა, სადაც ქალების ნაშრომებს კაცის სახელსა და გვარს აწერდნენ და რომლის პირველი სპეციალისტი სწორედ ქალი იყო დღეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების სათავეშია.

,,კაცებისგან განსხვავებით, ქალები უკეთესად ახერხებენ პროგრამირების შესწავლას, რადგან ისინი ყველა საქმის ბოლომდე მიყვანისკენ მიისწრაფვიან’’ - ამბობდა ,,საოცარი გრეისი’’

გრეის ჰოპერი ერთ-ერთი პირველი პროგრამისტი ქალია, რომელმაც ,,კაცის საქმედ’’ წოდებული სფერო მნიშვნელოვნად განავითარა და კომპიუტერული პროგრამირების ენის პირველი კომპილატორი შექმნა.

გრეისი 1906 წლის 9 დეკემბერს, ნიუ-იორკში დაიბადა. მისი ინტერესი კომპიუტერული მეცნიერებების მიმართ ბავშვობიდანვე შესამჩნევი იყო .

ის შლიდა და თავიდან აწყობდა სხვადასხვა ნივთებს.

წარმატებული სტუდენტობისა და მათემატიკის დარგში მაგისტრის ხარისხის მოპოვების შემდეგ, გრეისმა მიზნად დაისახა ამერიკის შეერთებული შტატების  საზღვაო სამხედრო ძალებში შესულიყო. ერთი მხრივ, იგი საყოველთაო პატრიოტული მუხტით იყო შთაგონებული, მეორე მხრივ კი, საკუთარი დიდი ბაბუის, მექსიკის ომის გმირისა და კონტრ-ადმირალის მაგალითი და პატივისცემა შთააგონებდა.




თუმცა, ქალების მიღება ფლოტში მხოლოდ 1942 წელს დაწყეს და ისიც სპეციალურ, „ქალთა რეზერვის“ ქვეგანყოფილებაში, რაც მეტწილად უკანა ხაზზე ყოფნას და ფრონტის ხაზზე წასული კაცების დანაკლისის შევსებას გულისხმობდა.

 

გრეის ჰოპერისთვის ფლოტში მოხვედრას მისი ასაკი და წონაც ართულებდა. იგი ამ დროისთვის უკვე 36 წლის იყო და მინიმალური 54 კგ-ის ნაცვლად მხოლოდ 47 კგ-ს იწონიდა.


Math — not computer science — was Grace Hopper's first language | YaleNews

სირთულეების მმიუხედავად გრეის ჰოპერი არ დანებებულა, რამაც საბოლოო ჯამში შედეგი გამოიღო და უკვე 1943 წელს სამხედრო საზღვაო კოლეჯში მიიღეს.

როდესაც გრეისმა წარმატებული სწავლის შემდეგ უმცროსი ლეიტენანტის წოდება მოიპოვა, ის სამხედრო ფრონტის ნაცვლად, სამხედრო მარაგების გამომთვლელ ბიუროში გაამწესეს, სადაც ჰოვარდ ეიკენის დაქვემდებარებაში, მსოფლიოს პირველ ამერიკულ კომპიუტერზე, Mark I-ზე უნდა ემუშავა.


Grace Hopper: BM-Harvard Mark 1 | Grace hopper, Inventions, Places to visit

გრეის ჰოპერის პირველი ამოცანა ხომალდების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის შეიარაღებისათვის ბალისტიკური ცხრილების შედგენა იყო. გრეისი ამ ცხრილების საშუალებით MARK I კომპიუტერისთვის ქმნიდა ინსტრუქციებს. ინსტრუქციების შემდეგ უკვე კომპიუტერი თვითონ ასრულებდა დანარჩენ გამოთვლებს. ცხრილების წყალობით კომპიუტერისთვის მხოლოდ ისეთი ცვლადების მითითებაღა იყო საჭირო, როგორიცაა სიმაღლე და მანძილი სამიზნემდე.

1949 წელს იგი Eckert-Mauchly Computer Corporation-ში გადავიდა სამუშაოდ. ფილადელფიაში გრეისი იმ ჯგუფის უფროსი მათემატიკოსი გახდა, რომელიც უნივერსალური ავტომატური კომპიუტერის UNIVAC I შექმნაზე მუშაობდა.


 

ჯგუფში 4 ადამიანი, ქალები და კაცები შეარჩია და ისტორიაში პირველი პროგრამა შექმნა, რომელიც საშუალებას იძლეოდა გამოთვლითი ქვეპროგრამები და არგუმენტები კოდებად ქცეულიყო. ჰოპერისა და მისი ჯგუფის შრომამ შედეგად პროგრამირების ენის უფრო და უფრო სრულყოფილი ვერსიების შექმნა მოიტანა.

მათ შორის იყო FLOW-MATIC.
 

გრეის ჰოპერის სახელს უკავშირდება ასევე პროგრამირების ენის COBOL-ის შექმნა, რომელიც დღემდე აპლიკაციებისა და რთული ოპერაციებისთვის გამოიყენება.

გრეის ჰოპერი უკვე ლეგენდარული პიროვნება გახლდათ, როგორც ფლოტში, ისე კომპიუტერული ტექნოლოგიების სამყაროში, როდესაც 1983 წელს, კონგრესის გადაწყვეტილებით, საზეიმო ვითარებაში, პირადად აშშ-ის პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა მიანიჭა აღდგენილი ისტორიული წოდება – კომოდორი.
 

 

 

ერთი წლის შემდეგ კომოდორის წოდება ჩაანაცვლა უმცროსი კონტრ-ადმირალის ჩინმა, ერთი ვარსკვლავით მხრებზე. სწორედ ამ წოდებით შემორჩა გრეის ჰოპერი ისტორიას, რომელმაც თითქმის მიაღწია პატივცემული დიდი ბაბუის სამხედრო რანგს.

 



გრეის ჰოპერის სახელს ატარებს წყნარი ოკეანის ფლოტში შემავალი სამხედრო ხომალდი USS HOPPER (DDG-70). მის სახელს ატარებს ასევე ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე და ტექნოლოგიებით დაინტერესეულ ქალთა მსოფლიოს უმსხვილესი თავშეყრა Grace Hopper Celebration, რომელიც 1994 წლიდან ყოველწლიურად იმართება.

1971 წლიდან არასებობს გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდო პროგრამირებისა და ტექნოლოგიების სფეროს ახალგაზრდა სპეციალისტებისთვის.

გრეის ჰოპერი პენსიაზე გასვლის შემდეგაც კი არ წყვეტდა თავის საქმიანობას.

ის ხშირად გამოდიოდა სიტყვით, მიმართავდა ქალებს და კომპიუტერული მეცნიერების სფეროში მონაწილე ადამიანებს, სიცოცხლის ბოლომდე Digital Equipment Corporation-ის უფროსი კონსულტანტი გახლდათ, კითხულობდა ლექციებს კომპიუტერული ტექნიკის ისტორიის შესახებ. მისი მიღწევებისა და საზღვაო ძალების წოდების გამო, ხშირად „საოცარ გრეისს“ უწოდებენ.

 

USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა, თიბისისთან, მაშავის ცენტრთან და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით საქართველოში გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოს დაწესდა

 

ჯილდოს მიზანია წარმოაჩინოს ადგილობრივი გოგონები და ქალები საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში (ICT) და გამოავლინოს ის ორგანიზაციები, პროგრამები და ინიციატივები, რომლებიც ტექნოლოგიების ინდუსტრიაში გენდერული თანასწორობისა და მრავალფეროვნებისთვის მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამენ.

 

 

 

წელს გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდო კატეგორიაში „ICT სფეროს ჩემპიონი“  წელს ჯილდო IT აკადემია სტეპის დამფუძნებელმა საქართველოში მაკა მახათაძემ მოიპოვა.


 

გადადგი ნაბიჯი წარმატებისკენ!

#გახდიჩემპიონი !
 



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რატომ იღებს შენზე მეტ ხელფასს ადამიანი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს

ნაკლები გამოცდილება ყოველთვის დაბალ ხელფასს არ ნიშნავს. ანაზღაურებაზე შეიძლება გავლენა ჰქონდეს პასუხისმგებლობებს, კონკრეტულ უნარებს, დასაქმების პირობებსა და მოლაპარაკების ისტორიას. გაიგე, როგორ შეაფასო საკუთარი მდგომარეობა, მოემზადო ხელფასზე საუბრისთვის და დაგეგმო შემდეგი პროფესიული ნაბიჯი.

გამოცდილების წლები ხელფასის მხოლოდ ერთი ნაწილია  ხუთი წელია მუშაობ, პასუხისმგებლობებს კეთილსინდისიერად ასრულებ და გუნდშიც ხშირად შენ გეკითხებიან რჩევას. შემდეგ იგებ, რომ თანამშრომელი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს, შენზე მეტ ანაზღაურებას იღებს. პირველი რეაქცია შეიძლება უსამართლობის განცდა იყოს: თუ მეტი დრო გაქვს დახარჯული პროფესიის შესწავლასა და პრაქტიკაში, რატá

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა