თუ თქვენ სწავლობთ კოდირებას და ვებ დეველოპმენტს, გილოცავთ. ციფრული უნარები პროგრამირებაში არის ღირებული თქვენი მომავლისთვის ტექნოლოგიურ სამყაროში. კარგი გამოცდილების მისაღებად ჩვენ თავი მოვუყარეთ 10 რჩევას კოდის სწრაფად წერისთვის.
1. ისწავლეთ კომპიუტერული მეცნიერების საფუძვლები
ამ თემას ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ. ამიტომ არის ის სიაში პირველი. როდესაც თავდაპირველად სწავლობთ კოდირებას, უნდა გესმოდეთ რისი გაკეთება შეუძლია კომპიუტერს თქვენთვის. ამის შესახებ არის კომპიუტერული მეცნიერება, ხოლო კოდირება გვეხმარება კომპიუტერს გავაკეთებინოთ არაჩვეულებრივი რაღაცეები. კომპიუტერული მეცნიერების საფუძვლების სწავლა გაგაცნობთ საფუძვლებს თუ როგორ მუშაობს კომპიუტერი. როდესაც ისწავლით CS-ის საფუძვლებს, ფოკუსირდით ძირითადზე.
2. გამოიყენეთ დრო მაქსიმალურად
კოდირების სწავლა ერთ ღამეში ვერ მოხერხდება. ხშირად ხალხი კითხულობს თუ რა არის მნიშვნელოვანი პროგრამირების სწავლებაში, პასუხი არის მოთმინება.
თქვენმა ტვინმა უბრალოდ უნდა გაიაზროს ყველაფერი, რასაც სწავლობთ. ყოველდღიური ვარჯიში გეხმარებათ ამაში.
3. არ შეგეშინდეთ შეცოდმების დაშვების
ეს შეიძ₾ება რთულია, მაგრამ მნიშვნელოვანია კოდირების სწავლისთვის. თანამედროვე სამყარო ფოკუსირებულია ეფექტურობაზე და წარმატებაზე, ამიტომ ადამიანებს ეშინიათ შეცდომის დაშვების. კოდირების სწავლისას მიჰყევით ცნობისმოყვარეობას, ისწავლეთ ახალი რაღაცეები პრაქტიკულად.
ადამიანი, რომელიც არ უშვებს შეცდომებს არ პროგრესირდება. მისდიეთ თქვენს პროგრესს.
4. ითხოვეთ დახმარება
ადამიანისთვის, რომელიც ახალ რაღაცეებს სწავლობს უჩვეულო არაა სირთულეების შეხვედრა. ეს არის სწავლების პროცესის ნაწილი.
საბედნიეროდ არის დიდი საზოგადოება, რომელიც დაგეხმარებათ ამაში. ასობით ადამიანს ჰქონდა ის კითხვები, რაც თქვენ. ეს ადამიანები დაგეხმარებიან თქვენ.
ტექნოლოგიების სამყარო საფუძნებულია მუდმივ დეველოპმენტზე. ასეთ ინდუსტრიაში ცნობისმოყვარეობა და კოლაბორაცია დაგეხმარებათ.
5. არ ეცადოთ ყველაფერი ისწავლოთ
როდესაც დაიწყებთ კოდირების სწავლას, ტექნოლოგია შეიძ₾ება მოგეჩვენოთ დამღლელად, მაგრამ ეს დროებითია. თავდაპირველად ყველაფერი არის ახალი. დრო დაუთმეთ სწავლას.
დაწყება ბინარული სისტემის გაგებით ან მონაცემთა სტრუქტურის აღმოჩენით შესაძლოა იყოს დამღლელი. როდესაც გონება ბევრ ახალ რაიმეს აცნობიერებს რთულია ფოკუსირება. აქ ვლინდება მოუთმენლობა.
ამ დროს დაისვენეთ და დაასვენეთ თქვენი გონება. გააკეთეთ რაიმე განსხვავებული მთლი დღის მანძილზე. თავდაპირველად საკმარისია მხოლოდ საფუძვლების გაგება.
6. ივარჯიშეთ ყოველ დღე
განმეორება, ფოკუსირება, მუდმივობა - ამისგან შედგება წარმატება.
კოდირების სწავლისთვის მნიშვნელოვანია ყოველდღიური მუშაობა. მიეცით გონებას ყოველდრიურად რაიმეს გააზრების საშუალება.
როგორ ვიპოვოთ მოტივაცია ისეთ დღეს, როდესაც არ გვსურს კოდირება?
უბრალოდ გადახედეთ რამდენად შორს წახვედით და შეახსენეთ თავს ყველაფერი კარგი რაც წინ გელოდებათ. შემდეგ ივარჯიშეთ 30 წუთი. თუ მართლაც მოტივირებული ხართ, არ გექნებათ პრობლემა დღის რუტინას შექმნაზე.
7. გამოიყენეთ ახალი უნარები
ახლა როდესაც ყოველდღე ახალ რაღაცეებს სწავლობთ, რის შექმნას აპირებთ? იქნებ გაქვთ წარმოდგენილი რაიმე პროექტი?
თქვენი უნარების გამოყენება კურსის სავარჯიშეობის გარდა სხვა რაღაცაზე გააღრმავებს თქვენს ცოდნას. თქვენ მეტ კითხვას დაუსვამთ საკუთარ თავს, იპოვით ახალ პასუხებს და ისწავლით პრობლემის გადაჭრის ახალ გზებს.
ნორმალურია თუ გაკლიათ უნარბეი პროექტის დასასრულებლად. კარგია თუ გაქვთ გეგმა. კარგად სტრუქტურირებული გეგმით გეცოდინებათ რა ნაბიჯებია საჭირო პროექტის დასრულებისთვის.
8. იყავით ფოკუსირებული
როდესაც დაიწყებთ კოდირების სწავლას დაიწყეთ ერთი პროგრამული ენით და გაჩერდით მასზე დროებით. ისწავლეთ ერთი ენა კარგად სანამ გადახვალთ სხვაზე. როდესაც ერთს კარგად ისწავლით, სხვა ენის სწავლა უფრო გაგიმარტივდებათ.
დაიჭერეთ რისი სწავლა გსურთ მომავალში.
9. იპოვეთ მენტორი თუ შესაძლებელია
ეცადეთ იპოვოთ ვინმე ვისაც უკვე აქვს პასუხები იმავე კითხვებზე. ზოგჯერ კოდირების მენტორის მოძებნა რთულია. თუ იცით ვინმე, ვინც არის გამოცდილი დაუკავშირდით მას და სთხოვეთ დახმარება.
შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა დისკუსიის ფორუმები. როდესაც თქვენ პროფესიონალი გახდებით არ დაგავიწყდეთ სხვების დახმარება.
10. თვალყური ადევნეთ თქვენი სწავლების პროცესს
ეს არის საუკეთესო რჩევა კოდირების სწავლისთვის. როდესაც სწავლობთ კოდირებას ზოგჯერ რთულია თქვათ გაქვთ თუ არა პროგრესი. თქვენი სწავლების თვალყურის დევნება დაგეხმარებათ ფოკუსირებაში და მოტივაციის შენარჩუნებაში.
ეს არ მოიცავს დიდ დროს და ძალისხმევას. აწარმოეთ ჟურნალი ან გამოიყენეთ აპლიკაცია როგორიც არის Penzu ან დაწერეთ თქვენი ჟურნალის კოდი.
შეგიძლიათ აწარმოოთ ბლოგკი და გაუზიაროთ გამოცდილება სხვებს. როდესაც მოტივაციას დაკარგავთ, შეგიძლიათ შეხედოთ თუ რას მიაღწიეთ უკვე და ეს დაგეხმარებათ.
არასოდეს შეწყვიტოთ სწავლა
ტექნოლოგიების სამყარო მუდმივად პროგრესირდება. ზოგჯერ ტექნოლოგიური ცვლილებების თვალყურის დევნება რთულია. კომპიუტერით და პროგრამირებით ჩვენ ვხედავთ ახალ ტექნოლოგიებს, გამოსავლებს და ინსტრუმენტებს. გააგრძელეთ სწავლა, კითხვა. იპოვეთ ახალი წყაროები, წაიკითხეთ ბლოგები და დისკუსიები ფორუმებზე. გაიარეთ ონლაინ კურსები და წიგნები. თქვენ ყოველთვის იპოვით ახალ რაღაცეებს რასაც უნდა დაუთმოთ ყურადღება.
შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში!