IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

phone_validation_text
Х ХХХ ХХХ-ХХ-ХХ

10 სასარგებლო რჩევა მობილური აპლიკაციის დიზაინერებს - რას არ ვაკეთებთ !

მობილური დიზაინის შექმნისას ბევრი რამ უნდა გაითვალისწინოთ, დავალების გასამარტივებლად ძალიან პრაქტიკული რჩევები მოგიმზადეთ, თუ რა უნდა გააკეთოთ

წინა სტატია დავიწყეთ აუცილებლად გასათვალისწინებელი ფაქტებით

ახლა ვისაუბროთ იმის შესახებ, რა არ უნდა გააკეთოთ

1. ნუ შეეცდებით შეიქმნათ სრულყოფილი გამოცდილება პირველივე მცდელობიდან

მობილური აპლიკაციის შექმნისას, პირველივე მცდელობიდან სრულყოფილი დიზაინის შექმნა თითქმის შეუძლებელია. მაშინაც კი, თუ თქვენი დიზაინი აკმაყოფილებს საწყის მოთხოვნებს, სამომხმარებლო ტესტირების შემდეგ შეიძლება ახალი მოთხოვნების ნაკრებს წააწყდეთ. ამრიგად, ყოველთვის უმჯობესია დაიცვათ იტერაციული დიზაინის მიდგომა და ტესტირების პროცესი რაც შეიძლება ადრე ჩაატაროთ.

პრაქტიკული რეკომენდაციები:

ორიენტაცია პროტოტიპზე და ტესტირებაზე. პროტოტიპირების მძლავრი ტექნიკა, როგორიცაა სწრაფი პროტოტიფიკაცია, ხელს უწყობს დიზაინერებს სწრაფ იტერაციაში. ტესტირების შედეგად შეგროვილი შეხედულების საფუძველზე, შესაძლებელია მომხმარებლებისთვის უკეთესი გამოცდილების მიღება თითოეული ახალი იტერაციის დროს.

2. არ შექმნათ დიზაინი იზოლაციაში

შესანიშნავი იდეა გაქვთ? ადვილია ამ იდეის გავლენის ქვეშ მოქცევა და რაც უფრო მეტ დროს დააბანდებთ ამ იდეაში, მით უფრო სავარაუდოა, რომ შეიმუშაოთ მიკერძოების დადასტურება. არც თუ ისე იშვიათია ისეთი პროდუქტის გუნდის პოვნა, რომელმაც ბევრი დრო დახარჯა (სამიდან ხუთ წლამდე) იმ პროდუქტის შექმნაზე, რომელიც, როგორც ისინი ფიქრობდნენ, სურდათ მათ მომხმარებლებს, მაგრამ მხოლოდ ამის შემდეგ აღმოუჩენიათ, რომ მომხმარებლებს ის საერთოდ არ უნდოდათ. ეს იმიტომ ხდება, რომ გუნდები არ ითვალისწინებენ მომხმარებლების საჭიროებებს და სურვილებს. ფაქტიური უკუკავშირის ციკლის არარსებობა დიზაინის შექმნის პროცესის შედეგს მთლიანად არაპროგნოზირებადს ხდის.

პრაქტიკული რეკომენდაციები:

დაიწყეთ ჰიპოთეზის დადასტურება მომხმარებლის საჭიროებების საფუძველზე. გამოიყნეთ Design Sprints-ის ტექნიკა, რომელიც დაგეხმარებათ იდეიდან სწავლაზე გადასასვლელად რამდენიმე დღეში, ნაცვლად თვეებისა და წლებისა.

3. ნუ მოითხოვთ ნებართვას დასაწყისშივე

ხშირად პირველი, რასაც ჩვენ ვხედავთ ახლად ჩამოტვირთული აპლიკაციის ჩართვის დროს, არის დიალოგური ფანჯარა, რომელსაც აქვს ნებართვის მოთხოვნა (მაგ. „ნებას დართავთ აპლიკაცია X-ს, რომ  თქვენი ადგილმდებარეობა გამოიყენოს?“). როცა აპლიკაცია თავიდანვე ითხოვს ნებართვას, მომხმარებლები ხშირად უარყოფენ ნებართვების ამგვარ მოთხოვნებს. რატომ? რადგან ამ ეტაპზე მომხმარებელს არ აქვს რამე კონტექსტი გადაწყვეტილების მისაღებად. მათ არ იციან რატომ გჭირდებათ ეს ნებართვები.

ასეთი ქცევის შემცირების მიზნით, უმჯობესია ნებართვა კონტექსტში მოითხოვოთ და დაუკავშირდეთ იმ მნიშვნელობას, რასაც წვდომა მოითხოვს. მომხმარებლები უფრო მეტად გასცემენ ნებართვას, თუ ამას მნიშვნელოვანი დავალების დროს მოითხოვთ. მოითხოვეთ ნებართვა პროგრამის ჩართვის დროს მხოლოდ მაშინ, როცა ეს ყოვლად აუცილებელია პროგრამის ძირითადი გამოცდილებისთვის.

პრაქტიკული რეკომენდაციები:

იკითხეთ მხოლოდ ის, რაც თქვენს აპლიკაციას აშკარად სჭირდება. ნუ ითხოვთ ყველა შესაძლო ტიპის ნებართვას. საეჭვო იქნება, თუ აპლიკაცია ითხოვს ნებართვებს მათი აშკარა საჭიროების გარეშე (მაგალითად, მაღვიძარამ რომ მოგთხოვოთ თქვენს სატელეფონო კონტაქტებზე წვდომის ნებართვა).

4. ნუ ალოდინებთ მომხმარებლებს შინაარსისთვის.

ცარიელმა ეკრანმა, რომელიც შინაარსის ჩატვირთვის დროს ჩანს, შეიძლება გამოიწვიოს ისეთი შეგრძნება, თითქოს თქვენი აპლიკაცია გაყინულია, რაც დაბნეულობას და იმედგაცრუებას გამოიწვევს. ყოველთვის უნდა ისწრაფვოდეთ დატოვოთ ისეთი შთაბეჭდილება, რომ თქვენი აპლიკაცია სწრაფი და რეაგირებადია.

პრაქტიკული რეკომენდაცია:

გამოიყენეთ ჩონჩხი (დროებითი კონტეინერები) სწრაფი ჩამოტვირთვის შეგრძნების შესაქმნელად. დაუყოვნებლივ გამოაჩინეთ ეკრანი და გამოიყენეთ ადგილსამყოფელი იმისთვის, რომ განსაზღვროთ, თუ რომელი შინაარსი არის ამ ჯერჯერობით მიუწვდომელი. შეცვალეთ ეს ადგილსამყოფელი ფაქტობრივი შინაარსით, როგორც კი ჩაიტვირთება.

5. არ გამოიყენოთ ჟარგონი მომხმარებლის ინტერფეისში

ყველა სიტყვა თქვენს აპლიკაციაში არის თქვენს მომხმარებლებთან საუბრის ნაწილი. ეს საუბარი მათთვის კომფორტული გახადეთ და ისაუბრეთ თქვენივე მომხმარებლის ენაზე. გამოიყენეთ ნაცნობი, გასაგები სიტყვები და ფრაზები, თუ გსურთ თქვენმა აპლიკაციამ ყველა მიიზიდოს.

პრაქტიკული რეკომენდაცია:

მოერიდეთ აკრონიმებს, ბრენდის სპეციფიკურ ტერმინებს, კულტურულ სპეციფიკურ აქსიომებს და ტექნიკურ ტერმინოლოგიას, რაც ხალხს შეიძლება არ ესმოდეს. ზოგადად, უმჯობესია გამოიყენოთ მარტივი და პირდაპირი ენა, მაქსიმალური სიცხადის მისაღწევად.

6. არ გამოიყენოთ ჩვეული ჟესტები, როგორც აპლიკაციასთან ურთიერთობის მთავარი გზა

აბსოლუტურად ნორმალურია ჟესტების გამოყენება, როგორც არსებული ნავიგაციის დამხმარე მექანიზმი (მაგალითად, სანავიგაციო მალსახმობები), მაგრამ უმჯობესია თავი აარიდოთ ჟესტების გამოყენებას, როგორც თქვენს აპლიკაციასთან ურთიერთმოქმედების პირველად მეთოდს (მაგალითად, როგორც ძირითადი ნავიგაციის ჩანაცვლება). თუ თქვენი აპლიკაცია არ არის თამაში, ადამიანებს არ უყვართ თუ აიძულებთ ისწავლონ სხვადასხვა გზები ძირითადი მოქმედებების შესასრულებლად.

რეკომენდაციები

გამოიყენეთ სტანდარტული ჟესტები შორთქათებისთვის. ადამიანები კარგად იცნობენ სტანდარტულ ჟესტებს, ამიტომ მათი ძებნის ან დამახსოვრებისთვის დამატებითი ძალისხმევა საჭირო არ არის.

მოერიდეთ სტანდარტული ჟესტების გამოყენებას არასტანდარტული მოქმედებების შესასრულებლად. თუ თქვენი აპლიკაცია თამაში არ არის, სტანდარტული ჟესტების მნიშვნელობების ხელახლა განსაზღვრა სირთულეს და გაუგებრობას გამოიწვევს.

7. ნუ გაიმეორებთ ვების გამოცდილებას აპლიკაციებში

მომხმარებლები მოელიან ურთიერთქმედების გარკვეულ შაბლონებს და ინტერფეისის ელემენტებს მობილურ აპლიკაციებში. მობილური აპლიკაციები, რომლებიც შექმნილია როგორც ვებ აპლიკაციები, უხერხულის და ზედმეტის შეგრძნებას ტოვებს - არა იმიტომ, რომ მათ აქვთ გამოყენების შესაძლებლობა, არამედ იმიტომ, რომ ეს უბრალოდ განსხვავდება იმისგან, რასაც მომხმარებლები მოელიან.

რეკომენდაცია:

მოერიდეთ ხაზგასმულ ბმულებს მობილურ აპლიკაციებში. ხაზგასმული ბმულები ბრაუზერის გვერდის მოდელის ბუნებრივი ნაწილია, მაგრამ მათი გამოყენება მობილური გამოცდილებისთვის არ შეიძლება, რადგან აპლიკაციები იყენებენ ღილაკებს და არა ბმულებს.

8. არ შექმნათ ჩიხი

UX-ის დაპროექტება ხდება ნაკადის შესაქმნელად და ნაკადი, უმეტეს შემთხვევებში არის წინსვლა მიზნის მისაღწევად. თავი უნდა აარიდოთ ჩიხის შექმნას თქვენს აპლიკაციებში, რადგან ისინი მოქმედებენ, როგორც მომხმარებლის ნაკადის ბლოკატორები - ისინი ქმნიან დაბნეულობას და იწვევენ დამატებით (და ხშირად არა საჭირო) მოქმედებებს. აიღეთ შეცდომის სტატუსის ეკრანი Spotify-დან:

პრაქტიკული რეკომენდაცია:

თქვენს აპლიკაციაში არსად არ უნდა იყოს ჩიხი. შეცდომის სტატუსებმა და ცარიელმა სტატუსებმა უნდა მოგაწოდონ ინსტრუქციები და მოქმედებები წინსვლისთვის.

9. ნუ გადაიყვანთ მომხმარებლებს ბრაუზერში

მომხმარებლები ადვილად გახდებიან იმედგაცრუებული, როცა აპლიკაცია უფრო მეტი შინაარსისთვის ან დავალების დასასრულებლად, მათ მობილურ ვებზე გადაიყვანს. ეს ზრდის მიტოვებას და ამცირებს კონვერსიას, რადგან მომხმარებლები შეიძლება უბრალოდ აღარ დაუბრუნდნენ აპლიკაციას.

პრაქტიკული რეკომენდაცია:

გამოიყენეთ შიდა ბრაუზერი. თუ თქვენს აპლიკაციას არ აქვს კონკრეტული ფუნქცია ან შინაარსის ნაწილი, შეეცადეთ გამოიყენოთ შიდა ბრაუზერი. ნუ გამოიძახებთ სმართფონის ბრაუზერს.

10. სტარტზე არ მოსთხოვოთ მომხმარებელს შეაფასოს თქვენი აპლიკაცია

აპლიკაციების შემქმნელთა უმეტესობამ იცის, რომ რეიტინგები და მიმოხილვები მნიშვნელოვანია მობილურ მაღაზიებში წარმატების მისაღწევად. შეფასებები და მიმოხილვები მომხმარებელს ეხმარება ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში, როცა განიხილავს აპლიკაციის გამოყენებას. აპლიკაციას, რომელსაც აქვს უფრო პოზიტიური რეიტინგი და მიმოხილვები, გადმოტვირთვის უკეთესი შანსი აქვს.

ფასეული გამოხმაურების შეგროვების მცდელობის დროს, აპლიკაციის ბევრი შემქმნელი ზოგად შეცდომას უშვებს: ისინი აიძულებენ მომხმარებლებს შეაფასონ მათი აპლიკაცია. შეფასების მოთხოვნა ძლიან მალე ან ძალიან ხშირად, მომაბეზრებელია და ამცირებს თქვენს მიერ მიღებული სასარგებლო გამოხმაურებების რაოდენობას. მომხმარებლებს არ სურთ შეფერხება რამე უსარგებლოსთვის, როცა ისინი რაღაც მნიშვნელოვანის შესრულების შუა პროცესში არიან.

გამოხმაურების თხოვნაში არაფერი ცუდი არ დევს

მაგრამ პირველ რიგში მნიშვნელოვანია თქვენს მომხმარებლებს მისცეთ კარგი გამოცდილება. ამრიგად, არასდროს ითხოვოთ შეფასების გაკეთება პროგრამის პირველივე გაშვებისას ან მასში პირველი მუშაობისას ან იმ დროს, როცა მომხმარებლებმა სულ რამდენჯერმე გამოიყენეს ის. კარგად გააზრებული მიმოხილვის მისაღებად, მიეცით ხალხს დრო, რომ საკუთარი აზრი ჩამოაყალიბონ თქვენი აპლიკაციის შესახებ შეფასების მოთხოვნამდე.

პრაქტიკული რეკომენდაცია:

არ სთხოვოთ მომხმარებელს აპლიკაციის შეფასება დავალების შესრულების პროცესში. არ შეუშალოთ ხელი მომხმარებელს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ისინი ასრულებენ სასწრაფო ან სტრესულ დავალებას. მოძებნეთ ლოგიკური პაუზები, როცა სარეიტინგო მოთხოვნას ყველაზე დიდი მნიშვნელობა ექნება.

მიეცით საკმარისი დრო მოსაზრების ფორმირებისთვის. დაელოდეთ სანამ მომხმარებლები განმეორებით გამოიყენებენ თქვენს პროგრამას. ასე უფრო სავარაუდოა, რომ მათ შეაფასონ თქვენი აპლიკაცია და უკეთესად ინფორმირებული გამოხმაურება მოგაწოდონ. შეგიძლიათ მოითხოვოთ რეიტინგის შევსება, მას შემდეგ რაც თქვენს აპლიკაციას გარკვეული რაოდენობით გახსნიან ან კონკრეტული მიზნები მიღწეული იქნება. შეარჩიეთ სრულყოფილი მომენტი (მაგალითად, აპლიკაციასთან დადებითი ურთოერთმოქმედების შემდეგ, ვთქვათ მნიშვნელოვანი ამოცანის დასრულების შემდეგ).

დასკვნა

დღეს მობილური აპლიკაციიდან ხალხი ბევრს მოელის და ეს მოლოდინები უფრო და უფრო მატულობს. თქვენ მაქსიმალურად უნდა იშრომოთ ამ მოლოდინების შესასრულებლად და თქვენი აპლიკაცია სასარგებლო, რელევანტური და ღირებული უნდა გახადოთ თქვენი მომხმარებლებისთვის. მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესება არ არის ერთჯერადი ამოცანა, ეს მუდმივად განვითარებადი პროცესია.

IT Academy STEP – მსოფლიო ბრენდი 82 ფილიალით!
გახდი კვალიფიციური სპეციალისტი და საკუთარი საქმის პროფესიონალი, შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში 

თბილისი,

საბურთალო, ალ.ყაზბეგის 34/34ბ

შეუკვეთეთ უკუზარი მენეჯერთან

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

კონფიდენციალობის პოლიტიკა და იურიდიული ინფორმაცია