IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

10 ეფექტური ხრიკი, პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერებს, პროდუქტიულობის ასამაღლებლად

05.10.2021

680 დათვალიერება

დრო არ გყოფნით? სამსახურში ვერ ასწრებთ დაკისრებული მოვალეობის შესრულებას? იხილეთ პროდუქტიულობის ათი ხრიკი, რომელიც დაგეხმარებათ მაქსიმუმადე გაზარდოთ თქვენი მიღწევები დროის მატების გარეშე.

 

სამუშაოს ხარისხიანად შესრულების გარანტი რაოდენობის ნაცვლად ხარისხზე კონცენტრირებაა. გახსოვდეთ, რომ თქვენ გიხდიან შესრულებული საქმის ღირებულების შესაბამისად და არა დახარჯული დროის მიხედვით. ამრიგად, პირველ რიგში უნდა კონცენტრირდეთ შესრულებული სამუშაოს ხარისხზე, ხოლო რაოდენობრივი ხარისხი დროის განმავლობაში პროგრესულად გაიზრდება, თქვენს ანაზღაურებასთან ერთად.

 

1. ერიდეთ მრავალი ტაბის გახსნას

მრავალი ტაბი პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერებისთვის წარმოდგენს ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დროის ქურდს. ადამიანები ხშირად გადააწყდებიან საინტერესო სტატიებს და მათ ღიად ტოვებენ კვირეების განმავლობაში. ამის შედეგად, მათ შეიძლება ჰქონდეთ 50 ტაბი გახსნილი 4-5 სხვადასხვა ბრაუზერში.

 

გახსოვდეთ, თქვენი საყვარელი ბრაუზერი არ არის ის ადგილი, სადაც უნდა შეინახოთ თქვენი წასაკითხად შენახული მასალა. ამის მაგრივრად, გირჩევთ გამოიყენოთ ვებ ან მობილურზე დაფუძნებული ინსტრუმენტები, სადაც განათავსებთ  მოგვიანებით გადასახედ სტატიებს, ვიდეოებს, პოდკასტს ან ნებისმიერ სხვა მასალას.

 

2. დაუთმეთ დრო გეგმების გაწერას

დაგეგმეთ ყოველი დღე, ეცადეთ სულ მცირე ერთი კვირით ადრე გაწეროთ შესასრულებელი ამოცანები. ფოკუსირდით თქვენს ყველაზე პრიორიტეტულ მიზნებზე, განსაზღვრეთ მათი მნიშვნელობა და კომპლექსურობა, ხოლო პირველ რიგში შეასრულეთ ყველაზე პრიორიტეტული დავალება. გახსოვდეთ დაიტოვოთ თავისუფალი დროის მონაკვეთები, რათა ახალი ამოცანების გამოჩენის შემთხვევაში გქონდეთ შესაძლებლობა მარტივად განაახლოთ გეგმა თქვენი დღის განრიგზე მორგებით.

 

უწყვეტი სწავლა და განვითარება აუცილებელი პირობაა პროფესიული ზრდისთვის და შემდგომი კარიერული ზრდის მისაღწევად. გამოცდილების მიუხედავად, ყოველთვის არის რაღაცა ახალი რისი შესწავლაც შეიძლება. თუმცა, ეშმაკური დეტალი მდგომარეობს იმაში, რომ თქვენ დაგჭირდებათ ინფორმაციულ სიჭარბესთან გამკლავება და მისი მონელება. 

 

4. დაიწყეთ ყველაზე რთული დავალების შესრულებით

მოუსმინეთ ბრაიან ტრეისის ბრწყინვალე რჩევას: „შეჭამე ეს ბაყაყი!“ სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, დაიწყეთ თქვენი დღე ყველაზე დიდი, რთული და მნიშვნელოვანი დავალების შესრულებით“.

 

ჩვენ ყველას გვქონია ისეთი დილა, როდესაც ვიწყებთ ყავის დალევას და ელ.ფოსტების შემოწმებას და მხოლოდ ამის შემდეგ ვცდილობთ შევიდეთ სამუშაო მდგომარეობაში. შედეგად კი, ჩვენი ენთუზიაზმი უკვე დაკარგულია ძვირფას დროსთან ერთად, მაშინ როცა შეგვეძლო სწაფად მოგვემთავრებინა გარკვეული, წვრილმანი საკითხები.

 

ამის მაგივრად, შექმენით დავალებათა სია მთელი დღის მანძილისთვის. დაიწყეთ პრიორიტეტების განაწილებით და აირჩიეთ 3 „ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი“, რომელიც მოიტანს ყველაზე მეტ შედეგს (არ აჰყვეთ ცდუნებას მოაგვაროთ ყველაზე მარტივი საკითხები). ამ სამიდან აირჩიეთ ყველაზე არასასურველი დავალება და ფოკუსირდით პირველ რიგში მისი შესრულებაზე.

 

განთავისუფლდი ბანალური საგანმანათლებლო სისტემისგან, დაიწყე პროგრამირების შესწავლა სრულიად ახალი მეთოდებით და გახდი წარმატებული სტეპერი!

→ დარეგისტრირდი ახლავე!

 

5. მინიმუმამდე დაიყვანეთ ხელის შემშლელი ფაქტორები

ისწავლეთ ხელის შემშლელი ფაქტორებისგან გათავისუფლება. პროგრამირება არ გულისხმობს მთლიანი დღის ეკრანთან გატარებას, ის მოითხოვს კონცენტრირებას და გარკვეულ დროს. მიღებისთანავე ნუ დახედავთ ყველა შემოსულ შეტყობინებას და ელ-ფოსტას, მათ შესამოწმებლად გამოყავით დღის კონკრეტული პერიოდი.

 

შექმენით სპეციალური ფილტრები მაღალი პრიორიტეტის მქონე ან სასწრაფო საქმეებისთვის და არ შეგეშინდეთ მოიცილოთ ის ხალხი, რომლებიც თქვენს მაგიდასთან მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრის მოტივის გარეშე მოვლენ.
 

6. შეიმუშავეთ ყოველდღიური საქმეების "ულუფა"

ხვალინდელი დღის საქმეების დაგეგმვისას, აუცილებელია გონივრულად გაანაწილოთ შესასრულებელი სამუშაო, ნუ დაგეგმავთ მეტისმეტად ბევრ სამუშაოს, რომ არ დაგრჩეთ შეუსრულებელი საქმეები, რომელიც ტვირთად დააწვება და დაამუხრუჭებს მომავალ საკითხებს.

 

7. შეზღუდეთ შეხვედრები

დრო მხოლოდ პროექტის სწორად აწყობასა და ტესტირებაზე  დახარჯეთ, შეხვედრაზე მუდამ მზა და მოწესრუგებული პროექტით წარსდექით მენეჯერის წინაშე, დააინტერესეთ თანამშრომლები თქვენი შრომისმოყვარეობით და არა დასვენების ან ბურგერების სიყვარულით.

 

8. გადახედეთ თქვენს კოდირების ჩვევებს

იაქტიურეთ პროფესიულ სოციუმში, ხშირად შეახედეთ სხვას ნაშრომებზე - თქვენ შეიძლება მიიღოთ სასარგებლო რჩევა იმის შესახებ, თუ რა შეგიძლიათ გაუმჯობესოთ, რათა გახდეთ უფრო ეფექტური.

 

9. არ დაგავიწყდეთ შემდგომ დააკვირდეთ მოვლენებს

შესაძლებელია პროექტი ჩიხში შევიდეს, თუ თქვენს თანამშრომელს, რომელსაც ავალია გარკვეული საკითხები და არ აქვს პასუხი თქვენთვის აუცილებელ შეკითხვებზე, ასეთ შემთხვევაში დაელოდეთ (მოთოკეთ ემოციები, დაიცავით სუბორდინაცია) და შემდგომ მოიკითხეთ საკითხი.

 

10. შეისვენეთ

პროგრამული უზრუნველყოფის განვითარება არის მენტალური აქტივობა, რომელიც მოითხოვს დროსა და ძალისხმევას. შესვენების გარეშე დიდი ხნის მანძილზე მუშაობამ შესაძლოა გამოიწვიოს ინფორმაციული გადატვირთვა და გაუარესოს თქვენი მუშაობის ხარისხი. საათში 15 წუთის შესვენება მოგცემთ შესაძლებლობას იმუშაოთ უფრო ეფექტურად.

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - მოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ზრდასრულთათვის

რატომ იღებს შენზე მეტ ხელფასს ადამიანი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს

ნაკლები გამოცდილება ყოველთვის დაბალ ხელფასს არ ნიშნავს. ანაზღაურებაზე შეიძლება გავლენა ჰქონდეს პასუხისმგებლობებს, კონკრეტულ უნარებს, დასაქმების პირობებსა და მოლაპარაკების ისტორიას. გაიგე, როგორ შეაფასო საკუთარი მდგომარეობა, მოემზადო ხელფასზე საუბრისთვის და დაგეგმო შემდეგი პროფესიული ნაბიჯი.

გამოცდილების წლები ხელფასის მხოლოდ ერთი ნაწილია  ხუთი წელია მუშაობ, პასუხისმგებლობებს კეთილსინდისიერად ასრულებ და გუნდშიც ხშირად შენ გეკითხებიან რჩევას. შემდეგ იგებ, რომ თანამშრომელი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს, შენზე მეტ ანაზღაურებას იღებს. პირველი რეაქცია შეიძლება უსამართლობის განცდა იყოს: თუ მეტი დრო გაქვს დახარჯული პროფესიის შესწავლასა და პრაქტიკაში, რატá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

სამსახური გაქვს, მაგრამ ვეღარ ვითარდები - როდის არის პროფესიის შეცვლის დრო

სამსახური გაქვს, მაგრამ გრძნობ, რომ ერთ ადგილზე გაჩერდი? გაეცანი, როგორ განასხვავო სამუშაო გარემოთი უკმაყოფილება პროფესიის შეცვლის სურვილისგან, როგორ შეამოწმო ახალი მიმართულების მიმართ ინტერესი და როგორ დაგეგმო სწავლა არსებული სამსახურის პარალელურად.

როცა სამსახურში ყველაფერი ნაცნობია და ახალი აღარაფერი გხვდება დილით სამსახურში მიდიხარ, დავალებებს ასრულებ, დღის ბოლოს კი გრჩება განცდა, რომ კიდევ ერთი დღე გავიდა და ახალი არაფერი გისწავლია. იცი, როგორ მოაგვარო ყოველდღიური საკითხები, კოლეგებიც შენს გამოცდილებას ენდობიან, მაგრამ ის, რაც ადრე გამოწვევა იყო, ახლა ავტომატურ მოქმედებად იქცა. სტაბილურობა სასიამოვნოა, თუმცა შáƒ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

როგორ დაიწყო კარიერა IT-ში ნულიდან, გამოცდილების გარეშე?

გაიგე, როგორ შეგიძლია დაიწყო კარიერა IT სფეროში ნულიდან და რა ეტაპები უნდა გაიარო სწორი მიმართულების შესარჩევად, პრაქტიკული პორტფოლიოს შესაქმნელად და სასურველ პოზიციაზე დასასაქმებლად გამოცდილების გარეშე.

მიმართულების შერჩევა და პირველი ნაბიჯები ტექნოლოგიურ სამყაროში ტექნოლოგიური სფერო დღეს ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურ, მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად მიმართულებად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ IT ინდუსტრია ბევრისთვის მიმზიდველია, დამწყებების უმრავლესობას ერთი და იგივე კითხვა აწუხებს: „როგორ დავიწყო, როდესაც არც ტექნიკური განათლება მაქვს და არც სამუშაო გამოცდილება?“ სინამ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

ახალი პროფესიის სწავლა სამსახურთან ერთად - რამდენად რეალურია?

გაიგე, რამდენად რეალურია ახალი პროფესიის ათვისება სრულ განაკვეთზე მუშაობის პარალელურად და აღმოაჩინე დროის მენეჯმენტის ეფექტური სტრატეგიები წარმატებული კარიერული ცვლილებისთვის.

პროფესიული ზრდის გამოწვევები და სწორი დაგეგმვა დღევანდელ სწრაფად ცვალებად სამყაროში ახალი პროფესიის ათვისება და კარიერული ცვლილება ბევრისთვის პრიორიტეტული ამოცანაა. თუმცა, მთავარი გამოწვევა, რომელიც ადამიანების უმრავლესობას აჩერებს, არსებულ სამსახურსა და ყოველდღიურ რუტინასთან სწავლის შეთავსებაა. ხშირად ჩნდება კითხვა: რეალურია თუ არა სრულფასოვანი პროფესიის შესწა

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა