IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

10 ნაბიჯი წარმატებული პარტნიორული მარკეტინგისთვის

17.07.2021

568 დათვალიერება

თუ თქვენც დაინტერესდით პარტნიორული მარკეტინგით, წარმოგიდგენთ 10 ნაბიჯს, რომლის შესრულებაც ხელს შეუწყობს თქვენს საბოლოო წარმატებას, რჩევები შედგენილია ინდუსტრიის ყველაზე წარმატებული მარკეტერების მიერ, გამოყენებულ მეთოდებითა და განვლილი კარიერული გზის გაანალიზების შედეგად

 

 

დაიწყეთ ხარისხიანი, საინტერესო კონტენტის შექმნით

თუ გსურთ დამატებითი შემოსავლის მიღება პარტნიორული მარკეტინგიდან, თქვენ უნდა შექმნათ ხარისხიანი და საინტერესო კონტენტი. გახსოვდეთ, კონტენტის მცირე ნაწილები თქვენს მიერ გამოყენებულ ყველა კომუნიკაციაშია

 

თქვენი კონტენტი უნდა იყოს მკითხველზე ორიენტირებული. უპასუხეთ მათ შეკითხვებს, ჩაინიშნეთ ინტერესები, მიაწოდეთ დეტალური ინფორმაცია, თუმცა წერეთ ისე, რომ ტექსტი იყოს მარტივად გასაგები და უსაზღვროდ მიმზიდველიც

 

იცნობდეთ თქვენს აუდიტორიას, გაეცანით, რას მოჰყავს ისინი თქვენს ვებ-გვერდზე. საძიებო ველი შესანიშნავი გზაა იმის გასაგებად, თუ რისი პოვნა სურთ მომხმარებლებს თქვენს საიტზე.

 

თვალყური ადევნეთ წარმატებას

მიმდინარე წარმატება საჭიროებს ცოდნას იმის შესახებ, თუ რა მუშაობდა წარსულში. მნიშვნელოვანია იცოდეთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ სტუმრები თქვენს საიტზე. ცხადია, ძებნის რეიტინგს ექნება გავლენა, ისევე როგორც სოციალურ გაზიარებას და ა.შ.

 

გამოიყენეთ თქვენი ვიზიტორების ანალიტიკა, რომ მეტი გაიგოთ მათ შესახებ. რამდენი პროცენტია ახალი და რამდენი ხელახლა მობრუნებული ვიზიტორი? რომელ გვერდებს მოჰყავს ტრაფიკის დიდი ნაწილი? თქვენს ნავიგაციის ზოლში და თითოეულ გვერდზე რომელ ბმულებზე ხდება დაწკაპუნება? ყველა ეს შეკითხვა მოგცემთ პასუხებს, რომელთა გამოყენებაც გაგიორმაგებთ წარმატებას

 

საიდან მოდის თქვენი კონვერტაციული ტრაფიკი? კონვერსიამდე რომელი გვერდების მონახულება ხდება ყველაზე მეტად? გაანალიზეთ თქვენი  მონაცემები!

 

იცოდეთ თქვენი პროდუქტი

ცოდნას შეუძლია გამოგარჩიოთ თქვენი კონკურენტებისგან. როგორც პარტნიორი მარკეტერი, თქვენ რეკომენდაციას უწევთ მომხმარებელს სხვადასხვა პროდუქტთან დაკავშირებით, ასე რომ თქვენ უნდა განიხილებოდეთ სანდო პარტნიორად ან ექსპერტად,  კონკრეტულ პროდუქტზე ნებისმიერ შეკითხვაზე უნდა იყოს შესაძლებელი დეტალური ინფორმაციის სწრაფად მიღება.

 

ხშირად პარტნიორი მარკეტერები იძენენ გარკვეულ ვენდორებს და ფიქრობენ, რომ საინტერესო იქნება მათი ვიზიტორებისთვის თუ ამ პროდუქტების მიმოხილვას სხვები აწარმოებენ, თქვენ უნდა იცოდეთ როგორ მუშაობენ ეს ვენდორები და რა სარგებელი შეუძლიათ მოუტანონ მათ მომხმარებლებს. ნუ დაუკავშირდებით ახალ ვენდორს ან ინფლუენსერს მხოლოდ იმიტომ, თუ ისინი, ერთი შეხედვით საზოგადოებას სწორად აწვდიან ინფორმაციას - თავად გახდი ინფლუენსერი!

 

ჩართეთ თქვენი ვიზიტორები

წარმატებული პარტნიორი მარკეტერების უმრავლესობა ესაუბრება საკუთარ ვიზიტორებს.  თუ ბლოგი გაქვთ, ხელმისაწვდომი გახადეთ კომენტარების დატოვება. ეს საშუალებას მოგცემთ ესაუბროთ თქვენს ვიზიტორებს. დიახ, თქვენ დაგჭირდებათ სპამის გაფილტვრა, მაგრამ თუ უპასუხებთ კომენტარების უმტავლესობას და გააბამთ დიალოგს, ისინი დაბრუნდებიან საუბრის გასაგრძელებლად.

 

დასვით შეკითხვები ყოველი პოსტის ბოლოს. ”კიდევ რა ფაქტორების გასათვალისწინებელი?” ”გსურთ მეტი ინფორმაცია ამ თემაზე?” "გვითხარით თქვენი აზრი!" ამგვარი მოქმედებისკენ მოწოდება ხელს შეუწყობს მომხმარებელთან ურთიერთქმედების გაღრმავებას

 

რაც უფრო მეტჯერ ესტუმრებიან ვიზიტორები თქვენს საიტს, როგორც თანამოაზრე ადამიანების საზოგადოება, მით მეტი შანსია ისინი დაბრუნდნენ და გაზარდონ თქვენი კონვერსია!

 

ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მიმართულება, რომელიც საოცარ ტრანსფორმაციას განიცდის ტექნოლოგიების ცვლილებასთან ერთად, არის მარკეტინგი და რეკლამა. იცვლება მომხმარებლის ქცევის წესები, ინტერესები და გემოვნება - შეისწავლე ციფრული მარკეტინგი ჩვენთან

 დარეგისტრირდი ახლავე!

 

 

კონცენტრირდით ერთ ნიშაზე

ხშირად მარკეტერები იყენებენ „სროლა ყველა იარაღიდან“ მიდგომას, რაც შეიძლება მეტ პროდუქტს იღებენ, როდესაც მათ ყურადღება უნდა მიაქციონ თავიანთ მთავარ ინტერესსა და ნიშასთან დაკავშირებულ პროდუქტებს. თუ გსურთ შექმნათ წარმატებული პარტნიორული მარკეტინგული საიტი, ყოველთვის იქონიეთ ერთი კონკრეტული ნიშა. თქვენ შეგიძლიათ შექმნათ სხვა საიტები სხვა ნიშების პოპულარიზაციისთვის, თუმცა ამან არ უნდა გამოიწვიოს ამ საიტებზე კონტენტის შეთხელება და არევა

 

პრიორიტეტად აქციეთ ინფორმაციის მიწოდება და დახმარება და არა გაყიდვა!

გაყიდვებისა და თვითრეკლამირების მყვირალა საიტები ვეღარ იქცევენ ყურადღებას. თქვენ უნდა დაეხმაროთ თქვენს ვიზიტორებს და მიაწოდოთ ხარისხიანი ინფორმაცია, რომელიც მათთვის სასარგებლო იქნება, რათა ისინი კვლავ დაბრუნდნენ თქვენთან. თუ გადახედავთ საიტებს, რომლებიც კარგად არიან რანჟირებული თქვენს ნიშაში გამოყენებული სხვადასხვა ტერმინების წყალობით, ნახავთ, რომ სასარგებლო ინფორმაცია იმარჯვებს. გააკეთეთ თქვენი კვლევა და მიაწოდეთ მეტი დეტალი ან განახლებული ინფორმაცია.

 

ყოველთვის ატარეთ ტესტირებები და ეცადეთ გაუმჯობესება

თქვენ ყოველთვის უნდა ცდილობდეთ თქვენი პროცესის გაუმჯობესებას. დატესტეთ მსვლელობა, სქემის გამოყენება, სხვადასხვა ხელოვნება და სხვა ფაქტორები. პარტნიორული მარკეტინგი, ისევე როგორც ნებისმიერი სასწავლო პროცესი, არის მუდმივი ძალისხმევა. მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ბევრი ნაბიჯი შეიძლება განხორციელდეს დასაწყისში, თქვენ უნდა გსურდეთ მუდმივი სწავლა და გაუმჯობესება.

 

დაუთმეთ დრო

წარმატების მისაღწევად საჭიროა საქმეში ჩადოთ ბევრი დრო. პარტნიორული მარკეტინგი მოითხოვს 24/7 ძალისხმევას, ამიტომ მზად იყავით და რეგულარულად დაუთმეთ დრო ამ საქმეს

 

იქონიეთ სათანადო მოლოდინები

მილიონ დოლარს ერთ თვეში ვერ გამოიმუშავებთ. თქვენ უნდა გქონდეთ რეალისტური მოლოდინები. ბევრი პარტნიორი მარკეტერი დიდ დროს უთმობს საკუთარი ორიგინალური საიტის შექმნას, შემდეგ კი უფრო მცირე დროს ხარჯავს კონტენტის დამატებაზე, და ამავდროულად იწყებს ახალი საიტის შექმნისას. გაქვთ ერთი საიტი კონცენტრირებული მიმდინარე განვითარებაზე, თუ რამდენიმე მცირე საიტი, დაისახეთ მიზნები და იმუშავეთ მათ შესრულებაზე.

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - მოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 .თელავინადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 .თბილისი.ყაზბეგის 34/34 

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ხელოვნური ინტელექტის როლი დასაქმების სფეროში შესაძლებლობები და გამოწვევები

თანამედროვე სამყაროში ხელოვნური ინტელექტი (AI) აღარ არის მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკა, ის აქტიურად ცვლის შრომის ბაზარს, ქმნის ახალ პროფესიებს და გარდაქმნის არსებულ სამუშაო პროცესებს. გაეცანი, თუ რა შესაძლებლობებს უხსნის AI დასაქმებულებს, რა გამოწვევების წინაშე აყენებს მათ და როგორ უნდა მოვემზადო მომავლის კარიერისთვის, სადაც ტექნოლოგია და ადამიანი ერთად მუშაობენ.

ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია სამუშაო ადგილებზე რევოლუციურ ცვლილებებს იწვევს. ავტომატიზაცია საშუალებას აძლევს კომპანიებს, ოპტიმიზაცია გაუკეთონ რუტინულ დავალებებს, რაც თანამშრომლებს უფრო კრეატიული და სტრატეგიული საკითხების გადაჭრისთვის ათავისუფლებს. ამ პროცესში კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება შესაბამისი ცოდნის შეძენა.  IT აკადემია Step-ის AI – ხელოვნური ინტელექტის ინ

ШАГ логотип

AI

პროფესიები რომლებიც გაქრება (გადაშენების პირას) რა გავლენას ახდენს AI და ავტომატიზაცია?

გაიგე, რომელი პროფესიები დგას გადაშენების პირას AI-სა და ავტომატიზაციის ეპოქაში. ტექნოლოგიური გავლენა შრომის ბაზარზე გარდაუვალია, ამიტომ მნიშვნელოვანია იმ სფეროების ცოდნა, რომლებსაც ჩანაცვლება ემუქრებათ. აღმოაჩინე გზები, რომლებიც მომავლის კარიერის შენარჩუნებასა და განვითარებაში დაგეხმარება.

ციფრული ერა და შრომის ბაზრის ტრანსფორმაცია თანამედროვე სამყაროში ხელოვნური ინტელექტი (AI) და ავტომატიზაცია აღარ არის მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკის ნაწილი. ისინი ჩვენი ყოველდღიური სამუშაო გარემოს განუყოფელი ელემენტები გახდნენ. ტექნოლოგიური პროგრესი რადიკალურად ცვლის შრომის ბაზარს, რაც გარკვეული ტრადიციული პროფესიების გაქრობას ან მათ სრულ ტრანსფორმაციას იწვევს. პროც

ШАГ логотип

AI

Generative AI-ს გავლენა კრეატიული პროფესიების შემცირებაზე

ტექნოლოგიური პროგრესი მუდმივად ცვლის შრომის ბაზარს, თუმცა Generative AI-ს გამოჩენამ კრეატიულ სფეროში განსაკუთრებული კითხვები გააჩინა. რეალურად, ემუქრება თუ არა საფრთხე დიზაინერებსა და ქოფირაითერებს, თუ ხელოვნური ინტელექტი უბრალოდ ახალი ეპოქის დამხმარე ხელსაწყოა, რომელიც შემოქმედებით პროცესს უფრო ეფექტურს ხდის.

საფრთხე თუ ახალი შესაძლებლობა? ბოლო პერიოდში Generative AI (გენერაციული ხელოვნური ინტელექტი) ტექნოლოგიურ სამყაროში ნამდვილ რევოლუციად იქცა. ისეთმა პლატფორმებმა, როგორებიცაა Midjourney და ChatGPT, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს ადამიანის ექსკლუზიურობა კრეატიულ პროცესებში. ბევრი ფიქრობს, რომ ალგორითმები, რომლებსაც წამებში შეუძლიათ რთული ილუსტრაციების შექმნა, ჩაანაცვლებენ სპეციალისტებს და

ШАГ логотип

ძირითადი უნარების გარდაქმნა რა ცოდნას ითხოვს მომავალი

ნოლოგიური ევოლუცია ჩვენს თვალწინ ცვლის სამუშაო გარემოსა და მოთხოვნად უნარებს. გაიგე, რა ცოდნას ითხოვს მომავალი, როგორ უნდა გარდაქმნა შენი ძირითადი უნარები ახალ რეალობასთან მოსარგებად და რატომ არის უწყვეტი განათლება წარმატების მთავარი ფორმულა ციფრულ ეპოქაში.

ეპოქალური ცვლილება შრომის ბაზარზე ტექნოლოგიური პროგრესი და ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარება ფუნდამენტურად ცვლის შრომის ბაზრის მოთხოვნებს. ის, რაც გუშინ უალტერნატივო უნარად ითვლებოდა, დღეს შესაძლოა ავტომატიზებულმა სისტემამ ჩაანაცვლოს. სწორედ ამიტომ, გადამწყვეტი ხდება არა მხოლოდ ტექნიკური ცოდნა, არამედ ადაპტაციის უნარი და ახალი ეპოქის მოთხოვნებზე მორგება. მ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა