IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

პროგრამირების 20 საუკეთესო ენა

10000

პროგრამირება

25.09.2023

573 დათვალიერება

იყო დრო, როდესაც პროგრამირება მისტიურ სამუშაოდ აღიქმეოდა. მხოლოდ რამდენიმე “გამორჩეული” ადამიანი მიიჩნეოდა პროგრამისტად და მათზე ყველამ იცოდა, რომ მოწინავე ტენქოლოგიურ უნარებს ფლობდნენ. დღესდღეობით კი IT სამსახურის 99% მოითხოვება პროგრამირების გარკვეულ დონეზე ცოდნა, ასე რომ თუ გსრურთ, რომ დაეუფლოთ მომავლის უნარებს და იყოთ წარმატებული, პირველ რიგში, უნდა გაიგოთ, რომელი ენა აირჩიოთ. ამის შემდეგ, ეს პროცესი გარკვეულ დროსა და თანხასთან იქნება დაკავშირებული, ამიტომ დარწმუნდით, რომ სწორ არჩევანს აკეთებთ. 

 

გადაწვეტილების მიღებისას, აუცილებლად მოგიწევთ რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინება: სირთულის დონე, რომლისთვისაც მზად ხართ, რომ გაუმკლავდეთ; პროგრამირების დონის განსაზღვრა, რომელიც თქვენს არსებულ უნარებს შეესაბამება; მიზეზი თუ რატომ ირჩევთ კონკრეტულ პროგრამირების ენას. 

 

რა გსურთ? მობილური აპლიკაციის შექმნა, პროგრამირების ცოდნის დონის სერტიფიცირება თუ ახალი უნარების შეძენა? ამისათვის თქვენ სწორი არჩევანი უნდა გააკეთოთ. ქვემოთ თქვენ გაეცნობით 2023 წლის ყველაზე მოთხოვნად პროგრამირების ენებს. თქვენ გაიგებთ თითოეული ენის ყველა დეტალს, მათ კომპლექსურობას და გამოიყენების წესს

 

რა არის პროგრამული ენა? 

პროგრამირების ენა, პროგრამისტებისთვის (დეველოპერები) კომპიუტერთან კომუნიკაციის გზას წარმოადგენს. პროგრამირების ენა შედგება წესების კომპლექტისაგან, რომელიც სერიულ მნიშვნელობებს მანქანური კოდის გენერირების სხვადასხვა ხერხად გარდაქმნის საშუალებას აძლევს, ვიზუალური პროგრამირების ენების შემთხვევაში კი, გრაფიკულ ელემენტებად. მოკლეთ, რომ ვთქვათ, პროგრამირა წარმოადგენს ინსტრუქციების ნაკრებს, რომელიც კონკრეტულ ენაზეა (C, C++, Java, Python) დაწერილი, იმისათვის, რომ კონკრეტული დავალება შეასრულოს. 

 

 

შეიტყვეთ მეტი ყველაზე პოპულარული პროგრამირების ენების შესახებ და დღესვე გადადგით ნაბიჯი თქვენი უნარების გაუმჯობესებისკენ! - დაეუფლე ახალ პროფესიას, დაიწყე სწავლა კვალიფიციურ სპეციალისტებთან, საერთაშორისო აკადემიაში!

→დარეგისტრირდი მარტივად

 

 

 

დავიწყოთ პროცედურული პროგრამირების ენებით

ეს პროგრამირების პარადიგმაა, რომელიც იყენებს პროცედურებს ან ფუნქციებს, რათა შეამციროს და დაახარისხოს კოდი მრავალჯერადი გამოყენების ბლოკებად. C, Pascal და FORTRAN ამ პარადიგმის მხარდამჭერ ყველაზე პოპულარულ ენებს წარმოადგენენ. პრიორიტეტს პროგრამის სისტემატური გაშვება წარმოადგენს. 

 

ამ ტიპის პროგრამირებაში, პროგრამა იყოფა ფუნქციებათა და პროცედურებად. ისინი იზოლირებულ ქვეპროგრამებს წარმოადგენენ, რომლებიც კონკრეტულ დავალებებს ასრულებენ. მოცემული პროცედურების გამოძახება პროგრამის სხვა ნაწილებიდანაცაა შესაძლებელი, რაც მოქნილობასა და კოდის ხელახალ გამოყენებას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ის ინსტრუქციების ინსტრუქციების თანმიმდევრობას და გავლენას ახდენს ცვლადებში შენახულ მონაცემებზე. 

 

ისინი საუკეთესო პროგრამულ ენებს წარმოადგენენ, რადგან ფართო გამოყენება აქვთ ისეთ ინდუსტრიებში, როგორიცაა ინჟინერია, გეიმინგი და ფინანსები. პროცედურული პროგრამირება შეიძლება იყოს ნაკლებად მოქნილი, თუმცა ეს ხელს არ უშლის მას იყოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრამირების პარადიგმა, რომელიც მაღალი დონის კომპიუტერული მეცნიერების კურსებზე ისწავლება. 

 

ფუნქციონალური პროგრამირების ენები 

პროცედურული ენისაგან განსხვავებით, ფუნქციონალური უფრო მეტი მოქნილობით ხასიათდება. იგი მთელი რიგი ფუნქციებასაგან შედგება. პროგრამირების ეს პარადიგმა მოდელის გამოთვლისა და მონაცემთა ტრასფორმაციაზეა დაფუძნებული. მის მხარდამჭერ ენებს Haskell, Clojure, Lisp და Scala წარმოადგენენ. 

 

ფუნქციონალური პროგრამირება პროოგრამასთან მუშაობას ამარტივებს და ზრდის მის საიმედოობას. ფუნქცია შეყვანილი არგუმენტის მიხედვით მუშაობს. იგი ნაკლებად პოპულარულია, თუმცა განათლების კუთხით ერთ-ერთი მოწინავეა. 

 

ფუნქციური პროგრამირება ეფექტური პარალელური პროგრამირებაა. მას არ აქვთს ცვალებადი მდგომარეობა. თქვენ შეგიძლიათ დააპროგრამოთ ფუნქცია და ამის პარალელურად ინსტრუქციაზე იმუშავოთ. ეს კოდები მხარს უჭერენ nested ფუნქციებს და შედგებიან დამოუკიდებელი მოდულებისაგან, რომლებიც ერთობლივად მუშაობენ. ეს ნამდვილად  ეფექტურა. 

 

ობიექტზე - ორიენტირებული ენები 

ობიექტზე - ორიენტირებულ პროგრამირებაში, ობიექტები განსაზღვრავენ მონაცემებსა და ქცევებს. ობიექტები მოიცავენ ატრიბუტებს, რომლებიც მის მდომარეობასა მეთოდს წარმოადგენს. ეს ენა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს შექმნან რთული სისტემებიურთიერთდაკავშირებული ობიექტებით. 

 

მოცემული ენა ინკაფსულაციის საშუალებით იმპლემენტაციის კომპონენტებს მალავს გარე სამყაროსაგან. ეს საშუალებას გაძლევთ შექმნათ დიდი რთული სისტემები შესაბამისი ობიექტების შიდა სამუშაოებზე ყურადღების მიქცევის გარეშე. კიდევ ერთი უპირატესობა, რაც ამ ენას ასე პოპულარულს ხდის, მემკვიდრეობითობა წარმოადგენს. იგი კლასების წყობას ქმნის, რომლებიც საერთო თვისებებს იზიარებენ, თუმცა მაინც გვიტოვებენ რედაქტირების საშუალებას. 

 

პოპულარულ ობიექტზე - ორიენტირებულ ენებს Java, Python, C++ და Ruby წარმოადგენენ. მოცემული ენები ბაზარზე მოწინავე პოზიციებს იკავებენ და ისინი ერთი საერთო მახასიათებლით ობიექტზე ორიენტირებულობით არიან გაერთიანებულნი. 

 

სკრიპტული ენები 

სკრიპტული ენების შესწავლა მარტივია, ისინი მარტივი სინტაქსითა და დინამიური წერით ხასიათდებიან. სკრიპტული ენები იმ ტიპის ენებს მიეკუთვნებიან, რომლებიც ინტერპრეტირებული უფრო არიან ვიდრე შედგენილნი (Compiled). არსებობს ამ ენის ორი ტიპი: სერვერის სკრიპტირებისა და მომხმარებლის მხარის სკრიპიტრების ენები. ისინი პროგრამირების სხვა ენებთან თავსებადობითაც ხასიათდებიან. 

 

  • Python - ყველაზე მარტივ ენას, რომელსაც დეველოპერები იყენებენ, Python წარმოადგენს. იგი ობიექტზე - ორიენტირებული პროგრამირების ენაა. ნას აქვს მაღალი დონის მონაცემთა სტრუქტურა და ჩაშენებული ბიბლიოთეკები, რაც მის გამოყენებას მარტივს ხდის და შესაფერისია აპლიკაციის სწრაფი დეველოპმენტისთვის. ის არის მარტივი, დეკოდირებადი და აქვს დინამიური სემანტიკური ენა.

  • Perl - ენა დინამიურია და აქვს ინოვაციური ფუნქციები, რაც მას პოპულარობას ხდის და განასხვავებს მას Linux-ისა და Windows Server-ზე ხელმისაწვდომი ენებისაგან. მაღალი ტრაფიკის მქონე ვებსატები, ძრითად შემთხვევაში Perl-ს იყენებენ, მათ შორის ვებ საიტი IMDB-ც, რადგან იგი ტექსტის მანიპულაციის ამოცანების შესრულებაში კარგად მუშაობს. 

  • Bash - Bourne: SHell არის სკრიპტულის ენა, რომელიც  Linux/GNU ოპერაციული სისტემების უმეტესობაში, ნაგულისხმევი ბრძანების თარჯიმანია. ეს ენა სხვა ენებეზთან შედარებით მარტივი გამოსაყენებელია. Bash აადვილებს სკრიპტების საცავის დოკუმენტირებას და უზრუნველყოფს სასარგებლო, მრავალჯერადი გამოყენების სკრიპტებს.

 

ლოგიკური პროგრამირების ენები 

როგორც სახელი გვეუბნება, ეს კომპიუტერული პროგრამირება ფორმალურ ლოგიკაზეა დაფუძნებული. პროგრამა ლოგიგუკრი ოპერატორებისა და წესებისაგან შედგება, რომლებიც ობიექტებს შორის ურთიერთქმედებას განსაზღვრავენ. ეს სისტემას ახალი იფნორმაციის ექსტრაპოლაციის (პროგროზის გაკეთება) საშუალებას აძლევს. 

 

ხელოვნურ ინტელექტის სისტემებში ძირითადად ეს ენაა გამოყენებული, რადგან, ამ შემთხვევაში, მსჯელობა და ვარაუდებია საჭირო. იგი საშუალებას გვაძლევს დავწეროთ მარტივი და გამომხატველი პროგრამა, რომელიც “მსჯელობასა” და მომსახურებაზე იქნება ორიენტირებული. 

 

მოკლედ, ლოგიკური პროგრამირება არის უსაფრთხო და მოქნილი მიდგომა კომპიუტერული პროგრამირების პრობლემების გადასაჭრელად. გამოდგება ნებისმიერი ტიპის პრობლემისთვის. ის ასევე ღირებული ინსტრუმენტია ზოგიერთი აპლიკაციისთვის. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ლოგიკური ენაა Prolog, რომელიც შედგება ფაქტებისა და წესებისგან, რომელიც პრობლემების განსაზღვრაში, მის აღწერასა და გადაჭრაში გვეხმარება. 

 

იმპერატიული პროგრამირება 

იმპერატიულ პროგრამირებაში, პროგრამისტი უზრუნველყოფს ინსტრუქციების ერთობლიობას, რომელსაც კომპიუტერი მიჰყვება პროგრამის მდგომარეობისა და მასში არსებული ინფორმაციის სტრუქტურის მანიპულირების მიზნით. ეს პარადიგმა აღწერს ნაბიჯებს, რომლებიც კომპიუტერმა უნდა გადადგას პრობლების გადასაჭრელად და არა მათემატიკური ფუნქციებს. C, C++, Java და Python იმპერატიულ პროგრამირების ენებს წარმოადგენენ. 

 

იმპერატიული - ყველაზე პოპულარული პროგრამირების ენა პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებაში სისტემური პროგრამირებისა და დაბალი დონის პროგრამირების ამოცანებისთვის, მათ შორის hardware-ზე პირდაპირი კონტროლის ჩათვლით. 

 

პროგრამირების ენების კლასიფიკაციის სხვა გზები 

 

Front-end vs. Back-end ენები

Front-end ენები მომხმარებლის მხარის ენებად მოიხსენიებიან და  ვებ საიტის ვირტუალური და ინტერატიული ელემენტების შესაქმნელად გამოიყენებიან, რომელთა ნახვაც მომხმარებლებს შეუძლიათ. 

 

Back-end ენები სერვერის მხარის ენებად მოიხსენიებიან. ისინი ვებ სატისი სცენის უკან ლოგიკურ და ფუნქციურ ელემენტებს ქმნიან, როგორიცაა მომხმარებლის ანგარიშის დამუშავება, შენახვა, მართვა და ავტორიზაცია. Python, Ruby და Java backend ენებს წარმოადგენენ. 

 

High-Level vs. Low-Level ენები 

მაღალი დონის ენები მარტივად იკითხება და იწერება, რადგან ისინი მარტივად გასაგები არიან. დეველოპერებს შეუძლიათ დაწერონ კოდი აბსტრაქციის უფრო მაღალ დონეზე, ძირითადი აპარატურის ან ოპერაციული სისტემის შესახებ ფიქრის გარეშე, რადგან ის ახლოსაა ბუნებრივ ენებთან. მათ აქვთ ჩაშენებული ბიბლიოთეკები და ფრეიმვორქები საერთო პროგრამირების ამოცანების გასამარტივებლად, როგორიცაა მონაცემთა სტრუქტურების მანიპულირება ან გამოთვლების შესრულება. მაღალი დონის ენების მაგალითებია Python, Java ან Ruby.

 

მეორეს მხრივ, დაბალი დონის ენები ბევრად უფრო რთული გასაგები დასაწერია. ამ ენებზე დაწერილი კოდი ძალიან ეფექტურია და უშუალოდ კომპიუტერის აპარატურასა და მეხსიერებას მართავს. თუმცა, ამ შემთხვევაში, დეველოპერს ეს ყველაფერი ზედმიწევნით უნდა ესმოდეს. Assembly და C ამ ტიპის ენის მაგალითებს წარმოადგენენ. 

 

Interpreted vs. Compiled ენები 

ინტერპრეტატორი პირდაპირ ასრულებს და კითხულობს ინტერპრეტირებულ კოდს სტრიქონ-სტრიქონში მისი მანქანურ კოდში შედგენის გარეშე. ის შეიძლება შესრულდეს დაუყოვნებლივ, ცალკე კომპილაციის ნაბიჯების საჭიროების გარეშე. მისი მგალითებია Python, Ruby და JavaScript. 

 

მოცემულის საპირისპიროდ, კომპილერს დაწერილი კოდი ენებს მანქანურ კოდად გარდაქმნის. შემდეგი, გარდაქმნის ადამიანის მიერ წაკითხულ კოდს სტრუქტურად, რომლის შესრულებაც კომპიუტერებს შეუძლიათ. ენები, როგორიცაა C, C++ და Java, მიეკუთვნება ამ კატეგორიას. 

 

და მაინც,

პროგრამირების რომელი ენა უნდა ისწავლოთ? 

 

ტექნოლოგიური ბაზრის მუდმივი განახლების გათვალისწინებით, დასაქმების მსურველებმა უნდა იცოდნენ ახალი ენები. თუმცა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ გარკვეული ფაქტორები პროგრამირების ენების შესწავლისას. 

 

  • უპირველეს ყოვლისა, თქვენ უნდა გესმოდეთ თქვენი მიზნების და იცოდეთ რა კაერიერას აირჩევთ პროგრამირების ენის შესწავლის შემდეგ. 

  • შემდეგ ჩაატარეთ ბაზრის საფუძვლიანი კვლევა და შეზღუდეთ ის ტერიტორია, სადაც მოღვაწეობა გსურთ. 

  • ამის შემდეგ, თქვენ უნდა გესმოდეთ თქვენი სასურველი პროფესიის ინდუსტრიის მოთხოვნა და სამუშაო პორტფოლიოს წარმოების აუცილებლობა. ისწავლეთ უნარები და ენები, რომლებიც მოთხოვნადია თქვენს მიერ არჩეულ სფეროში.

  • მოძებნეთ ხელმისაწვდომი მასალა, რომლის სწრაფად ათვისებასაც შეძლებთ. შეუერთდით პროგრამისტების საზოგადოებას და გქონდეთ მათთან კომუნიკაცია. 

  • და ბოლოს, განაგრძეთ სწავლა დაიყავით ინოვაციურები, რადგან ბაზარი მუდმივად იცვლება.

 

პროგრამირების რომელი ენა უნდა ვისწავლო? JavaScript და Python, ორი ყველაზე პოპულარული ენა ინდუსტრიაში, რომლებიც მოთხოვნადობას არ კარგავენ. სტარტაპების უმეტესობა Python-ზე დაფუძნებულ backend ფრეიმვორქს იყენებს, როგორიცაა Django (Python), Flask (Python) და NodeJS (JavaScript). ეს ენები, ასევე ახალებედებისათვის, პროგრამირების შესასწავლად საუკეთესო ენებად მიიჩნევა. 

 

 

როგორც ხედავ, ტექნოლოგიური სამყარო საინტერესო თავგადასავლებს გპირდება. სწორედ ახლა არის კარგი დრო, დაეუფლო მომავლის პროფესიას და წარმატებით განვითარდე კარიერულად. ამ მიზნისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი შესაბამისი ცოდნის შეძენაა, რაც დღეს ძალიან მარტივია.

თუკი Front-end Development-ის შესწავლა გსურს, IT აკადემია სტეპში შენთვის ძალიან საინტერესო კურსი დაგხვდება, რომელიც განსაკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს, Web Development 0-დან ისწავლოს. გარდა ამისა, სწავლება პრაქტიკაზე არის დაფუძნებული, რაც მოიცავს დავალებებსა და ინდივიდუალურ ფინალურ პროექტს. ეს კი მოგცემს შესაძლებლობას, დახვეწო და განივითარო შესაბამისი უნარები და დააგროვო პრაქტიკული გამოცდილება - დაეუფლე ახალ პროფესიას, დაიწყე სწავლა კვალიფიციურ სპეციალისტებთან, საერთაშორისო აკადემიაში!

→დარეგისტრირდი მარტივად

 

ქვემოთ მოცემულია ყველაზე პოპულარული ენების ჩამონათვალი, რომელიც მოთხოვნადი იყო 2023 წელს და კიდევ უფრო მოთხოვნადი იქნება 2024 წელს. 

 

1. JavaScript

JavaScript მაღალი დონის პროგრამირების ენას წარმოადგენს, რომელიც Word Wide Web-ის ერთ-ერთი ფუნდამენტური ტექნოლოგიაა. იგი ვებ საიტების 97.8%-ში მომხმარებლის მხარის პროგრამულ ენადაა გამოყენებული. JavaScript თავდაპირველად მხოლოდ ვებ ბრაუზერების დასამუშავებლად გამოიყენებოდა, მაგრამ ახლა ის გამოიყენება სერვერის მხარეს ვებსაიტების და ასევე არა ვებ-ბრაუზერის აპლიკაციების შესაქმნელად.

JavaScript 1995 წელს შეიქმნა და მას იმ დროისათვის LiveScript-ის სახელით იცნობდნენ. იმ პერიოდისათვის Java ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა, რის გამოც ეს ენა ხალხს Javas “პატარა ძმის სახელით” გააცნეს. დროის გასვლის შედემგ JavaScript სრულიად დამოუკიდებელ ენად ჩამოყალიბდა. დღესდღეობით, ხშირად ერევათ JavaScript და Java ერთმანეთში და მიუხედავად იმისა, რომ ამ ორ ენას შორის არის რაღაც მსგავსება, ისინი ძალიან განსხვავდებიან ერთამენისაგან. 


 

დონე: 

დამწყებიდან შუალედურამდე

საჭირო უნარები: 

HTML და CSS იმისათვის, რომ განსაზღვროთ ვებ გვერდის კონტენტი და განლაგება 

პლატფორმა: 

Cross-platform (Desktop კომპიუტერი, მობილური, ვები)

პოპულარობა პროგრამისტებში: 

ყველაზე პოპულარული ენა მსოფლიოში

დადებითი მხარეები: 

  • მარტივია სწავლა და გამოყენება 

  • გამოიყენება ყველგან ინტერნეტში

  • პირდაპირ შეიძლება გაშვება მომხმარებლის ბრაუზერიდან

  • ამცირებს ვებ საიტის სერვერის დატვირთვას

უარყოფითი მხარეები: 

ზოგჯერ ბრაუზერებში სხვადახვანაირად აღიექმება კოდი, რის გამოც რთულდება cross-browser კოდის დაწერა. 

გამოყენების ხარისხი:

ფართოდ გამოყენებული; 

წლიური შემოსავალი: 

$112,152

 

2. Python

პითონი დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროგრამირების ენაა და დამწყებთათვის ადვილად ისწავლება მისი წაკითხვადობის გამო. იგი უფასო, open-source პროგრამირების ენას წარმოადგენს, ფართო მხარდაჭერითა და განვითარების მოდულებით, ვებ სერვერებთან მარტივი ინტეგრაციით, მომხმარებლისთვის მოსახერხებელი მონაცემთა სტრუქტურებით და GUI-ზე დაფუძნებული დესკტოპის აპლიკაციებით. იგი პოპულარულ ენას წარმოადგენს მანქანური სწავლებისა და ღრმა დასწავლის აპლიკაციებისათვის. 

 

პითონი გამოიყენება 2D გამოსახულებისა და 3D ანიმაციური პაკეტების შესაქმნელად, როგორიცაა Blender, Inkscape და Autodesk. იგი ასევე გამოყენებული იყო ისეთი ცნობილი თამაშებისა შესაქმნელად, როგორიცაა Civilization IV, Vegas Trike და Toontown. Python გამოიყენება სამეცნიერო და გამოთვლითი აპლიკაციებისთვის, როგორიცაა FreeCAD და Abacus და პოპულარული ვებსაიტებისათვის, როგორიცაა YouTube, Quora, Pinterest და Instagram. 


 

დონე: 

დამწყები - Python დამწყებებს ეხმარება, რომ სწრაფად გახდნენ პროდუქტიულები 

საჭირო უნარები: 


 

პრობლემის გადაჭრის უნარი, აბსტრაქტული აზროვნება 

პლატფორმა: 

ვები, Desktop კომპიუტერი 

პოპულარობა პროგრამისტებში: 


 

სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება 

დადებითი მხარეები: 

  • მოქნილი 

  • მარტივად / ინტუიციურად წაკითხვადი 

  • მაღალრეიტინგული ოფიციალური სახელმძღვანელოები და დოკუმენტაცია.

  • სრიპტული და არა compiled 

უარყოფითი მხარეები: 

არ იწყება პროგრამირების საფუძვლებით (ცნობილია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ბევრი საბაზისო კონცეფცია აბსტრაქტულია)

პოპულარობა: 

მნიშვნელოვნად იზრდება მისი პოპულარობა როგორც განათლებისა ასევე ბიზნესის სფეროებში

გამოყენების ხარისხი:

ფართოდ გამოიყენება კოდირების უნარები; პოპულარულია როგორც ტექნიკურ განათლებაში, ასევე ბიზნესში

წლიური შემოსავალი: 

$109,092

 

 

3. GO

Go შეიქმნა Google-ის მიერ 2007 წელს API-ებისა და ვებ აპლიკაციებისთვის. Go სულ ახლახან გახდა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი პროგრამირების ენა მისი სიმარტივის, ასევე მრავალბირთვიანი და ქსელური სისტემების და უზარმაზარი კოდების ბაზების დამუშავების შესაძლებლობის გამო.

 

Go, ასევე ცნობილი როგორც Golang, შეიქმნა მასშტაბურ  პროექტებზე მომუშავე პროგრამისტების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. მან მარტივი სინტაქსისა და თანამედროვე სტრუქტურის გამო, უამრავ მსხვილ IT კომპანიაში ძალიან დიდი პოპულარობა მოიპოვა. GO-ს იყენებენ: Google, Uber, Twitch, Dropbox და ა.შ. მისი მოქნილობის გამო, GO მონაცემთა მეცნიერებში იკიდებს ფეხს. 
 

დონე: 

დამწყებიდან შუალედურამდე

საჭირო უნარები: 

მარტივია სასწავლათ, თუ იცით რომელიმე სხვა პროგრამირების ენა; სხვა შემთხვევაში აუცილებელია მოთბინება და სწავლის სურვილი. 

პლატფორმა: 

cross-platform, ძირითადად Desktop

პოპულარობა პროგრამისტებში: 

ისეთი პოპულარული არაა როგორც Java და Python, მაგრამ საკმაოდ იზრდება მისი პოპულარობის მაჩვენებლებიც

დადებითი მხარეები: 

  • მიჩნეულია “მინიმალუსტურ” ენად

  • მარტივია სასწავლად 

  • გამჭირვალე კოდი 

  • თავსებადობა 

  • სისწრაფე

უარყოფითი მხარეები: 

ჯენერიკების გარეშე (რაც ნიშნავს, რომ მეტი კოდი უნდა დაწეროთ, ვიდრე სხვა ენებზე); ძალიან მცირე ბიბლიოთეკის მხარდაჭერა; Go დეველოპერის საზოგადოება არ არის დიდი

გამოყენების ხარისხი:

ფართოდ გამოყენებადი, კონკრეტულად Google აპლიკაციებისათვის (შექმნილია Google-ში) 

წლიური შემოსავალი: 

$141,654

 

4. Java

Java დღესდღეობით გამოყენებულ პროგრამირების ენებს შორის ყველაზე პოპულარულია. 

ეს ზოგადი გამოყენების პროგრამირების ენა, რომელიც Oracle-ის საკუთრებაშია, თავისი ობიექტზე ორიენტირებული სტრუქტურის გამო იმ აპლიკაციების სტანდარტად იქცა, რომლებიც რამდენიმე პლატფორმაზე (Windows, Mac, Android, IOS და ა.შ.) მუშაობენ, რაც ამ ენის Write Once, Run Anywhere (WORA / დაწერე ერთხელ, გაუშვი ყველგან) მხარდაჭერით არის განპირობებული. შედეგად, Java ცნობილია პლატფორმების თავსებადობით, დაწყებული მონაცემთა ცენტრებიდან დასრულებულია სმარტფონებით. დღეს 3 მილიარდზე მეტი მოწყობილობა იყენებს Java-ში ჩაშენებულ აპლიკაციებს.

 

Java ფართოდ გამოიყენება ვებ და აპლიკაციებიში დეველოპმენტში, ასევე დიდ მონაცემებთან სამუშაოდ. Java ასევე ისეთი პოპულარული ვებ საიტების backend-შია გამოყენებულია, როგორიცაა Google, Amazon, Twitter და Youtube. ასევე ძალიან პოპულარულია ახალი Java ფრეიმვორქები, როგორიცაა Spring, Struts და Hibernate. მილიონობით დეველოპერი მთელს მსოფლიოში გვთავაზობს Java-ს სწავლის ასობით გზას. გარდა ამისა, Java პროგრამისტებს აქვთ დიდი ონლაინ საზოგადოება და ისინი მხარს უჭერენ და ეხმარებიან პრობლემების გადაჭრაში. 

 

დონე: 

შუალედური 

საჭირო უნარები: 

პრობლემების გადაჭრის უნარი, ობიექტზე ორიენტირებული სტრუქტურის ცოდნა. 

პლატფორმა: 

ვები, მობილური, Desktop

პოპულარობა პროგრამისტებში: 

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული; მოთხოვნადი

დადებითი მხარეები: 

  • მიჩნეულია, რომ კარგია პროგრამისტის აზროვნების გასავითარებლად და კოდირების უნარების გასაუმჯობესებლად

  • თქვენ შეძლებთ კომპიუტერის ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციების კონტროლსა და წვდომას, როგორიცაა ფაილური სისტემები, გრაფიკა და ხმა, ნებისმიერი იმ თანამედროვე პროგრამისათვის, რომელსაც სხვადასხვა ოპერაციულ სისტემაზე შეუძლია მუშაობა. 

უარყოფითი მხარეები: 

ძალიან ბევრი ახალი ტერმინი; მაღალი დონის ენა

გამოყენების ხარისხი: 

ფართოდ გამოყენებადი; 

წლიური შემოსავალი: 

$109,225

 

5. Kotlin

Kotlin არის ზოგადი დანიშნულების პროგრამირების ენა, რომელიც თავდაპირველად შეიქმნა და დაინერგა JetBrains-ის მიერ, როგორც Project Kotlin - 2011 წელს. პირველი ვერსია ოფიციალურად 2016 წელს გამოვიდა. ის თავსებადია Java-სთან და მხარს უჭერს ფუნქციური პროგრამირების  ენებს.

 

Kotlin ფართოდ გამოიყენება Android აპლიკაციების, ვებ აპლიკაციების, დესკტოპის აპლიკაციებისა და სერვერული აპლიკაციების შესაქმნელად. კოტლინი შეიქმნა იმისათვის, რომ ჯავაზე უკეთესი ყოფილიყო და ხალხს, ვინც ამ ენას იყენებს, სჯერა ამის. Google აპლიკაციების უმეტესობა დაფუძნებულია Kotlin-ზე. Kotlin-ს იყენებენ Coursera, Pinterest, PostMates და მრავალი სხვა. 

 

დონე: 

შუალედურიდან - Advanced (კარგი სიტყვაა და რაიმე შესატყვისით ჩაანაცვლეთ)

საჭირო უნარები: 

პროგრამირების ენებიც ცოდნის გამოცდილება, უმჯობესია Java 

პლატფორმა 

ვები, მობილური, desktop, სერვერი

პოპულარობა პროგრამისტებში: 

ზრდადი პოპულარობა; გამოიყენება android აპლიკაციებისათვის. 

დადებითი მხარეები: 

  • ნაკლებად მძიმე ვიდრე Java და სხვა ენები 

  • მარტივია გასათავისებლად 

  • სრულიად თავსებადია Java-თან

უარყოფითი მხარეები: 

შედგენის არასტაბიულური სიჩქარე; Kotlin-ში სტატიკური საკვანძო სიტყვა არ არის

გამოყენების ხარისხი: 

ფართოდ გამოყენებადი; 

წლიური შემოსავალი: 

$136,000

 

6. PHP 

ეს open-souce პროგრამირების ენაა, რომელიც 1960 წელს შეიქმნა. ბევრი დეველოპერი მიიჩნევს, რომ PHP-ის სწავლა აუცილებელია, რადგან ინტერნეტში განთავსებული ვებ საიტების 80%-ზე მეტი ამ ენაზეა “აწყობილი”, მათ შორისაა Facebook, Yahoo და ა.შ. 

 

პროგრამისტები ძირითადად PHP-ს სერვერის მხარეს სკრიპტების დასაწერად იყენებენ. მაგრამ დეველოპერებს ასევე შეუძლიათ გამოიყენონ ეს ენა ბრძანების ხაზის სკრიპტების დასაწერად, ხოლო პროგრამისტებს, რომლებსაც აქვთ ძლიერი PHP პროგრამირების უნარები, ასევე შეუძლიათ გამოიყენონ იგი დესკტოპის აპლიკაციების შესაქმნელადაც. 

 

PHP დამწყები დეველოპერებისათვის საკმაოდ მარტივად შესასწავლ ენად მიიჩნევა. PHP-ს საზოგადოების წევრობა ნიშნავს, რომ გექნებათ მუდმივი მხარდაჭერა. 

 

დონე: 

დამწყებიდან შაულედურამდე 

საჭირო უნარები: 

ყველაფერი უფრო მარტივდება, თუ გაქვთ რომელიმე პროგრამირების ენის ცოდნა, მაგრამ დამწყებებისთვისაც არ ხასიათდება დიდი სირთულით

პლატფორმა: 

Cross-platform (desktop, მობილური, ვები)

პოპულარობა პროგრამისტებში: 

გამოყენებულია თითქმის 80% აქტიურ ვებ საიტებში, ასე, რომ ის ძალიან პოპულარულია ვებ დეველოპერებში

დადებითი მხარეები: 

  • open-source

  • მარტივია დეველოპმენტისათვის და შესაძლებელია მისი ინტეგრაცია სხვა უამრავ ხელსაწოსთან

  • ეფექტური ღირებულება

  • მოქნილია მონაცემთა ბაზებთან დასაკავშირებლად

უარყოფით მხარეები: 

არც ისე დაცული; არც ისე კარგად თავსებადია დიდი აპლიკაციებისათვის; “ღარიბი” შეცდომების მართვა; არ შეუძლია აპლიკაციების დიდი რაოდენობის მხარდაჭერა

გამოყენების ხარისხი: 

მიუხედავად იმისა, რომ მას იყენებს ვებსაიტების დიდი უმრავლესობა, მისი გამოყენება მცირდება.

წლიური შემოსავალი: 

$107,409

 

7. C#

Microsoft-ის მიერ შემუშავებული C# ენა 2000-აინ წლებში გახდა ცნობილი, ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების კონცეფციის მხარდაჭერით. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებული პროგრამირების ენა .NET პლატფორმისთვის. ანდერს ჰეილსბერგი, C#-ის შემქმნელი, ამბობს, რომ ენა C++-ს უფრო ჰგავს, ვიდრე Java-ს.

 

C# საუკეთესოდ შეეფერება Windows, Android და iOS აპლიკაციებს, რადგან ის Microsoft Visual C++ განვითარების ინტეგრირებულ გარემოს იყენებს. იგი რამდენიმე პოპულარული ვებსაიტის backend-ში გამოიყენება, ვე ბსაიტების როგორიცაა Bing, Dell, Visual Studio და MarketWatch. C# დეველოპერები წელიწადში დაახლოებით $111,760 გამოიმუშავებენ.


 

დონე: 

შუალედური 

საჭირო უნარები: 

კოდის წერის საბაზისო გაგება 

პლატფორმა: 

cross-platform

პოპულარობა პროგრამისტებში: 

შედარებით პოპულარული, მაგრამ არა ისეთი პოპულარული, როგორც ჯავა (მისი კონკურენტი).

დადებითი მხარეები: 

  • სწრაფი

  • მარტივად გამოსაყენებელი 

  • ობიექტზე ორიენტირებული

  • მასშტაბირებადი და განახლებადი

  • თავსებადია სხვა კოდთან 

  • open source

  • ვრცელი ბიბლიოთეკა

უარყოფით მხარეები: 

ნაკლებად მოქნილი, რადგან ეს დამოკიდებულია Microsoft .Net პლატფორმაზე

გამოყენების ხარისხი: 

გამოიყენება პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერების დაახლოებით ერთი მესამედის მიერ, რაც განსაკუთრებით Microsoft-ის დეველოპერებს ეხებათ.

წლიური შემოსავალი: 

$111,760

 

8. Swift  

რამდენიმე წლის წინ Swift TIOBE ინდექსის ათეულში შევიდა - პოპულარული პროგრამირების ენების ყოველთვიური რეიტინგის მიხედვით. Apple-მა Swift 2014 წელს Linux და Mac აპლიკაციების დეველოპმენტისათვის შეიმუშავა. 

 

Swift წარმოადგენს open source პროგრამირების ენას, რომლის სწავლაც საკმაოდ მარტივია. იგი Objective-C პორგრამირების ენიდან თითქმის ყველაფერს უჭერს მხარს. Swift სხვა ენებთან შედარებით მოითხოვს ნაკლებ პროგრამირების უნარებს და მისი გამოყენება IBM Swift Sandbox-თან და IBM Bluemix-თან არის შესაძლებელი. Swift გამოიყენება iOS-ის პოპულარულ აპებში, როგორიცაა WordPress, Mozilla Firefox, SoundCloud და თუნდაც თამაში Flappy Bird. iOS აპლიკაციის დეველოპერები წლიურად საშუალოდ $106,652-ს გამოიმუშავებენ. 


 

დონე: 

დამწყებიდან შუალედურამდე

საჭირო უნარები: 

საგანმანათლებლო მასალების კითხვაზე დროის დახარჯვის სურვილი (რომელიც ფართოდ არის ხელმისაწვდომი); არ არის პროგრამირების სხვა ენების ცოდნა

პლატფორმა: 

მობილური (Apple iOS აპლიკაციები, სპეციალური) 

პოპულარობა პროგრამისტებში:

პოპულარობა იზრდება, განსახუთრებით Apple iOS აპლიკაციების დეველოპმენტში

დადებითი მხარეები: 

  • მარტივად ასათვისებელი

  • სუფთა სინტაქსი

  • ნაკლები კოდი

  • უფრო სწრაფია ვიდრე სხვა ენები, რომლებიც იგივე საქმიანობისთვის გამოიყენებიან

  • Open source

უარყოფითი მხარეები

ახალგაზრდა ენა; ნაკლები მხარდაჭერა iOS ძველი ვერსიებასთვის

გამოყენების ხარისხი: 

ფართოდ გამოიყენება iOS აპლიკაციების შესაქმნელად, რომლებიც გამოიყენება iPhone-ზე, iPad-სა და Apple Watch-ზე.

წლიური ანაზღაურება: 

$109,652

 

9. R 

R წარმოადგენს open-source პროგრამირების ენას, რომელიც S ენის განსხვავებულ ვერსიას წარმოადგენს. კოდების უმრავლესობა, რომელთაც დეველოპერებეი S-ზე წერენ, R-ზე მოდიფიკაციების გარეშე ეშვება. 

 

R-ში ჩაშენებული აპლიკაციები გამოიყენება სტატისტიკური დამუშავებისთვის, მათ შორის წრფივი და არაწრფივი მოდელირების, გამოთვლების, ტესტირების, ვიზუალიზაციისა და ანალიზისათვის. R-ის გამოყენებით დაწერილ აპლიკაციებს მონაცემთა ბაზებთან ურთიერთქმედება შეუძლიათ. მათ შეუძლიათ დაამუშავონ როგორც სტრუქტურირებული, ისე არასტრუქტურირებული მონაცემები.

 

R-ის შესწავლა აქ მოხსენიებულ სხვა ენებთან შედარებით რთულია, თუმცა მისი საზოგადეობა აუცილებლად დაგეხმარებათ ყველა პრობლემის მოგვარებაში. 
 

დონე: 

შუალედური 

საჭირო უნარები: 

მარტივია თუ უკვე იცით JavaScript ან Python, ასევე რეკომენდებულია მათემატიკის საბაზისო ცოდნა

პლატფორმა: 

ძირითადად desktop

პოპულარობა პროგრამისტებში:

არც ისე პოპულარული, როგორც ადრე იყო, ძირითადად კონკურენტი ენის Python-ის მზარდი პოპულარობის გამო.

დადებითი მხარეები: 

  • open source

  • მონაცემთა მენეჯმენტის მხარდაჭერა

  • პაკეტების დიდი რაოდენობა

  • cross-ფუნქციური linux-თნა, Windows-თან და Mac OS-თან.

  • იდეალურია მანქანური სწავლების აპლიკაციებისათვის

უარყოფითი მხარეები

ობიექტები ინახება ფიზიკურ მეხსიერებაში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს რესურსების გადატვირთვა; არ არსებობს ძირითადი უსაფრთხოება; უფრო ნელი ვიდრე Matlab ან Python

გამოყენების ხარისხი: 

ფართოდ გამოიყენება ანალიტიკაში

წლიური ანაზღაურება: 

$90,940

 

10. Ruby

თუ გსურთ დაიწყოთ იმ ენის შესწავლა, რომელიც თავისი სიმარტივითაა ცნობილი, აუცილებლად განიხილეთ Ruby. igi 1990-იან წლებში შეიმუშავებს და პოპულარობა თავისი მოსახერხებელი სინტაქსით, მოქნილი ობიექტზე ორიენტირებული არქიტექტურითა და პროცედურულ და ფუნქციონალურ პროგრამირებაზე მხარდაჭერით მოიპოვა. Ruby-ში შემუშავებულ ვებ აპლიკაციის პლატფორმას Ruby on Rails (“RoR”) ეწოდება. Ruby-ს დეველოპერები ამბობენ, რომ წერის პროცესი მარტივი და ეფექტურია. სწორედ ამ თვისებებმა განაპირობეს Ruby-ს საზოგადოებისა და დამწყები დეველოპერების ინტერესის ზრდა.

დონე: 

დამწყები - Ruby და Ruby on Rails ძალიან პოპულარულები გახდნენ ვებ დეველოპერებისათვის

საჭირო უნარები: 

პრობლემების გადაჭრის უნარი, აბსტრაქტული აზროვნება (უნარი ვიზუალურად წარმოიდგინოთ, რისი ნახვა სურთ აპლიკაციის მომხმარებლებს)

პლატფორმა: 

ვები

პოპულარობა პროგრამისტებში:

მზარდი

დადებითი მხარეები: 

  • მოქნილი

  • ამბობენ, რომ სინტაქსი ადვილად იკითხება (დასაწყებად სპეციალური “ლექსიკონი” არ არის საჭირო)

  • პროგრამირების კარგი სტილი

გამოყენების ხარისხი: 

ნაკლებად გამოყენებადი

წლიური ანაზღაურება: 

$121,070

 

11. C და C++ 

C ერთ-ერთ უძველესი და პოპულარულ ენაა, რომელიც ისეთი ენების საფუძველს წარმოადგენს, როგორიცაა C#, Java და JavaScript. C++ C-ის გაფართოებულ ვერსიას წარმოადგენს. დღეს ბევრი დეველოპერი ერიდება C-ს სწავლას, სხვები კი თვლიან, რომ C-ის სწავლა პირველ რიგში წარმოადგენს C++-ის განვითარების ღირებულ საფუძველს. ორივე ენა ფართოდ გამოიყენება კომპიუტერულ მეცნიერებასა და პროგრამირებაში.

 

C და C++ დეველოპერებს შეუძლიათ გამოიყენონ კომპილატორები სხვადასხვა პლატფორმებისთვის, რაც ამ ენებზე შემუშავებულ აპლიკაციებს პორტატულად აქცევს. C-ც და C++-ც მაღალი დონის ენებს წარმოადგენენ. ისინი ძირითადად აპლიკაციების შემუშავებაში, კომერციული პროდუქტების (Firefox და Adobe) და ვიდეო თამაშების დეველოპმენტშ გამოიყენებიან
 

დონე: 

C - შუალედურიდან - Advanced (კარგი სიტყვაა და რაიმე შესატყვისით ჩაანაცვლეთ)

 

C++ - დამწყებიდან შუალედურამდე

საჭირო უნარები: 

პრობლემების გადაჭრის უნარი, საბაზისო ტექნოლოგიური უნარები. იმის გამო, რომ C და C++ ორიენტირებულია კომპიუტერული რესურსების დაბალი დონის მართვაზე, სასარგებლოა კომპიუტერის ისეთი ფუნქციების ცოდნა, როგორიცაა მეხსიერების მართვა.

პლატფორმა: 

მობილური, desktop, Embedded

პოპულარობა პროგრამისტებში:

  • C - შეიმჩნევა მიგრაცია C-დან C++-ზე

  • C++ - ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროგრამირების ენა

დადებითი მხარეები: 

  • C - გამოიყენება პროგრამირების საფუძვლების ყველაზე დაბალ (hardware) დონეზე

  • C++ - გვთავაზობს უფრო მეტ “კონტროლს” ვიდრე სხვა ენები

უარყოფითი მხარეები: 

  • C - C-ზე კოდირება უფრო კმაცრია და არც თუ ისე beginner-friendly გარემოს წარმოადგენს. 

  • C++ - მისი საშუალებით შეგიძლიათ უფრო პროდუქტიული იყოთ ვიდრე C-ზე (Java-ზეც კი) 

გამოყენების ხარისხი: 

  • C - ფართოდ გამოყენებადი 

  • C++ - ფართოდ გამოყენებადი

წლიური შემოსავალი

$118,366

 

12. Matlab

Matlab წარმოადგენს პროგრამირების ენას, რომელიც MathWorks-ის კუთვნილებაშია და იგი 1980-იან წლეებიდანაა ოფიციალურად ხელმისაწვდომი. იგი სპეციაულურად მეცნიერებისა და ინჟინრებისთვისაა განკუთვნილი. 

პროგრამისტები Matlab-ს მანქანური სწავლებისა და ღრმა დასწავლის აპლიკაციების დეველოპმენტისთვის იყენებენ. Matlab-ზე დაფუძნებული პროგრამები მომხმარებლებს საშუალებას აძლევენ გააანალიზონ მონაცემები, შექმნან ალგორითმები, გამოსახულებები და გადაამოწმმონ კვლევები. 

Matlabi-ის სწავლა საკმაოდ მარტივია. MathWorks’ ვებ გვერდზე უამრავი მასალაა Matlab-თან დაკავშირებით. 


 

დონე: 

დამწყები 

საჭირო უნარები: 

პროგრამირების საბაზისო ცოდნა რეკომენდებულია, მაგრამ არა სავალდებულო

პლატფორმა: 

ძირითადად desktop

პოპულარობა პროგრამისტებში:

Python-ის მსგავსად პოპულარული არ არის (მისი უახლოესი კონკურენტი), მაგრამ საკამოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს hardware ინჟინრებში

დადებითი მხარეები: 

  • მარტივად ეშვება და მიმდინარეობს ალგორითმების ტესტირება

  • მარტივია Debug

  • უზრუნველყოფს მონაცემთა ფართო ანალიზს და ვიზუალიზაციას

  • მარტივია სასწავლად

უარყოფითი მხარეები: 

როგორც interpreted ენა, ის საკმაოდ ნელია; ინსტალაციის ფაილებს საკმაოდ დიდი ადგილი მიაქვთ თქვენი კომპიუტერიდან

გამოყენების ხარისხი: 

არც თუ ისე ფართოდ გამოიყენება მეცნიერებისა და კვლევების სფეროების გარეთ

წლიური შემოსავალი

$100,766

 

13. TypeScript

 

TypeScript საუკეთესო ენების ახალი წევრია, მაგრა მის სულ უფრო და უფრო იქცევს ყურადრებას. იგი 2012 წელს შეიქმნა Microsoft-ის მიერ და JavaScript-ის typed ვერსიას წარმოადგენს, რომელიც ძალიან კარგია დიდი კოდის ბაზისათვის. TypeScript გამოიყენება JavaScript-ზე დაფუძნებული პროექტების შესაქმნელად, როგორც კლიენტის, ასევე სერვერის მხრიდან ტექსტის შეყვანით, რაც სასარგებლოა შეცდომების აღმოსაჩენად და სისტემის პრობლემების თავიდან ასაცილებლად.

 

დონე: 

შუალედურიდან - Advanced (კარგი სიტყვაა და რაიმე შესატყვისით ჩაანაცვლეთ)

საჭირო უნარები: 

საჭიროა JavaScript-ის საბაზისო ცოდნა

პლატფორმა: 

ვები

პოპულარობა პროგრამისტებში:

საგრძნობლად იზრდება მისი პოპულარობა პროგრამისტებში

დადებითი მხარეები: 

  • ძალიან კარგია მასშტაბური პროექტებისთვის

  • მას ყველაზე სწრაფად მზარდი GitHub community ჰყავს. 

  • JavaScript დეველოპმენტს უფრო ეფექტურს ხდის

უარყოფითი მხარეები: 

პირველ რიგში, უნდა იცოდეთ JavaScript

გამოყენების ხარისხი: 

ვებ დეველოპერების საქმეში პოპულარულია

წლიური შემოსავალი

$75,200


 

14. Scala 

Scala ზოგადი გამოყენების, type-safe Java virtual machine ენას წარმოადგენს, რომელიც აერთიანებს საუკეთესო OOP და ფუნქციონალურ პროგრამირების ენებს. Scala იდეალურია შეცდომების შესამცირებლად და აღმოსაფხვრელად დიდ და რთულ აპლიკაციებში. იგი მხარს უჭერს როგორც ობიექტზე ორიენტირებულ, ასევე ფუნქციონალურ პროგრამირებას.

 

პროგრამისტებს Scala-ს გამოყენება ყველა იმ ამოცანის შესასრულებლად შეუძლიათ, რასაც Java-ზე შეასულებდნენ. იგი საკმაოდ კომპექსური ენაა, მაგრამ ეს კომპლექსურობა მას მოქნილად აქცევს. Scala-ს იყენებენ ისეთი კომპანიები, როგორიცაა Netflix, Twitter და New York Times. 

 

დონე: 

კომპლექსური

საჭირო უნარები: 

რეკომენდებულია Java-ს, C-ს, C++-ს ან Python-ის საბაზისო ცოდნა, მაგრამ არა სავალდებულო

პლატფორმა: 

Cross-platform

პოპულარობა პროგრამისტებში:

Scala-ს პოპულარობა გარკვეულწილად შემცირდა, ალბათ მისი სირთულის გამო. მას კარგი რეპუტაცია აქვს დიდი მონაცემებისა და მანქანური სწავლების სფეროში.

დადებითი მხარეები: 

  • უფრო სწრაფია ვიდრე Python

  • იდეალურია მონაცემთა ანალიზისთვის

  • მაღალ ფუნქციური

უარყოფითი მხარეები: 

  • ძალიან კომპლექსურია

  • SBT და compiler არამოსახერხებელია

  • ლიმიტირებულია დეველოპერების სფერო

გამოყენების ხარისხი: 

ფართოდ გამოიყენება მრავალი კომპანიის მონაცემთა დამუშავების ინფრასტრუქტურაში, განსაკუთრებით მონაცემთა მეცნიერებაში, ვებ განვითარებასა და განაწილებულ გამოთვლებში.

წლიური შემოსავალი

$127,005

 

15. SQL 

SQL წარმოდგენს მონაცემთა ბაზის გამოთხოვნის (query) სტანდარტულ ენას. იგი მონაცემთა ბაზაზე წვდომისა და მანიპულირებისათვის გამოიყენება. SQL არის დეკლარაციული ენა, რომელიც განსაზღვრავს სასურველ შედეგებს, მაგრამ არ განსაზღვრავს ნაბიჯებს ამ შედეგების მისაღწევად. SQL არის მძლავრი ინსტრუმენტი მონაცემთა წვდომისა და მართვისთვის. 

  • SQL მონაცემთა ბაზის გამოთხოვნის სტანდარტულ ენას წარმოადგენს და იგი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს სრაფად მოთხოვონ მონაცემები ბაზიდან და განახორციელონ მანიპულაციები. 

  • SQL ფართოდ გამოიყენება მრავალ აპლიკაციასა და გარემოში, როგორიცაა ვებ აპლიკაციები, მონაცემთა საცავები და ელექტრონული კომერციის (E-Commerce) აპლიკაციები. 

  • SQL უზრუნველყოფს ბევრ უპირატესობას მონაცემთა ბაზის შეკითხვის სხვა ენებთან შედარებით, როგორიცაა გაუმჯობესებული შესრულება, უკეთესი მონაცემთა მთლიანობა და უფრო ხელმისაწვდომი მონაცემების მანიპულირება.

 

SQL-ის უაროფითი მხარეები

  • თუ თქვენთვის უცხოა მონაცემთა ბაზების პროგრამირების კონცეფციები, SQL-ის შესწავლა შესაძლოა არც თუ ისე მარტივი იყოს. 

  • SQL სხვა ენებთან შედარებით შესაძლოა უფრო ნელი იყოს, განსაკუთრებით, მაშინ როცა საქმე დიდი ზომის მონაცემებს ეხება. 

  • SQL ზოგიერთი სახის ამოცანებისათვის შესაფერისი არ არის, მაგალითად როგორიცაა რთული მათემატიკური გამოთვლები და მანქანური სწავლება. 

 

16. HTML 

HTML (HyperText Markup Language) არის სტანდარტული ენა ვებ გვერდებისა და აპლიკაციების შესაქმნელად. თქვენ შეგიძლიათ იგ თქვენს ვებ გვერდზე სურათების, ბმულების და სხვა სახის კონტენტის დასამატებლად გამოიყენოთ. HTML მარტივ პროგრამირების ენას წარმოადგენს. თქვენ არ დაგჭირდებათ დიდი ცოდნა იმისათვის, რომ მარტივი ვებ საიტი შექმნათ. HTML სტრუქტურების გამოყენებით შესაძლოა მოხდეს ვებ გვერდებზე სურათებისა და სხვა ინტერაქტიული ობიექტების ჩასმა. მისი საშუალებით შეგიძლიათ შექმნათ სათაურები, აბზაცები, სიები, ბმულები, ციტატები და სხვა ობიექტები და ა.შ. HTML ელემენტები აღინიშნება ტეგებით, რომლებიც იწერება ფრჩხილებში. 

 

  • HTML-ის გამოყენების უპირატესობებში შედის კარგად სტრუქტურირებული, სტანდარტების შესაბამისი ვებ გვერდების შექმნა, რომელთა შენარჩუნება და განახლება მარტივია.

  • HTML-ის სწავლა მარტივია და ძალიან კარგი საწყისი წერტილია დამწყები პროგრამისტებისათვის. 

  • HTML გამოიყენება ვებში კონტენტის სტრუქტურისა შექმნისა და გადმოცემისთვის, ის CSS-ისა და JavaScript-ის თანხლებით გამოიყენება. 

  • გარდა ამისა, HTML5 უზრუნველყოფს მულტიმედიური და ინტერაქტიული შინაარსის უკეთეს მხარდაჭერას, რაც მას მძლავრ ინსტრუმენტად აქცევს მიმზიდველი ვებ გამოცდილების შესაქმნელად.

  • HTML5 არის უახლესი ვერსია და მოიცავს ახალ ფუნქციებს, როგორიცაა ვიდეო და აუდიო ელემენტები, ადგილობრივი მეხსიერება და 2D/3D გრაფიკა. იგი უფრო ეფექტური და მოსახერხებელია, ვიდრე მისი წინა ვერსიები. 

 

არსებობს HTML-ის რამდენიმე მინუსი, რომელთაც შესაძლოა მის გამოყენებისას წააწყდეთ:

 

  • პირველი, რადგან HTML არის მარკირების ენა, ის არ არის ისეთი ექსპრესიული, როგორც პროგრამირების ენები, როგორიცაა JavaScript ან PHP, რაც ნიშნავს, რომ რთული ვებ გვერდებისა და ვებ აპლიკაციების შემუშავება შესაძლოა ძალიან კომპლექსური საკითხი იყოს. 

  • გარდა ამისა, HTML არც თუ ისე “უსაფრთხო” ენაა, რის გამოც ვებ დეველოპერებს უწევთ, რომ ფრთხილად დაწერონ კოდი სხვადასხვა პრობლემების თავიდან ასაცილებლად. 

  • და ბოლოს, HTML-ის სწავლა შეიძლება იყოს რთული დამწყებთათვის, რადგან მას აქვს მრავალი განსხვავებული ელემენტი და სინტაქსის წესი. 

 

17. CSS 

CSS (Cascading Style Sheets) არის სტილის ენა, რომელიც გამოიყენება მარკირების ენაზე შექმნილი გვერდის პრეზენტაციის აღსაწერად. სტილის ფურცელს, რომელიც არის ვებ ბრაუზერების წესების ნაკრები, შეუძლია HTML ან XML-ის კონტროლი. 

ყველა HTML ტეგი, მათ შორის ძირითადი ტექსტი, სათაურები, აბზაცები და ტექსტის სხვა ელემენტები, სტილიზებულია CSS-ის გამოყენებით. 

 

CSS-ის დადებითი მხარეები 

 

  • CSS გამოიყენება ყველა HTML ტეგის სტილისთვის, დოკუმენტის ძირითადი ნაწილის, სათაურების, აბზაცების და სხვა მასალისასთვის. CSS ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას ცხრილის კომპონენტების, ბადის ელემენტების და სურათების ჩვენების სტილის შესაქმნელადაც. 

  • ვებ დეველოპერები იყენებენ CSS-ს რესპონსიული და ხელმისაწვდომი ვებსაიტების შესაქმნელად. მისი მეშვეობით დეველოპერს უმარტივდება ისეთი ვებ საიტის შექმნა, რომელიც კარგად გამოიყურება როგორც desktop კომპიუტერებზე ისე ტაბლეტებზე.

  • CSS-ის საშუალებით შესაძლებელია ვებ საიტის მოხმარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსაც გაუმარტივდეთ. 

  • CSS მარტივად გამოსაყენებელი და შესწავლადია. ინტერნეტში უამრავი სასწავლო რესურსია ხელმისაწვდომი. 

 

CSS-ის უარყოფითი მხარეები 

 

  • CSS-ის debug პროცესი შესაძლოა გართულდეს. თუ არის შეცდომები CSS ფაილში, შეიძლება რთული იყოს პრობლემის წყაროს დადგენა.

  • შესაძლოა წერის პროცესმა ძალიან დიდი დრო წაიღოს. CSS ფაილები შესაძლოა ძალზე დიდი და კომპლექსური იყოს. 

 

საერთო ჯამში, CSS არის ძლიერი ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ვებ დოკუმენტების სტილისთვის. თუმცა, გამოყენებამდე ძალიან მნიშვნელოვანია იცოდეთ მისი უარყოფითი მხარეები.

 

18. NoSQL 

 

NoSQL მონაცემთა ბაზები არა რელაციურ ბაზებს წარმოადგენენ, რომელბიც შექმნილია უკეთესი შესრულებისა და მასშტაბირებისთვის. NoSQL მონაცემთა ბაზები ხშირად დიდი მონაცემების აპლიკაციებში გამოიყენება, სადაც მონაცემები ბევრ კვანძშია გადანაწილებული.

 

NoSQL მონაცემთა ბაზების ოთხი ძირითადი კატეგორიაა:

  • key-values განთავსება 

  • სვეტოვანი განთავსება

  • დოკუმენტის განთავსება 

  • დიაგრამების განთავსება 

 

NoSQL-ის დადებითი მხარეები

 

  • NoSQL მონაცეთმა ბაზა სისტემაა, რომელიც არ იყენებს ტრადიციულ რელაციურ მოდელს. 

  • NoSQL ხშირად დიდი მონაცემების აპლიკაციებში გამოიყენება, რომლებიც სწრაფად იზრდებიან. 

  • NoSQL მონაცემთა ბაზა შესაძლოა უფრო სწრაფი და მასშტაბირებადი იყოს ვიდრე რეალციური მონაცემთა ბაზები. 

 

NoSQL-ის უარყოფითი მხარეები

 

  • NoSQL მონაცემთა ბაზები, შედარების ახალგაზრდაა ვიდრე SQL, შესაბამისად ის შესაძლოა ყველა იმ ფუნქციასა და მახასიათებელს ვერ გვთავაზობდეს რასაც SQL. 

  • გარდა ამისა, იმის გამო, რომ NoSQL მონაცემთა ბაზები ნაკლებად სტანდარტიზებულია, ვიდრე SQL მონაცემთა ბაზები, შეიძლება უფრო რთული იყოს კვალიფიციური პერსონალის პოვნა მათთან სამუშაოდ.

  • და NoSQL მონაცემთა ბაზები შეიძლება ნაკლებად თავსებადი იყოს არსებულ აპლიკაციებთან და ინფრასტრუქტურასთან. 

 

19. Rust

Rust წარმოადგენს პროგრამირების ენას, რომელიც შექმნილია იმისათვის, რომ იყოს უსაფრთხო, ორგანული და პრაქტიკული. ეს ენა წარმოუდგენლად სწრაფია. Rust ეფექტურია მეხსიერებისათვის: ის იყენებს მინიმალურ მეხსიერებას, რაც მას იდეალურს ხდის ჩაშენებული სისტემებისთვის. 

 

  • Rust სწრაფი და ეფექტური ენაა, რომელიც high-performance აპლიკაციების შესაქმნელად გამოიყენება. 

  • Rust ასევე უსაფრთხო და საიმედო ენაა, რაც მას იდეალურს ხდის პროგრამული უზრუნველყოფის შესაქმნელად.

  • გარდა ამისა, Rust მარტივად შესასწავლი ენაა და მას მართლაც გასაოცარი საზოგადოება ჰყავს. 

 

Rust-ის უარყოფითი მხარეები

 

მიუხედავად იმისა, რომ Rust-ს აქვს მრავალი მახასიათებელი, რაც მას მიმზიდველ ენად აქცევს, არსებობს გარკვეული პრობლემებიც: 

 

  • სხვა ენებს მეტი მხარდაჭერა ან დოკუმენტაცია სჭირდებათ, რადგან ეს ახალი ენაა, რაც ართულებს Rust-ის სწავლასა და გამოყენებას.

  • გარდა ამისა, Rust მხარს უჭერს მხოლოდ გარკვეულ პლატფორმებს და მისი ინტეგრირება არსებულ კოდების ბაზებთან შეიძლება რთული იყოს. 

 

20. Perl 

 

Perl წარმოადგენს interpreted, მაღალი დონის, ზოგადი გამოყენების პროგრამირების ენას. მიუხედავად იმისა, რომ Perl ოფიციალურად არ არის აკრონიმი, არსებობს სხვადასხვა სახელები, მათ შორის “Practical Extraction and Report Language." Perl თავდაპირველად შეიქმნა Larry Wall-ის მიერ 1987 წელს, როგორც ზოგადი დანიშნულების სკრიპტირების ენა Unix-ისთვის ანგარიშის დამუშავების გასამარტივებლად. მას შემდეგ მან უამრავი ცვლილება განიცადა და საგრძნობლად გაუმჯობესდა. 

 

Perl გამოიყენება სხვადასხვა ამოცანებისთვის, მათ შორის ვებ განვითარების, ქსელის პროგრამირების, სისტემის ადმინისტრირებისათვის და ა.შ. 

 

Perl-ის დადებითი მხარეები 

 

  • Perl მძლავრი პროგრამირების ენაა, მრავალი ფუქციითა და აპლიკაციით. იგი ფართოდ გამოიყენება სისტემის ადმინისტრირებაში, ვებ დეველოპმენტში, ქსელის პროგრამირებაში და ბევრ სხვა უამრავ სფეროში. 

  • Perl მარტივად დასწავლადია და მისი ლაკონური სინტაქსი მას შესანიშნავს ხდის დამწყებთათვის. 

  • Perl-ს მხარდაჭერა აქვს მონაცემთა ბაზების სხვადასხვა წყაროებისათვის, რაც მას შესანიშნავს ხდის ბაზებზე ორიენტირებული აპლიკაციებასთვის. ის ასვე მხარს უჭერს გრაფიკულ გამოსახულებებსა და მულტიმედიას. 


Perl-ის უარყოფითი მხარეები

 

მიუხედავად იმისა, რომ Perl არის საინტერესო და ფუნქციებით მდიდარი პროგრამირების ენა, მას გარკვეული უარყოფითი მხარეებიც აქვს. 

 

  • Perl-ის სწავლა შესაძლოა დამწყებთათვის რთული იყოს. 

  • გარდა ამისა, Perl არც ისე ფართოდ გამოიყენება, ამიტომ შესაძლოა მისი მხარდაჭერაც არ იყოს მრავალმხრივი. 

  • საბოლოოდ, ის სხვა ენებთან შედარებით შესაძლოა უფრო ნელი იყოს. 

 

როგორ უნდა დაიწყოთ?

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ასობით პროგრამირების ენა, მხოლოდ რამდენიმე მოხვდება იმ ენების მოკლე სიაში, რომლებიც უნდა იცოდეთ. ზემოთ ჩამოთვლილი ენები, ჩვენი აზრით, პროგრამისტებისათვის საუკეთესო არჩევანია. არ აქვს მნიშვნელობა გეგმავთ საკუთარი კარიერის განვითარებას, მის შეცვლას თუ ა.შ. ამ ენებიდან ერთ-ერთის შესწავლა აუცილებლად დაგეხმარებათ. Python-დან დაწყებული Java-თი დასრულებული, თქვენ აუცილებლად შეძლებთ იპოვოთ თქვენთვის შესაფერისი პროგრამირების ენა. 

 

შეიტყვეთ მეტი ყველაზე პოპულარული პროგრამირების ენების შესახებ და დღესვე გადადგით ნაბიჯი თქვენი უნარების გაუმჯობესებისკენ! - დაეუფლე ახალ პროფესიას, დაიწყე სწავლა კვალიფიციურ სპეციალისტებთან, საერთაშორისო აკადემიაში!

→დარეგისტრირდი მარტივად

 

და ბოლოს

 

1.  საუკეთესო ენები, რომელიც 2024 წელს უნდა ისწავლო? 

საუკეთესო ენებად უკვე მრავალი წლის მანძილზე ითვლება: Python, JavaScript, Java, C++ და TypeScript რაც მათზე მოთხოვნას გაზრდის მომავალშიც

თუ ახლა იწყებთ სწავლას, დამწყებებისათვის პითონი შესანიშნავი არჩევანია მარტივი სინტაქსის, წაკითხვადობისა და დიდი საზოგადოების (რომელიც ფართო სასწავლო რესურსებს უზრუნველყოფს) გამო.

 

2. პროგრამირების რომელ ენაა ყველაზე მოთხოვნადი ვებ დეველოპმენტში?

JavaScript ვებ დეველოპემნტის ყველაზე მოთხოვნად ენად ითვლება, რადგან იგი ვებ გვერდის ფუნქციონალსა და ინტერაქციაზე პასუხისმგებელი. 

 

3. რომელი ენა გამოიყენება მობილური აპლიკაციების დეველოპმენტისთვის? 

Swift (iOS) და Kotlin (Android) მობილური აპლიკაციების დეველოპმენტში ყველაზე ხშირად გამოყენებულ პროგრემირების ენებს წარმოადგენენ. 

 

4. რომელი ენებია უკეთესი მონაცემთა ანალიზისა და მანქანური სწავლებისათვის? 

Python საუკეთესო ენას წარმოადგენს მონაცემთა ანალიზისა და მანქანური სწავლებისათვის, რასაც  მისი ვრცელი ბიბლიოთეკები განაპირობებენ (NumPy, Pandas და TensorFlow).

ასევე, მრავალფეროვნების გამო აპლიკაციებში, ვებ დეველოპმენტში, მონაცემთა მეცნირებაში, მანქანურ სწავლებაში, ავტომატიზაციასა ად სამეცნიერო საქმიანობაში გამოიყენება, რაც მას ნამდვილად ღირებულ და მძლავრ ენად აქცევს

 

5. რომელი ენაა ცნობილი მისი სიჩქარისა და შესრულების გამო? 

C++ ცნობილია მისი სიჩქარითა და შესრულებით, რომელიც პოპულარულია სისტემის დონის პროგრამირებისა და რესურსებით დატვირთული აპლიკაციებისათვის. 

 

6. რომელია საუკეთესო ენა გეიმ დეველოპმენტისათვის? 

თამაშების განვითარებისთვის ხშირად გამოყენებული ენები მოიცავს C#, C++ და Python-ს (თამაშის განვითარების ფრეიმვორქებით, როგორიცაა Unity და Pygame).

 

7. რომელი ენა უნდა ვისწავლო კიბერუსაფრთხოების კარიერის დასაწყებად? 

საუკეთესო ენებს კიბერუსაფრთხოებისათვის Python და C წარმოადგენენ. ასევე Rust შესანიშნავი არჩევანია სისტემების პროგრამირებისთვის, რადგან ის აერთიანებს დაბალი დონის კონტროლს მაღალი დონის უსაფრთხოების ფუნქციებთან, რაც მას იდეალურს ხდის უსაფრთხო და სწრაფი სისტემის კოდების დასაწერად.

 

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში!

IT Academy Stepლიდერი IT სფეროში,ახლაუკვე100+ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი,ნადიკვრის#23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი,ა.ყაზბეგის34/34ბ

 

გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში

Instagram.com/itstep.ge/

Facebook.com/itstep.ge

 



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

10000

10000000

AI

ChatGPT სრული სახელმძღვანელო

დაიწყეთ ChatGPT გამოყენება უფრო სწრაფად და ეფექტურად, გაიგეთ ყველაფერი, დაწყებული უფასო რეგისტრაციიდან, დამთავრებული სამეწარმეო საქმეში ChatGPT-ის ფასიანი ვერსიის გამოყენებამდე

დაიწყეთ ChatGPT გამოყენება უფრო სწრაფად და ეფექტურად, გაიგეთ ყველაფერი, დაწყებული უფასო რეგისტრაციიდან, დამთავრებული სამეწარმეო საქმეში ChatGPT-ის ფასიანი ვერსიის გამოყენებამდე   UBS-ის ანგარიშის თანახმად, ChatGPT-ის ყოველდღიურ ვიზიტორთა რაოდენობამ  100 მილიონს მიაღწია, რაც მას ისტორიაში ყველაზე სწრაფად მზარდ აპლიკაციად აქცევს. ბიზნეს სამყარო ასევეა დაინტერესებული ChatGPT-ით და ცდილობს ხე�

ШАГ логотип

პროგრამირება

რომელ ქვეყანას ჰყავს მსოფლიოს საუკეთესო პროგრამისტები?

პროგრამირება თანამედროვე დროში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა, პარალელურად პროგრამირების დროს შემოქმედებითი პროცესი შეუზღუდავია, წარმოიდგინე, წერ კოდს, რომელიც უამრავი სიმბოლოსგან შედგება, თუმცა საბოლოოდ ის სხვანაირად გამოიყურება ის საშუალებას გაძლევთ არაფრისგან შექმნათ რაღაც ახალი, უჩვეულო, ორიგინალური და კრეატიული. 

პროგრამირება თანამედროვობის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა, პარალელურად პროგრამირების დროს შემოქმედებითი პროცესი შეუზღუდავია, წარმოიდგინე, წერ კოდს, რომელიც უამრავი სიმბოლოსგან შედგება, თუმცა საბოლოოდ ის სხვანაირად გამოიყურება ის საშუალებას გაძლევთ არაფრისგან შექმნათ რაღაც ახალი, უჩვეულო, ორიგინალური და კრეატიული იმის გასარკვევად, თუ რომელი ქვეყნიდან არიან

ШАГ логотип

პროგრამირება

JavaScript: განაახლეთ ყველა პაკეტი package.json-ში NCU-ით

JavaScript: განაახლეთ ყველა პაკეტი package.json-ში NCU-ით

JavaScript-ის დეველოპმენტის სამყაროში პაკეტებისა და დამოკიდებულებების მართვა ნებისმიერი პროექტის გადამწყვეტი ასპექცია. პაკეტების განახლება არა მხოლოდ უზრუნველყოფს უახლეს ფუნქციებთან წვდომასა და ხარვეზების აღმოფხვრას, არამედ აუმჯობესებს აპლიკაციის საერთო სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. თუმცა package.json ფაილში თითოეული პაკეტის ხელით განახლება შესაძლოა იყოს ძალიან შრომატევადი �

ШАГ логотип

Techfacts

News

Starlink უკვე საქართველოშია | ფასი, ინსტალაცია, სისწრაფე

საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, სადაც Starlink-ის უსადენო სწრაფი ინტერნეტი ხელმისაწვდომია!

Starlink მსოფლიოში მოწინავე სატელიტური ფართოზოლოვანი ინტერნეტ სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან, დაბალი დაყოვნების მქონე ფართოზოლოვან ინტერნეტს მთელს მსოფლიოში, მათ შორის იმ ადგილებში, სადაც ინტერნეტ კავშირი დაბალი საიმედოობის, უხარისხო ან სრულიად მიუწვდომელია - ახლა ის უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია! კომპანიის გადაწყვეტილებით, თბილისის ტექნოლოგიური პ�

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა