IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

phone_validation_text
Х ХХХ ХХХ-ХХ-ХХ

IoT 2020-ში: შემდეგი რა იქნება?

ჯერ კიდევ 1997 წელს, Wired-მა განაცხადა, რომ 2020 იქნებოდა ის წელი, როცა ადამიანები ოფიციალურად ჩავიდოდნენ მარსზე. ჩვენ უკვე გვყავს უპილოტო მანქანები, მფრინავი ტაქსები, ასე რომ მარსზე ჩასვლის მისიაც თითქმის განხორციელებულია.

ამას გარდა  არსებობს სხვა მნიშვნელოვანი IoT (ყოველდღიური ნივთების ინტერნეტიზაცია) განვითარება, რომელიც 2020 წლისთვის არის პროგნოზირებული და თვალს აგვიხელს ბევრ რამეზე.

5G უკაბელო ტექნოლოგია

აღნიშნული მე-5 თაობის ფიჭური ქსელის ტექნოლოგია (5G) გვაძლევს წინა მორბედებზე უფრო სწრაფ სიჩქარეს, დაბალ ლატენტობას და უკეთეს კავშირს, მისი უპრეცედენტო სიჩქარე ათავისუფლებს თქვენს ქსელს მეტი მონაცემების გადასაცემად, ხოლო  დაბალი შეყოვნება აუმჯობესებს ქსელის რეაგირებას.

5G უზრუნველყოფს კავშირს გაცილებით მეტ მოწყობილობაზე, ვიდრე 4G, რაც ნიშნავს, რომ IoT ინოვაციებს, ისევე როგორც უპილოტო ტრანსპორტს, საბოლოოდ ექნება ტექნოლოგია, რომელიც შეძლებს მათი საჭიროებების მოგვარებას.

ტექნოლოგიის შემცირებული ენერგიის მოხმარება ხელს უწყობს ენერგიის დაზოგვას და ხარჯების შემცირებას, რაც მომავალში IoT-ს უფრო ფართოდ გამოიყენებს და მეტად პოზიტიურ ცვლილებებს შეიტანს ჩვენი პლანეტის  ყოველდღიურ განვითარებაში.

5G და ბლოქჩეინი შესანიშნავი დამთხვევაა Trivver-ის პრეზიდენტის, Alan Haft-ის თანახმად, სარეკლამო გაცვლა გაფართოებული რეალობის (XR) გარემოებებისთვის. Haft-მა თქვა, რომ ქსელის ოპერატორების სულ უფრო და უფრო მეტ რაოდენობას ხედავს, როგორიცაა მაგალითად, Orange და MTS Russia, რომლებიც ფენებად განალაგებენ თავიანთ ბლოქჩეინებს 5G-ზე.

გაუმჯობესებული უკაბელო ტექნოლოგია აძლიერებს კვანძების მონაწილეობას და დეცენტრალიზაციას, უფრო მოკლე დროით ბლოკირების საშუალებას იძლევა და ზრდის ქსელის მასშტაბურობას.

Adopters-ი იტყობინება, რომ მათი 5G ბლოქჩეინ კომბინაცია აუმჯობესებს IoT სენსორული მოწყობილობების სიჩქარეს, შესაძლებლობას და უსაფრთხოებას.

Edge Computing-ი (ზღვრული გამოთვლები) და Mesh Networking-ი

დღეს, ჩვენ ძირითადად ცენტრალიზებული ვართ შერჩეული cloud პროვაიდერების, მაგალითად, Amazon, Microsoft და Google-ის გამოყენებაზე, რომლებიც აკეთებენ ყველა მონაცემის გამოთვლას კონკრეტულ საკუთარ მონაცემთა ცენტრებში. ზღვრული გამოთვლებით შეგვიძლია ჩვენი IoT მონაცემების გამოთვლა მონაცემთა წყაროს მივუახლოვოთ, რაც ჩვენს კომპიუტერებს უფრო მეტ უსაფრთხოებას, გაუმჯობესებულ ლატენტობას და სიჩქარეს ანიჭებს სხვა მახასიათებლებს შორის.

2020 წელს ასევე ნახავთ mesh networking (ბადისებრი ქსელის) ზრდას (IoT ტიპის კომპიუტერი, რომელიც ინტერნეტს მთლიანად გამორიცხავს). ბადისებრ ქსელთან ერთად, IoT შეტყობინებების გადაცემა ხდება რადიო კვანძების ქსელის ტოპოლოგიის საშუალებით, სადაც თითოეული კვანძი მონაცემებს გადასცემს შემდეგს ან ნაკადის ან როუტინგის ტექნიკით.

ნაკადის ტექნიკით, მონაცემები გაავსებს ქსელში არსებულ ყველა როუტერს, ხოლო როუტერის ტექნიკასთან ერთად, მონაცემები ერთი კვანძიდან მეორეზე გადახტება, სანამ არ მიარწევს დანიშნულების ადგილს.

Gartner-ი პროგნოზირებს edge computing-დან mesh computing-ზე გადასვლას 2023 წლისთვის.

Silicon Chip-ის ინოვაცია

IoT endpoint მოწყობილობებს სჭირდება პროცესორის ჩიპები, რომელთაც აქვთ მეხსიერების უფრო ძლიერი შესაძლებლობები და უფრო ახალი სწავლების დიზაინი, ვიდრე დაბალი სიმძლავრის (ძირითადად ARM არქიტექტურა) სილიკონის ჩიპები, რომელიც ახლა გვაქვს.

2020 წლის მოლოდინში უფრო ძლიერი ჩიპებია, რომლებიც შეამცირებს ენერგიის მოხმარებას, რომელიც საჭიროა ღრმა ნერვული ქსელების გასატარებლად (DNN) და რომელიც შეძლებს უზრუნველყოს ახალი IoT-ის შესაძლებლობების მხარდაჭერა.

ზოგი კომპანია მთლიანად სილიკონის შეცვლას გეგმავს. მაგალითად, IBM გეგმავს გამოუშვას კომერციული კომპიუტერული ტრანზისტორი, რომელიც წყალბადის ნანო მილებისგან იქნება დამზადებული. მისი წყალობით ტრანზისტორები უფრო პატარა ზომის და სწრაფი გახდება.

ოქსფორდის უნივერსიტეტის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტი, რომელსაც მიზანმიმართულად უწოდებენ 2020 პროცესორს - და 2020 წლისთვისაა შექმნილი - გააჩნია სუპერ მცირე კვანტური პროცესორები, რომლებიც მზად არის გახსნისთვის და რომელიც ისეთ რაღაცეებს გააკეთებს, რისი გაკეთებაც თქვენ არ შეგიძლიათ ჩვეულებრივი ტექნოლოგიით.

ინფონომია და მონაცემტა ბროკერი

Gartner-ის IoT-ის 2017 წლის გამოკითხვამ აჩვენა, რომ გამოკითხული 35% ან ყიდდა ან გეგმავდა მათი პროდუქტებისა და მომსახურების მიერ შეგროვებული მონაცემების გაყიდვას. ინფორმაცია და მონაცემთა ბროკერი დიდი ბიზნესია იმ კომპანიებში, რომლებიც აკეთებენ დიდი მონაცემების შეგროვებას, რაოდენობრივ აღრიცხვას, მართვას და გაყიდვას.

ინტერნეტთან დაკავშირებული მოწყობილობების ზრდამ განაპირობა ჯვარედინი მოწყობილობების კონტროლი, რომელიც აგროვებს ხალხის მონაცემებს ისეთი მოწყობილობებისგან, როგორებიცაა სმართფონები, პლანშეტები, ტელევიზია და ა.შ.

შედეგად ბროკერები, როგორიცაა Acxiom, Oracle, Experian (ან Amobee, ნაკლებად ცნობილი ამერიკული კომპანია, რომელიც Airbnb-ს აძლევს ფასიან სარეკლამო რჩევებს), ძალიან მდიდრები არიან.

მონაცემთა ბროკერი წარმოშობს დაპირისპირებას, როგორც ეს გასულ წელს, Cambridge Analitica- ს მონაცემების მოპოვების სკანდალმა აჩვენა. უყურეთ უფრო მეტ შეტევას მათ ინდუსტრიებზე მომავალ წელს, რადგან საერთაშორისო ფრაგმენტული ინდუსტრია 5000-მდე ბროკერს გააერთიანებს და ორგანიზაციულ ცვლილებებს განახორციელებს მონაცემთა კონფიდენციალურობის რეგულაციების გაზრდის საპასუხოდ.

2020 წლის IoT-ის მომავალი: ზოგადი ტენდენციები

ჯერ კიდევ 2020 წელს, ფუტურისტმა Paul Saffo-მ განაცხადა, რომ 2020 წელს, ჩვენ ვიცხოვრებთ ტექნოლოგიურად გამოწვეული შემოქმედებითი განადგურების ხანაში. ჩვენ ამისგან შორს ვართ. ტექნოლოგიურად გამოწვეული ზრდის წელიწადს ველით.

არსებობს რამდენიმე ტენდენცია:

ჭკვიანი ქალაქები

2020 წლის ბოლოს 135 მილიარდი დოლარი გვექნება დახარჯული ჭკვიან ქალაქებზე, ნათქვამია მონაცემების საერთაშორისო კორპორაციის (IDC) მოხსენებაში. თავდაპირველად ჭკვიანი ქალაქები ევროპამ წარმოადგინა და 2009 წელს ამსტერდამიდან დაიწყო, შემდეგ 2017 წელს შეერთებულმა შტატებმაც იგივე გზა აირჩია თავისი ჭკვიანი ქალაქის ინიციატივით კოლუმბიაში, ოჰაიოში. 2020 წლისთვის, ჭკვიანი ქალაქების სისტემა შეიძლება ამერიკის 100 ქალაქში დაფიქსირდეს, რომელიც საზოგადოებრივი და კერძო პერტნიორობის შერწყმის შედეგად შეიქმნა. თქვენი ტიპიური ჭკვიანი ქალაქი ის არის, სადაც მობილური პროგრამები საშუალებას მოგცემთ გააკეთოთ ყველაფერი, თავიდან აიცილოთ საცობები, იპოვოთ ადგილი ავტოსადგომზე, შეგატყობინოთ ორმოების ან გადავსებული სანაგვე ურნების შესახებ.

ძირითადი IoT მოწყობილობები ისეთ ქალაქებს, როგორიცაა ფარლემი, ნიუ იორკი ან სამხრეთი მხარე, ჩიკაგო უფრო მდგრადს და ეფექტურს გახდის, დაზოგავს მილიონობით დოლარს თქვენს ქალაქში, გაჩნდება სამუშაო ადგილები და გაუმჯობესდება თქვენი ცხოვრების ხარისხი.

ევროპაში, მესამე დონის ინსტიტუტები გეგმავენ თავიანთი საუნივერსიტეტო კამპუსებისა და კუნძულების ჭკვიან საზოგადოებრივ დასახლებად გადაქცევას. 2020 ის წელი იქნება, როცა აღნიშნული ჭკვიანი ქალაქის ტექნოლოგია უფრო ფართო მასშტაბიანი გახდება.

ინტერნეტში ჩართულ ადამიანებზე მეტი ტექნოლოგიური დივაისები 

ჯერ კიდევ 2015 წლის Ericsson Mobility Report-ის პროგნოზით, 2020 წლისთვის იქნებოდა 23 მილიარდი მოწყობილობა. ისე, ჩვენ დიდი ხანია გადავლახეთ ეს საფეხური 2019 წლის დასაწყისში 266 მილიარდზე მეტი IoT მოწყობილობით. სინამდვილეში, Gartner-ის თანახმად, 2020 წელს იქნება 26-ჯერ უფრო მეტი დაკავშირებული რამ, ვიდრე ხალხი.

ყოველი წამის განმავლობაში, მთელ მსოფლიოში კიდევ 127 მოწყობილობა უკავშირდება ინტერნეტს McKinsey-ს ცნობით. ჩინეთი, ჩრდილოეთ ამერიკა და დასავლეთ ევროპა IoT ინსტალირებული ბაზის 67%-ს შეადგენენ.

IoT ტექნიკა მოიცავს სამომხმარებლო ტექნიკას ჭკვიანი სახლებისთვის და მგრძნობიარე სენსორების და ჭკვიანი ტექნოლოგიების უზარმაზარ სფეროს ინდუსტრიებისთვის.

სამრეწველო IoT-ზე გადასვლა

2020 წელს ვნახავთ ინტენსიურ გადასვლას სამომხმარებლო IoT-დან ინდუსტრიულ IoT-ზე, სადაც IoT ისეთ სფეროებში იქნება გამოყენებული, რომელიც მოიცავს:

ჯან-დაცვა

თქვენ ალბათ ნახავთ უფრო მეტ IoT ინოვაციებს ჯანდაცვის სფეროში, ვიდრე ნებისმიერ სხვა დარგში. IoT-ში ჩართული მოწყობილობები ამცირებს ჯანდაცვის ხარჯებს, ზრდის პაციენტთა ჩართულობას და კმაყოფილებას, ახდენს დაავადების პრევენციისა და დიაგნოზის ახალი მეთოდების გააქტიურებას და მკურნალობის შედეგების გაუმჯობესებას.

უფრო კონკრეტულად IoT-ი ეხმარება ექიმებს დააკვირდნენ პაციენტების ჯანმრთელობას, ეხმარება სამედიცინო დაწესებულებებს თვალყური ადევნონ სამედიცინო მოწყობილობებსა და პერსონალს, ეხმარება დაზღვევის კომპანიებს თაღლითობის შესახებ პრეტენზიის აღმოჩენაში და მრავალი მიმართულებით მოაქვს სარგებელი.

სტატისტიკის თანახმად, 2020 წლისთვის თითქმის 161 მილიონი ჯანდაცვის IoT მოწყობილობა იქნება.

მაგალითად:

დისტანციური მონიტორინგი - სადაც სპეციალური ტელესამედიცინო კომპიუტერული სისტემები ან პროგრამა , რომლებიც დაინსტალირებულია მობილურ მოწყობილობებში, უგზავნის პაციენტის ჯანმრთელობის დაგენერირებულ მონაცემებს (PGHD) ჯანდაცვის პროფესიონალებს.

სატარებელი მოწყობილობები - სადაც მოწყობილობები, რომლებსაც პაციენტები ატარებენ, აკვირდებიან მათ ყოველდღიურ საქმიანობას და ჯანმრთელობას. ისინი აფრთხილებენ ოჯახის წევრებს და დაინტერესებულ სამედიცინო სერვისებს და ეხმარებიან ექიმებს მათი პაციენტების ჯანმრთელობის თვალყურის დევნაში. სატარებელი მოწყობილობები, მაგალითად ისეთები, რომლებიც აკონტროლებენ არტერიულ წნევას და გულისცემას, შეიძლება ისე დარეგულირდეს, რომ პაციენტებს შეახსენოს კალორიების რაოდენობა, ექიმთან ვიზიტი და ა.შ.

აქტივების მონიტორინგი - სადაც სენსორებით აღჭურვილი საავადმყოფოს აღჭურვილობა დაკავშირებულია IoT მოწყობილობებთან. ეს ეხმარება სამედიცინო დაწესებულებებს აღჭურვილობის მონიტორინგში, მაგალითად დეფიბრილატორების, და რეალურ დროში ხარვეზების აღმოჩენაში. დაწესებულებები ასევე იყენებენ ამ ტექნოლოგიას პერსონალის რეალურ დროში განლაგების განსაზღვრისთვის.

საცალო ვაჭრობა

საცალო ჟურნალის, TotalRetail-ის თანახმად, საცალო ვაჭრობაში IoT ტექნოლოგიის გაფართოება 2020 წლისთვის სავარაუდოდ მილიარდზე მეტ დოლარს (USD) მიაღწევს. IoT ინოვაციები მოიცავს:

ახალი თაობის აპლიკაციებისა და მოწყობილობების ტალღას - რომელსაც ეხმარება ხელოვნური ინტელექტის შერწყმა, დიდი მონაცემები და ინოვაციური ტექნოლოგიები, როგორიცაა ვირტუალური რეალობა (VR), გაზრდილი რეალობა (AR) და ბლოქჩეინი.

მონაცემების უკეთესი ანალიზი - რასაც ეხმარება ინოვაციები, როგორიცაა edge computing-ი და 5G, რაც გააუმჯობესებს ქსელის რეაგირებას, კავშირს და სიჩქარეს.

პროგრამული უზრუნველყოფა, როგორც სერვისი (SaaS), ნორმა ხდება - მესამე მხარის პროგრამების მზარდი რაოდენობა უმასპინძლებს პროგრამებს და მომხმარებელს მათზე წვდომა მიეცემა ინტერნეტის საშუალებით.

ხმის ამოცნობა - პროგნოზებმა აჩვენა, რომ 2020 წლისთვის ინტერნეტით ძიების მინიმუმ 50% და IoT მოწყობილობები ხმის ამოცნობის გზით განხორციელდება. ტექნოლოგია მოიცავს ჭკვიან დინამიკებს (მაგალითად, Apple HomePod) და ML თარგმანებს. ხმოვანი მხარდაჭერა მრავალ-ენოვანიც იქნება, რაც საშუალებას მოგცემთ მოძებნოთ ან გამოსცეთ ბრძანებები ერთზე მეტ ენაზე.

სოფლის მეურნეობა

ჩათვალეთ, რომ გლობალური მოსახლეობა 2050 წლისთვის 9.6 მილიარდ ადამიანს მიაღწევს. სწორედ ასეთ შემთხვევებში მოგვცემს IoT-ი სხვაობას, შეამცირებს ხარჯებს, დაზოგავს დროს და დაგვეხმარება ამდენი ადამიანის გამოკვებაში. 2020 წლის ბოლოსთვის IoT მოწყობილობების ათვისება სოფლის მეურნეობაში 75 მილიონს მიაღწევსBusiness Insider Intelligence კვლევის თანახმად.

ჭკვიანი ფერმერული მეურნეობის ინოვაციები, როგორიცაა სენსორები, რობოტები (მაგალითად, დრონები), ავტონომიური მანქანები, ავტომატიზირებული აპარატურა, ცვლადი სიჩქარის ტექნოლოგია იმ სფეროებში გამოიყენება, რომლებიც მოიცავს:

ზუსტ მეურნეობას - სადაც მოწყობილობები მეურნეობის მეთოდებს უფრო კონტროლირებადს და ზუსტს გახდის, როცა საქმე ეხება პირუტყვის მოშენებას და მოსავალს.

მეცხოველეობის მონიტორინგი - სადაც მეურნეობის მეპატრონეები იყენებენ სენსორულ IoT აპლიკაციებს, რათა შეაგროვონ მონაცემები მათი პირუტყვის ადგილმდებარეობის, კეთილდღეობისა და ჯანმრთელობის შესახებ.

ჭკვიანი სათბურები - სადაც დისტანციური მონიტორინგის სისტემები გამოიყენება ძვირფასი მცენარეების დასაცავად ექსტრემალური ტემპერატურის რყევებისგან.

ინგლისში, სურიში, აღიარებულმა მებაღემ, Matt Peskett-მა თქვა, რომ დიდი ინტერესი აქვთ IoT-ში ჩართული მოწყობილობების მიმართ სასოფლო სამეურნეო ტექნიკის მომწოდებლებს, განსაკუთრებით, John Deere-ს, ასევე აგრო კვების გიგანტებს, როგორიცაა Monsanto.

და თქვენს საკუთარ სახლში?

2020 წლისთვის სახლისთვის IoT მოწყობილობების პოპულარობა გაიზრდება, ისინი უფრო დახვეწილი გახდება და მასში შევა:

ჭკვიანი კარის საკეტები - თქვენი კარის დისტანციურად ჩაკეტვის გარდა, ასევე შეძლებთ სხვა რამეების გაკეთებას, მაგალითად, სტუმრებისთვის ერთჯერადი კოდის მიწოდებას.ჭკვიანი კბილის ჯაგრისები - უელემენტო კბილის ჯაგრისები სენსორებით , რომლებიც დაგეხმარებათ (თქვენ და თქვენს კბილის ექიმს) სტომატოლოგიურ ჯანმრთელობაში.ჭკვიანი სამზარეულო - სამზარეულოები, რომლებიც მოიცავს დაუჯერებელ სენსორებს, მაგალითად, ისეთები, რომლებიც შეგვატყობინებენ ღუმელი დარჩა თუ არა ჩართული ან ჭურჭელი, რომელსაც შეუძლია კალორიების დათვლა.ჭკვიანი თერმოსტატები - მოწყობილობები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს დისტანციურად ჩავრთოთ ან გამოვრთოთ ჩვენი სახლების გათბობის ან გაგრილების სისტემები, რამაც შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს ელექტრო ენერგიის გადასახადები.

დრონები მიწოდებისთვის - რომლითაც ჩვენი შეკვეთები უფრო სწრაფი და უსაფრთხო ხდება, ვიდრე ნებისმიერი ადამიანის შესაძლებლობები.

მოწყობილობები არა მხოლოდ გახდება უფრო ფუნქციონალური და უსაფრთხო (მაგალითად, საშრობები, რომლებიც გაგვაფრთხილებენ საშიში დაგროვების შესახებ), არამედ მათი საშუალებით დავზოგავთ ენერგიას და შევამცირებთ ჩვენს გადასახადებს. გასაკვირი არ არის, რომ Statista-ს შეფასებით, 2020 წლის განმავლობაში, მსოფლიოს მასშტაბით დაკავშირებული მოწყობილობების რაოდენობა გაიზრდება თითქმის 31 მილიარდამდე.

IoT ტენდენციები 2020: სოციალური, ლეგალური და ეთიკური

რაც უფრო იზრდება IoT, უფრო მეტი სოციალური, სამართლებრივი და ეთიკური საკითხები წარმოიშვება. ეს მოიცავს მონაცემების საკუთრებას და მისგან მიღებულ გამოქვითვებს. ალგორითმული მიკერძოება. კონფიდენციალურობა. და ისეთ რეგულაციებთან შესაბამისობა, როგორიცაა ევროკავშირის გენერალურ მონაცემთა დაცვის რეგულაცია (GDPR).

კვლევა ორიენტირებული იქნება:

IoT მმართველობაზე - მმართველობითი ფრეიმვორქის საჭიროება, რომელიც უზრუნველყოფს სათანადო ქცევას IoT პროექტებთან დაკავშირებული ინფორმაციის შექმნის, შენახვის, გამოყენებისა და წაშლის პროცესში, უფრო მნიშვნელოვანი გახდება.

სავალდებულო რეგულაციები უსაფრთხოებისთვის - კონვენციები ქსელის უსაფრთხოების შესახებ, რომლებიც მოიცავს პროგრამული ხარვეზების აღმოფხვრას და თაღლითობის გამოვლენას.

მონაცემთა უსაფრთხოების გაუმჯობესება ავტომატიზირებული მანქანების შესწავლით - ინოვაციური მეთოდები მონაცემების დასაცავად და გაჟონვის და თავდასხმის თავიდან ასაცილებლად. ერთერთი ასეთი ორიენტირება ბლოქჩეინი იქნება.

ერთიანი ინტეგრირებული ფრეიმვორქი - ცენტრალიზებული პლათფორმა, რომელიც შეიცავს მრავალფეროვან IoT პროგრამებს, ფრეიმვორქებს და პროტოკოლებს, სადაც ინდუსტრიის წარმომადგენლები ერთად მუშაობენ თავიანთი გადაწყვეტილებების გაზიარებისთვის და მათი დარგების წინსვლისთვის. ბევრისთვის ეს პლათფორმა ბლოქჩეინია.

და ბოლოს

2020 წლისთვის "ყოველდღიური ნივთების ინტერნეტიზაციის" შესაძლებლობების ახალ ფაზაში შევა. წელს მარსზე არ წაგვიყვანს, მაგრამ ჭკვიანი IoT გადაწყვეტილებები გავლენას მოახდენს ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტზე, ჩვენი მნიშვნელოვანი ინდუსტრიების გაუმჯობესებიდან დაწყებული გარემოზე ჩვენი ნაკვალევის შემცირებით და ჩვენი ქალაქების გაუმჯობესებით დამთავრებული.

IT Academy STEP – მსოფლიო ბრენდი 82 ფილიალით!
გახდი კვალიფიციური სპეციალისტი და საკუთარი საქმის პროფესიონალი, შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში 

თბილისი,

საბურთალო, ალ.ყაზბეგის 34/34ბ

შეუკვეთეთ უკუზარი მენეჯერთან

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

კონფიდენციალობის პოლიტიკა და იურიდიული ინფორმაცია