IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

2021 წლის ტენდენციები ინტერიერის დიზაინში

25.01.2021

641 ხედი

ჩაკეტილი 2020-ს შემდგომ, ადამიანები შევიცვალეთ, დაფასდა კომფორტი და გაუფერულდა გლამური

ახლა ტრენდის დადგენა რთულია, რადგან ზოგი წარსულში იყურება და შთაგონების წყაროს პოვნას იქ ცდილობს, ზოგიც კი მომავალს შეჰყურებს და აინტერესებს, რას შემოგვთავაზებს 2021. ცნობილია, რომ მსოფლიოში მიმდინარე გლობალურ მოვლენებს დიზაინის ტენდენციები თავისებურად გამოხატავს

 

სამხედრო-საზღვაო ფლოტის ფერთა ტენდენცია

მუქი ლურჯი ფერი 2021 წელს ტრენდული გახდება. ახალი შავი ფერი იდეალურია ელეგანტური და თანამედროვე სივრცეების შექმნისთვის

 

ხავერდოვანი ზედაპირები

ხავერდი შეიძლება ვერ ერგება ყველას გემოვნებას, მაგრამ ის იდეალური კომბინაციაა კლასიკურის და კომფორტის, საუბარია ლურჯზე, ვარდისფერზე, ფორთოხლისა და ყავისფერის ტონებზე.

 

ნათელი ხე

ნათელი ხე ბუნებრივ ფერში  ესთეთიკური შტრიხი იქნება მრავალფუნქციური სივრცეების დიზაინში.~

 

შავისა და თეთრის კომბინაცია

შავი და თეთრი - ფერთა პალიტრის დასაწყისი და დასასრული. მათ მიერ შექმნილი კონტრასტი ნამდვილი ღვთის საჩუქარია.

 

თანამედროვე, ეკოლოგიურად სუფთა მასალები

შფოთიან პერიოდში მწვავე მოთხოვნილებაა ისეთი გადაწყვეტილებების შემუშავებაზე, რომელიც დაეხმარება პლასტიკური ნარჩენების უტილიზაციას. ახალი ბიოპლასტიკური მასალები, რომლებიც მეორადად გამოიყენება და გარემოზე დაბალი ზემოქმედებით გამოირჩევა 2021 წლის დიზაინის ახალი ტრენდი იქნება.

 

გეომეტრიული ორნამენტები

გეომეტრიული ორნამენტების ტრენდი კვლავ აღმასვლის გზაზეა, იმდენად, რომ მისი ხილვა უკვე ყველგანაა შესაძლებელი - იატაკზე, სავარძლებზე, შპალერზე, გადასაფარებლებზე, დეკორზე, ფინჯნებსა და ჭაღების ფიქსატორებზეც კი. 

 

თვალშისაცემი ძვირფასი ნივთები

მინიმალისტური ფუფუნების დიზაინის ტრენდი. აღნიშული სტილი გულისხმობს ავეჯსა და ინტერიერის ელემენტებში ძვირფასი მასალისაგან შექმნილი ხელნაკეთი ნივთების გამოყენებას.

 

ბიოფილია ინტერიერის დიზაინში

ბიოფილია ახალი ტრენდია, რომელსაც იმგვარად შემოაქვს გამწვანება ინტერიერში, რომ მას მაქსიმალურად ბუნებრივი ეფექტი ქონდეს.

 

ველური ბუნების ელემენტები

ეს არის დეკორის ტენდენცია, რომელიც დამყარებულია იმაზე, რომ სახლში შემოვიყვანოთ ბუნება. აღნიშული ტენდენცია ხელს უწყობს ადამიანსა და ბუნებას შორის კავშირის გამყარებას.

 

ჩაერთეთ ჩვენს ონლაინ აკადემიაში, შეისწავლეთ ინტერიერის დიზაინი მსოფლიო ბრენდისგან

 დარეგისტრირდი ახლავე!

 

 

ფემინური ტონები ინტერიერის დიზაინში

2019-2020 წლებში აქტუალური გახდა ფემინური ფერები, კონკრეტულად კი ვარდისფერის ვარიაციები.

 

მეტალის მიქსი ინტერიერის დიზაინში

მიმდინარე წელს მეტალი ყველგან იქნება წარმოდგენილი. საუბარია ვერცხლზე, ოქროზე, კალასა და სპილენძზე.

 

რუხი – 2021 წლის ფერი

2021 წელი რუხი ტონალობებით იქნება გამორჩეული

 

თანამედროვე „ქანთრი“ სტილი

აღნიშნული სტილი გულისხმობს თანამედროვე შტრიხებით კომფორტული ინტერიერის შექმნას.

 

სახის ხაზოვანი გრაფიკა

ონლაინ-სამყაროს პოპულარული ტენდენცია. ეს სტილი ათასწლეულებს ითვლის და ბოლო დროს განსაკუთრებით პოპულარული გახდა.

 

ინტერიერის ურბანული სტილი

აღნიშული სტილი განსაკუთრებით პოპულარულია ახალ თაობაში და მისი მთავარი მახასიათებელი ერთ სივრცეში სხვადასხვა ფუნქციური ზონების არსებობაა.

 

 

შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

მოტივაცია

სამაირა მეჰტა - წარმატებული ისტორიები 20 წლამდე ასაკში

სამაირა მეჰტას ისტორია - 8 წლის ასაკში შექმნილი "CoderBunnyz" თამაშიდან ბიზნესამდე. ახალგაზრდა მეწარმის წარმატების ისტორია და გაკვეთილები IT სფეროში.

2016 წელს, მხოლოდ 8 წლის ასაკში, სამაირა მეჰტამ შექმნა "CoderBunnyz" - პროგრამირების სასწავლო თამაში ბავშვებისთვის. ეს იყო მომენტი, როდესაც ახალგაზრდა გოგომ პირველად აჩვენა, რომ ასაკი არ არის ბარიერი ინოვაციისა და წარმატებისთვის. მისმა იდეამ დაუყოვნებლივ მოიპოვა აღიარება და 9 წლის ასაკში სამაირა უკვე გამოდიოდა სპიკერად Microsoft-ისა და Google-ის ღონისძიებებზე. მისი იდეა მარტივი, მაგრამ გენიალურ

ШАГ логотип

AI თავდასხმა თუ AI თავდაცვა - კიბერუსაფრთხოების ახალი გამოწვევები ციფრულ ეპოქაში

AI თავდასხმებს AI თავდაცვა უპირისპირდება - გაიგე, როგორ იცვლება კიბერუსაფრთხოების სფერო ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და რატომ არის კიბერუსაფრთხოება მომავალის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნადი პროფესია.

წარმოიდგინე, ყველაზე ცუდი სცენარი: კიბერკრიმინალები – ის ადამიანები, ვინც თქვენი ციფრული ცხოვრების მოპარვას ცდილობენ – ახლა ისინი იყენებენ  AI-ის,  რათა თავდასხმები რეალური გახადონ. ხელოვნური ინტელექტი ქმნის მიზნობრივ ფიშინგს – ყალბ ელექტრონულ წერილებს, რომლებიც ისე ზუსტად ჰგავს რეალურს, რომ შესაძლოა ეჭვიც არ გაგიჩნდეს და გაებათ მათ მახეში. კიდევ უფრო საშიშია Deepfake  – AI-ის მიე

ШАГ логотип

დიზაინერი AI-ის ეპოქაში - ახალი კომპეტენციების საჭიროება

AI-ის ეპოქაში დიზაინერის როლი რადიკალურად ტრანსფორმირდება — ხელოვნური ინტელექტი ხდება მისი ასისტენტი და პარტნიორი, რაც მოითხოვს ახალ კომპეტენციებს: prompt engineering, AI ინსტრუმენტების ეფექტური გამოყენება, მონაცემთა ანალიზი, ეთიკური პასუხისმგებლობა და უწყვეტი განვითარება. თანამედროვე დიზაინერი უკვე აღარ არის მხოლოდ შემსრულებელი, ის სტრატეგიულად მართავს AI-ს, აძლევს მას ადამიანურ ღირებულებებს და ქმნის ინოვაციურ, მომხმარებელზე ორიენტირებულ გამოცდილებებს.

ყველა ვხედავთ, ყველა ვამჩნევთ გარდამტეხ, რევოლუციურ ფაზას, რასაც ხელოვნური ინტელექტი ქმნის დიზაინის სფეროში. კრეატიული პროცესების ავტომატიზაცია, უკვე უპრეცედენტო შესაძლებლობებს იძლევა. ეს ტრანსფორმაცია არამხოლოდ ცვლის დიზაინერის ყოველდღიურ საქმიანობას, არამედ მოითხოვს მისგან ახალ კომპეტენციებსა და უნარებს, რომ წარმატებული იყოს, ამ მუდმივად ცვალებად გარემოში. AI როგო

ШАГ логотип

ერიკ ფინმანი - წარმატებული ისტორიები 20 წლამდე ასაკში

ერიკ ფინმანის შთამაგონებელი ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ გახდა 18 წლის ბიჭი მილიონერი. ახალგაზრდა ენტრეპრენერის წარმატების გზა.

ზოგჯერ ასაკი მხოლოდ რიცხვია. ერიკ ფინმანის ისტორია ამის კიდევ ერთი დამადასტურებელი მაგალითია - ახალგაზრდა ვიზიონერი, რომელმაც 12 წლის ასაკშივე გამოავლინა იმდენი გამჭრიახობა და მომავლის ხედვა, რომ 18 წლისთვის მილიონერი გახდა. 1998 წლის ოქტომბერში დაბადებული ერიკი, ჯერ კიდევ მოზარდი იყო, როცა გადაწყვიტა პირველი ნაბიჯის გადადგმა თავისი ფინანსური დამოუკიდებლობისკენ. 2011 წელს, მხო

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა