ბუნებით ცნობისმოყვარე ადამიანმა უამრავი საგანი მოიგონა. ამ საგნებმა არამხოლოდ კონკრეტული დროში მცხოვრებ ადამიანებს გაუმარტივეს ცხოვრება, არამედ ბევრ სხვა გამოგონების შთაგონების წყაროდაც იქცნენ, მას შემდეგ ეს ტენდენცია მუდამ იზრდებოდა. დღეს სამყარო ყოველწლიურად მილიონობით ახალი გამოგონების მომსწრეა. გაერთიანებული ერების „ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციის“ (WIPO) მიხედვით 2021-2022 წლებში საერთო ჯამში 3.3 მილიონი პატენტი გაიცა
გვინდა გაგაცნოთ სიის მიღმა დარჩენილი საოცარი გამოგონებები, კონტენტი შეიცავს ყველა შესაძლო ნიშას რომელიც ახალი ტექნოლოგიიდან დაიბადა, მიიპყრო ჩვენი ყურადღება და გავლენა იქონია ჩვენს ცხოვრებაზე. გამოგონებათა სრული სიის ნახვა ქვემოთ არსებულ ჩამონათვალში შეგიძლიათ
2022: შესანიშნავი გამოგონება რომლის შესახებაც უნდა იცოდეთ, ნაწილი II
Ambassador-ის მთარგმნელი ყურსასმენები
ეს მოწყობილობა აქტიური მოგზაურთათვის და იმ ადამიანებისთვისაა ვისაც მსოფლიო სხვადასხვა კუთხიდან ადამიანებთან ურთიერთობა უწევს. Ambassador მიზნად ისახავს მოგვევლინოს ინსტრუმენტად რომელიც მაღალ დონეზე თარგმნის სხვადასხვა ენას. მართვის პანელი სრულად შეგიძლიათ მოარგოთ თქვენს გემოვნებას და თქვენს საჭიროებებს. კომფორტული დიზაინის დამსახურებით მოწყობილობა ძალიან კარგად ერგება ყურს და მისი ტარება დიდი ხნის განმავლობაში შეგიძლიათ. თუმცა, ეს ყველაფერი როდია, სწრაფი შეწყვილების და ხანგრძლივი ბატარეის კომპონენტების გათვალისწინებით მას კარგი კონკურენციის გაწევა შეუძლია Apple - ის უკაბელო ყურსასმენებისთვის.
ეწვიეთ Ambassador-ს
iMicro C14- თითის წვერის ზომის მიკროსკოპი ნებისმიერი ტელეფონისთვის
თუ ყოველთვის გსურდათ სახლში ლაბორატორიის მსგავსი მოგეწყოთ, ეს ისაა რაც აუცილებლად უნდა ნახოთ. iMicro ლინზების მომცრო ფენას წარმოადგენს, უფრო მცირეს ვიდრე საშუალოდ თითის წვერი. როგორც ეს მესამე მხარის ლინზების მწარმოებლებს ახასიათებთ, iMicro - ს შემთხვევაშიც მისი დამაგრება თქვენი სმარტფონის ლინზაზე შეგიძლიათ, რაც მოგცემთ საშუალებას დატკბეთ მიკრომეტრული სამყაროს დეტალური დათვალიერებით. შედარებით დაბალი გადიდების სიმძლავრის დიზაინის ხარჯზე, ის ხედვის ძალიან ფართო არეალის, დაახლოებით 5მმ-ის, მეშვეობით დაგეხმარებათ დაინახოთ ისეთი მიკრო საგნები როგორიც ელექტრონაწილებია, მწერები და სხვა ობიექტებია. უფრო მეტიც, iMicro C-ს ახასიათებს გრძელი სამუშაო დისტანცია, დაახლოებით ~4mm და ასევე აქვს ძალიან დიდი სიმკვეთრის სიღრმე, რაც მას შესანიშნავ ინსტრუმენტად აქცევს როგორც მოყვარულთათვის ასევე პროფესიონალებისთვის.
Smart Buckle
ჭკვიანი საათების ეპოქაში კვლავ ანალოგურ საათს დაატარებთ? არ აქვს მნიშვნელობა რა მოტივი გამოძრავებთ, სენტიმენტები, ფუფუნება ან უბრალოდ იმიტომ რომ შესაბამისი ჭკვიანი საათით ვერ ჩაანაცვლეთ, Smart Buckle - ის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ დაიტოვოთ ძველი საათი, რომელსაც ის ჭკვიან საათად გადააქცევს. ის თავსებადია მაჯის საათების უმეტესობასთან და მათ ანდროიდთან ბლუთუზის გამოყენებით აწყვილებს. როგორც კი საათის ქამარს მოწყობილობასთან დააკავშირებთ, ის მოგცემთ საშუალებას მიიღოთ შეტყობინებები ვიბრაციის საშუალებით, და არ გამოგატოვებინოთ არც ტექსტური შეტყობინებები და არც შემავალი ზარები. დიზაინს რაც შეეხება, კარგადაა აწყობილი, აქვს პროფესიონალური ვიზუალური მხარე, რომელიც მოუხდება საათების უმეტესობას. ამასთან ერთად, Smart Buckle -ის ბატარეას ხანგრძლივად მუშაობა შეუძლია (დაახლოებით ერთ კვირას უძლებს), რაც იმას ნიშნავს რომ მისი ხშირად დამუხტვა არ დაგჭირდებათ.
ეწვიეთ Smart Buckle-ს
Spin On
Spin On არის ნათურა თქვენში მცხოვრები პატარა ბავშვისთვის. ზედა ნაწილში განთავსებული ბრუნვადი ჩასართავის მეშვეობით შეგიძლიათ ჩართოთ და გამორთოთ ნათურა. საინტერესოა, რომ ზედა ნაწილი ბრუნვას განაგრძობს მანამ სანამ ქვედა ნაწილი ჩართულია, ეს ელექტრომაგნიტის მეშვეობითაა შესაძლებელი. ასეთ მდგომარეობაში თქვენ აღარ დაგჭირდებათ რაღაც პერიოდის შემდეგ ზედა ნაწილის ხელით ბრუნვა. ნათურის ჩართვა ასევე სენსორზე თითის დაჭერით შეგიძლიათ.
NANO1 – მსოფლიოში ყველაზე პატარა ასტრონომიული კამერა
NANO1 სრულყოფილი გამოგონებაა ვარსკვლავების გულანთებული ადამიანებისთვის, რომლებსაც არამხოლოდ ცის მშვენიერების ყურება სურთ, არამედ ამ ყველაფრის კამერაზე დაფიქსირებაც სურთ. NANO1 – ის გამომგონებლები აცხადებენ რომ ეს მსოფლიოში ყველაზე პატარა კამერაა რომელსაც ადამიანის თვალზე 25-ჯერ მეტი სინათლის აღქმა შეუძლია. მას მშვენიერი ცის და ისეთი მოვლენების როგორიც ჩრდილოეთის ნათებაა ჩაწერა შეუძლია და ამ ყველაფრის ერთ საათიანი ჩანაწერის სამ წუთამდე დაყვანა. NANO1-ს თქვენ სმარტფონთან დაკავშირება ვაი-ფაის ან ბლუთუზის მეშვეობით შეგიძლიათ, რაც ცის სიმშვენიერის დატკბობის საშუალებას ოგმენტირებული რეალობის რუკის დახმარებით მოგცემთ.
ეწვიეთ პროდუქტს Kickstarter - ზე
SiB – ინტერნეტთან კავშირში მყოფი მარტივი ღილაკი მხოლოდ 5 დოლარად
თუ გადაწყვეტთ რამდენიმე სიტყვით ავხსნათ თუ რას აკეთებს SiB, საუკეთესო ახსნა ისაა რომ მოწყობილობა ძალიან ამარტივებს თქვენს ცხოვრებას. SiB, რომელიც Simple Internet Connected Button - ის (ინტერნეტთან კავშირში მყოფი მარტივი ღილაკის) აბრევიატურას წარმოადგენს, ძალიან მცირე ზომის კუბია რომელსაც აქვს დასაპროგამირებელი ღილაკი, რომელიც შეგიძლიათ დაუკავშიროთ სხვა ჭკვიან მოწყობილობებს და სენსორებს რათა წარმოუდგენლად დიდი რაოდენობის ფუნქციების შესრულება შეძლოთ.
იქნება ეს თქვენი ჭკვიანი სახლის ზარის კონტროლი, ტემპერატურის გაზომვა, გაჟონვის დაფიქსირება, მცენარეების ჯანმრთელობის შემოწმება, თუ რამე ისეთი მარტივი როგორიც თქვენ პარტნიორთან მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნაა, SiB-ს თქვენთვის ძალიან ბევრი რამის შეთავაზება და თქვენი გაოცება შეუძლია. კუბისთვის უხვი დავალების მიცემა შეგიძლიათ, რაც ღილაკზე დაჭერის რაოდენობით განისაზღვრება. ღილაკს ასევე მოჰყვება მრავალფეროვანი განათება, რომელიც გატყობინებთ ვაი ფაის სიგნალის სიძლიერეს, დაკავშირებული სმარტფონების და SiB-ს მეშვეობით კი შეგიძლიათ მრავალი სხვადასხვა ინფორმაციის ნახვა.
ეწვიეთ პროდუქტს Kickstarter - ზე
ATOMIC Pi – Rpi - ს ალტერნატივა მაღალი ენერგიით
თუ მოგწონთ პატარა კომპიუტერები მაგრამ გსურთ თავი აირიდოთ avoid Raspberry Pi - გან, მისი სუსტი ენერგიის გამო, ATOMIC Pi შესაძლოა ძალიან გამოგადგეთ. მისი მახასიათებლებია - Intel Atom CPU 1.92GHz - ის მაჩვენელებლით, სრული ზომის HDMI, აუდიო, ეტერნეტ და USB 3.0 პორტები და გაცხელების ნიჟარა - ყველაფერი ეს მოთავსებულია 10სმ x 13სმ-იან პლატაზე. ATOMIC Pi - ში ჩაშენებულია ორმაგი ვაი ფაი და ბლუთუზ 5.0 და ღირს 35 დოლარზე ნაკლები. მიუხედავად იმისა რომ მასზე ლინუქსის ოპერატიული სისტემაა დაყენებული, მასში Windows-ის ჩატვირთვაც შეგიძლიათ.
ეწვიეთ პროდუქტს Kickstarter-ზე
Xiaomi-ს ხელის გამათბობელი გარე აკუმულატორი (ფაუერბანკი)
ოდესმე გდომებიათ მოსახერხებელი ხელისგამათბობელი რომელიც ზამთარში გაგათბობდათ? Xiaomi სწორედ ამას გვთავაზობთ და ამავდროულად ეს პროდუქტი ფუნქციურ აკუმულატორიცაა. PTC-ის სისტემა ტემპერატურის მაქსიმალურ ზღვარს ადგენს, რაც თქვენს ხელებს ზიანისგან იცავს. მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში 2 საათამდე იმუშავებს, დაბალი ტემპერატურის პირობებში კი 4-მდე. ეს მოსახერხებელი გაჯეტი დამატებით კომფორტს გთავაზობთ და ამავდროულად მისი კომპაქტურობის დამსახურებით მას მარტივად მოათავსებთ ჩანთაში.
ეწვიეთ Xiaomi-ს ხელის გამათბობელ გარე აკუმულატორს
Solar Roadways (მზის გზატკეცილი)
Solar Roadways (მზის გზატკეცილი) ზუსტად ისაა რასაც შეიძლება ფიქრობდეთ პროდუქტის დასახელების წაკითხვისას. ეს სოლარული პანელებია რომელთა დაფენაც გზებსა, გასასვლელებსა, ტროტუარებსა თუ ნებისმიერ სასიარულო ბილიკებზე შეიძლება. სოლარული ფირფიტების, რომლებიც დარტყმის საწინააღმდეგო Gorilla Glass-ის ტექნოლოგით არიან აღჭურვილი, ზედაპირიდან ელექტროენერგიის მისაღებად შეიძლება. ეს მოდულები ექვსკუთხა პანელების სახით არიან წარმოდგენილი, რაც მათ გამოცვლას ძალიან ამარტივებს.
Solar Roadways ასევე გზაზე სპეციალური მარკირების საჩვენებლად ელექტრონულად დაპროგრამება შეიძლება. პანელებს შეუძლიათ საკმარისი სითბოს გამოყოფა თოვლის დასადნობად, რაც შესაბისად ზამთარში სიარულისთვის ან მანქანის ტარებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის. ამ ყველაფრის გაკეთება დედამიწასა და დედამიწელებისთვის საზიანო სათბურის აირების გამოყენების გარეშე შეიძლება.
Enomad Uno – წყლის ენერგიის პორტატიული გენერატორი
ჰიდროელექტრული ენერგია კაცობრიობისთვის ძღვენია ბუნებისგან და ჯერ კიდევ განახლებადი ენერგიის რესურსებს შორის მოწინავე ადგილებს იკავებს. წარმოიდგინეთ რომ ჰიდროელექტრული ენერგია მინიმალური ენერგიული მოთხოვნების შემთხვევაში პირადად შეგიძლიათ გამოიყენოთ. ამის გაკეთება Enomad Uno-ის მეშვეობით შეგიძლიათ, იმდენად რამდენადაც ეს პორტატიული ჰიდროელექტრული გენერატორია რომელსაც პატარა პროპელერის დახმარებით კინეტიკური ენერგიის მიკრო ელექტროენერგიად გარდაქმნა შეუძლია. პროპელერის მეორე მხარეს LED ნათურასაც და USB პორტს ნახავთ, რომელიც თქვენი სმარტფონის ან სხვა ელექტრონული მოწყობილობების დამუხტვაში დაგეხმარებათ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში როდესაც ენერგოწყაროებს მოწყვეტილი ხართ.
Dolfi – ახალი თაობის სარეცხი მოწყობილობა
დაივიწყეთ ის დრო როდესაც ტანსაცმლიდან რთულად ამოსაყვანი ლაქების საპნით მოსაშორებლად საათები გჭირდებოდათ. დროა ეს საქმე ზებგერით საშუალებებს მივანდოთ, Dolfi იმის მაგალითია თუ როგორ შეუძლია ტექნოლოგიას შეცვალოს ტანსაცმლის რეცხვის ბუნება. სპეციალურად მოდულირებული ტალღების მეშვეობით Dolfi აშორებს ჭუჭყს თქვენი ტანსაცმლიდან ავტომატურად, ისე რომ გასარეცხად საერთოდ დროის დახარჯვა არ დაგჭირდებათ. უბრალოდ მოათავსეთ გასარეცხი წყლით და სარეცხი საშუალებით სავსე ვედროში და აცადეთ Dolfi-ს მათი გარეცხვა თქვენი ჩარევის გარეშე.
Bimoz - მსოფლიოს ყველაზე მსუბუქი და ჭკვიანი ელექტრო ველოსიპედი
გარემოზე სულ უფრო მეტი დატვირთვის შედეგად სულ უფრო მეტი ადამიანი ავტოგზებზე უარს ამბობს და ველოსიპედებს ირჩევს. ამ პროცესის პარალელურად ვხედავთ თუ როგორ იზრდება ჭკვიანი (სმარტ) და ელექტრო ველოსიპედების რიცხვი. ასეთ ველოსიპედებს მოჰყვება გიდი რომელიც დაღლის გარეშე ტარებაში დაგეხმარებათ. თუმცა, თუ თქვენს ძველ ველოსიპედზე უარის თქმა არ გსურთ, მისი ელექტრო ველოსიპედად კონვერტირება Bimoz - ის დახმარებით შეგიძლიათ. უფრო მეტიც, ის საკმაოდ მსუბუქია (2 კილოგრამზე ნაკლებს იწონის, რაც ბატარეებსაც მოიცავს), რაც იმას ნიშნავს რომ მისი გადაადგილება მარტივად შეგიძლიათ. შესაბამისი აპლიკაციის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ მიუთითოთ თქვენი GPS ლოკაცია, მონიშნოთ გზები, დაუკავშირდეთ მეგობრებს და უფრო მეტიც, ფეხების გასავარჯიშებლად მოახდინოთ მთიანი ზედაპირის სიმულაცია სწორ ზედაპირზეც კი. არ აქვს მნიშვნელობა სავარჯიშოდ გჭირდებათ თუ ველოსიპედისგან მეტი ენერგიის მისაღებად, Bimoz... [ინგლისურად წინადადება არ მთავრდება აქ, რაღაც სიტყვები აკლია]
არ დაკარგო დრო! გამოიყენე ის შენი უკეთესი მომავლის შესაქმნელად. არ გადადო, დარეგისტრირდი დღესვე
→ დარეგისტრირდი ახლავე!
Eyelights – პირველი ჰოლოგრაფიული მანქანის ასისტენტი
ეპოქა როდესაც ყურადღება მანქანის ტარებისას მისი მახასიათებლებზე დაკვირვების გამო გვეფანტება დასასრულს უახლოვდება, Eyelights-ის დამსახურებით. Eyelights კონცეპტუალური ტექნოლოგიაა რომელიც ეკრანის მაგივრად რუკების, მანქანის სიჩქარის და სხვა მახასიათებლების საჩვენებლად ჰოლოგრაფს გამოიყენებს. ეს მოგცემთ საშუალებას უყუროთ გზას მაშინაც კი როდესაც სისტემასთან ინტერაქციაში შეხვალთ.
უფრო მეტიც, იმდენად რამდენად არ არსებობს ფიზიკური ეკრანი, შეგიძლიათ ჰაერში ხელის უბრალო მოძრაობით აკონტროლოთ სისტემა, რაც ძალიან მოსახერხებელია. Eyelights ნამდვილად ის პროდუქტია რომელიც მიზნად მანქანასთან ურთიერთობის გაუმჯობესებას და რევოლუციის მოხდენას ისახავს და რომელსაც აქვს იმის პოტენციალი რომ მანქანებში დღეს არსებული ინტერფეისები მთლიანად შეიცვალოს.
ეწვიეთ Eyelights-ის ჰოლოგრაფიული მანქანის ასისტენტს
Padrone -ის ბეჭედი - ყველაზე მაგარი ბეჭედი
არ აქვს მნიშვნელობა რამდენად შეიძლება განვითარდეს ჩვენს ლეპტოპებზე თითი სამართავი პანელები, მაუსებს ისინი ჯერ კიდევ ვერ ანაცვლებენ იმდენად რამდენადაც ამ უკანასკნელს მოძრაობის თავისუფლება და კარგი სიჩქარე ახასიათებს. Padrone -ის თითზე პატარა და სწრაფად ჩამოსაცმელი ბეჭედია რომელიც კომპიუტერის მაუსად შეგიძლია გამოიყენოთ. ბეჭედი-მაუსი მცირე ენერგიის გამოყენებით უერთდება ნებისმიერ მოწყობილობას ბლუთუზის საშუალებით და აქვს დაწკაპუნების და სქროლვის მრავალი ფუნქცია. რაც უფრო მნიშვნელოვანია, ბეჭედი 12 სხვადასხვა ზომაშია ხელმისაწვდომი, და არის წყალგამძლე, რაც იმას ნიშნავს რომ მისი ტარება ყველგან, მისი გატეხის ან გაფუჭების შიშის გარეშე, შეგიძლიათ.
Hoversurf
რა თქმა უნდა, ძალიან ახლოს ვართ იმასთან რომ მალე მფრინავი მანქანები და სხვა ლევიტირებადი ტრანსპორტის საშუალებები ვნახოთ, მაგრამ Hoversurf პერსონალური სატრანსპორტო საშუალების ტრანსფორმაციას ისე ახერხებს რომ მას მომხიბვლელობას უნარჩუნებს.
Hoversurf S3 კვადკოპტერია (ოთხროტორიანი ვერტმფრენი), რომელსაც არამხოლოდ სხვადასხვა ზედაპირიდან აფრენის და დაჯდომის ფუნქცია აქვს, არამედ შეუძლია ჰაერში ლივლივი საათში 60 მილის სიჩქარით (დაახლოებით 96 კილომეტრი საათში). მფრინავი მოტოციკლის კორპუსი ნახშირბადის ბოჭკოსგანაა დამზადებული რაც მას ძალიან მსუბუქს ხდის, აპარატი 250 ფუნტს (დაახლოებით 113 კილოგრამს) იწონის. დუბაის პოლიციამ საკუთარი რიგები ამ მოწყობილობით უკვე აღჭურვა, რაც კრიმინალებს გაქცევას ურთულებს. მძღოლებს რეკომენდაციის სახით ფრენის სიმაღლედ 5 ფუტი (150 სანტიმენტი) ეძლევა, თუმცა, სიმაღლის რეგულირება საკუთარი შეხედულებისამებრ შეიძლება. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჯერ კიდევ ადრეულ ფაზაში მყოფი კონცეპტია, ჩვენი აზრით მომავალში ჩვენ მფრინავი მოტოციკლების მომსწრენი გავხდებით.
HiMirror Mini
ჭკვიანი სარკეების ეპოქაში HiMirror სფეროს პიონერად გვევლინება. HiMirror Mini ერთ-ერთი უახლესი პროდუქტია რომელიც კომპანიამ საკუთარი ჭკვიანი სარკეების კატალოგს დაამატა. გარდა იმისა, რომ მოწყობილობა ჩვეულებრივ სარკეებთან შედარებით თქვენი სახის უფრო
მკვეთრად და კარგად დანახვის საშუალებას მოგცემთ, მას ასევე სახის 8 სხვადასხვა ხერხით გაანალიზება შეუძლია. მათ შორისაა ნაოჭების, კანის სიუხეშის პოვნის და მოვლის სხვა საშუალებები. ეს ყველაფერი სახის სხვადასხვა მონაკვეთებად დაყოფის და ყოველი მათგანის ანალიზის საშუალებით მიიღწევა. პრობლემის აღმოჩენის შემდეგ ჭკვიანი სარკე გირჩევთ თუ როგორ უნდა დაატენიანოთ კანი ან მაგალითად რა ლოსიონები გამოიყენოთ აკნეს წინააღმდეგ. ამასთან ერთად ალექსას, რომელიც მოწყობილობას მოჰყვება, დამატებითი პროდუქტების გამოწერა შეგიძლიათ დაავალოთ.
LUMZAG - ჭკვიანი ჩანთა საინტერესო მახასიათებლებით
LUMZAG რომელიც ჩანთისთვის საჭირო საუკეთესო პარამეტრებით გამოირჩევა, საუკეთესოდ იცავს თქვენს კუთვნილებებს, ახასიათებს შეუფერხებელი კავშირი და შეუძლია საკუთარი თავის დაცვა. ამ ყველაფრის მიღმა ამ ჭკვიან ჩანთას LUMZAG 10,000maH გარე აკუმულატორი (power bank) მოჰყვება, რომელიც მის დამუხტულ მდგომარეობაში ხანგრძლივ დროს უზრუნველყოფს. ენერგომატარებლით ასევე სხვადასხვა მოწყობილობებისთვის განკუთვნილ უკაბელო დამტენის დამუხტვა შეგიძლიათ.LUMZAG-ს ასევე მოჰყვება უკანა ხედვის კამერა რომელიც
შესაბამისი აპლიკაციის გამოყენებისას გაძლევთ საშუალებას დაინახოთ თუ რა ხდება თქვენს უკან, GPS კი იმის გარანტიაა რომ თქვენს ჩანთას არ მოიპარავენ და ამავდროულად, არსად დაგრჩებათ. თქვენს ჩანთაში არსებული საგნების მონიშვნა ჭკვიანი სტიკერების საშუალებით შეგიძლიათ, რაც მათი დატოვების რისკს
აგარიდებთ თავს. ჩანთას ასევე ჩაშენებული ნათურა მოჰყვება რაც გაძლევთ საშუალებას მასში არსებული საგნები დამატებითი შუქის გარეშე იპოვოთ. და ბოლოს, მოპარვის საწინააღმდეგო საშუალება სმარტფონზე შეგატყობინებთ ჩანთის თქვენი ნებართვის გარეშე გახსნის ნებისმიერ მცდელობას. ყველა ეს პარამეტრი უსაფრთხოების და მოქნილობის სხვა ჩანთებთან მიმართებაში უპრეცედენტო გარანტიას იძლევა
ეწვიეთ LUMZAG-ის ჭვკიან ჩანთას
US:E - კამერით აღჭურვილი ჭკვიანი ბოქლომი სახის ამომცნობი ტექნოლოგიით
ჩვენი სახლების ევოლუციის ფონზე ერთ-ერთი მთავარი ელემენტი რომელსაც განვითარება აკლდა, კარის ბოქლომია. მარტივი ჩამკეტებიდან ადამიანები მაბლოკირებელ მექანიზმებამდე თუ სხვადასხვა ტიპის სახელურებამდე მოვედით. ჭკვიანი გასაღები იმ საუცხოო გამოგონებს შორისაა რომლებმაც ჩვენი წარმოდგენა კარის ჩამკეტზე ამოიატრიალა და ამ მხრივ შემდეგი ნაბიჯი US:E-ა, ჭკვიანი ბოქლომი რომელიც კარის გახსნის ექვს სხვადასხვა მეთოდს გვთავაზობს.
საბაზისო გასაღების და პასკოდის მიღმა, US:E-ს შეუძლია გაიხსნას თითის ანაბეჭდის, ჯიბის გასაღების და სმარტფონის გამოყენებით. უფრო მეტიც, სახის ამომცნობი ინფრა-წითელი ტექნოლოგიის დახმარებით მფლობელის სახის დასკანირებაც შეიძლება, რაც მოწყობილობაში არსებული ხელოვნური ინტელექტის საშუალებით მიიღწევა. ბოქლომი მარტივად მონტაჟდება, ამ მხრივ ის სტანდარტული ბოქლომისგან არ განსხვავდება. მეტი უსაფრთხოებისთვის ბოქლომის თითის ანაბეჭდის ამომცნობ სახელურთან შეწყვილება შეგიძლიათ.
ეწვიეთ პროდუქტს Kickstarter-ზე
CleanseBot – ბაქტერიის მკვლელი პირველი რობოტი მსოფლიოში
ბოლო წლებში მტვერსასრუტი რობოტები, რომლებსაც მეტწილად Roomba - ს (ერთ-ერთი ბრენდი რომელმაც კონცეფციის პოპულარობას შეუწყო ხელი) შემთხვევაში ვხვდებით, სულ უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობენ. თუმცა, არის ადგილები რომლებსაც Roomba ვერ წვდება. უფრო ინტიმური ადგილები, მაგალითად თქვენი საწოლისთვის, შეგიძლიათ CleanseBot გამოიყენოთ. ეს ძალიან პატარა მწინდავი რობოტია რომელიც თქვენს საწოლს დეზინფექციას უწევს არასასრუველი პათოგენებისგან, განსაკუთრებით ბაქტერიებისგან.
მწმინდავ რობოტს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიაზე დაფუძნებული 18 სხვადასხვა რეჟიმი აქვს, რაც მას აძლევს საშუალებას ავტომატურად გაწმინდოს ნებისმიერი საწოლი, აპარატს ოთხი ულტრაიისფერი ნათურა მოჰყვება, რომელიც არამხოლოდ საწოლის სანიტიზაციის, არამედ ჰაერის გაწმენდის საშუალებასაც იძლევა. CleanseBot ნახევარ ფუნტზე (250 გრამი) ნაკლებს იწონის და ძალიან გამოგადგებათ მოგზაურობისას, განსაკუთრებით მაშინ როდესაც არ ხართ დარწმუნებული თუ რამდენად სუფთაა თქვენი სასტუმრო. მისი კომპაქტური ფორმის და შესაძლებლობების დამსახურებით ეს ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული და შესანიშნავი გამოგონებაა რაც კი გვინახავს.
ეწვიეთ პროდუქტს Kickstarter-ზე
Cubinote - ჭკვიანი მისაწებებელი ფურცლების პრინტერი
გარდა იმისა რომ მისაწებებელი ფურცლები მოსახერხებელია და მნიშვნელოვან საქმეებს გვახსენებენ, ისინი ასევე ჩვენს სამუშაო გარემოს აცოცხლებენ და უფრო ფერადად აქცევენ. Cubinote ამ იდეას ავითარებს და გაძლევთ საშუალებას ფერად ფურცლებზე ნებისმიერი რამ დაბეჭდოთ. მინი პრინტერს ყველაფერთან შეერთება შეგიძლიათ, ბლუთუზის ან ვაი ფაის დახმარებით, რაც იმას ნიშნავს რომ ფერად ფურცლებზე ნებისმიერი რამის დაბეჭდვა შეგიძლიათ მელნის გარეშეც კი.
პრაქტიკაში, Cubinote ბეჭდვისას სპეციალური ქაღალდით მუშაობს რომელიც მგრძნობიარეა სითბოზე, რაც იმას ნიშნავს რომ სითბოს საშუალებით ქაღალდის ზედაპირზე ბეჭდვა ხდება შესაძლებელი. შემდეგ ამ ქაღალდის ნებისმიერ ზომაზე გაჭრა და პრაქტიკულად ნებისმიერ ზედაპირზე ქაღალდის უკანა ნაწილზე არსებული წებოვანი მასალის დახმარებით დამაგრება შეიძლება. Cubinote ჩვენს შესანიშნავი და საუცხოო გამოგონებების სიაში მისი მოხმარების სიმარტივის და ჩვენი სამუშაო გარემოს გამოცოცხლების უნარის გამო მოხვდა.
ეწვიეთ Cubinote ჭკვიანი (სმარტი) მისაწებებელი ფურცლების პრინტერს
Nybble - მსოფლიოს ყველაზე საყვარელი კატა რობოტი, ღია მოდიფიკაციის საშუალებით
Boston Dynamics’ Spot Mini-მ რომელიც ძაღლს ჰგავს დაგვიტოვა შთაბეჭდილება რომ რობოტებმა შეიძლება შეგვაშინონ, თუმცა, Nybble-ს ამ წარმოდგენის შეცვლა შეუძლია. Nybble პატარა, ძალიან საყვარელი კატის ფორმის მქონე რობოტია, რომელსაც დაჯდომა, სიარული, უკანა თათებზე დგომა და სულ ახალ-ახალ ტრიუკების სწავლა შეუძლია. Nybble ფუნქციური რობოტზე მეტად უფრო მეტად STEM (სამეცნიერო-ტექნოლოგიურ-საინჟინრო-მათემატიკური) სათამაშოა რომელიც Raspberry Pi-ს დიზაინს ეფუძნება და მიზნად ისახავს ასწავლოს ბავშვებს თუ როგორ ააწყონ, დააპროგრამონ და დაჰაკონ კიდევაც რობოტები. არ აქვს მნიშვნელობა რისთვის გამოიყენებთ Nybble-ს, რობოტ ფისოს საყურებლად რომელიც სხვადასხვა ტრიუკებს სწავლობს თუ მის მსგავსებთან ჭიდაობს, Nybble ნამდვილად ერთ-ერთი უსაყვარლესი და შესანიშნავი გამოგონებაა რაც კი აზრად შეიძლება მოგვივიდეს.
KEY-X - ჭკვიანი კლავიატურა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის
KEY-X ჩვენი შესანიშნავი გამოგონებების სიაში იმიტომ მოხვდა რომ ის ცხადყოფს რომ ოცნებების და მიზნების განცხორიციელება არ უნდა შეიზღუდოს ფიზიკური შესაძლებლობებით. KEY-X სპეციალურად შექმნილი კლავიატურაა, რომელიც სპეციალური საჭიროებების მქონე პირთათვისაა. აქ ინდივიდუალური ღილაკების ნაცვლად ყოველ ღილაკს სხვადასხვა ასოებისგან შემდგარი კლასტერი აქვთ. ღილაკები დასაჭერად რბილია და ამიტომ სამართავად მცირედი შეხებაც კი საკმარისია, მიუხედავად იმისა რომ კონსტრუქცია ითვალისწინებს და უძლებს უხეშ მოხმარებასაც. კლავიატურა მოსახმარად არ საჭიროებს არავითარ დამატებით ინსტალაცია თუ პროგრამას და ამ მხრივ ჩვეულებრივ USB კლავიატურასავით გამოიყენება. მას ასევე მოჰყვება სხვადასხვა ტიპის აქსესუარი, მაგალითად თვალის ჭკვიანი დეტექტორი და ერთი დაჭერის ჩასართავი იმისათვის რომ მოწყობილობის გამოყენება იმ ადამიანებმაც შეძლონ რომლებსაც უფრო რთული მდგომარეობა აქვთ, მაგალითად რომელიმე მძიმე მოტორულ-ნეირონული დაავადება.
PWR 27 - თქვენი სამოგზაურო ენერგოსადგური
მოგზაურობამ დამატებითი ბატარეის გარეშე შესაძლოა ძალიან დაუცველად გაგრძნობინოთ თავი. თუმცა, უსიამოვნების თავის დასაღწევად კომპაქტური ენერგოსათავსოს გამოყენება შეგიძლია. მას უზარმაზრი შენახვის პოტენციალი აქვს 27,000mAh. ენერგოსათავსი მტვერსაც უძლებს და წყალსაც არ ატარებს, მისი დაგდება კი 1,000 ფუტის (300 მეტრის) სიმაღლიდანაც კი არ უნდა გეშინოდეთ, რაც შეეხება წონას რომელიც მასზე დაწოლისას მოწყობილობა უძლებს, ის ორი ტონაა, რაც იმას ნიშნავს რომ მისი თან ტარება ნებისმიერი რელიეფის და ამინდის პირობებში შეგიძლიათ. PWR 27 - ს ერთდროულად ხუთი მოწყობილობის დატენვა შეუძლია და AC გამომავალი სიგნალიც აქვს. იმ შემთხვევაში თუ ველურ პირობებში PWR 27 დაგიჯდათ, მისი დამუხტვა მზის საშუალებითაც კი შეგიძლიათ. ყველა ეს გასაოცარი პარამეტრი PWR 27-ს იმ საოცრებად აქცევს რომელიც აუცილებლად უნდა გქონდეთ.
ეწვიეთ პროდუქტს Kickstarter-ზე
Unagi - საუკეთესო ელექტროსკუტერი
ქალაქის მასშტაბით სკუტერით სიარული ვერცერთ შემთხვევაში იქნება ისეთი კომფორტული როგორიც Unagi-ს შემთხვევაში. ეს კომპაქტური ელექტრო სკუტერია რომელიც შეგიძლიათ ჩაკეცოთ და ნებისმიერ ადგილას წაიღოთ. იქიდან გამომდინარე რომ ეს ელექტრო სკუტერი მაგნიუმისგანაა დამზადებული იმას ნიშნავს რომ ის ძალიან მსუბუქია, რაც მას კიდევ უფრო მომხიბვლელს ხდის. სკუტერს ჩვხლეტის საწინააღმდეგო საბურავები აქვს, ამიტომ არ მოგიწევთ ამ მხრივ პრობლემების და გაფუჭების გამო ნერვიულობა. სკუტერს კორპუსის ზედა ნაწილში LED დისპლეი აქვს რომლის დანიშნულება ბატარეის სტატუსის შეტყობინებაშია, აქ ასევე იპოვით მუხრუჭების სამართავს და სიგნალს, ისევე როგორც LED ნათურას. სიჩქარის გადასართავი საჭის მარჯვენა მხარესაა, ველოსიპედებისთვის დამახასიათებელ მხარეს. ასევე, ABS-ის მსგავსი სამუხრუჭე სისტემა დამატებითი უსაფრთხოების ხარისხს ქმნის. ყველა ეს მახასიათებლები Unagi-ს ძალიან კარგ და ერგონომიკურ ურბანულ გადაადგილების საშუალებად და თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო გამოგონებად აქცევენ.
Geopress Purifier - სუფთა წყალი დედამიწის ნებისმიერ წერტილში
ცივილიზაციის კომფორტისგან მოშორებით ყოფნისას სუფთა წყლის პოვნა ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს ხოლმე, ასეთ შემთხვევაში ხელით სატარებელი ფილტრი ძალიან გამოსადეგია. შესაძლოა გსმენიათ LifeStraw-ს შესახებ, რომელიც წყლის დალევის საშუალებას დაბინძურებულ ხარისხზე ნერვიულობის გარეშე ნებისმიერი წყაროდან გაძლევთ. Geopress ამ მხრივ კიდევ უფრო წინაა. Geopress Purifier იონების გაცვლა-გამოცვლისთვის გააქტივირებულ ნახშირის ფილტრთან ერთად პრაქტიკულად ნებისმიერი ტიპის წყლის ნაკადს დაავადებების გამომწვევ ვირუსებისგან, ბაქტერიებისგან, და პროტოზოინურ თუ მძიმე მეტალებისგან წმენდს და მას დასალევ წყლად აქცევს. Geofilter-ის დახმარებით თვენ არამხოლოდ მყისიერ ბინძური წყლის გაფილტვრა შეგიძლიათ რაც როტავირუსის და ჰეპატიტ ა-ს მსგავსი დაავადებებისგან დაგიცავთ, არამედ წასაღებად 710 მილიგრამის რაოდენობის წყლის შენახვის საშუალებასაც მოგცემთ.
ეწვიეთ პროდუქტს Kickstarter-ზე
Hover 2 – 4კ დრონი რომელსაც დამოუკიდებლად ფრენა შეუძლია
დრონები ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტების დასაფიქსირებლად უფრო მოსახერხებელია ვიდრე ციფრული თუ ვიდეო კამერები. Hover 2-ს ამის და გაცილებით მეტის გაკეთება ადამიანის მხრიდან ჩარევის გარეშე შეუძლია. დრონს მოჰყვება ხელოვნური ინტელექტი რომელიც არამხოლოდ გიდობას უწევს მას ფრენისას, არამედ ეხმარება 4კ ხარისხის ვიდეოს ჩაწერაში ნებისმიერი კუთხიდან. ხელოვნურ ინტელექტს ასევე აქვს საშუალება აღმოაჩინოს დაბრკოლებები და მყისიერ აარიდოს მათ თავი, რაც თქვენი ბუნებით ტკბობის საშუალებას გაძლევთ მაშინ როდესაც Hover 2 მთელ გასაკეთებელ საქმეს თვითონ აკეთებს. უფრო მეტიც, მას მსუბუქი და დაკეცვადი კორპუსი აქვს, მისი მაღალი დონის სანავიგაციო პარამეტრები სინემატიურ ხარისხს უზრუნველყოფს, ჩაშენებული გიმბალი კი სტაბილურობის მაღალ ხარისხს. ყველა ეს პარამეტრი უზრუნველყოფს იმას რომ Hover 2 კუთვნილ ადგილს იკავებს თანამედროვეობის შესანიშნავი და გასაოცარი გამოგონებების ჩვენს სიაში.
ეწვიეთ პროდუქტს Kickstarter - ზე
Levia – უნიკალური ლევიტირებადი მარმარილოს ნათურა
ყველაფერი რაც უკონტაქტოა და ლევიტირებს ავტომატურად სიამოვნების მომგვრელი და მშვენიერია, ამიტომ, ჩვენი შესანიშნავი გამოგონებების სიის ჩამონათვალის ბოლოს წარმოგიდგენთ Levia-ს, ლევიტირებად ნათურას რომელიც ელექტრომაგნეტიკური ინდუქციის საშუალებით მუშაობს. ესთეტიკა არაა ერთადერთი მახასიათებელი რომელიც მოწყობილობის შემქმნელებმა გაითვალისწინეს, აქ სპეციალურად შექმნილ დიზაინს ნახავთ რომელიც უზრუნველყოფს ნათურის დაცვას შემთხვევითი გაკვრისგან რომლის შედეგადაც განათება შეიძლება ძირს დაეცეს. ნათურა ძალიან ლამაზია იქიდან გამომდინარე რომ ნამდვილი იტალიური მარმარილოსგანა დამზადებული, კერძოდ Marquina-გან და Carrara-გან. ეს მარმარილო ჰიდრავლიკური დაჭრის შემდეგ მომხიბვლელი ვიზუალური მხარის შექსაქმნელად ხელით პრიალდება. Levia-ს მაცდური დიზაინი და მოხმარების სიმარტივე მას ჩვენი გასაოცარი გამოგონებების სიაში უჩენს ადგილს.
ტექნოლოგიის სფეროში არსებული ევოლუცია იმაზე სწრაფად ვითარდება ვიდრე ეს აქამდე გვინახავს. ტექნოლოგიური ინოვაციებით სავსე უმნიშვნელოვანესი ათწლეულის დასასრულს, წარმოგიდგენთ ზოგიერთ გასაოცარ ტექნოლოგიას რომელიც 2022 წელს ჩვენს ყურადღებას მიიპყრობს.
ანდროიდის აღზევება და საინტერესო ინოვაციების რიგი, Apple M2 ჩიპი, Qualcomm Snapdragon 888-ის ჩიპსეტი, რომელსაც წამში 7.5 გიგაბაიტ სიჩქარის განვითარება შეუძლია. 2022 ის დიდებული წელია როდესაც 5G მასობრივი ათვისების მომსწრენი გავხდებით. ტექნოლოგიის კვლავდაკვლავ ჩვენ გავხდებით იმ აპლიკაციათა მასობრივ ზრდას რომლებიც ინტერნეტზე იქნებიან დამოკიდებული. 5G mmWave (მილიმეტრული ტალღის) ტექნოლოგიის მეშვეობით ჩვენ შევძლებთ შევუერთდეთ ქსელს სიჩქარით რომელიც წამში რამდენიმე გიგაბაიტს უტოლდება, რაც თითქმის 100ჯერ უფრო დიდი სიჩქარეა ვიდრე არსებული 4G ქსელი. 5G-ის შემთხვევაში ჩვენ პირდაპირი მნიშვნელობით წამის დახამხამებაში შევძლებთ მივიღოთ და გავაგზავნოთ ინფორმაცია!
საინფორმაციო ნაკადის სიჩქარის ზრდასთან ერთად, პროცესირების მეტი წილი შესაძლოა სერვერებზე განხორციელდეს. ამ ყველაფერმა ასევე შეიძლება განავითაროს ქლაუდ გეიმინგ სერვისები, მაგალითად Google Stadia, GeForce Now და Microsoft-ის Project xCloud. ჩვენს მობილურ მოწყობილობებზე სიჩქარის შესამჩნევი ნახტომის მიღმა, დიდი ალბათობით მანქანებს შორის უფრო მეტი კომუნიკაციის მომსწრენი გავხდებით, რაც მათ საკუთარი გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას მისცემს, მანქანების ამგვარი ევოლუცია ადამიანებზეც იმოქმედებს. 5G შესაძლებლობების მთელ ველს გახსნის, დაწყებული ჭკვიანი სავაჭრო აპარატებით რომლებიც თქვენი სახის ამოცნობისთანავე კანფეტს ისე მოგცემენ რომ შესაძლოა ბრძანების მიცემაც ვერ მოასწროთ, დამთავრებული თვითმავალი ავტომობილებით.
Light Fidelity კიდევ ერთი ქსელური პროტოკოლია რომელსაც კონვენციური ვაი-ფაის ჩანაცვლება შეუძლია. ვაი-ფაისთვის დამახასიათებელი რადიო სიგნალების გამოყენების ნაცვლად, ლაი-ფაი ელექტრომაგნეტურ სიგნალებს იყენებს, რომლებსაც ადამიანი შეიძლება ხედავდეს ან ვერ ხედავდეს, მაგალითისათვის ულტრაიისფერი, ინფრა-წითელი ტალღები რომლებიც ჩვენთვის ხილულ შუქთან თანაარსებობენ. სპეციალურად განათებული LED-ის შუქის გამოყენებით, რომელიც შეუმჩნეველია ადამიანის თვალისთვის, ლაი-ფაისთან თავსებადი სისტემები უფრო სწრაფ და სანდო კავშირს გვთავაზობენ ვიდრე ამჟამად არსებული ვაი-ფაი როუტერები. ლაი-ფაის კონცეპცია ახალი არაა, თუმცა მის მოძლიერებას მომავალ წლებში ველოდებით, ფრანგული კვლევითი კომპანია Yole Développement ტექნოლოგიის ქსპონენციურ ზრდას 2022 წლიდან პროგნოზირებს.
144Hz-იანი განახლების სიჩქარის მქონე დისპლეი
ადამიანები ვისაც მაღალოქტანურ თამაშების სმარტფონებზე მოხმარება უყვართ, მოუთმენლად ელოდებიან 144Hz-იან დისპლეის. დისპლეი რომელიც გასაოცარი სიგლუვით და მგრძნობიარობით გამოირჩევა სმარტფონს გეიმინგისთვის დიდებულ მოწყობილობად აქცევს. თამაში რომ არც გიყვარდეთ, ეკრანის ეფექტური მუშაობა შეგიყვარდებათ. მართალია გასულ წელს ვიხილეთ 120Hz ტელეფონები ისეთი გიგანტებისგან როგორიც OnePlus, Realme და Samsung-ია, და ასევე 144 Hz-იანი დისპლეები ისეთი ტელეფონების შემთხვევაში როგორიც Asus ROG Phone 3, დიდი ალბათობით ტელეფონის მწარმოებელი სხვა კომპანიებიც აჰყვებიან ტენდენციას და 2022 წელს ეს ტექნოლოგია მეინსტრიმად მოგვევლინება. თუ 144 Hz-იანი დისპლეის მქონე ტელეფონის შეძენას გეგმავთ, არ დაგავიწყდეთ შეამოწმოთ იმ თამაშთა ჩამონათვალი რომლებიც ამ სიხშირეზე იმუშავებენ.
ტექნოლოგიურ სტარტაპებს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა შეუძლიათ ადამიანის და ტექნოლოგიის ურთიერთობის მიმართულებით ამ მძიმე 2022 წელს
დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - მოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში!
IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!
+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23
+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ
https://www.facebook.com/itstep.g