დღეს ტენდენციები ინტერიერის დიზაინში განასახიერებს ინსტაგრამზე განთავსებულ ლუქებს, რომლის სახლში გადმოტანაც ყველა ჩვენგანის ოცნებაა. 2022 წლის დიზაინი მიჰყვება მოდურ ტენდენციებს, რომლის გაგრძელებასაც 2030-2035 წლამდე ვარაუდობენ. რადგან ტექნოლოგიის კვალდაკვალ დიზაინში შეინიშნება ძველმოდური დიზაინის დაბრუნება და “ძველი კლასიკის” პოზიციების გამყარება. მოცემული მრავალფეროვნებით, თქვენ არა მარტო სახლის ტრენდულად მოწყობას შეძლებთ, არამედ მუდმივად, ნებისმიერი ეპოქის გათვალისწინებით მის აქტუალობასაც შეინართუნებთ.
უკვე 4-5 წელია განვითარებულ სამყაროშო საკმაოდ ჰარმონიულად არის შერწყმული რეტრო, ნატურალური და ტექნოლოგიური სტილი, გასათვალისწინებელია, რომ სახლის ოფისების მოწყობა და სივრცეში თავისუფალი ადგილების შენარჩუნება, დიდ როლს თამაშობს საუკეთესო დიზაინის შექმნაში.
წარმოგიდგენთ ექსპერტების მიერ შემუშავებულ სიას, დეკორისა და ინტერიერის დიზაინის ტრენდების შესახებ, რომელიც აუცილებლად დაგეხმარებათ არჩევანის გაკეთებაში.
1. 70-იანების რეტროს გამოძახილი
რეტრო ხაზის არჩევა სრულიად საკმარისია თქვენი ინტერიერის გასალამაზებლად. რბილი აქცენტები : მუქი ფორთოხლისფერი, ხავსისფერი მწვანე და სხვა თბილი, ნეიტრალური ფერები მკვეთრად გაანათებენ და გაალამაზებენ თქვენს ინტერიერს. მსგავსი ფერებისა და რეტრო ინტერიერისთვის გარკვეული კომპონენტების შეძენა შესაძლებელია ფლეა მარკეტებსა და ადგილობრივ ბუტიკებში. ასევე შეგიძლიათ გადააკეთოთ სხვადასხვა ვინტაჟური ავეჯი.
რეტრო ინტერიერის დიზაინის სიყვარული ერთი საკითხია, მაგრამ თქვენი ინტერიერისთვის შესაბამისი კომპონენტის მოძიება საერთოდ სხვა სპეციფიკას წარმოადგენს. Ჩვენ თქვენთვის მომზადებული გვაქვს რჩევები, რომელიც დაგეხმარებათ ვინტაჟური დიზაინის შექმნაში.
-
რეგულარულად ეწვიეთ ანტიკვარული ნივთებისა თუ ავეჯის მაღაზიებსა და ბაზრობებს. მუდმივი ძიება და შეუპოვრობა აუცილებლად დაგეხმარებათ, იპოვოთ ის რასაც ეძებთ, თანაც მისაღებ ფასად.
-
Მოძებნეთ ნაკლებად ცნობილი ბრენდები. პოპულარული ბრენდების პროდუქტი, როგორც წესი, რთული საშოვნელია და სხვა პროდუქტებთან შედარებით გაცილებით ძვირია. იმისათვის, რომ ზედმეტი ხარჯები თავიდან აირიდოთ გაეცანით ალტერნატიული ვარიანტებს, სასურველი სტილის ან კომპონენტის გათვალისწინებით.
-
იყიდეთ ვინტაჟური ავეჯი ონლაინ. ონალინ შოპინგის დროს, ყოველთვის გამოიყენეთ სანდო ვებსაიტები, მაგალითად როგორიცაა - 1st Dibs ან Chairish, რათა თავიდან აიცილოთ ის რისკები, რომელიც თან ახლავს დისტანციურად ვაჭრობას.
-
დაესწარით საქონლის გაყიდვის პროცესს და ანტიკვარული ნივთების აუქციონებს, მეგობრებთან ერთად. აუცილებლად ესტუმრეთ რამდენიმე “ღონისძიებას” , რათა კარგად გაერკვეთ ფასებში და საბოლოოდ მიაკვლიოთ თქვენთვის სასურველ კომპონენტს.
2. ბუნებით შთაგონებული ინტერიერის დიზაინი
შემატეთ ავთენტური მწვანე ფერები თქვენს სახლს. მცენარეები არა მარტო შეავსებენ ნატურალურ ხის ფაქტურასა და თბილ ყავისფერ ფერებს თქვენს ინტერიერში, ასევე გაამდიდრებენ სივრცეში არსებულ ჰაერს. ამასთანავე მცეარეების აყვავება აუცილებლად მოგანიჭებთ სრულყოფილებისა და სიხარულის ღრმა შეგრძნებას.
გახსოვდეთ, რომ თქვენი საყვარელი მცენარეების შეძენამდე აუცილებლად უნდა მოიძიეთ ინფრომაცია მათ შესახებ. ზოგიერთი მცენარე იაფია და მარტივად მოსავლელი, შესაბამისად აუცილებელია ვიცოდეთ რომელ მცენარეს ვყიდულობთ ჩვენი ინტერიერისთვის. შეგიძლიათ გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ სიას და შემდეგ გააკეთოთ არჩევანი.
3. მულტიფუნქციური სივრცეები
სივრცეები ჩვენს ინტერიერში, რომელიც მხოლოდ კონკრეტული გამოყენებისთვისაა დღევანდელი გადმოსახედიდან მოძველებულად მიიჩნევა, რადგან 2022 წელს დიზაირების ვარაუდებსა და იდეებზე დაყრდნობით მულტიფუნქციური, ინოვაციური ინტერიერის ეპოქაში ვიმყოფებით.
ნებისმიერ სივრცეში, ჩვენს ოთახებში, შეგვიძლია დავინახოთ შესაძლებლობები იმისა, თუ როგორ გავხადოთ ის მრავალფუნქციური. ხშირად გვავიწყდება, ან თუნდაც ვერ აღვიქვამთ ჩვენი ოთახის ვერტიკალურ სივრცეებს, სადაც თუნდაც თაროებისა თუ კიბეების ხარჯზე შეგვიძლია უამრავი ახალი დიზაინის შექმნა და კიდევ უფრო დიდი ფუქნციონალის ათვისება.
4. გონებამახვილი (ზენ) ინტერიერი
ინტერიერში “მდგრადი ცხოვრების” წარმოჩინება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთდროულად ორ მიზანს ემსახურება. ერთის მხრივ ის ხაზს უსვამს ეკოლოგიურად სუფთა დიზაინს და მიიჩნევა ყველასათვის მისაღებ ინტერიერის იდეად. მეორეს მხრივს მოცემული დიზაინი სუფთა და გასხივოსვნებული გონის ანარეკლია.
ღია ფერის ხის ფაქტურა და ჰაეროვანი ტონები ქმნის ჰარმონიულ საცხოვრებელ პირობებს ზენ ინტერიერისთვის. სივრცეში განთავსებული დეკორაციები ნატურალური და ბუნებრივია, რაც მთლიან სივრცესა და ავეჯთან ერთად ჩვენს კეთილდღეობასა და განწყობაზე დადებითად მოქმედებს.
5. მაღალტექნოლოგიური ხაზი
თანამედროვე ცხოვრებაში, სახლებისა და ავეჯის დიზაინში ორიენტირს ტექნოლოგიები წარმოადგენენ, გასაკვირიც არ არის, რომ თანამედროვეობაში, სახლები და სივრცეები ტექნოლოგიების გარეშე, მოძველებულად შეიძლება ჩაითვალოს. დღეს ჩვენი სმარტფონებიდან შეგვიძლია უსაფრთხოების, ტემპერრატურისა და მუსიკის კონტროლი
ნებისმერი სივრცეში, რაც ადამიანებს დიდ კომფორტს უქმნის და ამავდროულად სიმშვიდეს ანიჭებს. შესაძლოა არჩვეანი შევაჩეროთ გაჯეტებზე, რომელთაც შეუძლიათ ფანჯრების ავტომატური დამუქება, იატაკის გათბობა და ა.შ.
“ჭკვიანი ავეჯი” ჩვენს ინტერიერში, ფუნქციონალისა და დიზაინის გათვალისწინებით უნდა შეირჩეს, რადგან შესაძლოა ის რამდენიმე ფუქნციას ერთდროულად ითავსებდეს. მაგალითად არსებობს მაგიდები, რომელშიც შეიძლება სფიქერების განთავსება. ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ დისტანციურად კონტროლირებადი თაროები, ტელევიზორის გადმოშლის ფუნქციონალით. ყველა პოპულარული მაღალტექნოლოგიური ავეჯი მულტიფუნქციონალით ხასიათდება.
6. სახლის ოფისის დიზაინის ტენდენციები
აღსანიშნავია, რომ 2022 წელს მკვეთრად იმატა ინტერესმა სახლის ოფისის ინტერიერთან დაკავშირებით. სახლის ოფისის მოწყობა ფართო სივრციდან დაწყებული, პატარა მისაღები ოთახით დამთავრებული, ნებსიმიერ ადგილასაა შესაძლებელი. მაგრამ ვიზუალთან ერთად, სახლის ოფისი თქვენი მუშაობის სტილზე უნდა იყოს მორგებული. სახლის ოფისის შექმნის დროს, გახსოვდეთ ის ფაქტი, რომ ფუნქციონალი, პრაქტიკულობა და ესთეტიკა თანამბრად მნიშვნელოვანია.
როდესაც აერთიანებთ საოფისე ტენდეციებსა და სახლის დიზაინს თქვენს ინტერიერში, აუცილებელია გაითვალისწინოთ შემდეგი პუნქტები:
- მდებარეობა: იდეალურ შემთხვევაში, სამუშაო ადგილი უნდა იყოს თქვენი სახლის ყველაზე წყნარ სივრცეში. შესაძლოა ოფისს არ ჰქონდეს დაკავებული მთელი ოთახი.
- აღჭურვილობა: დარწმუნდით, რომ გაქვთ ყველაფერი, რაც გჭირდებათ ეფექტურად სამუშაოდ, ეცადეთ, რომ ინტერიერი არ დატვირთოთ ისეთი საგნებით, რომელიც დიდ სივრცეს დაიკავებს და თქვენს პროდუქტიულობას ხელს შეუშლის.
- სათავსო (საცავი) : სახლის ოფისი უნდა იყოს კარგად ორგანიზებული და სუფთა. მოცემულის მიღწევაში დაგვეხმარება სათავსო, რომელიც ხელს შეუწყობს ყველა ნივთის თავის ადგილას მოთავსებას. ეცადეთ, რომ შეარჩიოთ ლამაზი სათავსოები, რადგან მან დეკორაციის როლიც შეასრულოს.
- ფერი: აირჩიეთ ფერები, რომლებიც დაგამშვიდებთ და დაგეხმარებათ კონცენტრირებაში, მაგალითად როგორიცაა მწვანე და სხვა ნეიტრალური ფერები. თავი შეიკავეთ მკვეთრი, კაშკაშა ფერების გამოყენებისაგან.
- დეკორაცია: ეცადეთ დეკორაციების რაოდენობა დაიყვანოთ მინიმუმადე, რადგან ხელი არ შეგეშალოთ საქმეზე ფოკუსირებაში. ოფისის გასაფორმებლად და ამავდროულად გარკვეული სივრცის დასაზოგად შეგიძლიათ გამოიყენოთ ნახატები, თაროები, მცენარეები ან თუნდაც ხალიჩები.
გაეცანით ჩვენს კურსს ინტერიერის დიზაინის მიმართულებით, სადაც შეძლებთ გაეცნოთ ტექნიკურ და თეორიულ ნაწილს, შეხვდებით საინტერესო არქიტექტორებს, დიზაინერებს და მათ ნამუშევრებს. კურსი დაგეხმარება ინტერიერის დიზაინერად ჩამოყალიბებაში და ინდივიდუალური ხედვის ფორმირებაში
განთავისუფლდი ბანალური საგანმანათლებლო სისტემისგან, დაიწყე შესწავლა სრულიად ახალი მეთოდებით და გახდი წარმატებული!
7. მდგრადი და ორგანული მასალები
სახლის დეკორაციის ტენდენციები 2022 წელს შუშის მაქსიმალურად გამოყენებისაკენ მიიწევენ. მაქსიმალურად ეცადეთ, რომ თქვენს ინტერიერში შეინარჩუნოთ ბუნებრივობა და თავი აარიდოთ დიდი რაოდენობით პლასტმასის ნივთების გამოყენებას.
როგორ გავხადოთ სახლი უფრო ეკოლოგიური:
- აირჩიეთ ენერგოეფექტური დიზაინი, რომელიც ამცირებს ტექნიკის, გათბობისა და განათების საჭიროებას.
- შეარჩიეთ ეკოლოგიურად სუფთა მასალები, რომლებიც გადამუშავდება, ხელახლა გამოიყენება ან თუნდაც მოცემული იქნება სერტიფიცირებული წყაროებისგან. მოცემული კატეგორია საკმაოდ მრავალფეროვანია.
8. მომრგვალებული კიდეები
ავეჯის მომრგვალებული დიზაინის ტენდენცია არა მხოლოდ გადაურჩა პანდემიას, არამედ 2022 წელს აყვავებაც კი დაიწყო და საკმაოდ დიდი პოპულარობაც მოიპოვა. ავეჯი და დეკორაცია რბილი კიდეებით, ქალურობასთან და სიმშვიდესთან ასოცირდება და ფერად ინტერიერს რომანტიკულ ელფერს სძენს, ეს კიდევ ერთი მაგალითია წარსულს მიბარებული დიზაინის ჩვენს თანამედროვეობაში დაბრუნებისა. თუმცა ამჯერად მრგვალი ფორმები მდიდრულ C-ფორმის დივანს სცილდება და ითვისებს მთელ რიგ კომპონენტებს: მაგიდებს, თანამედროვე სკამებს და სხვა ავეჯსა თუ დეკორაციებს. მოცემულ დარბილებულ ფორმებს ინტერიერში სიმსუბუქე და რომანტიკა შემოაქვს.
9. ტყავი და მისი სფერი
ტექსტილი ისევ კლასიკის სიას უბრუნდება. ტყავი ხელოვნური თუ ნამდვილი, არის მასალა, რომელსაც შეუძლია საგრძნობლად შეცვალოს ჩვენი ინტერიერი. მან ჩვენი საცხოვრებელი ადგილი უფრო მიმზიდველად შეიძლება აქციოს. თქვენს ინტერიერში ტყავის ელემენტები შეგიძლიათ წარმოადგინოთ ბუნებრივ ფერებში ან გააკეთოთ აქცენტი თამამ ფერებზე.
მაქსიმალისტური სტილისგან განყენებით ტყავი მდიდრულ ეფექტს შესძენს თქვენს ინტერიერს. აღსანიშნავია, რომ ტყავი თანაბრად კარგად გამოიყურება, როგორც მინიმალისტურ, ისე ორგანულ სივრცეებში. თავის მხრივ ტყავის კომპონენტები სითბოს შემატებს თქვენს ინტერიერს.
10. დახვეწილი გარე ავეჯი
ინტერიერის დიზაინის ტენდენციები 2022 წელს ჩვენი სახლის შიდა სივრცეებს ცდება და ლიმიტირების გარეშე გარეთ ინაცვლებს. იმის ფონზე, რომ ადამიანები ცდილობენ საკუთარი სახლიდან თავის დაღწევას, გარე ავეჯი და დეკორაცია, სრულიად ახალ ეტაპზე გადადის
ძირითადი აქცენტი გარე ოაზისების შემთხვევაში კომფორტზე, დასვენებასა და გართობაზეა გაკეთებული. გარე სამზარეულოები და სასადილოები დიდ როლს ასრულებენ თქვენი კომფორტის ფორმირებაში. სუფთა ჰაერი და მდიდრული ექსტერიერი ნამდვილად მიმზიდველი წინადადებაა.
11. ინსპირაცია
მოგზაურობამ შესაძლოა მოგცეთ შთაგონება თქვენი ინტერიერის შესაქმნელად. თქვენი დიზაინი ისეთივე უნიკალური იქნება, როგორიც თქვენი მოგზაურობის ინტერპრეტაცია. თუ მოგზაურობით ინსპირირებული ტენდენციების მიბაძვას ცდილობთ ეცადეთ, რომ ზომიერება შეინარჩუნოთ.
12. მარადიული სტილი
ზოგიერთი დიზაინი უბრალო მოდაა, რომელიც დროთა განმავლობაში ფასეულობებს კარგავს, ზოგიერთი მათგანი კი, დროის ყოველგვარ გამოცდას უძლებს და სამარადისოდ რჩება. 2022 წელს სწორედ ასეთ ტენდენციებს ენიჭება უპირატესობა. დიზაინს, რომელიც გრძელვადიანი პერსპექტივითაა წარმოდგენილი. სწორედ ზემოთ მოხსენიებული ტენდენციები, რომელიც კომპონენტების მდგრადობაზე იყო დაფუძვნებული, თამაშობენ დიდ როლს მარადიულობის შენარჩუნებაში. ნელ-ნელა იზრდება მომხმარებლის ცნობიერება, შესაბამისად, ყოველი მათგანი არჩევანს აკეთებს ისეთ ავეჯსა და დეკორაციაზე, რომელიც ყოველწლიურად განახლებას არ მოითხოვს.
ეცადეთ, რომ ყურადღება ძირითადი კომპონენტების ხარისხზე გაამახვილოთ, მაგალითად: დივანზე, სკამებზე, მაგიდაზე და ა.შ. რადგან დეკორაციები უფრო სწრაფად გადადის მოდიდან და ამავდროულად, მისი სხვა კომპონენტით ჩანაცვლება უფრო მარტივია.
13. თამამი ორნამენტები და ფერები
შეგიძლიათ თქვენს სახლში ფერებსა და ორნამენტებს გაბრწყინების საშუელება მისცეთ. მთავარია გადაწყვიტოთ რა რაოდენობით გამოიყენებთ თითოეულ მათგანს.Pantone-ის ღია იასამნისფერიდან, Very Peri-ის უფრო მუქ ტონში წარმოდგენილი იასამნისფერამდე, უამრავი ფერია განსახილველი და აღსანიშნავი, თუმცა ეს დიდ დროს წაიღებს. ეს ფერები ბაზარზე სხვადასხვა ბრენდების მიერაა წარმოდგენილი. თქვენ აუცილებლად იპოვით თქვენს საყვარელ ტონს, აღმოაჩენთ ფერს რომელიც თქვენს გემოვნებაში ჯდება. გაითვალისწინეთ, რომ სანამ მთლიანად კედელებს შეფერავთ, მანამდე რამდენიმე ფერის კომბინაცია შედარებით პატარა პალიტრაზე ცადეთ, გარკვეული გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით.
დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - მოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში!
IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!
+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23
+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ