ჩვენი დრო საკმაოდ გამორჩეულია: გარშემო ყველაფერი საოცარი ტემპით იცვლება და ნვითარდება, ეს ყველაზე ნათლად აისახება ციფრული მარკეტინგის ტენდენციებში - 2022 წლის ლოგოს დიზაინიც მიმდინარე ტენდენციების გათვალისწინებით არის აწყობილი.
აღსანიშნავია, რომ ნებისმიერ კომპანიაში, წარმატებული ციფრული მარკეტინგის წარმოებისთვის უამრავ დეტალზე უხდებათ ზრუნვა, რათა ბრენდმა მოახერხოს საბაზრო კონკურენციასთან გამკლავება - აუცილებელია ლოგო შეესაბამებოდეს 2022 წლის ყველა მოთხოვნას
უცნაურია, მაგრამ ფაქტია: ხშირ შემთხვევაში კომპანიები უკვეთავენ ლოგოს დიზაინერს, ისე, რომ არ იციან რა არის ეს! ზოგი თვილის, რომ ლოგო ლამაზი ნახატია. ზოგს ჰგონია, რომ ლოგო და სასაქონლე ნიშანი ერთი და იგივეა. უმრავლესობა კი თვლის, რომ კარგი ლოგოს დახატვა თვითონაც შეუძლია
ნებისმიერი ლოგოს მიზანია, სამიზნე აუდიტორიამდე კომპანიის და მისი უნიკალურობის მიტანა, რაც ხორციელდება:
- სწორი ბრენდინგით
- ინდივიდუალური გრაფიკული სურათით
- ბრენდის ინდივიდუალური და უნიკალური დამწერლობით
- სურათისა და წარწერის სტილისტურიკომბინაციით
ტოპ 10 მნიშვნელოვანი საკითხი ლოგოს დიზაინში 2022 წლისთვის
დასაწყისისთვის, აუცილებელია აღინიშნოს, რომ პერსპექტიული ბრენდინგის ტენდენციები 2022 წელს აერთიანებს ძველ და ახალ ტენდენციებს. ეს ერთგვარი დაბრუნება წინა ეპოქაში; მაგალითად, ნათელი ნეონის სურათები მელნის შავი და თეთრი შრიფტით. კომპლექსური ანიმაცია და 3D გრადიენტები აქტუალური რჩება. ლოგოს დიზაინის ტენდენციები ეფუძნება იმავე ასპექტებს, რომლებსაც სპეციალისტები სწავლობდნენ ბოლო ორი წლის განმავლობაში; თუმცა, ახალი განვითარებებიც გველის წინ. მოდით, დავიწყოთ!
განთავისუფლდი ბანალური საგანმანათლებლო სისტემისგან, დაიწყე ბრენდ დიზაინის სწავლა სრულიად ახალი მეთოდებით და გახდი წარმატებული სტეპერი!
კომპლექსური ანიმაცია ფერადი დეტალებით
ანიმაციური ლოგოები კვლავ მოდურია. აქტუალურია 2D და 3D ანიმაციის კომბინაცია, როდესაც ლოგოს აქვს რამდენიმე მოძრავი ნაწილი. დიზაინერებს არ უნდა ეშინოდეთ დეტალებით თამაში, სხვადასხვა სირთულის ნახატების შექმნა. ეს ტექნიკა ხელს უწყობს არა მხოლოდ ბრენდის პოტენციური აუდიტორიის ყურადღების მიქცევას, არამედ გარკვეული ამბის მოყოლასაც.
2D და 3D-ს გამოყენება ხელს უწყობს მაყურებლის ყურადღების შენარჩუნებას საკმაოდ დიდხანს, ეს შესანიშნავი ტენდენციაა, რადგან ყოველ ჯერზე, როდესაც ანიმაციას უყურებთ, მასში რაღაც ახალი შეგიძლიათ იპოვოთ. დიზაინერებს მოსწონთ მუშაობა ასეთ ანიმაციურ დეტალებთან, რადგან ეს საინტერესო და, გარკვეულ დონეზე, სახალისო ამოცანაა. თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ გადასვლები მარტივი მოძრავი სურათიდან მის უფრო რთულ ვერსიაზე.
არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ 2022 წლის ლოგოს ეს ტენდენცია ჩვენთან დარჩება რამდენიმე წლის განმავლობაში. თუ ამოცანა არის ლოგოს გაკეთება ეკრანისთვის და არა დასაბეჭდად – დიზაინერს აქვს უკეთესი შანსი განავითაროს ამბავი და მაქსიმალურად გამოიყენოს შესაძლებლობა, გახდეს შემოქმედებითი და დაუმტკიცოს თავისი გამოცდილება კონკურენტებს. გამოიყენეთ ეს ტენდენცია!
3D გრადიენტები
დიზაინერებს მოსწონთ გრადიენტები. მათ შეუძლიათ ფერების ნებისმიერი ჯგუფი გახადონ უნიკალური და დინამიური. ლოგოებში 3D ეფექტები, კერძოდ, კონუსური, შესაფერისია ცენტრალური სიუჟეტისთვის. ისინი ხაზს უსვამენ კონტრასტს ფერებს შორის. ლოგოს დიზაინის სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ კონუსური გრადიენტები კვლავაც ფართოდ იქნება გამოყენებული. ეს გამოწვეულია მარტივი პროექტების კომპლექსურად გადაქცევის შესაძლებლობით.
3D გრადიენტის ლოგოები კარგად გამოიყურება ეკრანზე. ისინი დიზაინერს უამრავ შესაძლებლობას აძლევენ – ფერებთან თამაში, თანამედროვე და მარტივი დიზაინის შესანიშნავი გადაწყვეტების შექმნა. დამწყებთათვის რეკომენდებულია დაეუფლონ ისეთ ტექნიკებს, როგორიცაა სიღრმე, ჩრდილები და 3D ეფექტები, რათა შეიმუშაონ შესაბამისი და სასარგებლო ლოგოები მათი კლიენტებისთვის.
შეინარჩუნეთ სიმარტივე
გამარტივება არ არის მხოლოდ ლოგოს დიზაინის ტენდენცია 2022 წლისთვის – სიმარტივის წარმატების ფორმულა დაფუძნებულია სამ საყრდენზე – პრაქტიკულობა, კომფორტი და ესთეტიკა.
დიზაინის ნავიგაცია იქნება მარტივი და თანმიმდევრული, თუ დაიცავთ ლოგიკურ თანმიმდევრობას. დიზაინერს უნდა შეეძლოს მნიშვნელოვანი ინფორმაციის სწორად ხაზგასმა.
ამ ტენდენციის კიდევ ერთი უპირატესობა არის მაყურებლის თვალისთვის დასვენების შესაძლებლობის მიცემა. ძალიან ბევრი ინფორმაცია და არასაჭირო დეტალია დღეს ჩვენ გარშემო და სიმარტივე დაგეხმარებათ ამ გარემოებების შერბილებაში და მათ დამორჩილებაში.
რადგან ამაზე ვსაუბრობთ, მასობრივი ბაზრის ტანსაცმლის პოპულარული ბრენდი „Zara“ 1975 წლიდან მიჰყვება ამ ტენდენციას. 2019 წელს ამ კომპანიამ ლოგო შეცვალა და მისი გადაწყვეტა დღემდე აქტუალურია.
საინტერესოა, რომ „Zara-ს“ ლოგოს განახლებულმა დიზაინმა მწვავე დებატები გამოიწვია. ამბობდნენ, რომ იგი დისჰარმონიის და ქაოსის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ეს მოსაზრება ეფუძნებოდა ერთმანეთის გადამფარავ ასოებს. ასოებით თამაში ქვემოთ განიხილება.
როდესაც სხვა ბრენდები ახდენენ თავიანთი ლოგოს სტანდარტიზაციას, მომდევნოს ამგავსებენ წინას, „Zara“ ჰგავს პროტესტს ნაცრისფერობისა და ერთგვაროვნების წინააღმდეგ. ესეც შედეგია, რომელმაც პოტენციური აუდიტორიის ყურადღება მიიპყრო ბრენდის მიმართ. ასე რომ, მიზანი მიღწეულია.
ასოებით თამაში
ერთმანეთის გადამფარავი ასოები, მათი ნაწილების „განადგურება“, დაუსრულებლობა, ხაზებს შორის სიცარიელე, და გაუფერულებული ნაწილები – ეს ყველაფერი მნახველთა ყურადღებას მიმართავს ლოგოზე. ტენდენციას აქვს მეორე მხარე – აუცილებელია არ მოხდეს ამ ტენდენციის გადაჭარბებით გამოყენება. წარწერა უნდა იყოს გამორჩეული. აუდიტორიას არ უნდა გაუჩნდეს კითხვა, თუ რომელ ბრენდთან აქვს საქმე. მათ უნდა დაამახსოვრდეთ და ერთი შეხედვით იცნონ შემდეგ ნახვაზე.
ჩატარებული ანალიზის მიხედვით, 30% შემთხვევაში, ბიზნესმენებს ურჩევნიათ ნახონ მხოლოდ წარწერა მათი ორგანიზაციის ლოგოზე, 65% შემთხვევაში – გრაფიკა და ტექსტი. შემთხვევების 5%-ში – ლოგო იქმნება როგორც პიქტოგრამა, მომხმარებლის მოთხოვნით. აქედან გამომდინარეობს შემდეგი ტენდენციაც.
ემბლემა
სიმარტივე ვრცელდება ემბლემაზეც. მინიმალიზმმა დიდი როლი ითამაშა ამ მიმართულებით. ემბლემები მაყურებლისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდა და დეტალურობა უცვლელად შენარჩუნდა.
თქვენ ნამდვილად უნდა გესმოდეთ, რომ ემბლემები სიმბოლური ხასიათისაა. მათ შეუძლიათ ბრენდის იდეის და მისი მეორადი როლის გადმოცემა მისი სერვისების გაყიდვის კუთხით. თუ სიტყვა „ემბლემას“ ბერძნულიდან ვთარგმნით, ვნახავთ, რომ ის რელიეფურ დეკორაციას გულისხმობს. ყველაზე ხშირად ჩვენ ვხედავთ სპორტული კლუბებისა და უნივერსიტეტების ემბლემებს, რომლებიც სავსეა უამრავი გრაფიკით, რთული დეტალებითა და ფერებით.
ლოგოებსა და ემბლემებს შორის განსხვავება ისაა, რომ ლოგოს არ არის აუცილებელი რომ ჰქონდეს ღრმა მნიშვნელობა, რადგან მისი მიზანია უბრალოდ იყოს ცნობადი. რაც შეეხება ემბლემას, დიზაინერს შეუძლია გამოიყენოს მასში ფერების ფართო პალიტრა, ბევრი სურათი და სხვა დეტალები. ეს ყველაფერი საჭიროა მნიშვნელობის გამოსახატავად, თუ რატომ შეიქმნა იგი რეალურად.
პლანეტის ყველაზე პოპულარული ემბლემები:
- Nike;
- Coca-Cola;
- Apple;
- Pepsi;
- McDonald’s.
მხატვრული ქაოსი, თუმცა ზომიერი მასშტაბით
ოდნავი დაუდევრობა, ასიმეტრია და კრეატიული ქაოსი, მაგრამ ზომიერად – ეს ყველაფერი დიზაინერს აძლევს შესაძლებლობას გამოიჩინოს კრეატიულობა და შექმნას კლიენტისთვის ლოგო, რომელიც შეესაბამება 2022 წლის ტენდენციებს. კომპოზიციამ ინფორმაცია უნდა მიაწოდოს აუდიტორიას და არ უნდა ახდენდეს მხოლოდ მისი ავტორის ფანტაზიის დემონსტრირებას.
ჰარმონია და ბალანსი
წინა ტენდენციის სრული ალტერნატივაა ჰარმონია. აქ უპირატესობა მიანიჭება სიმეტრიას და ზომიერებას. ეს შეიძლება იყოს ემბლემა ან მონოგრამა. ლამაზი და მიმზიდველი შესახედაობის იქნება.
ლოგოებისთვის ყველაზე პოპულარული შრიფტებია:
- Neo Sans;
- Gill Sans;
- Optima;
- Gotham;
- Avenir;
- Univers;
- Futura;
- ITC Avant Garde Gothic;
- Myriad;
- Helvetica.
მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ წარწერის შრიფტის არჩევანს. ის სათანადოდ უნდა შეესაბამებოდეს პიქტოგრამას და ავსებდეს მას. ეს ზუსტი მოთხოვნები ვრცელდება სურათის ფერთა სქემაზეც. ჰარმონია ნომერი პირველია.
კომბინირებული და სიტყვიერი ლოგოები
არ არის აუცილებელი ლოგო შეიცავდეს ცალკეულ სიმბოლოს, რათა დიზაინერმა შეძლოს, თავისი იდეები აუდიტორიას მიაწოდოს. წარწერასაც კი შეუძლია შეასრულოს ეს ამოცანა და არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ორიგინალურია შრიფტი. თუ ყველაფერი სწორად გაკეთდა – ის დასამახსოვრებელი იქნება.
სავაჭრო ნიშანი და შრიფტი შეიძლება და უნდა გაერთიანდეს 2022 წელს. ეს ხელს შეუწყობს ლოგოს, გახდეს უნიკალური, ადაპტირებული და საინტერესო. ის აუდიტორიას მოუყვება მის ფარულ მნიშვნელობას.
ხელნაწერი ლოგოები
ექსპერტების აზრით, ემბლემებს ხელით დაწერილი წარწერებით შეუძლიათ კომპანიის იდეის უფრო ზუსტად გადმოცემა, ვიდრე მათ ანალოგებს. თუმცა, დიზაინერისთვის რთულია აირჩიოს ყველაზე შესაფერისი შრიფტი. ძირითადი მოთხოვნაა მიმზიდველობა და წაკითხვადობა
ხელნაწერი შრიფტი გულისხმობს კალიგრაფიის კლასიკური ვერსიების გამოყენებას. წარწერა შედგება ცალკეული/განსხვავებული შტრიხებისგან – ის ლამაზი, რომანტიული და ელეგანტურია. ასეთი ვარიანტი შესაფერისი იქნება ბრენდებისთვის, რომლებიც მუშაობენ კრეატიული მიმართულებით, დიზაინისა და სილამაზის სფეროში და კომპანიებისთვის, რომლებიც სპეციალიზირებულნი არიან ტკბილი საკვები პროდუქტების ან საბავშვო პროდუქციის გაყიდვაში.
სქელშრიფტიანი ტიპოგრაფია
2022 წელს დაინახავთ ლოგოებს, რომლებიც ტექსტს გამოჰყოფენ სიტყვებიდან, რომელიც ხელს უწყობს გამოსახულებაზე ფოკუსირებას. იქნება უცნაური და სქელი შრიფტები, რომლებსაც დიდად ავსებს გამორჩეული სიმბოლოები. ლოგოებში ტიპოგრაფიული უცნაურობები შესანიშნავი ტენდენციაა. ეს საშუალებას გაძლევთ აჩვენოთ კომპანიის ბუნება და გახადოთ მისი ლოგო ორიგინალური.
სქელი შრიფტის შესაქმნელად მრავალი გზა არსებობს – შესაძლებელია ასოების ზომით, მათ თანმიმდევრობით და პოზიციებით თამაში. ზოგჯერ ასეთი იდეები შეიძლება გიჟურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ამაშია მთელი აზრი. ეს ტენდენცია კარგი იქნება მათთვის, ვისაც მობეზრდა ძველი სტანდარტული შრიფტები.
თქვენ შეგიძლიათ გაფანტოთ ასოები ან არეკლოთ ისინი. ლოგოს დამზადების სწორი გზა არ არსებობს. ერთადერთი მოთხოვნა არის ის, რომ ის უნდა იყოს წაკითხვადი და გასაგები.
გამომხატველობითი მწერლობა ისტორიად იქცა - იგი სიმარტივის მოთხოვნამ შეცვალა. მინიმალიზმი ყველაფრის სათავეში დგას – რაც უფრო მარტივია ლოგო, მით უფრო პოპულარული და თანამედროვეა.
2022 წლის გრაფიკული დიზაინის ტენდენციები
გლობალური პანდემიის პირობებში, დიზაინის განვითარებამ უნდა გაითვალისწინოს რეკლამაში მისი გამოყენების ყველა ასპექტი. 2020 წლიდან სოციალურ ქსელებში ბრენდის ვიზუალური რეკლამის სახეები მნიშვნელოვნად შეიცვალა. იმის გამო, რომ გაჯეტები კიდევ უფრო მეტ აღიარებას იძენს და მსოფლიო მიდრეკილია ვირტუალურობაზე, ამ ასპექტის სათანადოდ ვერშეფასება რთულია.
ლოგოს შემუშავებისას, ღირს 2022 წლის განვითარების შესაძლო მიმართულებების გათვალისწინება:
- პოპულარულია სხვადასხვა პლატფორმებზე პუბლიკაციების ან კომენტარების სქრინშოთების გამოქვეყნება მრავალი სოციალური ქსელიდან (მომხმარებელი აქვეყნებს სქრინშოთს ერთი პლატფორმიდან სურათის ან მისი ნაწილის სახით მეორე პლატფორმაზე; მაგალითად, მომხმარებელმა შეიძლება განათავსოს სქრინშოთი TikTok-დან Facebook-ზე ან Instagram ისტორიებში, ან ტვიტი LinkedIn-ზე ან Instagram-ზე, ეს ცოცხალი ტენდენციაა, რადგან იძლევა საშუალებას გამოიყენოთ ერთი და იგივე კონტენტი სხვადასხვა პლატფორმისთვის, რაც ეკონომიკურად გონივრულია);
- წიგნების, პოდკასტების, ბლოგების ციტირება, როგორც „თიზერები“. ის აძლევს მომხმარებლებს მინიშნებას იმის შესახებ, თუ რას უნდა ელოდონ (ჩვეულებრივ, ეს ერწყმის სხვადასხვა ვიზუალურ ეფექტებს უფრო მნიშვნელოვანი ზემოქმედებისთვის);
- ბრენდირებული მიმების გამოყენება პოპულარული ხდება (ბრენდები აყალიბებენ ვიზუალურ გზავნილებს თავიანთი კომპანიის უნიკალურ ტონში, მათი აუდიტორიის საჭიროებების გათვალისწინებით; მიზანია დადებითი ემოციების გამოწვევა და მომხმარებლებისთვის პანდემიიდან ყურადღების გადატანა);
- ნდობის გამომწვევი სერიფები და ემოჯიები აქტუალური იქნება მომდევნო წელს (ლოგოები ამ შრიფტებით ორიგინალურად გამოიყურება. სერიფული შრიფტი მარტივი ან მკაცრი სტილის იქნება წამყვანი 2022 წელს);
- ილუსტრაციები და ნათელი პიქტოგრამები (დახვეწილი საკომუნიკაციო ინსტრუმენტი შეტყობინებების ვიზუალიზაციისთვის, განსაკუთრებით შესაბამისი ფერის სქემასთან კომბინაციით);
- მკვეთრი და ცოცხალი ფერები პოპულარობას იბრუნებს (ეს ფერები იპყრობს ყურადღებას ლოგოებსა და კონტენტზე);
- მონაცემთა ვიზუალიზაციის საინტერესო გზები (ამ გზით მომხმარებლები უფრო ადვილად აღიქვამენ საინფორმაციო ბლოკს რთულ რეალობაში, სახალისო ვიზუალიზაცია იზიდავს მომხმარებლებს);
- ინკლუზიური ვიზუალიზაცია. BLM („შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია“) გლობალური გახდა. ეს არის დეცენტრალიზებული ინიციატივა რასიზმისა და პოლიციის სისასტიკის წინააღმდეგ ფერადკანიანი ადამიანების მიმართ. მსოფლიოს მასშტაბით სოციალურ ქსელებში არის აქტიური კომპანია #StopAPPIHATE, რომელმაც ყურადღება ამ სოციალურ პრობლემაზე მიმართა.
ამას მოჰყვა მრავალი დისკუსია საერთაშორისო საზოგადოებაში. მათ ისაუბრეს გლობალური საზოგადოებისა და ბრენდების შესაძლებლობებზე ამ პრობლემის გადასაჭრელად. 2021 წლის ყველაზე მოწინავე ბრენდებმა გადაწყვიტეს თავიანთი მარკეტინგული სტრატეგიების ადაპტირება სხვადასხვა საზოგადოების ინტერესების შესაბამისად.
კომერციული გრაფიკული დიზაინის ეს გლობალური ტენდენცია გახდება წამყვანი 2022 წელს, თუ ყველაფერი ისე სწრაფად განვითარდება, როგორც ახლა ხდება. სოციალური ქსელები და სხვადასხვა ბრენდის ოფიციალური ვებსაიტები იყენებენ ვიზუალურ ეფექტებს ინკლუზიურობის უფრო დიდი მოცულობით.
სხვადასხვა შესაძლებლობები, ორიენტაციები და ეროვნება გამოსახულია ფოტოებზე, ილუსტრაციებსა და პიქტოგრამებზე ელექტრონული ფორმატირებისა და ბეჭდური მედიის საშუალებით. ლოგოს დიზაინი 2022 წელს იქნება სოციალურად პასუხისმგებელი, რადგან მომხმარებლები და ბრენდები უფრო მეტად იცნობენ სოციალურ პრობლემებს.
ავთენტურობა იქნება ტრენდული, რომელიც გავლენას მოახდენს არა მხოლოდ ლოგოს დიზაინზე და ზოგადად კომერციულ გრაფიკულ დიზაინზე, არამედ სავარაუდოდ თანამედროვე ვიზუალურ ხელოვნებასა და ფოტოგრაფიაზეც კი. ყალბ ღიმილიანი დადგმული ფოტოების არაბუნებრიობა გაქრება და აქცენტი გაკეთდება ჩვეულებრივ ადამიანებზე, რაც წაახალისებს და გააფართოვებს კრეატიულობის შესაძლებლობებს.
ვიზუალური ეფექტები გამოიყენება ისე, რომ დაეხმარება საზოგადოებაში არსებული სიტუაციის ასახვას, რათა ლოგოები უფრო მიმზიდველი და მომხიბვლელი გახდეს.
სიურეალიზმი და ოპტიკური ილუზიები
ოპტიკური ილუზიები ხელს უწყობს სივრცისა და ფერის სიღრმის განცდის შექმნას. სქროლვისას დისკრეტული ელემენტები უფრო ახლოს ჩანს, ვიდრე სხვა ვიზუალური ობიექტები.
2022 წელს გავრცელებული იქნება პარალაქსის ეფექტისა და ოპტიკური ილუზიების გაერთიანება. ერთი შეხედვით ნამუშევარი ჩანს აზრს მოკლებული, მაგრამ მოგვიანებით ჩნდება თანმიმდევრული და შინაარსიანი სურათი. (თუ ეს მოხდება, ე.ი. დეველოპერის იდეა გაიგეს).
და ბოლოს
ლოგოს არსებობის ხანმოკლე პერიოდი არ აქვს. მათი გამოყენება შესაძლებელია მრავალი ათწლეულის განმავლობაში ისე, რომ არ საჭიროებდეს ცვლილებას. მიუხედავად ამისა, ადრე თუ გვიან დგება დრო, როცა კომპანიას ლოგოს ხელახალი დიზაინი სჭირდება. ტენდენციები იცვლება და კარგავს თავის ეფექტურობას დაწყებული გეომეტრიით და დამთავრებული ფერადი გადაწყვეტებით
ამ ბლოგში მოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მიეცით საკუთარ თავს ახალი ამოცანები, და გამოიყენეთ შესაძლებლობები, რომლებსაც 2022 წელი მოგცემთ!
დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - მოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში!
IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!
+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23
+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ
https://www.facebook.com/itstep.ge