IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

2023: პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერების ანაზღაურება კიდევ უფრო იზრდება

1

პროგრამირება

31.03.2023

1713 დათვალიერება

როგორც დეველოპერს, შენ გაქვს უნიკალური შესაძლებლობა, გამოიმუშავო საოცნებო ანაზღაურება იმ საქმის კეთებით, რომელიც გიყვარს.  ეს კარიერა უზრუნველყოფს არა მხოლოდ ფინანსურ სტაბილურობას, არამედ მიზანმიმართულებისა და კმაყოფილების განცდას, რომელიც გრძელვადიან ბედნიერებამდე მიგიყვანს. 

 

 

პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელების მაღალი ანაზღაურების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დადებითი მხარეა ის ფინანსური თავისუფლება, რომელსაც იგი უზრუნველყოფს. სტაბილური შემოსავალი დაგეხმარება ვალდებულებებისგან გათავისუფლებაში, დანაზოგების შენახვასა და ცხოვრების მაღალი დონის მიღწევაში. შეგეძლება იმოგზაურო, გქონდეს ჰობები და მიიღო ისეთი გამოცდილებები, როგორიც სხვა შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა. 

 

მსოფლიოს ირგვლივ უამრავი ქვეყანაა, სადაც დეველოპერებს კარგი ანაზღაურების გამომუშავება შეუძლიათ.

  • ამერიკის შეერთებული შტატები: Glassdoor-ის თანახმად, სოფტვეარ დეველოპერის საშუალო საბაზისო ხელფასი წელიწადში 87 ათას დოლარს სცდება, ჯეროვნად მეტის გამომუშავების პოტენციალით, რაც დამოკიდებულია გამოცდილებაზე, ლოკაციასა და კომპანიაზე.
  • კანადა: კანადაში სოფტვეარ დეველოპერების წლიური საშუალო ანაზღაურება 75 ათასი დოლარია, ზოგიერთი პოზიცია კი 100 ათას დოლარს აჭარბებს. 
  • ავსტრალია: Payscale-ის თანახმად, სოფტვეარ დეველოპერის წლიური საშუალო ხელფასი 78 ათასი ავსტრალიური დოლარია, ხოლო მაღალ მოთხოვნად არეებში 119 ათასი და მეტი. 
  • დიდი ბრიტანეთი: დიდ ბრიტანეთში სოფტვეარ დეველოპერებს წელიწადში საშუალოდ 35-45 ათასი ფუნტი სტერლინგის გამომუშავება შეუძლიათ, სენიორ პოზიციებზე კი ანაზღაურება უფრო მეტია. 
  • გერმანია: Payscale-ის თანახმად, გერმანიაში სოფტვეარ დეველოპერებს საშუალო შემოსავალი წელიწადში 51 ათასი ევროა, ხოლო მაღალ მოთხოვნად არეებში 80 ათასი ევრო და მეტი. 
  • იაპონია: იაპონიაში სოფტვეარ დეველოპერები წელიწადში საშუალოდ 6-დან 7 მილიონამდე იაპონურ იენს გამოიმუშავებენ, ხოლო ტოპ ტექნოლოგიურ კომპანიებში სენიორ პოზიციებზე ანაზღაურება გაცილებით მეტია. 
  • ინდოეთი: ინდოეთში სოფტვეარ დეველოპერებს წელიწადში საშუალოდ 500-600 ათასი ინდური რუპიისა და მეტის გამომუშავება შეუძლიათ.

 

დაინტერესებული ხართ ტექნოლოგიებით, მაგრამ არ იცით როგორ ან სად დაიწყოთ სწავლა, გელით ჩვენს კვალიფიციურ სპეციალისტებთან, საერთაშორისო აკადემიაში!

→დარეგისტრირდი მარტივად

 

რა თქმა უნდა, ეს სტატისტიკა მხოლოდ მაგალითია, პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელების შემოსავლები დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე, როგორიცაა ადგილმდებარეობა, გამოცდილება, ინდუსტრიული მოთხოვნა. თუმცა ეს რიცხვები გვიქმნის წარმოდგენას თუ რა არის სოფტვეარ დეველოპერების ანაზღაურება მსოფლიოს ირგვლივ. 

მაგრამ ფული ბედნიერების მიღწევის ერთადერთი გზა არ არის. სოფტვეარ დეველოპერებისთვის შეგრძნებები, როგორიცაა რაღაცის ნულიდან შექმნა, კომპლექსური პრობლემის გადაჭრა და მუდმივი სწავლა, უსაზღვროდ დამაკმაყოფილებელია. როდესაც იცი, რომ შენი სამუშაო მსოფლიოზე დადებით გავლენას ახდენს, იქნება ეს ბიზნესის ეფექტიანობა, ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესება ტექნოლოგიების საშუალებით, ან უბრალოდ ვიღაცის ყოველდღიურობის გამარტივება, გიქმნის მიზანდასახულობისა და კმაყოფილების შეგრძნებას, რომლის პოვნაც სხვა სფეროში ძალიან რთულია. 

სოფტვეარ დეველოპერის კარგი ანაზღაურების სხვა დადებითი მხარეა შესაძლებლობა იმუშაო იმ პროექტებზე, რომლებიც ნამდვილად გაინტერესებს. იქნება ეს თამაშები, ჯანდაცვა, ფინანსები თუ სხვა სფერო, ყოველთვის არსებობს პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერის როლი, რომელიც შენს ინტერესებთან თანხვედრაშია. 

გარდა ამისა, კარგი ანაზღაურება მოგცემს თავისუფლებას განაგრძო პიროვნული და პროფესიული ზრდა. შეგიძლია აიღო კურსები ან დაესწრო კონფერენციებს ახალი უნარებისა და თანამედროვე მოვლენების შესასწავლად. ასევე შეგიძლია განახორციელო დამატებითი პროექტები ან წამოიწყო საკუთარი ბიზნესი. იმის ცოდნა, რომ გაქვს ფინანსური სტაბილურობა, მოგცემს საშუალებას წახვიდე რისკზე და აისრულო ოცნებები. 

საერთო ჯამში, საოცნებო ანაზღაურება მოგიტანს ბედნიერებასა და კმაყოფილების გრძნობას. იგი უზრუნველყოფს ფინანსურ სტაბილურობას, მიზანდასახულობის შეგრძნებას, საშუალებას იმუშაო ისეთ პროექტებზე, რომლებიც გაინტერესებს და მიჰყვე პიროვნულ და პროფესიულ ზრდას. პროფესიულ განვითარებასა და ზრდასთან ერთად კი არ დაგავიწყდეს, რომ იყო ამაყი შენი მუშაობით და დააფასო ის შესაძლებლობები და ბენეფიტები, რომლებიც შენს კარიერას მოჰყვება. 

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში!

IT Academy Stepლიდერი IT სფეროში, ახლა უკვე 100+ფილიალით!

+995 577 538 549ქ.თელავი,ნადიკვრის#23

+995 (32) 215-55-51ქ.თბილისი,ა.ყაზბეგის34/34ბ

გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში

Instagram.com/itstep.ge/

Facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

რომელი პროფესიის სწავლა ღირს დღეს, რომ 5 წლის შემდეგ არჩევანი არ ინანო

დღევანდელ სწრაფად ცვალებად სამყაროში პროფესიული არჩევანის გაკეთება გამოწვევაა, რადგან ტექნოლოგიური პროგრესი და ხელოვნური ინტელექტი მუდმივად ცვლის შრომის ბაზრის მოთხოვნებს. სტატიაში განხილულია, თუ რომელი სფეროების შესწავლაა მიზანშეწონილი დღეს, რომ მომდევნო 5 წლის განმავლობაში შენი არჩევანი სტაბილური და მოთხოვნადი დარჩეს.

ხვალინდელი დღის გამოწვევები: როგორ შევარჩიოთ სწორი პროფესია? დღევანდელ სწრაფად ცვალებად სამყაროში პროფესიული არჩევანის გაკეთება ერთ-ერთ ყველაზე პასუხისმგებლიან ნაბიჯად იქცა. ტექნოლოგიური პროგრესი და ხელოვნური ინტელექტის განვითარება იმ ტემპით მიმდინარეობს, რომ იმ პროფესიებმა, რომლებიც რამდენიმე წლის წინ პოპულარობის პიკში იყვნენ, შესაძლოა მალე დაკარგონ აქტუალობა. ა

ШАГ логотип

AI-ით შექმნილი ვიდეო თუ რეალური კადრი - როგორ გავიგოთ, რას ვენდოთ

როგორ განვასხვავოთ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეო რეალური კადრისგან? გაიგე, რა დეტალებით არის შესაძლებელი „დიფფეიქების“ ამოცნობა, რატომ არის მედიაწიგნიერება კრიტიკულად მნიშვნელოვანი და როგორ გვეხმარება ტექნოლოგიების ცოდნა ციფრულ ეპოქაში ორიენტირებაში.

ვიზუალური მანიპულაციები და რეალობის ზღვარი ვიზუალური კონტენტი დღეს ჩვენი ყოველდღიურობის ჩვეული ნაწილია. მიუხედავად ამისა, ხელოვნური ინტელექტის სწრაფმა პროგრესმა რეალობის ზღვარი წაშალა. დღეს ვიდეოს ნამდვილობის გარჩევა შეუიარაღებელი თვალით თითქმის შეუძლებელი ხდება. თანამედროვე „დიფფეიქები“ და ხელოვნური ინტელექტის გენერირებული კადრები ისეთ რეალისტურ დონეს აღწევáƒ

ШАГ логотип

ყოველდღე მუშაობ, მაგრამ წინ ვერ მიდიხარ - 5 ნიშანი, რომ ცვლილების დროა

გაიგე კარიერული სტაგნაციის 5 მთავარი ნიშანი, მიხვდი, როდის არის დრო ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და აღმოაჩინე პრაქტიკული გზები, როგორ განავითარო შენი პროფესიული უნარები ნამდვილი წარმატებისთვის.

როცა შრომა შედეგს აღარ იძლევა: კარიერული სტაგნაციის რეალობა ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად საათებს ატარებს სამუშაო მაგიდასთან, კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა დავალებას, თუმცა დღის ბოლოს მაინც სტაგნაციის მძიმე განცდა რჩება - გრძნობ, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, წინ ვერ მიდიხარ. თუ გაქვს მუდმივი განცდა, რომ შენი ძალისხმევა შეუმჩნეველია, ხოლო კარიერული ზრდა სრულად შეáƒ

ШАГ логотип

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა