IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

2023: გრაფიკული დიზაინის 15 უდიდესი ტენდეცია

1

დიზაინი

20.04.2023

544 დათვალიერება

გრაფიკული დიზაინის ცვალებად სამყაროში ერთი წელი საკმაოდ დიდ დროს წარმოადგენს, ზოგიერთი სტილი 6 თვეში ქრება, ზოგიერთი კი დროს ფეხს უწყობს და ევოლუციას განიცდის.

გამოცდილი, ძველი ჭეშმარიტი მეთოდები განვითარების გზებს ქმნიან ტექნოლოგიებში, რაც ათი წლის წინ დიდი პოპულარობით სარგებლობდა, დღეს შესაძლოა სრულიად უადგილო აღმოჩნდეს, და რას უმზადებს მომავალი გრაფიკულ დიზაინს? იმისათვის, რომ მიმდინარე წლისთვის მოემზადოთ, ჩვენ შევკრიბეთ 2023 წლის გრაფიკული დიზაინის საუკეთესო და ყველაზე გაბედული ტენდენციები.

 

 

1. ექსპრესიული ტიპოგრაფია

         ტიპოგრაფია დიზაინის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ტექსტები ძირითადად გარკვეული გზავნილების გადმოსაცემად გამოიყენება, დიზაინერები თავს არ ზოგავენ და მაქსიმალურად ცდილობენ, რომ რაც შეიძლება მეტი სიმბოლო გამოსახონ მათი სხვადასხვა ფორმის კომბინაციით.

ჩვენს დროში არსებობს უამრავი პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ფონტების ნულიდან შექმნა, ერთ-ერთი მათგანია Glyphs, რაც ნიშნავს იმას, რომ ხალხს ძალიან მარტივად შეუძლია შექმნას საკუთარი ფონტი. ამ ყოველივემ გამოიწვის “rule-breaking” ფონტების გავრცელება. არ აქვს მნიშვნელობა ეძებთ ფონტს, რომელიც შემატებს თქვენს ტექსტ თვითმყოფადობას, თუ გსურთ გააკეთოთ მარტივი განცხადება, აუცილებლად შეძლებთ თქვენთვის შესაფერისი ფონტის მოძებნას. 

 

2. 3D დიზაინი

ბოლო წლების განმავლობაში 3D გრაფიკის პროგრამული უზრუნველყოფებმა განვითარების საკმაოდ დიდი გზა განვლეს. Cinema 4D, Adobe-ის განახლებები და კიდევ სხვა ხელსაწყოები საშუალებას გაძლევენ ჩაეფლოთ 3D სამყაროში და შექმნათ საკუთარი სამგანზომილებიანი ნამუშევრები. და მიუხედავად იმისა, რომ შარშან ტენდენციები რეალისტურ პროპორციებს ეხებოდნენ, დღესდღეობით მხატვრები 3D დიზაინის შესაძლებლობის საზღვრებს არღვევენ.

ამასთან, გახსოვდეთ, რომ 3D დიზაინი არ შემოიფარგლება ციფრული ნამუშევრებით. თქვენ ის შეგიძლიათ გამოიყენოთ პროდუქტის დიზაინისთვის, არქიტექტურისა და ილუსტრაციებისთვის. არის თუ არა შესაძლებელი თქვენი გუნდის წევრების 3D პერსონაჟების შექმნა პორტრეტების გამოქვეყნების ნაცვლად? რატომაც არა? გადააქციოთ კონკრეტული ფრაზა 3D გამოსახულებად იმის ნაცვლად, რომ აკრიფოთ ის Arial-ში? რა თქმა უნდა! 

 

3. Custom Type

ხელნაწერი და ქასთომ ფონტები ძალიან დიდი ხანია უკვე რაც არსებობენ, მაგრამ დღეს სულ უფრო და უფრო მეტი ბრენდი იყენებს მათ, თავიანთი პროდუქტის დიზაინისთვის. არსებული ასოების კორექტირებით ან ნულიდან ახალი შრიფტების შექმნით, ხელნაწერს შეუძლია უნიკალური ელფერი შესძინოს თქვენს ნამუშევარს და თქვენს ბრენდინგს მიანიჭოს კრეატიულობა და სახასიათო ტონები.

ასე, რომ როდესაც ქმნით ნებისმიერი ტიპის ბეჭდვით გამოსახულებას ყოველთვის ეცადეთ რაიმე სახის კორექტირებას რათა იგი “ერთგვაროვან” ნაწილად აქციოთ. 

მიუხედავად იმისა, რომ გრაფიკულ დიზაინში არსებული პოპულარული ფონტების უმრავლესობის დარედაქტირებ აკრძალულია, მაინც არსებობენ ფონტები, რომელთა ჩვენს გემოვნებაზე მორგებაცა და ცვლილებაც შესაძლებელია. ასე რომ, თავი არ შეიკავოთ მათი ცვლილებებისგან და მოარგეთ ისინი რასაც გინდათ და როგორც გინდათ. 

 

ბოლო წლებში, საქართველოში საკმაოდ პოპულარული გახდა ინტერიერის დიზაინერის დაქირავება, როგორც კომერციულ, ასევე ინდივიდუალურ პროექტებზე, დაიწყე პროფესიის შესწავლა სრულიად ახალი მეთოდებით და გახდი წარმატებული!

დარეგისტრირდი ახლავე!

 

4. მინიმალური ვინტაჟურობა 

მაშინ როდესაც საქმე ეხება მუსიკას, მოდასა და დიზაინს, ბევრი ჩვენგანი ერტრფის “ძველ კარგ დღეებს”. ის არამხოლოდ კარგ დღეებს გვახსნებს ჩვენს ცხოვრებაში, არამედ ხშირად ვფიქრობთ, რომ წარსულში ადამიანები თავიანთ სამუშაოში მთელს გულსა და სულს დებდნენ. ვინტაჟური დიზაინი, იმ კარგ, ძველ დროს გვახსენებს, როდესაც ყველაფერი ხელით მზადდებოდა და ადამიანები ყველა დეტალს აქცევდნენ ყურადღებას. 

 

მიუხედავად იმისა, რომ მინიმალიზმის ტენდენცია უკვე რამდენიმე წელია არსებობს, ვინტაჟური მინიმალიზმის ქვე-ტენდენცია იწყებს გარკვეული პოპულარობით სარგებლობას. მისი ჰიბრიდული მიდგომა აერთიანებს ორივე სამყაროს საუკეთესო მხარეებს, აშორებს არასაჭირო ელემენტებს და ტოვებს მხოლოდ მათ ძირითად ნაწილებს. შედეგად კი ვიღებთ სუფთა, დახვეწილ და ტენდენციურ დიზაინს. 

 

5. ბრენდირებული ილუსტრაცია

მას შემდეგ, რაცბრენდის ილუსტრაციებმა დიდი პოპილარობა მოიპოვეს, ბრენდებისა როგორიცაა Dropbox და Mailchimp, ისინი პოპულარობას იძენენ მცირე ბრენდებისთვისაც. 

თუ ეს ყველაფერი სიზუსტის დაცვითაა გაკეთებული, ბრენდების ილუსტრაციები ორიგინალური და უნიკალურები ხდებიან, ამასთანავე ისინი პირდაპირ ბრენდის ასოციაცას გვიჩვენენ - მაშინაც კი თუ ვერ ვხედავთ ამ ბრენდის ლოგოებს., მაგალითად გუგლი დიზაინს ამ სტილს იყენებს თავის ცნობილ "Google Doodles"-ში.

პატარა ბრენდებიც იყენებენ მორგებულ ილუსტრაციებსა და გამოსახულებებს, რათა გააძლიერონ თავიანთი ბრენდი და შექმნან უნიკალური სახე და შეგრძნებები. 

 

6. ფოლგით ბეჭდვა

2023 წლის ერთ-ერთი ყველაზე დიდ ტენდენციას Foil print-ები წარმოადგენენ. მოუხედავად იმისა, რომ გრადიენიტები ნელ-ნელა უბრუნდებიან ტენდენციების სიას, ფოლგის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ ბეჭდურ გამოსახულებას მდიდრული სტილი შესძინოთ. მისი საშუალებით შეგიძლიათ პროდუქტს კლასიკურობა და დახვეწილობა შემატოთ

 

ფოლგის გამოყენების უამრავი გზა არსებობს, ამის ერთ-ერთი მკაფიო მაგალითს   custom foil business cards წარმოადგენს. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ოქროსფერი ფოლგა უფრო მეტი სიმსუბუქისთვის, ან ფერადი ფოლგა მეტი ფუტურისტულობისთვის. 

 

7. ფოტოგრაფია 

ფოტოგრაფია როგორც ონლაინ, ასევე ოფლაინ ბიზნესის უდიდესი ნაწილია. მნიშვნელოვანია გამოიყენოთ ფოტოგრაფია, რომელიც შეესაბამება იმ შეტყობინებას, რომლის გადმოცემასაც ცდილობთ. წარსულში ფოტოგრაფიის აღქამა განსხვავებული იყო, ამ დროს ხშირად იყენებედნენ უსიცოცხლო ფოტოებს. ახლა უფრო და უფრო მეტი დიზაინერი იყენებს საკუთარ ორიგინალურ ფოტოგრაფიას ან პოულობს კრეატიულ გზებს უკვე არსებული ფოტოების გამოსაყენებლად.

ეს შესაძლოა იყოს ნებისმიერი რამ, მაგალითად ჟურნალებში ან ვებ-გვერდებზე არსებული სუპერგმირების გამოსახულებები და ა.შ. უნდა აღინიშნოს, რომ ხშირად გამოიყენება არა მხოლოდ პროდუქტის ფოტოები, არამედ ადამიანების, ბუნებისა და სხვა ნივთების ფოტოებიც, ყველაფერი ის რაც დაგეხმარებათ ამბის მოყოლაში ან მნახველის ემოციების გამოწვევაში. 

2023-ს შემდეგ შეგვიძლია ველოდოთ ფოტოგრაფიის უფრო ინოვაციურ გამოყენებას, მათ შორის 3D გამოსახულებებს, ინტერაქტიულ ელემენტებს და თუნდაც AR-სა (Augmented Reality) და VR-ს (Virtual Reality).

 

8. Motion 

მრავალი წლის განმავლობაში სტატიკური გამოსახულება ლოგიკურ გზას წარმოადგენდა გარე რეკლამის გასაკეთებლად. ამ გამოსახულების "ამოძრავება” რაღაც ჯადოსნურად ითვლებოდა. 

 

დღეს, დიზაინის ტექნოლოგიების მიღწევებმა შესაძლებელი გახადა მაღალი ხარისხის, მოძრავი სურათების შექმნა, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც შიდა, ასევე გარე რეკლამისთვის. ახლა თქვენ შეგიძლიათ იხილოთ პატარა ბილბორდები ავტობუსის გაჩერებებზე, სავაჭრო ცენტრის გარეთ ან ქალაქის მოედნებზე. ბრენდებს აღარ სჭირდებათ მილიონობით დოლარის გადახდა თავიანთი რეკლამის “ამოძრავებაში”.

როდესაც მიჩ პაონეს,DIA Studio-ს კრეატიულ დირექტორს კითხეს: „რატომ არის მოძრაობა ასე მნიშვნელოვანი?“ მან უპასუხა: „ზედაპირულ დონეზე, სტატიკური გამოსახულება ვერ გაუწევს კონკურენციას GIF-ს. უფრო ღრმა დონეზე, მოძრაობა ქმნის იდენტობას, მაგალითად მოძრაობით ჩვენ შეგვიძლია გამოვარჩიოთ სალსას მოცეკვავე ჰიპ-ჰოპ მცოეკვავისგან. მოცეკვავე შეიძლება იყოს იგივე, მაგრამ მათი მოძრაობები განსხვავებულ ამბებს მოგვითხრობენ. ”

 

9. ბრუტალიზმი

ბრუტალიზმის სტილი უხეშობითა და დაუმთავრებელი იერით ხასიათდება. ამ სტილს ხშირად განიხილავენ როგორც მკაცრს ან ცივს, მაგრამ ამავდროულად ის საკმაოდ ძლიერ ასიციაციებს გვიჩენს. დიზაინის ეს სტილი შთაგონებულია ამავე სახელწოდების არქიტექტურული მოძრაობით და იზიარებს ბევრ იგივე მახასიათებელს, მაგალითად როგორიცაა აქცენტი ფუნქციონალურობასა და სისუფთავეზე.

ბოლო წლებში ბრუტალიზმი ბრუნდება ვებ დიზაინის სამყაროში. ბევრი დიზაინერი შებყრობილია მისი ესთეტიკით, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას უნიკალური და დასამახსოვრებელი საიტების შესაქმნელად. ეს სტილი, რა თქმა უნდა, ყველას არ მოეწონება, მაგრამ თუ თქვენ ცდილობთ გააკეთოთ თამამი განცხადება თქვენი დიზაინით, ეს ნამდვილად თქვენთვისაა.

მიუხედავად იმისა, რომ ბრუტალიზმი შეიძლება ყველასთვის არ იყოს, ეს ნამდვილად 2023 წლის დიზაინის ტენდენციაა, რომელსაც დღესდღეობით ძალიან ბევრ ადგილას წააწყდებით.

 

10. უტილიტარული დიზაინი

იტილიტარული დიზაინის მთავარი ხიბლი მისი ფუნქციურობაა. დიზაინის ეს ტენდენცია სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება, რადგან ჩვენ ციფრული სამყაროს ნაწილები ვხდებით. იმის გამო, რომ ჩვენ ცხოვრების დიდ ნაწილს ონლაინ ვატარებთ, მნიშვნელოვანია ვებსაიტებისა და აპების მარტივი გამოყენება და ნავიგაცია.

უტილიტარული დიზაინი ორიენტირებულია მომხმარებლის გამოცდილების გამარტივებაზე, არასაჭირო ელემენტების გამოკლებით. ამის მიღწევა შესაძლებელია მინიმალიზმის, მკაფიო ნავიგაციისა და ადვილად გასაგები შინაარსის საშუალებით - ამ სტილის გამოყენება დაუყოვნებლივ ქმნის გარკვეულ სიმტკიცესა და ხარისხის ნდობას. 

 

11. Flat (ბრტყელი) Design 

ბრტყელი დიზაინი მიზნად ისახავს გამოსახულების სიმარტივეს ან, როგორც ამბობენ, მათი სიბრტყის შენარჩუნებას. ეს ხშირად ნიშნავს მინიმალურ ჩრდილებს, გრადიენტებსა და 3D ეფექტებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ: უბრალოდ კონცენტრირდით მკაფიო გზავნილის მიწოდებაზე.

 

ბრტყელი დიზაინი განსაკუთრებით პოპულარულია ტექნიკურ ინდუსტრიაში, რადგან ის იძლევა გამარტივებულ და ეფექტურ გამოსახულებას. გარდა ამისა, დიზაინის მინიმალური ელემენტებით წარმოდგენილ ვებსაიტებს შეუძლიათ უფრო სწრაფად ჩაიტვირთონ და ადვილად შეიცვალონ ზომები – ეს ყველაფერი მაღალი გარჩევადობის ეკრანებზე ხარისხის დაკარგვის გარეშე.

როდესაც ვსაუბრობთ ილუსტრაციებზე ან პერსონაჟების დიზაინზე, ბრტყელი დიზაინის გამოყენება თავისუფლებას გვაძლევს დავარღვიოთ წესები ანატომიის შესახებ და ინდივიდუალურად შევხედოთ, თუ „როგორ უნდა გამოიყურებოდეს ყველაფერი“, არ მოგვიწევს გამოვიყენოთ ჩრდილები, მცირე დეტალები და ნებისმიერი დამატებითი ეფექტი, რომელიც გამოსახულებას მეტ განზომილებას მისცემს. Მარტივად შეხედეთ ყველაფერს.

 

12. Serifs

Serifed ფონტებმა ცენტრალური ადგილი დაიკავეს 2023 წლის გრაფიკული დიზაინის ტენდენციებში. მას შემდეგ, რაც მსხვილმა ბრენდებმა, როგორიცაა Mailchimp და Chobani, გზა გაუხსნეს Serif-ს მისი დაბრუნებისკენ, კიდევ ბევრი ბრენდი და დიზაინერი აჰყვა ამ ტენდენციას.

ეს ფონტი უამრავი კოპმანიის საიდნეტიფიკაციოდ გამოიყენებოდა წარსულში. ის ყველა იმ ბრენდის მემადაც კი იქცა, რომლებმაც „დაკარგეს“ იდენტობა და დაემორჩილნენ ტენდენციას, რომელსაც sans-serif ეწოდა.

Serif შრიფტები ნამდვილად აძლევენ დიზაინს სპეციფიკურ ატმოსფეროს. მიეცით მას სახალისო და ხელმისაწვდომი იერი მომრგვალებული სერიფით, როგორიც Cooper-ია, ან გადადით უფრო სერიოზულ და მაღალხარისხიან იერსახეზე, როგორიცაა hairline serif - Argesta. 

 

ბოლო წლებში, საქართველოში საკმაოდ პოპულარული გახდა ინტერიერის დიზაინერის დაქირავება, როგორც კომერციულ, ასევე ინდივიდუალურ პროექტებზე, დაიწყე პროფესიის შესწავლა სრულიად ახალი მეთოდებით და გახდი წარმატებული!

დარეგისტრირდი ახლავე!

 

13. Bold მინიმალიზმი

ბოლდ მინიმალიზმი წარმოადგენს იდნუსტრიული დიზაინის სტილს, რომელიც ხასიათდება სუფთა, მარტივი ხაზებითა და ფრომებით. აქცენტი კეთდება ფუნქციურობაზე, ამიტომ დეკორაციები მინიმუმამდეა დაყვანილი. ზოგადად, ბოლდ მინიმალიზმი ორიდან ერთ-ერთ მიდგომას იყენებს: ან ყველაფერი არსებითი მნიშვნელობისაა, ან ერთი დრამატული ელემენტი გამოიყენება ვიზუალური ინტერესის დასამატებლად. 

მოდაში, ბოლდ მინიმალიზმი ხშირად იყენებს მოურთავი ტანსაცმლის ფორმას სხვადასხვა ფერების გამოყენებით. გარეგნობა არის თანამედროვე და სუფთა, მაგრამ ასევე შეიძლება იყოს საკმაოდ თვალშისაცემიც. გრაფიკულ დიზაინში, ინდუსტრიული ელემენტები, როგორიცაა პატარა ხატები და სამკერდე ნიშნები, ხშირად გამოიყენება სიღრმისა და ინტერესის დასამატებლად. ხშირად, ტიპოგრაფია წამყვან როლს თამაშობს ამ დიზაინებში. ხარისხიანი ფონტები, ასოები და ფორმები დიზაინს საერთო ეფექტს მატებს.

როგორც ექსპრესიული ტიპოგრაფიის განყოფილებაში აღვნიშნეთ, ასოები თავისთავად ხელოვნების ფორმას წარმოადგენენ და ბოლდ მინიმალიზმიც ამის კიდევ ერთი ხრიკია. თუ კარგად გააკეთებთ, ეს შეიძლება მართლაც მომხიბლაც სტილად აქციოთ.

 

14. მაქსმალიზმი

ეს სტილი ეხება გრაფიკული დიზაინის საერთო წესების უარყოფას, რომლებიც გვეუბნებიან, რომ ყველაფერი მარტივი უნდა იყოს. მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციული დიზაინი გვეუბნება, “less is more” (ნაკლები მეტია), მაქსიმალიზმი თვლის, რომ “More is more” (მეტი მეტია). თამამი ფერების კომბინაციების, ფენიანი სურათების, თვალსაჩინო ტიპოგრაფიისა და განმეორებითი მოტივების გამოყენებით, ეს სტილი აუცილებლად მიიპყრობს თქვენს ყურადღებას.

ცვალებადი შრიფტების გამოყენება 2023 წლის მიმდინარეობასთან ერთად მაქსიმალიზმის უზარმაზარ ასპექტად იქცევა. ასევე, დიზაინის ეს სტილი საშუალებას გაძლევთ მაქსიმალურად გამოიყენოთ სივრცე თქვენი ტიპოგრაფიის ცვლილებებისთვის. 

გამოსცადეთ მაქსიმალიზმი თქვენს დიზაინში სქელი შტრიხების, ნათელი ფერებისა და დიდი პატერნების გამოყენებით. მოკლედ რომ შევაჯამოთ, მთელი სივრცის გამოყენება უკვე მაქსიმალიზმია. 

 

15. ნატურალიზმი

მიწიერი ტონები, ხელნაკეთი ილუსტრაციები და დამახასიათებელი ტიპოგრაფია. თანამედროვე ბუნებრივისნატურალიზმის მხოლოდ რამდენიმე ძირითადი ელემენტია, რომელსაც ბუნებასთან უფრო ახლოს მივყავართ, ვიდრე სხვა სტილების უმეტესობას. ის მშვენივრად მუშაობს ორგანული პროდუქტებისა და ბიზნესებისთვის, რომლებიც ზრუნავენ პლანეტაზე, ამავდროულად გამოხატავს გარკვეულ “კეთილსინდისიერებას” კომპანიის შესახებ.

ეპოქაში, როდესაც ადამიანები სულ უფრო და უფრო აცნობიერებენ გლობალურ დათბობასა და მათ ქცევას მოხმარებისა და ცხოვრების წესის შესახებ, ლოგიკურია, რომ მსგავსი ესთეტიკური სტილის გამოყენება უამრავმა ბრენდმა დაიწყო.

 

თქვენ უკვე გაიცანით! 2023 წლის გრაფიკული დიზაინის 15 ყველაზე დიდი ტენდენცია, დაიწყეთ სწავლა, ექსპერიმენტების ჩატარება და საკუთარი უნიკალური სტილის შემუშავება!

 

IT Academy Stepლიდერი IT სფეროში, ახლა უკვე 100+ფილიალით!

+995 577 538 549ქ.თელავი,ნადიკვრის#23

+995 (32) 215-55-51ქ.თბილისი,ა.ყაზბეგის34/34ბ

გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში

Instagram.com/itstep.ge/

Facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

1

1

AI

ChatGPT სრული სახელმძღვანელო

დაიწყეთ ChatGPT გამოყენება უფრო სწრაფად და ეფექტურად, გაიგეთ ყველაფერი, დაწყებული უფასო რეგისტრაციიდან, დამთავრებული სამეწარმეო საქმეში ChatGPT-ის ფასიანი ვერსიის გამოყენებამდე

დაიწყეთ ChatGPT გამოყენება უფრო სწრაფად და ეფექტურად, გაიგეთ ყველაფერი, დაწყებული უფასო რეგისტრაციიდან, დამთავრებული სამეწარმეო საქმეში ChatGPT-ის ფასიანი ვერსიის გამოყენებამდე   UBS-ის ანგარიშის თანახმად, ChatGPT-ის ყოველდღიურ ვიზიტორთა რაოდენობამ  100 მილიონს მიაღწია, რაც მას ისტორიაში ყველაზე სწრაფად მზარდ აპლიკაციად აქცევს. ბიზნეს სამყარო ასევეა დაინტერესებული ChatGPT-ით და ცდილობს ხე�

ШАГ логотип

პროგრამირება

რომელ ქვეყანას ჰყავს მსოფლიოს საუკეთესო პროგრამისტები?

პროგრამირება თანამედროვე დროში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა, პარალელურად პროგრამირების დროს შემოქმედებითი პროცესი შეუზღუდავია, წარმოიდგინე, წერ კოდს, რომელიც უამრავი სიმბოლოსგან შედგება, თუმცა საბოლოოდ ის სხვანაირად გამოიყურება ის საშუალებას გაძლევთ არაფრისგან შექმნათ რაღაც ახალი, უჩვეულო, ორიგინალური და კრეატიული. 

პროგრამირება თანამედროვობის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა, პარალელურად პროგრამირების დროს შემოქმედებითი პროცესი შეუზღუდავია, წარმოიდგინე, წერ კოდს, რომელიც უამრავი სიმბოლოსგან შედგება, თუმცა საბოლოოდ ის სხვანაირად გამოიყურება ის საშუალებას გაძლევთ არაფრისგან შექმნათ რაღაც ახალი, უჩვეულო, ორიგინალური და კრეატიული იმის გასარკვევად, თუ რომელი ქვეყნიდან არიან

ШАГ логотип

პროგრამირება

JavaScript: განაახლეთ ყველა პაკეტი package.json-ში NCU-ით

JavaScript: განაახლეთ ყველა პაკეტი package.json-ში NCU-ით

JavaScript-ის დეველოპმენტის სამყაროში პაკეტებისა და დამოკიდებულებების მართვა ნებისმიერი პროექტის გადამწყვეტი ასპექცია. პაკეტების განახლება არა მხოლოდ უზრუნველყოფს უახლეს ფუნქციებთან წვდომასა და ხარვეზების აღმოფხვრას, არამედ აუმჯობესებს აპლიკაციის საერთო სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. თუმცა package.json ფაილში თითოეული პაკეტის ხელით განახლება შესაძლოა იყოს ძალიან შრომატევადი �

ШАГ логотип

Techfacts

News

Starlink უკვე საქართველოშია | ფასი, ინსტალაცია, სისწრაფე

საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, სადაც Starlink-ის უსადენო სწრაფი ინტერნეტი ხელმისაწვდომია!

Starlink მსოფლიოში მოწინავე სატელიტური ფართოზოლოვანი ინტერნეტ სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან, დაბალი დაყოვნების მქონე ფართოზოლოვან ინტერნეტს მთელს მსოფლიოში, მათ შორის იმ ადგილებში, სადაც ინტერნეტ კავშირი დაბალი საიმედოობის, უხარისხო ან სრულიად მიუწვდომელია - ახლა ის უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია! კომპანიის გადაწყვეტილებით, თბილისის ტექნოლოგიური პ�

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა