IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

2023: ტოპ 10 დისტანციურად სამუშაო კომპანია დეველოპერებს!

111

მოტივაცია

02.04.2023

7360 დათვალიერება

დისტანციურად რომ ჩაერთო, კარგი ანაზღაურებით და ყველა სიკეთით, ასეთი სამუშაოს მოძეიბა შესაძლოა რთულად ან სულაც დაუჯერებლადაც კი ჟღერდეს. თუ თქვენ ხართ დეველოპერი, რომელიც ეძებს შესაძლებლობას იმუშაოს სახლიდან გაუსვლელად, უამრავ კომპანიას შეუძლია შემოგთავაზოთ მოქნილობა, მეგობრული გარემო და მოქნილი სამუშაო განრიგი.

თუ ახლა ამას კითხულობთ, ალბათ გსურთ (გიგანტების; Tesla, Microsoft და Viber-ს გარდა) საუკეთესო კომპანიების სია, რომელიც საქართველოდან გვთავაზობენ დისტანციურ სამსახურებს

სამწუხაროდ, ზოგჯერ დადბული კომპანიების სია სხვადასხვა საიტზე მოძველებულია ან დაკომპლექტებულია უკვე დაკავებული სამუშაო პოზიციებით, თუმცა, აუცილებელია გახსოვდეთ რომ ტექ-სამყარო ნვითარდება და ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის, უცხოური ტექნოლოგიური კომპანიები დაინტერესებულნი არიან საერთაშორისო ტალანტებით და მათ შორის, ქართველი სპეციალისტებით. პლატფორმაზე Linkedin არაერთ დიდ თუ საშუალო ორგანიზაციას შეხვდებით, რომელიც ქართველ დეველოპერებს, პროგრამულ ტესტერებს, დიზაინერებს და სხვა ტექ-განხრის პროფესიონალებს ეძებს.

 

რა არის დისტანციურად მუშაობის უპირატესობები?

დისტანციურად მუშაობა ყოველდღიურად უფრო ტენდენციური ხდება. ის გვთავაზობს ავტონომიის, თავისუფლებისა და მოქნილობის ისეთ დონეებს, რომელთაც სხვა სამსახურებში ვერ შეხვდებით. გარდა ამისა, დისტანციურ მუშაობას შეუძლია გაგვიღოს  გაზრდილი პროდუქტიულობისა და კრეატიულობისკენ მიმავალი კარი.

ნიკოლას ბლუმმა ჩაატარა ექსპერიმენტი და აღმოაჩინა, რომ დისტანციური თანამშრომლები მუშაობდნენ 9,5%-ით მეტ ხანს და იყვნენ 23%-ით უფრო პროდუქტიულები, ვიდრე მათი ოფისიდან მომუშავე კოლეგები. ქვემოთ ჩვენ გაგიზიარებთ დისტანციურად მუშაობის ზგიერთ უპირატესობას. 

 

1. დისტანციური მუშაობა გვეხმარება დროის დაზოგვასა და სწორად გადანაწილებაში

2. დისტანციურად მუშაობისას თქვენ მეტი სიმშვიდე გაქვთ

3. დისტანციურ მუშაობას მოაქვს ჯანმრთელობა და ბედნიერება

 

 

 

გამოკითხულ დეველოპერთა 75% აღნიშნავს, რომ მათ სურთ, რომ კვირაში 4 დღე იმუშაონ დისტანციურად. კვლევამ აჩვენა, რომ რესპონდენტთა 68%-ს შეუძლია უფრო მნიშვნელოვანი სამუშაოს შესრულება დისტანციურად ან სახლიდან მუშაობისას. ამის საპირისპიროდ, მხოლოდ 32%-მა განაცხადა, რომ ისინი უფრო პროდუქტიულები არიან საოფისე გარემოში.

ამის მნიშვნელოვანი მიზეზებია ის, რომ დისტანციურად მუშაობა ადამიანებს აძლევს თავისუფლებას, მიიღონ საკუთარი გადაწყვეტილებები და იყვნენ პასუხისმგებელი ამ გადაწყვეტილებებზე. 

 

 

 

რომელია საუკეთესო დისტანციური კომპანიები დეველოპერებისთვის?

ამ სტატიაში ნახავთ 10 საუკეთესო კომპანიის ჩამონათვალს დისტანციურად მომუშავე დეველოპერებისთვის. ეს სია არავითარ შემთხვევაში არ არის ამომწურავი, მაგრამ მას შეუძლია მოგცეთ  საწყისი წერტილი, თუ სად უნდა მოძებნოთ თქვენი მომავალი დამსაქმებელი.

1. Intergiro

 

Intergiro არის all-in-one („ყველაფერი ერთში“) პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს მრავალ ვალუტაში საბანკო ანგარიშების ქონას, ბარათების გაცემასა და ბარათების შეძენას ევროპის მასშტაბით. მათი სერვისები საშუალებას აძლევს ნებისმიერს, ჩართოს საბანკო ფუნქციები საკუთარ ვებსაიტსა და აპლიკაციაში, რაც ქმნის შესაძლებლობებს ახალი და ინოვაციური პროდუქტის გამოცდილებისთვის.

Intergiro საშუალებას აძლევს დასაქმებულებს იმუშავონ სრულიად ონლაინ ან ჰიბრიდული გრაფიკით. ისინი ორიენტირებულნი არიან შექმნან დისტანციური, მეგობრული კომპანია და გახადონ სამუშაო უფრო მარტივი, სასიამოვნო და სრულფასოვანი მათი პერსონალისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ დისტანციური კომპანია პირველია, იგი მაინც გვთავაზობს და „ამაყობს“  მდიდრულ სამუშაო სივრცეებით შვედეთში, ესპანეთში, პორტუგალიაში და პოლონეთში. ამ სამუშაო ადგილების ხელმისაწვდომობამ Intergiro-ს საშუალება მისცა მიიზიდოს ადამიანები, რომლებიც ამჯობინებენ თანამოაზრე კოლეგებთან ერთად ფიზიკურ სივრცეში იმუშაონ.

2. Automattic

Automattic, Inc. არის პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია, რომლის ყველაზე ცნობილი პროდუქტი არის WordPress. They are იგი სან ფრანცისკოშია დაფუძნებული.

Automattic არის WordPress-ის, WooCommerce-ის, Tumblr-ისა and კიდევ რამდენიმე ვებ აპლიკაციის „მშობელი“ კომპანია.

Automattic უკვე დიდი ხანია რაც დისტანციურ სამსახურს გვთავაზობს და ის არაერთხელ გამხდარა სხვადასხვა სტატიაში განხილვის საგანი. 

96 ქვეყნიდად წარმოდგენილ მუშაკებთან ერთად Automattic ხაზს უსვამს მოქნილობას, ავტონომიასა და სამუშაო-ცხოვრების ოპტიმალურ ბალანსს, ღია შვებულების დღეებით, ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ ანაზღაურებადი (შემოქმედებითი) შვებულებითა და მშობლის „გულუხვი“ შვებულებით.

3. Zapier

Zapier არის ვებ აპლიკაცია, რომელიც ქმნის და ავტომატიზირებს კავშირებს აპებს შორის. Zapier-ის გამოყენებით მომხმარებელს შეუძლია მარტივად შექმნას შრომითი პროცესები (workflow) და განახორციელოს მორგებული ავტომატიზაცია, რათა გაამარტივოს მისი მუშაობა

Zapier არის 100% დისტანციური კომპანია მისი დაარსებიდან (2011 წელი) და ახლა  250-ზე მეტი თანაგუნდელით არის წარმოდგენილი 29+ ქვეყნიდან.

კომპანია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ავტონომიასა და თანამშრომელთა საკუთრებას - საკუთარ სამუშაოზე და სთავაზობს  თანამშრომლებს მოქნილი შვებულების პოლიტიკასა და მოგების განაწილების სისტემას. 

 

ახალგაზრდები დაინტერესებული არიან ტექნოლოგიებით, მაგრამ არ იციან როგორ ან სად დაიწყონ სწავლა, ჩვენსკვალიფიციურ სპეციალისტებთან, საერთაშორისო აკადემიაში, მოზარდებს შეუძლიათ პროგრამირების შესწავლა!

დარეგისტრირდი მარტივად

 

4. InVision

 

პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია, რომელიც ორიენტირებულია კოლაბორაციული დიზაინის ინსტრუმენტებზე, InVision დაარსების დღიდან გვთავაზობს დისტანციურ სამუშაოს და ერთ-ერთი პირველია პოპულარულ და მოთხოვნად კომპანიებს შორის. 

InVision მოტივაციას უწევს მის „გლობალურ“ მუშახელს ყოველთვიური სამუშაო და თავის მოვლის აქტივობებით, ყოველწლიური თვით განვითარების ფონდით, ასევე კომპანია სთავაზობს ახალ დაქირავებულ თანამშრომლებს გარკვეულ ბიუჯეტს, რათა მოაწყონ საკუთარი სახლის ოფისები, ასევე ისინი წახალისებას უწევენ ოფისების განახლებას ძველი თანაშმრომლებისთვის ყოველ 2 წელიწადში.

 

5. Abstract

Abstract არის ვებ აპლიკაცია, რომელიც შექმნილია დიზაინერებისა და დეველოპერებისთვის, რათა მოახდინონ კოლაბორაცია ვებ და მობილურ აპლიკაციებზე მუშაობისას. ამჟამად მათ პლატფორმაზე დარეგისტრირებული 7000-ზე მეტი დიზაინის გუნდი ჰყავთ.

მათი სამუშაო ძალის 80% დისტანციურად მუშაობს, Abstract არის პირველი დისტანციური კომპანია,  ამჟამად ისინი მთლიანად ამერიკის შეერთებულ შტატებში არიან დაფუძნებულნი. 

კომპანიას სამუშაო-ცხოვრების ბალანსის შენარჩუნებისთვის სამუშაოდ კვირაში 4 დღე აქვთ გამოყოფილი, ისინი გვთავაზობენ შეუზღუდავ ანაზღაურებად დასვენებასა და სხვა ბენეფიტებს, მათ შორის შინაური ცხოველების დაზღვევასა და დარაჯებისთვის რეგულირებად სამუშაო საათებს.

 

6. Trakstar

Trakstar არის პროგრამული უზრუნველყოფის კომპლექტი, რომელიც საშუალებას აძლევს კომპანიებს ადამიანური რესურსები საუკეთესოდ მართონ და თვალყური ადევნონ თავიანთ თანამშრომლებს, დასაქმების ეტაპიდან დაწყებული თანამშრომლების შენარჩუნებამდე.

Trakstar არის ერთ-ერთი პირველი დისტანციური კომპანია, რომელიც ქირაობს თანამშრომლებს მთელი მსოფლიოს მასტაბით და ანებივრებს მათ უამრავი კეთოლშობილური შეღავათებით. 

ეს შეღავათები მოიცავს მოქნილ დასვენებას მათი თანამშრომლებისთვის, თანამშრომლების განვითარების საკმარის რესურსებს და ბონუსებსა და ფინანსურ კომპენსაციას (დამოკიდებულია კონკრეტულ ქვეყანაზე).

 

7. Doist

Doist არის პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია, რომელიც სპეციალიზირებულია პროდუქტიულობის აპებსა და ინსტრუმენტებში, მისი მიზანია უზრუნველყოს პროგრამული გადაწყვეტილებები, რომლებიც დაეხმარება ადამიანებს თავიანთი მიზნების მიღწევაში.

Doist მუშაობს დისტანციურად, თანამშრომლების ლოკაციის შეზღუდვის გარეშე. გამარტივებული ადაპტაციის უზრუნველსაყოფად, Doist  ახალ თანამშრომლებს მენტორის სერვისს სთავაზობს და მენტორის ლოკაციაზე გაფრენის შესაძლებლობას უზრუნველყოფს, ერთი კვირის განმავლობაში, რათა დასაქმების დასაწყისში თანამშომლებმა კოლეგასთან მუშაობა შეძლონ. 

კომპანია ასევე ფარავს გადასახადს თანამშრომლის მიერ არჩეული სამუშაო ადგილისთვის და აქვს ბიუჯეტი სამუშაოსთან დაკავშირებული სერვისებისთვის, პიროვნულ განვითარებისა და სამუშაოსთან დაკავშირებული აღჭურვილობისთვის.

 

8. Frontastic

Frontastic არის კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს პლატფორმას ელექტრონული კომერციისთვის (e-commerce), ბრენდებისათვისა და მობილურ აპლიკაციებზე ფოკუსირებული სტარტაპებისათვის.

Frontastic-ის გუნდი ერთ-ერთი პირველია დისტანციურად მუშაობაში და პოპულარულია მთელ მსოფლიოში. გუნდის შექმნისთვის, კომპანია გთავაზობთ შეღავათებს,  სამ თიმ-ბილდინგ შეხვედრას წელიწადში და ყოველწლიურ ხუთდღიან შეხვედრებს.

ამ შეხვედრების მიღმა, Frontastic გთავაზობთ მოქნილ სამუშაო საათებს და დიდ სამუშაო „შემწეობას“.

 

9. Stripe

Stripe არის პლატფორმა, რომელსაც კომპანიები იყენებენ გადახდების შესაგროვებლად და დასამუშავებლად. ის საშუალებას აძლევს ბიზნესის მფლობელებს შექმნან აპლიკაცია ან ვებსაიტი გადახდის ნაკადით, რომელიც უკავშირდება მათ Stripe ანგარიშს და ამუშავებს ტრანზაქციებს კლიენტებთან. ის შესაძლოა გამოყენებულ იქნას როგორც ონლაინ შოფინგისთვის, ასევე ერთჯერადი გადახდებისთვის. 

Stripe წინ უსწრებდა როგორც დისტანციური, ასევე ჰიბრიდული სამუშაო მოდელების დანერგვას, 2013 წელს კომპანიამ დაიქირავა  დისტანციური მართვის ინჟინრების პირველი ჯგუფი.

კომპანია გვთავაზობს მოქნილ სამუშაო გრაფიკსა და სხვა შესაძლებლობებს, რომლებიც თანამშრომლების კეთიდლღეობას უზრუნველყოფს.

 

10. Twitch

ფოტო twitch-ის ვებსაიტიდან. 

Twitch არის გლობალური ლიდერი ლაივ სტრიმინგში და ვიდეო თამაშების სტრიმინგში, თვეში 5 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელით. სათაო ოფისი მდებარეობს სან-ფრანცისკოში, კალიფორნიაში, ასევე კომპანიას აქვს ოფისები ცხრა ქვეყანაში.

Twitch არის დისტანციურად-მეგობრული კომპანია, თუმცა თანამშრომელი მაინც უნდა იყოს დაფუძნებული კომპანიის ერთ-ერთ ფილიალში. კომპანია უზრუნველყოფს ანაზღაურებად შვებულებას, ყოველთვიურ დანამატებებს თანამშრომლებისთვისა და მოქნილ გრაფიკს. 

 

შეჯამება

იმედია, ეს სტატია დაგეხმარებათ არ დაკარგოთ მოტივაცია და ისწავლოთ იმისთვის, რომ იპოვოთ სამუშაო, რომელიც შეესაბამება თქვენს პიროვნულ საჭიროებებსა და ცხოვრების წესს!

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში!

IT Academy Stepლიდერი IT სფეროში, ახლა უკვე 100+ფილიალით!

+995 577 538 549ქ.თელავი,ნადიკვრის#23

+995 (32) 215-55-51ქ.თბილისი,ა.ყაზბეგის34/34ბ

გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში

Instagram.com/itstep.ge/

Facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ზრდასრულთათვის

ვერ ჩააბარე ? ეს არ ნიშნავს, რომ შენი წარმატების გზა დასრულდა

ვერ ჩააბარე? ეს არ ნიშნავს, რომ შენი პროფესიული გზა დასრულდა. გაიგე, რატომ აღარ განსაზღვრავს ერთი გამოცდა მომავალ წარმატებას და როგორ შეგიძლია პრაქტიკული ცოდნითა და თანამედროვე პროფესიების შესწავლით კარიერა დღესვე დაიწყო.

ერთი გამოცდა არ განსაზღვრავს შენს შესაძლებლობებს ეროვნული გამოცდების შედეგების გამოცხადების შემდეგ ათასობით ახალგაზრდა რთულ ემოციებს განიცდის. მათგან ბევრი ფიქრობს, რომ თუ სასურველ უნივერსიტეტში ვერ მოხვდა, კარიერული გეგმებიც დასრულდა. ეს განცდა ბუნებრივია, თუმცა რეალობა სულ სხვაა. ერთი გამოცდის შედეგი ვერ განსაზღვრავს ადამიანის შესაძლებლობებს, მის შრომისმოყვარეო

ШАГ логотип

მშობლებისთვის

რატომ არ არის ტრაგედია, თუ თქვენი შვილი წელს უნივერსიტეტში არ წავიდა (თანამედროვე შრომის ბაზრის რეალობა)

უნივერსიტეტში წაუსვლელობა არ ნიშნავს განათლების დასასრულს. თანამედროვე შრომის ბაზარზე პრაქტიკული უნარები და ტექნოლოგიური წიგნიერება არის ის მყარი საფუძველი, რომელიც შვილის წარმატებულ კარიერას განსაზღვრავს.

აკადემიური დიპლომის მიღმა: თანამედროვე რეალობა დღევანდელ მუდმივად ცვალებად შრომის ბაზარზე, უმაღლესი განათლების შესახებ წარმოდგენები ფუნდამენტურად შეიცვალა. ტრადიციული ხედვა, სადაც უნივერსიტეტის დიპლომი წარმატების ერთადერთ გარანტად ითვლებოდა, თანდათან პოზიციებს თმობს. დამსაქმებლები სულ უფრო მეტად აფასებენ არა ფორმალურ განათლებას, არამედ კონკრეტულ, პრაქტიკულ უნარ

ШАГ логотип

მოტივაცია

„ყველამ ჩააბარა, ჩემს გარდა“ - როგორ გავუმკლავდეთ საზოგადოების წნეხს და ვიპოვოთ ჩვენი გზა

გრძნობ საზოგადოების წნეხს და გეჩვენება, რომ „ყველამ ჩააბარა, შენს გარდა“? გაიგე, რატომ არ განსაზღვრავს საგამოცდო ქულები შენს რეალურ პოტენციალს და როგორ გადააქციო დროებითი დაბრკოლება ახალი, ბევრად უფრო პერსპექტიული და მაღალანაზღაურებადი კარიერის დასაწყისად თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროში.

როცა რეალობა მოლოდინებს არ ემთხვევა: საზოგადოებრივი წნეხის ფენომენი ეროვნული გამოცდების, საუნივერსიტეტო ტესტირებების ან თუნდაც სამსახურებრივი სერტიფიცირების პერიოდი ერთ-ერთი ყველაზე სტრესულია ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში. როდესაც შედეგები ცხადდება და გარშემო მხოლოდ მილოცვებსა და წარმატებულ ისტორიებს ვხედავთ, მარტივია საკუთარი თავი იზოლირებულად და ხელმოცარუ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

როგორ ვისწავლოთ პროფესია 1 წელიწადში და გავუსწროთ მათ, ვინც უნივერსიტეტში 4 წელი უნდა ისწავლოს

გაიგე, როგორ შეგიძლია 1 წელიწადში აითვისო მოთხოვნადი პროფესია, დაზოგო დრო და წარმატებით დაიწყო კარიერა ტექნოლოგიების სფეროში უნივერსიტეტის 4-წლიანი ლოდინის გარეშე.

ტრადიციული განათლების გამოწვევები და დინამიური სამყაროს მოთხოვნები დღევანდელ დინამიურ და მუდმივად განვითარებად ტექნოლოგიურ სამყაროში საბაზრო მოთხოვნები ხშირად იცვლება. კლასიკური უნივერსიტეტები თავიანთი ბიუროკრატიული და ხანგრძლივი აკადემიური პროცესებით ხშირად ვერ ასწრებენ სასწავლო პროგრამების დროულ განახლებას. შედეგად, სტუდენტები 4-წლიანი სწავლის დასრულების შ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა