ფუნქციებით მდიდარი, ვიზუალურად მომხიბვლელი ვებ-საიტები 2023 წელს UX დიზაინის ყველაზე პოპულარული ტენდენციები იქნება. ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც მომხმარებლები ყოველდღიური წნეხისგან თავის დასაღწევად სულ უფრო მეტ და მრავალფეროვან გასართობს ეძებენ. საიტებიც მოთხოვნის შესაბამისად ადაპტირდებიან. დიზაინერები ეძებენ ხელოვნურ ინტელექტს, ჰოვერის ეფექტებს და ნავიგაციის ახალ სტილებს, რათა შექმნან მასტიმულირებელი ბრენდის გამოცდილება. ქვემოთ მოცემულია UX დიზაინის 2023 წლის საუკეთესო ტენდენციები, რომლებიც მომხმარებლების ინტერაქციას 3D გარემოს დახმარებით გაზრდიან.
-
პროდუქტის გამოვლენის hover ეფექტი
-
გაუმჯობესებული სქროლინგი
-
ბრენდის გამოცდილება და დაყოვნების დრო
-
ინტერაქტიული, დახვეწილი ნავიგაცია
-
ნეგატიევების დადებითად წარმოჩენა
-
AI აუმჯობესებს ჩატბოტებს
-
ხმის ასისტენტის დახმარება და ძიება
-
გადაჭარბებული სტიმულაცია
1. პროდუქტის გამოვლენის ჰოვერის ეფექტი
2023 წელს UX დიზაინის ტენდენციები უპირატესობას ანიჭებს მომხმარებლის გამოცდილებას და არა გამოყენების სიმარტივეს ან სიჩქარეს. ეს გულისხმობს მომხმარებლისთვის უნიკალური მოგონებების შექმნას, სწრაფი და სტანდარტული მოგზაურობის ნაცვლად. თქვენი პროდუქტის გამოსახულებებისთვის ჰოვერის ეფექტების გამოყენება ამ ინტერაქტიული თავსატეხის უნიკალური ნაწილია.
როგორ გამოიყურება ის? პროდუქტის გამოვლენის ანიმაციური ფორმა ჰოვერის ეფექტის გამოყენებით გვაწვდის ინფორმაციას ახალი პროდუქტის ან მისი ახალი თვისების შესახებ. იგი გვაჩვენებს მისი გამოყენების წესებს ან გვაწვდის მეტ ინფორმაციას ახალ მახასიათებლებთან დაკავშირებით. ბევრი ვებსაიტი მომხმარებლებს აძლევს საშუალებას ინდივიდუალურად შეცვალონ პროდუქტი, რაც მათ უქმნის უკეთეს წარმოდგენას, თუ როგორი იქნება იგი ფიზიკურ სივრცეში, შოურუმში მისვლის გარეშე. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა ტანისამოსის ან ავტომობილების საიტებისთვის. ზოგიერთმა დიზაინერმა შეიძლება ეს ეფექტი ადამიანებში ინტრიგის გასაღვივებლადაც გამოიყენოს, როდესაც ბაზარზე ახალი პროდუქტის ან სერვისის გამოჩენა იგეგმება. ესაა ერთ-ერთი ყველაზე სახალისო გზა შენი ბრენდის მიმართ მეტი დაინტერესების წარმოსაქმნელად. იგი მომხმარებლებს მოქმედებისკენ მოუწოდებს, რაც შეიძლება გულისხმობდეს თუნდაც იმეილზე სიახლეების გამოწერა.
როდესაც პროდუქტის ჰოვერის ეფექტით გამოვლენაზე იმუშავებთ, იფიქრეთ თქვენს განზრახვაზე. რომელია შენი მიზანი, იხუმრო მომავალ პროდუქტზე, ასწავლო ვიზიტორებს მისი გამოყენება, თუ წარმოაჩინო მისი ინოვაციური თვისებები? იმუშავეთ მიზანდასახულად. ეფექტმა უნდა მიგიყვანოთ პერფორმატიულ მოქმედებამდე. შესაძლოა მომხმარებლებს სურდეთ გაიგონ მეტი პროდუქტის ან მომსახურების შესახებ, შეიძინონ ის ან ჩანიშნონ ინდივიდუალური შეხვედრა. ეს არის უცნობი რამის პრეზენტაციის ახალი გზა: მაგ., აპლიკაციაში წარმოდგენილი ბინების ჩამონათვალში შეიძლება მოცემული იყოს სურათები, რომლებიც ცხადყოფს თუ როგორ გამოიყურება სათავსო ან გარდერობი. ინტერაქციულობის ამ დონის დამატება მომხმარებლებს ხდის უფრო მეტად ჩართულს და ეხმარება შენს პროდუქტს იყოს გამორჩეული.
2. გაუმჯობესებული სქროლინგი
გასულ წელს ჩვენ ვახსენეთ, რომ დახვეწილი სქროლინგი UX დიზაინის ტენდენცია იქნებოდა. წელს კი იგი უფრო დიდ რამედ გადაიქცა. დაფიქრდი, როგორ ურთიერთობობ შენს საყვარელ აპლიკაციებსა და ვებსაიტებთან. შენ მას სხვადასხვანაირად სქროლავ: ასიმეტრიულად, სხვადასხვა მიმართულებით, შემობრუნებისა და გაფართოების ფუნქციების კომბინირებით.
თანამედროვე საიტები იყენებენ პარალაქსურ სქროლინგს. ტექნიკას, რომელიც ზრდის სიღრმეს და იყენებს სქროლინგის სხვადასხვა სიჩქარეს ელემენტებისთვის, რომლებიც ერთ გვერდზეა განთავსებული. დახვეწილი სქროლინგი კიდევ ერთი ნაბიჯით უფრო წინაა, დამატებულია ახალი შრეები მეტი გართობისა და სტიმულაციისთვის უნიკალური გამოსახულებების სახით. იგი მომხმარებლებს აწვდის უფრო დეტალურ ინფორმაციას შენი ბრენდის ინდივიდუალურობის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ ქმნის უფრო დიდ შანსს მომხმარებელს ჩამოუყალიბდეს პერსონალური კავშირი და დამოკიდებულება შენი ბრენდის მიმართ.
3. ბრენდის გამოცდილება და დაყოვნების დრო
“გაჩერების/დაყოვნების დროში” იგულისხმება პერიოდი, რომელსაც მომხმარებელი საიტზე ატარებს. UX დიზაინის ეს ტენდენცია ეხმიანება ბრენდის უნიკალური, ინტიმური და დასამახსოვრებელი გამოცდილებისთვის პრიორიტეტის მინიჭებას - და არა საიტის დიზაინს, რომელიც უმარტივებს ადამიანს CTA-ის (call-to-action) პოვნას. ბრენდებს სურთ თავიანთი ხასიათი მომხმარებლებთან მეტი ურთიერთქმედების წახალისებით წარმოაჩინონ, ხშირად იყენებენ მრავალ ტექნოლოგიას, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი და გაძლიერებული რეალობა (AR).
მსოფლიოს ირგვლივ ადამიანები საშუალოდ 7 საათს ატარებენ ონლაინში, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ გვიჩნდება სურვილი ეს დრო იყოს უფრო აზრიანი და საინტერესო. Metaverse-ის პირველი პრეზენტაციის შემდეგ დაიწყო დომინოს ეფექტი, ბრენდები ქმნიან საოცარ გამოცდილებას იმისათვის, რომ მომხმარებლებს მისცენ მეტი თავისუფლება, კმაყოფილება და ინდივიდუალური გამოხატვის საშუალება. გამოიყენეთ ეს ტენდენცია პასუხისმგებლობით: თუ შენი სამიზნე აუდიტორიის უმეტესობას შეადგენს მობაილ მომხმარებლები ან ისინი, ვისაც ნელი ინტერნეტი აქვთ, გაითვალისწინე, რომ უმჯობესია საიტს ჰქონდეს ტრადიციული გამოცდილება.
გრაფიკული დიზაინის კურსის განმავლობაში შეისწავლი Adobe Photoshop-სა და Illustrator-ს ნულიდან. გაიგებ, როგორ უნდა იმუშაო ტიპოგრაფიასთან, ფორმებთან, ფერებთან, კომპოზიციასთან. გაეცნობი დიზაინის შექმნის გზებს, ფონტების შერჩევას, ფერების შეთავსებას, საბეჭდი ფაილების გამზადებას და ბრიფზე მუშაობას.კურსის დასრულების შემდეგ შეძლებ, რომ შექმნა დასამახსოვრებელი პორტფოლიო, იმუშაო საერთაშორისო კომპანიაში გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.
4. ინტერაქციული, დახვეწილი ნავიგაცია
ისევე როგორც აპლიკაციებისა და საიტების სქროლვა, მათში ნავიგაციაც უფრო სასიამოვნო პროცესი ხდება. ინტერაქციული, დახვეწილი ნავიგაცია არის კიდევ ერთი საუკეთესო UX დიზაინის ტენდენცია, რომელიც მოიცავს ანიმაციებს, სახალისო მენიუებს, ჰოვერის ეფექტებსა და არატრადიციულ განლაგებებს.
ნავიგაციის ეს დასამახსოვრებელი თვისებები ვებსაიტს სძენენ ისეთ ეფექტს, თითქოს მომხმარებელი რაღაც თავგადასავალს გადის. რაც ეხმაურება ზემოთხსენებულ ტენდენციას, საიტზე ჩართულობის გაზრდასთან დაკავშირებით. სანავიგაციო მენიუებში გაერთიანებულია დახვეწილი სქროლვა, ჰოვერი და გამოვლენის ეფექტები იმისათვის, რომ მომხმარებლის ყურადღება მიჩვეულიდან გადაიტანოს. მაგ., ჩამოსაშლელი მენიუს “ჰამბურგერის” სიმბოლოს ნაცვლად ალტერნატივის გამოყენება უფრო გაახალისებს თქვენს საიტს და დაეხმარება მომხმარებელს ინტერაქციულად გადაადგილდეს A წერტილიდან B წერტილში ინტუიციის მაქსიმალურად გამოყენებით.
5. ნეგატივების დადებითად წარმოჩენა
მსოფლიოში მიმდინარე ნეგატიური მოვლენებისა და მზარდი გაურკვევლობის შეგრძნებების გამო მომხმარებლები ონლაინ შევებისა და გართობის საშუალებებს ეძებენ… მაშინაც კი, როდესაც ისინი ინტერნეტში იკარგებიან! ამიტომ მომხარებლისათვის 404 შეცდომისა და ჩატვირთვის გვერდების (loading screen) პოზიტიურ გამოცდილებად გარდაქმნაც კია შესაძლებელი.
მოცემულ 404 გვერდს აქვს ბურთების ფორმა, რომელიც სხვადასხვა სურათებს წარმოგვიდგენს. მსგავსი შეცდომების გვერდებზე მომხმარებელი კრეატიულ გამოსახულებებს არ ელის და რა თქა უნდა, ეს ყველაფერი გვერდს განსხვავებულ ელფერს სძენს. Awwwards: The first The Last, Oroma Horburonva, Shulgina Julia.
ბრენდმა აუცილებლად ინდა გაითვალისწინონ, რომ ინტერნეტ სარფერების 25% აუცილებლად დატოვებს ვებსაიტს, რომლის ჩატვირთვასაც 4 წამზე მეტი დრო სჭირდება. ასე რომ, თუ 404 ან ჩატვირთვის გვერდი გაიხსნება, დარწმუნდით, რომ ის შეიცავს ანიმაციებს, მხიარულ ვიდეოებს ან სასაცილო სურათებს, რომლებიც შეესაბამება თქვენი ბრენდის იდენტობას. მეტი ინტერაქციული გვერდის არსებობით მომხმარებელი უფრო ჩართვება პროცესში და საიტს აღარ დატოვებს.
მაგალითად, თუ თქვენს ვებსაიტს აქვს გადატვირთული შიგთავსი და მის ჩართვას დრო სჭირდება, ეცადეთ, რომ მომხმარებლისთვის ეს პროცესი უფრო სახალისო გახადოთ. მაგ: მიეცით მომხარებელს მარტივი დავალება. მოცემული ინტერაქცია დაგეხარებათ მომხარებელს მოსაწყენი პროცესი გაუხალისოთ. მოცემულის მიღწევა შესაძლებელია მარტივი ანიმაციების გამოყენებითაც. ვიზიტორები აუცილებლად დააფასებენ დეტალებისადმი ყურადღებას და მათზე ზრუნვას. რაც მათ ბრენდისადმი ნდობასა და ემოციურ კავშირს ჩამოაყალიბებს.
404 გვერდი, რომელიც იყენებს სურათებსა და ტექსტს გოლფის შეცდომის მითითებისთვის. Wishnewssky
6. AI აუმჯობესებს ჩათბოთებს
ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად, მომხარებლების მოლოდინები ჩათბოტების მიმართ სულ უფრო და უფრო იზრდება. ადამიანებს სურვილია, რომ ჩეთბოტებთან საუბარი ადამიანთან საუბრის შეგრძენებებს იწვევდეს. დიზაინი ახალი გამოწვევის წინაშე დგება: 2023 წელს იქნება უფრო მეტი ჩათბოტი, რომელიც აპებს და ვებსაიტებშია ინტეგრირებული.