IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

3 ტენდენცია, რომელიც მომავლის სამუშაო მიმართულებებს განსაზღვრავს

9

News

08.03.2023

890 დათვალიერება

როგორ შეიცვლება ჩვენი სამუშაო მომავალი თვეებისა და წლების განმავლობაში?

ეს კითხვა ბევრ ადამიანს უკარგავს მოსვენებას, რომლის წარმოშობაც გენერაციული ხელოვნური ინტელექტისა და სხვა ტექნოლოგიების განგრძობითმა განვითარებამ და ჰიბრიდულმა მუშაობამ გამოიწვია.  

სატია ნადელამ, Microsoft Corp.-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, თავისი შეხედულებები Davos 2023-ზე მსოფლიო ეკონომიკის ფორუმის დამფუძნებელთან და აღმასრულებელ თავჯდომარესთან, კლაუს შვაბთან საუბრისას გაგვიზიარა. მსოფლიო ეკონომიკის ფორუმი უკვე დიდი ხანია ჩართულია მომავლის სამუშაოების დებატებში და ამასთან დაკავშირებით რეგულარულ რეპორტინგსაც აწარმოებს. 

AI-ის განვითარებასა და ჩვენი ქცევების ცვლილებასთან ერთად სამუშაოების სამყარო მუდმივ ევოლუციურ მდგომარეობაში გადავა. 

 

„რეალური სტრუქტურული ცვლილებიდან გამომდინარე, ჩვენ ისევ ვაგრძელებთ სწავლას“ , ამბობს ნადელა. „ჩნდება მუშაობის ახალი პატერნები“.

 

ახალგაზრდები დაინტერესებული არიან ტექნოლოგიებით, მაგრამ არ იციან როგორ ან სად დაიწყონ სწავლა, ჩვენსკვალიფიციურ სპეციალისტებთან, საერთაშორისო აკადემიაში, მოზარდებს შეუძლიათ პროგრამირების შესწავლა!

→დარეგისტრირდი მარტივად

 

მომავალი სამუშაოს სამი ტენდენცია

ნადელასა და შვაბს შორის გამართული ფართომასშტაბიანი დისკუსიიდან შეგვიძლია 3 მნიშვნელოვანი საკითხი გამოვყოთ, რომელიც ტექნოლოგიებს, ხელოვნურ ინტელექტს, კიბერუსაფრთხოებას, მეტავერსსა და სხვა თემებს ეხებოდა.

 

1. პროდუქტიულობის პარანოია

ნადელამ განმარტა, თუ რას გულისხმობდა იგი პროდუქტიულობის პარანოიაში. 

„ყველა ლიდერი ფიქრობს, რომ ისინი რაღაც საკითხში არ არიან პროდუქტიული. მაგრამ ყველა, ვინც ამ ორგანიზაციაში მუშაობს, თავს გადატვირთულად გრძნობს“.

პროდუქტიულობის მთავარ საზომს 1 სამუშაო საათის გამომუშავება წარმოადგენს. იგი პოლიტიკის გამტარებლებისთვის მაღალი პრიორიტეტის საგანია. მათ შორის დიდ ბრიტანეთშიც, სადაც პროდუქტიულობა უკვე რამდენიმე წელია კლებას განიცდის.

ნადელას თქმით, ამ საკითხის მოგვარება საჭიროებს მონაცემთა შესწავლასა და გაუმჯობესების გეგმის შედგენა. 

„ორი აზრი არაა, რომ შედეგი მნიშვნელოვანია“, ამბობს ნადელა. „ჩვენ უნდა ვფოკუსირდეთ შედეგებზე და შემდეგ, სავარაუდოდ, აღმოვაჩენთ წარმატებული მუშაობის ახალ პატერნებს“.



 

2. ხელოვნური ინტელექტი კო-პილოტის როლში

დავოსის შეხვედრაზე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მნიშვნელოვანი საკითხი იყო მანქანური სწავლების განვითარება. კერძოდ, მანქანური სწავლების განვითარება ნიშნავს, რომ კომპლექსური კოგნიტური დავალებები და კრეატიულობა სულ უფრო და უფრო ავტომატიზაცირებული ხდება. 

„ერთ-ერთი რამ, რაზეც ძალიან ბევრს ვფიქრობთ არის - როგორ გამოვიყენოთ ეს ტექნოლოგია ისე, რომ ადამიანებს უფრო მეტის გაკეთების შესაძლებლობა მივცეთ“, თქვა ნადელამ.

 

პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერებს ახლა უკვე შეუძლიათ დასაწერი კოდების 80% ხელოვნური ინტელექტის საშუალებით დაწერონ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანი ან მისი კრეატიული აზროვნება საჭირო აღარ არის. 

„ეს ნიშნავს, რომ ახლა მას აქვს თავის სამუშაოს 80%-ის მარტივად შესრულების საშუალება. მაგრამ ის ისევ პილოტია, რომელსაც „თანაპილოტიც“ ჰყავს“. 

 

3. ადამიანები და მოქნილი უნარები ქმნიან წარმატებას

ნადელას თანახმად, ყველას მოუწევს ახალი მოქნილი უნარების შესწავლა და ადამიანებს შორის კავშირების გაძლიერება. 

„იქამდე, სანამ ადამიანები არ იგრძნობენ კმაყოფილებას თავიანთი სამუშაოთი, ახალი უნარების შეძენის კუთხით, ისინი არ იქნებიან ორგანიზაციისადმი ლოიალური“, - თქვა ნადელამ. „ეს ნიშნავს რეალურ ინვესტიციას მათ პროგრესში“. 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში!

IT Academy Stepლიდერი IT სფეროში, ახლა უკვე 100+ფილიალით!

+995 577 538 549ქ.თელავი,ნადიკვრის#23

+995 (32) 215-55-51ქ.თბილისი,ა.ყაზბეგის34/34ბ

გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში

Instagram.com/itstep.ge/

Facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

2027 წელს სამსახურის ძებნას აპირებ? - აი, რისთვის უნდა მოემზადო დღესვე!

2027 წლის შრომის ბაზარი პრაქტიკულ უნარებს, ძლიერ პორტფოლიოსა და ციფრული ხელსაწყოების ფლობას ითხოვს. სტატიაში გაიგებ, რა კრიტერიუმებით არჩევენ დამსაქმებლები კანდიდატებს და რომელი კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა უნდა დაიწყო დღესვე, რომ ახალ წელს სასურველი სამსახურისთვის მზად შეხვდე.

რას ითხოვენ დამსაქმებლები 2027 წლის შრომის ბაზარზე? 2027 წელი სულ რაღაც რამდენიმე კვირაში დადგება და შრომის ბაზარი უკვე სრულიად სხვა წესებით თამაშობს. დღეს დიპლომი ან მხოლოდ თეორიული ცოდნა დამსაქმებლისთვის საკმარისი აღარ არის - კომპანიები ეძებენ ადამიანებს, რომლებსაც რეალური ამოცანების გადაჭრა, ციფრული ხელსაწყოების თავისუფლად გამოყენება და სწრაფად ადაპტაცია შეუძლიათ. განსá

ШАГ логотип

2027 წელს სამსახურის ძებნას აპირებ? - აი, რისთვის უნდა მოემზადო დღესვე

2027 წლის შრომის ბაზარი პრაქტიკულ უნარებს, ძლიერ პორტფოლიოსა და ციფრული ხელსაწყოების ფლობას ითხოვს. სტატიაში გაიგებ, რა კრიტერიუმებით არჩევენ დამსაქმებლები კანდიდატებს და რომელი კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა უნდა დაიწყო დღესვე, რომ ახალ წელს სასურველი სამსახურისთვის მზად შეხვდე.

რას ითხოვენ დამსაქმებლები 2027 წლის შრომის ბაზარზე? 2027 წელი სულ რაღაც რამდენიმე კვირაში დადგება და შრომის ბაზარი უკვე სრულიად სხვა წესებით თამაშობს. დღეს დიპლომი ან მხოლოდ თეორიული ცოდნა დამსაქმებლისთვის საკმარისი აღარ არის - კომპანიები ეძებენ ადამიანებს, რომლებსაც რეალური ამოცანების გადაჭრა, ციფრული ხელსაწყოების თავისუფლად გამოყენება და სწრაფად ადაპტაცია შეუძლიათ. გან

ШАГ логотип

AI შენს სამსახურს არ წაგართმევს? - 5 ნიშანი, რომ შენი პროფესია უკვე იცვლება

ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარება საფრთხეს არ უქმნის ადამიანის შრომას, თუმცა რადიკალურად ცვლის პროფესიების შინაარსს. სტატიაში განხილულია ის 5 ძირითადი ნიშანი, რომელიც აჩვენებს, რომ თქვენი საქმიანობა უკვე ტრანსფორმაციას გადის და რატომ არის მნიშვნელოვანი ახალი უნარების დროულად ათვისება.

ხელოვნური ინტელექტი და შრომის ბაზარი: რადიკალური ცვლილებების ეპოქა ხელოვნური ინტელექტის (AI) ბუმმა მთელი მსოფლიო და მათ შორის შრომის ბაზარი სრულიად ახალ რეალობაში აცხოვრა. ყოველდღიურად ვხედავთ, როგორ ინერგება ავტომატიზაცია სხვადასხვა სფეროში, თუმცა მთავარი კითხვა დღეს ის კი არ არის, წაიღებს თუ არა AI ჩვენს სამსახურებს, არამედ ის, თუ როგორ ცვლის ის ჩვენი ყოველდღიური საქმიან

ШАГ логотип

რომელი პროფესიის სწავლა ღირს დღეს, რომ 5 წლის შემდეგ არჩევანი არ ინანო

დღევანდელ სწრაფად ცვალებად სამყაროში პროფესიული არჩევანის გაკეთება გამოწვევაა, რადგან ტექნოლოგიური პროგრესი და ხელოვნური ინტელექტი მუდმივად ცვლის შრომის ბაზრის მოთხოვნებს. სტატიაში განხილულია, თუ რომელი სფეროების შესწავლაა მიზანშეწონილი დღეს, რომ მომდევნო 5 წლის განმავლობაში შენი არჩევანი სტაბილური და მოთხოვნადი დარჩეს.

ხვალინდელი დღის გამოწვევები: როგორ შევარჩიოთ სწორი პროფესია? დღევანდელ სწრაფად ცვალებად სამყაროში პროფესიული არჩევანის გაკეთება ერთ-ერთ ყველაზე პასუხისმგებლიან ნაბიჯად იქცა. ტექნოლოგიური პროგრესი და ხელოვნური ინტელექტის განვითარება იმ ტემპით მიმდინარეობს, რომ იმ პროფესიებმა, რომლებიც რამდენიმე წლის წინ პოპულარობის პიკში იყვნენ, შესაძლოა მალე დაკარგონ აქტუალობა. ა

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა