დამატებითი საქმიანობის იდეა დროის მომგებიანად გამოყენებას ნიშნავს - იდეალურ შემთხვევაში, ეს არის საქმიანობა, რომელსაც დიდი დრო არ სჭირდება, მაგრამ მსუყედ ანაზღაურებადია.
ვის არ სურს დამატებითი შემოსავალი საკვების, კომუნალური მომსახურებისა და ქირის დაფარვის გარდა ძვირფასი ნივთების შეძენაც რომ მოახერხოს?!
და თუ დამატებითი სამსახურით საკმარისზე მეტსაც გამოიმუშავებთ, მაშინ შეგიძლიათ თქვენი რუტინული სამუშაოც კი მიატოვოთ, წამოიწყოთ ინვესტიციები ან დროზე ადრე გახვიდეთ პენსიაზე.
ეს გეგმა მშვენივრად ჟღერს - კონცეფციაში.
რეალობა ისაა, რომ დიდი ალბათობით მოგიწევთ თქვენი ცხოვრების დაბალანსება დამატებით საქმიანობას, თავისუფალ დროსა და დღიურ სამუშაოს შორის, ასე რომ თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ აკეთებთ რაღაცას, რაც
- ნამდვილად მოგწონთ
- მდგრადია და კარგ ფულს გამოიმუშავებთ.
გავაანალიზოთ პროცესი და მისი დადებით/უარყოფით მხარეები
1. შექმენით კურსი სასწავლო პლათფორმაზე
ყოველწლიურად ათასობით ადამიანი სწავლობს კოდირებას. თუ თქვენ ფლობთ გარკვეული დონის ცოდნას კოდირების ამ ინსტუმენტებში - Python, HTML, CSS, JavaScript - შეგიძლიათ შეასწავლოთ სხვას, ვინც ახლა იწყებს სწავლას. მაშინაც კი, თუ თქვენ ახალი ხართ კოდის წერაში, მაინც შეგიძლიათ დაწეროთ კურსი კოდირების სწავლის დამწყებთა გამოცდილების საფუძველზე.
Udemy არის სასწავლო პლათფორმა, სადაც შეგიძლიათ გამოაქვეყნოთ თქვენი სახელმძღვანელო, კურსი ან გზამკვლევი სხვებისთვის. Coursera და Skillshare, ასევე არის გასათვალისწინებელი ვარიანტები.
და თუ კურსი წარმატებული აღმოჩნდა, მაშინ შეძლებთ მიიღოთ ძალიან მსუყე შემოსავალი.
პოტენციური ყოველთვიური შემოსავალი
გარკვეული მონაცემები რომ მოგაწოდოთ, აღნიშნულია, რომ Udemy-ზე საშუალო კურსის შემქმნელი გამოიმუშავებს დაახლოებით $15-30 თვეში, ხოლო მაღალი დონის ბლოგერები გამოიმუშავებენ $2,700 თვეში.
საშუალო დონის განვითარების/პროგრამირების კურსი Udemy-ზე ღირს დაახლოებით $80 და Udemy-ს ჰყავს 38+ მილიონი სტუდენტი მთელს მსოფლიოში, ასე რომ, არ არის უსაფუძვლო ვიფიქროთ, რომ შეგიძლიათ გამოიმუშავოთ დაახლოებით $80 თვეში, თუ მხოლოდ თუნდაც ერთი ადამიანი იყიდის თქვენს კურსს ყოველთვიურად.
სასწავლო პლათფორმაზე კურსის გაკეთების დადებითი და უარყოფითი მხარეები
დადებითი #1: ეს არის ერთჯერადი პროექტი.
შეგიძლიათ შეიმუშავოთ ერთი კურსი, გამოაქვეყნოთ Udemy-ზე და გამოიმუშაოთ ფული. კურსები, როგორც წესი, არ საჭიროებს მუდმივ განახლებებს ან კონტროლს, ამიტომ ეს არის „შექმენი და დაივიწყე“ პრინციპის მსგავსი სიტუაცია.
დადებითი #2: თქვენ იღებთ უფასო წვდომას სასწავლო პლათფორმის ფუნქციებზე.
Udemy გთავაზობთ უფასო კურსს, თუ როგორ უნდა შექმნათ თქვენი კურსი, უზრუნველყოფს თქვენი ვიდეოების უფასო მიმოხილვებს და გაძლევთ წვდომას ჩაშენებული შეტყობინებების, ქვიზების და კურსის გამოცხადებების ინსტრუმენტებზე.
დადებითი #3: კურსების შესაქმნელად, მასპინძლობისთვის და გამოქვეყნებისთვის არ გეკისრებათ გადასახადი. .
100%-ით უფასოა კურსის შექმნა და გამოქვეყნება ხსენებულ პლათფორმებზე
უარყოფითი #1: ამ სასწავლო პლათფორმებზე, გაყიდული კურსიდან, მოგიწევთ შემოსავლის წილის გადახდა.
Udemy იღებს ადმინისტრაციულ გადასახადს თითოეული გაყიდული კურსიდან, პროცენტი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოეწონება მომხმარებელს თქვენი კურსი. უნდა გახსოვდეთ, რომ მოგების პროცენტი შეიძლება იყოს 97%-დან 25%-მდე, მომხმარებელთა შენაძენებზე დაყრდნობით.
უარყოფითი #2: კონკურენცია საკმაოდ დიდია.
Udemy-ზე 10000+ განვითარების კურსია. თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ თქვენი კურსი არის მაღალი დონის და გამოირჩევა, იმისათვის რათა გაიყიდოს.
არის თუ არა სასწავლო პლათფორმაზე კურსის გაკეთება კარგი დამატებითი საქმიანობა?
მთლიანობაში, დიახ, თუ მზად ხართ შემოსავლის გასაყოფად. სასწავლო პლათფორმები ხშირად მართავენ მარკეტინგისა და კურსის შექმნის ყველა ინსტრუმენტს თავად, რაც თქვენ საშუალებას გაძლევთ ფოკუსირდეთ მხოლოდ თქვენი კურსის შექმნაზე.
ასეთ შემთხვევებში ადმინისტრაციული გადასახადი გამართლებულია. თუმცა, უფრო დიდი პრობლემა ის არის, რომ არ არსებობს გარანტია, რომ თქვენი კურსი გაიყიდება და გამოიმუშავებს 2,000 აშშ დოლართან რაიმე მიახლოვებულ რაოდენობას მაინც თვეში.
სასარგებლო რჩევები კურსის შესაქმნელად
- შექმენით რამდენიმე კურსი მათი გაყიდვის შანსების გასაუმჯობესებლად.
- დაწერეთ კურსის შემდგომი კურსები, რათა მიიღოთ ხელახალი შემოსავალი მომხმარებლებისგან, რომლებსაც მოსწონთ თქვენი სწავლების სტილი.
- Udemy-ზე ყველაზე გაყიდვადი განვითარების კურსები 10+ საათს გრძელდება.
- ყველაზე გაყიდვადი კურსები სათაურებში იყენებენ სიტყვებს „დამწყებთათვის“, „სრული სახელმძღვანელო“ ან „ბუთკემპი“.
- ფასები შეიძლება იყოს დაახლოებით $20, $50 და $100.
ონლაინ სწავლა შენი განვითარების საუკეთესო საშუალებაა! შეისწავლე პროფესია რომელსაც ვერანაირი პანდემია ვერ შეაჩერებს, ნუ დარჩებით დროის შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული უნარების გარეშე
→ დარეგისტრირდი ახლავე!
2. ხშირად შეასრულეთ ფრილანსერული სამუშაო
დამატებითი საქმიანობის სხვა ვარიანტია მუშაობა ფრილანსერულ პლათფორმაზე, როგორიცაა Fiverr, Freelancer, Gun.io და Upwork. დარეგისტრირდით, შექმენით თქვენი პროფილი, განათავსეთ თქვენი სერვისი, ფასები და თქვენს მიერ შემოთავაზებული სერვისის მოკლე აღწერა, შედეგად თქვენი საქმიანობით დაინტერესებული თავადვე გიპოვიან და დაგასაქმებენ.
ამ საიტებზე არის სპეციალური პროგრამირებისა და ტექნიკური კატეგორიები, სადაც შეგიძლიათ განათავსოთ სერვისები, დაწყებული საიტის აუდიტიდან/მიმოხილვებიდან და კოდირების გაკვეთილებიდან, ვებსაიტების აწყობამდე და ჩატბოტის შექმნამდე. არ არის საჭირო მხოლოდ პროგრამირებით შემოიფარგლოთ. სხვა კატეგორიები მოიცავს გრაფიკულ დიზაინს, წერას, ვიდეო და ციფრულ მარკეტინგს.
პოტენციური ყოველთვიური შემოსავალი
ძნელია შემოსავლის მოცულობის განსაზღვრა, ვინაიდან ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი ადამიანი იყიდის თქვენს მომსახურებას და რა ღირს იგი. გადახედეთ რამდენიმე კატეგორიას, რომ ნახოთ სხვა გამყიდველების საწყისი ფასი ამ სფეროში და შეაფასეთ შეგიძლიათ თუ არა შესთავაზოთ მსგავსი პროდუქტი ან გააუმჯობესოთ არსებული შეთავაზება.
თქვენს სერვისზე არ დააწესოთ ზედმეტად დაბალი ფასი მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა გამყიდველებს აჯობოთ. დააწესეთ ფასი, რომელიც თქვენი აზრით სამართლიანია სამუშაოს მოცულობისთვის.
ფრილანსერული სამუშაოს დადებითი და უარყოფითი მხარეები
დადებითი #1: თქვენ თავად აწესებთ საკუთარ საათობრივ ტარიფებს.
ჩვენ გირჩევთ ფრილანსერულ სერვისებს, როგორიცაა Fiverr, სადაც პროფესიონალი (ანუ თქვენ) აწესებს საათობრივ ტარიფებს. თქვენ უნდა განსაზღვროთ თქვენი ნიჭის ფასი და არა კონკურენციამ.
დადებითი #2: თქვენ ირჩევთ, რომელი სამუშაო აიღოთ
თუ არ მოგწონთ სამუშაო ან არ გსურთ პროექტის შესრულება, არ არის აუცილებელი. ფრილანსინგი გულისხმობს მუშაობას საკუთარი პირობებით.
დადებითი #3: თქვენ თავად განსაზღვრავთ სამუშაო საათებს.
ფრილანსერობას საკმაოდ დიდი მოქნილობა ახლავს თან. თქვენ განსაზღვრავთ თარიღს, როდესაც მზა პროდუქტი მიეწოდება კლიენტს.
უარყოფითი #1: ფრილანსერულ პლათფორმებზე მუშაობა შეიძლება კონკურენტული იყოს.
ათასობით ადამიანი აქვეყნებს თავის სერვისებს ფრილანსერულ პლათფორმებზე, რაც ბევრ კატეგორიას ზედმეტად გაჯერებულს ხდის. შესაძლოა დრო დაგჭირდეთ პირველი კლიენტის მისაღებად.
უარყოფითი #2: თქვენ შეიძლება მარტივად გაებათ მახეში, სადაც შესრულებული სამუშაოსთვის შეთანხმებულზე ნაკლებს იხდიან.
შესაძლოა თქვენი სამუშაო საჭიროზე ნაკლებად შეფასდეს, რადგან ბევრი სხვა ადამიანი სთავაზობს მსგავს სერვისებს.
არის თუ არა ფრილანსერული სამუშაო კარგი დამატებითი საქმიანობა?
დიახ! მოქნილობა და პირობები, რომელიც დაკავშირებულია ფრილანსერულ სამუშაოსთან, შეიძლება ღირდეს თქვენ დროდ.
მაგრამ ფრთხილად უნდა იყოთ!
ნუ აიღებთ ზედმეტად დაბალანაზღაურებად სამუშაოებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ამარცხებს დამატებითი საქმიანობის - თქვენ უბრალოდ დახარჯავთ თქვენს დროს და იქნებით დაბალანაზღაურებადი.
სასარგებლო რჩევები ფრილანსერული საქმიანობისთვის
- ერთდროულად დარეგისტრირდით რამდენიმე ფრილანსერულ პლათფორმაზე, რომ გქონდეთ პროექტზე დასაქმების უკეთესი შანსი.
- მოერიდეთ პლათფორმებს, სადაც თავად არ ადგენთ საკუთარ საათობრივ ტარიფს.
- ნუ გადააჭარბებთ თქვენი გამოცდილების დონეს პოტენციურ კლიენტებთან.
- არ აიღოთ ძალიან ბევრი პროექტი ერთდროულად.
- სთხოვეთ კლიენტს რეკომენდაციები და უკუკავშირი დასრულებული სამუშაოს შემდეგ.
- ნუ გაყიდით თქვენს სამუშაოს ან დროს ზედმეტად დაბალ ფასად. არიან ადამიანები, რომლებიც მეტს გადაიხდიან მაღალხარისხიან სამუშაოში.
- თუ არ ხართ დარწმუნებული თქვენს ფასებში, დაიწყეთ კონსერვატიული საათობრივი ტარიფით და ნელ-ნელა გაზარდეთ მეტი გამოცდილების მიღებისას.
განთავისუფლდი ბანალური საგანმანათლებლო სისტემისგან, დაიწყე ბრენდ დიზაინის სწავლა სრულიად ახალი მეთოდებით და გახდი წარმატებული სტეპერი!
3. მონაწილეობა მიიღოთ პროგრამირების კონკურსებში
თუ მოგწონთ კონკურენცია, მაშინ კონკურენტული პროგრამირება შეიძლება თქვენთვის დამატებითი საქმიანობა იყოს. კომპანიები, როგორიცაა Topcoder, HackerRank, Google Code Jam და ICEP Programming Contest, გთავაზობთ კოდის წერის კონკურსებს. მაგალითად, Topcoder გთავაზობთ ერთრაუნდიან მატჩებს (SRM) ყოველ კვირას, სადაც მატჩზე რეგისტრაცია ხდება მატჩამდე 5 საათით ადრე.
არსებობს ორი განყოფილება, რათა გარანტირებული იყოს, რომ ამოცანების ნაკრები აკმაყოფილებს კონკურენტების უნარების დონეს. ამ განყოფილებებში არის ოთახები, სადაც მაქსიმუმ 20 კოდის დამწერია იმავე განყოფილებიდან.
შეჯიბრებები განსაზღვრულია დროში, სადაც სიჩქარე და სიზუსტე არის ქულების განაწილების და საერთო წარმატების ორი განმსაზღვრელი ფაქტორი.
პოტენციური ყოველთვიური შემოსავალი
Topcoder-ზე, კონკურსების ჯამური პრიზი არის $5,000, 70:30 პრინციპით გაყოფით პირველ და მეორე განყოფილების კონკურენტებს შორის.
პირველი განყოფილების ოთახისთვის, ოთახის ჯილდოს 50% მიდის პირველზე, 30% მე-2ზე და 20% მესამეზე - მეორე განყოფილების ოთახისთვის, ჯილდოები ნაწილდება შემდეგნაირად: 60% პირველს და 40% მეორეს.
მაგრამ კონკურენტული პროგრამირება არ არის ერთადერთი შემოთავაზებული კონკურსი. ასევე ხელმისაწვდომია მონაცემთა მეცნიერების, დიზაინის, მანქანური სწავლების და განვითარების კონკურსები, ამა თუ იმ პლათფორმის შშესაბამისად.
კონკურენტული პროგრამირების დადებითი და უარყოფითი მხარეები
დადებითი #1: მოგიწევთ თქვენი უნარების გამოცდა.
კოდის წერის კონკურსები სახალისო გზაა თქვენი თავდაჯერებულობის გასაზრდელად კოდის წერაში და წნეხის ქვეშ მუშაობის უნარის გასაუმჯობესებლად.
დადებითი #2: შეგიძლიათ კომპენსაცია მიიღოთ იმის კეთებისთვის, რაც გსიამოვნებთ.
კოდირების შეჯიბრებებში მონაწილეები დაჯილდოვდებიან მათი ცოდნისა და უნარებისთვის და არა პროფესიული სამუშაოს შესრულებისთვის. ეს კონკურსები გამიზნულია იმისთვის, რომ დაგეხმაროთ გაიზარდოთ, როგორც კოდის დამწერი და არა უბრალოდ შეასრულოთ სამუშაო/პროექტი სხვისთვის.
დადებითი #3: ხშირად არ არის საჭირო ფულის გადახდა კოდირების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ან მოსაგებად.
კოდირების კონკურსებში მონაწილეობის მიღება და გამარჯვება ხშირად უფასოა!
უარყოფითი #1: თქვენ არ გადაგიხდიან, თუ მაღალი მაღალი მაჩვენებლები არ გექნებათ
ფრილანსერული პროექტის აღებისგან განსხვავებით, არ არსებობს გარანტია, რომ კოდირებაში ჩადებული დრო მოგიტანთ ფულს.
უარყოფითი #2: დიდი ალბათობით ვერ გამოიმუშავებთ ბევრ ფულს
თუ რეგულარულად არ მიიღებთ მონაწილეობას კონკურსებში და არ იქნებით ყოველი კონკურსის სათავეში, დიდი ალბათობით ვერ მიიღებთ დიდ შემოსავალს ასეთი კონკურსებიდან.
არის თუ არა კონკურენტული პროგრამირების კონკურსებში მონაწილეობა კარგი დამატებითი საქმიანობა?
გარკეულწილად არის. ეს დამატებითი საქმიანობა უფრო მიეკუთვნება კატეგორიას, რომელიც გულისხმობს, რომ რაღაცას „აკეთებთ იმიტომ, რომ გსიამოვნებთ“, ვიდრე „მდგრად და მომგებიან“ კატეგორიას.
კონკურსებიდან ბევრ შემოსავალს ვერ მიიღებთ, მაგრამ შეგიძლიათ მოიპოვოთ თავდაჯერებულობა და ცოდნა, რაც შეიძლება მომგებიანი აღმოჩნდეს ამ დამატებითი საქმიანობების განხორციელებისას.
სასარგებლო რჩევები კონკურენტული პროგრამირებისთვის
- მონაწილეობა მიიღოთ კონკურსებში, რომლებიც ანაწილებენ თანხებს განყოფილებებში/ოთახებში, რათა გქონდეთ მეტი შანსი მოიგოთ ამ ფულის რაღაც ნაწილი მაინც.
- მონაწილეობა მიიღოთ კონკურსებში თქვენი უნარების გაუმჯობესების და არა ფულის გამომუშავების მიზნით.
- ნუ დახარჯავთ ძალიან დიდ დროს ამ შეჯიბრებებში, თუ არ აღმოაჩენთ, რომ სჯობნით სხვებს ან ნამდვილად გსიამოვნებთ პროცესი.
არ დაკარგო დრო! გამოიყენე ის შენი უკეთესი მომავლის შესაქმნელად. არ გადადო, დარეგისტრირდი დღესვე, იპოვე შენი წარმატების გზა
→ დარეგისტრირდი ახლავე!
4. შექმენით ბლოგი
ბლოგის შექმნა შესანიშნავი გზაა თქვენი უნარების, ცოდნისა და ნიჭის მონეტიზაციისთვის კონკრეტულ თემაზე - თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ბლოგი ნებისმიერ თემაზე - პროგრამირება, მებაღეობა, ხელოვნება, ვიდეო თამაშები, ანიმე.
პროფესიული ბლოგი უნდა იყოს ორიენტირებული არა მხოლოდ თქვენთვის საინტერესო საკითხზე, არამედ პროფესიულ სიახლეებზე, ეს მთელ პროცესს გაცილებით სასიამოვნოს გახდის.
გამოიყენეთ WordPress, Squarespace, Blogger ან GoDaddy, თუ გსურთ სწრაფად დაიწყოთ მუშაობა.
არ არის სასირცხვილო ხელმისაწვდომი ინსტრუმენტების გამოყენება, განსაკუთრებით თუ ისინი ახერხებენ საქმე სწრაფად და მარტივად გაგაკეთებინონ, ან თუ გსურთ ყველაფრის ნოლიდან დაწყება (ანუ ფრონტ-ენდი და ბექ-ენდი), მაშინ გადახედეთ ვებ აპლიკაციის შექმნას Django-ს გამოყენებით.
თქვენი საიტის ბრენდის შექმნას და SEO სტატიების მუდმივ წერას რამდენიმე თვიანი მუხლჩაუხრელი შრომა დასჭირდება.
პოტენციური ყოველთვიური შემოსავალი
სასურველია მოახდინოთ თქვენი საიტის მონეტიზაცია საკუთარი პროდუქციის გაყიდვით, გახდეთ პარტნიორი ან განათავსოთ რეკლამები თქვენს საიტზე. რაც უფრო ადრე მიიღებთ თანმიმდევრულ ტრაფიკს, მით უფრო მალე შეძლებთ მონეტიზაციას. ძნელია შემოსავლის შეფასება, როდესაც ეს დამოკიდებულია თქვენს მიერ არჩეულ პროდუქტზე, პარტნიორად არსებობის საკომისიოზე ან/და შერჩეულ რეკლამაზე.
- Google Ad Sense-ის შეფასებით, კომპიუტერისა და ელექტრონიკის რეკლამის განთავსებამ ყოველთვიურად გვერდის 50,000 ნახვის ბლოგზე, შეიძლება მოგიტანოთ დაახლოებით $4,530.
- Amazon Affiliate Services უზრუნველყოფს გაყიდვების საკომისიოს 1-10%-ს, რაც დამოკიდებულია პროდუქტის გაყიდვის საკომისიოზე.
მაგალითად, თუ თქვენს საიტზე გაქვთ პარტნიორის ბმული - Anker Soundcore ყურსასმენები $49,99 დოლარად - და თქვენი საიტის სტუმარი იყიდის ამ ყურსასმენებს თქვენი ბმულის გამოყენებით, თქვენ მიიღებთ გაყიდვის 3%-ს - $1,50.
მონეტიზაციის ამ სამი ვარიანტიდან, ნებისმიერი კომბინაცია შეიძლება იყოს მომგებიანი ფორმულა.
ბლოგის შექმნის დადებითი და უარყოფითი მხარეები
დადებითი #1:საშუალება გაქვთ გაუზიაროთ თქვენი ცოდნა ყველას, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.
შეგიძლიათ დაწეროთ ყველაფერზე, რაც გაინტერესებთ და ასწავლოთ სხვებს, ვინც ასევე იზიარებს ამ ინტერესს.
დადებითი #2: შეგიძლიათ მიიღოთ ნახევრად პასიური შემოსავალი.
თქვენ გაქვთ შესაძლებლობა მიიღოთ შემოსავალი თქვენი სტატიებით/პროდუქტებით/კურსებით. მიზეზი, რის გამოც ნახევრად პასიურს ვახსენებ არის ის, რომ თქვენ მაინც დაგჭირდებათ ყოველთვიურად გარკვეული ძალისხმევა დახარჯოთ ახალი სტატიების დაწერაზე და საუკეთესო პარტნიორული გარიგებებისა და პროდუქტების პოვნა საიტზე გასაყიდად.
დადებითი #3: ეს არის ვნების პროექტის განსახიერება.
ბლოგი არის ის, რაც შეიძლება შეიქმნას და განახლდეს შაბათ-კვირას ან სამსახურის შემდეგ. მას არ სჭირდება თქვენი დროის უმეტესი ნაწილი, თუ ამის სურვილი არ გაქვთ.
უარყოფითი #1: ბლოგები მოთმინების გარდა რეგულარულ გამოქვეყნებასა და შენარჩუნებას საჭიროებს.
დრო სჭირდება სტატიების დაწერას, თანმიმდევრული ტრაფიკის მიღებას და ამ ტრაფიკიდან ფულის გამომუშავებას. მიუხედავად იმისა, რომ ბლოგები შეიძლება ერთ ღამეში აფეთქდეს, მაინც საჭიროა თქვენი მხრიდან გარკვეული ძალისხმევა, რომ აქამდე მიხვიდეთ.
უარყოფითი #2: დაბალი ტრაფიკი ნიშნავს დაბალ შემოსავალს.
ბლოგები ფულს გამოიმუშავებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გაყიდით პროდუქტებს ან განათავსებთ მათზე რეკლამას.
ეს ასე მარტივია. თუ არ გაქვთ ტრაფიკი, დამთვარიელებლები, რომელიც ყიდულობს პროდუქტებს თქვენს საიტზე, რეკლამებში ან პარტნიორი კომპანიებიდან, თქვენ ვერ მიიღებთ მნიშვნელოვან შემოსავალს თქვენი ბლოგიდან.
არის თუ არა ბლოგის შექმნა კარგი დამატებითი საქმიანობა?
დიახ, თუ თქვენ გაქვთ დრო, რომ იგი აამუშავოთ ან მზად ხართ დაელოდოთ, სანამ ის გაძლიერდება. ბლოგის შესახებ ერთ-ერთი სასიამოვნო რამ არის ის, რომ თქვენ შეგიძლიათ მასზე იმუშაოთ, როცა გინდათ და ნებისმიერი მოცულობით.
მაგრამ თქვენ უნდა იცოდეთ, რომ რაც უფრო მეტ ძალისხმევას დახარჯავთ, მით უფრო დიდია შანსი იმისა, რომ მან მოიპოვოს მიმზიდველობა და გამოიმუშაოს ფული.
სასარგებლო რჩევები ბლოგის შესაქმნელად
- შექმენით გრაფიკი იმისა, თუ როდის აპირებთ ბლოგის შექმნას, სტატიების დაწერას და მონეტიზაციას.
- დაიცავით ეს გრაფიკი რაც შეიძლება მყარად.
- დაარეკლამეთ პროდუქტები, რომლებსაც იყენებთ ან გაქვთ ინტერესი მათში.
- დაუკავშირდით თქვენს აუდიტორიას კომენტარებში და სოციალური მედიის პოსტებში.
შეისწავლეთ ციფრული მარკეტინგი, 2D გრაფიკა და UI/UX დიზაინი და სხვა... ჩვენს ონლაინ აკადემიაში !
5. დაიწყეთ წერა უკვე არსებულ ბლოგირების პლათფორმებზე
თუ თქვენ უბრალოდ ცდილობთ დაიწყოთ წერა და გაუზიაროთ თქვენი პროგრამირების ცოდნა სხვებს, მაშინ არსებულ ბლოგზე წერა შესანიშნავი ვარიანტია. DigitalOcean-ს, SitePoint-სა და Linode-ს აქვთ ანაზღაურებადი წერის შესაძლებლობა, თუ მათ სფეროში ექსპერტი ხართ. ასევე არსებობს უფასო , როგორიცაა Tumblr და Medium, თუ ეძებთ ადგილს, სადაც უფრო თავისუფლად დაწერთ და დაარეკლამებთ პროდუქტს.
მაგალითად, Medium საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ პარტნიორთა ბმულები თქვენს ნაწერში.
პოტენციური ყოველთვიური შემოსავალი
გზამკვლევების დაწერით დიდი ზომის კომპანიებისთვის, როგორიცაა DigitalOcean, შეგიძლიათ მიიღოთ $300-მდე ერთ ნამუშევარში. ასევე არსებობს მიკრო გადახდის პლათფორმები, როგორიცაა Medium პარტნიორობის პროგრამა ან გადახდის ფოინთერი Dev.to-ზე.
- Medium უხდის მწერლებს ფასიანი წევრობის აბონენტებისგან მიღებული თანხის ნაწილს. ეს ნაწილი ეფუძნება იმას, თუ რამდენ ხანს ხარჯავს ეს წევრი თქვენი სტატიის კითხვაში თვის განმავლობაში.
- Medium-ზე წევრობა ღირს $5/თვეში, ასე რომ, თუ მკითხველი ხარჯავს თვიური კითხვის მთლიანი დროის 10%-ს თქვენი სტატიის წასაკითხად, თქვენ მიიღებთ $0,50-ს..
- Dev.to უზრუნველყოფს მიკრო-გადახდებს ავტორებისთვის, როდესაც "ვებ მონეტიზებული ბრაუზერები ეწვევიან მათ პროფილს და პოსტებს"
პოტენციური შემოსავალი პარტნიორი კომპანიების ბმულებიდან, კიდევ ერთხელ, დამოკიდებულია პროდუქტის პროვაიდერზე, პროდუქტსა და საკომისიოზე.
არსებულ ბლოგირების პლათფორმებზე წერის დადებითი და უარყოფითი მხარეები
დადებითი #1: თქვენ ისარგებლებთ კომპანიის SEO-თი.
დიდ, დამკვიდრებულ ბლოგ პლათფორმაზე გამოქვეყნება საშუალებას გაძლევთ მიიღოთ მათი ანაზღაურება დიდი ტრაფიკის წყალობით. თქვენი სტატია მყისიერად მიიღებს ნახვებს ამ პლათფორმის არსებული მომხმარებლის ბაზაზე დაყრდნობით.
დადებითი #2: ფულს იღებთ რაღაც საინტერესოზე წერისთვის.
წერა კმაყოფილების მომტანია როცა წერ იმაზე, რაც მკითხველსაც აინტერესებს და ამავდროულად გსიამოვნებს კიდეც და ფულს გიხდიან თქვენი ცოდნის გაზიარებაში.
უარყოფითი #1: თქვენ დიდი ალბათობით მიიღებთ მხოლოდ მიკრო გადახდებს თქვენი ნაწერის უმეტესი ნაწილიდან.
გარდა იმ შემთხვევისა, თუ დაწერთ სახელმძღვანელოებს DigitalOcean-ისა და Linode-სთვის, გადახდის გარანტია არ არსებობს. მიკროგადახდის ბლოგების პლათფორმებზე გამოქვეყნებული სტატიები მოითხოვს მნახველთა დიდ რაოდენობას რაიმე სახის მნიშვნელოვანი შემოსავლის მისაღებად.
უარყოფითი #2: წერა მოგიწევთ ხშირად და სტრატეგიის გამოყენებით.
თქვენ შეიძლება მოგიწიოთ „დაწკაპუნების სატყუარა“ სათაურების გამოყენება ან სხვა სტრატეგიები, სტატიების ხშირად გამოქვეყნებასთან ერთად, რათა მიიღოთ თქვენთვის სასურველი მნახველების რაოდენობა. ეს ნიშნავს, რომ შესაძლოა მოგიწიოთ კომპრომისზე წასვლა იმ კონტენტისთვის, რომლის დაწერაც გსურთ.
არის თუ არა არსებულ ბლოგზე წერა კარგი დამატებითი საქმიანობა?
დიახ! ეს კარგი დამატებითი საქმიანობაა, თუ შეგიძლიათ დაწეროთ გზამკვლევები/სახელმძღვანელოები ჩამოყალიბებული კომპანიისთვის ან იპოვოთ თქვენი ნიშა მიკრო გადახდის მქონე ბლოგზე.
სასარგებლო რჩევები არსებულ ბლოგზე წერისთვის
- განათავსეთ შედარებით გრძელი კონტენტი მიკრო გადახდის მქონე ბლოგებზე ფასიანი წევრების მიერ წაკითხვის დროის გასაზრდელად.
- იპოვეთ ნიშა, რომლზეც შეგიძლიათ მუდმივად შექმნათ კონტენტი.
- დაწერეთ ინფორმაციული და ადვილად ათვისებადი კონტენტი.
- წერეთ ხშირად და ძლიერი სტატიის შექმნის მიზნით.
რომ შევაჯამოთ
მომავლის პროფესიების დაუფლება, როგორიც არის პროგრამირება ძალიან კარგია, თუმცა დაგროვილ ცოდნას შესაბამისი გამოყენება სჭირდება. მაქსიმალურად ვეცადეთ, ბლოგში თქვენთვის საჭირო ყველა შესაძლო და გამოსადეგი ვერსია განგვეხილა, ჩამოთვლილი მაგალითები კი დაგეხმარებათ რუტინული, საოფისე საქმიანობის გარდა უფრო მსუბუქი, სასიამოვნო და ამავდროულად კარგად ანაზღაურებადი საქმეც აკეთოთ.
დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - მოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში!
IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!
+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23
+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ
https://www.facebook.com/itstep.ge