IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

5 დამატებითი შემოსავლის წყარო ნებისმიერი პროგრამისტისთვის

9214

პროგრამირება

11.10.2022

649 დათვალიერება

დამატებითი საქმიანობის იდეა ჟღერს, როგორც თავისუფალი დროის დახარჯვის მშვენიერი საშუალება. იდეალურ შემთხვევაში, ეს არის აქტივობა, რომელიც დიდ დროს არ საჭიროებს, მაგრამ კარგ შემოსავალს იძლევა. ვის არ უნდა დამატებითი შემოსავალი საკვების, ონლაინ შოპინგის და ჯიბის ფულისთვის?

 

და თუ გამოიმუშავებთ საკმარისს თანხას, შემდგომ შეგიძლიათ თქვენი ყოველდღიური სამსახური მიატოვოთ, დაიწყოთ ინვესტირება ან გახვიდეთ ადრეულ პენსიაზე.

 

გეგმა დიდებულად ჟღერს -- თეორიულად.

რეალობა ისაა, რომ დიდი ალბათობით მოგიწევთ თქვენი ცხოვრების დაბალანსება დამატებითი საქმიანობისა, თავისუფალ დროსა და სამუშაოს შორის.

ამრიგად, უნდა დარწმუნდეთ, რომ ყოველთვის ხართ დაკავებული

 

  • რაც მართლა განიჭებთ სიამოვნებას
  • არის მდგრადი და გამოიმუშავებს კარგ შემოსავალს.

 

ეს არ ნიშნავს, რომ არ შეიძლება ორივე გქონდეთ, თუმცა უნდა კარგად აწონ-დაწონოთ თქვენი ვარიანტები სანამ არ გაცვლით თქვენს თავისუფალ დროს „დამატებით სამუშაოზე“.


მოდით დეტალურად ჩავშალოთ პროცესი და მისი დადებითი/უარყოფითი მხარეები, თუ როგორ შეუძლიათ პროგრამისტებს გამოუმიუშავონ ფული სხვადასხვა გზებით, მიუხედავად მათი უნარების დონისა.

 

 

1. შექმენით სასწავლო კურსი სასწავლო პლატფორმაზე

ყოველწლიურად ათასობით ადამიანი სწავლობს კოდირებას.

იმ შემთხვევაში თუ ფლობთ კოდირების ცოდნის ნებისმიერ დონეს -- Python, HTML, CSS, JavaScript -- თქვენ შეგიძლიათ ასწავლოთ კოდირება ვინმე სხვას, რომელიც სულ ახლა იწყებს სწავლას.

თუ თქვენ ახლა იწყებთ კოდირებას, თქვენ მაინც შეგიძლიათ დაწეროთ სასწავლო კურსი თქვენი კოდირების სწავლის დაწყებითი გამოცდილების საფუძველზე.

Udemy არის სწავლების პლატფორმა, სადაც სხვებისთვის შეგიძლიათ გამოაქვეყნოთ თქვენი სახელმძღვანელო, კურსი ან გაკვეთილი.

პლატფორმები როგორიცაა Coursera და Skillshare ასევე შეგიძლიათ განიხილოთ ვარიანტებად.  

და თუ კურსი გახდება პოპულარული, მაშინ თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ საკმაოდ სოლიდური შემოსავალი.

 

პოტენციური თვიური შემოსავლები

რომ გქონდეთ წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა თანხებთან გვაქვს საქმე, Udemy-ის კურსის შემქმნელი საშუალოდ აკეთებს დაახლოებით $15-30 თვეში, ამ დროს კი ტოპ შემქმნელები თვეში $2000-მდეც ადიან.

Udemy-ზე დეველოპერობის/პროგრამირების კურსი საშუალოდ არის დაახლოებით $80, ხოლო Udemy-ის მსოფლიოს ირგვლის გააჩნია დაახლოებით 35 მილიონი სტუნდეტი, ამრიგად სრულად გონივრულია გქონდეთ მოლოდინი, რომ თვეში $80-ს გამოიმუშავებთ, თუ ერთი ადამიანი მაინც შეიძნეს თქვენს კურსს თვეში.

 

სასწავლო პლატფორმაზე კურსის შექმნის დადებითი და უარყოფითი მხარეები

  • დადებითი #1: არის ერთჯერადი პროექტი

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ კურსი, გამოაქვეყნოთ Udemy-ზე და გამოიმუშავოთ ფული. კურსები, როგორც წესი არ საჭიროებენ მუდმივ განახლებას, შესაბამისად ეს წარმოადგენს ერთჯერად საქმეს.  

  • დადებითი #2: თქვენ გექნებათ სასწავლო პლატფორმაზე წვდომა სხვადასხვა ფუნქციონალზე

Udemy სთავაზობს მომხმარებლებს უფასო კურსს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შექმნათ თქვენი კურსი, თქვენი ვიდეოების უფასო მიმოხილვას და ჩაშენებულ მესიჯინგს, ქვიზებსა და კურსის გამოქვეყნების ინსტრუმენტებს.

  • დადებითი  #3: კურსის შექმნა, ჰოსტინგი და მათი გამოქვეყნება არ მოითხოვს არანაირ გადასახადს. 

 პლატფორმებზე, როგორიცაა Udemy კურსის შექმნა და გამოქვეყნება 100% უფასოა.

 

 

უარყოფითი მხარეები

  • #1: აღნიშნული სასწავლო პლატფორმები ითვალისწინებენ შემოსავლის წილს.

Udemy იღებს ადმინისტრაციულ გადასახადს თითოეული გაყიდული კურსიდან, პროცენტი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოიწონებს მომხმარებელი თქვენს კურსს. არ დაგავიწყდეთ, რომ მოგების პროცენტი შეიძლება იყოს 15%-დან 25%-მდე, მომხმარებლის შეძენის სიხშირის მიხედვით .

  • უარყოფითი  #2: სოლიდური კონკურენცია

Udemy-ზე განთავსებულია 10,000+ მეტი დეველოპმენტის კურსი. თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ თქვენი კურსი მაღალი დონისაა და გამოირჩევა სხვებისგან, რათა გახდეს გაყიდვადი.

 

წარმოადგენს თუ არა კურსის შექმნა სასწავლო პლატფორმაზე კარგ დამატებით საქმიანობას?

საბოლოო ჯამში კი, თუ მზად ხართ შემოსავლის გასაზიარებლად.

სასწავლო პლატფორმები ხშირად მართავენ მარკეტინგის და კურსის შექმნის ყველა ინსტრუმენტს, რის გამოც თქვენ უბრალოდ დაგჭირდებათ თქვენს კურსის შექმნაზე ფოკუსირება.

ადმინისტრაციული გადასახადები ასეთ შემთხვევებში გამართლებულია.

თუმცა, უფრო მნიშვნელოვანი საკითხი ის არის, რომ არ არსებობს გარანტია, რომ თქვენი კურსი გაიყიდება და გამოიმუშავებს დაახლოებით $2000 თვეში.

 

სასარგებლო რჩევები კურსის შესაქმნელად

  • შექმენით მრავალი კურსი გაყიდვების შანსების გასაზრდელად.
  • შექმენით შემდგომი დამატებითი კურსები, რათა გაზარდოთ შემოსავალი მომხმარებლებისგან, რომლებსაც მოსწონთ თქვენი სწავლების სტილი.
  • ყველაზე გაყიდვადი დეველოპმენტის კურსები Udemy-ზე 10+ საათის ხანგრძლივობისაა.
  • ყველაზე გაყიდვადი კურსები იყენებენ სახელწოდებებს "beginner", "complete guide", ან "bootcamp".
  • ფასების დიაპაზონია დაახლოებით $20, $50, და $100.

 

 

2. აწარმოეთ ფრილანსური სამუშაო

კიდევ ერთი დამატებითი საქმიანობის ვარიანტი არის მუშაობა ფრილანსერულ პლატფორმებზე, როგორიცაა Fiverr, Freelancer, Gun.io, და Upwork.

დარეგისტრირდით, შექმენით თქვენი პროფილი, განათავსეთ თქვენი სერვისი/შეთავაზება, ფასები და თქვენს მიერ შემოთავაზებული სერვისის მოკლე აღწერა.

შემდგომ კი, თქვენი მომსახურებით დაინტერესებული ხალხი მოითხოვს თქვენს სერვისს.

აღნიშნულ საიტებზე სპეციფიური პროგრამირების და ტექნიკური კატეგორიებია განთავსებული, სადაც შეგიძლიათ განათავსოთ სერვისები დაწყებული საიტის აუდიტით/მიმოხილვით და კოდირების გაკვეთილებით დასრულებული ვებ-გვერდის დეველოპმენტითა და ჩეტბოტის შექმნით.

თუმცა, შეგიძლიათ არ შეიზღუდოთ თავი მხოლოდ პროგრამირებით. სხვა კატეგორიები მოიცავს გრაფიკულ დიზაინს, წერას, ვიდეოს და ციფრულ მარკეტინგს.

 

 

პოტენციური თვიური შემოსავლები

რთულია შემოსავალის დადგენა იმის გათვალისწინებით, რომ ეს დამოკიდებულია თქვენს სერვისებზე და რამდენს მოითხოვთ გაწეული სამსახურისთვის.

ღირს გადავხედოთ რამოდენიმე კატეგორიას, რათა დავინახოთ სხვა პროგრამისტების საწყისი ფასი სფეროში და შეგიძლიათ თუ არა შემოსთავაზოთ მსგავსი მომსახურება ან გაუმჯობესოთ შემოთავაზება.

ბევრ ფრილანსერულ პლატფორმას აქვს "Browse Jobs" კატეგორია. თუმცა, თქვენ უნდა გამოავლინოთ სიფრთხილე სამუშაოსთვის გადასახადის დაწესებისას.

არ მოითოვოთ დაბალი ფასი, რათა კონკურენცია გაუწიოთ სხვა გამყიდველს. დაადგინეთ ფასი, რომელიც მიგაჩნიათ სამართლიანად კონკრეტული საჭირო სამუშაოსთვის.

 

ფრილანსერული სამუშაოს დადებითი და უარყოფითი მხარეები

  • დადებითი #1: You set your own hourly rates.თქვენ აწესებთ თქვენს საათობრივ განაკვეთს.

ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ ისეთ ფრილანსერულ სერვისებს, როგორიცაა Fiverr, სადაც თქვენ აწესებს საათობრივ განაკვეთს, ფასზე ვაჭრობის გარეშე. თქვენ და არა კონკურენცია განსაზღვრავთ თქვენი უნარების ფასს.

  • დადებითი #2: თქვენ წყვეტთ, თუ რომელი შემოთავაზება გინდათ აიღოთ. 

თუ არ მოგწონთ სამუშაო ან თუ არ გსურთ აიღოთ პროექტი, მაშინ ჩვეულებრივ შეგიძლიათ თვქვათ უარი. ფრილანსერობა ნაწილობრივ გულისხმობს მუშაობას საკუთარ პირობებზე.

  • დადებითი #3: თქვენ აწესებთ საკუთარ სამუშაო საათებს.

არსებობს დიდი მოქნილობა, რომელიც მოდის ფრილანსერებასთან ერთად. თქვენ განსაზღვრავთ თარიღს, როდესაც მზა პროდუქტი მიეწოდება კლიენტს.

 

  • უარყოფითი #1:ფრილანსერულ პლატფორმებზე კონკურენცია შეიძლება იყოს დიდი.

ათასობით ადამიანი განათავსებს თავიანთ სერვისებს ფრილანსერულ პლატფორმებზე, რაც ბევრ კატეგორიას ზედმეტად გაჯერებულს ხდის.

  • უარყოფითი #2:თქვენ შეიძლება მარტივად მოხდეთ დაბალანაზღაურებადობის ხაფანგში.

გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი სხვა ადამიანი სთავაზობს მსგავს სერვისებს, მარტივია თქვენი სამუშაო არ დააფასოთ.

 

არის ფრილანსერული სამუშაო კარგი დამატებითი საქმიანობაა?

დიახ, მოქნილობა და შუამავალი დაკავშირებული ფრილანსერულ სამუშაოსთან შეიძლება გიღირდეთ.  

თუმცა უნდა გამოიჩინოთ სიფრთხილე.

არ შეასრულოთ სამუშაო იმაზე ნაკლებად რამდენიც გიღირთ, წინაამღდეგ შემთხვევაში ეს დამატებითი სამუშაოს მთელს მიზანს ეწინაამღდეგება, ვინაიდან თქვენს დროს დახარჯავთ ნაკლები შემოსავლის მიღებაში.

 

სასარგებლო რჩევები ფრილანსერული სამუშაოსთვის

  • დარეგისტრირდით მრავალ ფრილანსერულ პლატფორმაზე, რათა გქონდეთ პროექტის აღების მეტი შანსი
  • აარიდეთ პლატფორმებს, სადაც თქვენ თავად არ აწესებთ საათობრივ განაკავეთს.
  • არ გააზვიადოთ თქვენი გამოცდილება პოტენციურ კლიენტებთან.
  • არ აიღოთ ბევრი პროექტი ერთდოულად.
  • სთხოვეთ კლიენტს რეკომენდაციები და უკუკავშირი დასრულებული სამუშაოს შემდეგ.
  • არ გაყიდოთ თვენი დრო ან სამუშაო ნაკლებ ფასად. არსებობს ხალხი რომელიც გადაიხდის მეტს მაღალი ხარისხის სამუშაოსთვის.
  • თუ არ ხართ დარწმუნებული ფასებში, დაიწყეთ ზომიერი ფასით და გამოცდილებასთან ერთად გაზარდეთ იგი.

 

თუ გადაწყვეტ კარიერა ტექნოლოგიურ სფეროს დაუკავშირო, მინიმუმ ერთი პროგრამირების ენის ცოდნა აუცილებლად დაგჭირდება -დაიწყე პროგრამირების შესწავლა სრულიად ახალი მეთოდებით, მოერგე ბაზრის თანამედროვე მოთხოვნებს და გახდი წარმატებული!

დარეგისტრირდი ახლავე!

 

3. მონაწილეობა მიიღეთ პროგრამირების შეჯიბრში

თუ მოგწონთ შეჯიბღი, მაშინ პროგრამირების შეჯიბრი შეიძლება გახდეს თქვენთვის სათანადო დამატებითი საქმიანობა.

კომპანიები, როგორიცაა Topcoder, HackerRank, Google Code Jam, და ICEP Programming Contest, ყველა აცხადებს კოდირების შეჯიბრს.

მაგალითისთვის, Topcoder, აცხადებს ერთი რაუნდის მატჩებს (SRM) ყოველ კვირას, სადაც რეგისტრაცია მატჩისთვის ვლინდება მატჩამდე 5 საათით ადრე.

არსებობს ორი განყოფილება, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ამოცანის კომპლექტი შეესაბამება მონაწილეთა უნარების დონეს. აღნიშნულ განყოფილებაში არის ოთახები, მაქსიმუმ 20 კოდერით იგივე განყოფილებიდან.

შეჯიბრები დროით შეზღუდულია, სადაც სიჩქარე და სიზუზტე არის ქულების განაწილების და საბოლოო წარმატების ორი განმსაზღვრელი.

 

პოტენციური შემოსავლები

Topcoder-ზე, კონკურსების ჯამური პრიზი არის $5,000, განაწილებით 70:30 დივიზიონის პირველ და მეორე დივიზიონის კონკურენტებს შორის.

თითოეული განყოფილების ერთ ოთახში, ოთახის ჯილდოს 50% მიდის პირველ ადგილზე, 30% მე-2-ზე და 20% მესამეზე.

მეორე განყოფილების ოთახის პრიზის 60% გადაეცემა პირველი ადგილის მფლობელს, ხოლო 40% მეორე ადგილის მფლობელს.

თუმცა, პროგრამირების შეჯიბრი არ არის ერთდაერთი შემოთავაზებული შეჯიბრი.

ასევე ხელმისაწვდომია მონაცემთა მეცნიერების, დიზაინის, მანქანის სწავლების და დეველოპერთა კონკურსები, რაც დამოკიდებულია პლატფორმაზე.

 

პროგრამირების შეჯიბრივს დადებითი და უარყოფითი მხარეები

  • დადებითი #1: თქვენ გამოცდით თქვენს უნარებს.

კოდირების შეჯიბრი სახალისო გზაა თქვენი კოდირების თვითდაჯერებულობისა და წნეხის ქვეშ მუშაობის უნარის გასაუმჯობესებლად.

  • დადებითი #2: თქვენ შეიძლება გადაგიხადონ ანაზღაურება იმისთვის, რისი კეთებაც მოგწონთ.

კოდირების კონკურენტები დაჯილდოვდებიან თავიანთი ცოდნისა და უნარებისთვის და არა პროფესიული სამუშაოს დასრულებისთვის. ეს კონკურსები გამიზნულია იმისათვის, რომ დაგეხმაროთ გაიზარდოთ როგორც კოდერი და არა უბრალოდ შეასრულოთ საქმე/პროექტი სხვისთვის.

  • დადებითი #3: ასევე, შეჯიბრში მონაწილეობის მიღება უფასოა.

კოდირების შეჯიბრში მონაწილეობა და მოგება ხშირად უფასოა!

 

  • უარყოფითი #1: თქვენ არ მიიღებთ თანხას თუ არ გახვალთ მაღალ ადგილზე 

ფრილანსერული პროექტისგან განსხვავებით, არ არსებობს გარანტია იმისა, რომ თქვენს მიერ დახარჯულ დროში მიიღებთ ფულს.

  • უარყოფითი  #2: ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოიგებთ დიდ ფულს

თუ რეგულარულად არ მონაწილეობთ კონკურსებში და არ იქნებით ყოველი კონკურსის სათავეში, დიდი ალბათობით ვერ მიიღებთ დიდ შემოსავალს ამ შეჯიბრებიდან.

 

არის თუ არა პროგრამირების შეჯიბრში მონაწილეობა კარგი დამატებითი საქმიანობა?

გარკვეულწილად კი. ეს დამატებითი საქმინობა უფრო მიეკუთვნება "თქვენ ამას აკეთებთ იმიტომ, რომ გსიამოვნებთ სამუშაო" და არა "მდგრადი და მომგებიან" კატეგორიაში.

თქვენ არ უნდა ელოდოთ ამ შეჯიბრიდან დიდ შემოსავალს, თუმცა შეიძლება ელოდოთ მიიღოთ თავდაჯერებულობა და ცოდნა, რომელიც თქვენთვის სასარგებლო იქნება სხვა დამატებითი პროექტების ძიებისას.

 

 

სასარგებლო რჩევები პროგრამირების შეჯიბრისთის

  • მიიღეთ მონაწილეობა კონკურსებში, რომლებიც ანაწილებენ თანხებს განყოფილებებში/ოთახებში, ასე რომ თქვენ გაქვთ მეტი შანსი მოიგოთ თანხის ნაწილი.
  • მიიღეთ მონაწილეობა კონკურსებში თქვენი უნარების გაუმჯობესების მიზნით და არა ფულის გამომუშავების მიზნით.
  • ნუ დახარჯავთ ძალიან დიდ დროს შეჯიბრში, თუ არ გრძნობთ, რომ გამორჩეული ხართ ან ნამდვილად იღებთ სიამოვნებას ამ პროცესში.

 

4. შექმენით ბლოგი

ბლოგის შექმნა შესანიშნავი გზაა თქვენი უნარების, ცოდნისა და ნიჭის მონეტიზაციისთვის კონკრეტულ თემაზე. თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ნებისმიერ თემაზე-- პროგრამირება, მებაღეობა, ხელოვნება, ვიდეო თამაშები, ანიმე.

 

ჩემი ერთადერთი რეკომენდაციაა, რომ ბლოგი უნდა იყოს ორიენტირებული იმაზე, რაც თქვენთვის საინტერესოა. ეს მთელ პროცესს გაცილებით სასიამოვნოს გახდის.

გამოიყენეთ WordPress, Squarespace, Blogger ან GoDaddy 

 

ხელმისაწვდომი ინსტრუმენტების გამოყენება არ არის სამარცხვინო, განსაკუთრებით თუ ისინი საქმის შესრულებას ამარტივებენ და აჩქარებენ. ხოლო, თუ გსურთ ყველაფერი შექმნათ ცარიელი ადგილიდან (მაგ., ფრონტ და ბექ ენდიდან) მაშინ იხილეთ ვებ აპლიკაციის შექმნა Django-ის საშუალებით, თქვენი საიტის ბრენდის შექმნას და მუდმივად SEO სტატიების წერას დასჭირდება მძიმე შრომის რამდენიმე თვე.

 

თუმცა, აღნიშნულ წერტილამდე მისვლამდე არაფერი გამოიმუშავებს შემოსავალს.

 

 

პოტენციური თვიური შემოსავლები

თქვენ გჭირდებათ თქვენი საიტის მონეტიზირება თქვენი პროდიქტების გაყიდვის გზით, აფილირებით ან საიტზე რეკლამების განთავსებით. რაც უფრო მალე შეძლებთ ტრაფიკის გაზრდას, მით უფრო მალე შეძლებთ მის მონეტიზირებას. რთულია შემოსავლის დაახლოებითი გაანგარიშება, რომელიც დამოკიდებულია პროდუქტზე, ან/და რეკლამაზე, რომელსაც აირჩევთ.

 

  • Google Ad Sense ანგარიშობს, რომ კომპიუტერული და ელექტრონული რეკლამის განთავსება ბლოგზე თვეში 50 000 ნახვით შეიძლება გამოიმუშვოს $4530.
  • Amazon Affiliate Services უზრუნველყოფს დაახლოებით გაყიდვების საკომისიოს 1-10%, რაც დამოკიდებულია პროდუქტის გაყიდვის საკომისიოზე.

 

მაგალითად, თუ გაქვთ აფილირების ბმული თქვენს საიტზე $49.99-ად Anker Soundcore Headphones-ისთვის, და თქვენი საიტიდან ვიზიტორი ყიდულობს ყურსასმენს თქვენი ბმულის გამოყენებით, თქვენ მიიღებთ გაყიდვიდან 3%-ს -- $1.50.

 

საკუთარი ციფრული პროდუქტის გაყიდვა შეიძლება იყოს ყველაზე მომგებიანი, ვინაიდან არ მოგიწევთ მოგების გაყოფა, მაგრამ ის შეიძლება არ გაიყიდოს ისე, როგორც პროდუქტი Amazon-ზე.

 

 

ბლოგის შექმნის დადებითი და უარყოფითი მხარეები

 

  • დადებითი #1: თქვენ გააზიარებთ თქვენს ცოდნას.

თქვენ შეგიძლიათ დაწეროთ ნებისმიერ რამეს, რაშიც გაქვთ ინტერესი და ასწავლოთ სხვებს, ვინც იზიარებს ამ ინტერესს.

  • დადებითი #2: თქვენ შეგიძლიათ დააგენირიროთ ნახევრად-პასიური შემოსავალი.

თქვენ გაქვთ შესაძლებლობა მიიღოთ შემოსავალი თქვენი სტატიებიდან/პროდუქტებით/კურსებით. მიზეზი, რის გამოც ნახევრად პასიური ვამბობ, არის ის, რომ თქვენ მაინც მოგიწევთ გაიღოთ გარკვეული ძალისხმევა ყოველთვიურად ახალი სტატიების წერით და იპოვოთ საუკეთესო აფილირებული გარიგებები და პროდუქტები საიტზე გასაყიდად.

  • დადებითი #3: ეს არის ვნების პროექტის განსახიერება.

ბლოგი არის ის, რაც შეიძლება შეიქმნას და განახლდეს შაბათ-კვირას ან სამსახურის შემდეგ. ის არ საჭიროებს მთელ თქვენს დროს, თუ თქვენ არ გაქვთ ამის სურვილი.

 

  • უარყოფითი #1: ბლოგები, გარდა მოთმინებისა, საჭიროებენ რეგულარულ გამოქვეყნებასა და ხელის შევლებას.

სტატიების წერა, მუდმივი ტრაფიკის მიღწევაც საჭიროებს დროს და ასევე ამ ტრაფიკიდან ფულის გაკეთებაც მოითხოვს დროს. მიუხედავად იმისა, რომ ბლოგს შეუძლია ერთ საღამოს აფეთქდეს პოპულარობით, ის მაინც მოითხოვს გარკვეულ ძალისხმევას თქვენგან, რომ მიაღწიოთ ამას.

  •  უარყოფითი #2: დაბალი ტრაფიკი ნიშნვას დაბალ შემოსავალს.

ბლოგები ფულს გამოიმუშავებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ყიდით პროდუქტებს ან განათავსებთ მათზე რეკლამას.

 

ეს ასე მარტივია. თუ არ გაქვთ ტრეფიკი ხალხის, რომელიც ყიდულობს პროდუქტებს თქვენს საიტზე, რეკლამებიდან ან აფილირებლ კომპანიებიდან, თქვენ არ მიიღებთ მნიშვნელოვან შემოსავალს თქვენი ბლოგიდან.

 

არის ბლოგის შექმნა კარგი დამატებითი საქმიანობა?

დიახ, თუ გაქვთ საკმარისი დრო, რომ იმუშაოთ ამაზე და მზაობა დაელოდოთ მოძრაობას. ბლოგის ერთ-ერთი სასიამოვნო რამ არის ის, რომ თქვენ შეგიძლიათ მასზე იმუშაოთ, როცა გინდათ და ნებისმიერი შესაძლებლობებით.

მაგრამ თქვენ უნდა იცოდეთ, რაც უფრო მეტ ძალისხმევას დახარჯავთ, მით უფრო დიდია შანსი იმისა, რომ მან მოიზიდოს და ფული გამოიმუშაოს ადრე თუ გვიან.

 

სასარგებლო რჩვები ბლოგის შექმნისთვის

  • შექმენით განრიგი თუ როდის აპირებთ შექმნათ ბლოგი, დაწეროთ სტატიები და აწარმოოთ მონეტიზირება.
  • მიჰყევით ამ განრიგს რაც შეიძლება უფრო ზედმიწევნით.
  • გაუწიეთ პოპულარიზაცია პროდუქტებს, რომელსაც იყენებთ ან გაინტერესებთ.
  • აწარმოეთ ინტერაქცია თქვენს აუდიტორიასთან კომენტარებში და სოციალურ მედია პოსტებში.

 

5. დაწერეთ არსებულ ბლოგზე

თუ თქვენ უბრალოდ გსურთ დაიწყოთ წერა და გაუზიაროთ თქვენი პროგრამირების ცოდნა სხვებს, მაშინ არსებულ ბლოგზე წერა შესანიშნავი ვარიანტია.

DigitalOcean-ს, SitePoint-სა და Linode-ს აქვთ ფასიანი წერის შესაძლებლობა, თუ მათ სფეროში ექსპერტი ხართ.

ასევე არსებობს ბლოგის უფასო პლატფორმები, როგორიცაა Tumblr და Medium, თუ ეძებთ ადგილს უფრო თავისუფლად დაწერისთვის და რეკლამისთვის.

მაგალითად, მედიუმი ნებას რთავს თქვენს ნაწერში აფილირებული ბმულების ჩართვას, თუ ფიგურირებს აფილირების შესახებ შეტყობინება.

 

პოტენციური თვიური შემოსავლები

წერა უფრო დიდი კომპანიებისთვის, როგორიცაა DigitalOcean, შეუძლია მოგიტანოთ $300-მდე ერთი სტატიისთვის.

ასევე არსებობს მიკრო გადახდის პლატფორმები, როგორიცაა Medium Partner Program ან payment pointer on Dev.to.-ზე.

Medium უხდის მწერლებს ფასიანი წევრობის აბონენტებისგან მიღებული თანხის ნაწილს. ეს ნაწილი ეფუძნება იმას, თუ რამდენ ხანს ხარჯავს ეს წევრი თქვენი სტატიის კითხვაში თვის განმავლობაში.

Dev.to ასევე უზრუნველყოფს მიკრო-გადახდებს ავტორებს, როდესაც "ვებ მონეტიზირებული ბრაუზერები ეწვევიან მათ პროფილს და პოსტებს".

პოტენციური შემოსავალი აფილირებული ბმულებიდან, კიდევ ერთხელ, დამოკიდებულია პროდუქტის პროვაიდერზე, პროდუქტსა და საკომისიოსზე.

 

დადებითი და უარყოფითი მხარეები არსებულ ბლოგებზე წერით

  • დადებითი #1:თქვენ მოგიწევთ პლატფორმების არსებული SEO-ის სპეკულირება

დიდ, დამკვიდრებულ ბლოგინგ პლატფორმაზე გამოქვეყნება საშუალებას გაძლევთ მიიღოთ მათი ტრაფიკის ჯილდოები. თქვენი სტატია მყისიერად მიიღებს ნახვებს ამ პლატფორმის არსებული მომხმარებლის ბაზაზე დაყრდნობით.

  • დადებითი #2:თქვენ გადაგიხდიან თქვენს ინტერესზე დაფუძნებული სტატიის წერისთვის.

წერა მეტად სასიამოვნოა, როცა წერ იმაზე, რაც გსიამოვნებს და თქვენი ცოდნის შედეგად გიხდიან ფულს.

 

  • უარყოფითი #1: დიდი ალბათობით მიიღებთ მხოლოდ მიკრო გადახდებს თქვენი ნაწერის უმეტესი ნაწილიდან.

თუ არ დაწერთ სახელმძღვანელოებს DigitalOcean-ისა და Linode-ისთვის, გადახდის გარანტია არ არსებობს. მიკროგადახდის ბლოგების პლატფორმებზე გამოქვეყნებული სტატიები მოითხოვს მაყურებელთა დიდ რაოდენობას რაიმე სახის მნიშვნელოვანი შემოსავლის სანახავად.

  • უარყოფითი #2: მოგიწევთ ხშირად და სტრატეგიით წერა.

თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ სცადოთ „click-bait“ სათაურების ან სხვა სტრატეგიების გამოყენება, გარდა სტატიების ხშირი გამოქვეყნებისა, რათა მიიღოთ თქვენთვის სასურველი მაყურებლის რაოდენობა. ეს ნიშნავს, რომ შესაძლოა მოგიწიოთ კომპრომისზე წასვლა იმ კონტენტზე, რომლის გაშუქებაც გსურთ.

 

არის უკვე არსებულ ბლოგებზე გამოქვეყნება კარგი დამატებითი შემოსავლის წყარო?

დიახ, ეს კარგი დამატებითი საქმიანობაა, თუ შეგიძლიათ დაწეროთ გაკვეთილები/გზამკვლელები ჩამოყალიბებული კომპანიისთვის ან იპოვოთ თქვენი ნიშა მიკრო გადახდის ბლოგზე.

 

სასარგებლო რჩევები არსებულ ბლოგებზე წერისთვის

• განათავსეთ გრძელი კონტენტი მიკრო გადახდის ბლოგებზე ფასიანი წევრების წაკითხვის დროის გასაზრდელად.

• იპოვეთ ნიშა, სადაც შეგიძლიათ მუდმივად შექმნათ კონტენტი.

• დაწერეთ ინფორმაციული და ადვილად ათვისებადი კონტენტი.

• წერეთ ხშირად ძლიერი სტატიის შექმნის მიზნით.

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდითსტეპერების დიდ ოჯახში

IT Academy StepლიდერიITსფეროში,ახლაუკვე100+ფილიალით!

+995 577 538 549.თელავი,ნადიკვრის#23

+995 (32) 215-55-51.თბილისი,.ყაზბეგის34/34

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

9214

გდა

AI

ChatGPT სრული სახელმძღვანელო

დაიწყეთ ChatGPT გამოყენება უფრო სწრაფად და ეფექტურად, გაიგეთ ყველაფერი, დაწყებული უფასო რეგისტრაციიდან, დამთავრებული სამეწარმეო საქმეში ChatGPT-ის ფასიანი ვერსიის გამოყენებამდე

დაიწყეთ ChatGPT გამოყენება უფრო სწრაფად და ეფექტურად, გაიგეთ ყველაფერი, დაწყებული უფასო რეგისტრაციიდან, დამთავრებული სამეწარმეო საქმეში ChatGPT-ის ფასიანი ვერსიის გამოყენებამდე   UBS-ის ანგარიშის თანახმად, ChatGPT-ის ყოველდღიურ ვიზიტორთა რაოდენობამ  100 მილიონს მიაღწია, რაც მას ისტორიაში ყველაზე სწრაფად მზარდ აპლიკაციად აქცევს. ბიზნეს სამყარო ასევეა დაინტერესებული ChatGPT-ით და ცდილობს ხე�

ШАГ логотип

პროგრამირება

რომელ ქვეყანას ჰყავს მსოფლიოს საუკეთესო პროგრამისტები?

პროგრამირება თანამედროვე დროში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა, პარალელურად პროგრამირების დროს შემოქმედებითი პროცესი შეუზღუდავია, წარმოიდგინე, წერ კოდს, რომელიც უამრავი სიმბოლოსგან შედგება, თუმცა საბოლოოდ ის სხვანაირად გამოიყურება ის საშუალებას გაძლევთ არაფრისგან შექმნათ რაღაც ახალი, უჩვეულო, ორიგინალური და კრეატიული. 

პროგრამირება თანამედროვობის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა, პარალელურად პროგრამირების დროს შემოქმედებითი პროცესი შეუზღუდავია, წარმოიდგინე, წერ კოდს, რომელიც უამრავი სიმბოლოსგან შედგება, თუმცა საბოლოოდ ის სხვანაირად გამოიყურება ის საშუალებას გაძლევთ არაფრისგან შექმნათ რაღაც ახალი, უჩვეულო, ორიგინალური და კრეატიული იმის გასარკვევად, თუ რომელი ქვეყნიდან არიან

ШАГ логотип

პროგრამირება

JavaScript: განაახლეთ ყველა პაკეტი package.json-ში NCU-ით

JavaScript: განაახლეთ ყველა პაკეტი package.json-ში NCU-ით

JavaScript-ის დეველოპმენტის სამყაროში პაკეტებისა და დამოკიდებულებების მართვა ნებისმიერი პროექტის გადამწყვეტი ასპექცია. პაკეტების განახლება არა მხოლოდ უზრუნველყოფს უახლეს ფუნქციებთან წვდომასა და ხარვეზების აღმოფხვრას, არამედ აუმჯობესებს აპლიკაციის საერთო სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. თუმცა package.json ფაილში თითოეული პაკეტის ხელით განახლება შესაძლოა იყოს ძალიან შრომატევადი �

ШАГ логотип

Techfacts

News

Starlink უკვე საქართველოშია | ფასი, ინსტალაცია, სისწრაფე

საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, სადაც Starlink-ის უსადენო სწრაფი ინტერნეტი ხელმისაწვდომია!

Starlink მსოფლიოში მოწინავე სატელიტური ფართოზოლოვანი ინტერნეტ სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან, დაბალი დაყოვნების მქონე ფართოზოლოვან ინტერნეტს მთელს მსოფლიოში, მათ შორის იმ ადგილებში, სადაც ინტერნეტ კავშირი დაბალი საიმედოობის, უხარისხო ან სრულიად მიუწვდომელია - ახლა ის უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია! კომპანიის გადაწყვეტილებით, თბილისის ტექნოლოგიური პ�

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა