IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

თბილისი
ШАГ логотип

5 ნაბიჯი კარიერის სწორად შესარჩევად

111

მოტივაცია

21.02.2023

982 დათვალიერება

ხშირად გეფიქრებათ სწორია თუ არა თქვენს მიერ 5-10 წლის წინ შერჩეული კარიერის გზა? ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ სამუშაო სფეროს და მიმართულების რადიკალურად შეცვლაზე, ზოგი კონტრ-ტერორიზმის ექსპერტის კარიერას ტოვებს და ტაქსისტის, ფსიქოლოგის ან ქოაჩს სფეროში გადადის

ქართველები ერთადერთი საზოგადოება არ ვართ ვინც ასეთ ცვლილებებს განიცდის. ამერიკელების დაახლოებით 75 პროცენტმა კარიერა როგორც მინიმუმ ერთხელ მაინც შეიცვალა, 33 პროცენტი კი მის შეცვლაზე ამჟამად ფიქრობს. სწორი კარიერის შერჩევა ერთ ღამეში ვერ მოხდება, სწორი ტრაექტორიის საპოვნელად დრო და ფიქრია საჭირო.  შესაძლოა ფიქრობდეთ კიდევაც, „საიდან და როგორ შეიძლება ვიცოდე თუ რა არის ან რა იქნება წლების შემდეგ სწორი კარიერა?”

საბედნიეროდ, მსგავს სიტუაციაში ვყოფილვარ და შემიძლია დაგეხმაროთ!

თუ გაიჭედეთ, წინ ვერ მიდიხართ ან დარწმუნებულები არ ხართ ეს ნაბიჯი უნდა გადადგათ თუ არა, არ ინერვიულოთ. გთავაზობთ ხუთ რჩევას რომელიც დაგეხმარებათ აღმოაჩინოთ კარიერა რომელიც მენტალურად და ფინანსურად დაგაკმაყოფილებთ.

 

1. დაფიქრდი იმაზე, რას აკეთებ ახლა

 

ნებისმიერი გზის დასაწყისი იმის გაანალიზებაა, რას აკეთებ ახლა. დაფიქრდი: არის თუ არა შენი საქმე ის, რისი კეთებაც გინდა? რა არის შენი ჰობი? რისი კეთებას ცდილობ ყველაზე ხშირად? შემდეგ დაფიქრდი, არის თუ არა შენი რეალობა ის, რაც ნამდვილად გიყვარს. რამდენად მნიშვნელოვანია შენი საქმე? ხედავ თუ არა საკუთარ თავს ამ ბიზნესში 10 წლის შემდეგ? შეძლებდი თუ არა, ეს საქმე მთელი ცხოვრება გეკეთებინა?

 

2. გააკეთეთ სასურველი პროფესიების სია

საოცნებო კარიერის საპოვნელად, თქვენს ხელს არსებული ვარიანტების ფრთხილი გადარჩევა გჭირდებათ, რათა საუკეთესო გზა იპოვოთ. როგორც კი ყველაფერს ჩამოწერთ, შეგიძლიათ მოაშოროთ ყველაფერი ის რაც არასწორად გეჩვენებათ და ასეთი გზით დაავიწროვოთ თქვენი მიზნები. შეეცადეთ მოიფიქროთ რაც შეიძლება მეტი ვარიანტი, რათა გქონდეთ დიდი არჩევანი. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეადგინოთ რეიტინგი, საუკეთესო ვარიანტიდან ყველაზე ცუდამდე, ზოგიერთ შემთხვევაში კი მსგავსი ვარიანტები გააერთიანოთ.

 

ისწავლე კვალიფიციურ სპეციალისტებთან, საერთაშორისო აკადემიაში, აღმოაჩინე წარმატების ახალი გზები 2023 წლიდან!

→დარეგისტრირდი მარტივად

 

3. მოძებნეთ ოქროს შუალედი.

ის რაც თქვენ კარგად გამოგდით და რაც კომპანიებს სჭირდებათ, ამას დავუმატოთ ის რისი კეთებაც გიყვართ, შესაძლოა ძალიან განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან, თუმცა, მნიშვნელოვანია იპოვოთ ის შუალედი რომელიც ამ სამს აკავშირებ. სწორედ ამ გზით შეგიძლიათ იპოვოთ ოპტიმალური კარიერული გზა. უბრალოდ სამსახურის დასახელებების მიღმა, შეხედეთ თუ რა გაინტერესებთ, თქვენს ჰობებს და უნარებს და შემდეგ უკვე შეეცადეთ გაარკვიოთ თუ როგორ თანხვედრაში მოდის ეს ყველაფერი ერთმანეთთან.

 

ამ ყველაფრის ფონზე, გადახედეთ თქვენს წარსულ გამოცდილებას, რაც მომავლის განსმაზღვრელად გამოგადგებათ. რა მოგწონდათ წინა სამსახურებში მუშაობისას? რა არ მოგწონდათ? თქვენი ფასეულობების, გატაცებების და უნარების ცოდნად დაგეხმარებათ გაიგოთ თუ რა ტიპის კარიერა უნდა შეარჩიოთ საკუთარი თავისთვის. ამ ყველა ფაქტორის გააზრება და ცოდნა ნიშნავს რომ თქვენ შეგიძლიათ აქტიურად ეძებოთ ისეთი ტიპის კარიერა რომელიც თქვენთვის დამახასიათებელ უნარებს მოითხოვს.

 

4. მეგობრები და ნეთვორქინგი

არ აქვს მნიშვნელობა ეძებთ თუ არა ახალ კარიერას, ამ უბრალოდ ცდილობთ გაარკვიოთ თუ რა გზა დაადგეთ, მეგობრები და ნეთვორქინგი არის საუკეთესო გზა გამოიკვლიოთ თუ რა ხდება თქვენს ირგვლივ. რაც უფრო მეტ ადამიანს გაიცნობთ, მით უფრო მეტ ინფორმაციას მიიღებთ იმის შესახებ თუ როგორია გარემო სამსახურის მიმართულებით, როგორი ტიპის ადამიანები არსებობენ და როგორი ტიპის სამსახური მოსწონთ. და თუ სამსახურს ეძებთ ნეთვორქინგი გადამწყვეტია. სხვადასხვა კვლევის მიხედვით სამსახურების 85 პროცენტი ნეთვორქინგის საშუალებით ივსება. 

 

5. გაანალიზეთ ახლობლების გამოცდილება

ზოგჯერ უნდა აღიარო რომ მარტო ყველაფერს ვერ გაუმკლავდები. სცადო სხვებისგან სწავლა, რეკომენდაცია ყველა წარმატებულ ახლობელს შეუძლია რომ გაგიწიოთ. სწორი ადამიანი სწორ მიმართულებას მოგცემთ და დაგეხმარებათ რომ წინ წაიწიოთ. საოცნებო კარიერის პოვნა მარტივი არ არის და ეს გზა შეიძლება განერვიულებდეთ, მაგრამ, უნდა დაფიქრდეთ თუ ცხოვრების განმავლობაში რა დროის გატარება მოგიწევთ სამსახურში რომელიც ვერ გაბედნიერებთ? დღევანდელ სწრაფად ცვალებად სამყაროში, ერთხელ მიღებული ცოდნით ძნელია მწვერვალების დაპყრობა. ყოველდღიურად სწავლა ისეთივე აუცილებელია, როგორც ყოველდღიურად საკვების მიღება, დრო კი ყველაზე ძვირფასია! -არ დაუთმოთ თქვენი ცხოვრება საძულველი საქმის კეთებას. ირგვლივ უამრავი შესაძლებლობაა გამოცადოთ თავი ახალი სპეციალობით.

 

რუტინული სამუშაოს მიღმა, IT Academy STEP გაძლევთ შესაძლებლობას შეცვალოთ საკუთარი ცხოვრება, თანამედროვე,მოთხოვნადი, მაღალანაზღაურებადი და საინტერესო IT პროფესიების ათვისებით:

 

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდით სტეპერებისდიდოჯახში!

IT Academy Stepლიდერი IT სფეროში,ახლაუკვე100+ფილიალით!

+995 577 538 549ქ.თელავი,ნადიკვრის#23

+995 (32) 215-55-51ქ.თბილისი,ა.ყაზბეგის34/34ბ

 

გამოიწერეთ ჩვენი გვერდისოციალურ ქსელებში

Instagram.com/itstep.ge/

Facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ზრდასრულთათვის

რატომ ვერ პოულობ უკეთეს სამსახურს, მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილება გაქვს

აღმოაჩინე ის ფარული ბარიერები, რომლებიც ხელს გიშლის კარიერულ ზრდაში და შეიტყვე, როგორ უნდა აქციო არსებული პროფესიული გამოცდილება ახალ შესაძლებლობებად.

სავარაუდო გამოცდილების პარადოქსი: რატომ ჩერდები ერთ ადგილას? ხშირად გვგონია, რომ რაც მეტი წელი გადის ჩვენს პროფესიულ ცხოვრებაში, მით უფრო მარტივი უნდა იყოს სასურველი ვაკანსიის პოვნა და უკეთეს პოზიციაზე გადასვლა. თუმცა, რეალობა სრულიად სხვანაირია: გამოცდილმა პროფესიონალებმაც კი შესაძლოა თვეების განმავლობაში ვერ შეძლონ სასურველი შედეგების მიღწევა. პრობლემა იმაშია, რომ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

5 უნარი, რომელიც 2026 წელს შენს CV-ს რეალურად აძლიერებს

2026 წელს კარგი CV მხოლოდ განათლებისა და გამოცდილების ჩამონათვალი აღარ არის. გაიგე, რომელი 5 უნარი დაგეხმარება კონკურენტულ სამუშაო ბაზარზე საკუთარი შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენაში და რატომ არის ტექნიკური ცოდნა, AI, პრობლემის გადაჭრა, კომუნიკაცია და პრაქტიკული გამოცდილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.

ტექნიკური ცოდნა და AI-ის ეფექტურად გამოყენების უნარი 2026 წელს დამსაქმებლისთვის მხოლოდ ის აღარ არის მნიშვნელოვანი, რა პროფესია გაქვს მითითებული CV-ში. ტექნოლოგიები სწრაფად ცვლის სამუშაო პროცესებს და თითქმის ყველა სფეროში იზრდება მოთხოვნა ადამიანებზე, რომლებსაც შეუძლიათ ციფრული ინსტრუმენტების გამოყენება, ახალი პროგრამების სწრაფად ათვისება და ტექნოლოგიებთან ადაპტირება. გ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

Gap Year საქართველოში: „დაკარგული დრო“ თუ საუკეთესო ინვესტიცია საკუთარ მომავალში?

Gap Year არ არის დროის კარგვა, ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, გაერკვე შენს ინტერესებში, მიიღო პრაქტიკული გამოცდილება და აითვისო ის უნარები, რომლებიც მომავალში წარმატების საფუძველი გახდება.

რატომ არის Gap Year შანსი და არა დროის ფუჭი კარგვა? ალბათ ხშირად გსმენია ფრაზა, რომ Gap Year მხოლოდ "დროის კარგვაა" და აუცილებელია სწავლის გაგრძელება უშუალოდ სკოლის დასრულებისთანავე. სინამდვილეში, Gap Year (შუალედური წელი), არის შეგნებული პაუზა, რომელსაც ახალგაზრდები სკოლის დასრულებისა და უნივერსიტეტში ჩაბარებას შორის იღებენ საკუთარი პოტენციალის გამოსაკვლევად. ეს პერიოდი შენთვის საუკá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

ადამიანური უნარები ციფრულ ეპოქაში რა დაგვიცავს რობოტებთან კონკურენციისგან?

ხელოვნური ინტელექტისა და მასშტაბური რობოტიზაციის ეპოქაში, უნიკალური ადამიანური უნარების როლი შრომის ბაზარზე კიდევ უფრო კრიტიკული და ფასდაუდებელი ხდება. სტატიაში დეტალურად განვიხილავთ, რომელი პიროვნული და ინტელექტუალური თვისებები დაგვიცავს მანქანებთან კონკურენციისგან და როგორ უნდა ვაქციოთ ტექნოლოგიური პროგრესი ჩვენს მთავარ მოკავშირედ კარიერულ წინსვლაში.

ხელოვნური ინტელექტის ტრანსფორმაციული ძალა და ადამიანური ფაქტორი თანამედროვე ციფრულ ეპოქაში, როდესაც ხელოვნური ინტელექტი, მანქანური სწავლება და ავტომატიზაცია წარმოუდგენელი ტემპით ვითარდება, სულ უფრო მეტი ადამიანი უსვამს საკუთარ თავს კითხვას: რა არის ის უნიკალური თვისება, რაც ჩვენ მანქანებზე უპირატესს გვხდის? რობოტებსა და ალგორითმებს შეუძლიათ მილიარდობით მონაცემის

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა