IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

5 რამ, რისი გაკეთებაც დღეს შეგიძლიათ თქვენი შვილების მომავლის შესაცვლელად

05.10.2021

556 დათვალიერება

დღეს გაზეთები თითქოს მხოლოდ უარყოფით სიახლეებს გვამცნობენ.  სამყარო იცვლება – კლიმატი იცვლება, პლანეტის რესურსები იწურება, ოკეანეები უფრო ბინძურდება, ცხოველები იღუპებიან, ქრებიან, ნადგურდებიან ... და ჩამონათვალი უსასრულოდ გრძელდება


 
პლანეტა „დედამიწის“ პრობლემაა დაუსრულებელი პანდემიაც, სულ უფრო გამოხატული სოციალური უთანასწორობა და ოჯახების რაოდენობის შემცირება. ჩვენი ეკონომიკა შეიძლება ყოველთვის არ იყოს ისეთი ძლიერი და ერთ დღესაც, არც თუ ისე შორეულ მომავალში, ჩვენს შვილებს შეიძლება შეექმნათ სამუშაოს პრობლემები და ფინანსური სირთულეები

 

როგორ შეგვიძლია მოვახდინოთ პრობლემების პრევენცია?
 

მშობლებისთვის, მომავალზე ფიქრი ბუნებრივია. ჩვენი ამოცანაა გამოვიჩინოთ ინიციატივა და გავაკეთოთ ის, რაც შეგვიძლია, რომ უკეთესი გავხადოთ სამყარო ჩვენი შვილებისთვის, ასევე უზრუნველვყოთ, მათი მაქსიმალური მომზადება იმ სამყაროში საცხოვრებლად, რომელშიც მალე აღმოჩნდებიან.


გლობალური საკითხების შესახებ მეტი ინფორმირებულობით და ცოდნით, რომელიც საჭიროა შეგნებული არჩევანის გასაკეთებლად, შეგიძლიათ თქვენი წვლილი შეიტანოთ უფრო მდგრადი და ინკლუზიური სამყაროს შექმნაში, უკეთესი სამომხმარებლო არჩევანის გაკეთებით და გონივრული პროცესების აქტიური მხარდაჭერით.


და მაშინ როდესაც, ზოგიერთი პრობლემა, როგორიცაა მაგალითად  ზღვის დონის აწევა ან მოსახლეობის დაბერება, თქვენი ინდივიდუალური შესაძლებლობების მიღმა შეიძლება ჩანდეს, არსებობს ერთი ტვირთი, რომელიც შეგიძლიათ დღეს შვილების მხრებიდან ჩამოხსნათ – მათი ფინანსური მომავალი.
 

არ იცით საიდან დაიწყოთ? ჩვენ მოგიყვებით 5 მარტივ ნაბიჯზე, რომლის გადადგმაც შეგიძლიათ დღეს, რათა დაეხმაროთ თქვენს შვილებს უკეთესი (ფინანსური) ხვალინდელი დღის მოსაპოვებლად.

 

ასწავლეთ ფინანსური წიგნიერება, რათა თქვენმა შვილმა იცოდეს, როგორ მართოს ფული 

21-ე საუკუნეში, ძალიან მნიშვნელოვანია ფინანსების მართვა, პასუხისმგებლობის აღება საკუთარ ფინანსურ კეთილდღეობაზე აუცილებელია. ამიტომ მნიშვნელოვანია ასწავლოთ თქვენს შვილს დაზოგვისა და ინვესტიციის ცნებები, ასევე იმის გაგება, თუ როგორ უნდა შექმნას პირადი ბიუჯეტი და დაგეგმოს ფინანსური მიზნები.


დასაწყისისთვით, ყოველდღიურად სამართავად მიეცით თქვენს ბავშვებს მცირედი ჯიბის ფული, და სთხოვეთ შეკრას ბიუჯეტი კონკრეტული მიზნით, ისწავლოს დაზოგვა/დაგროვება განსაკუთრებული საჩუქრებისა თუ სათამაშოებისათვის, რომელიც სურს. ასაკის მატებასთან ერთად შეუძლია ისწავლოს, თუ როგორ მუშაობს ინვესტიციები.  


 

იცხოვრე გონივრულად, რათა თქვენმა შვილმა იცოდეს განსხვავება საჭიროებებსა და სურვილებს შორის


ბავშვები ხშირად ბევრად მეტს სწავლობენ იმაზე დაყრდნობით, თუ როგორ იქცევიან მათი მშობლები, ვიდრე იმით, რასაც მათ პირდაპირ ეუბნებიან. ასე რომ, თუ გინდათ რომ თქვენს შვილს ჰქონდეს გონივრული ცხოვრების სტილი და ჭკვიანურად განკარგავდეს საკუთარ ფულს, მნიშვნელოვანია რომ იძლეოდეთ შესაბამის მაგალითს.

 

ეს შეიძლება გულისხმობდეს დაზიანებული ნივთების შეკეთებას და არა მათ დაუყოვნებლივ ახლით შეცვლას, ფასების გაცნობიერებულად შერჩევას შესყიდვების გადაწყვეტილების მიღებისას და ფულის საჭიროებებისამებრ ხარჯვის მნიშვნელობის ხშირ ხაზგასმას.  

 

ბავშვებს ასევე შეიძლება გაუჭირდეთ საჭიროებების და სურვილების დიფერენცირება. მშობლებს შეუძლიათ დაეხმარონ ბავშვებს თავიანთი საჭიროებების დადგენაში და აჩვენონ, რომ არ არის აუცილებელი, რომ მათ ყოველთვის დაიკამყოფილონ თავიანთი წამიერი სურვილი.

 

მაგალითად, სათამაშოების შეძენა ძირითადად დამყარებულია სურვილზე და არა საჭიროებაზე, ხოლო მშობელს შეუძლია აჩვენოს ბავშვს, რომ არსებობს გართობის სხვა ბევრი გზა, ახალი შენაძენის გარეშე



აუცილებლად მოაწყოთ საოჯახო გასვლები პარკებსა და სკვერებში, აქციეთ თავისუფალი დრო ნამდვილ ზეიმად და ასწავლეთ პატარებს ბუნების სიყვარული
 

ფრთხილად მაგრამ პერმანენტულად გაუზიარეთ თქვენს შვილებს ის პრობლემები, რომლითაც სხვა ოჯახები ცხოვრობენ

ევროპასა და ამერიკაში ბავშვები ცხოვრობენ საკმაოდ პრივილეგირებული ცხოვრებით, ვიდრე ჩვენი შვილები. და პირიქით, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში პატარების ყოფა საკმაოდ მძიმეა საქართველოსთან შედარებით, შესაბამისად, იმის არცოდნამ, თუ რა სირთულეებს ხვდებიან სხვები ყოველდღიურად, შეიძლება ხელი შეუშალოს მათ საკუთარი მდგომარეობის სათანადოდ შეფასებაში, და როდესაც ცხოვრებაში სირთულეების წინაშე აღმოჩნდებიან, ვერ შეძლონ მათთან გამკლავება.



სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია თქვენი შვილებისთვის ცხოვრების არც თუ ისე სასიამოვნო რეალობის გაცნობა. გამოიყენეთ მიმდინარე მოვლენები, როგორც საფუძველი, შეეცადეთ ესაუბროთ მათ "არასასიამოვნო" გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, სიღარიბე და სოციალური უსამართლობა.
 

ურჩიეთ, მაგრამ არ აიძულოთ!

თქვენის შვილებისთვის მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გაცნობა საკმარისი არ არის. მათი წახალისება, რომ იყვნენ პროაქტიულები სხვების და საკუთარი თავის დასახმარებლად, შეიძლება იყოს უაღრესად გამაძლიერებელი და ავითარებდეს მომავალზე ორიენტირებულ აზროვნებას.

როდესაც ბავშვებს უყალიბდებათ აზროვნება, რომ მათ აქვთ ძალა დაეხმარონ გარშემომყოფებს და შეცვალონ არსებული მდგომარეობა, ისინი ბუნებრივად ხდებიან უფრო პროაქტიულები, როდესაც საქმე ეხება საკუთარი თავის დახმარებას. გარდაუვლად, ეს ასევე აძლევს მათ ძალას შეცვალონ საკუთარი ცხოვრება.


ხშირად ურჩიეთ თქვენს შვილს დაინტერესდეს მომავლის პროფესიებით, რამეთუ ფინანსური კეთილდღეობა, რომელსაც შეუქმნის დროსთან შესაბამისი მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი პროფესია, სტაბილური და მაღალ ხარისხში აყვანილი ცხოვრების გარანტიაა, ფინანსები უდრის მაღალ თვითშეფასებას, თავდაჯერებულობას, კეთილდღეობას და უზრუნველ სიბერეს.

 

განთავისუფლდი ბანალური საგანმანათლებლო სისტემისგან, დაიწყე პროგრამირების შესწავლა სრულიად ახალი მეთოდებით და გახდი წარმატებული სტეპერი!

→ დარეგისტრირდი ახლავე!

 

დაგეგმეთ პენსიაზე გასვლა, რათა თქვენს შვილებს ჰქონდეთ თავისუფლება, ააშენონ თავიანთი ოცნებები

 

მშობლების უმრავლესობის აზრით, შვილი მათი უზრუნველი სიბერის გარანტია, რადგან თავიდანვე იმ იდეოლოგიით ზრდიან, რომ სიბერეში მშობლებს უნდა მოუარონ, რაც თავისმხრივ უზარმაზარი ფსიქოლოგიური ტვირთია ახალგაზრდისთვის, ის თითქოს ემზადება რთული მომავლისთვის, რომელიც შეიძლება სულაც არ დადგეს

 

მნიშვნელოვანია სხვაგვარად დაგეგმოთ თქვენი პენსიაზე გასვლა, რაც გულისხმობს საპენსიო დანაზოგის სისტემაში აქტიური შენატანების განხორციელებას, უძრავი ქონების და ძვირფასი ნივთების შეძენას სანამ ახალგაზრდა ხართ, გარანტირებული თავისუფლება ყველაზე დიდი საჩუქარი იქნება თქვენი შვილებისთვის – მათ ექნებათ მეტი შესაძლებლობა აისრულონ ოცნებები და შექმნან ბედნიერი ოჯახი, სადაც თქვენც მიგიპატიჟებენ და რა თქმა უნდა მოგივლიან კიდევაც თუ ამის აუცილებლობა იქნება.
 

დაიწყეთ დღეს


მშობლებს უზარმაზარი გავლენა აქვთ მათი შვილების სამომავლო კეთილდღეობაზე, რაც სცილდება მხოლოდ იმაზე საზრუნავს, რომ კარგად იკვებონ და დაწერონ ყოველდღიური გაკვეთილები
 

მაშინ, როდესაც ამ რჩევების უმეტესობა მოითხოვს მუდმივ ძალისხმევას თქვენი შვილების ზრდა-განვითარების პერიოდში, დღსვეა შესაძლებელი კარგი საპენსიო გეგმის შემუშავება. ამის რაც შეიძლება ადრე დაწყება თქვენს ფულს უფრო მეტ დროს აძლევს დაგროვებისთვის, ასე რომ ნუ დააყოვნებთ ახლავე მოქმედებას.



ჩვენ არ შეგვიძლია შევცვალოთ სამყარო ჩვენი შვილებისთვის, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ჩვენი წვლილი შევიტანოთ მათთვის შანსის მიცემაში, იცხოვრონ სასურველი ცხოვრებით. გადადგით პირველი ნაბიჯი დღეს თქვენი ფინანსების უკეთ დაგეგმვაში თქვენი ოჯახის მომავლისთვის.

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - მოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 .თელავინადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 .თბილისი.ყაზბეგის 34/34 

https://www.facebook.com/itstep.ge

 



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ზრდასრულთათვის

როგორ ვისწავლოთ სწრაფად და ეფექტურად IT მიმართულებები

IT სწავლება, პროგრამირება, სწრაფი სწავლა, IT კარიერა, ტექნოლოგიები, IT აკადემია STEP, განათლება, კოდირება, ვებ დეველოპმენტი, ციფრული უნარები, პრაქტიკული სწავლება, სწავლის მეთოდები, მომავლის პროფესია, IT კურსები, AI სწავლებაში.

IT სფერო დღეს ყველაზე დინამიკური და სწრაფად მზარდია, რაც სწავლისადმი განსხვავებულ მიდგომას მოითხოვს. იმისათვის, რომ დროის მცირე მონაკვეთში მაქსიმალური ცოდნა დააგროვო, აუცილებელია ფოკუსირება პრაქტიკულ დავალებებზე და თანამედროვე სტანდარტებზე. თუ გსურს, საფუძვლიანად დაეუფლო ტექნოლოგიებს, IT აკადემია Step- ის პროგრამირების კურსი საუკეთესო გზაა პროფესიული სტარტისთვის. სწრაფი

ШАГ логотип

მშობლებისთვის

ზრდასრულთათვის

რატომ აღარ არის მხოლოდ სკოლა საკმარისი - და რა უნარები სჭირდება ბავშვს რეალურად

რატომ აღარ არის მხოლოდ სკოლა საკმარისი? გაიგე, რა უნარები სჭირდება ბავშვს თანამედროვე სამყაროში და როგორ შეგიძლია დაეხმარო მას წარმატების მიღწევაში.

თანამედროვე სამყაროში განათლება რადიკალურად იცვლება. თუ ადრე სკოლა იყო მთავარი და ხშირად ერთადერთი ცოდნის წყარო, დღეს ეს უკვე აღარ არის საკმარისი. ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი და სწრაფად ცვალებადი პროფესიული გარემო ბავშვებს სრულიად ახალ გამოწვევებს უქმნის ისეთებს, რომელთათვისაც მხოლოდ თეორიული ცოდნა აღარ მუშაობს. დღეს უკვე ნათელია, რომ ცოდნის მიღება აღარ არის სა

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

როგორ ავირჩიოთ პროფესია, რომელიც მომავალშიც მოთხოვნადი იქნება

გაიგე, როგორ შეარჩიო მომავლის პროფესია, რომელიც ტექნოლოგიური ცვლილებების მიუხედავად მოთხოვნადი დარჩება. სტატიაში განვიხილავთ სტრატეგიულ ნაბიჯებს, განათლების როლს და იმ უნარებს, რომლებიც აუცილებელია 21-ე საუკუნის შრომის ბაზარზე წარმატების მისაღწევად.

დღევანდელ სწრაფად განვითარებად სამყაროში პროფესიის არჩევა აღარ არის მხოლოდ ინტერესების განსაზღვრა, ეს არის სტრატეგიული გადაწყვეტილება შენი მომავლისთვის. ტექნოლოგიური პროგრესი და ავტომატიზაცია მუდმივად ცვლის შრომის ბაზარს, ამიტომ მნიშვნელოვანია ფოკუსირება ისეთ სფეროებზე, რომლებიც დროს უძლებს. კარიერული სტაბილურობის ერთ-ერთი საუკეთესო გზა ახალი ტექნოლოგიების ათვი

ШАГ логотип

მშობლებისთვის

ზრდასრულთათვის

რატომ არის IT ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანი თქვენი შვილისთვის

დღევანდელ სწრაფად ცვლებად სამყაროში, ტექნოლოგიური განათლება აღარ არის მხოლოდ დამატებითი უნარი , ის წარმატებული მომავლის ფუნდამენტია. გაიგეთ, როგორ ეხმარება IT სფერო ბავშვებს კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებაში, შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზებასა და იმ პროფესიების დაუფლებაში, რომლებიც ხვალ სამყაროს მართავენ.

თანამედროვე ეპოქაში ტექნოლოგიები ყველგანაა, შესაბამისად, IT მიმართულების ცოდნა ბავშვს აძლევს შესაძლებლობას, იყოს არა მხოლოდ მომხმარებელი, არამედ პროცესების შემოქმედიც. როდესაც ბავშვი ეუფლება პროგრამირების საფუძვლებს, ის სწავლობს პრობლემების ლოგიკურ გადაჭრას და რთული ამოცანების მარტივ ნაწილებად დაშლას. IT აკადემია Step-ის IT კურსები ბავშვებისთვის სპეციალურად არის შექმნილი

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა