გლობალურმა პანდემიამ ბევრი ჩვენგანი აიძულა მთლიანად შეეცვალა ცხოვრების წესი და გადასულიყო სრულ დისტანციურ რეჟიმში, ლეპტოპი და ტაბლეტები სწრაფად გახდა დისტანციურად დასაქმებული ადამიანების სამოთხის კარი
ალბათ იკითხავთ, კარგი არ არის? დისტანციურ მუშაობასა და მოქნილ საათებს მრავალი წელი ველოდეთ - ადამიანები ამ ცვლილებებს დიდი ხანი ითხოვდნენ
მართლაც, 2016-2019 წლებში ჩატარებული სხვადასხვა კვლევის სტატისტიკის თანახმად, 90-ნი წლების შემდეგ წამოსული თაობების 77%-ზე მეტი მხარს უჭერდა დისტანციურ მუშაობას და ამბობდა, რომ ეს ხელს შეუწყობდა მათ საერთო პროდუქტიულობას, მოტივირებასა და ენერგიულობას. თუმცა, ყველაფერს თავის ფასი აქვს, უკანასკნელი მონაცემებით, როცა ადამიანი დისტანციურ მუშაობას იწყებს, აქვე იწყება დაუნდობელი ბრძოლა ჩართულობის ხარისხის შენარჩუნებასთან, სიზარმაცესთან, ნებისყოფასთან და სხვა...
.
დისტანციურ მუშაკთა მხრიდან ჩართულობის ნაკლებობა ყოველთვის იყო პრობლემა. ვალდენის უნივერსიტეტის არაერთმა კვლევამ შეისწავლა ეს პრობლემა და მიუთითა, რომ:
- როცა დისტანციური მუშაკების რაოდენობა ორჯერ იზრდება, ჩართულობა სამჯერ მცირდება.
- აშშ – ში დისტანციური მუშაკების 70% არ არის საკმარისად ჩართული საქმეში, რაც მათ ორგანიზაციებს წელიწადში 550 მილიარდ დოლარზე მეტ ზარალად უჯდებათ.
ამ კვლევების თანახმად, ძირითადი ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს ჩართულობის შემცირებას, არის სამუშაო კულტურისა და ერთიანი სულისკვეთების არარსებობა.
შევიმუშავეთ რამოდენიმე რჩევა დისტანციური მუშაკების ჩართულობის გასაზრდელად
სამწუხაროდ, როცა თანამშრომელთა ჩართულობა ვარდება, ეს გავლენას ახდენს მათ პროდუქტიულობაზეც. დასაქმებულები არაორგანიზებულნი ხდებიან, ვადებს აღარ იცავენ და ძლიერ დემოტივირდებიან - მოცემულია რამდენიმე სასარგებლო რჩევა, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი დისტანციური მუშაკების ჩართულობის გასაზრდელად.
1. შეუქმენით მეტი ურთიერთ კომუნიკაციის შესაძლებლობა
ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ ბევრი დისტანციური თანამშრომელი თავს ნაკლებად ჩართულად და მოტივირებულად გრძნობს, რადგან ფიქრობს, რომ არ ეკუთვნის მათი ორგანიზაციის სამუშაო კულტურას.
ეს ფაქტორი მჭიდრო კავშირშია სოციალურ იზოლაციასთან, რომელიც მოდის დისტანციური მუშაობის შედეგად. არსებული ინფორმაციით, დისტანციური მუშაკების 20% მარტოობით და ბრძოლით წუხს უკუკავშირის გამო.
Gallup– ის თანახმად, დისტანციური მუშაკები ათჯერ უფრო ეფექტურად იქნებიან ჩართულები, თუ მენეჯერებისგან თვეში სამჯერ მაინც მიიღებენ პოზიტიურ უკუკავშირს. ეს გვიჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია რეგულარული კომუნიკაცია ჩართულობის გაზრდის საქმეში.
დიდად ნუ დაეყრდნობი ელექტრონულ ფოსტას. დისტანციური მუშაობა გულისხმობს სწრაფ და მარტივ ურთიერთქმედებას და ელ.ფოსტა არ არის ამის საუკეთესო არხი. ასე რომ, ელექტრონული ფოსტით კომუნიკაცია მხოლოდ ფორმალური ურთიერთობებისთვის შემოინახეთ.
ინტეგრირებული საკომუნიკაციო პლატფორმის დანერგვა. პლატფორმები, ისევე როგორც Slack და Monday.com, დიდ გუნდებს საშუალებას აძლევს, დაუყოვნებლივი შეტყობინებები გაცვალონ ინტერაქტიული და მიმზიდველი გზით, რაც შესანიშნავი ალტერნატივაა ელექტრონული ფოსტის საშუალებით კომუნიკაციისთვის.
შექმენით სივრცე არა სამსახურებრივი ონლაინ საუბრებისთვის. მუშაობა ყოველთვის არ არის ბიზნესის კეთება. იმისათვის, რომ შეინარჩუნონ თავიანთი კავშირები, თქვენს დისტანციურ მუშაკებს სჭირდებათ სივრცე, სხვა თემებზე ურთიერთქმედებისთვისაც. საკომუნიკაციო პლატფორმების გამოყენებით შეგიძლიათ წაახალისოთ თქვენი დისტანციური მუშაკები, შექმნათ ონლაინ სტატისტიკა, სადაც მათ ნებისმიერ დროს შეეძლებათ საუბარი.
სწორი კომუნიკაცია დისტანციური მუშაობის ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლებაა და ეს არის პირველი საკითხი, რომელსაც თქვენ, როგორც გუნდის მენეჯერი, უნდა გაუმკლავდეთ. როცა კომუნიკაციის ყველა არხი წარმატებით დამყარდება, თქვენი დისტანციური თანამშრომლებისთვის უფრო ადვილი იქნება ჩართულობა და პროდუქტიულობა.
2. ხშირად იმსჯელეთ მიზნების შესახებ
დისტანციურ მუშაკებს შორის ყოველდღიური ურთიერთობა აუცილებელია სამუშაო ადგილის ურთიერთობების შენარჩუნებისთვის და ორგანიზაციისადმი მათი გრძნობის შესანარჩუნებლად. ამასთან, არსებობს რაღაც, რისი გაკეთებაც ასევე ყოველდღიურად შეგიძლიათ, როგორც მენეჯერს, რომ ჩართულობის მაღალი დონე შეინარჩუნოთ.
ყოველდღიური მიზნების დასახვა არის პრაქტიკა, რომელიც ეფექტური აღმოჩნდა, ზოგადად, თანამშრომლების პროდუქტიულობის ასამაღლებლად. ეს პრაქტიკა მოდის პოზიტიური ფსიქოლოგიიდან და ფოკუსირებულია პროდუქტიულობის ამაღლებაზე ყოველდღიური მოტივაციის საშუალებით.
ორგანიზაციულ გარემოში, რეგულარული მიზნის დასახვა დაგეხმარებათ:
- თანამშრომლებმა უფრო მეტად იგრძნონ თავი პროექტებში ჩართულად დაწყებიდან ბოლომდე.
- მოერგოთ თანამშრომელთა საჭიროებებს რეალურ დროში.
- უფრო ეფექტურად გააკონტროლოთ თანამშრომლების მუშაობა.
ყოველდღიური სინქრონული შეხვედრები სამუშაო დღის დასაწყისში შესანიშნავი იდეაა თქვენი დისტანციური მუშაკების სამოტივაციოდ დასაწყისშივე.
ამ შეხვედრების დროს შეგიძლიათ დასახოთ უფრო მცირე მიზნები, რომლებსაც უნდა მიაღწიონ თანამშრომლებმა დღის განმავლობაში და აუხსნათ, თუ როგორ შეუწყობს ხელს ეს მიღწევები უფრო მეტ მიზნებს. ასეთი შეხვედრები შესანიშნავად მუშაობს, რათა შეინარჩუნოთ თქვენი დისტანციური მუშაკების მაღალი ჩართულობა ყოველდღიურად.
3. ჩართულობა უზრუნველყავით ხშირად შექებით
ჩართულობის ეფექტურობის შენარჩუნებისთვის საჭიროა აღიაროთ და შეაქოთ თანამშრომლების მიღწევები, აღიარება მენეჯმენტის სხვადასხვა დონიდან უნდა მოხდეს:
- დასაქმებულ პირთა 48% შექებასა და აღიარებას ელის უშუალო მენეჯერებისგან.
- დასაქმებულთა 64% -ს უფრო მეტი ქების მოსმენა სურს მაღალი დონის ლიდერების და აღმასრულებელი დირექტორებისგან.
- მუშაკთა მხოლოდ 29% -ს სურს აღიარება თავისი თანატოლებისგან.
შრომის აღიარება, შეიძლება მოტივაციის მძლავრი წყარო იყოს თქვენი დისტანციური მუშაკებისთვის, რაც მათ უფრო მეტად ჩართულობასა და პროდუქტიულობას მოიტანს
თანამშრომელთა დაჯილდოვების პროგრამები დაგეხმარებათ ამის მისაღწევად. ამ პროგრამების საშუალებით თქვენ შეგიძლიათ შექმნათ სამახსოვრო გამოცდილება თქვენი თანამშრომლებისთვის და აღნიშნული პროგრამების მართვა დისტანციურადაც შეგიძლიათ.
4. შესთავაზეთ თანამშრომლებს დოკუმენტურად მუშაობის გამოცდილება სახლიდან
თანამშრომლების დისტანციურად მართვის დროს მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ზოგი მათგანისთვის ეს ახალი გამოცდილებაა და შესაძლოა გაუჭირდეთ დისტანციური მუშაობის ახალ რეალობასთან შეგუება.
შეგიძლიათ შესთავაზოთ თქვენს თანამშრომლებს, აწარმოონ თავიანთი მცირე ნოუთები ან შიდა ბლოგი, როგორიცაა Journey.Cloud ან Penzu ან სხვა
ამასთან, ზოგიერთი თანამშრომლისთვის წერა არ არის ყველაზე საყვარელი საქმიანობა, შეგიძლიათ ხელი შეუწყოთ მათ, რომ თვალყური ადევნონ პროგრესს სოციალურ ქსელში. მაგალითად, მათ შეუძლიათ გადაიღონ სიუჟეტების სერია და შექმნან Highlights ინსტაგრამზე, დისტანციური მუშაობის ასიმილაციის პროცესის დოკუმენტირება.
5. გაერთეთ ერთად… დისტანციურად მაინც
სამწუხაროდ, გლობალური პანდემიის ფონზე, თქვენი თანამშრომლებისთვის ფიზიკურად გასვლა და ღონისძიებების ორგანიზება აღარ არის შესაძლებელი. ამასთან, ეს არ ნიშნავს, რომ ვირტუალური სამყარო არ გვთავაზობს შესაძლებლობას, ერთად ვისიამოვნოთ. როგორც გუნდის მენეჯერი, შეგიძლიათ შექმნათ რამდენიმე იდეა, რაც თქვენს დისტანციურ მუშაკებს სამუშაოს მიღმა გართობასა და კავშირში დაეხმარება.
ამის გაკეთების ერთ – ერთი საშუალებაა სადღესასწაულო წვეულებების ორგანიზება Facebook– ზე ან Twitch– ზე, უყურეთ და განიხილეთ მთელი ფილმები ან სატელევიზიო შოუები, სახლში დარჩენის დროს.
კიდევ ერთი იდეაა ონლაინ მუზეუმის ტურების და გამოფენების მონახულება. ალბათ, ერთ-ერთი პოზიტიური რამ, რისი მიღებაც მსოფლიოს შეუძლია გლობალური პანდემიისგან, არის მუზეუმებში სიარული სახლიდან გასვლის გარეშე. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ დისტანციური თანამშრომლები წაიყვანოთ ლუვრის ერთ-ერთ ონლაინ ტურში და ისიამოვნოთ ეგვიპტის სიძველეებით ან დეკორატიული ხელოვნებით უფასოდ.
მნიშვნელოვანია დააკვირდეთ, თუ როგორ რეაგირებენ თქვენი თანამშრომლები ამ მეთოდებზე და თქვენი სტრატეგია შესაბამისად მოარგოთ მათ საჭიროებებს
იმედია, ეს რჩევები დაეხმარება თქვენს დისტანციურ მუშაკებს იყონ უფრო ჩართულები და გაძლიერდნენ ამ ახალ სასტიკ რეალობაში. ამ რჩევების ახლავე გათვალისწინებით, თქვენ და თქვენი ორგანიზაცია უკეთესად მოემზადებით მომავლისთვის, რადგან დისტანციური მუშაობა მისი გარდაუვალი ნაწილი იქნება.
შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში!
IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!