IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

6 გლობალური ტრენდი სოციალურ მედიაში 2021 წლისთვის

15.03.2021

576 დათვალიერება

გთავაზობთ მსოფლიო დონის მარკეტინგული ორგანიზაციების (Talkwalker-ის, Hootsuite-ის და Influencermarketinghub-ის) მიერ განხილული ტრენდების ანალიზსა და პრაქტიკულ რჩევებს, რომლებიც 2021 წელს შენს სტარტაპს აქტუალურობას არ დააკარგვინებს.

 

 

ტრენდი #1 – ძლიერი, დადებითი ემოციების გამოწვევა

  • ტრენდზე რიცხვებით რომ ვისაუბროთ: საძიებო სისტემებში ჩაწერილ დრამასთან დაკავშირებული სიტყვების რაოდენობა კარანტინის პერიოდში 88%-ით გაიზარდა და 54.4 მილიონს მიაღწია.
  • ამას ემატება ბუმის შვილების (Baby boomers) სწრაფი ტემპით გაციფრულებაც. ეს ის თაობაა, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ (1946-1964 წწ.) დაიბადნენ. მარკეტინგული კომპანია Hootsuite-ს კვლევის მიხედვით, 2021 წელს, ბუმის შვილები, ანუ 55-64 წლის ადამიანები, სოციალურ მედიაში წინა წლებთან შედარებით უფრო დიდ დროს ატარებენ. მათგან 70%-მა კი, გასულ თვეებში ონლაინ შეძენითაც ისარგებლა.
  • რატომღაც გვგონია, რომ ამ აუდიტორიასთან საკომუნიკაციოდ საუკეთესო პლატფორმა ტელევიზიაა, მაგრამ პანდემიის შემდეგ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. ასე რომ, ნუ უგულებელყოფ ბუმის შვილებს, რადგან ნოსტალგიური მარკეტინგი ყველაზე ეფექტიანად სწორედ მათზე მუშაობს. Talkwalker-ი რამდენიმე რჩევას გვაძლევს იმის შესახებ, თუ როგორ ვისარგებლოთ ამ ახალი ტრენდით:

 

შეისწავლე შენი აუდიტორია.

ნოსტალგიური მარკეტინგისთვის განსხვავებული დემოგრაფიული მაჩვენებლები უნდა გამოიყენო. შესაბამისად, კარგად უნდა იცნობდე შენი ძირითადი აუდიტორიის ასაკს, სქესს, საცხოვრებელ არეალს, ინტერესებსა და ა.შ.

 

მოიძიე მონაცემები სხვადასხვა დროის ტრენდებზე.

რა ხდებოდა 70-იანებში, 80-იანებში, 90-იანებში, ან თუნდაც ათეული წლის წინ? მხოლოდ შენს ინდუსტრიას ნუ დასჯერდები. გაერკვიე, რა ხდებოდა ზოგადად მსოფლიოში ან/და საქართველოში.

ამასთან ერთად, იფიქრე მასშტაბურად. კონტენტი მხოლოდ ვიდეო ან ფოტო არ არის. ძველი თამაშები, მუსიკა, დიზაინი… ეს ყველაფერი გამოყენებადი და საკმაოდ საინტერესო გზაა აუდიტორიის ჩართულობის გასაზრდელად.

 

მოიძიე რეტრო ინფლუენსერები.

ოდესღაც საყვარელი, მაგრამ მივიწყებული სახეების გამოჩენა ნოსტალგიას ყველაზე მეტად ამძაფრებს. დაუკავშირდი და შეუთანხმდი ძველ ცნობილ სახეებს, რომლებიც შენი სამიზნე აუდიტორიისთვის ტკბილ მოგონებებთან ასოცირდება (გადაცემების წამყვანები, მსახიობები, მუსიკოსები და ა.შ.). მიუხედავად გავრცელებული შეხედულებისა, ინფლუენსერ მარკეტინგი სოციალურ მედიაში მზარდი ტრენდია, თუმცა ამაზე დეტალურად ცოტახანში ვისაუბრებთ.

 

 

ტრენდი #2 – Covid-19-ის 4 C

მარკეტერებისთვის 4 C უცხო არ არის. (Consumer, Cost, Convenience, Communication – მომხმარებელი, ხარჯები, მოხერხებულობა, კომუნიკაცია). თუმცა, პანდემიამ სიტუაცია შეცვალა. ალბათ არ გაგიკვირდება, მაგრამ გეტყვი, რომ მისი გავლენა წლობით დარჩება. Covid-19-ის 4 C კი ასე გამოიყურება:

 

  • Community – სოციუმი, საზოგადოება
  • Contactless – უკონტაქტობა
  • Cleanliness – სისუფთავე
  • Compassion – თანაგრძნობა

 

ეს საკითხები კვლავ ტენდენციურია: კვლევითი კომპანია Kantar-ის გამოკითხვის თანახმად, მომხმარებელთა 78% ფიქრობს, რომ ბრენდი მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში უნდა დაეხმაროს. შესაბამისად, კომპანიებს მსოფლიო მოვლენებთან ადაპტაცია და საკომუნიკაციო სტრატეგიების შეცვლა მოუწევთ.

 

ამის კარგი მაგალითია KFC-ს გადაწყვეტილება, პანდემიის გამო 2020 წლის აგვისტოში სლოგანი “თითებს ჩაიკვნეტ (Finger Lickin' Good)” საერთოდ ამოეღო მარკეტინგიდან.

 

რა პრაქტიკულ რჩევებზე მიგვითითებს ეს ტრენდი?

 

გაითვალისწინე მიმდინარე მოვლენები კონტენტის შექმნისას.

ყურადღება გაამახვილე ისეთ დეტალებზე, რომლებიც მომხმარებლებისთვის მნიშვნელოვანია. მაგალითად, სისუფთავე, ერთიანობა, თანაგრძნობა და ა.შ. (თუ, რა თქმა უნდა, პროდუქტი/სერვისი ამის შესაძლებლობას გაძლევს.)

თვალი ადევნე ტრენდებს, თუმცა მხოლოდ ინდუსტრიის მიმართულებას არ ვგულისხმობ. ზოგადად, რა სიტუაციაა მსოფლიოში და როგორ შეუძლია შენს სტარტაპს მომხმარებლების დახმარება ან მდგომარეობის შემსუბუქება?

 

ჩაატარე ფეისბუკის A/B ტესტირება.

A/B ტესტირება ფეისბუკის სარეკლამო პლატფორმის (Ads Manager) ფუნქციაა, რომლის მეშვეობითაც რეკლამაში ერთ კონკრეტულ დეტალს (ვიზუალს, მოწოდებას (CTA – Call To Action), აუდიტორიას) შეცვლი და პარალელურად გაუშვებ ორივე ვარიანტს. ტესტირების დასრულების შემდეგ, შედეგებს ერთმანეთს შეადარებ, გაანალიზებ და იმ რეკლამას დატოვებ, რომელმაც ყველაზე კარგად იმუშავა. ასე აღარც მკითხაობა მოგიწევს და აღარც მხოლოდ სუბიექტურ აზრს “აუ ეს პოსტი ძაან მაგარ ინგეიჯმენთს წამოიღეებს” დაეყრდნობი. თუმცა, მთლიან თანხას ამაზე ნუ დახარჯავ. გამოიყენე ბიუჯეტის მხოლოდ 10-15%.

 

ნუ დასჯერდები აგრესიულ მარკეტინგს.

აგრესიული მარკეტინგი ყოველთვის არ მუშაობს. არც ერთადერთ მარკეტინგულ სტრატეგიად ვარგა. შექმენი ღირებული კონტენტი (საგანმანათლებლო, შთამაგონებელი, ინფორმაციული ან გასართობი). დაფიქრდი, რა სჭირდება შენს აუდიტორიას. აგრესიული მარკეტინგი მხოლოდ მაშინ იმუშავებს ეფექტიანად, როცა მომხმარებლის ინტერესებზე მორგებული კონტენტი გიმაგრებს ზურგს.

 

 

ტრენდი #3 – მიმები

მიმები კომუნიკაციაში აქტუალობას არ კარგავს. თუ ჯერ კიდევ არ იცი, რას ნიშნავს ეს სიტყვა, ასე განგიმარტავ: ინფორმაციის ფრაგმენტი, რომელიც ინტერნეტ სივრცეში ვრცელდება ფოტოს, ვიდეოს, წარწერის ან ნახატის სახით და, ძირითადად, გასართობი ფუნქცია აქვს. კვლევითი კომპანია YPulse-ს მონაცემების მიხედვით, 13-36 წლის ადამიანების 75% მიმებს აზიარებს. გასაკვირი არაა, რომ პანდემიის პერიოდში მათზე მოთხოვნა გაიზარდა: 2020 წლის აპრილში მიმების მოხსენიების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა და 28 მილიონი შეადგინა. იგივე მონაცემი 2019 წლის აგვისტოში 19,8 მილიონი იყო.

 

მიმები გავლენას ახდენს მომხმარებლების აზროვნებაზე. კამპანიების დაგეგმვას და ბიუჯეტის გამოყოფას არ საჭიროებს, რადგან ხარისხიანი კონტენტი ორგანულად და სწრაფად ვრცელდება. პირველ რიგში, გირჩევ, კარგად გაანალიზო ეს საკითხი და უპასუხო შემდეგ კითხვებს:

 

  • რომელ თაობას მიეკუთვნება შენი სამიზნე აუდიტორია და რა არის მათთვის აქტუალური საკითხები?
  • რამდენად შეესაბამება მიმები შენს პროდუქტსა თუ სერვისს?
  • როგორ შეიძლება მიმების ინტეგრაცია შენი კომპანიის საკომუნიკაციო სტრატეგიაში? რომელ პლატფორმებს გამოიყენებ ამისთვის?

 

ლოგიკურია, რომ თუ პროდუქტი/სერვისი მხოლოდ ბუმის შვილებისთვისაა განკუთვნილი და შედარებით ოფიციალური საკომუნიკაციო ტონი გაქვს, მიმების გამოყენება არარელევანტური იქნება. თუმცა, თუ შედარებით ახალგაზრდა სეგმენტი გყავს, რამდენიმე უფასო პლატფორმას გაგიზიარებ, რომელთა დახმარებითაც მიმებს რამდენიმე წუთში გააკეთებ. შეგიძლია უკვე გამზადებული შაბლონები გამოიყენო, ან დიზაინი შენით ააწყო. აი, მიმების ჩემი ფავორიტი გენერატორები: Canva, Adobe Spark, Iloveimg, Imgflip და Kapwing.

 

საქართველოში ამ მიმართულებას აქტიურად იყენებს მასტერშეფის გადაცემა. თვალი გადაავლე მათ ფეისბუკის გვერდს, უამრავ მიმს შეხვდები. თუმცა, აქ ერთი საკითხია საინტერესო: მიმებს მარკეტინგის გუნდი კი არ აკეთებს, არამედ თავად მაყურებლები ქმნიან. ეს მომხმარებლის მიერ შექმნილი კონტენტის, ე.წ user-generated content-ის სახელითაა ცნობილი. შემდეგ პუნქტში სწორედ ამ ტრენდს განვიხილავ.

 

             → დარეგისტრირდი ახლავე!

 

ტრენდი #4 – მომხმარებლის მიერ შექმნილი (user-generated) კონტენტი

პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია Hubspot-ის კვლევის მიხედვით, მომხმარებელთა 75% რეკლამას არ ენდობა, 70% კი, პროდუქტის/სერვისის შეძენამდე სხვა ადამიანების რეკომენდაციებს ითვალისწინებს. მარტივი დასკვნა: ხალხი ენდობა ხალხს. მეტი სტატისტიკით თავს აღარ შეგაწყენ, რადგან რამდენიმე პრაქტიკული რჩევა მოგიმზადე.

 

ნუ დაივიწყებ სიტყვიერ (word-of-mouth) მარკეტინგს.

დაუახლოვდი შენს თანამშრომლებს, მომხმარებლებს და რელევანტურ ინფლუენსერებს. დარწმუნდი, რომ ადამიანები შენი კომპანიის შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ. გახსოვდეს, რომ სოციალური მედიის ალგორითმი უპირატესობას ყოველთვის ხალხს ანიჭებს.

 

ჩართე მომხმარებლები შენს კონტენტ გეგმაში.

საწყის ეტაპზე შეგიძლია მათი წახალისება და რაიმე მარტივი გათამაშების მოფიქრება. ფეისბუკს აქვს “ტოპ ფანების” (Top Fans) ფუნქცია, რომლის დახმარებით ყველაზე აქტიურ გამომწერებს გამოავლენ. შეგიძლია სიმბოლური ფასდაკლება შესთავაზო მათ, ვინც შენს პროდუქტს/სერვისს გამოიყენებს და ამის შესახებ ინფორმაციას პირად გვერდზეც გააზიარებს (მიმის, ფოტო და ვიდეო კონტენტის, ან უბრალოდ შეფასების სახით).

 

არ შეგეშინდეს პერსონალიზაციის.

მომხმარებლებს მოსწონთ, როდესაც ხვდებიან, რომ პოსტი ან შეთავაზება კონკრეტულად მათთვისაა განკუთვნილი. პირადი გამოცდილებით გირჩევ, რომ სამიზნე აუდიტორია ქვე-კატეგორიებად დაყო და თითოეული მათგანისთვის ინდივიდუალური კონტენტი შექმნა. თან, სამიზნე აუდიტორიის შერჩევის (targeting) მრავალფეროვანი არჩევანი გაქვს – ინტერესები, ასაკი, დემოგრაფიული ან ქცევითი მაჩვენებლები...

 

ინფლუენსერ მარკეტინგი კვლავ აქტუალურია.

შეიძლება ფიქრობდე, რომ მათ აღარავინ ენდობა, თუმცა ასე არ არის. თუ დიდი ბიუჯეტი არ გაქვს, გირჩევ, შენს კომპანიასთან რელევანტურ მიკრო ინფლუენსერებს დაუკავშირდე – ისინი ნიშურ საკითხში არიან კომპეტენტურები და 5 000-20 000 გამომწერი ჰყავთ. თუ არ იცი ამ სფეროში რა სიტუაციაა და სოციალურ მედიაში ძებნაც გეზარება, ერთ კარგ ქართულ პლატფორმას გაგიზიარებ, რომელსაც Echolize ჰქვია. მისი დახმარებით შეგიძლია დაუკავშირდე სასურველ ინფლუენსერს, გაიგო რა ღირს სხვადასხვა მომსახურება (პოსტი, სთორი და ა.შ.) და როგორი სტატისტიკური მონაცემი გააჩნია თითოეულ მათგანს.

 

 

ტრენდი #5 – ვიდეო კონტენტი და მისი ფორმები

ტექნოლოგიური კომპანია Cisco-ს პროგნოზის მიხედვით, 2022 წლისთვის ონლაინ კონტენტის 88%-ს ვიდეოები შეადგენს. ეს მიმართულება მოიცავს როგორც მოკლე ვიდეოებს (მაგალითად TikTok-ზე, ან Instagram Reels-ზე გამოქვეყნებულს), ასევე სთორებს, YouTube ვიდეოებსა და ლაივ სტრიმინგში გასვლას.

აქედან გამომდინარე, რამდენიმე რჩევა შეგვიძლია მოგცეთ:

 

აქტიურად გამოიყენე ეფემერული კონტენტი.

ეფემერული კონტენტი გულისხმობს კონტენტს, რომელიც დროის მოკლე მონაკვეთშია ხელმისაწვდომი. მაგალითად, სთორები. მათ ასაწყობად დიზაინერულ პლატფორმა Canva.com-ს გირჩევ. მეტიც, Instagram-ზე შეგიძლიათ ე.წ. Highlights-იც შექმნა, ანუ სთორები კონკრეტული თემატიკის მიხედვით დაალაგო და შემდეგ პროფილზე შეინახო.

 

ეცადე იყო მრავალფეროვანი.

აი, რამდენიმე იდეა ლაივ სტრიმინგისთვის:

 

  • მაყურებლებთან კითხვა-პასუხის რეჟიმი.
  • სიახლეების გამოცხადება. მაგალითად, ახალი პროდუქტის გამოშვება.
  • შიდა სამზარეულო – რა ხდება კადრებს მიღმა (ოფისში, კონკრეტული რეკლამის გადაღების დროს, მუშაობის პროცესში და ა.შ.).
  • ინტერვიუები და კოლაბორაციები, რომლის ფარგლებშიც შეგიძლია საინტერესო ადამიანები მოიწვიო;
  • ექსპერიმენტები და ცოტა გართობაც – აი, BuzzFeed-მა ასეთი არაადეკვატური ლაივი გააკეთა, სადაც საზამთროს რეზინებს აცმევდნენ, სანამ არ გასკდებოდა. თითქმის 50 წუთიან ვიდეოს 11 მილიონი ნახვა ჰქონდა და Twitter-ის ტრენდებშიც კი მოხვდა.

 

TikTok / Reels-ის კონტენტის შექმნისას, ჩემს საიდუმლო ხრიკს გაგიზიარებ.

პირველივე 5 წამში მაყურებელი დააინტრიგე ისე, რომ ვიდეოს ბოლომდე უყუროს. ყურადღება შეგიძლია ვიზუალური გაფორმებით მიიქციო, ან რამეს დაპირდე. მაგალითად: “თუ ამ ვიდეოს ბოლომდე უყურებ, ძალიან საინტერესო რაღაცას გასწავლი”. ეცადე, თავიდანვე ცხადი იყოს, რას სთავაზობ მათ და რატომ უნდა უყურონ შენს TikTok-ს ბოლომდე.

 

ტრენდი #6 – სოციალური მედიის ჯგუფები

ფეისბუკის ჯგუფები რომ აქტუალურია, ამაზე არავინ დავობს. მარკეტერები რეკლამისთვის, ძირითადად, ნიშურ ჯგუფებს ირჩევენ. პოსტის განთავსების ღირებულება წევრების რაოდენობასა და სხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული, საქართველოში კი, დაახლოებით 50-300 ლარამდე მერყეობს (პირადი გამოცდილებით).

 

შექმენი ფეისბუკის ჯგუფი.

თუ 1 პოსტში დიდი თანხის გადახდა არ გინდა, გირჩევ, თავად შექმნა შენი პროდუქტის/სერვისის ნიშური ჯგუფი. პირველივე დღეებში რამდენიმე ათას წევრს ვერ მოიზიდავ, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ამას აუცილებლად მოახერხებ. შექმენი მარკეტინგული კამპანია ისე, რომ მომხმარებლები ჯგუფში გაწევრიანდნენ.

 

გააზიარე ინდივიდუალური კონტენტი.

თუ ჯგუფში მხოლოდ სოციალური მედიის გვერდების პოსტებს გადააზიარებ, რა აზრი აქვს? ეცადე, რომ განსხვავებული კონტენტი შექმნა. გამომწერები პოსტებს ისედაც ნახავენ, ჯგუფში გაწევრიანება კი, მხოლოდ იმ შემთხვევაში მოუნდებათ, თუ იქ რაღაც განსხვავებული დახვდებათ. შეგიძლია გააკეთო ლაივები, ჩაატარო გამოკითხვები (Polls), კონტენტი თემების მიხედვით დაალაგო (Topics) და ა.შ.

 

სოციალური მედია მარკეტინგის ტრენდები მუდმივად იცვლება, ამიტომ სიახლეებს თვალი აუცილებლად ადევნეთ. შეეცადეთ, მომხმარებელთან დასაკავშირებლად რამდენიმე არხი გამოიყენოთ და თითოეული მათგანისთვის განსხვავებული კონტენტი შექმნათ (ნაწილობრივ მაინც). იმედია, ეს სტატია გამოგადგებათ.

 

შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100 ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

STEP კომპიუტერული აკადემიის რედაქცია

AI

ChatGPT სრული სახელმძღვანელო

დაიწყეთ ChatGPT გამოყენება უფრო სწრაფად და ეფექტურად, გაიგეთ ყველაფერი, დაწყებული უფასო რეგისტრაციიდან, დამთავრებული სამეწარმეო საქმეში ChatGPT-ის ფასიანი ვერსიის გამოყენებამდე

დაიწყეთ ChatGPT გამოყენება უფრო სწრაფად და ეფექტურად, გაიგეთ ყველაფერი, დაწყებული უფასო რეგისტრაციიდან, დამთავრებული სამეწარმეო საქმეში ChatGPT-ის ფასიანი ვერსიის გამოყენებამდე   UBS-ის ანგარიშის თანახმად, ChatGPT-ის ყოველდღიურ ვიზიტორთა რაოდენობამ  100 მილიონს მიაღწია, რაც მას ისტორიაში ყველაზე სწრაფად მზარდ აპლიკაციად აქცევს. ბიზნეს სამყარო ასევეა დაინტერესებული ChatGPT-ით და ცდილობს ხე�

ШАГ логотип

პროგრამირება

რომელ ქვეყანას ჰყავს მსოფლიოს საუკეთესო პროგრამისტები?

პროგრამირება თანამედროვე დროში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა, პარალელურად პროგრამირების დროს შემოქმედებითი პროცესი შეუზღუდავია, წარმოიდგინე, წერ კოდს, რომელიც უამრავი სიმბოლოსგან შედგება, თუმცა საბოლოოდ ის სხვანაირად გამოიყურება ის საშუალებას გაძლევთ არაფრისგან შექმნათ რაღაც ახალი, უჩვეულო, ორიგინალური და კრეატიული. 

პროგრამირება თანამედროვობის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა, პარალელურად პროგრამირების დროს შემოქმედებითი პროცესი შეუზღუდავია, წარმოიდგინე, წერ კოდს, რომელიც უამრავი სიმბოლოსგან შედგება, თუმცა საბოლოოდ ის სხვანაირად გამოიყურება ის საშუალებას გაძლევთ არაფრისგან შექმნათ რაღაც ახალი, უჩვეულო, ორიგინალური და კრეატიული იმის გასარკვევად, თუ რომელი ქვეყნიდან არიან

ШАГ логотип

პროგრამირება

JavaScript: განაახლეთ ყველა პაკეტი package.json-ში NCU-ით

JavaScript: განაახლეთ ყველა პაკეტი package.json-ში NCU-ით

JavaScript-ის დეველოპმენტის სამყაროში პაკეტებისა და დამოკიდებულებების მართვა ნებისმიერი პროექტის გადამწყვეტი ასპექცია. პაკეტების განახლება არა მხოლოდ უზრუნველყოფს უახლეს ფუნქციებთან წვდომასა და ხარვეზების აღმოფხვრას, არამედ აუმჯობესებს აპლიკაციის საერთო სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. თუმცა package.json ფაილში თითოეული პაკეტის ხელით განახლება შესაძლოა იყოს ძალიან შრომატევადი �

ШАГ логотип

Techfacts

News

Starlink უკვე საქართველოშია | ფასი, ინსტალაცია, სისწრაფე

საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, სადაც Starlink-ის უსადენო სწრაფი ინტერნეტი ხელმისაწვდომია!

Starlink მსოფლიოში მოწინავე სატელიტური ფართოზოლოვანი ინტერნეტ სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან, დაბალი დაყოვნების მქონე ფართოზოლოვან ინტერნეტს მთელს მსოფლიოში, მათ შორის იმ ადგილებში, სადაც ინტერნეტ კავშირი დაბალი საიმედოობის, უხარისხო ან სრულიად მიუწვდომელია - ახლა ის უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია! კომპანიის გადაწყვეტილებით, თბილისის ტექნოლოგიური პ�

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა