IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

7 გზა ინფორმაციული ტექნოლოგიებისკენ

2

ტექნოლოგიები

19.08.2022

1923 დათვალიერება

ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობა მრავალ საკითხს შეიძლება მოიცავდეს. თქვენ შეიძლება იმუშაოთ კომპიუტერულ უზრუნველყოფაში, კიბერ უსაფრთხოებაში, ინფორმაციულ სისტემებში, ქლაუდ კომპიუტინგში ან რომელიმე სხვა სფეროში.

 

მარტივია შეგექმნათ წარმოდგენა რომ ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით მუშაობა მაინცდამაინც დიდ ტექნოლოგიურ ოფისსა და დიდი ქალაქში მუშაობას ნიშნავს. თუმცა, ეს ყოველთვის ასე არაა. Burning Glass Technologies - მა აღმოაჩინა რომ ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით 90 პროცენტზე მეტ შემთხვევაში ვაკანსიები ამერიკაში ტექნოლოგიური სექტორის მიღმა არსებობს. ინფორმაციული ტექნოლოგიების არა ტექნოლოგიური ხასიათის სამსახურები კი ტექნოლოგიური ტიპის სამსახურებთან მიმართებაში რაოდენობრივად დაახლოებით 50 პროცენტით უფრო სწრაფად იზრდებიან - რას იმას ნიშნავს რომ ეს ნაპრალი კიდევ უფრო გაიზრდება. ამავდროულად, ინფორმაციული ტექნოლოგიური უნარები საჭიროა ისეთ ადგილებში როგორც საავადმყოფოა, ადგილობრივ თვითმართველობებში, ბანკებსა და უნივერსიტეტებში, ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის შედარებით პატარა ქალაქებშიც.

 

ამავდროულად უნდა ითქვას, რომ ინფორმაციული ტექნოლოგიების სამყარო გვთავაზობს კარიერული განვითარების სხვადასხვა მიმართულებებს ძალიან განსხვავებულ ინდუსტრიებში.  ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტს სპეციალიზაცია კიბერ უსაფრთხოების მიმართულებით შეუძლია, რათა კომპიუტერი უსაფრთხოდ იყოს, შესაძლოა შეისწავლოს ქლაუდ კომპიუტინგი რათა ინფორმაცია უფრო მარტივად ხელმისაწვდომი გახადოს, ან სტაციონარული კომპიუტერებთან იმუშაოს რათა ორგანიზაციას ყოველდღიურ საქმიანობაში დაეხმაროს.

 

ინფორმაციული ტექნოლოგიების კარიერული მიმართულებები

სხვადასხვა არსებულ მიმართულებაში გარკვევა, შესაძლოა დაგეხმაროთ ინფორმაციული ტექნოლოგიების კარიერაში პირველი ნაბიჯების გადადგმისას.

 

არ ხართ დარწმუნებულები თუ საიდან დაიწყოთ? ინფორმაციულ ტექნოლოგიებში დასაქმებული ბევრი ადამიანი იწყებს ზოგადი როლებით, რომლებიც თემების ფართო სპექტრს მოიცავენ, მაგალითად დამხმარე ტექნიკოსის სახით. ასეთი ტიპის როლის მოსაპოვებლად შეგიძლიათ დამწყები ინფორმაციული ტექნოლოგიის პროფესიონალის სერტიფიკატი მოიპოვოთ, თუმცა, ხშირ შემთხვევაში ასეთ სერტიფიკატს არ ითხოვენ. როგორც კი ამ მიმართულებით გარკვეულ გამოცდილებას შეიძენთ და უკეთ გეცოდინებათ ის თუ რისი კეთება მოგწონთ, შეგიძლიათ თქვენს კარიერაზე ფოკუსირება უფრო სპეციფიკური მიმართულებით განაგრძოთ. თუ კარიერას მხოლოდ ახლა იწყებთ, შესაძლოა ინფორმაციული ტექნოლოგიების დამწყები სამსახურების არეალს გადახედოთ, რათა გაერკვეთ თუ რა სხვადასხვა გზა არსებობს ამ მიმართულებით.

 

სამსახურებთან დაკავშირებული ინფორმაციის წყაროს ამერიკის შეერთებული შტატების შრომის სტატისტიკის ბიურო წარმოადგენს და 2020-2030 წლის პერიოდს მოიცავს, გარდა იმ შემთხვევებისა როდესაც სხვა წყაროა ნახსენები.

 

* საშუალო წლიური ხელფასის წყაროს Glassdoor წარმოადგენს, 2022 წლის ივლისის მდგომარეობით

 

1. კომპიუტერული მხარდაჭერა

ბევრი ადამიანი, თავისი კარიერის დამწყებ ფაზაზე კომპიუტერული მხარდაჭერის მიმართულებით იწყებს მუშაობას, აქ კომპიუტერული ოპერაციების ძალიან ფართო სპექტრს ვხედავთ. აქედან უკვე უფრო ვიწრო სპეციალიზაციის შერჩევა შეიძლება, მაგალითად კიბერ უსაფრთხოების ან ქსელური სისტემების მიმართულებით, მეორეს მხრივ შესაძლოა მხარდაჭერის მიმართულებით განვითარება, ასეთ შემთხვევაში შეიძლება გახდეთ უფროსი ან მენეჯერი.

 

ხელფასი: $70,953

 

სამსახურების სავარაუდო რაოდენობრივი ზრდა: 9% 

კარიერის სასტარტო სამსახურები: ინფორმაციული ტექნოლოგიების დამხმარე ტექნიკოსი, სტაციონარული კომპიუტერების მიმართულებით დამხმარე ტექნიკოსი, ოპერატორი ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით, ასისტენტი

 

კარიერის შუალედური ან მაღალი თანამდებობის სამსახურები: უფროსი ოპერატორი ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით, მომსახურების სამსახურის ზედამხედველი, მხარდაჭერის გუნდის მენეჯერი

 

2. კიბერ უსაფრთხოება

კიბერ უსაფრთხოებაში მუშაობა გულისხმობს კომპიუტერული სისტემების და მოწყობილობების დაცვას, ასევე სენსიტიური ინფორმაციის დაცვას მავნე პროგრამებისგან, არაავტორიზებული შეღწევისგან, დაზიანებისგან და ინფორმაციული შეღწევებისგან. Global Knowledge -ის, ინფორმაციული ტექნოლოგიების დეველოპური კომპანიის მიხედვით კიბერ უსაფრთხოება ინფორმაციული ტექნოლოგიებში ორი სფეროსგან ერთ-ერთი სადაც ყველაზე დიდ მოთხოვნას ვიხილავთ (მეორე სფერო ქლაუდ კომპიუტინგია).

 

ხელფასი: $96,543

 

სამსახურების სავარაუდო რაოდენობრივი ზრდა:  33% 

 

კარიერის სასტარტო სამსახურები: ინფორმაციული უსაფრთხოების ანალიტიკოსი, კიბერ უსაფრთხოების ანალიტიკოსი, კიბერ უსაფრთხოების ინჟინერი

 

კარიერის შუალედური ან მაღალი თანამდებობის სამსახურები: უფროსი კიბერ ინჟინერი, ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი, ეთიკური ჰაკერი

 

როგორ დავიწყოთ: კიბერ უსაფრთხოების საბაზისო პრინციპების გაცნობას შეუძლია დაგეხმაროთ წამოიწყოთ კარიერა ამ სფეროში. გამოცდილების მოპოვება ამ სფეროში დამწყები სერტიფიცირებით შეგიძლიათ, მაგალითად IT Academy Step  სერტიფიკატის მოპოვებით.

 

განთავისუფლდი ბანალური საგანმანათლებლო სისტემისგან, დაიწყე პროგრამირების შესწავლა სრულიად ახალი მეთოდებით, მოერგე ბაზრის თანამედროვემოთხოვნებსდა გახდი წარმატებული!

დარეგისტრირდი ახლავე!

 

3. ქსელები და სისტემები

ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიონალები რომლებიც ქსელებთან მუშაობენ, მუშაობენ ქსელთან ან მოწყობილობებთან დაკავშირებულ საკითხებზე, ხოლო სისტემაზე მომუშავე პროფესიონალები სერვერებსა და კომპიუტერულ სისტემებზე მუშაობენ. ამ ორს შესაძლოა ერთმანეთის გასაკეთებელი საქმის გაკეთებაც მოუწიოს, განსაკუთრებით პატარა კომპანიაში სადაც უფრო დიდი ალბათობაა რომ მრავალი ფუნქციის შესრულება დასჭირდეთ. მუშაობა ანალიტიკოსად ან ადმინისტრატორად შეიძლება დაიწყოთ და შემდგომში განვითარდეთ და მიაღწიოთ ქსელური ან სისტემური ინჟინრის ან არქიტექტორის როლს.

 

ხელფასი: $115,633

 

სამსახურების სავარაუდო რაოდენობრივი ზრდა: 5%

 

კარიერის სასტარტო სამსახურები: ქსელის ადმინისტრატორი, სისტემის ადმინისტრატორი, ქსელის დანერგვის ტექნიკოსი, სისტემური ანალიტიკოსიt

 

კარიერის შუალედური ან მაღალი თანამდებობის სამსახურები: ქსელის ინჟინერი, სისტემის ინჟინერი, ქსელის უსაფრთხოების ინჟინერი, ქლაუდის ქსელი ინჟინერი, სისტემის უფროსი ადმინისტრატორი, კომპიტერული ქსელის არქიტექტორი

 

4. პროგრამული განვითარება

პროგრამული დეველოპერები, ან პროგრამული ინჟინრები, ქმნიან კომპიუტერულ პროგრამებს რომლებიც სხვადასხვა დავალების შესასრულებლად გამოიყენება - თქვენი ინტერნეტ ბრაუზერი, მუსიკის სტრიმინგ სერვისი და ონლაინ ვიდეო საკონფერენციო აპლიკაციები ასეთი პროგრამების მაგალითებს წარმოადგენენ. პროგრამულ განვითარებას შეუძლია გახსნას გზები სხვადასხვა ინდუსტრიების ფართო სპექტრის მიმართულებით, მათ შორის ფინანსური, ვიდეო თამაშების და ტექნოლოგიურ სფეროებში.

 

ხელფასი: $110,913

 

სამსახურების სავარაუდო რაოდენობრივი ზრდა:  22% 

 

სამსახურები: პროგრამების ინჟინერი, პროგრამების დეველოპერი, პროგრამების უფროსი ინჟინერი

 

5. ვებ დეველოპმენტი

ვებ დეველოპმენტზე მუშაობა გულისხმობს იმას რომ ასეთ შემთხვევაში თქვენ დაგევალებათ ვებ-გვერდებისა და ტელეფონის აპლიკაციების შექმნა და შენახვა. ვებ დეველოპერები შესაძლოა იყვნენ როგორც ფრონტის, ასევე უკანა ხაზის დეველოპერები - რაც იმას ნიშნავს რომ ისინი შესაძლოა მუშაობდნენ როგორც ინტერფეისებზე, ასევე ვებ-გვერდების მექანიკაზე რომელიც არ ჩანს, შესაძლოა ამ ორივე როლის შეთავსებაც მოუწიოთ.

 

ხელფასი: $94,445

 

სამსახურების სავარაუდო რაოდენობრივი ზრდა: 13% 

 

სამსახურები: ვებ დეველოპერი, ვებ დიზაინერი, ფრონტზე მომუშავე დეველოპერი, უკანა ხაზზე მომუშავე დეველოპერი, ყველა მიმართულებით მომუშავე დეველოპერი, ფრონტზე მომუშავე ინჟინერი, უკანა ხაზზე მომუშავე ინჟინერი, ყველა მიმართულებით მომუშავე ინჟინერი

 

როგორ დავიწყოთ:  არ აქვს მნიშვნელობა, ხართ თვითნასწავლი თუ კომპიუტერულ პროგრამირებაში ხარისხი გაქვთ, ვებ დეველოპერული სამსახურები ხშირ შემთხვევაში პრიორიტეტს საჭირო გამოცდილებას ანიჭებენ ვიდრე რეგალიებს. ვებ პროგრამირების ენის კურსად აღების შემთხვევაში ჩვენთან IT Academy Step დისტანციურად შეისწავლით ვებ-დეველოპირებას.

 

6. ინფორმაცია

ინტერნეტთან წვდომის მქონე მოწყობილობების სიმრავლის ფონზე, დღეს კომპანიებს უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის ინფორმაცია აქვთ მათ მომხმარებლებზე, მომსახურებასა და სხვა ბიზნეს ფაქტორებზე. მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია არ წარმოადგენს ინფორმაციული ტექნოლოგიების ტრადიციულ სპეციალიზაციას, ინფორმაციასთან მუშაობის უნარზე მოთხოვნის ზრდა ინფორმაციულ ტექნოლოგიების მიმართულებით ამ უნარს კარიერული განვითარების კარგ ალტერნატივას წარმოადგენს. ინფორმაციასთან მუშაობა ერთის მხრივ შეიძლება დაკავშირებული იყოს მოწყობილობების და უსაფრთხოების შენახვასთან, ინფორმაციული ტექნიკოსის როლში ან ინფორმაციის იმგვარ გაფილტვრასთან რაც საშუალებას მოგცემთ იპოვოთ კანონზომიერებები და გამოიტანოთ მნიშვნელოვანი დასკვნები, ინფორმაციის ანალიტიკოსის ან მეცნიერის როლში.

 

ხელფასი: $98,860.

 

სამსახურების სავარაუდო რაოდენობრივი ზრდა: 8%

 

კარიერის სასტარტო სამსახურები: ინფორმაციული ცენტრის ტექნიკოსი, ინფორმაციული ბაზის ადმინისტრატორი, ინფორმაციის ანალიტიკოსი

 

კარიერის შუალედური ან მაღალი თანამდებობის სამსახურები: ინფორმაციასთან მუშაობის მეცნიერი, ინფორმაციის ინჟინერი, ინფორმაციის ინჟინერი

 

7. ქლაუდ კომპიუტინგი

Global Knowledge - ის მიხედვით კიბერ უსაფრთხოებასთან ერთად, ქლაუდ კომპიუტინგი ინფორმაციულ ტექნოლოგიებში ყველაზე მოთხოვნად სფეროდ დასახელდა. კარიერა ქლაუდ ტექნოლოგიაში როგორც წესი მოიცავს პროგრამირებას ისეთ ქლაუდ პლატფორმებზე როგორიც Azure, AWS ან Google Cloud - ია.

 

ხელფასი: $119,123

 

სამსახურების სავარაუდო რაოდენობრივი ზრდა: 27% 

 

კარიერის სასტარტო სამსახურები: ქლაუდ ინჟინერი, ქლაუდ კომპიუტინგის პროგრამისტი

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდითსტეპერებისდიდოჯახში!

IT Academy StepლიდერიITსფეროში -უკვე100+ფილიალით!

+995 577 538 549.თელავი,ნადიკვრის#23

+995 (32) 215-55-51.თბილისი,.ყაზბეგის34/34

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

რომელი ენები გააჩენს მომდევნო თაობის დეველოპერებს

რომელი ენები უნდა ისწავლოს ახალბედა დეველოპერმა 2025 წელს? Python, JavaScript, TypeScript, Go და Kotlin — ესენია ენები, რომლებიც აყალიბებენ მომავლის დეველოპერებს და შენს კარიერულ გზას.

ტექნოლოგიები ელვის სისწრაფით ვითარდება — ყოველდღე ჩნდება ახალი ხელსაწყოები, პლატფორმები და პროგრამირების ენები, რომლებიც სრულიად ცვლიან თამაშის წესებს. ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც იბადება დეველოპერების ახალი თაობა — არა მხოლოდ ტექნოლოგიების მომხმარებლები, არამედ მათი შემქმნელები. და მთავარი კითხვა ასეთია: რომელი ენები გახდება ამ ახალი თაობის ყველაზე ძლიერი იარაღი ი

ШАГ логотип

პროგრამირება

დეველოპერი 5.0 – როგორ მუშაობს ახალი თაობის გუნდი და რა უნარებია საჭირო?

დეველოპერი 5.0 აღარ არის მხოლოდ კოდერი. გაიგე, როგორ მუშაობს ახალი თაობის გუნდი და რა უნარებია საჭირო მომავლის პროგრამისტისთვის.

ციფრული ეპოქა ყოველდღიურად გარდაქმნის დეველოპერების პროფესიას. ტექნოლოგიების განვითარებამ, მაგალითად, AI-ს და ავტომატიზაციის სწრაფმა ტემპმა, სრულიად ახალი რეალობა შექმნა: დეველოპერი 5.0 აღარ არის უბრალოდ კოდერი — ის არის გუნდური მოთამაშე, რომელიც ერთდროულად ფლობს ტექნიკურ, კომუნიკაციურ და პრობლემის გადაჭრის უნარებს. ახალი თაობის გუნდი სხვანაირად მუშაობს — აქ აღარ არსებო

ШАГ логотип

სამუშაოების ახალი ევოლუცია

როგორ იცვლება პროფესიები ტექნოლოგიური ბუმის ფონზე? გაიგე, რატომ სჭირდებათ ახალ თაობებს ჰიბრიდული უნარები და როგორ ამზადებს IT აკადემია Step აკადემია მომავალ პროფესიონალებს ცვალებადი სამუშაოსთვის.

21-ე საუკუნის დასაწყისში „პროფესია“ აღიქმებოდა როგორც სტაბილური რუტინა: კაბინეტი, ფიქსირებული გრაფიკი და ვიწრო სპეციალიზაცია. თუმცა ტექნოლოგიურმა ბუმმა ეს სტრუქტურა თავდაყირა დააყენა. დღეს, როცა ხელოვნური ინტელექტი ქმნის დიზაინს, წერილებს და კოდსაც კი, სამუშაოს ახალი ევოლუცია იწყება იქ, სადაც ადამიანური უნარები ციფრულ შესაძლებლობებთან იკვეთება. სწორედ ამიტომ ჩნდება ახ

ШАГ логотип

დიზაინერი AI-ის ეპოქაში - ახალი კომპეტენციების საჭიროება

AI-ის ეპოქაში დიზაინერის როლი რადიკალურად ტრანსფორმირდება — ხელოვნური ინტელექტი ხდება მისი ასისტენტი და პარტნიორი, რაც მოითხოვს ახალ კომპეტენციებს: prompt engineering, AI ინსტრუმენტების ეფექტური გამოყენება, მონაცემთა ანალიზი, ეთიკური პასუხისმგებლობა და უწყვეტი განვითარება. თანამედროვე დიზაინერი უკვე აღარ არის მხოლოდ შემსრულებელი, ის სტრატეგიულად მართავს AI-ს, აძლევს მას ადამიანურ ღირებულებებს და ქმნის ინოვაციურ, მომხმარებელზე ორიენტირებულ გამოცდილებებს.

ყველა ვხედავთ, ყველა ვამჩნევთ გარდამტეხ, რევოლუციურ ფაზას, რასაც ხელოვნური ინტელექტი ქმნის დიზაინის სფეროში. კრეატიული პროცესების ავტომატიზაცია, უკვე უპრეცედენტო შესაძლებლობებს იძლევა. ეს ტრანსფორმაცია არამხოლოდ ცვლის დიზაინერის ყოველდღიურ საქმიანობას, არამედ მოითხოვს მისგან ახალ კომპეტენციებსა და უნარებს, რომ წარმატებული იყოს, ამ მუდმივად ცვალებად გარემოში.  AI როგ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა