IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

7 ყველაზე უსაფრთხო პროგრამული ენა

26.05.2021

407 დათვალიერება

როდესაც საქმე პროგრამირების საყვარელ ენებს ეხება, თითოეულ დეველოპერს საკუთარი ფავორიტი გააჩნია. სიმართლე გითხრათ, ‘ყველაზე უსაფრთხო ენა’ -ს მსგავსი ოფიციალური ტერმინი არ არსებობს. მაგრამ WhiteSource-ის მიერ ჩატარებულმა ბოლო კვლევამ გამოამჟღავნა პროგრამირების სხვადასხვა ენების უსაფრთხოების რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი.

 

როგორ განვსაზღვროთ პროგრამირების ენის უსაფრთხოება?

ნებისმიერი ენის დაუცველობის შესამოწმებლად აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ სხვადასხვა ფაქტორები როგორიცაა Buffer Flow vulnerability, Common Weakness Enumeration (CWE), Heartbleed Bug და ა.შ. კვლევა გაკეთდა პროგრამირების შვიდ ყველაზე პოპულარულ ენაზე PHP, Python, Java, Ruby, JavaScript, C და C++ ზე. მათ მონაცემთა სხვადასხვა ბაზებიდან მოიძიეს ინფორმაცია, მაგალითად უსაფრთხოების კონსულტაციები, Github თემატური ტრეკერები, ეროვნული მოწყვლადობის მონაცემთა ბაზა და ა.შ.

 

პროგრამირების ყველაზე უსაფრთხო ენები

ღია წყაროს (OPEN SOURCE) დაუცველობის სრული ინფორმაცია ენების მიხედვით

 

Ruby

კვლევის მიხედვით რუბის აქვს მინიმალური რაოდენობის უსაფრთხოების ხარვეზები. ამის გამო ის შეიძლება ჩაითვალოს პროგრამირების ყველაზე უსაფრთხო ენად. CWE-ის (ზოგადი ხარვეზების აღრიცხვა) მიხედვით, ყველაზე გავრცელებული CWe არის XSS ხარვეზები, მაგრამ ასევე არსებობს სხვა CWe-ებიც, როგორიცაა CWE – 20, CWE – 200, CWE – 264 და CWE 284. საერთო ჯამში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში რუბის მძიმე ხარვეზების მხოლოდ 19% ჰქონდა.

 

C++

C++ პროგრამირების უსაფრთხო ენებს შორის დომინირებს. უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში, მაღალი სიმძიმის ხარვეზები საშუალოდ 36%-ს შეადგენს, მაგრამ აღმოჩენილი ხარვეზების რაოდენობა საკმაოდ მცირეა. კვლევის მიხედვით, ამ ენაში მხოლოდ ორი ხარვეზი იპოვეს, როგორიცაა Buffer Errors (CWE – 119) და Validation Issues (CWE – 20).

 

Python

იყო დრო, როცა პითონმა ხარვეზების მიხედვით ზედა ზღვარს მიაღწია, მაგრამ ახლა ძალიან გაუმჯობესდა. Input Validation (CWE – 20), Permissions, Privileges and Access Control (CWE – 264), Information Leak/Disclosure (CWE – 200) და Cross-Site Scripting (CWE – 79) პითონში თითქმის არ არის ძირეული ხარვეზები . ამ ენას აქვს ყველაზე დაბალი რაოდენობის მაღალი სიმძიმის ხარვეზი (საშუალოდ 15%) ბოლო ხუთი წლის განმავლობაში.

 

გაიარე რეგისტრაცია ახლავე! მიღება დაწყებულია ახალი ჯგუფებისთვის, ნუ გაუშვებ შენს შანსს ხელიდან!

                → დარეგისტრირდი ახლავე!

 

JavaScript

იმის გამო, რომ პროგრამირების ერთერთი ყველაზე პოპულარული ენაა, ჯავასკრიფტში გამუდმებით იზრდებოდა ხარვეზების რაოდენობა ბოლო ათი წლის განმავლობაში. თუ უმაღლესი სიმძიმის ხარვეზებზე ვისაუბრებთ, მათი რაოდენობა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საშუალოდ 31%-ი იყო. ყველაზე გავრცელებული ხარვეზები (CWEs) ჯავასკრიფტში არის Path Traversal (Cwe – 22) და Cryptographic Issues (CWE – 310).

 

Java

კიდევ ერთ პოპულარულ ენაში ჯავა, ხარვეზების რაოდენობა 2016 წლიდან მუდმივად იზრდება. თუ ნახავთ სტატისტიკას, 2017 წელთან შედარებით მონაცემები 2018 წელს გაორმაგებულია. მაღალი სიმძიმის ხარვეზების რაოდენობა საშუალოდ 19%-ია ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, რაც 2015 წლის შემდეგ მცირდება.

 

PHP

PHP-ს ყველა სხვა ენებთან შედარებით ყველაზე დიდი რაოდენობის ხარვეზები აქვს. ის ერთადერთი ენაა SQL Injection (CWE – 89) ხარვეზით, რომელიც 2017 წელს და 2018 წლებში წამოვიდა. PHP-თან დაკავშირებული კიდევ ერთი გავრცელებული ხარვეზი არის Cross-Site scripting (CWE – 79). მაღალი სიმძიმის ხარვეზების საშუალო რაოდენობა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 16%-ს შეადგენს, საკმაოდ მდგრადი მონაცემია 2017 წლის მკვეთრი შემცირების შემდეგ.

 

C

C არის პროგრამირების ყველა ენის მშობელი, რომელსაც აქვს 50%-ზე მეტი ღია წყაროს ხარვეზები 2019 წლიდან. ხარვეზების გარდა, მას ასევე აქვს დიდი რაოდენობის მეხსიერების კორუფციის ხარვეზები, მაგალითად Buffer Errors (CWE – 119). უმაღლესი სიმძიმის ხარვეზები ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საშუალოდ 26%-ია, 2017 წლის შესამჩნევი ზრდის გათვალისწინებით.

 

და ბოლოს

იმედი მაქვს სტატია თქვენთვის სასარგებლო ინფორმაციას შეიცავს და პროგრამირების ენებს ახლა უსაფრთხოების ასპექტის მიხედვითაც შეხედავთ. თუმცა, გირჩევთ ყველაზე უსაფრთხო ენის არჩევის ნაცვლად ყურადღება გაამახვილოთ იმაზე, თუ როგორ დაწეროთ კოდი ყველაზე უსაფრთხო გზით თქვენს მიერ არჩეულ ენაზე.

 

შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

რას ნიშნავს “სწავლის უნარი” მომავალში?

სწავლა აღარ არის მხოლოდ წიგნების ზეპირად დამახსოვრება — მომავლის უნარია სწრაფი ადაპტაცია და ახალი ცოდნის მუდმივი ათვისება. თუ გინდა შენი შვილი იყოს წარმატებული პროფესიულ სამყაროში — ასწავლე სწავლის სიყვარული.

მომავლის პროფესია იწყება სწავლის უნარით დღეს „სწავლის უნარი“ აღარ ნიშნავს მხოლოდ წიგნის გახსნას და ზეპირად დამახსოვრებას. ტექნოლოგიების ეპოქაში ეს გულისხმობს სისწრაფეს, რომლითაც ახალი ინფორმაციას ითვისებ, და გონებრივ მოქნილობას, რომ სწრაფად მოერგო ცვალებად გარემოსა და ახალ რეალობებს. თანამედროვე და განსაკუთრებით მომავლის პროფესიული კარიერა მოითხოვს უწყვეტ განვითა

ШАГ логотип

News

Society 5.0 – როცა პროფესია აღარ არის სტატუსი, არამედ წვლილი საზოგადოების განვითარებაში

"ვინ ხარ?" – ექიმი, იურისტი, ინჟინერი, მასწავლებელი. თუმცა, თანამედროვე 2025 წლის რეალობაში, Society 5.0-ის კონცეფცია გვთავაზობს პრინციპულად განსხვავებულ პერსპექტივას:

საუკუნეების განმავლობაში პროფესიული იდენტობა წარმოადგენდა სოციალური სტატუსის ძირითად განმსაზღვრელს – "ვინ ხარ?" – ექიმი, იურისტი, ინჟინერი, მასწავლებელი. თუმცა, თანამედროვე 2025 წლის რეალობაში, Society 5.0-ის კონცეფცია გვთავაზობს პრინციპულად განსხვავებულ პერსპექტივას: პროფესია აღარ წარმოადგენს მხოლოდ ფორმალურ ტიტულს. ის გარდაიქმნება ინსტრუმენტად, რომლის მეშვეობითაც ინდივიდს შ

ШАГ логотип

მოტივაცია

მინდა ვაკეთო ის, რაც მნიშვნელოვანია – მაგრამ ჯერ არ ვიცი რა არის მნიშვნელოვანი

თუ გსურთ აკეთოთ ის, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია, მაგრამ ჯერ არ გიპოვიათ თქვენი გზა, ეს სტატია დაგანახებთ, როგორ შეიძლება ინტუიციაზე დაყრდნობილი პირველი ნაბიჯები, მრავალფეროვანი გამოცდილება და მენტორის მხარდაჭერა გახდეს თქვენი უნიკალური მიმართულების აღმოჩენის გასაღები.

თქვენ არ ხართ ერთადერთი, ვინც ამ გამოწვევას ებრძვის. ძალიან ბევრ ადამიანს უჩნდება განცდა, რომ მათში არსებობს მნიშვნელოვანი პოტენციალი, მაგრამ ჯერ ვერ აღმოუჩენიათ ზუსტად სად ან როგორ უნდა მოახდინონ ამ პოტენციალის რეალიზება. ეს მდგომარეობა არ წარმოადგენს სისუსტეს, პირიქით, ეს არის ძალიან ძლიერი საწყისი წერტილი პიროვნული განვითარებისათვის. თუ არ გსურთ უბრალოდ სამსახური დ

ШАГ логотип

ახალი პროფესიები, ახალი წესები 7 უნარი, რომელიც ნებისმიერ პროფესიონალს დასჭირდება 2030 წლამდე

შვიდი ფუნდამენტური უნარი, რომლებიც 2030 წლამდე ნებისმიერი პროფესიონალისთვის გადამწყვეტი გახდება. ეს უნარები სცდება ტექნიკურ ცოდნას და ეხება აზროვნების სტილს, თანამშრომლობას, ეთიკურ პასუხისმგებლობასა და ხელოვნურ ინტელექტთან მუშაობის ახალ წესებს. თუ გსურთ მომავლის ბაზარზე კონკურენტუნარიანობა, აუცილებელია სწორედ ამ კომპეტენციების განვითარება.

თანამედროვე რეალობაში უკვე არავის უკვირს, როდესაც ერთი ადამიანის პროფესიული იდენტობა მოიცავს რამდენიმე განსხვავებულ როლს: პროგრამისტი, კონტენტის მენეჯერი, ხელოვნური ინტელექტის ტრენერი და პარალელურად სოციალური პროექტის განმავითარებელი. ეს მრავალმხრივობა არ წარმოადგენს ქაოტურ გამონაკლისს - ეს არის ახალი, სისტემური წესრიგი, სადაც პროფესიული საზღვრები იშლება, ტრანსფორ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა