IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

8 დაწყებითი დონის სამუშაო პოზიცია ახალგაზრდებისთვის, კომპიუტერული მეცნიერების დარგში!

08.09.2021

1410 დათვალიერება

ყოველწლიურად ათასობით სტუდენტს აწუხებს მარტივი, მაგრამ უაღრესად მნიშვნელოვანი შეკითხვა, "რა იქნება სწავლის შემდეგ?" თუ თქვენ სერიოზულად ფიქრობთ კომპიუტერული მეცნიერის ხარისხის მოპოვებაზე, განაგრძეთ სწავლა და მალე გექნებათ სამსახური, რადგან კომპიუტერული და ინფორმაიული ტექნოლოგიების ინდუსტრიაში სამუშაო ადგილების რაოდენობა საშუალო მაჩვენებელზე ბევრად სწრაფი ტემპით იზრდება

 

აშშ შრომის სტატისტიკის ბიუროს (BLS) 1 მიხედვით, ყოველწლიურად, ახალი მოწყობილობების ბაზარზე გამოჩენასთან და ტექნოლოგიის უწყვეტ განვითარებასთან ერთად, მთელს მსოფლიოში კომპანიები სამსახურში ასაყვანად ეძებენ კურსდამთავრებულ ახალგაზრდებს საქართველოს მსგავსი განვითარებადი ქვეყნებიდან, კოდირების უნარებით და კომპიუტერული მეცნიერებების სიღრმისეული აღქმით

 

თუ გაინტერესებთ კომპიუტერული მეცნიერებების დაწყებითი დონის სამუშაოები, რომლებიც შეიძლება გელოდებოდეთ სწავლის დამთავრების შემდეგ, განაგრძეთ კითხვა რვა საინტერესო ვარიანტის მოკლე საინფორმაციო მიმოხილვისთვის. 

 

კომპიუტერული მეცნიერების 8 საუკეთესო სამუშაო ახალი კურსდამთავრებულებისთვის

მოცემულ სფეროში ყველაზე დადებითი ასპექტი მისი მრავალფეროვნებაა. კომპიუტერულ მეცნიერებათა ცოდნას შეუძლია საფუძველი ჩაუყაროს რამდენიმე სხვადასხვა ტექნოლოგიური კარიერით დაინტერესებას. ჩვენ ვქმნით რამდენიმე ყველაზე გავრცელებული შესაძლებლობის პროფილებს, რათა უკეთ გაეცნოთ სამუშაო მოვალეობებს, კარიერულ პერსპექტივებს და პოტენციალის გამომუშავების საკითხებს. BLS გთავაზობთ მონაცემებს ამ პოზიციებისთვის საშუალო წლიური შემოსავლის შესახებ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ კომპიუტერული მეცნიერების პოზიციების საწყისი ხელფასი სავარაუდოდ ნაკლები იქნება ვიდრე ეს მაჩვენებლებია. ზოგადად რომ ვთქვათ, კომპენსაცია იზრდება გამოცდილებასთან ერთად.

 

ამის გათვალისწინებით, მოდით უფრო ახლოს განვიხილოთ კომპიუტერული მეცნიერების პოზიციები, რომლებზეც კურსდამთავრებულები ხვდებიან. ჩვენ გამოვიყენეთ შრომის ბაზრის ანალიზის პროგრამული უზრუნველყოფა გასული წლის 135,000-ზე მეტი გამოქვეყნებული სამუშაოს შესამოწმებლად, რომლებიც ეძებდნენ კანდიდატებს კომპიუტერული მეცნიერებების ხარისხით და ნულიდან ორ წლამდე გამოცდილებით

 

არ დაკარგოთ დრო! ჩვენი სასწავლო პროგრამა დაგეხმარებათ გახდეთ პროფესიონალი დიდი და მნიშვნელოვანი პროექტებით!

→ დარეგისტრირდი ახლავე!

 

1. პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი

პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერები აანალიზებენ მომხმარებლების საჭიროებებს და შემდეგ ქმნიან პროგრამულ უზრუნველყოფას ამ მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. საქმიანობისას, ისინი თანამშრომლობენ დეველოპერების გუნდთან, რათა შეიმუშაონ და გააუმჯობესონ პროგრამული უზრუნველყოფა ან აპლიკაცია. ეს პროგრამები შეიძლება იყოს პრაქტიკული სპექტრიდან, როგორიცაა ინვენტარის კონტროლის სისტემა, გართობის და მობილური თამაშების სპექტრი. ეს როლი მოითხოვს ძლიერ პროგრამირების და კოლაბორაციის უნარებს, რადგან გუნდი ერთად მუშაობს პროგრამის ყველა ელემენტის შესაქმნელად და დაკავშირებული პრობლემების აღმოსაფხვრელად.

 

  • მინიმალური წლიური ხელფასი (2020): $110,1401
  • დასაქმების სავარაუდო ზრდა (2019–2029): 22%1

 

2. კომპიუტერული მხარდაჭერის სპეციალისტი

კომპიუტერული მხარდაჭერის სპეციალისტებს, რომლებსაც ზოგჯერ ტექნიკურ მხარდაჭერას ან IT სპეციალისტებს უწოდებენ, ევალებათ უპასუხონ მომხმარებლების შეკითხვებს კომპიუტერული ტექნიკის ან პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ. მათი ამოცანაა პირადად, ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით დაადგინონ და გადაწყვიტონ პროგრამული უზრუნველყოფის ან ტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემები. მათ ასევე შეუძლიათ დააყენონ აღჭურვილობა, დააინსტალირონ პროგრამები და განახორციელონ აპარატურის საბაზისო დონის შეკეთება

 

  • მინიმალური წლიური ხელფასი (2020): $55,5101 
  • დასაქმების სავარაუდო ზრდა (2019–2029): 8%1

 

3. ვებ-დეველოპერი

ვებ დეველოპერები ქმნიან, ავითარებენ და მართავენ ვებსაიტებს კლიენტებისა და კომპანიებისთვის. ვებ განვითარების როლიდან გამომდინარე, მათი სამუშაო შეიძლება ორიენტირებული იყოს როგორც ვებგვერდის დიზაინზე და გარეგნობაზე, ასევე შიდა "ბექენდ" კოდზე, რომელიც უზრუნველყოფს მის გამართულ მუშაობას. მათ მჭიდროდ უნდა იმუშაონ კლიენტთან ან შიდა გუნდთან, რათა მოახდინონ საჭიროებების პრიორიტეტიზაცია, შეიმუშაონ კონტენტი და მიაგნონ გადაწყვეტებს.  

 

  • მინიმალური წლიური ხელფასი (2020): $77,2001
  • დასაქმების სავარაუდო ზრდა (2019–2029): 8%1

 

4. კომპიუტერული სისტემების ანალიტიკოსი

კომპიუტერული სისტემების ანალიტიკოსები პასუხისმგებელნი არიან ბიზნესისა და IT ინიციატივების გაერთიანებაზე. ისინი აანალიზებენ მონაცემთა დამუშავების პრობლემებს კომპიუტერული სისტემების გასაუმჯობესებლად, სისტემის თავსებადობის გასაუმჯობესებლად და პროცედურებისა და ხარისხის სტანდარტების შესაქმნელად. მათ ასევე უნდა გაიარონ კონსულტაცია ბიზნეს ლიდერებთან, რათა განისაზღვროს IT სისტემის როლი.

 

  • მინიმალური წლიური ხელფასი (2020): $93,7301
  • დასაქმების სავარაუდო ზრდა (2019–2029): 7%1

 

5. კომპიუტერული სისტემების ინჟინერი

კომპიუტერული სისტემების ინჟინრებს ევალებათ შექმნან გადაწყვეტები კომპლექსური აპლიაკციების პრობლემების, სისტემის ადმინისტრირების საკითხების ან ქსელის პრობლემების შესახებ. მათ უნდა დაუკავშირდნენ და ესაუბრონ კლიენტებს სისტემის საჭიროებების შესახებ და ითანამშრომლონ პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერებთან დიზაინის შესაბამისი გადაწყვეტების დასადგენად. ისინი ასევე იძლევიან რჩევებს პროექტის ღირებულების, დიზაინის კონცეფციების ან დიზაინის ცვლილების შესახებ.

 

  • მინიმალური წლიური ხელფასი (2020): $92,8701
  • დასაქმების სავარაუდო ზრდა (2019–2029): 5%1

 

6. ინფორმაციული უსაფრთხოების ანალიტიკოსი

ინფორმაციული უსაფრთხოების ანალიტიკოსები სამუშაო დღეებს უთმობენ უსაფრთხოების ზომების დაგეგმვას, განხორციელებას, განახლებას და მონიტორინგს, რომლებიც შექმნილია კომპიუტერული ქსელებისა და ინფორმაციის დასაცავად. ეს შეიძლება მოიცავდეს რისკების შეფასებას, მონაცემთა დამუშავების სისტემების ტესტების ჩატარებას, კომპიუტერული უსაფრთხოების პოლიტიკისა და პროცედურების დოკუმენტირებას, მომხმარებელთა სწავლებას და მონაცემთა გადაცემის დაშიფვრას კონფიდენციალური ინფორმაციის დაფარვის მიზნით.

 

  • მინიმალური წლიური ხელფასი (2020): $103,5901
  • დასაქმების სავარაუდო ზრდა (2019–2029): 31%1

 

7. ბიზნეს შესაძლებლობების ანალიტიკოსი

ბიზნეს შესაძლებლობების ანალიტიკოსები მუშაობენ ფინანსური და საბაზრო ინტელექტის წარმოებაზე კონკურენტული საბაზრო სტრატეგიების გაანალიზებით, შესაბამისი პროდუქტის, ბაზრის ან წილის ტენდენციების შესწავლით. ისინი ხშირად აგროვებენ ბიზნეს შესაძლებლობებთან დაკავშირებულ მონაცემებს ინდუსტრიის არსებული ანგარიშებიდან, საჯარო ინფორმაციადან, საველე ანგარიშებიდან ან შეძენილი წყაროებიდან. ამ ინფორმაციებით შეიარაღებულნი, ეს ტექნიკური პროფესიონალები განსაზღვრავენ ინდუსტრიის ან გეოგრაფიულ ტენდენციებს, რომლებიც დაკავშირებულია ბიზნესის შედეგებთან.

 

  • მინიმალური წლიური ხელფასი (2020): $98,2301
  • დასაქმების სავარაუდო ზრდა (2019–2029): 8%1

 

8. მონაცემთა ბაზების ადმინისტრატორი

მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორები პასუხისმგებელნი არიან პროგრამული და პარატურული უზრუნველყოფის ზედამხედველობაზე, რომელიც შეიცავს ორგანიზაციის მონაცემებს. ეს მოიცავს მონაცემთა ბაზების ტესტირებას შეცდომების იდენტიფიცირებისა და გამოსწორებისთვის, უსაფრთხოების ზომების კოორდინაციასა და განხორციელებას, მომხმარებლის წვდომის დონის განსაზღვრას, და პროგრამისტებისა და ანალიტიკოსებისთვის მითითებების მიცემას სისტემაში ცვლილებების განხორციელებისთვის.

 

  • მინიმალური წლიური ხელფასი (2020): $98,8601
  • დასაქმების სავარაუდო ზრდა (2019–2029): 10%1

 

ახლა, როდესაც თქვენ უკეთესად იცნობთ სამუშაო პოზიციებს, სადაც ეძებენ კომპიუტერული მეცნიერების კურსდამთავრებულებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ალბათ შეგიძლიათ ერთი-ორის იდენტიფიცირება, რომელიც თქვენთვის იდეალური იქნებოდა

 

1შრომის სტატისტიკის ბიურო, აშშ შრომის დეპარტამენტი, პროფესიული დასაქმების სტატისტიკა, [წვდომა 2021 წლის თებერვალს] www.bls.gov/oes/. ინფორმაცია წარმოადგენს ეროვნულ, საშუალო მონაცემებს ჩამოთვლილი პროფესიებისათვის და მოიცავს მუშაკებს განათლებისა და გამოცდილების ყველა დონეზე. ეს მონაცემები წარმოადგენს საწყის ხელფასებს

 

2Burning-Glass.com (კომპიუტერული მეცნიერებების ხარისხის მქონე 0-2 წლიანი გამოცდილების მქონე კანდიდატების 135,362 ვაკანსიის ანალიზი, 2020 წლის 01 თებერვალი-2021 წლის 31 იანვარი).  

 

რედაქტორის შენიშვნა: ეს სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა 2014 წლის დეკემბერში. მას შემდეგ იგი განახლდა, რათა მოეცვა 2021 წლის რეელვანტური ინფორმაცია.

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - მოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რატომ იღებს შენზე მეტ ხელფასს ადამიანი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს

ნაკლები გამოცდილება ყოველთვის დაბალ ხელფასს არ ნიშნავს. ანაზღაურებაზე შეიძლება გავლენა ჰქონდეს პასუხისმგებლობებს, კონკრეტულ უნარებს, დასაქმების პირობებსა და მოლაპარაკების ისტორიას. გაიგე, როგორ შეაფასო საკუთარი მდგომარეობა, მოემზადო ხელფასზე საუბრისთვის და დაგეგმო შემდეგი პროფესიული ნაბიჯი.

გამოცდილების წლები ხელფასის მხოლოდ ერთი ნაწილია  ხუთი წელია მუშაობ, პასუხისმგებლობებს კეთილსინდისიერად ასრულებ და გუნდშიც ხშირად შენ გეკითხებიან რჩევას. შემდეგ იგებ, რომ თანამშრომელი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს, შენზე მეტ ანაზღაურებას იღებს. პირველი რეაქცია შეიძლება უსამართლობის განცდა იყოს: თუ მეტი დრო გაქვს დახარჯული პროფესიის შესწავლასა და პრაქტიკაში, რატá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

სამსახური გაქვს, მაგრამ ვეღარ ვითარდები - როდის არის პროფესიის შეცვლის დრო

სამსახური გაქვს, მაგრამ გრძნობ, რომ ერთ ადგილზე გაჩერდი? გაეცანი, როგორ განასხვავო სამუშაო გარემოთი უკმაყოფილება პროფესიის შეცვლის სურვილისგან, როგორ შეამოწმო ახალი მიმართულების მიმართ ინტერესი და როგორ დაგეგმო სწავლა არსებული სამსახურის პარალელურად.

როცა სამსახურში ყველაფერი ნაცნობია და ახალი აღარაფერი გხვდება დილით სამსახურში მიდიხარ, დავალებებს ასრულებ, დღის ბოლოს კი გრჩება განცდა, რომ კიდევ ერთი დღე გავიდა და ახალი არაფერი გისწავლია. იცი, როგორ მოაგვარო ყოველდღიური საკითხები, კოლეგებიც შენს გამოცდილებას ენდობიან, მაგრამ ის, რაც ადრე გამოწვევა იყო, ახლა ავტომატურ მოქმედებად იქცა. სტაბილურობა სასიამოვნოა, თუმცა შáƒ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

როგორ დაიწყო კარიერა IT-ში ნულიდან, გამოცდილების გარეშე?

გაიგე, როგორ შეგიძლია დაიწყო კარიერა IT სფეროში ნულიდან და რა ეტაპები უნდა გაიარო სწორი მიმართულების შესარჩევად, პრაქტიკული პორტფოლიოს შესაქმნელად და სასურველ პოზიციაზე დასასაქმებლად გამოცდილების გარეშე.

მიმართულების შერჩევა და პირველი ნაბიჯები ტექნოლოგიურ სამყაროში ტექნოლოგიური სფერო დღეს ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურ, მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად მიმართულებად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ IT ინდუსტრია ბევრისთვის მიმზიდველია, დამწყებების უმრავლესობას ერთი და იგივე კითხვა აწუხებს: „როგორ დავიწყო, როდესაც არც ტექნიკური განათლება მაქვს და არც სამუშაო გამოცდილება?“ სინამ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა