IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

9 ეფექტური რჩევა სახლიდან სამუშაოდ და განათლების მისაღებად

07.10.2020

777 დათვალიერება

მნიშვნელობა არ აქვს სახლიდან მუშაობთ თუ დადიხართ ოფისში ან კოლეჯში, მთავარია რომ თქვენი დღის გეგმა შეასრულო ეფექტურად, მოდით გავიხილოთ დიასტანციურად სწავლისა და მუშაობის ეფექტური გზები.

 

რჩევა 1: ჩაიცვით - თქვენი სამოსი სამუშაო გარემოსგან დიდად არ უნდა განსხვავდებოდეს, ინტერნეტში უხვად მოიპოვება რჩევები, თუ როგორ შევქმნათ სამუშაო განწყობა, ამას კი პირველ რიგში სამოსი განაპირობებს - ნუ დარჩებით პიჟამაში მთელი დღის განმავლობაში და დაიწყეთ დღე თქვენ ჩვეულებრივ სამუშაო რუტინასთან რაც შეიძლება მიახლოებულად.

 

რჩევა 2: შექმენით თქვენი სივრცე - დარწმუნდით, რომ გამოყოფილი ადგილი გაქვთ და მარტივად გაქვთ წვდომა ყველაფერზე, რაც გჭირდებათ. ეს მოიცავს სწორი ტემპერატურისა და განათების უზრუნველყოფას (მზის სინათლით დაბრმავება და ვირტუალური შეხვედრა არ არის სათანადო ნაზავი). დარწმუნდით, რომ თქვენი სივრცე საშუალებას გაძლევთ კომფორტულად იჯდეთ სამუშაო მაგიდასთან, სადმე, სადაც სიმშვიდეა და ეს კონცენტრირების საშუალებას მოგცემთ. ასევე შეგიძლიათ გაეცნოთ რამდენიმე რჩევას, თუ როგორ გამოიყურება საუკეთესო ვიდეო ზარი. ამის შესახებ უამრავი სტატია არსებობს.

 

რჩევა 3: წინასწარ გაანაწილეთ თქვენი დრო - დაგეგმეთ და კოორდინაცია გაუწიეთ თქვენს დღეს. დღე ისე დაგეგმეთ, რომ იყოს პროდუქტიული. წინასწარ გაარკვიეთ თუ რა შეხვედრები გაქვთ, შეიძლება შეთანხმების გაკეთება მოგიწიოთ თქვენს ოჯახის წევრებთან: შეეცადეთ ოჯახის სხვა წევრების ზარს არ დაემთხვეს თქვენი ვირტუალური შეხვედრები.

ამ მთავარი რჩევის მნიშვნელოვანი ფაქტორებია მოტივაცია და პროდუქტიულობა. ასე რომ, შექმენით დავალებების სია, დარწმუნდით, რომ პრიორიტეტებს ითვალისწინებთ და საკუთარ თავს დაუსახეთ გაუმკლავდეთ იმ პატარა საშინელ დავალებებს, რომელთა გადალახვაც დღისით მარტივად შეგიძლიათ.

 

რჩევა 4: დაისახეთ კონკრეტული მიზანი - დიახ, ეს რჩევა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ დროის განაწილებისას, აუცილებელია გახსოვდეთ დასახული გეგმის შესრულება რეალისტური უნდა იყოს, შესაძლებელია მხოლოდ მცირე ნაბიჯი გადადგათ წინ, მაგრამ ყოველდღიურად უნდა იმოქმედოთ.

 

რჩევა 5: მოერიდეთ ყურადღების გამფანტველ ფაქტორებს, განსაკუთრებით მაშინ როცა გიწევთ ონლაინ რეჟიმში მუშაობა. თქვენი გეგმის შესრულება შეუძლებელი იქნება და იმედგაცრუება, გაღიზიანება გაგიჩნდებათ თუ დღის განრიგს გადაუხვევთ, ამიტომ თქვენი დღის ორგანიზებისას ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს. მოერიდეთ ხელისშემშლელ ფაქტორებს: გამოურთეთ შეტყობინებების ფუნქცია სოციალურ ქსელებს, ელექტრონულ მეილებს, მოკლეტექსტურ შეტყობინებებს, გამოყავით დღეში კონკრეტული ორი საათი მიღებულ შეტყობინებებზე პასუხის გასაცემად, ვინც არ უნდა იყოს მომლედინეთა სიაში.

 

2021 წელი - ეს თქვენი შანსია დასაქმდეთ სხვადასხვა ზომისა და მოცულობის კომპანიაში შინიდან გაუსვლელად!

             → დარეგისტრირდი ახლავე!

 

რჩევა 6: გამოყავით შესვენებისთვის დრო  - შეიძლება მაცდურად ჟღერდეს, მაგრამ რეგულარული შესვენებები ხელს შეუწყობს თქვენს პროდუქტიულობას და ყურადღების გამახვილებას. გარდა ამისა, ეს ნორმალური რუტინის შენარჩუნებას ითვალისწინებს - თუ ოფისში მუშაობის დროს 11 საათზე ყავისთვის / ჩაისთვის შესვენება გქონდათ, იგივე გააკეთეთ სახლშიც. ფიზიკური ვარჯიში და ტაიმაუტი ასევე სასარგებლოა თქვენი ფსიქიკური ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად. ასე რომ, ლანჩის შემდეგ სცადეთ მედიტაცია ან ვარჯიში, სხვადასხვა აპლიკაციისა და ვიდეოს გამოყენებით.

 

რჩევა 7: აქტიურად გამოიყენეთ ციფრული საშუალებები - არსებობს უამრავი ტექნოლოგიური აპლიკაცია, ინსტრუმენტი და პლატფორმაა, რომლითაც შეგიძლიათ დაუკავშირდეთ და კომუნიკაცია დაამყაროთ თქვენს მომხმარებლებთან, კოლეგებთან კომუნიკაციისთვის გამოიყენეთ ვიდეო ზარები,ეცადეთ რომ იყოთ გუნდის სრულფასოვანი წევრი, თუნდაც ისაუბროთ სპორტზე ან ბიზნესზე, მთავარია იყოთ ყოველთვის ხელმისაწვდომი და სოციუმის აქტიური წევრი.

 

რჩევა 8: იყავით მოტივირებული - გუნდის წევრებს ხშირად შეახსენეთ, რომ ყველანი ერთად მუშაობთ საერთო მიზნის მისაღწევად. ეს უზრუნველყოფს პრობლემების გაზიარებას და გამარჯვებისა და შესრულებული დავალებების აღნიშვნას. 

 

რჩევა 9: გამოუყავით დრო საკუთარ თავს  - შეინახეთ ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა ბოლოსთვის! ბედნიერი დასვენება მთავარი ინგრედიენტია. დაიძინეთ მინიმუმ რვა საათი. დარწმუნდით, რომ სამსახურსა და სახლის ცხოვრებას შორის სხვაობა არსებობს - სამუშაო დღის დასრულების შემდეგ, დახურეთ სამუშაო ადგილის კარი. ყურადღება მიაქციეთ ინფორმაციას, რომელსაც იღებთ მიმდინარე მოვლენების ან სხვა ახალი ამბების შესახებ - ისწავლეთ, ივარჯიშეთ, ითამაშეთ, დაისვენეთ და გაიცინეთ.

 

IT Academy STEP – მსოფლიო ბრენდი 98 ფილიალით!
გახდი კვალიფიციური სპეციალისტი და საკუთარი საქმის პროფესიონალი, შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში 

თბილისი,

საბურთალო, ალ.ყაზბეგის 34/34



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ზრდასრულთათვის

სამსახური გაქვს, მაგრამ ვეღარ ვითარდები - როდის არის პროფესიის შეცვლის დრო

სამსახური გაქვს, მაგრამ გრძნობ, რომ ერთ ადგილზე გაჩერდი? გაეცანი, როგორ განასხვავო სამუშაო გარემოთი უკმაყოფილება პროფესიის შეცვლის სურვილისგან, როგორ შეამოწმო ახალი მიმართულების მიმართ ინტერესი და როგორ დაგეგმო სწავლა არსებული სამსახურის პარალელურად.

როცა სამსახურში ყველაფერი ნაცნობია და ახალი აღარაფერი გხვდება დილით სამსახურში მიდიხარ, დავალებებს ასრულებ, დღის ბოლოს კი გრჩება განცდა, რომ კიდევ ერთი დღე გავიდა და ახალი არაფერი გისწავლია. იცი, როგორ მოაგვარო ყოველდღიური საკითხები, კოლეგებიც შენს გამოცდილებას ენდობიან, მაგრამ ის, რაც ადრე გამოწვევა იყო, ახლა ავტომატურ მოქმედებად იქცა. სტაბილურობა სასიამოვნოა, თუმცა შáƒ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

როგორ დაიწყო კარიერა IT-ში ნულიდან, გამოცდილების გარეშე?

გაიგე, როგორ შეგიძლია დაიწყო კარიერა IT სფეროში ნულიდან და რა ეტაპები უნდა გაიარო სწორი მიმართულების შესარჩევად, პრაქტიკული პორტფოლიოს შესაქმნელად და სასურველ პოზიციაზე დასასაქმებლად გამოცდილების გარეშე.

მიმართულების შერჩევა და პირველი ნაბიჯები ტექნოლოგიურ სამყაროში ტექნოლოგიური სფერო დღეს ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურ, მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად მიმართულებად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ IT ინდუსტრია ბევრისთვის მიმზიდველია, დამწყებების უმრავლესობას ერთი და იგივე კითხვა აწუხებს: „როგორ დავიწყო, როდესაც არც ტექნიკური განათლება მაქვს და არც სამუშაო გამოცდილება?“ სინამ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

ახალი პროფესიის სწავლა სამსახურთან ერთად - რამდენად რეალურია?

გაიგე, რამდენად რეალურია ახალი პროფესიის ათვისება სრულ განაკვეთზე მუშაობის პარალელურად და აღმოაჩინე დროის მენეჯმენტის ეფექტური სტრატეგიები წარმატებული კარიერული ცვლილებისთვის.

პროფესიული ზრდის გამოწვევები და სწორი დაგეგმვა დღევანდელ სწრაფად ცვალებად სამყაროში ახალი პროფესიის ათვისება და კარიერული ცვლილება ბევრისთვის პრიორიტეტული ამოცანაა. თუმცა, მთავარი გამოწვევა, რომელიც ადამიანების უმრავლესობას აჩერებს, არსებულ სამსახურსა და ყოველდღიურ რუტინასთან სწავლის შეთავსებაა. ხშირად ჩნდება კითხვა: რეალურია თუ არა სრულფასოვანი პროფესიის შესწა

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რატომ ვერ პოულობ უკეთეს სამსახურს, მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილება გაქვს

აღმოაჩინე ის ფარული ბარიერები, რომლებიც ხელს გიშლის კარიერულ ზრდაში და შეიტყვე, როგორ უნდა აქციო არსებული პროფესიული გამოცდილება ახალ შესაძლებლობებად.

სავარაუდო გამოცდილების პარადოქსი: რატომ ჩერდები ერთ ადგილას? ხშირად გვგონია, რომ რაც მეტი წელი გადის ჩვენს პროფესიულ ცხოვრებაში, მით უფრო მარტივი უნდა იყოს სასურველი ვაკანსიის პოვნა და უკეთეს პოზიციაზე გადასვლა. თუმცა, რეალობა სრულიად სხვანაირია: გამოცდილმა პროფესიონალებმაც კი შესაძლოა თვეების განმავლობაში ვერ შეძლონ სასურველი შედეგების მიღწევა. პრობლემა იმაშია, რომ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა