IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

9 პროგრამული ენა, რომელსაც 2024 წელს უნდა ფლობდე

1000

პროგრამირება

23.11.2023

1285 დათვალიერება

პროგრამირების სწავლის ყველაზე რთული ნაწილი იმის გადაწყვეტაა, თუ საიდან დაიწყოთ. ასობით პროგრამირების ენა არსებობს და თითოეულ მათგანს თავისი სირთულეები და თავისებურებები გააჩნია. თუმცა კარგი ის არის, რომ როგორც კი პროგრამირების სამყაროში შედგამთ ფეხს, მალევე აღმოაჩენთ, თუ რომელი პროგრამირების ენა იქნება ყველაზე შესაფერისი თქვენთვის, თქვენი ინტერესებისთვის და კარიერული მიზნებისთვის.

 

ამ სტატიაში განვიხილავთ საუკეთესო და მოთხოვნად პროგრამირების ენებს, ყველაზე გავრცელებულ ფორმებს და გზებს მათი გამოყენების,  მათ შორის ისეთ სფეროებში როგორიცაა დეველოპმენტი, მობილურის განვითარება, თამაშების განვითარება და სხვა.

 

საუკეთესო პროგრამირების ენები

700-ზე მეტი პროგრამირების ენიდან, ალბათ გაინტერესებთ რომელი პროგრამირების ენაა თქვენთვის საუკეთესო. არჩევანი საბოლოოდ დამოკიდებული იქნება თქვენს უნარებზე, კარიერულ მიზნებზე და იმაზე, თუ რომელ ენებს იყენებენ დამსაქმებლები. იმისთვის რომ გაგიადვილოთ არჩევანი, აქ მოცემულია 9 საუკეთესო პროგრამირების ენა, რომელიც უნდა ისწავლოთ 2023 წელს.

 

1. JavaScript

იმის გამო, რომ დღეს მზარდი მოთხოვნაა დინამიკურ, ერთგვერდიან ვებ აპლიკაციებზე, შეუძლებელია გახდე პროფესიონალი პროგრამისტი JavaScript-ის სწავლის გარეშე. Stack Overflow-ის 2022 Developer's Survey-ის მიხედვით, უკვე მეათე წელია JavaScript არის ყველაზე პოპულარული ენა დეველოპერებს შორის . გამოკითხულ რესპონდენტთა თითქმის 66%-მა განაცხადა, რომ ბოლო წლებია ისინი  აქტიურად იყენებდნენ JavaScript-ს.

HTML-თან და CSS-თან ერთად JavaScript-ის  ენის ცოდნა  აუცილებელია ვებ-გვერდის განვითარებისთვის. ინტერნეტის ყველაზე პოპულარული საიტების უმრავლესობა, როგორიცაა -  Facebook, Twitter, Gmail და YouTube, JavaScript-ს იყენებენ ინტერაქტიური ვებ გვერდების შესაქმნელად და თავიანთი მომხმარებლებისთვის შინაარსის დინამიკურად ჩვენებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ JavaScript ძირითადად ბრაუზერზე გაშვებული ფრონტის ენაა, ის ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას სერვერის მხარეს Node.js-ის მეშვეობით მასშტაბური ქსელის აპლიკაციების შესაქმნელად. Node.js თავსებადია Linux-თან, SunOS-თან, Mac OS X-თან და Windows-თან.

იმის გამო, რომ JavaScript-ს მოქნილი სინტაქსი აქვს და ყველა მთავარ ბრაუზერზე მუშაობს, ის ასევე ერთ-ერთი ყველაზე მეგობრული პროგრამირების ენაა დამწყებთათვის.

 

2. SQL

Python-თან ერთად, SQL პროგრამირების ენა აუცილებელია ვებ აპლიკაციებში მონაცემების ეფექტურად გამოყენებისთვის. ჩვენი სიის სხვა კოდირების ენებისგან განსხვავებით, SQL მონაცემთა შენახვის, მოპოვების და მანიპულირების საშუალებას იძლევა არსებულ მონაცემთა ბაზაში.

როგორც მონაცემთა ბაზის ძირითადი პროგრამირების ენა  , SQL-ს აქვს საკუთარი მარკირება, რომელიც აუცილებელია შესასწავლად მონაცემთა ბაზის მიმართ მოთხოვნების ეფექტური მოთხოვნის მიზნით. პროგრამისტებმა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან იმუშაონ აპლიკაციებთან, რომლებიც იყენებენ ინტენსიურ მონაცემთა ბაზებს, როგორიცაა სოციალური მედიის პლატფორმები, გადახდის პროცესორები და მუსიკალური ბიბლიოთეკები,  SQL-ის სწავლა მათთვის აუცილებელი პირობაა. SQL-ის ცოდნა, როგორც წესი, აუცილებელია  ისეთი როლებისთვის, როგორიცაა მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორი, მონაცემთა ანალიტიკოსი და QA ინჟინერი.

 

როგორც ხედავ, ტექნოლოგიური სამყარო საინტერესო თავგადასავლებს გპირდება. სწორედ ახლა არის კარგი დრო, დაეუფლო მომავლის პროფესიას და წარმატებით განვითარდე კარიერულად. ამ მიზნისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი შესაბამისი ცოდნის შეძენაა, რაც დღეს ძალიან მარტივია.

თუკი Front-end Development-ის შესწავლა გსურს, IT აკადემია სტეპში შენთვის ძალიან საინტერესო კურსი დაგხვდება, რომელიც განსაკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს, Web Development 0-დან ისწავლოს. გარდა ამისა, სწავლება პრაქტიკაზე არის დაფუძნებული, რაც მოიცავს დავალებებსა და ინდივიდუალურ ფინალურ პროექტს. ეს კი მოგცემს შესაძლებლობას, დახვეწო და განივითარო შესაბამისი უნარები და დააგროვო პრაქტიკული გამოცდილება - დაეუფლე ახალ პროფესიას, დაიწყე სწავლა კვალიფიციურ სპეციალისტებთან, საერთაშორისო აკადემიაში!

→დარეგისტრირდი მარტივად

 

3. Rust

Rust შედარებით ახალი ენაა სხვა პროგრამირების ენებს შორის, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ ღირს მისი შესწავლა. Stack Overflow-ის 2023 დეველოპერის გამოკითხვამ აჩვენა, რომ ზედიზედ მეშვიდე წელია Rust ყველაზე საყვარელი პროგრამირების ენა იყო დეველოპერებს შორის. შემუშავებული Mozilla Corporation-ის მიერ, Rust, ისევე როგორც C და C++, განკუთვნილია ძირითადად დაბალი საფეხურის სისტემების პროგრამირებისთვის, სადაც Rust-ს სიჩქარის და უსაფრთხოების დამატების ფუნქცია გააჩნია. ის „უსაფრთხო კოდის“ დაწერას შემდეგნაირად აორგანიზებს,- პროგრამებს უზღუდავს წვდომას მეხსიერების იმ მონაკვეთებზე, რომლებთანაც მათ გადაკვეთა არ უნდა ჰქონდეთ, რადგან ასეთ გადაკვეთებს შესაძლოა მოულოდნელი შედეგები და სისტემის დაზიანება მოჰყვეს.

Rust-ის უპირატესობები იმაში მდგომარეობს, რომ სხვა დიდი ტექნოლოგიური კომპანიები, როგორიცაა Dropbox და Coursera, იყენებენ მას შიდა საოპერაციო მიზნებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მისი დაუფლება შეიძლება ცოტა უფრო რთული იყოს, ვიდრე სხვა დამწყები ენების, Rust-ის პროგრამული ენის ცოდნა გამოგადგებათ, რადგან მისი პოპულარობა სულ უფრო მზარდია.

 

4. Go 

როგორც დაბალი საფეხურის ენა, Go იდეალურია სპეციალისტებისთვის, რომელთაც სურთ პირველი ნაბიჯები გადადგან  პროგრამირების სფეროში.  იგი მოიცავს იმ ფუნქციების დიდ ნაწილს რასაც C და C++-ი, თუმცა რთული სინტაქსის გარეშე რაც აადვილებს მის დასწავლას.  ეს არის შესანიშნავი ენა ვებ-სერვერების, მონაცემთა ნაკადების და მანქანური სწავლების პაკეტების შესაქმნელად.

 

როგორც კომპილირებული ენა, Go "მეტალთან ახლოს" {close to the metal), ანუ უშუალოდ აპარატურასთან ურთიერთქმედებს, რაც დავალების უსწრაფესად შესრულებას გულისხმობს. ეს არის ღია რესურსის კოდი, სადაც ამბიციურ პროგრამისტებს საშუალებას აძლევს საკუთარი წვლილი შეიტანონ მის განვითარებაში და ნახონ ეს კონტრიბუცია, როგორ გამოიყენება მთელს მსოფლიოში.

 

5. Python

Python ალბათ ყველაზე მოსახერხებელი პროგრამირების ენაა ამ სიაში. ხშირად აღნიშნავენ, რომ პითონის სინტაქსი იმდენად მკაფიო, ინტუიციური და თითქმის ინგლისურის მსგავსია, რომ Java-ს მსგავსად პოპულარული არჩევანია  დამწყებთათვის.

პითონს მრავალფეროვანი აპლიკაციები გააჩნია, რაც მას უნივერსალურ და  მოსახერხებელ ვარიანტად აქცევს პროგრამირების ენის არჩევისას. თუ გაინტერესებთ, მაგალითად, back-end ვებ-განვითარებაზე მუშაობა, მაშინ ღია კოდის Django ჩარჩო, რომელიც დაწერილია Python-ში, პოპულარულია, ადვილად შესასწავლი და ფუნქციებით მდიდარი. Django ისეთი პოპულარული ვებგვერდების შესაქმნელად გამოიყენებოდა როგორიცაა Mozilla, Instagram და Spotify. 

Python-ს ასევე აქვს პაკეტები, როგორიცაა NumPy და SciPy, რომლებიც სამეცნიერო გამოთვლის, მათემატიკის და ინჟინერიის სფეროებში გამოიყენება . Python-ის სხვა ბიბლიოთეკები, როგორიცაა TensorFlow, PyTorch, scikit-learn და OpenCV, გამოიყენება პროგრამების შესაქმნელად მონაცემთა მეცნიერებაში, მანქანათმცოდნეობაში, გამოსახულების დამუშავებასა და კომპიუტერულ ხედვაში. გამომდინარე იქიდან,  რომ Python-ს სამეცნიერო და საინფორმაციო აპლიკაციები გააჩნია, ის შესანიშნავი არჩევანია მათთვის ვინც აკადემიური კვლევებით არის დაინტერესებული.

 

Python-ის პროგრამირება ღიაა ყველასთვის, არ არის აუცილებელი გქონდეთ რაიმე გამოცდილება IT-ში. IT Academy Step-ში წავლის დასაწყებად საკმარისია იყოთ მოტივირებული, მიზანდასახული და გქონდეთ საკმარისი დრო სწავლისა და მიღებული ცოდნის გამყარებისთვის.

 

6. Swift

თუ Apple-ის პროდუქტებით  და მობილური აპლიკაციების შემუშავებით ხართ დაინტერესებული, Swift კარგი საშუალებაა დასაწყებად. Swift შედარებით ახალი პროგრამირების ენაა, რომელიც Apple-მა პირველად  2014 წელს დააანონსა. ის iOS და macOS აპლიკაციების დასამუშავებლად გამოიყენება.

 

Swift სპეციალურად იქნა შექმნილი ფუნქციონირების ასამაღლებლად, რათა შესაბამისობაში ყოფილიყო  თანამედროვე iOS განვითარებასთან. iOS არა მხოლოდ მუშაობს ყველა iPhone-სა და iPad-ზე, არამედ ის ასევე არის საფუძველი სხვა ოპერაციული სისტემებისთვის, როგორიცაა watchOS (Apple Watches) და tvOS (Apple TV-ებისთვის). გარდა ამისა, Apple ინარჩუნებს  ტექნიკური ინდუსტრიის ლიდერის სტატუსს და iOS აპლიკაციები კვლავ ყველაზე მომგებიანია მობილური აპლიკაციების ბაზარზე.

 

7. Ruby

Ruby კიდევ ერთი სკრიპტირების ენა, რომელიც ვებ განვითარებისთვის გამოიყენება. ის მიმზიდველი ენაა დამწყებთათვის რადგან მას აქვს რეპუტაცია, რომ ჰყავს ერთ-ერთი ყველაზე მეგობრული და ყველაზე კეთილგანწყობილი მომხმარებლები, რომლებიც ყოველთვის მზად არიან დასახმარებლად. Ruby -ს თემში ხუმრობაც კი არსებობს,  - „მაცი კარგია და ამიტომ ჩვენც კეთილები ვართ“, რაც გულისხმობს რუბის დამფუძნებლის იუკიჰირო მაცუმოტოს  კეთილი და ყურადღებიანი ქცევიდან მაგალითის აღებას.

გარდა აქტიური საზოგადოებისა და მისი მარტივი სინტაქსისა, Ruby ასევე კარგი ენაა იმ კუთხითაც, რომ ის  დიდ ბიზნესთანაც ასოცირდება. Twitter-მა, Airbnb-მა, Bloomberg-მა, Shopify-მა და უამრავმა სხვა სტარტაპმა თავისი ვებსაიტები Ruby on Rails-ის გამოყენებით შექმნა .

 

8. C#

C++-ის მსგავსად, C# (გამოითქმის C Sharp) არის ზოგადი დანიშნულების, ობიექტზე ორიენტირებული ენა, რომელიც C-ის საფუძვლებზეა აგებულია. იგი თავდაპირველად შეიქმნა Microsoft-ის მიერ, როგორც მისი .NET ჩარჩოს ნაწილი Windows აპლიკაციების შესაქმნელად.

C# იყენებს სინტაქსს, რომელიც მსგავსია C-დან მიღებული სხვა ენებისა, როგორიცაა C++, ასე რომ, მისი ამოცნობა ადვილია. C# არ არის მხოლოდ Microsoft-ის აპლიკაციების შემუშავებისთვის, არამედ ის ასევე არის ენა, რომელსაც იყენებენ მობილური დეველოპერები Xamarin პლატფორმაზე პლატფორმის აპლიკაციების შესაქმნელად.

გარდა ამისა, ვინც დაინტერესებულია VR-ის შემუშავებით,  C#-ის სწავლა დასჭირდება . ის ასევე არის რეკომენდებული ენა 3D და 2D ვიდეო თამაშების შესაქმნელად პოპულარული Unity თამაშის ძრავის გამოყენებით, რომელიც აწარმოებს ბაზარზე საუკეთესო თამაშების მესამედს.

 

9. Scala

თუ Java-ს პროგრამირების კლასიკურ ენას იცნობთ, მისი ბიძაშვილის, Scala-ს ნახვასაც გირჩევთ. Scala აერთიანებს Java-ს საუკეთესო მახასიათებლებს (როგორიცაა მისი ობიექტზე ორიენტირებული სტრუქტურა და ელვისებურად სწრაფი JVM გაშვების გარემო) თანამედროვე მიდგომებით.

Scala სპეციალისტებს თავიანთი კოდის ხარისხის ამაღლებასთან ერთად,  პროგრამირების საშუალებას იძლევა, რაც რთული პროცედურების პარალელურად შესრულებას გულისხმობს. გარდა ამისა, ეს არის მკაცრად გაწერილი ენა. პროგრამისტებს შეუძლიათ შექმნან და დააკონფიგურირონ საკუთარი მონაცემთა ტიპები და ამავე დროს  მშვიდად იყვნენ, რადგან იციან, რომ მთელი რიგი შეცდომების დაშვება შეუძლებელია მუშაობის დროს.

 

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში!

IT Academy Stepლიდერი IT სფეროში,ახლაუკვე100+ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი,ნადიკვრის#23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი,ა.ყაზბეგის34/34ბ

 

გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში

Instagram.com/itstep.ge/

Facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ზრდასრულთათვის

5 უნარი, რომელიც 2026 წელს შენს CV-ს რეალურად აძლიერებს

2026 წელს კარგი CV მხოლოდ განათლებისა და გამოცდილების ჩამონათვალი აღარ არის. გაიგე, რომელი 5 უნარი დაგეხმარება კონკურენტულ სამუშაო ბაზარზე საკუთარი შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენაში და რატომ არის ტექნიკური ცოდნა, AI, პრობლემის გადაჭრა, კომუნიკაცია და პრაქტიკული გამოცდილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.

ტექნიკური ცოდნა და AI-ის ეფექტურად გამოყენების უნარი 2026 წელს დამსაქმებლისთვის მხოლოდ ის აღარ არის მნიშვნელოვანი, რა პროფესია გაქვს მითითებული CV-ში. ტექნოლოგიები სწრაფად ცვლის სამუშაო პროცესებს და თითქმის ყველა სფეროში იზრდება მოთხოვნა ადამიანებზე, რომლებსაც შეუძლიათ ციფრული ინსტრუმენტების გამოყენება, ახალი პროგრამების სწრაფად ათვისება და ტექნოლოგიებთან ადაპტირება. გ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

Gap Year საქართველოში: „დაკარგული დრო“ თუ საუკეთესო ინვესტიცია საკუთარ მომავალში?

Gap Year არ არის დროის კარგვა, ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, გაერკვე შენს ინტერესებში, მიიღო პრაქტიკული გამოცდილება და აითვისო ის უნარები, რომლებიც მომავალში წარმატების საფუძველი გახდება.

რატომ არის Gap Year შანსი და არა დროის ფუჭი კარგვა? ალბათ ხშირად გსმენია ფრაზა, რომ Gap Year მხოლოდ "დროის კარგვაა" და აუცილებელია სწავლის გაგრძელება უშუალოდ სკოლის დასრულებისთანავე. სინამდვილეში, Gap Year (შუალედური წელი), არის შეგნებული პაუზა, რომელსაც ახალგაზრდები სკოლის დასრულებისა და უნივერსიტეტში ჩაბარებას შორის იღებენ საკუთარი პოტენციალის გამოსაკვლევად. ეს პერიოდი შენთვის საუკ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

ადამიანური უნარები ციფრულ ეპოქაში რა დაგვიცავს რობოტებთან კონკურენციისგან?

ხელოვნური ინტელექტისა და მასშტაბური რობოტიზაციის ეპოქაში, უნიკალური ადამიანური უნარების როლი შრომის ბაზარზე კიდევ უფრო კრიტიკული და ფასდაუდებელი ხდება. სტატიაში დეტალურად განვიხილავთ, რომელი პიროვნული და ინტელექტუალური თვისებები დაგვიცავს მანქანებთან კონკურენციისგან და როგორ უნდა ვაქციოთ ტექნოლოგიური პროგრესი ჩვენს მთავარ მოკავშირედ კარიერულ წინსვლაში.

ხელოვნური ინტელექტის ტრანსფორმაციული ძალა და ადამიანური ფაქტორი თანამედროვე ციფრულ ეპოქაში, როდესაც ხელოვნური ინტელექტი, მანქანური სწავლება და ავტომატიზაცია წარმოუდგენელი ტემპით ვითარდება, სულ უფრო მეტი ადამიანი უსვამს საკუთარ თავს კითხვას: რა არის ის უნიკალური თვისება, რაც ჩვენ მანქანებზე უპირატესს გვხდის? რობოტებსა და ალგორითმებს შეუძლიათ მილიარდობით მონაცემის

ШАГ логотип

რატომ არის Data Science და AI ინჟინერია მომავლის მთავარი პროფესია

გაიგე, რატომ ხდება Data Science და ხელოვნური ინტელექტის (AI) ინჟინერია თანამედროვე სამყაროს მთავარი პროფესია, რა პერსპექტივებს გვთავაზობს ეს სფერო და როგორ შეგიძლია დაიწყო შენი კარიერა დღესვე.

მონაცემების ეპოქა და ხელოვნური ინტელექტის როლი თანამედროვე ბიზნესში დღევანდელ ციფრულ სამყაროში კომპანიები ყოველდღიურად მილიონობით მონაცემს აგროვებენ, თუმცა ნედლი მონაცემები თავისთავად არაფერს ამბობს. იმისათვის, რომ ბიზნესმა სწორი სტრატეგიული გადაწყვეტილებები მიიღოს, აუცილებელია ამ უზარმაზარი ინფორმაციის დამუშავება, ანალიზი და პროგნოზირება. სწორედ აქ ერთვება სა

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა