IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

იაპონურმა სტარტაპმა შექმნა სამაჯური, რომელიც ვირტუალურ რეალობაში ტკივილს მოგვაყენებს

..

ტექნოლოგიები

27.03.2022

709 დათვალიერება

იაპონურ სტარტაპს, H2L Technologies-ს სურს, რომ მეტავერსში ტკივილი რეალურად შევიგრძნოთ. ამისათვის კომპანიამ სამაჯური შექმნა, რომელიც ტკივილის შეგრძნებას მცირე ელექტრული შოკებით მოგვანიჭებს.

როგორც Financial Times აღნიშნავს, ამ უცნაური ახალი გამოგონებით კომპანიას სურს, რომ სრულად გააქროს ის ზღვრები, რომლებიც ვირტუალურ და რეალურ სამყაროებს შორის არსებობს.

"ტკივილის შეგრძნება მოგვცემს საშუალებას ვაქციოთ მეტავერსი მეტად რეალისტურ გარემოდ, სადაც ჩვენი შეგრძნებები მაქსიმალურად იქნება რეალობასთან მიახლოვებული" — ყვება H2L-ის აღმასრულებელი დირექტორი, ემი ტამაკი Financial Times-თან საუბარში.

სტარტაპს ზურგს იაპონური ტექნოლოგიური გიგანტი, Sony უმაგრებს. კომპანიაში თვლიან, რომ ამ ტექნოლოგიით არამხოლოდ ტკივილი, არამედ ნებისმიერი სახის ფიზიკური დატვირთვა უნდა ვიგრძნოთ.

უკეთ რომ ავხსნათ, წარმოიდგინეთ თამაში, სადაც რაიმე მძიმე ნივთების გადაადგილება გვიწევს. თუ ჩვენ თამაშში გარკვეული სიმძიმის მქონე ნივთის აწევა მოგვიწევს, ეს ფიზიკურად უნდა ვიგრძნოთ, კუნთები უნდა დაიჭიმოს და გარკვეული დროის შემდეგ ისეთი შეგრძნება უნდა გაგვიჩნდეს, თითქოს დავიღალეთ.

სამაჯურს ელექტრული სიმულაციების წყალობით უამრავი შეგრძნების მიმიკრია შეეძლება.

ემი ტამაკი თვლის, რომ ეს ყველაფერი ჯერ მხოლოდ დასაწყისია. ემისა და მისი სტარტაპის მიზნები ბევრად უფრო დიდია ვიდრე უბრალო სამაჯურის შექმნაა. მას იმედი აქვს, რომ ამით ადამიანები შეძლებენ თავი დააღწიონ იმ შეზღუდულ გარემოს, რომელში არსებობაც უწევთ. ემის აზრით ვირტუალური რეალობა ხსნის ახალ შესაძლებლობებს ნებისმიერი ადმიანისთვის, რომელსაც მოგზაურობა და სამყაროს შემეცნება სურს და ამაში გარკვეული გარემოებები უშლის ხელს.

როგორც ემის მონათხრობიდან ვიგებთ, ტაქტილური სამაჯურის შექმნის იდეა მას შემდეგ გაუჩნდა, რაც კლინიკური სიკვდილი საკუთარ თავზე გამოსცადა. ამან მას გულზე გარკვეული პრობლემები დაუტოვა, შესაბამისად ემის ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა.

"ეს არის გზა, რომელიც გარკვეული დაავადებების მქონე ადამიანებს მისცემს საშუალებას შეერწყან გარე სამყაროს და იმოგზაურონ იქ სადაც უნდათ და როცა უნდათ" — ამბობს ემი.



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ყოველდღე მუშაობ, მაგრამ წინ ვერ მიდიხარ - 5 ნიშანი, რომ ცვლილების დროა

გაიგე კარიერული სტაგნაციის 5 მთავარი ნიშანი, მიხვდი, როდის არის დრო ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და აღმოაჩინე პრაქტიკული გზები, როგორ განავითარო შენი პროფესიული უნარები ნამდვილი წარმატებისთვის.

როცა შრომა შედეგს აღარ იძლევა: კარიერული სტაგნაციის რეალობა ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად საათებს ატარებს სამუშაო მაგიდასთან, კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა დავალებას, თუმცა დღის ბოლოს მაინც სტაგნაციის მძიმე განცდა რჩება - გრძნობ, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, წინ ვერ მიდიხარ. თუ გაქვს მუდმივი განცდა, რომ შენი ძალისხმევა შეუმჩნეველია, ხოლო კარიერული ზრდა სრულად შეáƒ

ШАГ логотип

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა