IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

მომავლის 30 ყველაზე წარმოუდგენელი პროგნოზების ნუსხა ექსპერტებისგან

22.07.2021

297 დათვალიერება

დაქოქეთ თქვენი კოსმოსური ხომალდები!

საოცარი მომავალი გვიხმობს, რამეთუ, სხვადასხვა დარგის ექსპერტის მტკიცებით, სამსახურში ვივლით საჰაერო მაგისტრალებზე მფრინავი ტრანსპორტით, მოახლეებს რობოტებით ჩავანაცვლებთ და ჩვენ სახლებში გვექნება ოაზისი, უკვე ხვალიდან, სიმსივნე განკურნებადი დაავადება იქნება ინტერნეტს კი მარსზეც დავიჭერთ

როგორ მოხდება ეს? ჩვენ უამრავი კითხვა გვაქვს და საბედნიეროდ ექსპერტებს აქვთ მათზე პასუხები.

 

 

ბლოგში მოცემულია 30 გასაოცარი პროგნოზი მომავლის შესახებ, ამ მოსაზრებებს მხარს უჭერენ პლანეტის ყველაზე ჭკვიანი და შეძლებული ადამიანები. ასე რომ, ახდება ეს პროგნოზები? უახლოვდებიან ისინი რეალობას? ვინ იცის! დარჩით ჩვენთან და შეიძლება ეს ყველაფერი ერთად გავიგოთ!

 

1. მალე ვირტუალური რეალობის საშუალებით დაუკავშირდებით გარდაცვლილ ნათესავებს

რეი კურზვეილს, ფუტურისტსა და Google-ის ინჟინერიის დირექტორს, ჩვენზე არანაკლებად ეჯავრება იმ ადამიანების დაღუპის იდეა, ვინც უყვარს. ჩვენ ვერასოდეს ვერ შევძლებთ სიკვდილისგან ვიხსნათ ჩვენი საყვარელი ადამიანები, მაგრამ შეგვიძლია შევინარჩუნოთ მათი მოგონებები ოდნავ უკეთესად, ვიდრე უბრალოდ ცვეთადი ფოტოების სახით. მისი აზრით, ჩვენ მივდივართ იმ ეპოქისკენ, როდესაც შევძლებთ ჩვენი გარდაცვლილი ახლობლების ვირტუალური რეალობის ავატარის შექმნას, საკმარისად რეალისტურს, რომ მათთან ურთიერთობა შეგვეძლოს. ”ეს იქნება მისი დაბრუნების გზა”, - თქვა მან მისი მამის შესახებ. ”მაშინაც კი, თუ სრულად რეალისტური არ არის ამ ადამიანების დაბრუნება ვირტუალური რეალობის წყალობით, მიახლოვებული მაინც იქნება."

 

2. თქვენი სამზარეულო თვითშევსებადი იქნება

Amazon-მა უკვე ჩაუშვა დრონით მიწოდები სერვისი,  მალე აღარ დაგჭირდებათ დამახსოვრება რძე გითავდებათ თუ ლუდი. კონტეინერები თვითონ გაგზავნიან შეხსენებებს და შეკვეთებსაც, როდესაც კონკრეტული პროდუქტის შევსება იქნება საჭირო

 

ხოლო იმაში დასარწმუნებლად, რომ თქვენი მაცივარი დიდი ხნით შეგინარჩუნებთ ჯანმრთელობას, მიეცით მას ეს ჩამონათვალი - 40 საკვები ჯანმრთლი გულისთვის, რაც უნდა მივირთვათ 40 წელს ზემოთ.

 

3. ელ.ფოსტას თქვენი კონტაქტური ლინზებით შეამოწმებთ

Samsung-ის ინჟინრები ბევრს მუშაობენ და ცდილობენ შექმნან კონტაქტური ლინზების წყვილი, რომლის საშუალებითაც შეხვალთ ონლაინ  და გადახედავთ სასურველ ვებ-გვერდებს თითის განძრევის გარეშე. როგორ მუშაობს ეს? მას აქვს „სინათლის გამომცემი დიოდი (LED) გამოსაყენებელ რბილ კონტაქტურ ლინზაზე, და იყენებს მასალას, რომელიც მკვლევარებმა შეიმუშავეს: გრაფენისა და ვერცხლის ნანოსადენების გამჭვირვალე, ძლიერ გამტარი და წელვადი ნაზავი".


მათ ეს უკვე გამოსცადეს კურდღლებზე, რომლებიც, თურმე მთელი წლის განმავლობაში უამრავ კომენტარს წერდნენ თვითერზე თავიანთი თვალებით. (კარგით, ეს ხუმრობაა. მაგრამ კონტაქტური ლინზები არსებობს და მათი დახვეწა სრულად რეალურია!)

 

4. სატურნის მსგავსად მარსსაც ექნება რგოლების სისტემა

სატურნს ყველაზე დასამახსოვრებელ პლანეტად რგოლების სისტემა ხდიდის მზის სისტემაში, მაგრამ მან შეიძლება დაკარგოს ეს სატრაბახო უფლებები მომდევნო 20–30 მილიონი წლის განმავლობაში. მარსმა ერთ მშვენიერ დღეს შესაძლოა შეიძინოს საკუთარი გარე რგოლების სისტემა. ყველაფერი დამოკიდებულია მის მთვარეზე, ფობოსზე, რომელიც უფრო და უფრო უახლოვდება წითელი პლანეტის ზედაპირს. თუ ის მარსს არ შეეჯახება, ის დაიშლება უამრავ პატარა ნაწილად, რომლებიც გააგრძელებენ პლანეტის გარშემო ბრუნვას. ძალიან მაგარია, არა?

 

5. ჩვენ შევძლებთ ფიქრებთან კომუნიკაციას

BBC საკმაოდ დარწმუნებულია სამომავლოდ იდეის რეალურობაში. ”აზრების აღება და მათი სხვა ტვინში გადატანა არ იქნება იმაზე გაცილებით რთული, ვიდრე მათი ქსელში შენახვა” - ამტკიცებს ფუტუროლოგი იან პირსონი. კარგი, მაგრამ ახლა ჩვენი აზრებიც კი პოლიტიკურად ყოველთვის კორექტული უნდა იყოს? დიდ გასაჭირში ვართ!

 

6. ჩინეთში არაერთი სისხლიანი რევოლუცია მოხდება

ყოველ შემთხვევაში, ასე მოსჩანს მომავალი ჯორჯ ფრიდმანის აზრით, რომელმაც დაწერა წიგნი  „შემდეგი 100 წელი: 21-ე საუკუნის პროგნოზი“. ის ამბობს "ჩინეთიდან მთელი ექსპორტის მესამედი მიედინება Walmart-ში და უორენ ბაფეტსაც კი არ სჯერა, რომ Walmart-ს მომავალი აქვს. ჩინეთის მთელი კეთილდღეობა ხომ აშშ-ს და ევროპის სურვილს ემყარება შეიძინონ მისი იაფიანი მუშახელი და იაფი პროდუქტი, ეს დრო დასასრულს სწრაფად უახლოვდება. როდესაც ასე მოხდება, მილიარდი გაბრაზებული მუშახელის რევოლუცია წალეკავს მთავრობას”, - ამბობს იგი, 

 

აკეთე ის, რაც გიყვარს და შენ ყოველთვის გეყვარება ის, რასაც აკეთებ ! ჩვენ გვაქვს განახლებული გრაფიკა და დიზინის კურსი შენთვის

→ დარეგისტრირდი ახლავე!

 

7. მალე ზოოპარკში ნამდვილი დინოზავრები და ბეწვიანი მამონტები გვეყოლება

კლონირების ტექნოლოგიაში მიღწეული პროგრესის წყალობით, ჩვენ შესაძლოა 4-5 წელიწადში უკან დავაბრუნოთ ისეთი ცხოველები, როგორიცაა ბეწვიანი მამონტები. კიოტოს უნივერსიტეტის პროფესორის, აკირა ირიტანის თქმით, ”ახლა, როდესაც ტექნიკური პრობლემები დაძლეულია, რბილი ქსოვილების კარგი ნიმუში გვჭირდება გაყინული მამონტისგან”. რუსი მეცნიერები სწორედ ამის შესრულებაზე მუშაობენ და სამედიცინო საზოგადოებაში მთავარი კითხვა არ არის "შესაძლებელია თუ არა ეს", არამედ "უნდა გავაკეთოთ თუ არა ეს?"

 

8. კომპიუტერული გრაფიკა (CGI) სრულიად ჩაანაცვლებს მსახიობებს

CGI გამოიყენება ყველაფრისთვის, მსახიობების გაახალგაზრდავებით და ახალი სცენების შექმნით დაწყებული, დამთავრებული გარდაცვლილი მსახიობების ჩანაცვლებით. რა დრო დარჩა მსახიობების სრულად ჩანაცვლებამდე? ბრედ პიტს და ტომ კრუზს ჯერჯერობით შეუძლიათ მოდუნდნენ, მაგრამ ნადია მაგნენათ თალმანის თქმით, რომელიც კომპიუტერული გრაფიკის მეცნიერი და ჟენევის უნივერსიტეტის MIRALab-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელია, ტექნოლოგიის გაუმჯობესებასთან ერთად, ყველა ვინც არ არის სიის სათავეში მყოფი მსახიობი, სავარაუდოდ უფრო და უფრო მეტად ჩანაცვლდება კომპიუტერით

 

9. ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლებს ხელოვანებს

ფუტურისტი რეი კურზვეილის თანახმად, კომპიუტერებს შეეძლებათ ხატვა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, წერა და კომპოზიციის შექმნა ბევრად უკეთ, ვიდრე ამას ადამიანები იზამენ.

 

10. დღე ბევრად გრძელი გახდება

ამჯერად არ ვსაუბრობთ ზაფხულის ბუნიაობაზე, ჩვენ დღის რეალურად დაგრძელებას ვგულისხმობს. მართალია, თქვენ დიდხანს უნდა იცოცხლოთ, რათა ამას მოესწროთ, რადგან  ყოველ 100 წელიწადში 1.7 მილისეკუნდს ვაღწევთ. მაგრამ მაინც საოცარია ვიფიქროთ, რომ ისეთი რამეც კი, რაც აბსოლუტად მიგვაჩნია, შეიძლება რეალურად შეიცვალოს. ეს ჩვენზე გავლენას არ მოახდენს, მაგრამ ჩვენი შორეული მომავლის შვილიშვილებს ბევტრად მეტი დრო ექნებათ დღის განმავლობაში საქმეების მოსასწრებად.  

 

11. გამოვიკვებებით ჭაობის ჭუჭყით

შონ რასპეტმა, Soylent-ის ყოფილმა ფლორისტმა, ცოტა ხნის წინ დააარსა ახალი კომპანია სახელწოდებით Nonfood, რომელიც საჭმელს მთლიანად წყალმცენარეებისგან ამზადებს. ანუ, საზიზღარი ლორწოსგან, რომელიც  ჭაობის თავზე ტივტივებს. საკმაოდ მალე ყველა გამოვიკვებებით საკვებისგან, რომელიც რეალურად არ არის საკვები, რომელთაგანაც ზოგიერთს აქვს (ადრინდელი მიმოხილვის თანახმად) "ვინილის, ლატექსის და ბაბუაჩემის დარგული ხე“. გემრიელია!

 

12. ტაბლეტებს შეეძლებათ კიბოს აღმოჩენა

Google-ის “X ლაბორატორიამ” 2014 წელს გამოაცხადა, რომ ისინი მუშაობენ ტაბლეტზე, რომელიც თქვენს სისხლში მიკროსკოპულ ნაწილაკებს გაგზავნის, რომელსაც შეეძლება აღმოაჩინოს კიბოს კერები და ინფარქტების რისკებიც კი, ბევრად ადრე, სანამ ისინი მომკვდინებელი გახდება. ჩვენ გვირჩევნია კიბოს განკურნება, მაგრამ კიბოს კერების აღმოჩენამ, მისი დიაგნოზის დასმამდე, შესაძლოა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინოს. ხოლო იმისთვის, რომ კიბოს ვებრძოლოთ, ვიცოდეთ 20 ყოველდღიური ჩვევა, რაც კიბოს რისკს ზრდის.

 

13. ვიფრენთ სრულად შემინული თვითმფრინავებით

თუ კომპანიებმა, როგორებიცაა Technicon Design საფრანგეთში და ბრიტანეთის პროცესების ინოვაციების ცენტრმა თავისი გაიტანეს, მომავლის თვითმფრინავებში ყველა ფანჯარასთან დაჯდება, რომელიც შემოგვთავაზებს ცის პანორამულ ხედს დანიშნულების ადგილისკენ ფრენისას. მოდუნდით, ფანჯრები ტექნიკურად არ არის რეალური, ისინი უბრალოდ თვითმფრინავის ინტერიერში დამონტაჟებული კამერებია. თუმცა, ესეც საკმაოდ შემაშფოთებელია. ბედნიერად იფრინეთ!

 

14. სააბაზანოს სარკეები თქვენს ხალებს შეამოწმებს

ნერვიულობთ მზისგან მიღებულ დაზიანებაზე ან კანის კიბოს რისკზე? იან პირსონი, ბრიტანული კომპანია Futurizon-ის უფროსი ფუტუროლოგი ირწმუნება, რომ მალე გვექნება აბაზანის სარკეები LED ეკრანით და მაღალი რეზოლუციის კამერით. ”ისინი დაკავშირებული იქნებიან ინტერნეტთან, ასე რომ თქვენ შეძლებთ თქვენს ექიმ დერმატოლოგთან ვიდეო შემოწმებებს”, - ამბობს ის.

 

15. ამ წელს აღმოვაჩენთ კიდევ 2,000 ახალ პლანეტას

ჩვენ უკვე აღმოვაჩინეთ 2,341 პლანეტა ჩვენი მზის სისტემის გარეთ, მაგრამ NASA-და Google-ს შორის თანამშრომლობის წყალობით , უახლოეს მომავალში ეს რიცხვი 4,496-მდე გაიზრდება. იქნება სიცოცხლე რომელიმე ამ პლანეტაზე? ჩვენ ამას საკმაოდ მალე გავარკვევთ.

 

16. არა, რობოტი მსახური არ გეყოლებათ

წესით ახლა ყველას რობოტი მსახურები და მოახლეები არ უნდა გვყავდეს? ნეირომეცნიერი და მწერალი დევიდ ეგელმანიც კი იმედგაცრუებულია. ”მე ეს ვიწინასწარმეტყველე 20 წლის წინ, როდესაც პატარ ბიჭი ვიყავი, და მიყვარდა ვარსკვლავური ომები, თუმცა ყველაზე ჭკვიანი რობოტი, რომელიც ახლა გვყავს, არის Roomba მტვერსასრუტი”, - ამბობს ის. „მიუხედავად იმისა, რომ იგი რობოტ ასისტენტად ითვლება, არ გამიკვირდება თუ ჩემი წინასწარმეტყველება მომავალ 25 წელშიც არ გამართლდება. ხელოვნური ინტელექტი მოულოდნელად რთული პრობლემა აღმოჩნდა."


რაც შეეხება შიშს იმასთან დაკავშირებით, რომ რობოტები მალე ყველა ჩვენს სამუშაო ადგილს მიითვისებენ, ჟურნალი Wired ამაზე ძალიან არ დარდობს. მათი შარშანდელი ანგარიშის თანახმად, "პრობლემა, არის განა ის, რომ რობოტები ჩნდებიან ჩვენ გარშემო, არამედ ის, რომ ისინი არ ჩნდებიან."

 

17.რობოტები ნამდვილად ჩნდებიან

ჩვენ უკვე გვყავს პირადი თანაშემწეები და მტვერსასრუტები. სილიკონის ველის სტარტაპი კომპანიის Y Combinator-ის პრეზიდენტი სემ ალტმანი მიიჩნევს, რომ ”ჩვენ ვიქნებით პირველი სახეობა, ვინც საკუთარი შთამომავლების დიზაინს შექმნის."

 

დოქტორი ნაიფ ალ-როდჰანი, ნეირომეცნიერი და გეოსტრატგისტი – ეს ორი საქმიანობაა, რომლებიც თითქმის მოგონილად ჟღერს სამეცნიერო ფანტასტიკის ფილმიდან – ამბობს, რომ მხოლოდ დროის საკითხია, სანამ ადამიანები შექმნიან "ტრანსჰუმანებს", რომლებიც უბრალოდ საკუთარი თავის "გაუმჯობესებული" ვერსიებია, რომლებიც საბოლოოდ საფრთხეს შეუქმნიან არა-გაძლიერებულ ადამიანებს."

 

18. თქვენს ყველა ნაბიჯს აკონტროლებენ მტვრის ჯაშუშები

კრის პისტერს, კალიფორნიის უნივერსიტეტის ბერკლის გამოთვლითი მეცნიერების პროფესორს, 90-იან წლებში მოუვიდა იდეა, შექმნილიყო "ჭკვიანი მტვრის" ნაწილაკები, ეს ძირითადად პატარა სენსორები იყო, თითქმის შეუმჩნეველი ადამიანის თვალისთვის, რომლებიც ჩაიწერდნენ ყველაფერს, რაც მოხდებოდა სამყაროში. დიდი ქალაქებიდან პატარა ქალაქებამდე, მილიარდერებიდან მუშათა კლასის მოქალაქეებამდე,  ჩაიწერება ყველაფერი, რასაც ადამიანი აკეთებს. ”ეს საბოლოოდ მოხდება”, - განუცხადა პისტერმა CNN-ს 2010 წელს. თუმცა, არა. ჯერ ჩვენ ასე არ ვფიქრობთ. ჰმმ, იქნებ ყველამ უბრალოდ ისევ მტვერსასრუტი ჩავრთოთ სახლში, უბრალოდ ჯერჯერობით უსაფრთხოდ რომ ვიგრძნოთ თავი.

 

19. ავტომობილის საკუთარი ხელით მართვა მიჩნეული იქნება საფრთხისშემცველად

მალე ავტომატიზირებული მანქანები იქნება ის, რასაც ადამიანები აქტიურად გამოიყენებენ. ზოგიერთი პროგნოზის თანახმად, თითქმის 10 მილიონი მანქანა იქნება გზაზე, რომლებსაც აქვთ თვითმართვის ფუნქციები. რაც ახლა ისეთი უცნაური და ფუტურისტული ჩანს, მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გახდება ისეთი რამ, რაზეც გული დაგყწდებათ, თუ იგი არ გაქვთ. ალბათ თქვენც ბრაზდებით, როდესაც მანქანას ქირაობთ და იგი ძველი მოდელია სატელიტური რადიოს გარეშე. იგივენაირად, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, მანქანები, რომლებიც არ არის თვითმართვადი, იქნება ჩამოწერილი, ისეთი როგორიც არავის სურს. გაიგეთ უფრო მეტი ავტომობილების შესახებ, რომლებიც არავის სურს და წაიკითხეთ ბოლო 30 წლის 30 ყველაზე ცუდი ავტომობილი.

 

20. ტერორისტებს შეეძლებათ შექმნან საკუთარი პანდემია

ფიქრობთ, რომ ტერორიზმი ახლა საშიშია? უბრალოდ დაელოდეთ მანამ, სანამ ტერორისტები COVID19 ზე საშიშ და საზარელ დაავადებების შექმნას შეძლებენ. 2016 წელს ოქსფორდის გლობალური პრიორიტეტების პროექტმა შეადგინა პოტენციური სამომავლო კატასტროფების ჩამონათვალი, რამაც შეიძლება ადამიანის პოპულაციის 25 პროცენტი ან მეტი გაანადგუროს. ადამიანის მიერ შექმნილი პანდემია ალბათ ყველაზე საშინელი იყო ამ ჩამონათვალში, არა მხოლოდ დაღუპულთა რიცხვის, არამედ მისი შექმნისთვის აუცილებელი ადამიანური ბოროტების გამო. (უკაცრავად, მომავლის შესახებ ყველა პროგნოზი არ შეიძლება იყოს ვარდისფერი).

 

21. ნანობოტების არსებობა თქვენს სისხლში დაგიცავთ ავადმყოფობისგან

კარგი, ჩვენ ყველანი ვუჭერთ მხარს „ცუდად არ გახდომის“ იდეას. მაგრამ ჩვენს სისხლში არსებული პატარა რობოტები, რომლებიც შესაძლოა ჩვენს პიროვნულ აზრებს გადასცემდეს მონაცემების შემნახველ სერვერს? ეს ცოტა საზარელადაც კი ჟღერს. მაგრამ ჩვენ მოგვწონს იდეა იმის შესახებ, რომ არ დაგვემართება კიბო ჩვენი დამცველი რობოტების წყალობით. ჰმ, თუ ეს არ მოვიდა სისრულეში, სულ მცირე, 2030 წლამდე, გარკვეული პროგნოზების თანახმად, ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს დრო ამაზე და მასთან დაკავშირებულ ეთიკურ დილემაზე საფიქრად.

 

22. 862 წელში "შესაძლოა" ასტეროიდმა გაგვანადგუროს

კი მაგრამ, ჩვენ ვამბობ „შესაძლოას“? დიახ, ასეა,  NASA-ს გამოთვლების  თანახმად, 1%-ზე ნაკლები შანსია იმისა, რომ 1.5 კილომეტრის ზომის ასტეროიდი დაეჯახება დედამიწას და გაანადგურებს ადამიანის სიცოცხლეს 2880 წლის 16 მარტისთვის. რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს, რომ კაცობრიობას 99% შანსი აქვს, რომ განადგურდებას გადაურჩეს. და როგორც NASA იუწყება, "ზედა ზღვარი შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს დროთა განმავლობაში, ასტეროიდზე უფრო მეტი ინფორმაციის მიღების პირობებში". ასე რომ, მოდუნდით, სანამ ეს მოხდება, ჩვენ უკვე დიდი ხნის წასულები ვიქნებით ამ ქვეყნიდან.

 

23. ანტიბიოტიკები შეწყვეტენ მუშაობას

ჩვენ დამოკიდებული გავხდით ანტიბიოტიკებზე, როგორც გარკვეული ავადმყოფობების სწრაფი განკურნების საშუალებაზე. მაგრამ რა მოხდება, თუ მედიკამენტს იმდენად მივეჩვევით, რომ ის შეწყვეტს მუშაობას? რა მოხდება, თუ ფილტვების ანთება დაგემართებათ და ექიმები უბრალოდ მხრებს აიჩეჩავენ და გეტყვიან: ”ბოდიში, ბევრი არაფრის გაკეთება შეგვიძლია?” ეს დრო შეიძლება იმაზე მალე დადგეს, ვიდრე ჩვენ ვფიქრობთ. უფრო მეტიც, 2016 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ "ანტიმიკრობული წინააღმდეგობის" ახალ ეპოქას შეუძლია 2050 წლისთვის ყოველწლიურად 10 მილიონამდე ადამიანის მოკვლა.

 

არ დაკარგო დრო! გამოიყენე ის შენი უკეთესი მომავლის შესაქმნელად. არ გადადო, დარეგისტრირდი დღესვე, იპოვე შენი წარმატების გზა

→ დარეგისტრირდი ახლავე!

 

24. ჩვენს ნაგავს რობოტული დედამიწის ჭიები შთანთქამენ

ჟურნალ The Futurist-ის ერთერთი საუკეთესო გამოცემაში გვიყვებოდა ამ გიჟურ იდეაზე, რომ "პატარა, სწრაფი რობოტების გუნდები გაივლიან მაღაროებსა და ნაგავსაყრელებს, რათა შთანთქან ყველაფერი რაც ღირებულია" თუმცა, ჩემი რჩევაა, რომ რაც ნაკლები იცით რობოტული მიწის ჭია ნაგვის შემგროვებლების შესახებ, მით უკეთესია!

 

25. მარტივი წვდომა გექნებათ მსოფლიოს ყველანაირ ცოდნაზე

სწორედ ამას გვპირდებოდა Google-ის ერიკ შმიდტი 2005 წელს და ამბობდა, რომ კომპანია საბოლოოდ "ორგანიზებას გაუწევდა მსოფლიოს ინფორმაციას და გახდის მას საყოველთაოდ ხელმისაწვდომს და გამოსადეგს". ამის განხორციელებას 300 წელი დასჭირდება, მაგრამ ლოდინად ღირს. წარმოიდგინეთ, რომ თქვენს განკარგულებაშია ვიკიპედია, მაგრამ სავსეა ადამიანების სრული ცოდნით და ეს სულაც არ არის ხუმრობა!

 

26. გვექნება პროთეზის ტვინი

ეს პირველად გამოცხადდა 2oo3 წელს, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ წლები გვაშორებს კომერციულად ხელმისაწვდომი "ნერვული პროთეზისგან". ბრაიან ჯონსონი, რომელმაც წამოიწყო სტარტაპი სახელწოდებით Kernel, მუშაობს იმისთვის, რომ გახდეს ტვინის იმპლანტის პირველი მწარმოებელი. ”ისევე, როგორც ჩვენ გვაქვს სამოქალაქო უფლებები, ადამიანის უფლებები, აბორტის უფლებები, ქორწინების უფლებები, ჩვენი საზოგადოების შემდეგი დიდი დებატების თემა იქნება ევოლუციის უფლებები”, - ამბობს იგი.

 

27. გვექნება ინტერპლანეტარული ინტერნეტი

მარსის კოლონიზაცია იწყება, თუმცა, წითელ პლანეტაზე ინტერნეტი იქნება? შეიძლება სოციალური მედიის გარეშე გადარჩენა ვერ შევძლოთ ღრმა სივრცეში, ხომ ასეა? სად ავტვირთვთ მარსზე გადარებულ სელფებს? დამშვიდდით, ინტერპლანეტარული ინტერნეტი გეგმაშია 1998 წლიდან. როდესაც ჩვენ საბოლოოდ მივაღწევთ მარსამდე, რაც შეიძლება 2030-იანი წლების დასაწყისში მოხდეს, არ მოგიწევთ უარი თქვან თქვენს ინსტაგრამ გვერდზე .

 

28. შეგეძლებათ თქვენი საყვარელი სატელევიზიო შოუების სურნელი შეიგრძნოთ

ოდესმე გიყურებიათ „მოსიარულე მკვდრების“ ბოლო ეპიზოდებისთვის და გიფიქრიათ: "ღმერთო, რა კარგი იქნებოდა, ზომბების სურნელის შეგრძნება რომ შემეძლოს?" შეიძლება გაგიმართლოთ. ნიკოლას ნეგროპონტემ, M.I.T.-ს მედია ლაბორატორიის ყოფილმა დირექტორმა, ჯერ კიდევ 1992 წელს იწინასწარმეტყველა, რომ მალე გვექნებოდა "სრულად ფერადი, ფართომასშტაბიანი, ჰოლოგრაფიული ტელევიზორი მოძრაობის და ყნოსვითი შეგრძნებების გამომყვანებითაც კი." ეს ერთდროულად ამაღელვებლად და შემაშფოთებლად ჟღერს.

 

29. ოფისის თანამშრომლები შეძლებენ მედიკამენტების დახმარებით გააუმჯობესონ მუშაობის ხარისხი

დედამიწის მასშტაბით გამოკითხული ადამიანების 70% აცხადებს, რომ სამედიცინო მეცნიერებს მათ ტვინზე ან სხეულზე ცდების ჩატარების უფლებას მისცემს, თუ ეს მათ კარიერულ წინსვლაში დაეხმარება. და მათ შეიძლება გაუმართლოთ კიდეც! ზოგმა იწინასწარმეტყველა, რომ "ჭკვიანი წამლები" ოფისებში ჩვეულებრივი მოვლენა გახდება. ხოლო პროფესიონალური მომსახურების ფირმის PricewaterhouseCoopers-ის 2017 წლის ანგარიშში აღმოჩნდა, რომ „სამედიცინო გზით გაძლიერებული მუშაკები“ საკმაოდ მალე რეალობად იქცევიან.

 

30. მოგვიწევს დედამიწის დატოვება

სტივენ ჰოკინგი, მსოფლიოში ცნობილი ფიზიკოსი და კოსმოლოგი, დიდი იმედებით არ იყო განმსჭვალული ჩვენი პლანეტის მომავლის შესახებ. კლიმატის ცვლილების, ეპიდემიების, მოსახლეობის ზრდისა და ასტეროიდის პირდაპირი შეტაკებების გამო ის თვლიდა, რომ ჩვენ უნდა გამოვნახოთ გზა დედამიწის დასატოვებლად მომდევლო 100 წელიწადში.

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - მოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 .თელავინადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 .თბილისი.ყაზბეგის 34/34 

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

STEP კომპიუტერული აკადემიის რედაქცია

AI

ChatGPT სრული სახელმძღვანელო

დაიწყეთ ChatGPT გამოყენება უფრო სწრაფად და ეფექტურად, გაიგეთ ყველაფერი, დაწყებული უფასო რეგისტრაციიდან, დამთავრებული სამეწარმეო საქმეში ChatGPT-ის ფასიანი ვერსიის გამოყენებამდე

დაიწყეთ ChatGPT გამოყენება უფრო სწრაფად და ეფექტურად, გაიგეთ ყველაფერი, დაწყებული უფასო რეგისტრაციიდან, დამთავრებული სამეწარმეო საქმეში ChatGPT-ის ფასიანი ვერსიის გამოყენებამდე   UBS-ის ანგარიშის თანახმად, ChatGPT-ის ყოველდღიურ ვიზიტორთა რაოდენობამ  100 მილიონს მიაღწია, რაც მას ისტორიაში ყველაზე სწრაფად მზარდ აპლიკაციად აქცევს. ბიზნეს სამყარო ასევეა დაინტერესებული ChatGPT-ით და ცდილობს ხე�

ШАГ логотип

პროგრამირება

რომელ ქვეყანას ჰყავს მსოფლიოს საუკეთესო პროგრამისტები?

პროგრამირება თანამედროვე დროში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა, პარალელურად პროგრამირების დროს შემოქმედებითი პროცესი შეუზღუდავია, წარმოიდგინე, წერ კოდს, რომელიც უამრავი სიმბოლოსგან შედგება, თუმცა საბოლოოდ ის სხვანაირად გამოიყურება ის საშუალებას გაძლევთ არაფრისგან შექმნათ რაღაც ახალი, უჩვეულო, ორიგინალური და კრეატიული. 

პროგრამირება თანამედროვობის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა, პარალელურად პროგრამირების დროს შემოქმედებითი პროცესი შეუზღუდავია, წარმოიდგინე, წერ კოდს, რომელიც უამრავი სიმბოლოსგან შედგება, თუმცა საბოლოოდ ის სხვანაირად გამოიყურება ის საშუალებას გაძლევთ არაფრისგან შექმნათ რაღაც ახალი, უჩვეულო, ორიგინალური და კრეატიული იმის გასარკვევად, თუ რომელი ქვეყნიდან არიან

ШАГ логотип

პროგრამირება

JavaScript: განაახლეთ ყველა პაკეტი package.json-ში NCU-ით

JavaScript: განაახლეთ ყველა პაკეტი package.json-ში NCU-ით

JavaScript-ის დეველოპმენტის სამყაროში პაკეტებისა და დამოკიდებულებების მართვა ნებისმიერი პროექტის გადამწყვეტი ასპექცია. პაკეტების განახლება არა მხოლოდ უზრუნველყოფს უახლეს ფუნქციებთან წვდომასა და ხარვეზების აღმოფხვრას, არამედ აუმჯობესებს აპლიკაციის საერთო სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. თუმცა package.json ფაილში თითოეული პაკეტის ხელით განახლება შესაძლოა იყოს ძალიან შრომატევადი �

ШАГ логотип

Techfacts

News

Starlink უკვე საქართველოშია | ფასი, ინსტალაცია, სისწრაფე

საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, სადაც Starlink-ის უსადენო სწრაფი ინტერნეტი ხელმისაწვდომია!

Starlink მსოფლიოში მოწინავე სატელიტური ფართოზოლოვანი ინტერნეტ სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან, დაბალი დაყოვნების მქონე ფართოზოლოვან ინტერნეტს მთელს მსოფლიოში, მათ შორის იმ ადგილებში, სადაც ინტერნეტ კავშირი დაბალი საიმედოობის, უხარისხო ან სრულიად მიუწვდომელია - ახლა ის უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია! კომპანიის გადაწყვეტილებით, თბილისის ტექნოლოგიური პ�

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა