IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

თბილისი
ШАГ логотип

ალან შეპარდი - პირველი ამერიკელი კოსმოსში

15.11.2021

751 ხედი

ჩვენს სამყაროში კოსმოსის ეპოქა XX საუკუნის 50-იანი წლების მიწურულს დაიწყო. მაშინ, როდესაც  ტექნოლოგია ისე განვითარდა, რომ ადამიანმა ღია კოსმოსში გაფრენა შეძლო. ამ ისტორიას თავისი ცნობილი გმირები ჰყავს, რომელთა შორის არის ალან შეპარდიც - პირველი ამერიკელი და მეორე ადამიანი, რომელიც კოსმოსში გაფრინდა. ალან შეპარდი 1923 წლის 18 ნოემბერს ნიუ-ჰემფრიშის შტატში, ა.შ.შ-ში დაიბადა. მომავალი ასტრონავტი ბავშვობიდანვე იყო გატაცებული ფრენით. ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის პერიოდში აწყობდა თვითმფრინავის პატარა მოდელებს. 1938 წელს საშობაო საჩუქრად უკვე რეალური თვითმფრინავის ბილეთი მიიღო.

ახალგაზრდა ალან შეპარდი, ავიაციის სკოლაში. 1946 წ.

 

რეალური თვითმფრინავის ბილეთი მიიღო. მომდევნო წლიდან კი მანჩესტერ-ბოსტონის რეგიონალურ აეროპორტში სხვადსხვა სამუშაოს შესრულება დაიწყო - ფრენის ან ფრენის გაკვეთილების სანაცვლოდ. მიუხედავად იმისა, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ ის ა.შ.შ-ს საზღვაო ფლოტს შეუერთდა, მალევე მიიღო მფრინავის წოდება. სწორედ მისმა წარმატებულმა კარიერამ განაპირობა ის, რომ 1959 წელს ის ასტრონავტი გახდა.

 

მეტიც, ის იყო მერკურის შვიდეულის ნაწილი - NASA-ს და ა.შ.შ-ს პირველი ასტრონავტებიდან ერთ-ერთი. მასთან ერთად შვიდეულში იყვნენ კოსმოსის ისტორიის ისეთი მნიშვნელოვანი ფიგურები, როგორებიც არიან ჯონ გლენი (პირველი ამერიკელი, რომელმაც დედამიწას შემოუარა), სკოტ კარპენტერი, გორდონ კუპერი, ვირჯილ გრისომი, უოლტერ შირა და დონალდ სლეიტონი. სწორედ ამ ადამიანებით იწყება ამერიკული კოსმოსური მოგზაურობა.

 

 

მერკური 7-ის ასტრონავტები. უკან: ალან შეპარდი, ვირჯილ გრიმსონი, გორდონ კუპერი. წინ უოლტერ შირა, დონალდ სლეიტონი, ჯონ გლენი და სკოტ კარპენტერი. 1960 წ.

ალან შეპარდი კოსმოსში 1961 წლის 5 მაისს გაფრინდა მერკურის კოსმოსური ხომალდით. ასტრონავტმა კაფსულას - Freedom 7 დაარქვა, კოსმოსური მისიის მონაწილე 7 წევრის პატივსაცემად. ფრენა სულ 15 წუთი გაგრძელდა და 187 კილომეტრს მიაღწია. იმ დროისთვის ეს ა.შ.შ-სთვის იყო უდიდესი გამარჯვება კოსმოსურ  რბოლაში, ხოლო კაცობრიობისთვის კოსმოსის ათვისების კიდევ ერთი წარმატებული მცდელობა.

ატლანტის ოკეანის ფოტო Freedom 7-დან. 1961 წ.

მერკურის მისიიდან დაბრუნებული ალან შეპარდი.

უკან დაბრუნებულმა ალან შეპარდმა პრეზიდენტი კენედისგან მიიღო ჯილდო გამორჩეული სამსახურისთვის, რაც NASA-ს ყველაზე მნიშვნელოვან ჯილდოდ ითვლება. ამავდროულად, სწორედ ის გახდა პირველი ასტრონავტი და მეორე ადამიანი, რომელმაც ეს პრემია დაიმსახურა.

ალან შეპარდი და ჯონ კენედი, ა.შ.შ-ს პრეზიდენტი. 1961 წ.

ალან შეპარდის კოსმოსური ვოიაჟი ამით არ დასრულებულა. მისი მეორე კოსმოსური ფრენა აპოლო 14-ის მისია იყო. ასტრონავტი ამ შემთხვევაში მთვარეზე გაემგზავრა 1971 წლის 15 თებერვალს. სწორედ ის გახდა რიგით მე-5 ადამიანი, რომელმაც დედამიწის თანამგზავრის ზედაპირზე ფეხი დადგა.

აპოლო 14-ის ეკიპაჟის წევრები - სტიუარდ როსა, ალან შეპარდი, ედგარ მიტჩელი

 

მთვარეზე ყოფნისას, საკვლევი მასალების - ქვების შეგროვების გარდა, შეპარდმა კოსმოსური ექსპერიმენტიც ჩაატარა - მან მთვარეზე გოლფი ითამაშა. ექსპერიმენტის მიზანი იყო დაედგინათ, თუ რა მანძილზე გადავარდებოდა გოლფის ბურთი დაბალი გრავიტაციის პირობებში. ასტრონავტის დატოვებული გოლფის ბურთი დღესაც მთვარის ზედაპირზეა.

 

ალან შეპარდი თამაშობს გოლფს მთვარის ზედაპირზე

 

კოსმოსური მოგზაურობის შემდეგ, ალან შეპარდი მალევე ტოვებს NASA-ს და საკუთარ ბიზნეს იწყებს. 1994 წელს კი წიგნის - Moon Shot: The Inside Story of America's Race to the Moon-ის“ თანაავტორი გახდება. ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებში ასტრონავტი მთვარეზე მოგზაურობის ისტორიას გვიყვება. ცნობილია, რომ წიგნის შესავალი დაწერა ნილ არმსტრონგმა - პირველმა ადამიანმა, რომელმაც მთვარეზე გაიარა.

ალან შეპარდი 1998 წელს გარდაიცვალა.

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - მოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ზრდასრულთათვის

რატომ ვერ პოულობ უკეთეს სამსახურს, მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილება გაქვს

აღმოაჩინე ის ფარული ბარიერები, რომლებიც ხელს გიშლის კარიერულ ზრდაში და შეიტყვე, როგორ უნდა აქციო არსებული პროფესიული გამოცდილება ახალ შესაძლებლობებად.

სავარაუდო გამოცდილების პარადოქსი: რატომ ჩერდები ერთ ადგილას? ხშირად გვგონია, რომ რაც მეტი წელი გადის ჩვენს პროფესიულ ცხოვრებაში, მით უფრო მარტივი უნდა იყოს სასურველი ვაკანსიის პოვნა და უკეთეს პოზიციაზე გადასვლა. თუმცა, რეალობა სრულიად სხვანაირია: გამოცდილმა პროფესიონალებმაც კი შესაძლოა თვეების განმავლობაში ვერ შეძლონ სასურველი შედეგების მიღწევა. პრობლემა იმაშია, რომ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

5 უნარი, რომელიც 2026 წელს შენს CV-ს რეალურად აძლიერებს

2026 წელს კარგი CV მხოლოდ განათლებისა და გამოცდილების ჩამონათვალი აღარ არის. გაიგე, რომელი 5 უნარი დაგეხმარება კონკურენტულ სამუშაო ბაზარზე საკუთარი შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენაში და რატომ არის ტექნიკური ცოდნა, AI, პრობლემის გადაჭრა, კომუნიკაცია და პრაქტიკული გამოცდილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.

ტექნიკური ცოდნა და AI-ის ეფექტურად გამოყენების უნარი 2026 წელს დამსაქმებლისთვის მხოლოდ ის აღარ არის მნიშვნელოვანი, რა პროფესია გაქვს მითითებული CV-ში. ტექნოლოგიები სწრაფად ცვლის სამუშაო პროცესებს და თითქმის ყველა სფეროში იზრდება მოთხოვნა ადამიანებზე, რომლებსაც შეუძლიათ ციფრული ინსტრუმენტების გამოყენება, ახალი პროგრამების სწრაფად ათვისება და ტექნოლოგიებთან ადაპტირება. გ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

Gap Year საქართველოში: „დაკარგული დრო“ თუ საუკეთესო ინვესტიცია საკუთარ მომავალში?

Gap Year არ არის დროის კარგვა, ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, გაერკვე შენს ინტერესებში, მიიღო პრაქტიკული გამოცდილება და აითვისო ის უნარები, რომლებიც მომავალში წარმატების საფუძველი გახდება.

რატომ არის Gap Year შანსი და არა დროის ფუჭი კარგვა? ალბათ ხშირად გსმენია ფრაზა, რომ Gap Year მხოლოდ "დროის კარგვაა" და აუცილებელია სწავლის გაგრძელება უშუალოდ სკოლის დასრულებისთანავე. სინამდვილეში, Gap Year (შუალედური წელი), არის შეგნებული პაუზა, რომელსაც ახალგაზრდები სკოლის დასრულებისა და უნივერსიტეტში ჩაბარებას შორის იღებენ საკუთარი პოტენციალის გამოსაკვლევად. ეს პერიოდი შენთვის საუკá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

ადამიანური უნარები ციფრულ ეპოქაში რა დაგვიცავს რობოტებთან კონკურენციისგან?

ხელოვნური ინტელექტისა და მასშტაბური რობოტიზაციის ეპოქაში, უნიკალური ადამიანური უნარების როლი შრომის ბაზარზე კიდევ უფრო კრიტიკული და ფასდაუდებელი ხდება. სტატიაში დეტალურად განვიხილავთ, რომელი პიროვნული და ინტელექტუალური თვისებები დაგვიცავს მანქანებთან კონკურენციისგან და როგორ უნდა ვაქციოთ ტექნოლოგიური პროგრესი ჩვენს მთავარ მოკავშირედ კარიერულ წინსვლაში.

ხელოვნური ინტელექტის ტრანსფორმაციული ძალა და ადამიანური ფაქტორი თანამედროვე ციფრულ ეპოქაში, როდესაც ხელოვნური ინტელექტი, მანქანური სწავლება და ავტომატიზაცია წარმოუდგენელი ტემპით ვითარდება, სულ უფრო მეტი ადამიანი უსვამს საკუთარ თავს კითხვას: რა არის ის უნიკალური თვისება, რაც ჩვენ მანქანებზე უპირატესს გვხდის? რობოტებსა და ალგორითმებს შეუძლიათ მილიარდობით მონაცემის

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა