IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

Apple-მა M1X ჩიპი დააანონსა!

08.10.2021

591 ხედი

მოახლოვდა Apple-ის ოქტომბრის ღონისძიება, რომელზეც წარადგენენ ახალ MacBook Pro-ს და გაცილებით მძლავრ Mac Mini-ს, ახალი M1X ჩიპით, ეს ცალსახად Apple-ის ყველაზე ძლიერი ჩიპი იქნება.

 

როგორ დაიწყო ჩიპების წარმოება?

Apple-ისთვის საკუთარი ჩიპების წარმოების დაწყება უდიდესი წარმატება იყო, განვითარება და პროცესორების გაუმჯობესება გრძელდება, მაშინ, როდესაც კონკურენტები სულ უფრო სუსტდებიან, ეფლის პროდუქცია წლიდან წლამდე იხვეწება და გაყიდვების ასტრონომიულ ციფრს აღწევს.

 

კომპანიამ ჩიპების დაგეგმარება დაახლოებით ათი წლის წინ დაიწყო, როდესაც მათ iPhone-ში A4 ჩიპი განათავსეს, ხოლო გასულ წელს iPhone 12-ში A14 განთავსდა. კომპანიამ პირველი ოფიციალური ჩიპის მაგალითზე გადაწყვიტა უფრო მძლავრი და ენერგოეფექტური ჩიპის შექმნა, რომელიც მოერგება უფრო დიდ მოწყობილობებსაც, როგორიცაა მათი ტაბლეტები, ლეპტოპები და კომპიუტერებიც კი, M1 ჩიპის წარმოებით, ისედაც მძლავრი მოწყობილობები, კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანეს.

 

შემდეგი ნაბიჯი: M1X

 

სპეციფიკაციები

M1-ის გამოშვება მხოლოდ პირველი ნაბიჯი იყო მათ გრძელვადიან გეგმაში, ახლა დგება ძალიან დიდი ნაბიჯის დრო, რომელიც გულისხმობს არსებული ჩიპის გაუმჯობესებას, რათა უფრო ახალი და მძლავრი ვერსიები შეიქმნას მოწყობილობების მომავალ თაობებში განსათავსებლად - აქ შემოდის თამაშში M1X.

 

ამჟამინდელ M1-ს აქვს სულ 8 პროცესორის ბირთვი, მათგან 4 მაღალი შესრულებისაა, განკუთვნილი უფრო მძიმე ამოცანებისთვის, ხოლო დანარჩენი ოთხი ენერგოეფექტური ბირთვია. ახალი M1X-ს კი ექნება 10 ბირთვი, ამჯერად 8 მათგანი მაღალი შესრულების ბირთვი იქნება, ენერგოეფექტურობაზე კი მხოლოდ 2 ბირთვი იზრუნებს.

 

მთლიანი ბირთვების რაოდენობის ზრდა და უფრო მაღალი შესრულების მქონე ბირთვებზე გადასვლა მოსალოდნელი იყო. M1 პირველი წარმოების ჩიპია, იაფი და ნაკლებად მძლავრი მოწყობილობებისთვის. ის შეიქმნა ენერგიის ეფექტურობის გათვალისწინებით, ხოლო M1X დამზადებულია სიმძლავრის გასაორმაგებლად MacBook Pro-სთვის, Mac Mini-სთვის და ალბათ ახალი iMac-ისთვისაც კი. 

 

M1-ს ასევე გააჩნია 7 ან 8 გრაფიკული პროცესორული ბირთვი, ხოლო M1X-ს ექნება 16 ან 32 გრაფიკული პროცესორული ბირთვი. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვართ დარწმუნებული, რამდენად მწყობრად იფუნქციონირებს იგი, მაგრამ შესაძლოა Apple-მა გამოუშვას ორი ვარიანტი, ერთი იაფი მოწყობილობებისთვის 16 ბირთვით და მეორე 32 ბირთვით მათი უფრო ძვირი მოწყობილობებისთვის, როგორიცაა MacBook Pro 16 დიუმიანი.

 

განთავისუფლდი ბანალური საგანმანათლებლო სისტემისგან, დაიწყე ბრენდ დიზაინის შესწავლა სრულიად ახალი მეთოდებით და გახდი წარმატებული სტეპერი!

→ დარეგისტრირდი ახლავე!

 

პრეზენტაციამდე გახმაურებული კულვარული ამბები

ვებგვერდი ‘CPU monkey’-დან სავარაუდო გაჟონილი მონაცემების თანახმად, ახალ M1X-ს აქვს ცალბირთვიანი და მრავალბირთვიანი სტანდარტები, რომლებიც მსგავსია Intel-ის i7–11700K ჩიპისა, რაც გრანდიოზული ნახტომი იქნება წინ. მათი ვარაუდით, ახალი ჩიპი გამოვა 12 პროცესორის ბირთვით, 10-ის ნაცვლად, როგორც ამას ჭორები იუწყებოდნენ.

 

‘CPU monkey’-ს თანახმად, 16 გრაფიკულ პროცესორიან ბირთვს ჰქონდა სტანდარტის ქულა 5.2 TFLOPS როდესაც გამოიყენებოდა FP32 გამოთვლებში, რაც ნიშნავს რომ ის იქნება უფრო სწრაფი ვიდრე Nvidia GTX 1060 ti, მაგრამ შედარებით ნელი ვიდრე Nvidia 1070. ვებ-გვერდი ასევე ირწმუნება, რომ გრაფიკულ-პროცესორიანი ბირთვები იქნება ორჯერ უფრო ძლიერი ვიდრე ამჟამინდელი M1, რაც წარმოუდგენლად შთამბეჭდავი სიახლეები გველის წინ, თუ ეს სიმართლეა.

 

Dave2D-მა ასევე შეაფასა, რომ 32 გრაფიკულ პროცესორიანი ბირთვის ვარიანტი ისეთივე ძლიერი იქნება, როგორც Nvidia 3070, რაც საოცარია, რადგან M1X არის სისტემა ჩიპზე (SOC) და არა სრული ზომის ინტეგრირებული გრაფიკული ბარათი, როგორიცაა Nvidia 3070.

 

დასკვნები და პირადი მოსაზრებები

რასაკვირველია, ჯერჯერობით არაფერია დაზუსტებული და ყველაფერი ალბათ ცოტა სხვაგვარად იქნება, როდესაც გამოვა საბოლოო პროდუქტი და ჩვენ დავინახავთ, როგორ წარადგენს რეალურად Apple ამას, მაგრამ ჩვენ არ ვცდილობთ მივიღოთ ზუსტი რიცხვი, არამედ გვსურს შევიქმნათ მარტივი წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რამდენად მძლავრი იქნება Apple-ის ყველაზე მნიშვნელოვანი, ახალი ჩიპი და თუ ეს რიცხვები ასახავს რეალურ მაჩვენებელს, მაშინ ეს იქნება ოქროს წონის მიღწევა, რომელიც გააბედნიერებს ერთგულ მომხმარებელს.

 

Apple-ის A-chip სერია iPhone-ებისთვის ჩვეულებრივ იღებს ყოველწლიურად 20%-იან გაუმჯობესებას, მაგრამ ამ ეტაპზე, ჩვენ არ ვიცით რას შეიძლება ველოდოთ M- სერიისგან და მისი ყოველწლიური განახლებებისგან. 

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - მოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 .თელავინადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 .თბილისი.ყაზბეგის 34/34 

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ზრდასრულთათვის

Gap Year საქართველოში: „დაკარგული დრო“ თუ საუკეთესო ინვესტიცია საკუთარ მომავალში?

Gap Year არ არის დროის კარგვა, ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, გაერკვე შენს ინტერესებში, მიიღო პრაქტიკული გამოცდილება და აითვისო ის უნარები, რომლებიც მომავალში წარმატების საფუძველი გახდება.

რატომ არის Gap Year შანსი და არა დროის ფუჭი კარგვა? ალბათ ხშირად გსმენია ფრაზა, რომ Gap Year მხოლოდ "დროის კარგვაა" და აუცილებელია სწავლის გაგრძელება უშუალოდ სკოლის დასრულებისთანავე. სინამდვილეში, Gap Year (შუალედური წელი), არის შეგნებული პაუზა, რომელსაც ახალგაზრდები სკოლის დასრულებისა და უნივერსიტეტში ჩაბარებას შორის იღებენ საკუთარი პოტენციალის გამოსაკვლევად. ეს პერიოდი შენთვის საუკ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

ადამიანური უნარები ციფრულ ეპოქაში რა დაგვიცავს რობოტებთან კონკურენციისგან?

ხელოვნური ინტელექტისა და მასშტაბური რობოტიზაციის ეპოქაში, უნიკალური ადამიანური უნარების როლი შრომის ბაზარზე კიდევ უფრო კრიტიკული და ფასდაუდებელი ხდება. სტატიაში დეტალურად განვიხილავთ, რომელი პიროვნული და ინტელექტუალური თვისებები დაგვიცავს მანქანებთან კონკურენციისგან და როგორ უნდა ვაქციოთ ტექნოლოგიური პროგრესი ჩვენს მთავარ მოკავშირედ კარიერულ წინსვლაში.

ხელოვნური ინტელექტის ტრანსფორმაციული ძალა და ადამიანური ფაქტორი თანამედროვე ციფრულ ეპოქაში, როდესაც ხელოვნური ინტელექტი, მანქანური სწავლება და ავტომატიზაცია წარმოუდგენელი ტემპით ვითარდება, სულ უფრო მეტი ადამიანი უსვამს საკუთარ თავს კითხვას: რა არის ის უნიკალური თვისება, რაც ჩვენ მანქანებზე უპირატესს გვხდის? რობოტებსა და ალგორითმებს შეუძლიათ მილიარდობით მონაცემის

ШАГ логотип

რატომ არის Data Science და AI ინჟინერია მომავლის მთავარი პროფესია

გაიგე, რატომ ხდება Data Science და ხელოვნური ინტელექტის (AI) ინჟინერია თანამედროვე სამყაროს მთავარი პროფესია, რა პერსპექტივებს გვთავაზობს ეს სფერო და როგორ შეგიძლია დაიწყო შენი კარიერა დღესვე.

მონაცემების ეპოქა და ხელოვნური ინტელექტის როლი თანამედროვე ბიზნესში დღევანდელ ციფრულ სამყაროში კომპანიები ყოველდღიურად მილიონობით მონაცემს აგროვებენ, თუმცა ნედლი მონაცემები თავისთავად არაფერს ამბობს. იმისათვის, რომ ბიზნესმა სწორი სტრატეგიული გადაწყვეტილებები მიიღოს, აუცილებელია ამ უზარმაზარი ინფორმაციის დამუშავება, ანალიზი და პროგნოზირება. სწორედ აქ ერთვება სა

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

ვერ ჩააბარე ? ეს არ ნიშნავს, რომ შენი წარმატების გზა დასრულდა

ვერ ჩააბარე? ეს არ ნიშნავს, რომ შენი პროფესიული გზა დასრულდა. გაიგე, რატომ აღარ განსაზღვრავს ერთი გამოცდა მომავალ წარმატებას და როგორ შეგიძლია პრაქტიკული ცოდნითა და თანამედროვე პროფესიების შესწავლით კარიერა დღესვე დაიწყო.

ერთი გამოცდა არ განსაზღვრავს შენს შესაძლებლობებს ეროვნული გამოცდების შედეგების გამოცხადების შემდეგ ათასობით ახალგაზრდა რთულ ემოციებს განიცდის. მათგან ბევრი ფიქრობს, რომ თუ სასურველ უნივერსიტეტში ვერ მოხვდა, კარიერული გეგმებიც დასრულდა. ეს განცდა ბუნებრივია, თუმცა რეალობა სულ სხვაა. ერთი გამოცდის შედეგი ვერ განსაზღვრავს ადამიანის შესაძლებლობებს, მის შრომისმოყვარეო

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა